შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

Bonheur????


25-05-2018, 14:48
ავტორი hedgehog
ნანახია 1 802

ყველაფერი ბრუნდება და მეორდება, მხოლოდ ჩვენი დმოკიდებულება იცვლება მათდამი. ესეც დროს და ასაკს მოაქვს. ის, რაც სიხარული და გაბრწყინებული თვალები იყო ერთ დროს, დღეს ერთი ჩვეულებრივი დღეა. და მაინც, დილა მშვიდობისა შემოდგომა! დღეს პირველი დღეა უნივერსიტეტში, დილიდან მზადებაში ვარ, ძალიან ვღელავ... ძალიან კომუნიკაბელური ვარ არ უნდა გამიჭირდეს მეგობრების პოვნა, მაგრამ მაინც პატარა ბავშვივით ვცკმუტავ) ალბად ჩემს მკითხველშიც იქნება ჩემნაირი და მიხვდება რას ვგრძნობდი 2015 წლის 9სექტემბერს) -მზად ხარ ნინუც?) გაიცანით ეს ჩემი დაა) - კი ნატა ჩანთას ავიღებ და გავიდეთ) თბილისში წელს პირველად ჩამოვედი, დასავლეთიდან ვარ) ჩემი და მესამე წელია აქ ცხოვრობს და გამყვა უნივერსიტეტში) -აჰა, მოვედით შეგიძლია შეხვიდე, მე კი წავალ) წარმატება მისურვა ნატამ და წავიდა... ბავშვობიდან მიყვარს საფეხურების დათვლა, ეხლაც არ ვუღალატე ჩემს ჩვეულებას 9 საფეხური ავედი და ხალხმრავალ შენობაში შევედი. დაცვა დამხვდა კართან -აქ სწავლობ ახალგაზრდა? -დიახ, პირველ კურსელი ვარ. - წელს ბევრი პირველ კურსელია, უკანა ეზოში არიან ბავშვები რექტორს ელოდებიან... წარმატებებს გისურვებ. მადლობა მოვუხადე და უკანა ეზოში გავედი... ბავშვები ჯგუფებად დაყოფილიყვნენ და ერთმანეთს ეცნობოდნენ.. ერთი გოგო მარტო იდგა ხესთან და მივედი -გამარჯობა, მე ნინი ვარ, პირველ კურსელი - სალომე, მეც პირველ კურსელი ვარ) ნუ ფაკულტეტები არ დაემთხვა ერთმანეთს, მაგრამ ერთ სასწავლებელში ვიყავით) ნუ 1საათი გველაპარაკა რექტორმა, ჩვენი ფაკულტეტის დეკანმა და აუდიტორიისკენ დავიძარით ) ნუ ჩემს ფაკულტეტზე 72 ბავშვი იყო, რამდენიმე მათგანი გავიცანი და წავედი სახლში) მესამე წელი გადის უკვე, ბავშვები დავუახლოვდით ერთმანეთს და ესე გრძელდება დღემდე)) ერთი მათგანის მეჯვარეც კი გავხდი, ისე მსიამოვნებს ეს ფაქტი... თაყვანისმცემლების არმია არასოდეს მყოლია, უნივერსიტეტში ერთი ბიჭი მომწონდა ლევანი, მოცეკვავე იყო და ხშირად გვქონდა მიმოწერა, მაგრამ საგნები ვერ ჩააბარა და სხვა უნივერსიტეტში გადავიდა.. ესე დამთავრდა ეს არდაწყებული ურთიერთობა... ნუ სკოლის პერიოდშიც იყო ერთი ბიჭი ბექა, ბებიასთან გავიცანი სოფელში.. ჩემზე ერთი წლით უმცროსი იყო, მაგრამ ნუ ეგ არაფერი) ერთი წელი შეყვარებულები ვიყავით, მერე მე ჩავაბარე თბილისში და დასრულდა ურთიერთობა) მას უკვე ცოლი ყავს, მე კი ღიმილით ვიხსენებ მასთან გატარებულ ყოველ წუთს) 2017 წლის 28 დეკემბერს დაიწყო ჩვენს სასწავლებელში საახალწლო არდადეგები) სახლში ჩქარი ნაბიჯით მივდიოდი, ერთი სული მქონდა ჩანთა ამეღო და დასავლეთში წავსულიყავი) სახლის კარი გავაღე და ჩემს დასთან ერთად ერთი ქალი და კაცი იყო, არცერთი არ მეცნო .. მივესალმე , ქურთუკი და ჩანთა გავიტანე მეორე ოთახში და მოვბრუნდი სამზარეულოში) -ნინუც, ქალბატონი ირმა და ბატონი ზურა გაიცანი ჩვენი ბინის მეპატრონეები. შემოგვიარეს და თან გამათბობელს შეხედავენ კარგად რო არ ათბობს) -სასიამოვნოა მეთქი და აივნიდან შემოვიდა გრძელწამწამა ბიჭი, შავგრემანი და მაღალი



№1  offline წევრი hedgehog

ანი ჩიხლაძე
Bonjour ????
Bonjour ????
Bonjour ????

Bonheur- ფრანგულად ნიშნავს ბედნიერებას????

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent