შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სამაგიერო - III თავი -


29-05-2018, 17:21
ავტორი ჯესიკა
ნანახია 1 551

- III თავი -


დილაადრიან მესიჯის ხმამ გამაღვიძა.
“გაგიმარჯოს”_მწერდა ნიკა არაგველი.
ალბათ გაინტერესებთ ვინაა ეს ნიკა არაგველი. ვინ არის და გიო მამასახლისის გარეგნობის მფლობელი. მთელი ღამე გადავტყავე ფეისბუქი, როგორ არ ვეძებე, ბოლოს ჩემ ნაცნობ “კომპიუტერშიცას” ვკითხე და თურმე სულ მარტივად შეიძლებოდა ამ ბიჭის პოვნა. გუგლის სურათების საძებო ბმულში ჩავაგდე ფოტო და ვოალა!!! ჩვენი გიო მამასახლისი ნიკა არაგველი აღმოჩნდა. მაშინვე მივწერე ფეისბუქზე. სხვა ვერაფერი მოვიფიქრე და უბრალო გამარჯობით დავიწყე, თუმცა როგორც ნორმალურ ადამიანს შეეფერებოდა დილის 4 საათზე პასუხი არ გაუცია, ჰოდა მეც ცოტახნით დაძინება ვამჯობინე.
“რაღაც მინდა გთხოვოთ”_მივწერე მე.
“გისმენთ”
“დღეს რომელი საათისთვის გეცლებათ რომ შევხვდეთ?”
“მანიაკი ხარ? :D”
“არა, ყველაფერს აგიხსნით. სამაგიეროს ამბავია.”
“მე დაგიშავეთ რამე?”
“არა…სხვამ თქვენი ფოტოების მეშვეობით.”
“ეგ როგორ?”
“თქვენი ფოტოებით შექმნა პროფილი და მომწერა”
“რომელი პროფილი? აბა მანახეთ”
“მოდი რა შევხვდეთ და ყველაფერს დაწვრილებით მოგიყვებით. თან ყალბ ნიკა არაგველსაც დავიბარებ რომ მოგვიანებით შემოგვიერთდეს.”
“ჰმ… შენ რა ბოროტი ყოფილხარ ;)”
“გამაბოროტეს”
“კარგი, დღეს შაბათია, ასე რომ მთელი დღე თავისუფალი მაქვს. ოღონდ 7ის მერე მეგობრები ვიკრიბებით და…”
“გასაგებია, დღისით შევხვდეთ. მაგალითად 3ზე, რომელიმე კაფეში.”
“კარგი, იყოს სამზე. სად შევხვდეთ ეს შენ აარჩიე და ერთი საათით ადრე შემატყობინე :* “
“დროებით”
სიმართლე გითხრათ არ მეგონა ასე იოლად თუ დავითანხმებდი ადამიანს შეხვედრაზე. სავარაუდოდ ჩემი ფოტოებით მოიხიბლა. კარგი ვხუმრობ, არც ასეთი ამპარტავანი ვიყავი. ისიც კი ვერ გამეგო ლექსოს რა მოსწონდა ჩემში. ლექსო ლამის 2 მეტრი იყო, მე მეტრი და 60 ძლივს ვაღწევდი, ამიტომაც დავჩანჩალებდი ყოველთვის მაღლებით. რაც შეეხება გარეგნობას, ჩვეულებრივი გოგო ვიყავი, თმები საშუალო სიგრძის მქონდა, ქერად შეღებილი, თვალები მწვანე, ცხვირი ოდნავ მოღუნული, ტუჩები სავსე და ვარდიფერი, მკერდი ძალიან პატარა, უკანალი მაღლა აზიდული, მთლიანობაში კი იტყოდი ეს გამწლეული ვინ არისო… მოკლედ ჩემზე გაცილებით ლამაზი გოგოები დასტირალებდნენ თავზე ლექსოს, და ლამაზში მხოლოდ სულელებს არ ვგულისხმობ. თითქმის ყველას მოსწონდა ლექსო. სულელებსაც, ჭკვიანებსაც, მაღლებსაც, დაბლებსაც, სუსტებსაც, მსუქნებსაც, პატარებსაც, უფროსებსაც, ბებრებსაც… ადვილი შესაძლებელია რომ სწორედ ამ მიზეზით მძულდა ლექსო. ზოგადად ვერ ვიტანდი იმას რაც ყველას მოსწონდა. თუნდაც ფილმი, თუ ყველა აქებდა მაშინ მე მას არ ვუყურებდი… მოკლედ ცოტა არ იყოს და უცნაური ვიყავი… მაგრამ ლექსოსი კი ნამდვილად არ მესმოდა, ვერ ვხვდებოდი თავს რატო არ მანებებდა.
“დილამშვიდობის”_ამჯერად შეტყობინება გიო მამასახლისისაგან მომივიდა.
თალები გადავატრიალე და ფეხზე წამოვდექი.
_ნამდვილი იდიოტია ეს ბიჭი. რა ეგონა რომ სხვისი გარეგნობით თავს შემაყვარებდა და მერე როცა გამიმხელდა ვინ იყო შეყვარებული დავრჩებოდი?_ჩემ თავს ვებურტყუნებოდი და თან ტანზე ვეცვამდი.
_ბაბუდა?!_დილაადრიან სამზარეულოში მოფუსფუსე ირინოლას დანახვა გამიკვირდა.
_მოდი ყავა დავლიოთ._მითხრა ღიღინ-ღიღინით და კარადიდან ორი ჭიქა გამოიღო.
_რა ხდება?_ხასიათზე მოვედი მეც.
_გათხოვება გადავწყვიტე!._ვითომ აქაც არაფერიო ღიღინს აგრძელებდა.
_რა? და ვის მიყვები?_სიცილი ამივარდა.
_ჯერ არ ვიცი. მაგრამ გამოჩნდება ვინმე…
_ბაბუდა მემგონი სიცხე გაქვს…
_შენი აზრით ზედმეტად მოხუცი ვარ?! შემომხედე რა ტანზე ვარ, მერე კიდე სიცოცხლით სავსე ვარ, საცოდაობაა ჩემი შინაბერობა.
_მაგაზე მგონი აქამდე უნდა გეფიქრა._ისევ ვკისკისებდი.
_გამოჩნდება ვინმე. თუ ბედი არსებობს ესეიგი ჩემი საბედო ჯერ კიდევ მე მელოდება._ენა გამომიყო ირინოლამ და ყავა მომაწოდა.
_დაველოდოთ მაშინ._გამეცინა ისევ.
ტელეფონი ამოვიღე და გიო მამასახლისს (ანუ ლექსოს) მივწერე.
“დილამშვიდობის”
“როგორ ხარ?”_წამში მომივიდა მისგან შეტყობინება.
“არამიშავს… დღეს ხომ გცალია? საქციელი მაქვს გამოსასწორებელი.”
“მცალია, რა თქმა უნდა!”
“4ისთვის შევხვდეთ ისევ იმ კაფეში.”
“კარგი, მაშინ შეხვედრამდე.”
აღარაფერი ვუპასუხე. ყავა ბოლომდე მოვსვი და სააბაზანოსკენ გავემართე, თავი უნდა მომეწესრიგებინა, წინ დიდი ამბები მელოდა, დიდი ამბებისთვის კი ყოველთვის ლამაზად უნდა გამოიყურებოდეს ნამდვილი ქალი.

———
_ესეიგი ტიპი ფსიქოპატია?_იკითხა ნიკა არაგველმა.
მე თავი დავუქნიე, გამეცინა. მერე საათს დავხედე. უკვე 4 ხდებოდა. სადაც იყო ლექსო ამ კაფეში შემოვიდოდა და მე და ნიკას ერთად დაგვინახავდა. ნიკას ყველაფერი წინასწარ მოვუყევი და დამთანხმდა თამაშში ამყოლოდა. ისე კი ცოტა უჭკუო ბიჭის შთაბეჭდილებას ტოვებდა, მხოლოდ ჩაცმა და ფეხბურთი რომ აინტერესებდა. მეწყინა კიდეც რომ ასეთი აღმოჩნდა, ალბათ ცოტათი მინდოდა რომ მე და მას რაღაც გამოგსვლოდა.
_ისე, ცუდი არ იქნებოდა ცალკე შევხვედრილიყავით._მითრა ნიკამ._თუ გინდა დღეს საღამოს მეგობრებთან გამომყევი.
_არ ვიცი თუ მეცლება.
_მოიცალე, კარგი პონტი იქნება, თან ფეხბურთს ვუყურებთ, თან დავლევთ, სხვა გოგოებიც იქნებიან, არ მოიწყენ. ან დაქალები არ გყავს? წამოიყვანე, ჩემს ძმაკაცებს გავურიგოთ. მე და შენ კი ცალკე მოვტყდეთ…
_ვნახოთ._ძალით გავუღიმე და შევეცადე თემა შემეცვალა._ლექსო მალე მოვა…_ამის თქმა და ლექსომ კარი შემოაღო. მე მაშინვე ნიკაზე გადავიტანე მზერა, ხელი ხელზე დავადე და ლაპარაკი გავუბი.
_ამ წამს შემოვიდა. გაგიჟდება…_ღიმილით ვეუბნებოდი ნიკას.
_სამაგიეროს გადახდა გცოდნია._იღიმოდა ისიც.
ლექსოსკენ თვალი გავაპარე, კართან იდგა და მოსვლას არ ჩქარობდა. ვიფიქრე ჯერ ვერ შემამჩნიათქო და ხმამაღლა გადავიკისკისე, თუმცა შედეგი ვერც ამან გამოიღო. რამდენიმე წამში კარი შავგრემანმა ლამაზმანმა შემოაღო, ლექსო გადაკოცნა, მერე ლექსომ სხვა მაგიდსკენ მიუთითა და იქითკენ გაემართნენ.
თალები შუბლზე ამივიდა, ვერ მივხვდი რა ხდებოდა. წესით ლექოს გაშმაგებული უნდა მოვარდილიყო ჩვენს მაგიდასთან, ეკითხა აქ რა ამბავიაო, მე ვეტყოდი ეს გიო მამასახლისია, ჩემი შეყვარებულითქო, ის შოკირებულ სახეს მიიღებდა, მე ვეტყოდი ლექსო რა გჭირს, ხომ კარგად ხართქო, ის რამეს მეტყოდა და დანარჩენს სიტუაცია გვაჩვენებდა. მაგრამ ყველაფერი პირიქით მოხდა, შოკიდებული ლექსოს ნაცვლად მე ვიყავი და ვერა და ვერ გამეგო რას აკეთებდა სხვა გოგოსთან ერთად. გაოცებული მივშტერებოდი როგორ ეკურკულებოდნენ ერთმანეთს, ლექსომ გოგონას ხელი ჩასჭიდა, მეორე ხელით კი სახეზე მოეფერა. მერე მიმტანს შეკვეთა მისცეს და ისევ განაგრძეს კურკული. ნიკა რაღაცას მეუბნებოდა მაგრამ არაფერი მესმოდა, ლამის პირი დამეღო ისე მივშტერებოდი ლექსოს, ის იყო ნიკასთვის უნდა შემეხედა და მეთქვა რომ წავსულიყავით, ლექსომ გამომხედა, რამდენიმე წამი მიყურა მერე თალი ჩამიკრა და ჰაეროვანი კოცნა გამომიგზავნა.
_იდიოტი!_ჩავილაპარაკე ჩემთვის.
_რა?_მკითხა ნიკამ.
_ყველაფერს მიხვდა!



№1 სტუმარი სტუმარი ნინია

ასეთ ბოლოს არ ველოდი.
რა ეშმაკუნა ყოფილა ეს ჩვენი ლექსო.
ისე პატარა თავი იყო.
მალე დადე შემდდგიიიიიი!

 


№2  offline წევრი ჯესიკა

სტუმარი ნინია
ასეთ ბოლოს არ ველოდი.
რა ეშმაკუნა ყოფილა ეს ჩვენი ლექსო.
ისე პატარა თავი იყო.
მალე დადე შემდდგიიიიიი!

შევეცდები არ დავაგვიანო!!!! <3 <3

 


№3  offline აქტიური მკითხველი Chikochiko

ვაიმე რამდენი ვიცინე. კაი ოხერია ლექსო. აქეთ გადარევს ამ გოგოს. საბოლოოდ მგონი ეს ორი ერთმანეთს გააგიჟებს :დდ არ შეწყვიტო ძალიან გთხოვ. ისტორიას იწყებენ და შუა გზაში აჩერებენ. ასე რომ აუცილებლად მიიყვანე ბოლომდე

 


№4  offline წევრი ჯესიკა

Chikochiko
ვაიმე რამდენი ვიცინე. კაი ოხერია ლექსო. აქეთ გადარევს ამ გოგოს. საბოლოოდ მგონი ეს ორი ერთმანეთს გააგიჟებს :დდ არ შეწყვიტო ძალიან გთხოვ. ისტორიას იწყებენ და შუა გზაში აჩერებენ. ასე რომ აუცილებლად მიიყვანე ბოლომდე

ჰო არც ისე დაჩაგრულია ჩვენი ლექსო :დ :დ

 


№5 სტუმარი დიკოსია

ოჰო
ეს მომწონს
კარგია
აი ეგ უნდა მაგას
ლექსო მომწონს ეს ბიჭი
პატარა თავია რაც არ მომწონს
არ მაწყობს
არ მინდა
მიდი ლექსო შენთან ვართ
კარგი იყო
კარგად ვიცინე

 


№6  offline წევრი ჯესიკა

დიკოსია
ოჰო
ეს მომწონს
კარგია
აი ეგ უნდა მაგას
ლექსო მომწონს ეს ბიჭი
პატარა თავია რაც არ მომწონს
არ მაწყობს
არ მინდა
მიდი ლექსო შენთან ვართ
კარგი იყო
კარგად ვიცინე

ვიცი რომ პატარა თავია, მაგრამ თავი, თავია. აქ უნდა დამესრულებინა აუცილებლად. ჩემი გეგმები მაქვს :P ცოტა ინტრიგაც ხომ უნდა ჩავაგდო. <3 მადლობ რომ კითხულობ. <3

 


№7 სტუმარი დიკოსია

ჯესიკა
დიკოსია
ოჰო
ეს მომწონს
კარგია
აი ეგ უნდა მაგას
ლექსო მომწონს ეს ბიჭი
პატარა თავია რაც არ მომწონს
არ მაწყობს
არ მინდა
მიდი ლექსო შენთან ვართ
კარგი იყო
კარგად ვიცინე

ვიცი რომ პატარა თავია, მაგრამ თავი, თავია. აქ უნდა დამესრულებინა აუცილებლად. ჩემი გეგმები მაქვს :P ცოტა ინტრიგაც ხომ უნდა ჩავაგდო. <3 მადლობ რომ კითხულობ. <3

კარგი გეგმები კარგია
მაგრამ ლექსო რო დამიჩაგრო
და ერთად ეგენი არ დატოვო
მტრისას ავისას და რავიცი კიდე რისას
წარმატებები
გელი გელი

 


№8  offline მოდერი ენემი

joy joy ვაიმეეე, ლექსო რა გიჟია, თან სულ რო უღიმის მაგით უფრო აგიჟებს joy ველი ახალ და ცოტა დიდ თავს kissing_heart

 


№9 სტუმარი სტუმარი თაკო

au dzaan magari motxrobaa♥♥ leqso sul ufro momwons, ertmanets dzaan mouxdebian es ori♡♡♡♡

 


№10  offline წევრი ჯესიკა

სტუმარი თაკო
au dzaan magari motxrobaa♥♥ leqso sul ufro momwons, ertmanets dzaan mouxdebian es ori♡♡♡♡

მიხარია რომ მოგწონს <3 <3
ენემი
joy joy ვაიმეეე, ლექსო რა გიჟია, თან სულ რო უღიმის მაგით უფრო აგიჟებს joy ველი ახალ და ცოტა დიდ თავს kissing_heart

სავარაუდოდ დღეს ვერ დავდებ ახალ თავს, სამწუხაროდ... ბოდიში დიდი, უბრალოდ გამოუვალი მდგომარეობაა. იმედია გამიგებთ <3 <3

 


№11 სტუმარი სტუმარი თაკო

აუ მალე დადეებ??? მოუთმენლად ველიიი♥♥♥♥♥

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent