ბედნიერება სვანურად (5)
ასე სულელური ღიმილით იარა მთელი დღე ლილემ. ფიქრობდა ისევ და ისევ. უაზროდ ფიქრობდა მაქსიმეზე, მომავალზე. ცოტახანში ისევ თვითონ შემოუძახა თავს და გამოფხიზლდა. ერთ-ერთ ოთახში შევიდა, რომელიც კაბინეტივით იყო მოწყობილი. ერთ კედელზე ლამაზად იყო გაკეთებული თაროები და წიგნებით იყო სავსე. უნდოდა რაიმე წიგნი აერჩია, რომ თავი გაერთო. სინამდვილეში კი დროის გაყვანა უნდოდა. ერთი სული ჰქონდა, როდის გათენდებოდა, რომ მაქსიმე დაბრუნებულიყო. ცოტა ხნიანი ძებნის შემდეგ, როგორც იქნა აარჩია. ერთი თბილისური რომანი იყო, "თბილისს ვტოვებ ალიონზე". კითხვა ძალიან უყვარდა, თუმცა ეს წიგნი არ ჰქონდა წაკითხული. წიგნი ხელში აიღო და მაქსიმეს ოთახისკენ გაემართა. უკვე "მის საყვარელ" ტახტზე წამოწვა სარკმელთან და კითხვა დაიწყო. მთელი კითხვის პერიოდში სახეზე ღიმილი აკვროდა და დასასრულით გაბედნიერებულმა ნასიამოვნები ღიმილით დახურა წიგნი. წამოდგა გემრიელად გაიზმორა და ტანსაცმელი გაიხადა. საწოლზე მიგდებული მაქსიმეს ჟაკეტი, რომ დაინახა უნებურად გაეღიმა და ამოიბურტყუნა. -ბოროტი მბრძანებელი. ჟაკეტი ხელში აიღო და დაყნოსა. -არ არსებობს! ნუთუ ეს გუჩის სუნამოა!-გაკვირვებულს აღმოხდა და ისევ ხარბად ჩაისუნთქა მისი სურნელი. -ბოროტი მბრძანებელის სურნელი! -ბედნიერი ღიმილით ამოილაპარაკა და მაქსიმეს საწოლში შეძვრა. ისე ტკბილად მიეძინა ვერც გაიგო. ^^^ დილით მაქსიმეს ადრე გაეღვიძა და გადაწყვიტა უკვე წასულიყო უშგულში. დედას გამოემშვიდობა და მანქანაში ჩაჯდა აციმციმებული თვალებით. თავისი პატარა ქალბატონის ნახვა და მისი გაბრაზება უნდოდა ძალიან. გააწითლებდა ჩვეულებისამებრ და მერე ამაზე ბევრს იცინებდა. დაახლოებით 8 საათი იქნებოდა სახლში, რომ მივიდა. ფრთხილად შევიდა სახლში და რა თქმა უნდა ხვდებოდა ლილე სადაც იქებოდა. ეშმაკურად ჩაიცინა და მისკენ გაემართა. კარები ფრთხილად შეაღო და საწოლს მიუახლოვდა. თვალები გაუფართოვდა, როდესაც ლილეს ხელში თავისი ჟაკეტი დაინახა. თითქოს რაღაც ჩაეღვარა ორგანიზმში, ვერ მიხვდა ასეთი რეაქცია, რატომ ჰქონდა. ღიმილით მივიდა მასთან და საწოლში შეუძვრა. გაღიმებული უყურებდა მის მშვიდ სახეს, რომელიც მაქსთან ყოფნისას სულ მუდამ გაწითლებული და გაგიჟებული იყო. -რა მშვიდად გძინავს პატარა ქალბატონო, არ ვიცოდე მაინც რა ველური ფისო ხარ! -მის სახესთან ძალიან ახლოს ამოილაპარაკა და სახეზე ჩამოყრილი თმა გადაუწია. ყურის უკან ხელი შეუცურა და ნაზი მასაჟით შეაფხიზლა. ლილე კი ნელ-ნელა სიამოვნებისგან მიბნედილი ფხიზლდებოდა. -მმ.. მაქსსიმე.. -კრუტუნებდა ნახევრად მძინარე ლილე. -მმ რა სასიამოვნოდ კრუტუნებს ჩემი ველური ფისო! -კრუტუნითვე ამოილაპარაკა ლილეს ყურთან და წამსვე თვალები ჭყიტა პატარა ქალბატონმა. -მაქსიმე რას აკეთებ!? -უნდოდა ამდგარიყო, მაგრამ მაქსიმეს ძლიერი მკლავები მაგრად იჭერდნენ. -ჩემს ცოლს მოვაკითხე რას უნდა ვაკეთებდე. -გადი ახლავე აქედან! -სახეზე ერთიანად გაწითლდა, როდესაც გაახსენდა რომ არც, შორტი ეცვა და არც მაისური. მხოლოდ ტრუსის და ლიფის ამარა იყო შეწოლილი და ზემოდან ოდნავ თხელი საფარებელი ეფარა. -არადა როგორ მოვენატრე ჩემს ცოლუკას და თავის ჭკუაში მაგდებს კიდეც. -მომენატრე არა კვახი! -თვალები გადაატრიალა მან. -ჰმ.. აბა რას ჩაგიხუტებია ჩემი ჟაკეტი? -წარბი აუწია მოჩვენებითი გაბრაზებით მაქსიმემ. ლილემ კი მხოლოდ ახლაღა დახედა თავის ხელებს, რომლებშიც მისი ჟაკეტი ჰქონდა მოქცეული და ერჩივნა მიწა გასკდომოდა და ჩაეტანა. -მე.. რა.. ჟაკეტი.. -მაქსიმე კი უკვე იგუდებოდა სიცილით მის აწითლებულ სახეზე, რაც ძალიან მოსწონდა. -კარგი რა აღიარე, რომ მოგენატრე. -მომენატრე არა ტოროლა! შემცივდა და ადგომისას მოვიცვი უბრალოდ! -ჰმ კი როგორ არა! -მაქსიმე გადი შიშველი ვარ უნდა ჩავიცვა! -მიუხედავად იმისა, რომ შიშველი იყო ისე სცხელოდა სული ეხუთებოდა. მის ასეთ სიახლოვეს ვერ უძლებდა. იმის წარმოდგენაც კი არ უნდოდა მომავალში რას უზავდა ეს ბიჭი. არა ჭკუიდან ნამდვილად გადაიყვანდა.! -მმნჰ როგორ მომზადებულხარ პატარა ქალბატონო! -ვნება აღძრული თვალებით შეხედა და სახე ახლოს მიუტანა. -მაქსიმე გეყოფა! -უკვე სუნთქვა უხშირდებოდა. ვერც კი მიხვდა მაქსიმეს ხელები, როგორ ასრიალდნენ მის შიშველ სხეულზე. -რატომ კანკალებ? -არ ვკანკალებ მაქსიმე გამიშვი.! -გაგიჟებული ძლივსღა ლაპარაკობდა. მაქსიმემ ზურგით აიკრო სხეულზე და ყელში ხარბად დაყნოსა. ლილე კი ვსო უკვე დაიღუპა! კინაღამ ადგილზე გათავდა! -რა გემრიელი ხარ! -ჩუმად უჩურჩულა და იგრძნო როგორ გააჟრჟოლა ლილეს. -მაქსიმე.. -ამოიბლუყუნა და თვალები მილულა მის ხმაზე. -ვიყოთ რა ასე, გემრიელი სუნი გაქვს! -არც მაქსიმე იყო მშვიდად. ხმაურიანად გადააგორა ნერწყვი ყელში, როდესაც ხელით ლილეს ცხელ კანს ეხებოდა. -მაქსიმე!.. -უკვე მუდარა იგრძნობოდა მის ხმაში. -ხო.. -ასევე ნასიამოვნებმა ამოილაპარაკა მაქსიმემ რაც არ გამოეპარა ლილეს. -მაქსიმე გამშორდი! -არა.. -კარგი ხო იყავი! -თითქოს დანებდა ლილე. -მმ ჩემი ველური ფისო აი ასე ჯობია!.. -კმაყოფილმა უთხრა და ვერც კი მიხვდა, როგორ გადმოტრიალდა ლილე და მუხლიც ამოსცხო თავის კაცურ "ავლა დიდებაზე". -ლილეეეეე... -დამანჭა ტკივილისგან სახე. -ეგრე მოგიხდება შე ჰორმონებ დაჩაგრულო კაცო! -ნასიამოვნებმა უთხრა და ისე წამოდგა საწოლიდან სულ აღარ ახსოვდა, რომ საცვლების ამარა იყო. -მაგ სხეულის დანახვისას ჰორმონები კი არა, მამა ზეციერიც დამჩაგრავს! -უკვე მოსულიერებულმა უთხრა და ლილეს ალეწილ სახეზე გადაიხარხარა. -ფუ.. ჯანდაბა.. ჯანდაბა.. -ამოიბურტყუნა და სასწრაფოდ შარვალს მივარდა. ამასობაში მაქსიმეც წამოდგა და უკნიდან მიუახლოვდა. -არ მომეკარო! გადი გაეთრიე! -არ ჩაიცვა რა! არ მომწონხარ ჩაცმული! -ისევ ვნებიანი თვალებით შეხედა მაქსიმემ და კედელზე ააკრა. -რა ძალიან დაჩაგრული ხარ მაქსიმე. -გულიანად გაიცინა ლილემ. -შენს წინაშე უძლური ვარ! -მეამიტურად უთხრა მაქსიმემ ვითომ. -ვაჰაჰაჰა -უარესად ახარხარდა ლილე. მაქსიმემ კი ამ დროს ძალიან ახლოს მიუტანა სახე და ლილე დაადუმა. მიხვდა, როგორ აუჩქარდა გული და მკერდი ზემოთ-ქვემოთ ასდიოდა და ჩასდიოდა. -მაქსიმეე... -ამოიხავლა საცოდავად. -ნუ ფრთხი ჩიტო! -ცერა თითი ტუჩებზე გადაატარა და ტუჩები ცხვირზე მიადო. ლილეს თვალები დაეხუჭა და დანებებული დაელოდა მაქსიმეს განაჩენს. მაქსიმემ ყელში მხურვალედ აკოცა და მოშორდა. ლილე კი ისევ თვალდახუჭული იდგა და ვერ ფხიზლდებოდა. -ლილე გამოფხიზლდი. -ახარხარდა მაქსიმე. -დამპალო, საზიზღარო, გაფუჭებულო. ფუ ვერ გიტან! -ლილე ტახტზე დადებულ ბალიშს გადასწვდა და მაქსიმეს გაუქანა. მან კი სასაცილოდ აიცილა. -რაო პატარა ქალბატონო კოცნა გინდოდაო?! არაო ქორწილამდე ვერ ეღირსებიოო. -გაეკრიჭა მაქსიმე და ზურგი აქცია. -შე ველურო, შე გათახსირებულო! ჯერ დამაცადე შენ! -ლანძღავდა ისევ გამწარებული ლილე, ზურგს უკან კი მაქსიმეს კმაყოფილი სიცილი ესმოდა. -გაემზადე და ჩამობრძანდი მალე საყიდლებზე მივდივართ. -მოსულიერებულმა მაქსიმემ გასძახა და ტელევიზორთან მოკალათდა. -გაემზადე და ჩამობრძანდი მალე საყიდლებზე მივდივართ. -ბლუყუნით გამოაჯავრა და ჩაცმა დაიწყო. აბაზანში შევიდა, პირზე წყალი შეისხა კბილები გაიხეხა და თმებიც მოიწესრიგა. -ურჩხულო ყავას მიირთმევთ? -გაბრაზებულად ჰკითხა, ისე რომ ზედ არ შეუხედავს. -შენს გაკეთებულს, საწამლავსაც კი დავლევ ჩემო სექსო! -ბოლო სიტყვაზე ისე დააჭყიტა თვალები ლილემ საშინელი ხველება აუტყდა და ონკანს მივარდა. ცოტა, რომ მოსულიერდა ყავის გაკეთებაც დაიწყო უსიტყვოდ. არ უნდოდა ეს ბედნიერი წუთები ჩაშხამებოდა. ყავის დალევისას ისეთ ბედნიერებას გრძნობდა მეტი, რომ არ შეიძლებოდა. თავისი მარიამი ყავის ნარკომანსაც, კი ეძახდა. ჭიქებში, რომ დაასხა ხელში აიღო და მისაღებისკენ გაემართა. ამ დროს მაქსიმეც შემოდიოდა სამზარეულოში და ისე შეეჯახნენ ერთმანეთს ეს ცხელი ყავა მაქსიმეს სხეულზე აღმოჩნდა. -ვაიმე.. მაქსიმეე მალე მალეე გაიხადე მაისური.. -იკივლა ლილემ და სახე დამანჭულ მაქსიმეს თვითონ გახადა მაისური. -ვაიმე მაქსიმე მაპატიე, ვერ დაგინახე ძალიან გეწვის? -კიი , მიდი ყინულები მომიტანე. -ძლივს გასცა პასუხი. ლილემ სველი ტილოთი მოწმინდა დამწვარი ადგილი და ყინულების შეკვრა მიადო თან სულს უბერავდა, რამაც გამწარებული მაქსიმე სასაცილოდ გააღიმა. -რა? რა გაცინებს? დაგწვი და კიდე იცინი? -გაუკვირდა ლილეს, -რა მეამიტი ხარ ვგიჟდები რა. -მეამიტი რატომ? -ისე საყვარლად ზრუნავ ჩემზე, მგონი სწორი არჩევანი გავაკეთე შენ, რომ აგირჩიე ცოლად. -გაეკრიჭა საყვარლად, აციმციმებული ჭრელი თვალებით. -ნუ ბოდიალობ რა და მოდი აქ ერთი დაჯექი! -მისაღებისკენ წაიყვანა და დივანზე ჩამოსვა. -როგორც ჩანს ჩვენი შოპინგი გადაიდო. ხომ არ გეწყინება ლილე? -არა რა უნდა მეწყინოს. პირიქით მადლობა, რომ ასე თ ყურადღებას იჩენს. -მიდი ყავა გააკეთე რა. -შეევედრა მაქსიმე მთქნარებით, დრო და დრო სახეს მანჭავდა დამწვრობისგან გამოწვეული ტკივილით. -ახლავე გავაკეთებ და მერე საუზმესაც გავამზადებ, თორემ უკვე მაგინებს კუჭი. -გაეცინა ტავის ნათქვამზე და სამზარეულოში შევიდა. ყავაც მალე გაამზადა და მაქსიმესთან დაბრუნდა, რომელსაც დივანზე ჩასძინებოდა. სავარძელში ჩუმად ჩამოჯდა და ყავა მიირთვა. ღიმილით აკვირდებოდა მაქსიმეს სახეს, პირველად უყურებდა ასე თამამად და მოურიდებლად. მის ნაკვთებს დაუწყო შესწავლა. მოსწონდა მისი სწორი ცხვირი, პატარა ტუჩები, თხელი წვერი და განსაკუთრებით მისი ჭრელი მწვანე თვალები. მალევე წამოდგა და ჩუმად შევიდა სამზარეულოში. საუზმე მოამზადა და დაელოდა მაქსიმეს გაღვიძებას. არადა უკვე კუჭი უხმებოდა შიმშილისგან. კარგა ხანს ეძინა მაქსიმეს და ლილეც ვეღარ ითმენდა. უკვე პირველი საათი იყო. მაქსიმეს მიუახლოვდა და სუბლზე ხელი გადაუსვა შემდეგ ყურის უკან შეუცურა და ზუსტად ისე გამოაფხიზლა , როგორც მაქსიმემ ის. -მმმ.. ლილეე.. -აკრუტუნდა მაქსიმე. -რა ატეხილია ჩემი მომავალი ცოლი მოკლედ! ხო გითხარი ხელს არ დაგაკარებ ქორწილამდეთქო! -ახარხარადა უკვე გამოფხიზლებული და წამოდგა ნელ-ნელა. -ოო მოეშვი რა ამ მასხრობებს და წამოდი ვჭამოთ აღარ შემიძლია გავათავდი ქალი შიმშილისგან. -კარგი ხო მოვდივარ. -გეწვის კიდევ? -მზრუნველად შეეკითხა. -ჩემო წამალო უკვე გამიყუჩდა. თან ყოველ დილით თუ ასე გამაღვიძებ საერთოდ არაფერი არ მეტკინება. -დავაი ეხლა დროზე მიყუჩდი მართლა, თორემ დაგტოვებ მშიერს! -რაო რა მომიმზადე ცოლოო? -მაგიდასთან მიმჯდარმა ლილეს გაკეთებული სალათი თეფშზე გადაიღო და გემრიელად შეექცა. -ვიცოცხლებ? -რავიცი იმედია არ დამაქვრივებ! -დასცინა ლილემ. -მმ გემრიელია! -მაქსიმემ ლილეს შეხედა და გადაიხარხარა. ისე გემრიელად ჭამდა, გარშემო სამყარო რომ გამქრალიყო საერთოდ ვერ შეამჩნევდა. -რა გაცინებს? -ისე გემრიელად ჭამ მეშინია მეც არ მიმაყოლო! -ნუ გეშინია არ მიგაყოლებ ცხარეებზე ალერგია მაქვს. -მშვიდად უთხრა და მომდევნო ლუკმაც გაიქანა პირში. მეტი ხმა აღარ ამოუღიათ და საუზმეც მშვიდად დაამთავრეს. მაქსიმე ტელევიზორს მიუჯდა. ლილემ დაალაგა და მაქსიმეს შეუერთდა, სააბაზანოში აღმოჩენელი დამწვრობის მაზით ხელში. -ძალიან გეწვის კიდე? -ისე ძაან აღარ, მაგრამ მაინც მეწვის. -დამწვრობის წამალი ვიპოვე აი გამომართვი. -ლილემ მაზი მიაწოდა და სავარძელში ჩაჯდა. -არ გინდა წამისვა? -გამომცდელად შეხედა. -რატო შენ ხელები არ გემორჩილება? -აიფოფრა ლილე. -არა, უბრალოდ ხელზე რომ მეხება მსგავსი რაღაცეები ვერ ვიტან. მიდი რა წამისვი. -საცოდავი თვალებით გახედა და ლილეც ანთებული წამოდგა. მაქსიმემ კი კმაყოფილმა ჩაიღიმა, თავისმა ტყუილმა გაჭრა. -კარგი ხო ჯანდაბას შენი თავი მაქსიმე გვიჩიანო. -ლილემ მაზი ხელზე დაიტანა და მისი პრიალა გულ-მკერდისკენ წაიღო. ფრთხილად შეახო და ნაზი მოძრაობებით ცდილობდა დამწვრობის მაზით დაფარვას. თიტქოს სხეული დაეჭიმა მაქსიმეს და ლილეც დაიძაბა. ლილეს უკვირდა კიდეც მაქსიმე, რომ კომენტარებს არ უკეთებდა. -აი ასე ვსო მორჩა. მხოლოდ ზედაპირული დამწვრობაა წესით ლაქა არ დაგრჩება. -დაამშვიდა ლილემ. -მადლობა ლილე. არ გინდა ფილმს ვუყუროთ? -რატომაც არა! მიყვარს ფილმები! ოღონდ რაიმე კომედიას ვუყუროთ რა! -კარგიი შენ აარჩიე. -ლილემ ფილმი აარჩია და ისე მოკალათდა ერთ დივანზე მაქსიმესთან ერთად ხმა არ ამოუღია. ფილმზე ბევრი იცინეს, ილაპარაკეს კიდეც მშვიდად. ისე რომ, ერთმანეთი არ დაუჭამიათ. მართლა საოცრება იყო ეს ფაქტი. კიდევ მეორე ფილმიც ჩართეს და სენდვიჩებიც მოიმარაგეს. ამ გართობა მაიმუნობაში დაღამდა კიდეც. თითქოს ორივე დაშოშმინდა და მშვიდად იყვნენ. ცოტახანში მაქსიმეს ტელეფონიც ამღერდა. ალექსანდრე ურეკავდა და მხოლოდ ახლაღა გაახსენდა, რომ მასთან დასარეკი ჰქონდა. ლილეს მოშორდა და შემდეგ უპასუხა. -გისმენ ალექსანდრე როგორ ხარ? -კარგად ვაჟბატონო, შენ როგორ ხარ? რა ამბებია აბა არ უნდა დაგერეკა? -რავიცი ალექსანდრე სულ გადამავიწყდა. ყველაფერი მოგვარებულია. -კმაყოფილმა აცნობა მეგობარს. -ეჰ ეგრეა ხოლმე, გამოუჩნდებათ სიყვარული ამ ხალხს და მერე სულ ივიწყებენ ყველაფერს! -ალექსანდრე რამდენჯერ გითხრა ნუ ბოდიალობთქო! -ჰეიი ჩაცხრი მხეცოო რა დაგემართა. -გადაიხარხაა ალექსანდრემ. -ალექსანდრე მოგხვდება! -რაო აბა შენმა ჩიტმა, როგორ დაითანხმე? -როგორც ყოველთვის არ იცი ჩემი ამბავი? -შე გაფუჭებულო კაცო გადარევდი იმ გოგოს ხომ ვიცი. -ნეტა ეგ სიტყვა დაივიწყოთ ორივემ რა! -აჰა ხო გეუბნები უკვე გადაგირევია! -ახარხარდა ისევ ალექსანდრე. -ჩემთან ყველა უსუსურია ხომ იცი! -დარწმუნებით ამოილაპარაკა ალექსანდრემ. -ვიცი ძმაო, ვიცი ნამდვილად. -მოკლედ ორ კვირაში გეოდები სან ქორწილში და ლილესაც გაიცნობ. -ხო რა თქმა უნდა მანდ გავჩნდები და გავიცნობ შენ პრინცესას. -ჩაიხითხიტა ისევ. -ალექსანდრეეე! -კაი კაი წავედი და მანდ ვარ ქორწილზე. -კაი დროებით სან. -მეგობარს დაემშვიდობა და შიგნით შევიდა. ლილეს დივანზე ჩასძინებოდა და ფრთხილად მიუახლოვდა. ხელში აიყვანა და საძინებლისკენ გაემართა. საწოლზე დააწვინა უკვე შეფხიზლებული და თვითონაც გვერდით მიუწვა. -მაქსიმე გადიი! -ძლივს წარმოთქვა ძილ-ბურანში მყოფმა ლილემ. -ნწუუ.. ერთად ვიძინებთ! -მაქსიმეე.. -ლაპარაკის თავიც არ ჰქონდა ლილეს ისე ეძინებოდა. კომფორტულად მოკალათდა მაქსიმე მასთან ერთად და უკვე მიძინებულს მიეხუტა. მისი სურნელი ხარბად ჩაისუნთქა ისევ და თიონაც დაძინებას შეეცადა. ცოტა პატარა თავი კი გამოვიდა, მაგრამ იმედი მაქვს მომიტევებთ ძლივს მოვიცალე :/ ველი თქვენს შეფასებას ტკბილებო <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.