შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

"ჩვენ-მუდამ იარსებებს"(თავი-2)


6-06-2018, 16:55
ავტორი nathali lifhonava
ნანახია 1 365

ლუკასთან საუბარი რომ დავასრულე ყველას დავემშვიდობე და ჩემი ოთახისკენ დავიძარი.
ამ კაბისგან გავნთავისუფლდი და სიფრიფანა სარაფნის ჩაცმა ვარჩიე,ლეპტოპი მუხლებზე დავიდე და სოციალურ ქსელში შევიჭერი.
ჩემდა გასაკვირად თვით "სანდრო დადიანი" და ის უცნობი ყმაწვილი ლუკა გრძელიძე მაძლევდა მეგობრობას.
დიდი ხანი ვფიქრობდი და ბევრი ფიქრის შემდეგ ორივეს დავუდასტურე.
-უარყოფითი პასუხი გეწყინებოდა ამიტომ ტყუილად არ ააგო ოცნების კოშკები და მერე მაქედან არ ჩამოვარდე-ეს სანდროს მივწერე და თან თვალის ჩაკვრის სმაილი დავაყოლე.
რომ წარმოვიდგინე მისი რეაქცია სიცილი ამიტყდა,ახლა უეჭველი ძარღვები დაეჭიმა და გულში ფიქრობს რით მომიშალოს ხვალ ნერვები,ან თუნდაც როგორ მაეჭვიანოს.
მაგრამ არ გამოგივა ბატონო სანდრო!
ზუსტად ორ წუთში სმს მომივიდა,მეც მაინტერესებდა რაიყო მაგრამ მოუთმენელივით ვერ მოვიქცეოდი და ხუთი წუთის შემდეგ გავხსენი.
_გირჩევ წესიერად იყო!მე ოცნების კოშკებს არ ვაგებ პატარავ!(ენის გამოყოფა)
სულ რაღაც ერთ თვეში ქმარი ვხდები! და ჰო მართლა იცი ვინ მომყავს ცოლად? ნატალია გრძელიძე!ლუკა გრძელიძეს ულამაზესი დაიკო! აბა შენ იცი,ძილინებისა,ტკბილ ძილს გისურვებ თუ რათქმაუნდა შეძლებ!
გული დამწყდა პირველად!,როგორ არ მოველოდი მისგან ასეთ პასუხს,მეგონა მასაც ვუყვარდი მაგრამ სულ ტყუილად.
ეხლა კი მე ავაგე ოცნების კოშკები და იქედან დავენარცხე,ჩემი გული შუაზე გაიყო!როგორი ცუდია როდესაც ოცნებები გენგრევა?ეს მხოლოდ მეოცნებეებს აქვთ განცდილი!ძალიან მეწყინა ცოლს რომ ირთავდა მაგრამ ეს ჩემი საქმე არ არის.
სანდროს გამო საკმარისზე მეტი ხანი ვიტანჯებოდი და მეორედ მართლა აღარ ვაპირებ.
მეც ხომ ვარ არა ადამიანი?მეც მტკივა გული,მეც მწყინს ბევრი რამე მაგრამ რატომღაც ჩემი არავის ესმის,მთავარია თითონ კარგად არიან მაგრამ ხომ შეიძლება მე არ ვიყო კარგად?
არანაირი ელენიკო ან თუნდაც ელე აღარ არსებობს!
მე ელენე ახვლედიანი ვარ!მე ყველასგან გამორჩეული ვარ,ტკივილმა მასწავლა თვრამეტი წლის ასაკში როგორ უნდა ვიყო ძლიერი!და ეს ასეც მოხდება,მე არასდროს დავამცირებინებ თავს არავის,მითუმეტეს სანდროს,ის ჩემს თვალში გაუფასოვდა,ერთ თეთრადაც არ ღირს!
ჩემი გულიდან ამოვაგდებ და გამოჩნდება ვინმე ისეთი ვინც ჩემი გატეხილი გულითაც შემიყვარებს და გაამრთელებს მას!
მშვიდობით სანდრო დადიანო!
არანაირი "ჩვენ"აღარ არსებობს!
მისი სიტყვები გავიმეორე,და უკვე ჩემს თავში დარწმუნებულმა და ბედნიერმა იმის გამო რომ გავერკვიე ყველაფერში ტკბილად დაძინება გადავწყვიტე,მაგრამ სანდროსაც გავუგზავნე ერთი წერილი:
_სანდრო ტყუილად ნუ გგონია რომ ტკბილად ვერ დავიძინებ!
ტკბილად კი არა რომ გავიგე თავიდან როგორმე მოგიშორებ უტკბილესად დავიძინებ!
ასეთი ბედნიერი არასდროს ვყოფლივარ,არ მიყვარხარ სანდრო დადიანო!ჩემთვის არაფერს წარმოადგენ ამიტომაც საკუთარ თავზედ დიდი წარმოდგენა ნუ გაქვს!"ვინც აიმაღლებს თავს-დამდაბლდება,ხოლო ვინც დაიმდაბლებს-ის ამაღლდება"გაითვალისწინე!
ახლა კი ბოლო სიტყვა:"ჩვენ"არასდროს იარსებებს!
დავკმაყოფილდი და გახარებულმა დავიძინე.
დილით ნაადრევად გამეღვიძა და ჩემდა საბედნიეროდ პოზიტიურ განწყობაზე ავდექი.
კარზე მიკაკუნებდა ჩემი ძმა იქნებოდა,ამან იცის ასეთი ბრახ-ბრუხი დილაუთენია.
_შემოეთრიე
_გმადლობ -მითხრა ლუკამ და ლოგინზე დახტა.
_ღმერთო შე გოლიათო!არ დამიმტვრიო ეს ჩემი უსაყვარლესი ლოგინი თორე არ გაცოცხლებ.
_ჰო კაი მაპატიე რა იყო,დღეს მე გამოგივლი პაწუ და თან ჩემს ძმაკაცებსაც წამოვიყვან ბარში მივდივართ!
_ჰო კაი,მიდი აბა ერთი გარდერობიდან რამე მაგარი კაბა გამომიტანე,სექსუალურად უნდა გამოვიყურებოდე(გამეღიმა და უკვე ორ წუთში გადმომიგდო ლუკამ ერთი კაბა,კაბას რომ დავხედე დიდი ფიქრი არ დამჭირვებია "ესეც სანდროს ნაჩუქარია ღმერთო"!
-ჩაიცვი საკაიფო კაბაა(მითხრა ლუკამ და ჩემი ოთახიდან გავიდა)
ჰო ეს კაბაც სანდრომ მაჩუქა!
ალბათ სამი-ოთხი კიდევ იქნება ჩემს გარდერობში მისი ნაჩუქარი,ყველა კაბა,უყვარდა ჩემს ტანზე ჩაცმულ კაბებს რომ ხედავდა!ისე გაუბრწყინდებოდა ხოლმე თვალები ამ დროს იგი ყველაზე ლამაზი და საყვარელი მეჩვენებოდა!
უცბად გამახსენდა ეს კაბა როდისაც მაჩუქა.
ზუსტად ხუთი თვის წინ.

ხუთი თვის წინ
***
ძალიან კარგი დღე იყო მზე სხვივებს სასიამოვნოდ გვაფრქვევდა,ირგვლივ ჩიტების ჭიკჭიკი ისმოდა საამურად.
მე და სანდრო კი ვიჯექით პარკში,და პატარა ბავშვებს ვუყურებდით რომლებიც სიცილისგან კინაღამ იგუდებოდნენ,თან ძალიან უაზრო რაღაცეებზე იცინოდნენ,მახსოვს ერთი პატარა ენატანტალა გოგო (კარგი გაგებით) როგორ მოვიდა სანდროსთან და საყვარლად ელაპარაკებოდა:
-ბიძია სენ რა გკვია?
_მე სანდრო მქვია,სენ პატალავ?(ამაზე კი მართლა გამეცინა,რა სულელი იყო სანდრო!სულ ახერხებდა ჩემს გაცინებას,თუ გამაბრაზებდა მეორე დღეს უცებ შემომირიგებდა ხოლმე!)
_მე ემილი მკვია,ეს გოგო ვინ ალისო?_იკითხა და ინერციით ჩემსკენ შემობრუნდა.,საჩვენებელი თითით კი სანდროს ჩემსკენ ანიშნა.
_ეს?ეს ჩემი სიცოცხლეა!,ელენიკო ჰქვია,ის ჩემი პატარა ბუტია გოგოა,რომელიც ყველაზე და ყველაფერზე მეტად მიყვარს,ერთად რომ არ ვიყოთ ის მაინც ჩემი სულის განუყრელი ნაწილია!(მითხრა და ლოყაზე მაკოცა)
მერე დიდი ხანი ელაპარაკა პატარა გოგონა სანდროს,უცებ ემილის მშობლებიც მოვიდნენ და ბავშვს გაუწყრნენ ამდენი ხანი სად იყავიო. წასვლისას ემილი დაგვემშვიდობა,ძალიან დამწყდა გული მაგრამ რა უნდა მექნა?უსაყვარლესი პატარა ჩანდა!
მე და სანდრომ დავტოვეთ პარკი და უკვე სასეირნოდ ვიყავით წასულები,მაღაზიებს ჩავუარეთ გვერდი,როცა სანდრო უკან მობრუნდა და "შემათრია" მაღაზიაში,არაფრის ყიდვა არ მინდოდა მაგრამ სანდრო ხო მაინც სანდრო იყო!ასე მითხრა გინდა თუ არ გინდა მე ეს კაბა მომწონს და უნდა გიყიდო-ო.მეც სხვა რა გზა მქონდა?ხომ ვიცოდი რომ მაინც იყიდდა და დავთანხმდი.მაღაზიიდან გახარებული გამოვიდა.
ის კაბა მხოლოდ ერთხელ მეცვა,ისიც მაშინ როდესაც სანდროს დავშორდი.მიკვირს უნივერსიტეტში რომ ვერ შეამჩნია მისი ნაჩუქარი კაბა,გამიხარდა კიდევაც,რადგან მერე მეტყოდა რომ მისი ნაჩუქარი იყო და თურმე ამდენი ხანი ვინახავდი მის საჩუქარს,კარგადაც გამომაჯავრებდა!
***
დიდად არ მინდოდა დღეს ამ კაბის ჩაცმა,სიმართლე გითხრათ გეგმაში შარვალი ან ქვედა ბოლო მქონდა,მაგრამ ლუკას რახან მოეწონა და მთხოვა რომ ეს ჩამეცვა აღარ ვაწყენინე.წითელი მუხლამდე კაბა იყო(სანდრს წითელი ფერი უყვარდა სიგიჟემდე),არც ისე ღრმა დეკოლტეთი.ეს კაბა და წითელი "ქუსლებზე"ფეხსაცმელი მოვირგე,ჩემი წითელი ჩანთა ავიღე და ლუკას მანქანაში სასიამოვნოდ მოვკალათდი,რათქმაუნდა წინა ადგილი დავიკავე,მანქანაში უკან ჯდომას არ ვარ მიჩვეული და ამიტომაც დავჯექი წინ.
ლუკამ მძღოლის ადგილი დაიკავა და გავეშურეთ უნივერსიეტისკენ.
მანქანა დაიძრა თუ არა სარკეში ვიღაც დავლანდე და ყვირილი დავიწყე
_ლუკა,ლუკა გააჩერე მანქანა,უკან მოჩვენება ზის,ლუკა მიშველე!
_გაჩერდი გოგო რა მოჩვენება,სანდროა,რა გჭირს(ხარხარებდნენ ორივე ერთად)
_ფუ იდიოტებო,უნდა დამცინოთ ხო?ან შენ რა გინდა აქ?
_უპსს,ლუკა ჩემი ძმაკაცია ელენკო და შენ არ შეგეკითხები.
_უპსს ელენიკო არა!!მერამდენედ გითხარი რომ მე ელენე მქვია!და საერთოდ მოკეტე და მისვლამდე ხმას თუ არ ამოიღებ დიდად დამავალებ ბატონო სანდრო!
მართლაც რომ მისვლამდე ხმა არც ერთს ამოგვიღია.მივედით თუ არა მანქნის კარები გავგლიჯე და უნივერსიტეტისკენ სწარაფად წავედი,არ მინდოდა რომ სანდროსთან მომსვლოდა ლაპარაკი და საშინელი რაღაცეები ,მეთქვა ან თუნდაც მას ეთქვა,მერე ორივეს გული გვეტკინებოდა და სინდისი შეგვაწუხებდა.
წინ მივიწევდი და უკან არც კი ვიყურებოდი მაგრამ რატომღაც უსიამოვნო შეგრძნება მქონდა და ვგრძნობდი რომ უკან ვიღაც მომყვებოდა,მართალია ნაბიჯების ხმა არ მესმოდა მაგრამ იმ ვიღაცის მზერას ვგრძნობდი ზურგზე,ბოლოს ვეღარ მოვითმინე და გავჩერდი,უკან გავიხედე და სანდრო დავლანდე.
იდიოტი!გული გამისკდა მეგონა ვინმე ბოროტმოქმედი მომზდევდა!რას ვიფიქრებდი რომ სანდრო იქნებოდა?!
_შენ ნორმალური ხარ?გული გამიხეთქე!მეგონა ვინმე ბოროტმოქმედი მომზდევდა და ჩემს გაუპატიურებად აპირებდა!(გამეცინა,სანდროც ახარხარდა)
_მაპატიე თუ ასეთი რამ გეგონა!მე ჩემი ნაჩუქარი კაბის ყურებით ვტკბებოდი პატარავ(ეს თქვა და გავწითლდი,შემრცხვა ჩემი თავის,ღმერთო! გაახსენდა რომ მისი ნაჩუქარი იყო!იმ მანიაკს რა დაავიწყებდა,მას ხომ ასეთი რაღაცეები არასდროს ავიწყდება!)
_ხო,ლუკამ მითხრა ჩაიცვიო თორემ ნაღდად არ ვაპირებდი!(თავი ლუკა-თი გავიმართლე,მაგრამ არ გამომივიდა)
_გუშინაც ლუკამ გითხრა ჩაიცვიო?როდიდან გირჩევს ლუკა კაბებს?თუ ეს უბრალო მიზეზია ელე?(ღმერთო ეხლა მართლაც დავიბენი,არ ვიცოდი სად გავქცეულიყავი,თურმე გუშინაც შეუმჩნევია ჩემი კაბა,მაგრამ ჩემი დანახვით ისე იყო დაბნეული ვერც კი მიხვდა როგორ ეთქვა მის ნაჩუქარ კაბაზე)
_კი გუშინაც(დიდ ხნიანი ფიქრის შემდეგ პირველი რაც ენის წვერზე მომადგა ეს იყო,აბათ ძაან სულელური რამ წამოვაყრანტალე მაგრამ იმ მომენტში სხვა გზა არ მქონდა,მართლაც რომ უყვარს სანდროს ჩემი ნერვების მოშლა რასაც არ ვაპატიებ ამ ხეპრეს!)
_ოჰჰ ელე როდემდე,როდემდე უნდა იყო ასეთი ჯიუტი თხა?რატომ არ გიყვარს სიმართლის აღიარება?ვიცი,ვიცი რომ გიყვარს ჩემი ნაჩუქარი საჩუქრები და მათზე ჯავრს არასდროს იყრი!ვიცი შენი დამოკიდებულება ასეთი რაღაცეების მიმართ!"სულ ფიქრობდი რომ თუ წყვილი ერთმანეთს დაშორდა ეს იმას არ ნიშნავს რომ საჩუქრები უნდა ყარო,ისინი მოგონებები არიან,ეს კაბები კი შენი მოგონებებია,ვიცი როგორ მოგწონს ისინი,და ისიც ვიცი რომ ცხვორების ბოლომდე შეინახავ!!",ამიტომ მიყვარდი ელენიკო ზუსტად ამიტომ იყავი ჩემთვის ყველაფერი,მეგონა რომ შენც იგივეს განიცდიდი ჩემს მიმართ რასაც მე!მაგრამ შენ შენი იდიოტური ფიქრების გამო ხელი მკარი!და დაბრუნებასაც არ აპირებ!იცი?ძალიან დამღალა ერთ წლიანმა ლოდინმა,მინდოდა დამევიწყებინე და ჩემი გონებიდან ამომეგდე და გამომივიდა!არც გულში მყავხარ! დაგივიწყე ელე დაგივიწყე!ამიტომ ოცნების კოშკებს ნუ ააგებ რომ მერე იქედან ჩამგდებამ გატკინოს!გატკინოს შენი ისედაც პატარა და დაფლეთილი გული! ან თუ გაქვს საერთოდ ეგეც საკითხავია(ეს თქვა სანდრომ და გამშორდა,ღმერთო თქვენ რომ მოგესმინათ ყოველ სიტყვას,თუ წინადადებას ისეთი ემოციებით გადმოსცემდა,დავრწმუნდი ამ მომენტში დავრწმუნდი რომ მე მისთვის ყველაფერი ვიყავი!ალბათ ეხლაც აქვს გრძნობები და მალავს-მეუბნებოდა ჩემი მეორე მე"_არა ცდები მას ჩემს მიმართ არანაირი გრძნობები აღარ გააჩნია,მას მე გული მოვუკალი!დავშორდი და დავტოვე ასე განადგურებული,მეც გავიადგურე ჩემი თავი რასაც ეხლა ვნანობ მაგრამ ალბათ უკვე გვიანაა"
მეორედ აღარ ვაპირებ იგივე შეცდომა დავუშვა,მაგრამ აწი რაღა აზრი აქ დავუშვებ თუ არა?მე ხომ ჩემი ცხოვრება გავინადგურე!ჩემიც და მისიც გავანადურე!ასე უბრალოდ ვატკინე ადამიანს გული რომელსაც ერთ დროს ვაღმერთები,როგო ყველაფერი ახსოვს ჩემს შესახებ,ყველა დეტალი თუ წვრილმანი!ის ხომ ჩემი საოცრება იყო! მაგრამ რატომ ვიყავი ასეთი სულელი?რატომ ვთქვი ბედნიერებაზე უარი?რატომ მივატოვე ადამიანი უმიზეზოდ?რატომ?რატომ?როცა მიყვარდა მაშინ?
რატომ?
რატომ?
რამდენი რატომ დამიგროვა გონებაში
მაგრამ პასუხს ვერც ერთს ვცემ და ვერ მეორეს
იმიტომ რომ არ აქვს ამ ჩემს კითხვებს პასუხები,იმიტომ რომ ჩემი სანდროსაგან წასვლა იყო უმიზეზო და არანაირი "იმიტომ რომ" არ არსებობდა,ვინმეს რომ ეკითხა ელენე სანდრო რატომ დატოვეო რა მეპასუხა?
მქონდა რამე პასუხი განა?არა არ მქონდა,ეხლა ვნანობ მაგრამ რადროის სინანულის გრძნობაა!
მას ცოლი მოჰყავს,დიახ ნატალია გრძელიძე!რომელიც ალბათ უყვარს,ან შეიძლება ამით ჩემს დავიწყებას ცდილობს?აი ახალმა კითხვამაც გამოიჩინა თავი მაგრამ პასუხი არც ამაზე მაქვს რომ გავცე!უკვე დარწმუნებული ვარ რომ ჩემს არც ერთ კითხვას პასუხს ვერასდროს მოვუძებნი!მე ხომ სულელი ბავშვი ვარ რომელმაც არც კი იცის სიყვარული რა გრძნობაა!და თუ რამდენის გაკეთება შეუძლია ადამიანს სიყვარულისთვის!
ვიდექი ასე გამოშტერებული და ადგილიდანაც კი არ ვინძრეოდი,იმ ადგილს ვუყურებდი სადაც რამდენიმე წუთის უკან დადიანი იდგა!
ვუყურებდი მაგრამ ის იქ აღარ იდგა!როგორ მინდოდა ეხლა დროის დაბრუნება და იმ დროში დაბრუნება როდესაც მე და სანდრო ერთად ვიყავით!
ოჰჰ!რამდენ რამეს შევცვლიდი,ყოველ დღეს,წამს,საათს თუ წუთს სანდროსთან გავატარებდი და არასდროს მოვშორდებოდი მას!მაგრამ ეს მხოლოდ ოცნება იყო,აუხდენელი ოცნება!
ფიქრებიდან გამოვერკვიე და "გამოშტერებული"შევედი აუდიტორიაში,სადაც სანდრო იჯდა,გვერდით კი ნატალია იყო მისკუპებული,ამ სურათმა კიდევ უფრო დამაბნია და კითხვები მომიმატა!სანდროს ჩემდამი გამოხედვამ ხომ საერთოდ!ნაღვლიანი და სევდით სავსე თვალებით შემომხედა!სახეზე იმედგაცრუებაც კი ამოვიკითხე რაც ჩემი გამოწვეული იქნებოდა.
ამდენი კითხვიდამ მხოლოდ ერთ კითხვაზე მაქვს პასუხი:"მიყვარს თუ არა მართლა სანდრო დადიანი?"-"კი მივხვდი რომ ის ჩემი ყველაფერია,სიგიჟემდე მიყვარს,მაგრამ ამას არასდროს ვეტყვი"
****

იმედია მოგეწონებათ,დიდი ხანი ვწერდი;დდ
ასე თუ ისე შევეცადე თავი გამეზარდა და იმედია გამომივიდა<3
ველი შეფასებებს,არ დაიიზაროთ<3
ლყყალლ<3




№1 სტუმარი სტუმარი სალი

მალე დადეშემდეგი გთხოვ ❤️

 


№2  offline წევრი lena lena

ძალიან კარგია <3
ველოდები შემდეგ თავს <3
ძალიან საყვარელი და თბილი ისტორია <3.
კარგი გოგო ხარ

 


№3  offline წევრი nathali lifhonava

lena lena
ძალიან კარგია <3
ველოდები შემდეგ თავს <3
ძალიან საყვარელი და თბილი ისტორია <3.
კარგი გოგო ხარ

❤მადლოობ❤ხვალ ან ზეგ დავდებ შემდეგთავს❤

სტუმარი სალი
მალე დადეშემდეგი გთხოვ ❤️

❤ვეცდები ხვალ ან ზეგ დავდო❤დიდი მადლობა რომ კითხულობ❤
--------------------
"როცა ვინმე შეურაცხყოფას მოგაყენებს, ნუ ეტყვი მას: „დაე ღმერთმა გადაგიხადოს“, იმიტომ რომ ეს თავაზიანი წყევლაა".

 


№4  offline წევრი nathali lifhonava

Mziako mziako...
ძალიან კარგია და საინტერესო.
თავიდან გამიჭირდა დაწყება ვფიქრობდი დამეწყო თუ არა რადგან შენს საიტზე ორი ისტორიის კითხვა დავიწყე ორივე მეგარი იყო მაგრამ არცერთი დაგისრულებია..."ერთი ნახვით შეყვარება" და "როგორ ვიპოვე ბედნიერება" იმედია არ შეწყვეტ და იმათაც დაასრულებ და ამ ისტორიასაც რომელიც უკვე ძალიან მომწონს..... <3
ვიცი ჩემი საქმე არაა მაგრამ იქნებ ჯერ ერთი ისტორია დაასრულო და შემდეგ დაიწყო ახლის წერა? არ ჩამქოლო უბრალოდ ასე უფრო კარგი იქნება და მკითხველებიც გეყოლება რადგან სხვადასხვა ისტორიების დადებით ეგონებათ რომ შეწყვიტე ამის წერა და სხვასთან წავლენ რომლებიც მიყოლებით დებენ თავებს....ეს უბრალიდ ჩემი აზრია იმედია არ გეწყინა

შენი კომენტარი გამეხარდა
სურვილიმომეცა ყველა ავტვირთო სრულად<3
აუუცილებლად დავდებ ერთი ნახვით შეყვარებას სრულად მზიაკო
<3
უბრალოდ მეგონა არავის მოსწონდა kissing_closed_eyes blush
--------------------
"როცა ვინმე შეურაცხყოფას მოგაყენებს, ნუ ეტყვი მას: „დაე ღმერთმა გადაგიხადოს“, იმიტომ რომ ეს თავაზიანი წყევლაა".

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent