შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ფიცი. თავი 1


24-05-2018, 00:08
ავტორი elle finn
ნანახია 1 143

იცით საშინელებათა ფილმებში გოგო რომ ამბობს „ღმერთო, სარდაფში რაღაც არის, ჩავალ საცვლების ამარა და ვნახავ სიბნელეში, რა ხდება“ შენ კი ეუბნები „რა პრობლემა გაქვს? პოლიციას დაურეკე“ ის კი ამბობს „კარგიი“ , მაგრამ უკვე გვიანია იმიტომ რომ უკვე კლავენ. ჰომმ, ჩემი ამბავიც დაახლოებით ასეთია.

___

-კარგი ელენე, ხუთ წუთში კორპუსის წინ ვიქნები და მალე ჩამოდი, რაღაც საქმე მაქვს.. ჰო იმაზე... კარგი მიდი - ელენეს ტელეფონი გავუთიშე და ჩემი კორპუსის წინ , გრძელ სკამზე დავჯექი. პატარა ჩანთა გვერდით მოვიდე და უსაქმურად დავიწყე ტელეფონში რაღაცეების ქექვა. ყვითელმა, ჯერ კიდევ დენიკინის დროინდელმა ავტობუსმა ისე სწრაფად აიარა ორთაჭალის აღმართი,რამის ბორბლები დაცვივდა. გაჩერებასთან უამრავი ხალხი მოყრილიყო. ზოგიც ჩემი მეზობელი იყო, ზოგიც ის უცნობი ხალხი რომელიც ახალ კორპუსებში დასახლდენ და ჯერ არავის იცნობენ სამეზობლოში.
ერთი წუთი ხალხს ვაკვირდები, მეორე წუთს გახედვა მინდა ჩემი დაქალისკენ რომელიც ნელა მოჯლაჯუნობს და ყურებამდე მიღიმის, მაგრამ თვალში ნაცნობი სხეული მხვდება და პირს გაოცებისგან ვაღებ.
ჩამოვიდა.
გერმანიიდან ჩამოვიდა.
სანდრო გერმანიიდან ჩამოვიდა.

მე და ელენე განუყრელი მეგობრები ვართ თითქმის დაბადებიდან. მეზობლობა ხელს უფრო გვიწყობდა და ზამთარ-ზაფხულ ერთად ვიყავით. ზოგს დებიც კი ვეგონეთ. მუდამ ვცდილობდით ერთნაირად ჩაგვეცვა . ვერ გვიპოვიდით მე და ელენეს ცალ-ცალკე. თუ ერთი ავად იყო მეორეც ძალით ცუდად ვხდებოდით, თქვენ წარმოიდგინეთ და ერთი დღის გადაცილებით დაგვემთხვა ბატონების მოსვლაც. ეზოში სახეგაწითლებულები დავდიოდით და ამით ვამაყობდით..

3 წლის უკან, სექტემბერში, სანდრო პირველად ვნახე. ჩემს სადარბაზოში მშვიდად ეწეოდა სიგარეტს. გვერდი რომ ავუარე ამრეზად შემათვალიერა. იმ საღამოს მასზე ელენეს ვუთხარი და დედამისის წყალობით , რომელმაც ამ ქვეყანაზე ყველაზე და ყველაფერზე ინფორმაციას ფლობს მაშინვე მითხრა მისი სახელი და გვარი. ეკონომისტი ყოფილა, მესამე კურსელი -ჯავახიშვილში მაგრამ ხშირად დადიოდა ბერლინში, ასევე სასწავლებლად.
მის დანახვაზე ვგრძნობდი როგორ გადამდიოდა ფერი სახედან, ფეხები მიკანკალებდა და რამის ნიშადურით მოსასულიერებელი ვიყავი ყოველ მის დანახვაზე. არ ვიცი რას ვგრძნობდი მის მიმართ, სიყვარულის არასდროს მჯეროდა, ამიტომ ვფიქრობდი რომ მხოლოდ ჰორმონების და გარდატეხის ასაკის ბრალი იყო.
წინა წელს ისევ ბელინში წავიდა.
ღამე, ელენესგან რომ ვბრუნდებოდი სადარბაზოში უამრავი ჩანთით დამხვდა, მომესალმა და თბილად გამიღიმა, შემდეგ თავის ნათესავებს დაემშვიდობდა მეორე დღესვე ვნახე მისი პოსტი ბერლინიდან.
გულის ამოვარდნამდე ვიტირე იმდღეს. არ ვიცი, არასდროს ვოფილვარ ფანატიკოსი მაგრამ მაინც ვერ გავიგე რა მატირებდა. მთელი თვე გლოვაში გავატარე, ყოველღამე ვტიროდი ,როდესაც მისი სახე მახსენდებოდა. გამარჯობის თქმას ვერ დაასწრებდი, ყოველთვის ყველას თბილად უღიმოდა და მოიკითხავდა.
ეხლა კი ამდენი ხნის შემდეგ ავტობუსიდან გადმოდის და ჩვენი კორპუსისკენ წელგამართული და დიდი ნაბიჯებით მოდის.
ჩემსკენ წამოსულ ელენეს სახეზე ღიმილი ეყინება და ჩერდება. ჯერ კიდევ აზრზე ვერ ვიყავი მოსული რომ ბიჭი ჩემს წინ მეორე სკამზე დაჯდა და ვიღაცას დაურეკა. გაოცებული, პირდაღებული ვუყურებდი, არ ვიცოდი რა მექნა. სანდრო, სანდრო ჩადუნელი წინ მეჯდა, იმდენად ახლოს რომ ჩვენი მუხლები ერთმანეთს ედებოდა.
სახეზე ახურებული ვარ და მინდა ფეხზე წამოვარდე და სახლში გავიქცე მაგრამ ამის მაგივრად ვერც კი ვინძრევი, თითქოს სკამს მივეყინე.
-კარგი ლუკა, დღეს გნახავ მაშინ... ჰო კარგი, ნუ შემე*ი, არ დავაგვანებ-გაბრაზებულმა ტელეფონი ჯიბეში დააბრუნდა და ნელა ამათვალიერა.
-გამარჯობა- მოვალეობის მიზნით მეუბნება და სხვა მხარეს იყურება
-გამარჯობა- ენა მებმის და ძლივს ვაბამ ასოებს ერთმანეთზე
-შენ ჩემი მეზობელი არ ხარ? მეოთხე სართულიდან.- დარწმუნებული ვარ სახეზე ფერი არ მადევს. თვალის კუთხიდან ელენეს დაჟინებულ მზერას ვამჩნევ რომელიც ხელებით რაღაცას მიხსნის, მაგრამ იმდენად დაბეული ვიყავი რომ ვერაფერი გავიგე
-ჰო მეოთხე სართულიდან- მინდა საუბარი გავაგრძელო მაგრამ ისევ თვითონ მასწრებს რაღაცის თქმას
-რჩევა რომ მომცე შეგიძლია?- სანდროს თავს სწრაფად ვუქნევ და ჩემს ქვეცნობიერს ვეუბნები რომ ტვინი დავძაბო. ნამდვილად არ მინდა მის თვალში სულელი გამოვჩნდე
-არ ვიცი, არამგონია რჩევებში საუკეთესო ვიყო.- მხრებს ახლა უკვე უდარდელად ვიჩეჩავ მაგრამ მაინც ვგრძნობ თავს ცუდად
- ერთი გოგო მომწონს, არ ვიცნობ, არასდროს დავლაპარაკებივარ, მაგრამ ძალიან მიზიდავს. ჩემზე ოდნავ პატარაა, მაგრამ ძალიან საყვარელი. მინდა გავიცნო მაგრამ საშუალებას არ მაძლევს, ძალიან მორიდებულია..
-არ ვიცი, უნდა ცადო მასთან დალაპარაკება, ახლოს გაცნობა, საერთო ინტერესის მონახვა.. მართლა, რჩევებში ძალიან ცუდად ვარ- სანდროს ცალყბად ეღიმება მე კი ნერვიულად ვისრესს ხელს
-ტო ,ყოველთვის ასეთი შეშინებული და დაძაბული რატომ ხარ? არ შეგჭამ , ნუ გეშინია - ახლა მე მეღიმება და მხრებს ვიჩეჩ.
ვიცოდი, ვიცოდი რომ მის თვალში შეშინებულ თაგვს ვგავარ. ღმერთო რა სირცხვილია
-ისევ აქ ცხოვრობ? სახელი გამახსენე?
-ლილე, ლილე ამილახვარი და ჰო, ისევ აქ ვცხოვრობ, შენ? დიდი ხანია არ შემიმჩნევიხარ- ღმერთო რამე არასწორად რომ ვთქვა ან წამომცდეს დავიწვები.
-ჰოო, რავი, გერმანიაში ვიყავი მაგრამ ჩამოვედი
-ისევ მიდიხარ?
-არ ვიცი, ვნახოთ. - სანდრომ ტუჩის კვნეტა დაიწყო, თითქოს თავის თავს ეწინააღმდეგებოდა რამეში. არც მე მითქვამს რამე, არ მინდოდა სიჩუმე დამერღვია
-შეყვარებული გყავს? არ მინდა შენ პირადში ჩარევა, უბრალოდ ისე გეკითხები- არ არსებობს.! კაი??
-არა, არ მყავს- ნელა და გაწელილად ვცემ პასუხს ის კი დიდზე იღიმება
-არც არავინ გყოლია?
-ჰო, არსებობდა ერთი ბიჭი, ჩინელი იყო და ჩინეთში ცხოვრობდა, ვერ გეტყვი შეყვარებული იყოთქო, მაგრამ მეგობრობაზე ოდნავ მეტი რამ გვაკავშირებდა, მაგრამ ძაან სულელი იყო და სპონტანურად დავემშვიდობე
-დაემშვიდობე რას ქვია? ანუ დაშორდი? - ახლა უკვე გაოცებული ელოდება ჩემს პასუხს
-არა, დავემშვიდობე. ერთ დღეს გავცივდი, და ვუთხარი რომ ავად ვიყავი, მან კი კარგად არ იცოდა ინგლისური და ეგონა რომ სუიციდს ვგეგმავდი და ფილოსოფიური აზრების ჩამოყალიბება დაიწყო, მეუბნებოდა რომ ცუდი იდეა იყო, მაგრამ ვერაფრით ვერ გავაგებინე რომ უბრალოდ სიცხე მქონდა. ბოლოს გუგლიდან ფოტო დავუსქრინე სადაც პატარა გოგო საწოლში იწვა თერმომეტრით და ცხელი ჩაით ხელშო, მაგრამ მაინც ვერ მიხვდა რაზე მქონდა საუბარი. ბოლოს ისე გამაბრაზა ვუთხარი რომ აღანაირი ურთიერთობა არ მსურდა მასთან და აღარასდოს აღარ მივწერდი, მაგრამ ვუთხარი რომ შეეძლო ჩემთვის მოეწერა ნებისმიერ დროს როცა დასჭირდებოდა, რომ მის გვერდით ვიქნებოდი ყოველთვის-
-მერე მოგწერა?
-არა, იმის მერე 2 წელი გავიდა.. უკვე აღარც მახსოვდა.- ნელნელა ნერვიულობა გამიქარვდა და საუბარი ყოველგვარი ტუჩის კვნეტით და თიტების გრეხვის გარეშე გავაგრძელე.
ვილაპარაკეთ ყველაფერზე - აწმყოზე, მომავალზე , წარსულზე, პირად ცხოვრებაზე, საჭმელზე, პოლიტიკაზე, საერთო შეხედულებებზე.
ნელნელა ბინდდებოდა სანდროს ისევ რომ დაურეკა ტელეფონმა . სანდრომ დაჯღანული სახით ელაპარაკა რამოდენიმე წამი და გაუთიშა.
-ღმერთო, ძალიან სასიამოვნო იყო შენი გაცნობა ლილე, იმედია ხშირად გნახავ ისევ.- ორივე ფეხზე წამოვდექით და კორპუსისკენ წავედით, სადარბაზოში პირველი მე შემატარა და თვალი ჩამიკრა.
-არამგონია რომ უახლოეს მომავალში გნახო- ჯანდაბა, ეს მართლა ხდება?
-რატო ტო? - მთელი სხეულით ჩემსკენ ტრიალდება. ბნელ სადარბაზოში მაინც მკვეთრად ჩანს მისი ფიგურა. მისი მოყვანილი ტანი და ულამაზესი თვალები.
-ხვალ ამერიკაში მივდივარ- ჩუმად ვამბობ. სანდროს ერთი წამმით სახე უშეშდება მაგრამ სიტუაციის განმუხტვას ცდილობს
-მერე ხომ ჩამოხვალ ისევ?
-არ ვიცი, ჯერ ვერა, ალბათ რამოდენიმე წელში. მამაჩემი იქ ცხოვრობს და იქ მივდივარ საცხოვრებლად მეც
-ანუ ბოლოჯერ გნახულობ?
-ჰო, ასე გამოდის...
-აუ ტეხავს, ტო - ხელს მხარზე მხვევს და გულში მიხუტებს. გაუაზრებლად მეც ვხვევ ჩემს პატარა ხელებს მის უზარმაზარ ტორსოზე და მის სურნელს ძლიერად ვიყნოსავ.რამოდენიმე წამში გონზე მოვდივარ და დენდარტყმულივით ისევ დისტანციას ვიცავ.
-კარგი უნდა წავიდე, ძმაკაცები მელოდებიან. ჩემს ნომერს დაგიტოვებ და თურამეა, როცა დაგჭირდეს შენს გვერდით მიგულე.
-კარგი- იმდენად ჩუმად ვამბობ რომ ჩემი ხმა მეთვითონ ძლივს გავიგე.სანდრო ჯიბიდან პატარა სავიზიტო ბარათს მაწვდის. მზერის გასწორებას ერიდება. ჯანდაბა. ეხლა ვიტირებ
-წავედი მე ხომ? - ოდნავ მშორდება და ჩვენს შორის მანძილს ზრიდის
-ჰო- ყელში უზარმაზარი ბურთი მაქვს გაჩხერილი, მინდა ვიტირო მაგრამ არ მინდა მის წინაშე გადმოვყარო ნიანგის ცრემლები
-კარგი თავს მოუფრთხილდი- ისე რომ არც კი შემოუხედავს სადარბაზოდან ნაჩქარევად გადის და დიდი ნაბიჯებით მიემართება ქუჩაში.
ისევ დიდიხანი ვდგავარ ერთ ადგილას და ვერ ვინძრები.
-ჰო სანდრო. მოვუფრთხილდები- ნელა, ძალაგამოცლილი ავდივარ კიბეებზე , ვერ ვიაზრებ რა მოხდა ბოლო ორ საათში.
საწოლზე მძიმედ დავეხეთქე და ახლა კი მართლა ავტირდი. არ ვიცი რა მატირებდა - სანდროსთან განშორება თუ იმ გრძნობის დაბრუნება ამდენი ხანი დავიწყებას რომ ვცდილობდი.
-ღმერთო დიდებულო, ასეთი რა საუკუნო ცოდვა ჩავიდინე რომ ასე მტანჯავ?



№1  offline მოდერი pekhshvela

შეცდომებს მიაქციე ყურადღება აუცილებლად და საკუთარი გამოცდილებიდან გეტყვი, წერას რომ მორჩები აუცილებლად გადახედე :** ისე საინტერესოა და რაღაცნაირი თბილი. გააგრძელე აუცილებლად, წარმატებები <3

 


№2  offline წევრი elle finn

pekhshvela
შეცდომებს მიაქციე ყურადღება აუცილებლად და საკუთარი გამოცდილებიდან გეტყვი, წერას რომ მორჩები აუცილებლად გადახედე :** ისე საინტერესოა და რაღაცნაირი თბილი. გააგრძელე აუცილებლად, წარმატებები <3

აუცილებლად გადავხედავ შეცდომებს. გრამატიკაში ცოტა ვურევ, მაგრამ ვეცდები რომ ყველაფერი სწორად იყოს <3

 


№3 სტუმარი tata

male dade gtxooovvvv ????????

 


№4 სტუმარი tata

au dade ra amwelshi ramdeni xania velodebi ukve cota adamianiba tu sheidzleba :))

 


№5 სტუმარი deiko

Agar agrdzeleb?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent