შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სამუდამო მონატრება ხარ მისი ნეკნის. (თავი 2)


25-05-2018, 00:04
ავტორი Phoenix..
ნანახია 3 430

დამშვიდებული გამოვედი სააბაზანოდან, თეთრი ფუმფულა ხალათი ჩავიცვი, სველი თმა პირსახოცით შევიფუთე და მისაღებში სავარძელზე წამოვწექი..
კარებზე კაკუნმა გამაღვიძა, ნელა წამოვდექი პირსახოცი მივიხსენი თავიდან და კარებს მივუახლოვდი.
- სახლში მივედი მოვწესრიგდი და მაშინვე გამოვარდი შენთან.. ახლავე ამიხსეი ვინაა დიმიტრი-სწრაფი ნაბიჯით შემოვარდა ნინი სახლში და ამოუსუნთქავად მომაყარა სიტყვები.
-კაი ნინ დამშვიდდი დაჯექი ამოისუნთქე-სიცილი ვერ შევიკავე.
-ელენე ყველაფერი უნდა მომიყვე-ჩემზე აღელვებული იყო ვხვდებოდი რომ კლავდა ინტერესი.
-კაი კაი დამშვიდდი მოგიყვები ყველაფერს, -სამზარეულოსკენ წავედი-ყავას ხო დალევ?
-კი დავლევ-მიპასუხა და სამზარეულოში შემოვიდა.
ამოვისუნთქე მოვემზადე მოსაყოლად:
-მოკლედ ყველაფერი უნივერსიტეტში დაიწყო, ჯერ მეგობრობით შემდეგ გრძნობა დაიბადა მალევე გამოვუტყდით ერთმანეთ რომ გვიყვარდა, მშვენიერი ერთი წელი გავატარეთ,-ყავა ჭიქებში ჩამოვასხი და მმის წინ დავჯექი ინტერესით მიყურებდა ნინი, უნდოდა სწრაფად გამეგრძელებინა მოყოლა..მძიმედ გადავუშვი ნერწყვი და განვაგრძე.- ხო და მეორე კურსზე დავქორწინდით-ხმა ამიკანკალდა ცოტაც და ისევ დავიწყებდი ტირილს.
-თუ გინდა სხვა დროს მომიყევი-მწუხარება, თანაგრძნობა,გაოცება დავინახე მის თვალებში..ხელი ხელზე დამადო.
-არა სჯობს ეს ამბავი ბოლოჯერ გავიხსენო დღეს მირჩევნია მოვყვე.ხო სად გავჩერდი.. მეორე კურსზე დავქორწინდით, მაშინვე მოვილაპარაკეთ სანამ სწავლას არ დავამთავრებდით ბავშვი არ გვყოლოდა.მესამე წელს კი გამომიცხადა ამერიკაში მივდივარო, ისეთი ბედნიერი სახე ქონდა, ისე ამაყობდა რომ მთელ მის სწავლის საფასურს კომპანია იხდიდა, ისეთი ამაყი იყო მისი თავით-გამეღიმა, ეს სიმწრის ღიმილი იყო, მაგრამ მეც ვამაყობდი მისით.-ნინი იცი სულ ვეუბნებოდი სადაც არ უნდა წახვიდე მეც გამოგყვები მეთქი მაგრამ, როგორ უნდა გავყოლოდი ჩემი ოცნებისთვის ახალი მიღწეული მქონდა გესის-ავტირდი.-ჩემი ბავშვობის ოცნება იყო ჩამეცვა ფორმა ხელში პატარა ჩემოდანი დამეჭირა და პილოტებთან ერთად შევსულიყავი აეროპორტში, მეგრძნო ყველას მზეერა და ვყოფილიყავი ამაყი ჩემი თავით.როგორ უნდა გავყოლოდი.მაშინ ვკითხე მერე ჩემი სამუშაოთქო? და რა მიპასუხა იცი.?-ნინიმ სიმწრით გაიქნია თავი უარის ნიშნად-მე რო პილოტი გავხდები შენც დაგაწყებინებ მუშაობასო-გავაჯავრე ხმით და სიცილი ამიტყდა..
-კაი ელე გვეყო აღარ გინდა მოყოლა..-გავაწყვეინე
-არა მინდა მინდა დავიცალო მინდა ვიღაცამ მომისმინოს.გთხოვ გაჩუმდი და დამამთავრებინე-ის წავიდა. რამდენიმე თვე არ ვიმჩნევდით რომ რაღაც შეიცვალა ისიც კი მითხრა რომ მალე ჩამოსვლას აპირებდა...დიდი მოლოდინით ველოდი მის გამოჩენას აეროპორტში ვიდექი დააა...არ ჩამოვიდა-თითქოს თავიდან გამიცრუვდა იმედი-ბოლო წვეთი აღმოჩნდა ,ვისაუბრეთ და ანქორწინება გადავწყვიტეთ. სამწუხაროთ მამაომ ჯვარი არ აგვყარა.ვსო ესეც ჩენი ლამაზი სიყვარული-ირონიულად ჩავიცინე.
-ცუდია ელე არ ვიცოდი ასეთი მძიმე წლები თუ გქონდა გადატანილი-ყავის ბოლო ყლუპი მოსვა და ამომხედა.
-აარააუშავრს ნინ მთავარია ცოცხალი ვარ და ძლიერი.. ყველაფერი გაივლის.ყველა ტკივილი ოდესმე მეც ვიქნები ბედნიერი. -გავუღიმე.
-დღეს მოგვივიდა ემაილი, ხვალ კორპორატიული წვეულებაა, ხო წამოხვალ?გთხოვ იმის გამო არ დარჩე სახლში.
-არა რას ამბობ ნინ წამოვალ და თან ვეცდები შეუდარებლად გამოვიყურებოდე,უნდა ინანოს დიმიტრიმ ის ყველაფერი რაც გააკეთა..
-ძალიან ძლიერი გოგო ხარ-გამიღიმა.. ბევრი ვისაუბრეთ გაიხსენეთ წარსული და ნინიც წავიდა, მაშინვე დავიწყე ფიქრი ჩასაცმელზე, მინდოდა შეუდარებელი ვყოფილიყავი..როგორც იქნა მეორე დღე გათენდა დილიდან გამოვქექე გარდერობი, და ვიპოვე კაბა რომელსაც დიდი ხანი ვინახავდი სპეციალური დღისთვის. პარიზში შევიძინე, წინა წელს ვიცოდი რომ გამომადგებოდა.
მოსაღამოვდა თმა გავისწორე სადა მაკიაჟი გავიკეთე მაგრამ ტუჩებს ხაზი გავუსვი ხასხასა წითელი ტუჩსაცხით. კაბა მოვირგე, ატლასის ბზინვარე ლურჯი ნაჭრით იყო შეკერილი გრძელ მკლავიანი, სადა მაგრამ ელეგანტური ერთი ერთმანეთზე იყო გადადებული სიარულის დროს კი საკმაოდ სექსუალურად იშლებოდა და მთლიან ფეხს აჩენდა,ტანზე მომდგარი რომელიც ხაზს უსვამდა ჩემ ფიგურას. მეც ზუსტად ეს მინდოდა დიმას სუსტი წერთილი იყო ბზინვარე ნაჭერი რომელიც ჩემს სხეულს ფარავდა.

ტაქსი უკვე მელოდებოდა კიბეები ჩავიარე მშვიდდად, ჩავჯექი ტაქსში და მისამართი ვუკარნახე.გული გასკდომაზე მქონდა, მარტო მე და ღმერთმა ვიცოდით რა უბედურება ტრიალებდა ჩემი მშვიდი გამომეტყველების უკან, რამხელა ტკივილს ვრძნობდი, დარდი შიგნიდან მჭამდა,ერთი ელენე მეუბნებოდა მიდი დაივიწყე ყველაფერი აუხსენი და ბედნიერები იყავითო, მაგრამ არა არ ვაპატიებ უკანმოუხედავად წასვლას და ჩემს დავიწყებას.
-მოვედით-ფიქრებიდან ტაქსის მძღოლმა გამომარკვია.
-დიდი მადლობა, ინებეთ ხურდა არ მინდა-თანხა მივაწოდე დავემშვიდობე და რესტორნის წინ დავდექი, ღრმად ჩავისუნთქე და გაბედულად შევედი, ფრთხილად მოვავლე თვალი გარემოს და აი ისიც აქ არის, ჩუმად შევათვალიერე ღიმილი ავიკარი სახეზე და მაგიდას მივუახლოვდი,
-მოგესალმებით ყველას -ოდნავ ხმამაღლა მივესალმე, შამპანნიურის ჭიქა ავიღე და იქვე დავდექი ნინიც მოვიდა.
-ვაუუ ელე მშვენიერი ხარ, ის ალბათ გიჟს გავს დაიცა დავზვერო-სიცილით შეტრიალდა უკან-რათქმაუნდა შენ გიყურებს.
-ძალიან ცუდად ვარ ნინ, შეიძლება გავგიჯდე-ნერვიულად მოვსვი სასმელი
-დაიცა რა დროს გაგიჯებაა მოდის.
-გამარჯობათ ულამაზესად გამოიყურებით-დიმა მოგვიახლოვდა ორივეს შემოგვხედა და მზერა ჩემზე შეაჩერა, ჩაეღიმა ალბათ შეაჩნევდა ჩემ აფაკლულ ლოყებს.
-მე დაგტოვებთ-გაიღიმა და ნინი მოგვშორდა.
-სპეციალურად შეარჩიე ეს კაბა ხო-მითხრა და მოურიდებლად ხელი ნაზად დამისვა მხარზე.-კარგად გახსოვს ყველაფერი რაც მაგიჟებდა.
- შენ რა გეგონა არ მოვიდოდი? შენმა სიყვარულმა დიდი ხანია გამიარრა.-თამამად შევხედე თვალებში
-კიი ვიცი რომ გაგივლიდა, შენს არცერ გრძნობას არ ვიმსახურებ, მაგრამ მენატრები, სულ მენატრებოდი, მთელი ეს დრო...ყოველ ღამე შენ მელანდებოდი..- ჩემმა სიცილმა შეაწყვეტინა საუბარი.
-კაი გაჩერდი, ხო აბა სულ ჩემთვის გეცალა..ტყუილად ირჯები, არაფერი გამოგივა.-მივუახლოვდი - ერთადერთი რაც დაგრჩენია შორიდან ტკბობაა. -საკმაოდ მკაფიოდ ვუთხარი, გავუღიმე შამპანიურის ჭიქა მივუჭახუნე და მშვიდად გავეცალე



№1  offline წევრი მია15

მომწონს კარგი ისტორია.ველი შემდეგ თავს

 


№2 სტუმარი სტუმარი keti

არ მინდა ისევ ამ დიტოს დაუბრუნდეს და მასთან დარჩეს, იმსახურებს რომ სხვას დაუკავშიროს თავისი ცხოვრება და ბედნიერი იყოს, ვერანაირი საქციელი ვერ ამართლებს დიტოს წასვლას და 5 წლის განმავლობაში არც ერთხელ არ დარეკვას და მოკითხვას, იმედი მაქვს რამე ბანალურ მიზეზს არ მოიფიქრებ რის გამოც დიტო წავიდა, ძალიან გააბანალურებ :)) ეს ჩემი აზრია მხოლოდ :) წარმატებები

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent