შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემი მწვანეთვალება(თავი3)


3-06-2018, 17:37
ავტორი საკალელი
ნანახია 1 419

დილით ადრე გამეღვიძა,ახლა თენდებოდა.აივანზე გავედი რომელიც ჩემთვის და კოსტასთვის საერთო ყოფილა.სავარძელში ჩასძინებოდა.ისეთი მშვიდი იყო და ისეთი საყვარელი რომ ჩახუტება მომინდა მაგრამ მე ხო სხვებს არ ვგავარ.ნორმალური გოგო მივიდოდა გააღვიძებდა ან პლედს გადააფარებდა და მისი ყურებით დატკბებოდა მეკი ღრმად ჩავისუნთქე სუფთა ჰაერი,ყურადღება არმივაქციე და ოთახში შევედი.არ დამეძინა ამიტომ შხაპის მიღება გადავწყვიტე.მოვწესრიგდი და ელიზაბეთის ოთახში შევედი.უკვე ეღვიძა და თოჯინას თმას უვარცხნიდა
-ვილამეთ
-ხო ჩემო პატარა
-მაკაკა მენატრება
-მაკაკა ვინარი?
-ბაგში რო შეკვარებული მკავდა ის
-მასაც ენატრები?
-არ ვიცი
-გინდა ვნახოთ?
-მართლა ვნახავ?
-თუ გინდა კი
-დედიკო გაბლაზდება
-არ გაბრაზდება დედიკო,მე მოვთაფლავ
-კაი,მიკვარხარ
-მეც მიყვარხარ
ჩავაცვი და სამზარეულოში ჩავედით.დღეს დასვენება გვქონდა მთელს ოჯახს ამიტომ ვიცოდი ბექა და ქეთი კიდევ დიდხანს არ ჩამოვიდოდნენ.ქალბატონი სამზარეულოში დავსვი და მისი საყვარელი ნუტელა პურს გადავუსვი და მივაწოდე
-ჩემი ღორმუცელაა...მეც მინდა ნუტელააა-კოსტა ჩამოვიდა და ელიზაბეთს კისერში აკოცა
-ვილამეთს უთხალი და მოგცემს,ეს ცემია არ შეწამო
-არა მე შენი მინდაა
-არაააა
-კიიი
-ვილამეთ უთხალი რამეეე
-კოსტა რამეეე-მერე სამივეს სიცილი აგვიტყდა.კოსტამ ჩაკოცნა ელიზაბეთი და მერე ჩემთან გადმოინაცვლა.
-ვილამეთ დეიდა მეც მინდა ნუტელაა-პატარა ბავშვივით მითხრა
-შენ დიდი ბიჭი ხარ და შენით შეჭამ
-აღარ მინდა ნუტელა,ისევ ტოტებს შევჭამ,მაგრამ მერე მე არ მომთხოვო ისეთ სურნელს დავაყენებ-გამიკვირდა ეს რისი გამკეთებელია მეთქი მაგრამ ისეთი გემრიელი სურნელი დააყენა მეც მომშივდა. არ მითხოვია მეც გამიკეთეთქო თავისით დამიდო წინ თვითონაც დაჯდა და მადიანად შეექცეოდა
მეც გავსინჯე და ისეთი გემრიელი იყო ეს უბრალო კერძი რომ მზად ვიყავი მთელი ცხოვრება მარტო ეს მეჭამა
-ძაან გემრიელია,ყოჩაღ შენ
-ამერიკაში მარტო ვცხოვრობდი და მიწევდა გაკეთება ამიტომ კარგად დავხელოვნდი ამ საქმეში
-კარგიაა
-ვილამეეთ,უთხარი დედიკოს რამე რაა,ოთახში არ მიშვებენ-ამაზე მე და კოსტას სიცილი აგვიტყდა
-პატარა მომისმინე,ხო იცი რო ეგენი კიდევ დიდხანს არ ადგებიან ამიტო წამო ახლა მედა შენ რამე ვითამაშოთ და მერე ჩამოვლენ ისინიც კაი?
-კარქი
საღამომდე ვთამაშობდით კოსტა კიდე იჯდა და ღიმილით გვიყურებდახანდახან თვითონაც გვეთამაშებოდა.ისეთი საყვარელი იყო როცა ელიზაბეთს ელაპარაკებოდა რო მეც მინდოდა ბავშვი ვყოფილიყავი.
მალე გამოვიდნენ ისინიც ოთახიდან და მე და კოსტამ ელიზაბეთი წავიყვანეთ თავის მაკაკასთან.აღმოჩნდა რო კოსტა იმ ბავშვის ძმას იცნობდა.
როცა ბეთი და ალექსანდრე(მაკაკა) თამაშობდნენ ჩვენ ვიჯექით შორიდან შევცქეროდით და ვლაპარაკობდით.ის ბიჭი,დემეტრე აშკარად დიდ ინტერესს იჩენდა ჩემს მიმართ მეკი ყურადღებას არც ვაქცევდი და ჩვეულებრივად ცივად ველაპარაკებოდი ისე როგორც ყველას
-ვილი,რამდენი წლის ხარ?
-ვილამეთი მქვია და 25წლის ვარ
-ბექასთან მუშაობ ხო?
-ხო
-კოსტა შენ?
-ამერიკაში ვმუშაობ მაგრამ დროებით აქეთ გადავწყვიტე ჩამოსვლა...-კოსტაც მკაცრი იყო,არ მეგონა მეგობრებთანაც თუ ასეთი დამოკიდებულება ჰქონდა.მე ბავშვებთან მივედი და ალექსანდრე გავიცანი ესენი კი იქ დავტოვე
-მაგარი გოგოა
-დემეტრე გაჩერდი
-რაა? ძაან მაგარი გოგოა,ძაან დამევასა
-არც იფიქრო გესმის?
-რა გინდა კოსტა?
-რადა ვილამეთს არც კი მიუახლოვდე,თვითონ ხო არ მიგიშვებს მაგრამ მე გაფრთხილებ
-ვუღაც შეყვარებულია
-არ ვარ დემეტრე შეყვარებული,უბრალოდ...
-უბრალოდ რა კოსტა? ვერ ხედავ როგორ ცდილობ რო ჩომაშორო?
-კარგი აზრი არ აქვს ამ ლაპარაკს
-შენი იყოს მე არ გავეკარები
მდუმარება ჩამოწვა.მერე კოსტა მოვიდა მითხრა წასვლის დროაო და ჩვენც წავედით სახლში.
სალში მისულებს ქეთი შეგვეგება და დაგვსვა რომ რაღაც ეთქვა
-ქეთ რახდება?
-არაფერი ყველაფერი კარგადაა უბრალოდ მე და ბექას გერმანიაში გვიწევს რამოდენიმე დღით წასვლა.მან ახალ ბიზნესთან დაკავშირებით უნდაოაგვაროს რაღაც და მეც გადავწყვიტე წასვლა რადგან იქაური დიზაინერებისთვის მეჩვენებინა ჩემი ნამუშევრები.ელიზაბეთს დედაჩემთან დავტოვებ და თქვენ ხო იქნებით სახლში?
-ჩვენ? ჩვენ კი მაგრამ ელიზაბეთსაც დავიტოვებდი არ მაქვს პრობლემა ხო იცი?
-არა შენ შენი საქმე გაქვს და ისევ დედაჩემთან იყოს მირჩევნია თან დიდი ხანია არ უნახავს და მოენატრა.1 კვირაში ჩამოვალთ მაქსიმუმ 10დღეში
-კარგი არ მაქვს მე პრობლემა
-ვაიმე ვილამეთ მიყვარხარ
-მეც.რა განერვიუვლებდა?ხო იცოდი რო თანახმა ვიქნებოდი.
-ხო რავი მაინც-მერეკი ჩუმდა ჩამჩურჩულა-10 დღე თქვენ ორი მარტო სახლში!შენი იმედი მაქვს
-ქეთიი,კაი რა.. კოსტა უკვე გასული იყო ოთახიდან ამიტომ ხმამაღლა დავიწყეთ საუბარი-იცი რა მაინტერესებს? მას სახლი არ აქვს აქ რო რჩება?
-კი მაგრამ აჩიმ ხო ცოლი შეირთო და არ უყვარს იმ ქალთან ერთად ცხოვრება,მესმის მისი რაღაცნაირი ქალია მაგრამ არც ბოროტი დედინაცვალია,არ სიამოვნებს იმ ქალის შვილებთან ერთად ცხოვრება.თან დაბადებიდან ჩვენს ხელში იზრდება და პატარა რო იყო მაშინცა ხშირად რჩებოდა.მისი სახლიცაა ჩათვალე.
-კარგი
მეორე დღეს წავიდნენ ელიზაბეთიც დატოვეს ბებიასთან და მე და კოსტა დავრჩით სახლში.მე მისაღებში ვიყავი ფილმს ვუყურებდი კოსტა რო გავარდა მხოლოდ მომაძახა წავედიო და გავარდა,გაბრაზებული ჩანდა.ყურადღება არ მივაქციე.გვიანობამდე არ დაბრუნებულა.დივანზე ჩამეძინა. დაახლოებით ღამის 3იქნებოდა საათი კარის ხმამ რო გამომაღვიძა.ჩუმად მიიპარებოდა შუქი რო ავანთე და გაწითლებული ზურგი რო დავინახე.კიბეზეც ძლივს ადიოდა.შოკში ვიყავი.დაჭრილი იყო
-კოსტა,კოსტა კარგად ხარ? კოსტა დაჭრილი ხარ
-არაფერია
-რა არაფერია გაფითრებული ხარ.დამეყრდენი
-არაა საჭირო
-კოსტა დამეყრდენი მეთქი-სწრაფად ავიყვანე ოთახში მაისური გავაძრე და ჭრილობას დავაკვირდი. საკმაოდ ბევრი ვიცოდი ბავშვთა სახლიდან ამიტომ არ გამიჭირდა ჭრილობის გასუფთავება.თანაც შინაგანი სისხლდენა არ ჰქონდა.
მეგონა ესეთი რაღაცეები მარტო ფილმებში ხდებოდა,თუმცა შევმცდარვარ.პანიკაშიც არ ჩავვარდნილ ვარ მიუხედავად იმისა რომ ასეთი რამ პირველად შემემთხვა.
დამაძინებელი გავუკეთე და ჩემს ოთახში გავედი
დილით აივანზე გავედი და სიგარეტის სუნი მეცა.მაშინვე შევვარდი კოსტას ოთახში და სულარ დამაბნია იმან რომ ნახევრად შიშველი იდგა,უბრალოდ პეპლებმა დაიწყეს ფრება მიცელში
-სულ გამოშტერდი? ასეთ დროს როგორ ეწევი?
-მხოლოდ მაშინ ვეწევი როცა საჭიროა
-და შენი აზრით შენი ჯანმრთელობისთვის საჭიროა სიგარეტი? თან ახლა? როცა დაჭრილი ხარ?
-უბრალოდ ნაკაწრია
-რათქმაუნდა უშველებელი ნაკაწრი რომლის სისხლდენაც ძლივს შევაჩერე გუშინ
-და ვინ გთხოვა დახმარება?
-სერიოზულად? ასეთი უმადური ხარ?
-იცი ძალიან განსხვავებულ ზეგავლენას ვახდენ შენზე...
-ზეგავლენას ახდენს თურმე!მაინც როგორს?
-ეგ ჯერ ვერ დავადგინე!
-ვერც დაადგენ....
-შენ მარტო ჩემს მიმართ ხარ ესეთი მკაცრი და ცივი თუ ყველას მიმართ?
-ზოგადად მთელი მამაკაცთა მოდგმის მიმართ ბექას გარდა
-კარგი გასაგებია....
-წვნიანს მოგიმზადებ.მაქიდან განძრეულიც არ დაგინახო
-რა? მეღადავები?
-აბა რა გეგონა საჩხუბრად რო მირბოდი? ამხელა ჭრილობა გაქვს ზურგზე რასაც მკურნალობა ჭირდება,თავს უნდა მოუარო.თუ არ გინდა არ მაქვს პრობლემა წავალ და გაირთულე ეგ ჭრილობა და უხსენი მერე ექიმებს და პოლიციელებს ვინ დაგჭრა როგორ და როდის
-ჯანდაბა,რა შარში ვარ
არ მივაქციე მის სიტყვებს ყურადღება ქვევით ჩავედი და წვნიანი მოვუმზადე.ჭამამდე წამალი დავალევინე მრე კი ჩემი ხელით ვაჭამე
-არ ვარ პატარა ბავშვი მეთვითონ შევჭამ.
-მეც ეგრე ვამბობდი ავად რო ვიყავი და რო გადიოდნენ ტუალეტში ვასხამდი
-აუ ეს ვინაა
-ეს ვინაა კიარა გააღე პირი
-აუ აღარბმინდა
-რაიყო მართლა პატარა ბავშვი ხოარ ხარ ხვეწნა დაგიწყო? კაი მოდი აბა ერთი ქეთის ხათრით,მეორე ბექას ხათრით,ესეც ელიზაბეთის
-და ერთიც შენი ხათრით-მითხრა და კიდეც დაამთავრა ჭამა
-არ ვაპირებდი მაგის თქმას
-არაუშავს,მე ხო ვთქვი
-არააქვს მნიშვნელობა
-ბექას არ ეტყვი იმედია....
-ეგ რო ვუთხრა პირველივე რეისით ჩამოფრინდება და ან შენ მიგტყეპავს ან იმას ვინც ეგ გიქნა ამიტომ არ ღირს მის ასანერვიუვლებლად შენი თავნებობა.
-რანაირი უინტერესო ადამიანი ხარ.არც მეკითხები რატო ვიჩხუბე ან ვისთან
-საჭირო რო იყოს მეცოდინებოდა მაგრამ არაა საჭირო და არც მაინტერესებს შენი უაზრო კაი ბიჭობის ამბავი
-სულ სხვანაირი მეგონე
-მაინც როგორი?
-როგორი და ნახევრად შიშველ სიმპატიურ ბიჭს რო მუხლებში უვარდება და მამიკოს ფულებით ყველაფერზე როა წამსვლელი
-ეგ თავიდანვე არ უნდა გეფიქრა
-ხო მაგრამ ასე მეგონა
-შეცდომას ყველა ვუშვებთ.არ ვარ ისეთი როგორიც ყველა.არ ვიტყლარწები და არ ვტრაბახობ.ხშირად დავდივარ მშობლიურ სახლში და იქაურობასაც ვპატრობობ
-მშობლიურ სახლში?
-ბავშვთა სახლში,იქ სადაც გავიზარდე და ნახევარი ცხოცრება გავატარე.
-მე ძალიან ცუდი წარმოდგენები მქონდა ბავშვთა სახლზე პატარაობაში.და ახლაც.მეგონა მონსტრები იყვნენ იქაური მასწავლებლები და ბავშვებს ცემდნენ
-არ ვიცი.შეიძლება მე გამიმართლა მაგრამ არავინ მცემდა.ყველა ძალიან თბილი იყო.მხოლოდ დირექტორი იყო მკაცრი მაგრამ დღესასწაულებსა თუ დაბადების დღეებზე ისიც ჩვენთან ერთად ხალისობდა
-ვწუხვარ რომ ასეთი ცხოვრება გქონდა
-ნუ წუხხარ იმიტომ რო მე არ მანაღვლებს.ჩემთვის მთავარი დღევანდელი ოჯახია.წარსულში დარჩენა არ მიყვარს.ცხოვრენას განვაგრძობ
-არასდროს გიფიქრია მშობლების მოძებნაზე?
-კი მაგრამ არ მინდა.ნაწილობრივ ვფიქრობ რომ არ ვჭირდებოდი და ამიტომ მიმატოვა დედამ,მაგრამ ჩემი მეორე ნაწილი ფიქრობს რომ რაღაც პრობლემა იყო ისეთი რისი გადაჭრაც ვერ მოხერხდა და სხვა გზა არ ჰქონდა.მასწავლებლები მეუბნებოდნენ რომ იმ ქალს ვგავარ ვინც დამტოვა.ალბათ დედაჩემი იყო.და იცი რა? საერთოდ არ მინდა ამთემაზე საუბარი. გავალ ამას დავრეცხავ.რამე რო დაგჭირდეს დამიძახე.
მაშინვე გავეცალე იქაურობას.არ ამეტირა უბრალოდ გული მეტკინა.ამთემასთან გამკლავებას თინეიჯერობისას ვცდილობდი და ქეთი და ბექა დამეხმარა ახლა კი თითქოს ძველმა ტკივილმა გაიღვიძა მაგრამ მალევე შევწყვიტე ამაზე ფიქრი.
მთელი დღე ოთახიდან არ გამოსულა მეც მშვიდად ვიჯექი და ტელევიწორს ვუყურებდი.
საღამოს ფილმის ყურების დროს ჩამეძინა მაგრამ მალევე გამომაღვიძა ყვირილმა.გაუაზრებლად ავვარდი კოსტასთან და დავინახე როგორ იყო გაშხლართული სააბაზანოში პირსახოც შემოხვეული.
სიციკი ამიტყდა,მაგრამ ამის მიუხედავად მაინც მივედი წამოდგომაში მივეხმარე და საწოლზე დავაწვინე ჯერ კიდევ ვიცინოდი
-რა სულელი ხარ ასეთ მდგომარეობაში როგორ შეხვედი აბაზანაში
-აბა რამექნა ესე ხოარ ვიწვებოდი
-ვაიმეე,პირველად ხარ დაჭრილი?
-არა არც მახსოვს მერამდენედ
-ბევრი შრამი არ გაქვს
-მაქვს უბრალოდ ვერ ამჩნევ
-არც მინდა შევამჩნიო
-რა გაცინებს?
-შენი სახე უნდა დაგენახა,შენ რაგაცინებს?
-ისე ხარ დაფეთებული რამე არ დამემართოს რო იმასაც ვერ ამჩნევ შიშველი რო ვარ-ის არ იცის რო მთელ სხეულზე ჭიანჭველები დარბიან და მუცელში პეპლები მყავს,მაგრამ ამასთან ერთად როგორც ჩანს თავს კარგად ვაჩვენებ რომ არ მაბნევს
-შენს თავზე დიდი წარმოდგენა რატო გაქვს?საერთოდ არ მაბნევს ეგ შენი სხეული,თან ისეთი სუსტი ხარ არც მიკვირს როგორ მოგერივნენ და დაგჭრეს
-ვინ მე ვარ სუსტი? სარკეში არ იხედები?
-რო ვიხედები მაგიტომაც მომწონს ჩემი სხეული,არც ფიცარი ვარ და არც ძროხა
-მოიცა და საიდან მოიტანე რო მომერივნენ?შენ ისინი არ გინახია...
-არ მითხრა რო მკვლელი ხარ
-ცოტა აკლდათ სიკვდილამდე.იმათ დანა ქონდათ და მარტო მაგით ივაჟკაცეს თორე იმათ იმდენი მოტეხილობა აქვს ვერც დაითვლი...
-ბრავოო
-მარტო ამ სიტყვით შემოიფარგლები? 1ს 4კაცი მესეოდა ყველა ძვლებში დავამსხვრიე და მარტო ბრავოო მეუბნები?
-ვაიმე მაპატიეთ მეფეო რომ ფეხის თითები არ დაგიკოცნეთ
-მეფეო არა ზევსო კიდევ რაა..ნუ მეძახი ეგეთ რაღაცეებს
-კარგით ბატონო კონსტანტინე ნუ ცხარობთ
-ვილამეთ,კონსტანტინეს გაჩვენებ თუ წამოვდექი აქედან
-მომიტევეთ ბატონო კონსტანტინე,მედაგტოვებთ თქვენ კი ჩაიცვით.იმედია ქვევით ჩამოსვლას მოახერხებთ და არ წაიქცევით.მე ჩაის მოვამზადებ
-გამასწარი აქედან
სიცილით წამოვედი.სამზარეულოში ჩავედი და ჩაი მოვამზადე.მალევე ჩამოვიდა კოსტა სპორტულებში გამოწუყბილი და დივანზე წამოწვა.



№1  offline წევრი lena lena

ჩემო საკალელო რა კარგი ხარ რომ იცოდე <3
აი ძალიან ძალიან მომწონს და ველოდები შემდეგ თავს <3

 


№2 სტუმარი სტუმარი ლიზა

ეს რა საოცარი თავი იყო უკვე შემიყვარდა ეს ისტორია მალე დადე რა. ვეღარ ვითმენ დღეს რო დადო აარრაა აი მაგაზე მეტად არაფერი გამიხარდება ძაან გთხოვ რა დავინტრიგდი და მაინტერესებს ♥♥♥შენი გადასაწყვეტია მაგრამე გამიხარდება ♥♥ აბა ჰე წარმატებები????????????

 


№3 სტუმარი სტუმარი ლიზა

ახალის დადებას არ აპირებ?? მოვკვდი ინტერსეით????????????❤❤???

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent