გარეთ ისევ წვიმს 1 (საცდელი)
წვიმს, ქუჩაში ქოლგებით მორბენალ ხალხს ერთი გოგონა გამოეყო. ისე ლამაზია წვიმაში, უხდება წვიმას, ლამაზი წითელი თმები დანამია და უბზინავს. პატარა კურნოსა ცხვირი სიცივისგან გასწითლებია. მარწყვისფერი ბაგეები ოდნავ დაუშორებია და ძალიან ნელი ნაბიჯებით მიიწევს სახლისკენ, რამდენიმე გამვლელი თვალსაც კი აყოლებს მის თვალებს, მართლაც ლამაზი თვალები აქვს, უიშვიათესი, მარჯვენა ღაჟღაჟა მწვანე და მარცხენა ოკეანის ფერი. .......... დილით მაღვიძარის გამაყრუებელი ხმა აღვიძებს, განა რამე არის ამაზე საშინელი და გამაღიზიანებელი?! ხელით ეძებს მაღვიძარას გამოსართველად. ოთახის კარზე ვიღაც აკაკუნებს. - მოდი დე. - ოთახში გოგონას ნაზი ხმა იფანტება. კარებში ლამაზი ჭაღარა შეპარული წითური ქალი დგას, ლამაზი ცისფერი თვალებით და გოგონას უღიმის. - დაგეხმარო? - აუ კი რა... როგორი ამინდია გარეთ? - მზეა... თბილა - კარგია კაბა გამიმზადე რამე, მანამდე წყალს გადავივლებ. - მიდი დე. ფრთხილად წამოდგა საწოლიდან და სააბაზანოში შეიკეტა, ნელიმ სევდიანად გააყოლა შვილს თვალი და გარდერობში ქექვა დაიწყო. თეთრი ყვავილებიანი კაბა და ბასანოჩკები გაუმზადა და გოგონას გამოსვლას დაელოდა. მანაც არ დააყოვნა და მალე გამოვიდა. გოგოს კაბის მორგებაში დაეხმარა ფეხსაცმელიც თვითონ შეუკრა. - რომელი საათია? - 9 ხდება... გინდა სამსახურამდე მიგაცილო. - არა - გადასასვლელებზე ფრთხილად. გოგონა თბილად ჩაიკრა გულში და სახლიდან გააცილა. ლამაზად ირხეოდა მისი კაბის ბოლოები, მუხლს ოდნავ აცდენილი იყო, ისეთი თეთრი იყო ცოტაც და კაბას გაუტოლდებოდა. ფეხებზე ძალიან ბევრი ხალი ჰქონდა და უფრო ალამაზებდა. 204 ნაბიჯი გაიარა ანუ შუქნიშანთან იდგა. ფრთხილად გადადგა ფეხი ტრასაზე და ნელი ნაბიჯებით გაუყვა გზას, ცოტაც და გადავიდოდა, მანქანის სიგნალის ხმა გაიგო და შემდეგ ტორმუზის. - თვალებიდან ვერ იყურები?! შეხედე წითელი აინთო. - ბიჭის ხმამ ცოტა შეაკრთო ადგილიდან არ განძრეულა, ისე შეეშინდა სუნთქვაც კი უჭირდა. - მე ბოდიშს ვიხდი, ალბათ ვერ შევნიშნე. - ჩუმად თქვა და აკანკალებული ხელი გულზე მიიდო. - კარგი... კარგად ხარ? - კარგად ვარ. - სწრაფი ნაბიჯებით გაიარა ტრასა და ტროტუარზე ავიდა. თვალები აუწყლიანდა ცოტაც და იტირებდა. იმ დღის მერე როგორ ეშინოტა ამხმების. გადასასვლელიდან 108 ნაბიჯი გაიარა ესეიგი დანიშნულების ადგილამდეც მივიდა. - ეს ვინ მოსულაა. - მეგობრისკენ წამოვიდა ლილე და ჩაეხუტა. მალე გაემზადა და სამზარეულოში გადაინაცვლა. წინსაფარი მოირგო და საქმეს შეუდგა. - ნინ ახალი დამხმარე გყავს მარი არაა დღეს. - კარგი, დაუჩქაროს. ბევრი შეკვეთაა? - 7 - კარგი შემოიტანე ფურცლები და აქვე დააწყე საათების მიხედვით. - გამარჯობა. - ოთახში გაისმა გოგოს ხმა ასაკით დაახლოებით 16-17 წლის - გამარჯობა შენ ხარ დამხმარე? - კი ნანი მქვია, შენ? - მე ნინი. მანდ ფურცლები უნდა ეწყოს და საათის მიხედვით მითხარი რისი და როგორი ტორტი უნდა გამოვაცხოთ. - კარგი. მმ პირველია შოკოლადის ქოქოსის ფანტელებით. შიგნიდან მარწყვით. - კარგი ინგრედიენტები მომაწოდეხოლმე კარგი?. - კარგი. და შეიძლება რაღაც გკითხო? - მკითხე - შენ.... შენ ვერაფერს ხედავ? - და რას უნდა ვხედავდე? ...... სამსახურში გვიანობამდე მოუწია ყოფნა უკვე 10 იყო გარეთ რომ გამოვიდა, ისევ წვიმდა. გაეღიმა და სახე ცას მიუშვირა. გონს მობილურის ხმამ მოიყვანა. - გისმენთ - დე გამოხვედი? წვიმს და მოვალ დე არგაცივდე. - არგინდა გამოვედი უკვე დე ნუნერვიულობ მოვალ მალე. - კარგი... ნინიკო იცოდე ფრთხილად დე. - კარგი დე. ყურსასმენები მოირგო და გზას გაუყვა. ნელა მიიწევდა წინ და თან თავისი ტკბილი ხმით ღიღინებდა. El sort de son lit (ის ისეთი მშვენიერია) Tellement sut d'elle (ისეთი თავდაჯერებული) LA seine, la seine, la seine. (უსმინე, უსმინე, უსმინე.) tellement jolie, elle m'ensorcelle. (ვხვდები რომ ასეთი არ ვარ მე მესმის მთვარის ხმა ვმღერი მასთან ერთად.) La seine, la seine, la seine. (უსმინეთ, უსმინეთ, უსმინეთ.) Extralucido la lune esr sûre LA seine, la seine, laseine. ( არ ვიცი ასე რომ ნუ მკითხავთ რატომ ხდება ასე.) თვითონაც ვერ ხვდებოდა რატომ უყვარდა ზღაპრის მუსიკა, უბრალოდ სიტყვები მომწონსო სულ ასე ამბობდა. 10 წელი დადიოდა ბალეტზე ახლაც როგორ ენატრებოდა. თითის წვერებზე აიწია და რამდენჯერმე დატრიალდა. ნეტ გენახათ რა ლამაზი იყო წვიმაში როცა ცეკვავდა, ნამდვილ ქალღმერთს გავდა. სულ მთლად დასველდა წვიმაში, ლამაზი წითელი თმები წელს ქვემოთ ქონდა, მამამ სთხოვა 3 წლის წინ რომ არ შეიჭრაო და მას მერე არც შეუჭრია. ისევ შუქნიშანთან იდგა და გზაზე გადასვლას ვერ ბედავდა. - ოღონდ ახლა წითელი არ ენთოს. - ჩუმად წარმოთქვა და რამდენიმე ნაბიჯი გადადგა წინ ისევ სიგნლების ხმა,და მის წელზე შემოხვეული ძლიერი ხელები. - წინ ისევ არ იყურები. - მოესმა ნაცნობი ხმა. - მე... ვერშევნიშნე. - აქამდე მსგავსი რამ არ მოსვლია, იმიტომ რომ ყოველთვის იცოდა როდის უნდა გადასულიყო გზაზე. ბიჭის ხელებიდან თავი გაინთავისუფლა და უმისამართოდ დაიწყო თვალების ცეცება. - ხოდა მოგეხმარები. - გაიცინა ბიჭმა, გოგოს ხელი ჩაკიდა და წინ გაუძღვა. " ნეტა როგორია?" გაიფიქრა, როგორ უნდოდა დაენახა. - ესეც ასე. - ბიჭმა ხელი გაუშვა. გოგომ ხელი ფრთხილად წაიღო მისისახისკენ, მაგრამ სახის მაგივრად მხარიზე მიადო ხელი, ფრთხილად აუყვა და სახეც იპოვა. სახეზე წვერი ჰქონდა, სწორი ცხვირი, სქელი წარბები, გამოკვეთილი ყბები და სქელი ტუჩები. - რას აკეთებ? - ჰკითხა ბიჭმა. - შემოგხედე. - გაუღიმა გოგომ, ხელი ჩამოსწია და გზას გაუყვა. სახლში როგორც კი შევიდა ნელი ქოთქოთით მივიდა ტანსაცმლის გახდაში დაეხმარა და თმა გაუმშრალა. 3 წელია უკვე ამ მდგომარეობაშია და ნელის ერთხელაც კი არ უგრძნობინებია მისთვის რომ ბრმაა. პირველი დღე იყო მისთვის შოკი " ნინის პალატაში შევიდა ნელი და მიუახლოვდა, ექიმმა უთხრა მალე გაიღვიძებსო, ავარიას მხოლოდ ის გადაურჩა, ნელი შვილს ხელზე აკოცა და ცრემლებით დაუსველა. გოგო შეირხა და ქუთუთოები ერთმანეთს ფრთხილად დააშორა. - დე... - წამროთქვა გამტყდარი ხმით. თვალებს უმისამართოდ აცეცებდა. - ხო დე აქ ვარ შენთან. - დე ვერ გხედავ ბნელა. - წამოიტირა ნინიმ. ნელიმ ხელები გულზე მიიდო და იქვე ჩაიკეცა, თავს დავდებ იმ წამს ამაზე დიდი ტკივილი არ ქონდა განცდილი. - დეე ღამეა? ანთე სინათლე. - ტიროდა ნინი და ბოლო იმედსღა ებღაუჭებოდა" ...... დღეს დასვენების დღე ჰქონდა ამიტომ გვიანობამდე ეძინა. შემდეგ ისევ ნელიმ გააღვიძა. - დე როგორი ამინდია გარეთ? - კარგია ამინდია დე თბილა. - ღამით ისევ იწვიმებს - გაეღიმა გოგოს. - ხო ყოველღამე წვიმს, - გაეცინა ნელის. - დე წამო გავისეირნოთ რა. - წავიდეთ მაგრამ საავადმყოფოში რო მომიწიოს წასვლა? ესე დაგტოვო? (ნელი პედიატრია) - მერე რა, მე შენთანერთად მინდა გასეირნება. - კაი რაგაგიმზადო. - თეთრი ბოტასები, მაღალწელიანი შავიშარვალი, დახეული არა და თეთრი ზედა. ...... მყუდრო კაფეში ისხდნენ და მიმტანს ელოდებოდნენ. - რას მიირთმევთ? - ერთი რძიანი ყავა ოღონდ ტკბილი, ნამცხვარი თეთრი შოკოლადით, კიდევ უშაქრო მწვანე ჩაი. - როგორ გავხარ მამაშენს. - ნინი ამის გაგონებაზე ყურებამდე გაიკრიჭა. - მართლა? - არგახსოვს? ყველაფერი ტკბილი უყვარდა. - შენკიდევ ყველაფერს უშაქროს სვამ და ნანცხვრები არგიყვარს. - გაუცინა დედას. ..... ნელის მობილური ამღერდა. - გისმენთ... კარგი... მოვალ მალე. - რაო დე - უნდა წავიდე, წამო სახლში წაგიყვან. - არა დაგაგვიანდება აქ ვიქნები ცოტახანი და წავალ. - გაუღიმა დედას. - ფრთხილად იცოდე. ნელის დაემშვიდობა. პარკში ხელის ცეცებით მოძებნა სკამი და ჩამოჯდა. ყურსასმენებში სასიამოვნო მელოდია იღვრებოდა. I've seen it all, I have seen the trees, I've seen the willow leaves dancing in the breeze. ჩურჩულით ყვებოდა სიმღერას. I've seen a man killed by his best friend, And lives that were over before they were spent. I've seen it all - there is no more to see! ფეხზე წამოდგა და ნაბიჯი არ ქონდა გადადგმული რომ ვიღაცას დაეჯახა. ვიცი ბევრი შეცდომა იქნება და ბოდიშს ვიხდი არმქონდა შესწორების დრო.. შემიფასეთ გავაგრძელო? სიმღერები. : björke - i've seen it all. LA seine . |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.