შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სამაგიერო - II თავი -


28-05-2018, 15:59
ავტორი ჯესიკა
ნანახია 1 433

- II თავი -


_ბაბუდა, მოვედი!_სახლის კარი შევაღე, ჩემი მაღალ ქუსლიანები კი იქვე მივყარე.
_სამზარეულოში ვარ!_გამომძახა ირინოლამ.
ირინოლა როგორც უკვე მიხვდით ბაბუაჩემის დაა, რომელთანაც მეხუთე კლასიდან ვცხოვრობდი. დედა საბერძნეთში წავიდა და მასთან დამტოვა. ბაბუდასთან ცხოვრება ძალიან მომწონდა, მეტ თავისუდფლებას მაძლევდა, გაცილებით უფრო მხიარული იყო ვიდრე დედა, ცოტა ცანცარაც კი იყო და ხშირად ცდილობდა ჩემს აყოლიებას. ბაბუდა 45 წელს უკაკუნებდა, თუმცა საერთოდ არ ეტყობოდა ასაკი, მის დედმამიშვილებში ის ნაბოლარა იყო და ამიტომაც დედაზე მხოლოდ 5 წლით უფროსი გამოდიოდა, ასე რომ დედა და ბაბუდა ყოველთვის კარგად უგებდნენ ერთმანეთს. ეგაა რომ ბაბუდა ვერა და ვერ გათხოვდა, საშნლად წუნია იყო, ვერავინ ვერ შეიყვარა იმდენად რომ ცოლად გაჰყოლოდა, არადა, როგორც თვითონ იტყოდა, მთხოვნელების არმია ედგა მამამისს კართან, ეს კი იწუნებდა და იწუნებდა, იმასაც ამბობდა რომ მე მისი ხასიათი გამომყვა და სავარაუდოდ მეც მასსავით შინაბერა დავრჩებოდი, თუმცა სულაც არ ვიყავი ამის წინააღმდეგი. მოკლედ რომ ვთვქა ბაბუდასთან სასიამოვნოდ გადიოდა დრო, მაგრამ დედა ყოველთვის მენატრებოდა. 10 წლის მანძილზე მხოლოდ ერთხელ ვნახე, ისიც სკოლა რომ დავამთავრე თავად ჩავაკითხე. საბერძნეთში მამას გარდაცვალების შემდეგ წავიდა, ამბობდა რომ სხვა გზა არ იყო, მერე კი შემორჩა… მოკლედ ახლა ამ თემაზე რომ გავაგრძელო ალბათ სულ სხვა ისტორიის დაწერა მომიწევს, ასე რომ ჩემს დაბადების დღეს დავუბრუნდეთ.
_იმ იდიოტმა მანქანა მაჩუქა…_წუწუნით შევაკითხე სამზარეულოში ირინოლას.
_ვინ დე?_ლეპტოპიდან მოისმა დედას ხმა.
_შენც აქ ხარ?_სკაიპიდან მომღიმარ დედას გავხედე.
_ლექსომ გაჩუქა?
_ჰო აბა სხვა ვინ იქნებოდა?! აღარ იცის მამიკოს ფულები რაში დახარჯოს.
_რას ერჩი ამ ბიჭს ვერ ვხვდები…_თავი გააქნია დედამ.
_იდიოტია.
_მე ძალიანაც მომწონს. სიმპატიურია, მაღალი, ფულიც აქვს, თან ასე უყვარხარ…
_ცუდია მეორე გოგო რომ არ გყავს, იმას გავურიგებდი და შენი სანატრელი სიძეც გეყოლებოდა.
_ნუ სულელობ ანია!_შემომიბღვირა დედამ.
_ტყუილად ელაპარაკები მარი._საუბარში ჩაერთო ბაბუდა._არ გახსოვს?! მე რაც უფრო მაძლებდნენ გათოვდიო მით უფრო ვიწუნებდი…
_გათხოვებას არავინ აძალებს. ჯერ ადრეც კია… უბრალოდ კარგი ბიჭა და ასე რომ აწვალებს მეცოდება.
_მე არავის არ ვაწვალებ!_გაბრაზება შემომერია ხმაში._შემეშვას და ისიც დაისვენებს და მეც.
_უყვარხარ შე სულელო! როცა უყვარხარ როგორ უნდა შეგეშვას?
_ვუყვარხრა არა ის…_ჩავიბურდღნე ჩემთვის და თავი მაცივარში შევყავი.
_ისევ არაფერი გიჭამია ხო?_წელზე დოინჯი შემოირტყა ბაბუდამ.
_ანორექსია დაგემართება შვილო!_მხარი აუბა დედამ სკაიპიდან.
_იქნებ მერე მაინც შემეშვას ლექსო…_გულიანად გავიცინე და მაცივრიდან საჭმელები გამოვალაგე.
“ლამასო, ღმერთის ნომერი ხომ არ გაქვს? ანგელოზი ჩემოვარდნილა დედამიწაზე და უნდა გავაფრთხილო”_მომივიდა მესიჯი ფეისბუქზე.
_კიდევ ერთი იდიოტი…_ჩამეცინა, ტელეფონი გავხსენი და დასაბლოკად მოვემზადე. ვიღაც გიო მამასახლისი მწერდა.
_ვინ არის დე?_სკაიპიდან ცხვირი გადმოყო დედამ.
_არავინ…_მოკლედ მოვუჭერი.
_მოკლედ ამას ხო ვერფერს დააცდენიებ…
_რა უნდა დამცდეს? არავინ არაა…_გავბრაზდი მე.
“კარგი ჰო, არც ეგეთი იდიოტი ვარ რომ ეს მესიჯი სერიოზულად მომეწერა”_ისევ მოვიდა მესიჯი გიო მამასახლისისგან.
“გაგიმართლა რომ დაბლოკვაში ხელი შემეშალა, თორემ სამუდამოდ იდიოტად დარჩებოდი ჩემს თვალში”_სხარტად მივწერე პასუხი.
“იღბლიანი ნამდვილად ვარ.”
ჩამეღიმა და ამჯერად მისი პროფილის დასათალიერებლად გადავედი. საკმაოდ სიმპათიური ბიჭი გახლდათ ეს ჩვენი გიო მამასახლისი. წაბლისფერთმიანი, ციფერთვალება, მაღალი, ჩაწიკწიკწბული კბილებით, გამოყვანილი წელით…
“მერამდენე მესიჯი დავწერე და წავშალე რომ იცოდე…”_ისევ გიომ მომწერა.
“რატომ?”
“მინდა რამე ისეთი მოგწერო რომ საუბარი გაგვიგრძელდეს… ხომ ხვდები?!”
“მერე ფანტაზია არ გყოფნის?”
“ფანტაზია ძალიან დიდი მაქვს, უბრალოდ შენ დამაბნიე”
“აბა რა იქნებოდა, ასე წარამარა ხომ არ ცვივა ანგელოზები ციდან?”
“მოდი პირდაპირ, ურცხვად გეტყვი რომ შენი გაცნობა მინდა… რამდენი წლის ხარ ანია?”
“შეტევაზე გადმოდიხარ? 21_ის გავხდი დღეს.”
“იღბალს ვცდი… დაბადების დღეს გილოცავ.”
“მადლობა. რა მაჩუქე?”
“ჰმ… ყველას ასე ეკითხები ხოლმე?”
“მხოლოდ პირდაპირ და ურცხვ ბიჭებს.”
“მაშინ სიურპრიზად დავტოვებ შენს საჩუქარს და როცა გნახავ მაშინ გადმოგცემ.”
“ჯერ ნახვის სურვილი უნდა გამიჩნდეს.”
“გაგიჩნდება!”
“ასეთი დარწმუნება საიდან?”
“ხომ გითხარი, იღბლიანი ვარ…”
“ვნახოთ ჩემზე რამდენად იმოქმედებს ეგ იღბალი. ახლა კი წავედი გიო მამასახლისო, დაბადების დღე მაქვს აღსაღნიშნი.”
“დროებით.”
ტელეფონი გვერდით გადავდე და მივხვდი რომ კარგახანია პირდაღებული, სულელივით ვიღიმოდი და ასე ვმესიჯობდი. კიდევ კარგი დედას და ბაბუდას ეს არ დაუნახავთ და ჩემს ლანძღვაში იყვნენ გართულები.
_თავს მოიკლავს ასე, გადაყვა იმ სამსახურს და ჭამაც აღარ ახსოვს._აგრძელებდა ირინოლა.
_შენ მანდ ხარ და ვერ არჯულებ და მე რა ვუყო აქედან? არაფერს არ მიჯერებს…_აყვა დედაც.
ჭამას უდარდელად შევუდექი… თითქოს ოთახში მარტო ვყოფილიყავი. მესიჯები მახსენდებოდა და მეღიმებოდა. ძირითადად ასეთ პროვოკაციებს არ ვყვები ხოლმე მაგრამ რატომღაც ინსიქტურად ვწერდი პასუხებს ამ ბიჭს და ეს მოკლე დიალოგი ძალიანაც შთამბეჭდავი აღმოჩნდა. ვინ იცის იქნებ დროც მოვიდა ჩემს ცხოვრებაში ისეთი ვინმე გამოჩნდეს ვინც მეც მომეწონებოდა…
კარზე კაკუნის ხმა გაისმა.
_შემოდი!_დავიძახეთ ორ ხმაში მე და ირინოლამ.
_აუ არ არსებობს!_გავიგე ლილეს ხმა.
_ანია, გიჟი ხარ დედას გეფიცები!_ყვიროდა ნინიც.
_ჯერ კიდევ შოკი მაქვს!_იცინოდა ელენე.
სახლში შემოვარდნენ (სრული ამ სიტყვის მნიშნელობით) ჩემი გადარეული დაქალები. ლილე, ნინი და ელენე.
_აი, პროსტა რა ნამუსით დაუბრუნე მანქანა?_გაგიჟებული მეკითხებოდა ლილე.
_არ მიყვარს და მისი მანქანა რად მინდოდა?
_შენ გოგო ცოტა გაკლია?!_აყვა ნინი._სიყვარული რა შუაშია?
_შეეშვით, ეს ხო ზე სამართლიანობა ადამიანია?!_კისკისებდა ელენე.
_გახსოვს, ნიკუშამ რო ტელეფონი მაჩუქა…_დაიწყო ნინიმ._მაშინ მიშოსთან ვიყავი და მაინც დავიტოვე ეს ტელეფონი, მერე ერთი ორჯერ შევხვდი ნიკუშას და ვუთხარი, დედას გეფიცები ვეცადე, მაგრამ არაფერი არ გამოგვივათქო. ეხლა, მანქანა და ტელეფონი კი განსხვავდება ერთმანეთისგან, მაგრამ ერთი თვე გაგეწელა და მანქანაც შეგრჩებოდა…
_მე კიდე ვაფშე ვერ ვხვდები ლექსო რა პონტში არ გიყვარს… ტიპს მეხუთე კლასის მერე უყვარხარ, დაგზდევს, ასეთ საჩუქრებს და სიურპრიზებს გიკეთებს, მეტი რა გინდა?_გაოცებას ვერ მალავდა ლილე.
_აუუუუ!_დავიყვირე მე._5 წუთიც არაა რაც მოხვედით და უკვე თავი ამატკივეთ!
_ძაან გოიმი ხარ, დედას გეფიცები…_ჩაიბურტყუნა ნინიმ და გაბუსული მიეყუდა კედელს.
_გოგოებო როგორ ხართ?_იკითხა დედამ.
_აუ მარი… დედას გეფიცები, საერთოდ ვერ დაგინახე…_შეიცხადა ნინიმ._ცოტა შოკი გვაქვს და…
_კარგად ვართ მარი, შენ როგორ ხარ?_კითხა ელენემ.
_მეც კარგად… თქვენი არ იყოს მეც გაკვირვებული ვარ, რას ერჩის ამ ბიჭს.
_აუ მარი, ხო იცი თან რა სმპაწიჩნი ტიპია, იმენა გოგოები ეცემიან._ისევ ჩაირთო ლილე._იმ დღეს ჩემ პადრუგას ვანახე სურათები და ცუდად გახდა, გამაცანი გევედრებიო, მეთქი შანსი ნოუა, ანია უყვარს ტიპს გონის დაკარგვამდეთქო და ეგრევე დაასტოპა გოგომ, გეფიცები ესე მითხრა რო ანია და ეს ტიპი ერთად რო წარმოვიდგინე იდეალური წყვილიაო…
_გააცანი მერე, იქნებ მოეწონოს ლექსოსასაც?!_სიხარულისგან გამინათდა თვალები.
_აუ რა იდიოტკა ხარ, შენი აზრით ლექსოს ლამაზი გოგოები არ უნახავს?_თვალები გადმოკარკლა ლილემ._ტიპმა ევროპა შემოიარა და დარწმუნებული იყავი რომ შენზე ლამაზი გოგოები ნახა და იხმარა კიდეც, მარა შენ უყვარხარ… სორი მარა, ხანდახან ძაან გიჭირს აზროვნებაში…
_მე ერთი ვიცი,_თქვა ელენემ._მაგ ბიჭის ადგილზე რომ ვიყო უცებ გასწავლიდი ჭკუას. ასე რომ გელოლიავება, მაგტომაც უბედავ ამდენს. გგონია რომ არასოდეს მოგეშვება და სულ უკან აგეკიდება… მაგრამ ცდები ანია, ერთ დღესაც მობეზრდება ამდენი დევნა და მერე მიხვდები რომ გიყვარს…
_მიყვარს?_სიცილი ამივარდა._ლილე და ნინი ხომ ამდენს ყბედობენ მაგრამ შენ ყველაზე დიდი სისულელე მოიგონე.
_მე ელენეს ვეთანხმები._ჩაერია ისევ დედა.
_ოოო… ეთანხმეთ ერთმანეთს და იყავით. მე წავედი!_გაბრაზებულმა წამოვდექი ფეხზე, მისაღებში გავედი, ჩემი მაღლები ჩავიცვი და გარეთ გავვარდი.
რა თქმა უნდა, არავინ გამომყოლია. ყველამ იცოდა ჩემი ხასიათი, თუ ცუდ განწყობაზე დავდგებოდი ხმა არ უნდა გაეცათ, თორემ კარგი დღე არ დაადგებოდათ.
ქუჩას ნელი ნაბიჯებით მივუყვებოდი, უკვე კარგად მოსაღამოვებულიყო. მეფიქრებოდა იმ დღეზე პირველად რომ გავიცანი ლექსო, ზუსტად 10 წლის უკან, 9 სექტემბერს, ჩემს დაბადების დღეზე… ბაბუდასთან რომ გადმოვედი შესაბამისად სკოლაც გამოვიცვალე და ლექსოს დის, სალომეს კლასში აღმოვჩნდი. იმ დღესვე დავმეგობრდით მე და სალომე და იქედან გამომდინარე რომ ერთ უბანში ვცხოვრობდით გადავწვიტეთ სახლში ერთად წავსულიყავით. რა თქმა უნდა, გზად ლექსოც შემოგვიერთდა, რომელიც ჩვენზე 3 წლით უფროსი იყო. აბობდა დაგინახე თუ არა იმ წამიდან მიყვარხარო. ხშირად ვცდილობდი იმ წამის გახსენებას მაგრამ მისი სახე ვერა და ვერ აღვიდგინე, ის ჩემთვის სექტემბრის მცხუნვარე მზეში ჩრდილად მოვლენილი შვება იყო, ბიჭი რომელიც ცხელ მზეს ამოეფარა და გზა მომიჩრდილა. მეტი არაფერი მახსოვდა…
მას შემდეგ დაიწყო ჩემი წამება, ხან რას მიშავებდა და ხან რას, მერე კი ამ საქციელს იმით ხსნიდა რომ ვუყვარდი, მე კი ამაზე უფრო ვბრაზდებოდი და ნელ-ნელა სიძულვილიც იმატებდა.
იმ საღამოს კი ზუსტად ვიცოდი რომ იმდენად მძულდა რომ იმის იქეთ სხვა აღარაფერი იყო, მეტი სიძულვილი უბრალოდ შეუძლებელი იყო…
მივუყვებოდი გზას და ლექსოდან ფიქრებმა გიო მამასახლისზე გადაინაცვლეს. ბევრი არ მიფიქრია, ტელეფონი ამოვიღე და მივწერე.
“ნამდვილად იღბლიანი ხარ.”
“რას გულისხმობ?”_იმ წამსვე მომივიდა მესიჯი.
“თბილისელი ხარ?”
“ჰო”
“ახლა რას აკეთებ?”
“არაფერს, სახლში ვარ.”
“ხომ გცალია სასეირნოდ?”
“დავუშვად კი, მერე?”
“მერე მისამართს მოგწერ და კაფეში შევხვდეთ.”
“ახლა?”
“ჰო, ახლა…”
“კარგი.”
გიოს მისამართი მივწერე და კაფისკენ ავიღე გეზი.
არ ვიცი რამ მომიარა, რატომ მომინდა მისი ნახვა, მაგრამ გული კი მიიჩქაროდა… რა თქმა უნდა მე უფრო ადრე მივედი დანიშნულების ადგილას, ყველაზე ბოლო მაგიდასთან დავჯექი, ყავა შევუკვეთე და ქერა, ციფერთვალება ბიჭის მოლოდინში გავინაბე.
15 წუთიც არ გასულა რომ კარში ლექსომ შემოაჭრა. როგორც ყოვლეთვის მოწესრიგებულად გამოიყურებოდა. თანაც რაც ვარჯიში დაიწყო და კუნთები დაეტყო სულ უფრო და უფრო თავდაჯერებული ხდებოდა თავდაჯერებულობასთან ერთად კი გემოვნება უფრო და უფრო უმაღლდებოდა. ეგაა გოგოებში ვერ აიმაღლა გემოვნება და მაინც მე დამზდევდა. მაშინვე შევამჩნიე როგორ მიიპყრო რამდენიმე გოგოს ყურადღება ამ მაღალმა, სიმპათიურმა მშვენებამ. საშუალო სიგრძის შავი თმები ლამაზად გადაევარცხნა, დაკუნთულ სხეულზე მომდგარი ნაცრისფერი მაისური ჩაეცვა, შავი ფერის კლასიკური შარვალი კი მის ნავარჯიშებ უკანალს საკმაოდ მადისაღმძვრელად გამოყოფდა. მოკლედ რომ ვთქვა არც სიმპათიურობა აკლდა, არც სიუხეშე, არც დამატყვევებელი გამოხედვა, მაგრამ მე მისი ნამდვილი სახე ვიცოდი… ვიცოდი რა მასხარა და ცანცარა ტიპი იყო და ამ დაყენებული კუნთებითა და მომაჯადოვებელი გამოხედვით მე ვერ მომატყუებდა.
გონს რომ მოვეგე ფეხზე წამოვხტი და სკამის უკან ჩავიმუხლე. “ამ იდიოტს აქ რა უნდა?!” ფიქრებში ბრაზმა გამიელვა.
ლექსომ ტელეფონი ამოიღო, რაღაც დაწერა და წამშივე ჩემს ტელეფონზე მოვიდა მესიჯი.
“სად ხარ? ვერ გხედავ.”
ჟრუანტელმა დამიარა. ნუთუ გიო მამასახლისი სინამდვილეში ლექსო იყო.
“კაფეში ხარ?”_მივწერე ამჯერად მე. ლექსომაც, რა თქმა უნდა, ტელეფონს დახედა, მესიჯი დაწერა და ისევ წამში მომივიდა გიოსგან შეტყობინება.
“ჰო.”
სიბრაზისგან ერთიანად წამოვწითლდი, ყელში ბოღმა მომაწვა. ფეხზე წამოდგომა დავაპირე, მინდოდა ლექსოსთვის დამსახურებული სილა გამეწნა, თუმცა უეცრად არაჩვეულებრივმა იდეამ გამიელვა თავში…
“სასწრაფო საქმე გამომიჩნდა და სახლში წამოვედი. გპირდები რომ ამ დანაშაულს აუცილებლად გამოვასწორებ, ხვალვე!”_მივწერე გიო მამასახლისს ანუ აწ უკვე ლექსოს.
მან მესიჯი გახსნა, დაღონებულმა გადაისვა ხელი უნაკლო თავზე, მერე ერთი კიდევ მიმოიხედა და კაფე დატოვა.
ცოტახანს კიდევ მოვიცადე, დავრწმუნდი რომ ლექსო წავიდა და დაახლოებით 20 წუთში მეც სახლში წავედი.
მთელი ღამე გავათენე რათა ჩემი მზაკვრული გეგმა შემესრულებინა და ლექსოსთვის სამაგიერო გადამეხადა.


____________________
მიხარია რომ პირველი თავი მოგეწონათ, კიდევ უფრო მიხარია რომ თქვენი აზრი დააფიქსირეთ ;)
ამ თავზე რა აზრის ხართ, გავაგრძელო??



№1  offline წევრი ჯესიკა

დარინა
ჩემს ბიჭს ასე რომ აწვალებს ანია გავბრაზდიიი, იმ მომენტს ველოდები ეჭვიანობისგან რომ გასკდებააა, ლექსოს გამოუჩინე ისეთი გოგო ანიამ რომ იეჭვიანოს.

მე თუ მკითხავ, ბიჭები მეტის ღირსები არიან :დდ

 


№2 სტუმარი სტუმარი ნინია

მე ძალიან მომწონს.
ცოტა უფრო ახლოს გაგვაცანი ეს ლექსო თორე ბერწყვები წამომივიდა ისეთი ტიპია, ბევრი ლექსო მინდააა!!

 


№3  offline წევრი ჯესიკა

სტუმარი ნინია
მე ძალიან მომწონს.
ცოტა უფრო ახლოს გაგვაცანი ეს ლექსო თორე ბერწყვები წამომივიდა ისეთი ტიპია, ბევრი ლექსო მინდააა!!

მიხარია რომ მოგწოს. <3

 


№4 სტუმარი დიკოსია

ბიჭოს ბიჭოს
ანია აირტყავს ვატყობ
ისე მინდოდა ეს გიორგი მეცემა
ისე მინდოდა
ეს გოგოც
ჩემ ბიჭს რო ასე ჩაგრავს
ხოა ღირსი
რო საბამ ასწავლოს ჭკუა
და ველი როდის იქნება ეგ დრო
როცა აქეთ გამოეკიდება
და ვიცი მალე დადგება
მალე არ მორჩე თორე
ოოოო გავგიჟდები
ველი წინსაოცრებას
და ისეთს რო
გამაგიჟოს
და გადაფაროს ყველა წაკითხული
წარმატებები
აბა შენ იცი
გელი გელი
გაზარდე თავები
და არ გვინდა პაწია თავები

 


№5  offline აქტიური მკითხველი Chikochiko

კარგი წასაკითხია. ბოლოს მაგრად ვიხალისე. რაღაც მომენტში ეჭვმა გამკრა, გიო ლექსო არ აღმოჩნდეს მეთქი და აიი... არ შეწყვიტო, გააგრძელე აუცილებლად. ძალიან სახალისოა და ვგრძნობ წინ უფრო კარგი ამბები გველოდება

 


№6  offline წევრი ჯესიკა

დარინა
ჯესიკა
დარინა
ჩემს ბიჭს ასე რომ აწვალებს ანია გავბრაზდიიი, იმ მომენტს ველოდები ეჭვიანობისგან რომ გასკდებააა, ლექსოს გამოუჩინე ისეთი გოგო ანიამ რომ იეჭვიანოს.

მე თუ მკითხავ, ბიჭები მეტის ღირსები არიან :დდ

მარტო ბიჭები არა, არა ნაკლები გველები ვართ ჩვენ გოგოებიც, ამ შემთხვევაში ლექსოსკენ ვარ და რა გავაკეთო, საოცრად მომწონს შეყვარებული ლექსო, მეცოდება კიდეც ამდენი წელია უყვარს და არაფერი მითუმეტეს თავს ევლება, ამიტომ ვერ ხვდება ცოტა უნდა მოადუნოს ყურადღება ლექსომ. ანიას თუ არ უნდა მე გამომიგზავნეეე

გადავცემ ლექსოს :დდ
ისე კი მიხარია ასე რომ ჩაერთე ისტორიაში <3

დიკოსია
ბიჭოს ბიჭოს
ანია აირტყავს ვატყობ
ისე მინდოდა ეს გიორგი მეცემა
ისე მინდოდა
ეს გოგოც
ჩემ ბიჭს რო ასე ჩაგრავს
ხოა ღირსი
რო საბამ ასწავლოს ჭკუა
და ველი როდის იქნება ეგ დრო
როცა აქეთ გამოეკიდება
და ვიცი მალე დადგება
მალე არ მორჩე თორე
ოოოო გავგიჟდები
ველი წინსაოცრებას
და ისეთს რო
გამაგიჟოს
და გადაფაროს ყველა წაკითხული
წარმატებები
აბა შენ იცი
გელი გელი
გაზარდე თავები
და არ გვინდა პაწია თავები


შევეცდები იმედები არ გაგიცრუო <3 <3 მადლობ რომ კითხულობ

Chikochiko
კარგი წასაკითხია. ბოლოს მაგრად ვიხალისე. რაღაც მომენტში ეჭვმა გამკრა, გიო ლექსო არ აღმოჩნდეს მეთქი და აიი... არ შეწყვიტო, გააგრძელე აუცილებლად. ძალიან სახალისოა და ვგრძნობ წინ უფრო კარგი ამბები გველოდება


წინ ნამდვილად გველოდება მაგარი ამბები ;)

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent