შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მარადიულო მონატრება ხარ მისი ნეკნის. (თავი 7)


3-06-2018, 23:55
ავტორი Phoenix..
ნანახია 2 955

იმ დღეს საკმაოდ დავიღალე, სახლში მისულს შხაპის და ძილის მეტი არაფერი მინდოდა, ცხელი წყლის ქვეშ დავდექი,სრულიად მოვეშვი. მაგრამ დასვენებას ვინ გაცლის კარზე გაბული ზარის ხმა მომესმა... სწრაფად გამოვედი საშხაპიდან, ხალათი სველ ტანზე მოვიხურე და კარებისკენ გავიქეცი..
-ვინ არის?-სანამ კარებამდე მივედი მანამდე ვიყვირე უკმაყოფილოდ.
-მე ვარ -ნაცნობი ხავერდოვანი ხმა მომესმა.
-რა გინდა-კარების მივეყუდე და იქიდან ველაპარაკებოდი.
-არ გამიღებ კარებს? პიცა და ლუდი მოვიტანე.. რამე ფილმს ვუყუროთ.
-კაი შემოდი, ოღონდ ზედმეტი ლაპარაკის გარეშე..გასაგებია?-მის პასუხს დაველოდე სანამ კარებს გავუღებდი .
-კაი გავიგე.-გაიცინა. კარები გავუღე და დაველოდე როდის შემოვიდოდა..
-ვაუუ, ამას არ ველოდი.
-მე რა გითხარი, იცოდე გისვრი შენი პიციანად გარეთ.-დავემუქრე -დაჯექი მე ჩავიცვამ და მოვალ.
-იყოს არ გინდა-ჩუმად ჩაიდუდღუნა.
-რა გითხარი მე-სწრაფად შემოვტრიალდი.
-კაი ხო.-გაიცინა მაგიდაზე დააწყო ყველაფერი და მოკალათდა სავარძელში.ელასტიკა ამოვიცვი, გრძელი მაისური გადავიცვი და თმები ოდნავ შევიშრე..
-მმ მომშივდაა.-ხელები ერთმანეტს გავუსვი და სავარძელში ჩავჯექი.
-თეფშებს მე მოვიტან.-მითხრა და სამზარეულოში მალე მოშინაურდა, უცებ იპოვა ორი თეფში და დაბრუნდა უკან. გემრიელად მივირთვით, ბევრი ვიცინეთ, რაღაც ისტორიები მოვყევით.
-დიტო ამერიკეში ვინმე გყავდა?-უცებ მომინდა გამეგო, მზად ვიყავი პასუხისთვის და ალბათ მაგიტომ.
-არ მოგატყუებ, კი მყავდა.-პიცა თეფშე დადო და ქვევიდან ამომხდედა.
-დიდი ხნის რომანი გქონდა?-არ ვწყვეტდი.
-არა, რომანი არავისთან მქონია..ელენე რა გინდა? რატომ მახსენებინებ იმას რაც არ მინდა გავიხსენო.
-მაინტერესებს და მაგიტომ.-გავბრაზდი, აბა ჩემთვის ეკითხა როგორი მოსასმენია საყვარელი მამაკაცის სექსუალური წარსული.
-ნაყინი მაქვს ხომ არ გინდა..-უცებ სიტუაციის განტვირთვა გადავწყვიტე.
-მმ ნაყინი კაიაა,-დიტოც ამყყვა.-აგალაგებინებ.-წამოხტა უცებ და თეშები სამზარეულოში დააწყო.მაგიდას უდნავ მიეყრდნო და შორიდან მიყურედა როგორ უიმედოდ ვეძებდი საყინულეში ნაყინს..
-უიი აღარ ყოფილა-მოწყენილი შემოვტრიალდი.
-არაუშავრს-ჩაიცინა..წამო რამე ფილმს ვუყუროთ.-სავერძელში ჩაესვენა და ფილმის მოძებნა დაიწყო ლეპტოპში. სამზარეულოდან ვუყურებდი და მახსენდებოდა ჩვენი წარსული, როგორ მხიარულად ვატარებდით.-აი რაღაც საინეტერესო ვიპოვე მოდი ჩავრთოთ.-დამიძახა და ფიქრებიდან გამომარკვია.. ფილმს ვუყურებდით მერე ქუთუთუები დამიმძიმდა იქვე მივწექი, კარგად მეძინა ვიგღძენი როგორ გადამაფარა პლედი. გამეღიმა.. უკვე ძალიან გვიანი იყო, შუბლზე მაკოცა და კარები გაიხურა..
დილით ადრე გამეღვიძა, სახლი მივალაგე,ბევრი საქმე მქონდა დაგროვებული, სახლში ყოფნით ვისარგებლე და ყველაფერი მოვაწესრიგე, შუადღისკენ დიტომ დამირეკა.
-რა მოუხშრე შენ შემთან კონტაქტს?-ვუპასუხე თუ არა მაშინვე ვუთხარი.
-ნუ ხარ მწარე.რაღაც უნდა გითხრა.-ჩვენ სახლთან მოდი ერთ საათში იქ ვიქნები..გამითიშა, ავნერვიულდი "ჩვენი" სახლის გაგონებაზე. დიდი ხნის წინ შევიძინეთ, დიდი გაჭირვებით მოვახერხეთ ყიდვა, მაგრამ სანამ რემონტს დავიწყებდით მანამდე წავიდა ის ამერიკაში, ამიტომ დარჩა მარტო კედლები, მე არანაირი სურვილი არ მქონდა იქ ყოფნის .. ბერვი ეემოცია გამიღვიძა მისმა ზარმა, მაშინვე ნოსტალგიები მომაწვა, გავიხსენე როგორ დავრბოდით ამ სახლის შესაძენად. მთელი ძალა მოვიკრიბე და სახლი დავტოვე. მალე ვიყავი დანიშნულების ადგილას, დიტო გარეთ მელოდებოდა. სევდიანად მომვავლე თვალი გარემოს, ცარიელ კედლებს ვუყურებდი და წარსულის ბედნიერებას ვხედავდი.
-მოდი შევიდეთ.-ხელი მომკიდა ნაზად და შიგნით შემიყვანა.-მინდა გარემონტება დავიწყო, ინჟინერი ავიყვანე უკვე, დაპროექტებას დაიწყებს. ისეთი მინდა იყოს როგორიც შენ გენდომება, ეს ჩვენი სახლია, აქ ჩვენი სიყვარულია, ჩვენი მომავალი. არ მინდა უბრალოდ გაიყიდოს.
-მე რატომ არ მეკითხები.-გავბრაზდი.-შენ რომ წახვედი აქაურობის დანახვაც არ მინდოდა. რატომ მახსენებ წარსულს, იმ საშნელ დღეებს, თვეებს და წლებს, რა გინდა დიტო რაა.- ვყვიროდი და მკერძე ხელებს ვურტყავდი- ვცდილობ დავივიწყო, დავივიწყო ის დრო რაცა მზად ვიყავი სიკვდილისთვის, როცა სარკეში ჩახედვაც არ მინდოდა, იმდენად განადგურებული ვიყავი, შენ კიდე რას მიკეთებ, მოგყავარ აქ სადაც მე წლების წინ ვიდექი განადგურებული, ფსიქიკურად დანგრეული, და არ ვიცოდი რომელი სართულლიდან გადავმხტარიყავი..

-ელე.. ელე-მიმიხუტა.- მე არ მინდა ამ სახლის დავიწყება, აქ წლების წინ ვიდექით ბედნიერები და ბავშვისთვის ოთახს ვარჩევდით, აქ შენ დარბოდი ოთახიდან-ოთახში და სამზარეულოს ადგილს არჩევდი, მეწუწუნებოდი რომ დიდი სამზარეულო გინდოდა. როგორ უნდა გავყიდოთ ეს სახლი.-ხელები სახეზე მომკიდა და თვალებზე მკოცნიდა.
-მე ამ სახლის გაკეთებაში მონაწილეობას არ მივიღებ, რაც გინდა ის ქენი. მე ამ სახლში არასდროს ვიცხოვრებ.
-მე მაინცც გავაკეთებ, შენ ეზოში დაგიდგამ პატარა ქოხს და იქ იყავი მე და ჩემი შვილი კი აქ ვიცხოვრებთ.-გაცინება სცადა.-გთხოვ..-ისეთი მუდარის თვალები ჰქონდა, ვუყურებდი და ვგრძნობდი რომ მე არ შემეძლო მისთვის გული მეტკინა.
-არ ვიცი დრო მჭირდება შესაგუებლად, და ცნოობისთის მე შენთვის ჯერ არ მიპატიებიაა.ყოველი შემთხვევისთვის გახსოვდეს..უნდა წავიდე.
-კაი კაი წადი მე ინჟინერს ველოდები. იცოდე რამე რომ არ მოგეწონოს შენი წუწუნი არ გავიგო..
-რა იცი იქნებ სხვა ქალი ხდება ამ სახლის დიასახლისი..-დანანებით ვთქი, არც კი მინდოდა წარმომედგინა სხვა ქალი მის გვერდით.
-გეყო-გაბრაზდა-თავს ნუ იტანჯავ უაზრო ფიქრებით, და მეც ნუ მიშლი ნერვებს.
-კაი კაი წავედი..-დავემშვიდობე და რაღაცნაირად ბედნიერი გამოვედი



№1 სტუმარი სტუმარი keti

sashineli adamianiaa dito, ar imsaxurebs araafers, chamovida saqartveloshi da gaaxsenda siyvaruli, manamde kargad dagulaobda amerikashi :D karieras ver sheelia ra knas

 


№2  offline მოდერი Phoenix..

სტუმარი keti
sashineli adamianiaa dito, ar imsaxurebs araafers, chamovida saqartveloshi da gaaxsenda siyvaruli, manamde kargad dagulaobda amerikashi :D karieras ver sheelia ra knas

ხოო მაგრამ გულს ვერ ვუბრძანებთ???? ის ადამიანი გვიყვარდება ვისაც გული ირჩევს????

 


№3 სტუმარი სტუმარი ქეთი

აი რატოა დიტო საშინელი ვერ ვხვდები. დიტოს წასვლა რომ შეეთავაზებინა ელენესთვის უარს ეტყოდა, რადგან უკვე ჰქონდა თავისი საქმე. ამ ბიჭს უყვარს, ამდენი წელი მასზე ფიქრობდა და პატიებას წინ რა უდგას. ვერ ვიტან ვითომ თავმოყვარე გოგოებს, რაღაც უაზრო პრინციპის გამო რომ თავს იფასებენ

 


№4  offline მოდერი Phoenix..

სტუმარი ქეთი
აი რატოა დიტო საშინელი ვერ ვხვდები. დიტოს წასვლა რომ შეეთავაზებინა ელენესთვის უარს ეტყოდა, რადგან უკვე ჰქონდა თავისი საქმე. ამ ბიჭს უყვარს, ამდენი წელი მასზე ფიქრობდა და პატიებას წინ რა უდგას. ვერ ვიტან ვითომ თავმოყვარე გოგოებს, რაღაც უაზრო პრინციპის გამო რომ თავს იფასებენ


Namdvilad mtavaria adamiani tavis Shecdomas aanalizebdes da xvdebodes.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent