თბილისის ცის ქვეშ... თავი10
ვისაც დილით ძილი უყვარს დამეთანხმება რომ საუკეთესო შეგრძნებაა როცა გაქვს ამის დრო და წასასვლელიც არსად ხარ.თან თუ ამას ისეთი ვნებიანი და ბობოქარი ღამე უძღვის წინ როგორც წუხელ იყო. მუცელზე გაშოტილს მეძინა,ცალი ხელით ბალიშს ვეხუტებოდი მეორე კი მათეს სხეულზე მქონდა მოთავსებული თითქოს სადმე გამექცეოდა და ამით ვამოწმებდი რომ ნამდვილად ჩემს გვერდით იყო... მზის სხივები პირდაპირ სახეზე მეცემოდა და ვცდილობდი დავმალულიყავი მისგან,ძილში რომ ისევ წავედი ამჯერად ტელეფონის ზარმა არ მომცა დაძინების საშუალება. ისე ვუპასუხე არ დამიხედავს ეკრანისთვის.სამაგიეროდ მისი ხმის გაგონება და ჩემი გამოფხიზლება ერთი იყო.სიჩქარეში ფეხები საბანში ამეხლართა და იატაკზე მოვადინე ზღართანი,ხმამაღლა დავიკვნესე და ამით მათესაც გაეღვიძა. -მანდ რას აკეთებ?გადმომხედა ზემოდან გაღიმებულმა -გაჩუმდი,მაშინვე დავუქაჩე თვალები და ტელეფონს მივუბრუნდი.-გისმენ დედა...სად ხარ?..მეხუმრები?არ უნდა დაგერეკა ჩამოსვლას რომ აპირებდი...კი ეგ კორპუსია...სახლში ვარ აბა სად ვიქნები?...როგორი უცნაური ხმა?...ჩვეულებრივი ხმა მაქვს...კარგი კარგი მეხუთე სართულზე ამოდი.. ტელეფონი მოვისროლე და ჩაცმას შევუდექი,ასეთი სისწრაფით ცხოვრებაში არ ჩამიცვამს. -რა ხდება?მათეც წამოხტა და ისიც ტანსაცმელს დასწვდა -დედაჩემი ჩამოვიდა გაუფრთხილებლად და უკვე ამოდის. რას აკეთებ? -მივდივარ ვიცვამ.. -სად მიდიდხარ იდიოტო შენს სახლში ვართ,- ამიტყდა სიცილი და ისიც ამყვა რომ გაიაზრა რას აკეთებდა.-შეგეხმიანები,- მივაძახე ოთახიდან გასვლისას და სირბილით გავედი გარეთ.კიდევ კარგი წუხელ სახლის კარი არ ჩავკეტე.ამანაც მომაგებინა დამატებითი დრო. ჩემი სახლის წინ დავდექი და მსახიობური ღიმილი მოვირგე დედის მოლოდინში,წამები გავიდა და ლიფტის კარი გაიღო,სადაც პარკებით დატვირთული დედა გამოჩნდა. -დედიკოოო,-გავიქეცი მისკენ მოვეხვიე და ბარგი გამოვართვი -რა გჭირს შენ?თავი ხომ არაფერს მიარტყვი?როდის აქეთაა ასე თბილად მელაპარაკები ან მხვდები? შემომხედა ეჭვით -კარგად ვარ დედა,რა უნდა მჭირდეს?უბრალოდ ძალიან მომენატრე.მოდი შემოდი სახლში,რატომ შეწუხდი,ამდენი რამე რათ გინოდა?ან როგორ ჩამოიტანე?მძიმეა -მეც არ მეყიდა რაა,ყველაფერი ნატურალურია,ჩვენი ეზოს მოსავალია.ჯანსაღად უნდა იკვებო,ისე კი არა შენ რომ იცი. ამ უბედურება რაღაცეებს ყიდულობ მაღაზიაში და იმას მიირთმევ,კაცმა არ იცის რა ურევია შიგნით,აქოთქოთდა დედაჩემი. პარკები სამზარეულოში გავიტანე,მაგიდაზე შემოვაწყვე და ამოლაგებას და დაბინავებას შევუდექი,დედამ წამებში მოაწრო და უცებ შეათვალიერა ჩემი ახალი ბინა,მერე ჩემთან გამოვიდა,წინ ჩამომიჯდა და საუბარი განაგრძო. -კარგი ბინა შეგირჩევია,მომეწონა.იმას ჯობია ადრე სადაც იყავი.ნათელია და კარგი ხედი ჩანს -აი სად მოასწარი ასე უცებ ხედი დანახვა ან შეფასება.გამეცინა მე -ჯერჯერობით მხედველობას არ ვუჩივი,ეწყინა მას. -დედაა კარგი რაა,მე ეგ არ მიგულისხმია, ეშმაკობა დავიწყე და ზურგიდან ჩავეხუტე,რაც ასაკში შევიდა უფრო გულჩვილი გახდა და ადვილად სწყინდა ყველაფერი. -კარგი ნუ მეაფერისტები. ვერ მოითმინა და გაეცინა -მოდი ახლა ყავას მოვადურებ და თან მომიყევი თქვენი ამბები როგორ ხართ. -ჩვენ კარგად,მაგრამ შენგან დავიწყებულები,სულ გვენატრები,ხშირად არ ჩამოდიხარ, განსაკუთრებით იმ ამბების მერე. სულ ცდილობ თავი აგვარიდო,თითქოს გცხვენია ჩვენი და გვერიდები.ჩვენ არ გამტყუნებთ დეე,ჩვენ ვამაყობთ შენით,იმიტომ რომ ვიცი მე როგორი შვილი გაგზარდე და იმან იდარდოს ვინც ვერ დაგაფასა. ცრემლი მოადგა დედას მაგრამ შეიკავა და ნაძალადევად გაიღიმა.- მამაშენსაც ენატრები,შენს ძმასაც,მეც არ მყოფნის მარტო ეს ტელეფონით საუბარი.რა იქნება რომ რომელიმემ მაინც გვაღირსოთ ოჯახი და სიბერე გაგვიხალისოთ შვილიშვილებით.. -კარგი რა დედაა,ნუღა იხსენებ წარსულს.მორჩა,აღარ მინდა გახსნება,რაც იყო იყო,არც პირველი ვარ და არც უკანასკნელი,.ალბათ ასე მეწერა.თუ მაინც უნდა წასულიყო კარგია რომ მაშინ წავიდა და არა მერე,წარმოგიდგენია მაინც ბავშვის უმამოდ გაზრდა რა ძნელია დღეს? ყავა ჭიქებში ჩამოვასხი და წინ დავჯექი. უხმოდ დავლიეთ..მერე წამოდგა და სახლის ძირფესვიანად შესწავლას შეუდგა. -ეს რა არის?ამას გასწავლიდი მე შენ?რა არის ეს ამდენი გასარეცხი ჭურჭელი,ფანჯრებიც დასაწმენდია,მტვერს მიაქვს სახლი,ვაიმეე ღმერთო მომკალი,სად გამოვყო სირცხვილით თავი.იმიტომ არავის მოსწონხარ.იმიტომ არავის მიყავხარ სისუფთავე და საქმის გაკეთება რომ არ იცი,სააჭმლის გაკეთება ვერ გასწავლე ნორმალურად ამხელა ქალს.სამზარეულო რომ არ გადაწვი აქამდე მიკვირს საერთოდ.მოყვა ქოთქოთს და აღარ გაჩერდა, აივანზე რომ გავიდა არც იქიდან დაუკლია საყვედურები,ვიცოდი მათე მოისმენდა და შემრცხვა სახლში შევიყვანე. -მოდი დედა რამეს მოვამზადებ და ვისაუზმოთ. ვცადე საუბრის თემის შეცვლა -რა დროს საუზმეა გოგო?შუადღეა უკვე.შენ სახლში საათი არ გაქვს.ახლა ახალი თემა მიეცა საჩხუბრად.-გამოდი აქეთ შენ რა უნდა მოამზადო,რისი გაკეთება იცი რომ გააკეთო?მიმიშვი მე მივხედავ.დაჯექი შენ და მწვანილი მაინც გამირჩიე, დამასაქმა უცებ,თვითონ კი სოფლის ქათამი გამოიღო და მის დამუშავებას შეუდგა. ტელეფონზე შეტყობინება მომივიდა,გავხსენი,მათე იყო.მწერდა საქმზე გავდივარ არ მეცლება და საღამოს შეგეხმიანებიო. -ისე დედაშენიც ჩემს აზრზეა ბავშვებთან დაკავშირებით,მომწერა სიცილის სმაილებთან ერთად. -მისმენდი? -დაგავწყდა რომ თხელი კედლებია?თან სამზარეულოს ფანჯარა ჩემი სამზარეულოს ფანჯარასთან ახლოსაა. -ესეგი ამ ბინების გაერთიანება მაინც მოგვიწევს,სხვა მეზობლები არ გამოვა.- მივწერე და დამემშვიდობე მეც.. დედა იმ დღეს დარჩა და მეორე დღეს საღამოს გავამგზავრე სახლში.მთელი ეს დრო სულ საქმეში გაატარა და არც მე დამსვა.ძირისძირობამდე დაალაგა ყველაფერი.მე კი გონებაში არეული გეგმების დალაგებას ვცდილობდი და არაფერი გამომდიოდა.არადა მათესთან ერთად უნდა გამეტარებიან ეს შაბათ-კვირა,ასე შევთანხმდით წუხელ.ერთმანეთს შეტყობინებებით ვეკონტაქტებოდით,ერთი კი დაეჭვდა დედა ასე წარამარა ვის წერ რახდებაო, მაგრამ სამსახურის ამბები მოვიმიზეზე აღარაფერი უკითხავს... მის წასვლათან ერთად მათესაც საქმეზე გამგზავრება მოუწია და ჩემთვის ვერ მოიცალა,შესაბამისად მარტო ხომ არ ვიქნბეოდი სახლში? მეც გოგოებს დავურეკე და შეხვედრაზე დავითანხმე,უფრო სწორდა ისინი მაკდონალდში იყვენენ ბავშვები ყავდათ წაყვანილები და მეც იქ შევუერთდი მათ... მისალმებისა და მოკითხვების შემდეგ გოგოები პირდაპირ მთავარ თემაზე გადავიდნენ ანუ ჩემს მეზობელზე -აბა რა ხდება შენს მეზობელთან?დაიწყო დაკითხა ეთუნამ -არაფერი ისეთი,,, -ესეთი? -თქვენ რომ ადამიანს ჩააცივდებით,,, -იტყვი თუ გათქმევინოთ ძალით?-დამიბრიალა თვალები ქეთომ -სექ..ი გვქონდა თან ორჯერ...ორი თითი ჰაერში შევათამაშე და გავწითლდი -რააა?-იყვირა ორივემ მოულოდნელობისგან -რამდნეიმე დღის უკან ამბობდი ჩვენს შორის არაფერიაო, და ასე უცებ რამ გადაგაწყვეტინა? -ან როდის მოხდა?მომაყარეს კითხვები მიყოლებით -მოიცაა, დამაცადეთ და გეტყვით,იმ ღამეს მოხდა ყველაფერი კლუბში რომ ვიყავით.თავიდან უბრალოდ სასმელს დავაბრალე თავი რომ ვერ შევიკავე,მაგრამ მერე სხვა ქალთან რომ დავინახე,რაღაცამ არ მომასვენა და პირდაპირ სახლში მივუვარდი,ის გოგო გავაგდე და მეორედ მაშინ მოხდა -რა ქენი? -აბა რა მექნა?მივხვდი რომ ეს უბრალოდ სექ..ი არ იყო და ვერ ავიტანე სხვა ქალი მის გვერდით -როგორც იქნა...ამოისუნთქა ეთუნამ.-იქნებ შენი გაყინული გულის გალღობა შეძლოს მაგ ბიჭმა და რაღაც გამოგივიდეთ.ბოლოსდაბოლოს კარგად გაახილე თვალები -არაა,რა სისულელეა.უბრალოდ კარგად ვართ ერთმანეთთან ესაა და ეს.. -ეთუნა მართალს გეუბნება ნია.ურთიერთობას ვერ დაგეგმავ,ის ყოველთვის რაღაცით იწყება,სპონტანურად და დროთა განმავლობაში საჭირო სახეს იღებს.ასე რომ მიყევი დინებას და ელოდე რა იქნება მომავალში,თვითონ ის რას ამბობს? -მას უფრო შორს მიმავალი გეგმები აქვს ვიდრე უბრალოდ სექ..ი და ერთად ყოფნა.. -ხოდა ძალიან კარგი,ნუ გაუწევ წინააღმდეგობას.ენდე.უბრალოდ ენდე და მის საქციელს დააკვირდი,მიხვდები მართალს გეუბნება თუ გატყუებს,ადმიანებს არ შეუძლიათ დიდხანს თამაში,მალე ამჟღავნებენ ნამდვილ სახეს. -არა ეს ბიჭი უნდა გაგვაცნო. -ნადვილად დაეთანხმა ქეთო -არა,ჯერ არა დამაცადეთ... -შეხედე გოგო გვიმალავს კიდეც,- გაეცინათ ორივეს -არ ვმალავ,უბრალოდ დიდი ხანია ასეთი ურთიერთობა არ მქონია არავისთან და მეც შეგუება მჭირდება,ამიტომ ვარ ასე დაძაბული,თორემ მას კი უნდა ჩემი მეგობრების გაცნობა. -ნუ იქცევი პატარა,გამოუცდელი გოგოსავით,შენ დიდი ხარ.საკმოდ ჩამოყალიბებული და დამოუკიდებელი ადამიანი,საღად აზროვნება შეგიძლია და უნდა გაარკვიო რა გინდა მისგან და გინდა თუ არა საერთოდ მაასთან,იმედი არ მისცე ტყუილად თუ ვერ შეძლებ -ვიცი ეთუ,ვიცი,მე უბრალოდ ძალიან მომწონს მის გვედით ყოფნა.კი სულ ვჩხუბობთ და ვკამათობთ მაგრამ სწორედ ეს მომწონს. -რა მაზოხიზმია -არ შემიძლიხარ ასეთი...აგრძელებდნენ ჩემს დაცინვას გოგოები.რა თქმა უნდა ხუმრობით -აი რეკავს,მოიცა გაჩუმდით... გავაჩუმე და ვუპაუხე.-კარგად შენ?მეგობრებთან ვარ მაგდონალდსში.შენ მორჩი შენს საქმეებს?დღესვე?...ძალიან კარგი...სახლში ვიქნები.დროებით.. -რა უნდოდა შენს რომეოს?შემთხვევით ხომ არ ეჭვიანობს? -არა უბრალოდ მოგიკითხეო. -იცი რაა მე ვფიქრობ რომ მაგ ბიჭს სერიოზულად მოსწონხარ.ისე ასეთ ინტერესს შენ მიმართ არ გამოხატავდა და ასე არ დაინტერესდებოდა შენი ყოველი ნაბიჯით. -დაასკვნა ამას თავის ბრწყინვალე გონებით -ნუ გაქვს მწარე ენა შენ,.რას ერჩი ეთუნას?მეც ასე ვფიქრობ.იქნებ დროზე დაგატკბოს მაგ ბიჭმა/ -გაჩუმდით თქვენ და მიხედეთ ბავშვებს,შეხედეთ რა დღეში არიან..გავახედე სათამაშო მოედნისკენ და გამეცინა. სამივეს ერთი სათამაშო ჩაებღუჯათ ვერ იყოფდნენ და ჩხუბობდნენ. -ბავშვებო წასვლის დროა,დატოვეთ მანდ ეგ სათამაშო და მოდით აქ,დაუყვირა ეთუნამ და სამივე ერთმანეთის მიყოლებით ჩამწკრივებული წამოვიდა ჩვენსკენ -არა ჩემს შვილსაც რომ აშინებს რაა.გაეცინა ქეთოს და ბავშვი კალთაში ჩაისვა პირი მოსწმინდა. -ასე ნუ უყურებ ამ ბავშვებს.შენსაზე იფიქრე.ისე მაინც გააჩინე თუ გათხოვება არ გინდა. -ნუ ეხები ამ თემას შენ და ნუ მაწვები ყოველთვის მტკივნეულ წერტილზე.შევუბღვირე დაქალს.დავემშვიდობე და მარტო დავტოვე ისინი... მათემ გამაფრთხილა რომ საღამოს დაბრუნდებოდა და მეც ვჩქარობდი სახლში მისვლას,.მისი ნახვა მინდოდა.ორი დღეს მის გარეშე ცოტა გამიჭირდა. თან უხასითოდაც ვიყავი. ტელევიზორი ჩავრთე, ფილმის ყურებით მინდოდა დროის გაყვანა.ზარი რომ გაისმა უკვე გვიანი იყო თერთმეტი ხდებოდა. კარი გავაღე და ყვავილებით და ღვინის ბოთლით ყურებამდე გაღიმებული მათე შემრჩა ხელში. სწრაფად მაკოცა ლოყაზე.მომესალმა და ყვავილები მომაწოდა -ეს შენ.არ ვიცი რომელი ყვავილები გიყვარს,ამიტომ რაც მაღაზიაში იყო თითო ყველანაირი ყვავილი შევარევინეგამყიდველს,თუ რომელიმე განსაკუთრებულად მოგეწონება მითხარი რომ შემდეგისთვის გავითვალისწინო.მიაყარა და თან ოთახში შემოვიდა.დაბნეულმა მივხურე კარი და ძლივს მოვახერხე ადგილიდან დაძვრა -ისე ვერ ვიტან სიუპრიზებს რომ იცოდე,-გამოვძახე სამზარეულოდან და ყვავილებს ვაზაში მივიჩინე ადგილი -ნუ ცდილობ ყოველთვის გააფუჭო რომანტიკული სიტუაცია.და გირჩევნია შენ ორი ჭიქა გამოიყოლო სასმელითვის. ორი მომცრო ზომის ფეხიანი ბოკალი ჩამოვიღე თაროდან,ნამცხვარიც დავჭერი ლამაზად. თეფშზე დავაწყვე და უკან დავბრუნდი.პატარა მაგიდაზე დავდე ორივე და გვერდით მივუჯექი. -ძალიან ლამაზი ყვავილებია.მადლობა -კოცნა?საჩვენებელი თითით ლოყაზე მიმანიშნა და ჩემსკენ მოიწია -ნუ მაიმუნობ,.გავწიე თავი.მაგრამ ხელი მომკიდა,სახე მიმატრიალებინა და ტუჩებში მაკოცა -რას აკეთებ? -დამსახურებულ მადლობას ვიღებ,- გაიცინა და ღვინო ჭიქებში ჩამოასხა.-ჩვენ გავიმარჯოს თქვა და ცოტა მოსვა. გამეცინა მის თავისუფალ ქცევაზე.ისე იქცეოდა თითქოს ოჯახი ვყოფილიყავით.ცოტა მეც შევსვი სასმელი,არ მესიამოვნა და უკან დავაბრუნე -მოდი რამე ფილმს ვუყუროთ.დავწვდი პულტს. -ახლა არა,გამომართვა.იქვე მიაგდო და მოფერება დამიწყო -აუუ ახლა არა მათე.სულ მაგაზე როგორ ფიქრობ?არ გამოვა ეგ საქმე..კრიტიკული დღეები დამეწყო,ვცადე მისი შეჩერება, -დიდი ხნით მომიწევს მოცდა შენი კრიტიკული დღეების გამო? -სამი-ოთხი დღე, -გამიჭირდება მაგრამ გავძლებ.-გაეცინა.უეცრად ჰაერში აღმოვჩნდი,მერე კი მის მუხლებზე. -კარგი რა მათეე.ისედაც მცხელა და ვერ ვისვენებ. -გაჩუმდი და ფილმს უყურე.-ურექციოდ მიპასუხა და ეკრანს მიაჩერდა.თან თმაზე მეფერებოდა და საოცრად სასიამოვნო შეგრძნებებს აღძრავდა ჩემში.. -ვერ ვიტან როცა ვიღაც ჩემზე მბრძანებლობს და ჩემი სურვილის საწინააღმდეგოდ მაკეთებინებს რაღაცას -ვერც მე ვიტან როცა მეწინააღმდეგებიან.დამხედა ზემოდან და ისევ მაკოცა.-ფილმს უყურე და მოისვენე. იმ საღამოს ჩემთან დარჩა.აიჩემა შენი საძინებელი უნდა დავტესტო ამაღამო,მაგრამ რომ შევახსენე არ გამოვიდოდა ეს და გეგმა ჩავარდა, მხოლოდ დაძინებით დაკმაყოფილდა.ჩამეხუტა,ზურგიდან ამეკრო და სულ არ მუქცევია ყურადღება ჩემი წუწუნისთვის სიცხის შესახებ ისე უცებ გადაეშვა მორფეოსის სამეფოში. მე კი არადა არ მომეკარა ძილი.მის მკლავებში გარინდულს ფართოდ მქონდა გახელილი თვალები და უძილობას ვებრძოდი,.მერე ფრთხილად გადავბრუნდი მისკენ რომ არ გამეღვიძებინა და მისი სახის შესწავლა დავიწყე,ახლა შევამჩნიე რომ წარბის ზემოთ პატარა ნაიარევი ჰქონდა.თითებით ჯერ ოდნავ შევეხე ლოყაზე,მერე კი მთელ სახეზე მოვატარე.მერე ტუჩებზე გადავუსვი წერა თითი,მისკენ მივიჩოჩე და ძალიან ნაზად ვაკოცე.თუმცა მაინც იგრძნო -ჩემს ნერვებზე თამაშობ?მომესმა მისი ხრინწიანი ხმა.მაგრამ თვალები არ გაუხელია -მაპატიე არ მინდოდა გამეღვიძებინე,ვერ დავიძინე,დავიწუწუნე -დახუჭე თვალები,ჩემზე იფიქრე და დაგეძინება.ოდნავ შესამჩნევად გაეღიმა -ჩემი ამაყი.გამეცინა ხმამაღლა და საბოლოოდ გამოვაფხიზლე.-შენზე რომ ვფიქრობ იმიტომ ვერ ვიძინებ. -ჩემზე ფიქრობ.შენს მიწოდებ..ანუ უფრო შორს წავსულვარ ხო? -აჰაამ.. -რას ფიქრობ მეტყვი> -იმას რომ აქამდე ვერ შეგამჩნიე ასეთი საყვარელი რომ იყავი -ეგ შენს თავს ჰკითხე. -მაგრამ ვერც შენ შემამჩნიე მაშინ,მხოლოდ შენი გეგმის ნაწილი ვიყავი.. -მაინც წაუმწარებ ხოლმე.გაეცინა,-ჰო სხვათაშორის გირჩევ სხვა დროს ასე აღარ გამაღვიძო თორემ შენს ქალურ რაღაცეებს ყურადღებას აღარ მივაქცევ და რაც მოგივა შენს თავს დააბრალე, ახლა კი მართლა დახუჭე თვალები და დაიძინე.შუბლზე მაკოცა,ცალი ხელი თავქვეშ ამომიდო,მიმიხუტა და თმებზე მოფერება დამიწყო,.ეს საოცრად მოქმედებდა ჩემზე და ისე მიმენაბა თვალები და ისე გადავეშვი სიზმრებში რომ ნორმალურად გააზრებაც ვერ მოვასწარი.... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.