შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

პირველი და უკანასკნელი (1თავი)


24-05-2018, 22:18
ნანახია 1 786

ცხოვრება რომ მოულოდნელობებით არის სავსე ამაში დამეთანხმებით,მაგრამ ამასთან დაკავშირებით მაგალითის მოყვანაც შემიძლია.
არაფრით გამოირჩეოდა სოფლის სხვა მაცხოვრებლებისგან,მაგრამ მაინც,ყველა აღნიშნავდა თუ როგორი ლამაზი ბავშვი იყო,სანამ ბედნიერი ბავშვობით გაბრწყინებული თვალები ამ არ ჩაუქრა.ყველაფერი მოულოდნელად მოხდა,მშობლები დაკარგა,მაშინ როცა სულ რაღაც 6 წლის იყო.ვერ იაზრებდა მომხდარს,მაგრამ მაინც აცნობიერებდა იმ ფაქტს,რომ ვეღარასდროს ნახავდა დედას და მამას.
ახლა 19 წელის შეუსრულდა და ახალი ცხოვრებისთვის ემზადება.13 წლის განმავლობაში თავის მეზობელთან ცხოვრობდა,რადგან აღარ ყავდა ნათესავები,სალომე კი მისი და იყო,არაბიოლოგიური და,რომელიც 2 წლის ასაკში გაიცნო და დღემდე ერთად არიან.სალომესთან და მის ტყუპ ძმებთან ძალიან კარგი დამოკიდებულება აქვს.დემეტრე და დამიანე გოგონებზე 5 წლით უფროსები არიან,უკვე თავიანთ ძმაკაცებთან ერთად აქვთ ბიზნესი,თბილისში.გოგონებმაც იქ გადაწყვიტეს ჩაბარება და კარიერის აწყობა.
დილიდან სამზადისში არიან,მაგრამ სალომე მეაინც არ თმობს რბილ საწოლს.
-სალომე.
-ღმერთო ანა,ავდგები და მოგგუდავ!
-ადექი,მალე ბიჭები აქ იქნებიან შენ კი მზად არ ხარ.-ისევ შეაქანა დაქალი.
-ისინი 11-მდე მოსვლას არ აპირებენ,მე კი ერთ საათში მზად ვიქნები.
-თერთმეტის თხუთმეტი წუთია-ჩუმად მიუგო ანამ და საწოლიდან ადგა,ბარგს დაავლო ხელი და ქვემოთ ჩაიტანა.
სალომე კი ფეხზე წამოხტა,მომზადებულ ტანსაცმელს დაავლო ხელი და სააბაზანოში შეიკეტა,ჩქარობდა რადგან ჩვეულზე ადრე გამოვიდა მომზადებული.კიბეებს დაუყვა და სამზარეულოში შევიდა.
-ნანუჩის სალამი.
-რა მოხდება დედა რომ დამიძახო?!-თითქოს გაუწყრა შვილს და ისევ გაზქურას მიუბრუნდა.
-კარგი რა დედა,როდის არ გეძახი? სისულელეს ამბობ!
-კარგი,კარგი.დაჯექი და ჭამე,თორემ წინ დიდი გზა გაქვს და მშიერი ვერ იქნები.
-ანა სადაა?
-აქ ვარ-უცებ შემოხტა სამზარეულოში მოცინარი გოგონა.
-გამარჯობა ნანა დეიდე-ქალს ლოყაზე აკოცა და დაქალის წინ დაიკავა ადგილი.
-ვისთვის გამოიპრანჭე ანუშკა ასე?-სალომემ თვალები აუთამაშა.
-სულ მოლანდებები რატომ გაწუხებს?ჩვეულებრივად მაცვია-დაქალის ნათქვამი გაიკვირვა და საკუთარი თავი აათვალიერა.
-კარგი რა,რას გამომაპარებ.
-გეყოფა შენი ჭირიმე რა,ჭამე თორე მოვიდნენ ტყუპები.
-გადაიტანონ რამენაირად.
-აუ როგორ მომენატრნენ.
-აუ ან.
-რა ხდება?
-მოიწი-ანაც გვერდით მიუსკუპდა.
-როგორ არჩევ იმ ორს?
-და ხარ და ვერ გისწავლია.მოდი და გეტყვი-ყურში უჩურჩულა,შემდეგ კი დაქალის გამხიარულებაც მიიღო საჩუქრად.
ჭამას როგორც კი მორჩნენ წვრილმანები ჩამოიტანეს ოთახიდან და ლოდინი დაიწყეს.მალე კი გაისმა ხრეშის ხმა,მიხვდნენ,რომ მანქანა მოვიდა და სირბილით გაიქცნენ გარეთ.სალომეს ანამ გადაუჭრა გზა და მანქანიდან გადმოსული ტყუპებისკენ გაემართა,ჯერ ერთს შეახტა,შემდეგ კი მეორესთან გადაინაცვლა.
-როგორ მომენატრეთ.
-ჩვენც ძალიან-შუბლზე აკოცეს ბიჭებმა და შემდეგ დაიკო ჩამალეს თავიანთ მკლავებში.დიდი ხანი იყვნენ ასე ერთმანეთზე გადაბსკვნილები,შემდეგ კი დემეტრე მობრუნდა.
-ვაჩე,გადმოდი რა.ნანასაც ვნახავთ და წავიდეთ მერე.-გამუკვირდა,იფიქრა ვის მიმართავს-ო,უცებ კი გაიღო მანქანაის კარები,იქედან კი აწ “ცნობილი“ ვაჩე გადმოვიდა.ძალიან სიმპატიური ვაჩე.
“ანა,რაზე ფიქრობ?“ საკუთარი თავი გაკიცხა და მისკენ წამოსულ ბიჭს ზრდილობიანად მიესალმა,შემდეგ კი სტუმარი სალომეს მიმართულებით გაეშურა.
-გოგონებო გაიცანით,ვაჩე ლიპარტელიანი,ჩვენი ახლო მეგობარი-დამიანმა უცებ წარუდგინა გოგონებს ძმაკაცი და სახლში შევიდნენ.
ნანასთან წაიჭორიკნეს და ისევ მანქანასთან დაბრუნდნენ,ამჯერად ქალთან ერთად,რომელიც გაუჩერებლად ქოთქოთებდა.
-არა რა,სწავლის დაწყებამდე 2 კვირაა წინ,დარჩით რა მოხდება?
-კარგი რა დედა?ამ ორ კვირაში ესენი ქალაქს უკეთ გაიცნობენ და ჩვენც მშვიდათ ვიქნებით .-დამიანემ უცებ აუხსნა დედას სიტუაცია და ისევ მოხვია ხელი.
-კარგი,აბა ბედნიერი მგზავრობა-ყველა გადაკოცნა და გააცილა.ბავშვებმაც ადგილი დაიკავეს მანქანაში და გზას გაუდგნენ.წინ ვაჩე და დემეტრე იჯდნენ,უკან კი დარჩენილი სამი.ბიჭი შუაში მოიქციეს.
-სალომე-ანიმ იქვე მქდომ დაქალს გადასძახა.
-გისმენ.
-ჩემი ყურსასმენები შენ გაქვს?
-ხო,ჩანთაშია.
-კარგი-უცებ გადაწვდა ჩანთას და შიგნით ქექვა დაიწყო,ბოლოს როგორც იქნა მიაგნო ყურსასმენებს,კომფორტულად მოთავსდა, დამიანეს მხარზე დაადო თავი და წამით წინ მოთავსებული სარკისკენ გააპარა მზერა,შეეჩეხა მწვანე სფეროებს და წამით გაეთიშა გონება,მაგრამ უცებ გააპარა მზერა სხვა მხარეს და ყველაფერი დალაგდა.თვალები მილულა და ჩაიძინა.
-ანა,ანა გაიღვიძე-სალომეს ხმამ გამოაფხიზლა.
-რა ხდება?
-ჩავედით,წამოდი სახლში ავიდეთ და საწოლზე დაწექი.
-კარგი-ამოიზმუილა და მანქანიდან გადმოვიდა,თვალები გაახილა და ადგილზე შედგა.
-ჯანდაბა,რატომაა ეს ტრაილერი კორპუსთან?
-ნუ ნერვიულობ,ჩვენ გვერდით სადარბაზოში უნდა შევიდეთ-გვერდით ამოუდგა დემეტრე.
-მადლობა ღმერთს-ამოისუნთქა და კორპუსისკენ გაემართა,უკან მომავალი ვაჩე კი გაუგებრობაში იყო და დემეტრეს ამოუდგა გვერდით.
-რა მოუვიდა?
-ტრაილერების და დიდი მანქანების ეშინია.
-უცნაურია.
-ხო,მაგრამ ეშინია,თან ძალიან.
-კარგი,წავედით-კარგად მოუჭირა გოგონების ბარგს ხელი და თვითონაც გაუჩინარდა სადარბაზოში.
ბიჭები დიდ სახლში ცხოვრობდნენ.ოთხივე თავისუფლად მოთავსდებოდა.კომფორტული ბინა ჰქონდათ,თანამედროვე და ნათელი.სახლს დიდი აივანიც ამშვენებდა.გოგონები თავიანთ ოთახში შევიდნენ,ანი სააბაზანოში შეიკეტა რათა გამოფხიზლებულიყო,სალომემ კი მისი ნივთების დალაგება დაიწყო.ყველაფერს მორჩნენ,გამოიცვალეს და მისაღებში დაბრუნდნენ.იქ ახალი შემადგენლობა დახვდათ.დემეტრეს და დამიანესთან ერთად იყო ვაჩეც,მაგრამ ცალკე იჯდა ერთი ქერათმიანი ბიჭი.
-გოგოებო-დამიანემ ხელი დაუქნია მათ.
ისინიც ნელი ნაბიჯებით შევიდნენ ოთაახში.
-გაიცანით,ლუკა გასვიანი.
-კიდევ ერთი სვანი-ჩუმად გადაულაპარაკა სალომემ ანის შემდეგ კი ბიჭს მიესალმა,ანიმ ფხუკუნი როგორც კი შეწყვიტა თვითონაც მიესალმა და თავისუფალი ადგილი დაიკავა,მაგრამ შიმშილმა შეახსენა თავი.
-ჩემგარდა არავის გშიათ?-ყველას მოავლო თვალი.
-პიცას გამოვიძახებ-დემეტრემ მობილურს დააბლო ხელი და შეკვეთა მისცა.
-მალე გაჩნდება ჩვენთან-გაიცინა და მობილური ისევ თავის ადგილს დაუბრუნა.
-აბა,ეს 2 კვირა რა ვაკეთოთ?
-სადმე წავიდეთ-ლუკა წამოიჭრა ფეხზე.
-მაინც სად?-ახლა ვაჩე ჩაეკითხა.
-რა ვიცი ბიჭო,აბა აქ უნდა ამოვიხრუკო? ისედაც სამსახური მეწყება.
-რამდენის ხარ?-სალომე უცებ მიუტრიალდა.
-25-ის.
-ბიძიად მეკუთნი-გაიცინა და მხარზე ხელი დაჰკრა.
-მერე ბიძიას ესე ექცევიან?-ხელზე ანიშნა რომელიც ისევ მის მხარზე იყო.
-ფუ უჟმური-ჩაიჩურჩულა და ხელი მოაშორა,ლუკას კი ტუჩის კუთხე ჩაუტყდა.
-სად მივდივართ?-დემეტრემ ისევ იმავე კითხვა დასვა.
-სვანეთში ავიდეთ-ტყუპისცალი წამოხტა ფეხზე.
-კარგი რა პრობლემაა,რამდები ხნით დავრჩეთ?
-1 კვირით
-როდის წავიდეთ?
-ხვალ დილით ადრე მზად იყავით-ამ დილაოგს ანა ჩუმად უსმენდა.ხან ერთს გადახედავდა,ხან მეორეს.ბოლოს პიცაც მოიტანეს და ერთად შეექცნენ.ბიჭები რომ წავიდნენ გვიანი იყო,ნახევრად მძინარეები გაეშურნენ საწოლისკენ და ბალიშზე თავის დადებისთანავე ჩაეძინათ.
დილით გაღვიძებისთანავე სალომეს დაახტა თავზე და მომზადება დაიწყო.ცდილობდა ყველაფერი მოეწესრიგებია,ამოულაგებელი ბარგი კი საქმეს უადვილებდა.
-მზად ხართ?-ოთახში დემეტრე შევიდა.
-კი,მოვალთ ახლავე-ბარგს ხელი დაავლეს და ოთახი დატოვეს,მალე სახლიც დაცალეს,ჩაკეტეს და სვანეთის გზას დაუყვეს.დიდი ჯიბით მიდიოდნენ და ადგილი ყველასთვის იყო. საჭესთან ლუკა დააჯინეს,გვერდით კი სალომეს მოუწია ადგილის დაკავება რადგან ცუდათ იყო.უკან ტყუპები და ანა იჯდნენ,ხოლო საბარგულში ვაჩეს დაეკვებია ადგილი.ანა სიმღერებს უსმენდა,ტყუპები ერთმანეთში საუბრობდნენ,სალომეს და ლუკას კი ისევ გაცხარებული ბრძლოა ქონდათ გაჩაღებული,ვაჩე ტელეფონში იყო ჩამძვრალი და მესიჯობდა.უცებ ჩაუგდო ანამ სიმღერებს ხმა,ჯერ ტყუპებს უგდო ყური შემდეგ კი წინ მოკალათებულ წყვისლს უგდო ყური.
-ვაჩე-უცებ მიბრუნდა დემეტრე და ძმაკაც შესძახა,მაგრამ პასუხი ვერ მიიღო.
-ბიჭო-ახლა დამი შებრუნდა,მაგრამ ისევ იგნორი.
-ვაჩეე-დემეტრემ დაუყვირა.
-ვერ ხედავ მესიჯობს,არ ცალია თქვენთვის-ანამ დაიჩურჩულა და წინ შებრუნდა.
-ყურსასმენები მაიმც არ მაქ გათხრილი ყურში-წამში წაკბინა ბიჭმა.
-შენგან განსხვავებით მესმის მაინც.
-აბა მე როდის არ გავიგონე?
-სამჯერ დაგიძახეს-წამის წინანდელი შეახსენა გოგომ.
-თვლა არ იცი?
-მე არ ვიცი კიდე თვლა-ირონიულად ჩაიცინა-არ გაგიგია და შენ საიდან იცი რამდენჯერ დაგიძახეს?
-შენ საიდან იცი,ახლაც ყურსასმენები გაქვს გარჭობილი.
-გამორთულია შე უტვინო-პასუხისთვის აღარ მოუსმენია.მოშხამულმა ჩართო სიმღერა და გაცინებულ დემეტრეს დაადო თავი.თვალები დახუჭამ,მაგრამ ძილი ოდნავაც არ მიკარებია,სიმღერებს უსმენდა.შემდეგ მასაც ხმა ჩაუგდო და ბიჭების საუბარს უგდო ყური.
-სახლში რამდენი ოთახია?
-4-ია,მაგრამ ერთში რემონტს ვაკეთებთ.
-გასაგებია იმ სამ ოთხაში გავნაწილდებით.-ანამ უცებ მოიძრო ყურსასმენები.
-მე და სალომე ერთ ოთახში ვიქნებით-მაშინვე ჩააკვეხა სიტყვა.
-ვერ მოგართვი გენაცვალე,ვითამაშებთ და ისე გავიგებთ ვინ ვისთან იქნება.-ახლა დამიმ გაუცინა.
-რას ვითამაშებთ?
-აგერ ამაში ჩავყრით სახელებს და ვისიც ამოგივა იმასთან დარჩები.-უცებ დააძრო დემეტრემ ქუდი და იდეა გააცნო.
-დარწმუნებულები ხართ?
-კი!-ტყუპებმა ერთხმად განუცხადეს.
-ვის სახელებს ვყრით?
-შენ,ლუკა და ვაჩე-ახლა სალომე მობრუნდა.
-კარგი,ფურცელი მე მაქვს და კალამიც-ანიმ გაიცინა და სახელები ქუდში ჭაყარა.
-დემეტრე,ამოიღე-ანიმ ქუდი გააქაა და დემეტრეს გაუწოდა,მანაც უცებ ჭაყო ხელი და მოკუჭული ფურცელი თითებს შორის მოიქცია.
-ვინაა?
-ვაჩე-წარბები სასაცილოდ შეჭმუხნა.
-კარგი,თავიდან ვერ ცდი,ახლა დამის ჯერია.-ბიჭმაც იგივე გაიმეორა და ფყრცელი გახსნა.
-ვინ ამოვიდა?
-შენ ხარ-ლოყაზე აკოცა.
-ჩემი ბიჭი,კარგი ლუკა და სალომე ერთად არიან.
-ჯანდაბა,თავიდან ვცადოთ-სალომემ დაიგრგმინა.
-თორემ მე მეხატებოდეს გულზე შენთან ერთად მთელი ღამე ყოფნა.
-ვერ მოუსვენებ,მოგკლავ-საპასუხიდ შეუღრინა გოგომ.
-ხელი არ შეგეშალოს.
-არ იღელვო,ასეთ იოლ საქმეში არვიჭრები.
-ჩემთან გაგიჭირდება.
-პირიქით,შენ ყველაზე ადვილი ხარ.-ცინიკურად ჩაიცინა.
-გეყოფათ ახლა,გაგიცვლის ვინმე-ანიმ ისევ ცადა სიტუაციის დაშოშმინება.
-ვინ გამიცვლის?
-ვაჩე გაწყობს?-დემეტრემ გადახედა.
-ანი მინდა მე-დაიწყწუნა.
-შენი ძმა?-დამინემ ისე შეხედა თითქოს გულში დანა ჩაარჭეს.
-კარგი,შენ ჩემთან იქნები და ანი ლუკასთან
-მეცოდება ლუკა ანის ხელში მე-დემეტრემ გაიცინა.
-რატომ ვითო?-გოგონა წამოენთო
-დაალურჯებ,მირჩევნია ვაჩეს ურტყა.
-არა,მე ვაჩესთან არ მინდა.
-ვაჩეს უნდა შენთან?-ბიჭმა საბარგულიდან გამოყო თავი.
-არც რავინ გაძალებს.
-მე და ანი ერთად ვართ-ხმამაღლა განაცხადა.
-რა?არა,არ მინდა.
-არავის უკითხვას,გავნაწილდით უკვე და ყვას მოსწონს პარტნიორი.
-ჩემ გარდა.
-უმეტესობა თანახმაა,ამიტომ საწყნარდი.
-უხ,კარგი ხო-ბოლოს დაშოშმინდა და ისევ გზას გახედა.


ეს ისტორია სულ პირველი იყო,მაგრამ ძალიან ბევრი შეცდომით.ახლა კი გადავწყვიტე თავიდან დამედო,უფრო დახვეწილი და გააზრებული შინაარსით.იმედია მოგეწონებათ ^^



№1  offline წევრი .M.A.R.I.

ველლიოდები შემდეგს <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent