შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

Girl with red hair


30-05-2018, 19:24
ავტორი mariamiiiii
ნანახია 1 262

დილით ბებიაჩემის ხმა მესმოდა ბუნდოვნად ადექი მარიამ გაგვიანდება სწრაფად უკვე 8:30 გაგვიანდება დროზე დროზე ეს სკოლა აღარ არის ეს შენი პირველი დღეა უნივერსიტეტში. თავი წამოვწიე და ბებიაჩემის აღელვებული სახე დავინახე ძალიან ღელავდა, პერანგი დაგიუთოვე აგერ შარვალიც ადექი ბებია, წავალ საუზმეს გავაკეთებ პირი დაიბანე მოწესრიგდი და ჩამოდი, ეს ჩემი პირველი დღეა უნივერსიტეტში ბებიაჩემი ასე იმიტომ ღელავდა და ნერვიულობდა რომ მე ვარ მისი ერთადერთი შვილიშვილი მე კი მარტო ის მყავს, ჩემი ერთადერთი გამზრდელი ბებია. ჩემი მშობლები მაშინ გარდაცივალნენ როცა მე 2 წლის ვიყავი, დაბადების დღიდან ვბრუნდებოდით მე დედა და მამა მე მათი ერთადერთი ნანატრი შვილი ვიყავი 12 წლის შემდეგ. თურმე რას აღარ აკეთებდნენ ჩემი მშობლები მე რომ ვყოლოდი უამრავ ექიმთან ბებია ქალთან დადიოდნენ. როცა დავიბადე მზიანი დღე დილის 10საათი. მამაჩემს სიხარულისგან გული წასვლია,როგორც ბებია მეუბნევა ჩემი დაბადება იყო მზე ჩვენს ოჯახში, იმ საბედისწერო ღამეს სახლში ვბრუნდებოდით როცა მანქანა არსაიდან გამოჩნდა და დაგვეჯახა მძღოლი არაფხიზელ მდგომარეობაში იყო საჭესთან. საჭე ვერ დაიმორჩილა და დაგვეჯახა, ბებიამ იცის ვინც არის ის კაცი ვინც ოჯახი ერთ დღეში დაუნგრია, რამდენჯერმე ვკითხე მაგრამ არ მპასუხობს მეუბნევა სჯობს არ იცოდე ცხოვრება უფრო მარტივი იქნებაო,მე სასწაულად გადავრჩი, დედაჩემა გადამარჩნა გულზე მიმიკრა. იმ დღიდან მარტო მე და ბებია ვართ. ავდექი პირი დავიბანე პერანგი ჩავიცვი ბებიაჩემს ხათრი ვერ გავუტეხე და მისი გაუთავებული თეთრი პერანგი ჩავიცვი ასე უნდოდა თითქოს პირველ კლასელი ვიყო, მარიამ მოდი გაგიცივდა საუზმე, მოვდივარ ბებია მოვდივარ, კიბეზე ჩავედი ჩემი ოთახი მეორე სართულზეა სამზარეულო კი პირველზე, ბებიაჩემმა გაღიმებულმა შემომხედა თვალები აუცრემლიანდა, ჩემით ამაყობდა მოდი ბებია მოდი, ჭამე მშიერი არ იყო რომ მიხვალ დამირეკე კარგი? ჰომ იცი რომ ვნერვიულობ მალე მოდი და მომიყევი როგორი ჯგუფი შეგხვდა ყველაფერი დაწვრილებით ისე ღელავდა რომ მეშინოდა წნევა არ ასწეოდა, კარგი ბებია დაგირეკავ და დროზე მოვალ.
-ისე ბებია ეგ თმა რომ შეგეღება ადამიანის ფრად კი კარგი იქნებოდა. თმა წითლად მქონდა შეღებილი დიდი ძალდატენებით და დიდი ომით ძლივს შევიღებე თმა, ჰომ იცით ბებიების ამბავი ეს არ ჩიაიცვა ეს ძაან მოკლეა ეს დახეულია, მეც სულ გამოდმებით ვეჩხუბები. რა ვქნა ბებია კომუნისტივით ჰომ არ ვივლი თქო , ისიც ცალკე დაიწყებს დახეული შარვალი სჯობს? ან ეს რა წითელი თმებია? რა ვულკანი გადევს თავზე? დღესაც მაინც მიკბინა.
-არა ბებია მომწონს წითელი თმა და გთხოვ ნუღა ვიკამათებთ ამაზე ჰო მოვრჩით ამაზე ლაპარაკს. ისევ დაიწყო ბუზღუნი ჩუმად მარა უცებ გადაუარა.
-კარგი ბებია კარგი ცოტახანი გქონდეს...ახლა უკვე ძალიან გავბრაზდი თითქოს სპეციალურად აკეთებდეს.... არა ბებია ეს თმა მომწონს და მექნება იმდენ ხანს სადამდეც მომინდება ცოტა ზედმეტი მომივიდა, ვნანობ ხოლმე მერე მაგრამ რა ვქნა თმის ფერიც კი ვერ ამირჩევია ჩემი გემოვნებით.
-კარგი კარგი, დაწყნარდი ჩემო მზეო, ჩემო ერთადერთო ნათელო წერტილო მოვიდა და შუბლზე მაკოცა, ჭამე ბებია ჭამე, ოღონდ ცოტა სწრაფად არ დაგაგვიანდეს.
-სანამ ბოლო ლუკმა არ შევჭამე თავზე მედგა, კარგი ბებია მზად ვარ წავედი არ ინერვიულო, ჩემო ერთადერთო მიდი გაიქეცი, სულ ცოტახნის წინ სკოლაში გაცილებდი ახლა კიდე უნივერსიტეტში ჩემო პატარა, კარგი ბებია დაწყნარდი ლოყაზე ვაკოცე კარებაბამდე გამომაცილა ლოცვის გარეშე არ მიშვებს სალხიდან კარგად ბებია კარგად, სანამ სადარბაზოდან არ გავედი იდგა და მიყურებდა, ოხ ბებია ბებია, ვფიქრობდი ნეტა რა დავიმსახურე ასეთი ტკბილი ბებია რომ მყავს, მე ვერ ვგრძნობდი ვერაფერს რომ სკოლა დავამთავრდე, ახლა ცხოვრების სხვა ეტაპზე ვარ ბებიაჩემი კი სიხარულისგან მეცხრე ცაზე იყო მე დავამთავრე თუ იმან. მოკლედ კიბეები ჩამოვირბინე წითელი კედები შავი შარვალი თეთრი პერანგი და ჯინსის მოსაცმელი მქონდა მოგდებული. გაჩერებასთან ვიდექი ვერაფერს ვგრძნობდი მოღრუბლული დღე იყო ნაუშნიკები გავიკეთე და ველოდებოდი ავტობუს, როგორც იქნა მოვიდა გატენილი იყო ორშაბათი იყო და თან სწავლის დაწყების დღე.. ვაი როგორ მეზარება ეს ყველაფერი, ახალი ბავშვები ახალი მასწავლებლები მიდი გაუგე და უცინე ყველას.. სანამ უნივერსიტეტამდე მივედი გაწვიმდა, ესღა მაკლდა თქო ვფიქრობდი, წვიმა მიყვარს მაგრამ როცა სახლში ვარ მძინავს ან წიგნს ვკითხულობ, გაჩერებაზე ჩამოვედი , უნივერსიტეტი მოპირდაპირე მხარეს იყო მიწის ქვეშა გადასავლელით ვისარგებლე,მივდიოდი მაგრამ ფეხები უკან მჩებოდა, როგორც იქნა მივაღწიე, ჩემი პირველი დღე უნივესიტეტში არ ვიცოდი სად უნდა მივსულიყავი ან რომელ აუდიტორიაში, დაბნეული ვიყურებოდი, შემდეგ ვიღაც ქუსლებიანი ქალი მოკაკუნდა რაღაცები იბოდიალა რომ უნივერსიტეტში გატარებული დრო ყველაზე კარგი და ამავდროულად ყველაზე ძნელი იქნება ბლა ბლაა, აუდიტორიებში გაგვანაწილეს ვიღაც გოგო მომიჯდა გვერდით , აწითლებული იყო სახეზე, შევხედე იმანაც შემომხედა.
-გამარჯობა მე ნინა ვარ... ხელი ჩამომართა.
-გამარჯობა მე მარიამი ვარ.. მეც ჩამოვართვი ხელი.
-სასიამოვნოა ჩვენ ერთ ჯგუფში ვიქნებით უაზროდ იღიმოდა.
-ძალიან კარგი ვუპასუხე, არადა მაგრად არ მაინტერესებდა ერთად ვიქნებოდით თუ არა და საერთოდ არ იყო სასიმოვნო გაცნობა,. ცოტახანი ხმას არ იღებდა და უცებ ისე დაიყვირა შემეშინდა
-ძალიან ვნერვიულობ შენ არა? ნეტა როგორ ვიქნებით რანაირად ღმერთო უნივერსიტეტში ვარ მადლობა...
ძალიან შემაშინა ვიფიქრე ვიღაც გიჟია თქო, ნეტა აღარ დამელაპრაკოსთქო.
-იქნებ ლექციის შემდეგ სადმე დავმსხდაირყავით ყავა დაგველია უკეთ გავიცნობდით ერთმანეთს.. ოღონდ ესე არ ეთქვა მაგრამ სხვა გზა არ მქონდა უნდა დავთნმხმებულიყავი ბებიაჩემი გამახსენდა, რაღაც ხომ უნდა მოვუყვე რომ მივალ გაუხარდება მეგობარი გაიჩინაო, მეგობრები არ მყავს არ ვიცი რატო მაგრამ მასეა, ვერავის ვეგუები, ბებიაჩემმა ფსიქოლოგთანაც კი მიმიყვანა რამე ხომ არ სჭირს ვერავისთან ვერ კონტაქტობსო ამის ტოლებს ძალიან ბევრი მეგობარი ჰყავსო, ფსიქოლგმაც პასუხი არ დააყოვნა არაფერი არ სჭირს ჯანრთელი გოგოა უბრალოდ ცოტა სხვანაირიაო, ჰოდა ახლა გაუხარდება ყავას რომ დავლევ ვიღაც ნინასთან.
-კარგი დავლიოთ, ვუპასუხე ღიმილით
-ძალიან კარრგი, მაშინ ჩემ ძმას ვეტყვი აღარ მომაკითხოს.
-კარგი , ვუპასუხე... არა მართლა გიჟიათქო ვფიქრობდი, უცებ ისე დაიჭყავლა
-ან მოვიდეს და ვუთხრათ და სადმე კაფეში წაგვიყვანს. გაშტერებული ვუყურებდი.
-როგორც გინდა ისე მოიქეცი, ბოლოს ეგღა ვუთხარი..
-კარგი მივწერ
-კარგი თქო ვუპასუხე.
ლექცია დასრულდა პირველი დღე იყო ადრე გამოგვიშვეს.
-ჩემი ძმა უვე მოსულია გარეთ გველოდება, ჰომ არ სჯობს ჩემთან სახლში წამოხვიდე და იქ დავლიოთ ყავა? არათქო ვუპასუხე ერთი საათიც არა ვიცნობ და სახლში მეპატიჟება.
-გთხოვ წამოდი ნუ გრცხვენია.
5წუთიანი ფიქრის შემდეგ დავთანხმდი რა უნდა მოხდეს გავყვებითქო, მარა ძალიან მეუცნაურა ეს ყველაფერი.. გარეთ გავედით მანქანიდან საშუალო სიმაღლის ჩვეულებრივი ბიჭი გადმოვიდა, ვიფიქრე ესეც ამისნაირი დარტყმული იქნებათქო, მოგვიახლოვდა, ლოყაზე შრამი ჰქონდა და სათვალე ეკეთა.
-გამარჯობათ.
-ეს ჩემი ძმა მარიამ.
-ძალიან სასიამვნოა, ხელი ჩამომართვა , მე ალექსანდრე ვარ მეგობრები ალექს მეძახიან.
-ჩემთვისაც თქო ვუპასუხე.
-კარგი ჩავსხდეთ მანქანაში.. წამოიძახა ნინამ.
-სად მივდივართ? იკითა ალექსანდრემ.
-ჩვენთან სახლში, მიდი რა რამე სიმღერა ჩართე ცოტა გავხალისდეთ.. თქვა ნინამ, ძალიან არ მომწონდა ეს ყველაფერი სახლში წასვლა მომინდა ძალიან მაგრამ უკვე გვიანი იყო,
ნინაც ცეკვა დაიწყო რაღაც იდოტური სიმღერაზე, რამის ლუქშიც კი ავიდა ალექსანდრეს რომ არ ეთქვა არ ახვიდე გაფუჭებულიაო მე კიდე დებილივით ვიღიმოდი, ალექსანდრეს ძალიან კარგი ხმა ჰქონდა და ის შრამი სახეზე მაშინებდა, ნეტა რა დაემართათქო ვფიქრობდი, სახლს მივუხახლოვდით არ მოველოდი ამხელა სახლს დიდი 3 სართულიანი სახლი დამხვდა ძალიან მდიდრული ბაღით, ალბათ მდიდრები არიან, მაგრამ ამათ არ ეტყობათ, ჩვეულებრივად აცვიათ ჩეულებრივი მანქანა ჰყავთ.
მანქანიდან გადავედით ნინამ წამოიძახა აი მარიამ ეს არის ჩემი სახლი, უნდა მივეჩვიო ამის წამოძახილებს ალბად. სახლი თან რაღაცნაირად მაშინებდა და ვერ ვხდებოდი რა იყო საშიში...


გავაგრძელო მეგობრებო? <3 <3



№1  offline წევრი მელი

საინტერესოა. ბებიების და შვილიშვილების ურთიერთობებზე ვგიჟდები და რაღაც სხვანაირი სითბო მეღვრება. მოკლედ ველოდები შემდეგ თავს უფრო დიდი მოცულობის და უფრო დიდს, რადგან საკმაოდ კარგად წერ და არ მინდა ასე მალე ჩამთავრდეს.
P.s. good luck girl with red hair )))))))

 


№2  offline წევრი mariamiiiii

მელი
საინტერესოა. ბებიების და შვილიშვილების ურთიერთობებზე ვგიჟდები და რაღაც სხვანაირი სითბო მეღვრება. მოკლედ ველოდები შემდეგ თავს უფრო დიდი მოცულობის და უფრო დიდს, რადგან საკმაოდ კარგად წერ და არ მინდა ასე მალე ჩამთავრდეს.
P.s. good luck girl with red hair )))))))

ძალიაან დიდი მადლობა heart_eyes heart_eyes heart_eyes ამ დღეებში დავამატებ მეორე თავს <3 <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent