შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

იისფერი სიყვარული +18 #8


31-05-2018, 13:51
ავტორი Nanaga
ნანახია 5 154

ვერავინ წაიღებს რაც ჩვენშია. შეუძლებელია გულიდან ამოგვაცალონ დაგროვილი გრძნობები, ემოციები. და მაინც რამდენი უგუნურია , ვინც ამას ცდილობს. მოგვეპარებიან გაზაფხულის ჩუმი სიოსავით, ჩურჩულით ჩასძახებენ ჩვენ გულს რომ გაიღოს. გულიც ჩვენდა უკითხავად უშვებს მათ და მერე ვიბრძვით. ვიბრძვით რომ უკან გავაგდოთ. როგორ გრძნობს ხოლმე მთელი შინაგანი სამყარო რომ არ გვეკუთვნიან და უნდა დაგვტოვოს, მხოლოდ გულს არ ესმის ეს და ჯიუტად ცდილობს არ გაუშვას. დაბნეულს ეშინია მარტო დარჩენის , ისევ ებღაუჭება , სიმარტოვე ხომ მისთვის სიკვდილის ტოლფასია. და ბოლოს... მაინც ვიმარჯვებთ, ვაგდებთ უმოწყალოდ, უკან დასაბრუნებელ გზას არ ვუტოვებთ. ამ დროს კი ცდილობენ წაიღონ ის რაც მათ მოსვლამდე ჩვენში იყო და ის რაც მათი მოსვლის შემდეგ გაჩნდა, სიცოცხლის სურვილი გაუჩნდა. ჩვენივე გაგდებულები ამაყი სახით მიდიან და გონიათ რომ თან წაგვართვეს ყველაფერი, მაგრამ რა იციან , ჩვენში რაცააა ვერავინ წაიღებს, ვერავინ წაგვართმევს. უბრალოდ დროის გასვლის შემდეგ ვმარხავთ საკუთარს და ვმალავთ დამარხულსაც. რა იციან უგუნურებმა , რომ არც არაფერი წაურთმევიათ, ვერ ხედავენ და ფიქრობენ აღარ არსებობს. მხოლოდ ჩვენ ვიცით არსებობს და იარსებებს სამუდამოდ.

- უბრალოდ არ მესმის, გაოგნებული ვარ.. როგორ შეეძლო ასეთი რამის თქმა და გაკეთება? - ფიქრისგან გადაღლილი ლილე ფანჯარაში იყურებოდა და ხელები წელზე შემოეწყო
- არ ვიცი ხომ გითხარი ლილე, დავიღალე უკვე - კესო კი დასნეულებულივით იწვა დივანზე
- მაგ დიალოგიდან მე ვერანაირი აზრი ვერ გამოვიტანე, მიზეზი არაფერი უთქვამს ესეიგი?
- არა ლილე ხომ გითხარი, არაფერი არ აუხსნია
- არ ვიცი კესო, სიტყვები არ მყოფნის.. მაშინ როდესაც ამდენი ხანი ერთად იყავით, ბოლოს უკვე ყველანაირი გრძნობები გამოაშკარავდა და შენი თავი ოჯახსაც კი გააცნო, ასე უბრალოდ როგორ უნდა გაეკეთებინა ეს? - ჯერ კიდევ ვერ მალავდა აღშფოთებას
- რახან ოჯახში ვიყავი ეს რამე გარანტიის მომცემი ხომ არ იყო? რა სისულელეა - ხელი აიქნია კესომ
- ვაიმე არა მაგრამ მეეჭვება ზოგადად ოჯახში დაჰყავდეთ ისეთი ხალხი ვისთანაც უბრალოდ დროს ატარებენ, ხომ იცი ეს რომ ასეა!
- ერთადერთი რაზეც ვფიქრობ ისაა, რომ მიხარია ბავშვზე ვერაფერი ვუთხარი
- უნდა გეთქვა, მასე პრო@@ივით და გაურკვევლად მაინც არ წავიდოდა. რატომ არ უნდა გეთქვა ვერ გავიგე?
- იმიტომ ლილე რა არის გაუგებარი? აღარ უნდოდა ჩემთან ყოფნა და გამოდის რომ ძალით დავტოვებდი ან შეიძლება სულაც ეთხოვა რომ მომეშორებინა
- ღმერთო ოღონდ ახლა მაგ სისულელეზე არ ილაპარაკო რა ძაან გთხოვ, იმედია არ ფიქრობ მართლა რომ უნდა მოიშორო კესო - გამაფრთხილებლად დაუქნია ხელი.
- არ ვიცი ლილე, არაფერი არ ვიცი. არ მინდა ეს ბავშვი. არაფერი აღარ მინდა საერთოდ, ჯერ კიდევ შოკში ვარ. როდესაც მეგონა, რომ ყველაფერი დალაგდა და ბედნიერი ვიყავი, მაშინ მოხდა ყველაზე მოულოდნელი რაღაც. თან ყველაზე საშინელება იცი რა არის? მიზეზიც კი არ ვიცი, აი როდესაც ადამიანი მოდის შენთან და გეუბნება, რომ იცი რა მორჩა კარგად იყავი და შენ კითხვაზე პასუხი არ გაქვს ''რატომ?'' აი ეს არის უდიდესი პრობლემა. კი შეიძლება აზრი აღარ ჰქონდეს ამ კითხვას, რადგან უკვე დამთავრდა მაგრამ ეს გაურკვევლობა უარესია. მერე ეს ეჭვები, საშინელი და საძაგელი ეჭვები, იქნებ მე დავაშავე რამე? ეს კითხვა მთლიან ტვინს მეტასტაზებივით ედება, რა გავაკეთე არასწორად? ყველაფერი იმის ბრალია, რომ არ იცი რეალურად რა მოხდა. რომ ეთქვა გიღალატეო ან აღარ მიყვარხარო, ან მომბეზრდიო რამე რომ ეთქვა, მე ხომ ეს გაურკვევლობა არ მომასვენებდა? ისე მოულოდნელად მოხდა ეს ყველაფერი. მე არც მიზეზი მაქვს, რომ შემძულდეს ან გავბრაზდე. უბრალოდ უნდა ავდგე და გადავეჩვიო ჩემს ყოველდღიურ რუტინას, რომელიც დიდი დოზით მას მოიცავდა - გულამომჯდარმა დაასრულა მონოლოგი და უფრო მოიბუზა, ცრემლები მთლიან სახეს უსველებდა და ვინ იცის მერამდენე ქაღალდი გაშალა.
- კესო, ვერ გეტყვი რომ შენი მესმის მაგრამ ვგრძნობ რა დღეშიც ხარ და დამიჯერე ზუსტად ისე მტკივა გული როგორც შენ. მაგრამ უბრალოდ დაფიქრდი, ამ ბავშვმა რა დააშავა? რატომ უნდა შეეწიროს დემეტრეს ქმედებას? შენ ხომ გულის სიღრმეში დაიტოვებდი და გაგიხარდებოდა, ეს საშინელება რომ არ მომხდარიყო? მითხარი კესო ხომ გაგიხარდებოდა? ახლა საშინლად ხარ და ვერც აზროვნებ, სისულელე არ გააკეთო გთხოვ თორემ ძალიან ძალიან ინანებ. როდესაც გაიაზრებ თუ რა გააკეთე, უფრო ცუდად იქნები.
- ვერ გავაჩენ და ვერ გავზრდი ლილე არ გესმის? მითხარი როგორ უნდა ვიყო? აი როგორ წარმოგიდგენია, რომ მარტოხელა დედა ვიყო?
- კესო შენ ახლა ნორმალურად ვერ აზროვნებ, ქვეყანაში უმეტესობა მარტოხელა დედაა, რა პრობლემაა მერე მაგაში? შენ არ იყავი ამ საკითხს რომ გმობდი მთელი ცხოვრება და ახლა რა დაგემართა მითხარი? - მაინც არ ჩერდებოდა ლილე და ცდილობდა მეგობრისთვის როგორმე მაინც დაენახებინა ის, რომ შვილის მკვლელი დედის სტატუსი არაფერს არ შეცვლიდა უკეთესობისკენ.
- ხო, როდესაც შენს თავზე არ გაქვს გამოცდილი რთულია ლაპარაკი, ახლა ვერ ვამტყუნებ ასეთ ხალხს, მაშინ არც ვიცოდი რა შეგრძნება და რამხელა სტრესი იყო. იცი რა მინდა? მინდა რომ ეს ყველაფერი გავაკეთო და შემდეგ ბედნიერი სახით ვახარო დემეტრეს, რომ დავინახო მისი გაავებული თვალები და გაფითრებული სახე. - არანორმალურად იღიმოდა და თან კედელს გაშტერებული უყურებდა, ლილემ თავი გადააქნია და მიხვდა, რომ ახლა ლაპარაკს აზრი არ ჰქონდა, კესო უბრალოდ თავის ჭკუაზე ვერ იყო.
- შენ თუ ამას გააკეთებ, დემეტრე კი არ იგრძნობს თავს დამნაშავედ, შენ იგრძნობ და დამიჯერე ახლა როგორც ხარ, მონაგონი იქნება რადგან უფრო გაუარესდება. ადექი ახლა და დაიძინე ნორმალურად, ხომ ხედავ უკვე ტიპური შიზიკი ხდები - ხელით უბიძგა და უცბად წამოაყენა
- შენ ხომ არ წახვალ? - მუდარის თვალებით ამოხედა და პლედი მჭიდროდ შემოეხვია, სიცხის მიუხედავად და დაგუბებული ჰაერის, კესოს ნერვები ვეღარ აღიქვამდა ტემპერატურას და მხოლოდ კანკალით გამოხატავდა რეაქციებს.
- აქ ვიქნები, რამე გემრიელ საჭმელს გაგიკეთებ და მერე, როცა გაიღვიძებ სადმე გავისეირნოთ.

როგორც კი ლილემ ოთახში შესული დაიგულა, მაშინვე აიღო მისი ტელეფონი და კონტაქტები კარგად გაქექა. როდესაც სასურველ ნომერს გადააწყდა, სიამოვნებით ჩაიღიმა და ტელეფონი უკან დააბრუნა.

დიდხანს იწრიალა საწოლში, მხოლოდ იმაზე ფიქრობდა, რომ ეს ყველაფერი უბრალოდ სიზმარი იყო და გაღვიძებისას ყველაფერი დაავიწყდებოდა. იქნებ ყველაფერი უბრალოდ ასეც უნდა მომხდარიყო, იქნებ სულაც არ იყო მისი ნახევარი და მისი ბედი.
ვინც იბადება, იმის ცალიც იბადება, მაგრამ საუბედუროდ, იმ ათასობით უსახურში იმ შენი ტოლფასის პოვნა ჭირს. არც ის შენი ნამდილი ნახევარი არგია სხვას და არც შენ–სხვის ნახევარს. ორივეს დაღლილი წამებაა და ძებნა უპოვარისა. ხანჯლით შუაში გაჩეხილი არიან ადამიანები და სხვა სხვის ნახევარს სახელდახელოდ, ნაჩქარევად მიკერებული. ვერ ჰგუობს სხეული უცხო სხეულს და ერთმანეთს წამლავს. ათასში ერთს თუ გამართლებია და თავისი ნახევარი დასტოლებია. ფიქრებში წასულს აცრემლებული თვალებით ჩაეძინა და ისიც ლოყაზე სიცარიელით გაჟღენთილი გაჩერდა.

დილით უჩვეულოდ გადაბმულმა კაკუნმა გამოაფხიზლა. ვიღაც გამალებით აკაკუნებდა კარზე, ძლიერად არა მაგრამ მონოტონურად და შეუჩერებლად. სავარაუდოდ ლილე არ იყო სახლში, თორემ ამდენი ხანი არ გაგრძელდებოდა.
ზლაზვნით წამოდგა ფეხზე, წუხანდელი ტანისამოსი ეცვა ისევ და გაახსენდა, რომ არც გაუხდია. თმები თითებით გაისწორა და როგორც კი სარკეს გაუარა, შეცბუნებულმა მიაბრუნა თავი და საკუთარ ანარეკლს გაუსწორა მზერა. გლუვი ზედაპირიდან სულაც არ იყურებოდა მისი ანარეკლი. ეს იყო საიდანღაც გაჩენილი, საიდანღაც მოსული ადამიანი, რომელსაც მხოლოდ შეშლილს თუ უწოდებდით.
კარები მობეზრებულმა გააღო ფართოდ.
რამდენიმე წამით ვერ გაიაზრა, თუმცა შემდეგ თითქოს გონება გაუნათდა და სახე გაუცისკროვდა. მის წინ არავინ იდგა ისეთი, რომელსაც ის დაელოდებოდა ან იფიქრებდა.

- ეკა, შემოდი - თავაზიანად გაიწია გვერდზე და ქალი სახლში შემოატარა. ეკა კარებში იდგა და ერთ ხანს არ ინძრეოდა, მის თვალებში ერთიანად ბრაზს და მწუხარებას დაესადგურებინა. მხოლოდ ახლოს მიიწია კესოსთან და ძლიერად მოეხვია მხრებზე. რამდენიმე წუთი იდგნენ ჩახუტებულები და შემდეგ გონს ისევ ეკა მოეგო. სახლში შევიდა და თავ ჩაღუნული დაჯდა.

- როგორ ხარ კესო? - საიდანღაც გაჩენილი სიმამაცით იკითხა და მწუხარე მზერა მოავლო გოგონას.
- არამიშავს რა, ძველებურად ვერ ვარ მაგრამ... - არ დაამთავრა და თავი ფანჯრისკენ გააბრუნა. - მე ახლა გავიღვიძე, ყავას გავაკეთებ კარგი? - პასუხს არც დალოდებია ისე გაემართა სამზარეულოს დახლისკენ.
- ადამიანს აღარ ჰგავხარ კესო, შენი ასე ყურება არ შემიძლია. სად გაქრა ის ხალისიანი გოგო ჩემთან რომ იყო? სად არის ის კესო მე რომ გავიცანი? ასე არ შეიძლება - თავი ცრემლიანი თვალებით გააქნია ეკამ და სახეზე ხელი შეახო.
- კარგად ვარ, უფროსწორად ვცდილობ, რომ კარგად ვიყო - მხრები აიჩეჩა და ყავა ფინჯნებში გადაანაწილა.
- არ გეგონოს, რომ ჭკუის სასწავლებლად მოვედი. არა გეფიცები ორივე შვილს, მანამდეც მინდოდა მოსვლა მაგრამ ვიფიქრე ცოტა გადაუაროს თქო. ვიცი რაც მოხდა და დამიჯერე ამ ამბით არავინ არ არის გახარებული, განსაკუთრებით ის...
- ეკა, მე ვიცი რომ ყველანი არაჩვეულებრივები ხართ, მაგრამ ეს ფაქტი და ეს აუხსნელი მდგომარეობა, უბრალოდ მკლავს.. არც ვიცი სინამდვილეში რატომ დავშორდით. - თავი გადააქნია და ცრემლი მოიწმინდა
- თქმას არ აპირებ? - შეპარვით ჰკითხა და გამომცდელი თვალებით დააკვირდა
- რის თქმას? - მართლა ვერ მიხვდა კესო, თუ რაზე საუბრობდა ეკა.
- ბავშვზე კესო, მე ვიცი ეს ყველაფერი - უხერხულად გაატრიალა თავი და სივრცეს გაუსწორა მზერა, თითქოს რაღაც ძალიან ძალიან უხერხული ეთქვას
- შენ საიდან გაიგე ეკა? არა არ ვაპირებ თქმას ნამდვილად, არც დატოვებას არ ვაპირებ. - სიბრაზემ მოიცვა და მასში ის ადამიანური დემონი გააღვიძა, რომელიც ყველა ადამიანში ბუდობს.
- კესო მომისმინე, გთხოვ. უბრალოდ წარმოიდგინე რამხელა ბედნიერებაა დედობა, შენ შენ არც კი იცი რას ნიშნავს, როდესაც მთელი 9 თვე გრძნობ, რომ შენში ახალი სიცოცხლე იზრდება, მერე პაწაწუნა თითებს ეხები და ეს პატარა ნამცეცი მთლიანად მოიცვამს შენს სამყაროს. დამიჯერე ეს არავის გამო არ უნდა გააკეთო, თუ გინდა ნუ ეტყვი, ეს შენი გადასაწყვეტია, მე რა თქმა უნდა არ ჩავერევი ამ ამბავში მაგრამ გთხოვ, შენი თავისთვის გეუბნები რომ ამაზე დიდ ცოდვას ადამიანი ვერ ჩაიდენს. შენ გგონია ამით თავს უკეთ იგრძნობ? არა! ეს უფრო ცუდად გაგრძნობინებს თავს, დამიჯერე დემეტრეს უზომოდ უყვარხარ. ის ჩემი შვილია და ვიცი მე ეს.
- თუ ვუყვარვარ ასე უთქმელად, არაფრის გამო რატომ წავიდა? როგორ არ იფიქრა ჩემზე ან საერთოდ ნუთუ იმის ღირსიც კი არ ვიყავი, რომ უბრალოდ ორი სიტყვით რამე ეთქვა? - ჯერ კიდევ მშვიდი ხმით ესაუბრებოდა. ეკამ ჩაისუნთქა და სივრცეს თვალი უაზროდ მოავლო, თითქოს არც თქმა უნდოდა მაგრამ სხეულიდან გადმოსვლას ცდილობდა.
- რაც მოხდა, არც შენი ბრალია და არც მისი. ამაში დამნაშავე მხოლოდ მე და ზვიადი ვართ, მამამისი. იმიტომ არ გითხრა, რომ ვერ გაბედა. გთხოვ მასზე ნუ იქნები გაბრაზებული, ის უფრო ცუდად არის დამიჯერე. ყველაფერში მხოლოდ ჩვენ ვართ თავი და თავი, თქვენ ერთად უნდა ყოფილიყავით. მე ვცადე წინააღმდეგობის გაწევა მაგრამ ეს თავად გადაწყვიტა, ალბათ ეგონა რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა. - ლაპარაკობდა და თან ცრემლებს იწმენდდა, კესო საერთოდ ვერ ხვდებოდა რაზე იყო ლაპარაკი და კიდევ უფრო გაოგნებული და შეურაცხადი ხდებოდა.
- ეკა რაზე ლაპარაკობ გამაგებინე ნორმალურად
- კესო, წლების წინ, როდესაც დემეტრე ჯერ კიდევ პატარა იყო, ზვიადმა და მისმა მეგობარმა ბიზნესი ერთად წამოიწყეს, თავიდან ყველაფერი კარგად მიდიოდა მაგრამ შემდეგ ბიზნესი უკან უკან წავიდა, თან ისეთი დრო იყო მაშინ ერთეულებს უმართლებდათ, მერე ზვიადმა არა კეთილსინდისიერი გზებით და სხვადასხვა ნაცნობობით, ისევ ამოქაჩა ყველაფერი, მაგრამ საკმაოდ საშიში იყო, მისი პარტნიორი და მეგობარი დემნა, ძალიან მშიშარა იყო და მაშინ იმ საქმიდან გავიდა, თუმცა როცა ნახა რომ ისევ აყვავდა ყველაფერი, ისევ სთხოვა ზვიადს რომ დაებრუნებინა და ისევ ერთად ემართათ საქმე. ზვიადმა რა თქმა უნდა წყენა დაივიწყა და ისევ ძველებურად ერთად აიღეს სადავეები. წლები ისე მიდიოდა, რომ ზვიადის საქმეს ხელს არაფერი უშლიდა, რა თქმა უნდა ამით არც მე არ ვამაყობ მაგრამ ჯერ-ჯერობით და საერთოდ თუ რაღაც არ ითაღლითე ისე პატიოსანი შრომით ბევრს ვერაფერს მიაღწევ. ბევრჯერ უთქვამს ზვიადს, რომ დემნა ცუდად მართავდა სიტუაციას ან არაფერს აკეთებდა, ხშირად ფულს იპარავდა და მოკლედ უამრავჯერ მისცა შენიშვნა მაგრამ ვერ მოიშორა. ახლა საქმიანი ვიზიტით იყო ევროპაში, როგორც ვთქვი მაშინ, ჩვენთან რომ იყავი, როცა ჩამოვიდა დემნასთან რაღაც წაკამათება მოუვიდა და გაუშვა ყველაფრიდან. ერთ დღესაც დემნა პირდაპირ სახლში მოგვადგა და საბუთების დიდი დასტა გადმოგვცა, დაგვემუქრა, რომ თუ სამსახურში არ დააბრუნებდა, მაშინ ამ საბუთებს და ყველაფერს წარადგენდა სასამართლოში და უამრავი ბრალდებით ზვიადის ბიზნესიც გაუქმდებოდა, ქონება დაუყადაღდებოდა და რა თქმა უნდა დაიჭერდნენ კიდევაც. ბონუსად ისიც მოითხოვა, რომ დემეტრეს ცოლად უნდა მოეყვანა მისი შვილი, თამუნა. ამ ყველაფერს დემეტრე შეესწრო შემთხვევით, მაშინვე წამოენთო და იჩხუბეს მაგრამ დემნა გველივით ასისინებდა ენას და იმუქრებოდა. როდესაც ზვიადმა საბუთები ნახა, ყველაფერი მართალი აღმოჩნდა და საკმაოდ საშიშიც. დემეტრემ არ ვიცი რამდენი იფიქრა ან საერთოდ თუ დაფიქრდა და მაშინვე დათანხმდა ყველაფერს, ჩვენ წინააღმდეგობა გავუწიეთ და რა თქმა უნდა ვუთხარით, რომ სისულელე იყო თუმცა ის იმეორებდა რომ თუ ოჯახს ასე სჭირდებოდა ასეც მოიქცეოდა. დამიჯერე კესო, დემეტრეს ძალიან უყვარხარ და რაც არ უნდცუდი მოსასმენი იყოს ეს შენთვის, მე მაინც ვამაყობ რომ მან თუნდაც ეს ნაბიჯი გადადგა. ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ ჩემი შვილია მაგრამ ძალიან კარგი ადამიანია და ამიტომაც ვერ შეძლო ამ ყველაფრის ახსნა. ყველაფერი ბოლომდე გადაწყვეტილი არც არის, ზვიადი ამბობს რომ ყველაფერს მოაგვარებს და არ დასჭირდება დემეტრეს ეს თავდადება, თუმცა დემნა ითოვს რომ ქორწილი რაც შეიძლება მალე შედგეს, მაინც ეშინია. ახლა ხომ გესმის რატომაც ვერ აგიხსნა ეს ყველაფერი? წინასწარ ვერაფერს ვიტყვით მაგრამ მას შენთვის უბრალოდ გულის ტკენა არ უნდოდა - დაასრულა ეკამ და თან ცრემლებს იწმენდდა. კესო გაოგნებული და გაასებული უსმენდა და სახე მთლიანად მლაშე სითხეს დაესველებინა.
- კი მაგრამ ის გოგო რას ამბობს, უნდა რომ გაჰყვეს? - თავი გადააქნია და ცრემლები მუჭით მოიწმინდა.
- როგორც ვიცი არ უნდა არც იმ გოგოს, დემნა ნამდვილი ტირანია, თავის შვილსაც აუბედურებს, სხვის შვილებსაც და ყველასაც.
- ეს რომ მცოდნოდა, არ ვიცი.. მე, არ ვიცი რა უნდა ვთქვა, გამიხარდეს თუ უფრო მეწყინოს არ ვიცი... - ჯერ კიდევ გაოგნებული ლაპარაკობდა
- კესო, ახლა მე წავალ და ძალიან გთხოვ ნურც დემეტრეზე იფიქრებ და ნურც ნურავისზე! იფიქრე მხოლოდ შენს თავზე და ბავშვზე, გთხოვ, ღმერთს და ყველა ძვირფასს გაფიცებ ეს არ გააკეთო. დრო კიდევ წინ არის, ამის გაკეთებას მერეც მოასწრებ თუ მაინც გადაწყვეტილი გაქვს, უბრალოდ ჯერ დაფიქრდი, გავა რამდენიმე დღე და აუცულებლად შეცვლი ამ გადაწყვეტილებას. აღარ ინერვიულო რა გეხვეწები, მე ყველანაირად ვეცდები, რომ ეს ამბავი მოვაგვარო როგორმე. მე ვიცი რომ ჩემს შვილს მართლა მთელი გულით უყვარხარ, კესო - კიდევ ერთხელ ჩაეხუტა, შუბლზე აკოცა და სივრცეში გაუჩინარდა.
კესო კი მწარე დეჟავუს შეგრძნებით იჯდა და ღრმად სუნთქავდა.


____________

ძალიან დიდი ბოდიშით რა, ყველას. ვნახე კომენტარები და ისეთები ეწერა შემრცხვა :( არ ვარ ასეთი უსინდისო მართლა.
უბრალოდ პრობლემები მქონდა რაღაც და ვერაფრით ვერ მოვიცალე. მადლობა ყველას კიდევ ერთხელ და ესეც ახალი თავი <3
ვეცდები ორ სამ დღეში დავდო ის ახალი თავიც. <3



№1  offline წევრი tatuli)

velodebi axal tavs<3 rogor gamixarda <3 ragac gansxvavebulad miyvars es istoria <3

 


№2  offline წევრი elene2619

ძალიან მომწონს შენი ყველა მოთხრობა <3 და რა თქმა უნდა ესეს უბრალოდ ცოტა მალ-მალე დადე ხოლმე თავები <3

 


№3 სტუმარი Sofo

Au amis gagzeleba dadet gtxovt zaan ganitaca nu daagvianebt

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent