შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცქნაფა თავი 4


7-06-2018, 17:54
ავტორი moodchanger
ნანახია 1 550

წავიდნენ თუ არა ბიჭები , ოთახიდან არც გამოვსულვარ , არც პიჟამოები ჩამიცვამს, არაფერი გამიკეთებია გარდა იმისა , რომ მშვიდადად ჩამეძინა, მიუხდედავად იმისა , რომ ჯერ ძალიან ადრე იყო დაძინებისთვის , თავს უფლება მივეცი ჩემი ფიქრების და ოცნებებისთვის ფრთები შემესხა ,მაგრამ არა აქ ამ ჩემთვის ზემოთ ხსენებულ ‘’ინსულინიან ჯოჯოხეთში’’ არამედ სხვაგან , სხვა განზომილებაში
დილა სტანდარტული პროცედურებით ,
აა დიახ პროცედურებს რას ვეძახი იმას აგიხსნით :
დილით 9 სთ : მოხარშული წიწიბურა და + ანალიზი + ნემსი
13:30 წუთი : ნებისმიერი საკვები , განსაზღვრული პურის ერთეულით + ანალიზი + ნემსი
18: 30 წუთი ისევ ნებისმიერი საკვები , განსაზღვრული პურის ერთეულით + ანალიზი + ნემსი
23:00 ანალიზი + ნემსი
აჰაა ჩემი ‘’პროცედურები ‘’ რომლებიც უკვე ყელში მაქვს გაჩრილი .
მოკლედ , დილის საუზმე მივირთვი და გავემზადე სამსახურიში წასასვლელად, სტანდარტული კედებით
ამჯერად არჩევანი ყვითელზე შევარჩიე, მოკლე ჯინსის შორტი , თეთრი მაისური და ჯინსის გრძელი , თხელი , ქურთული მოვისხი, თმები სადად გავიშალე და გავუდექი ფეხით გზას , მუსიკა რათქმაუნდა IMAGINE DRAGONS – RISE UP
სამსახურთან მისვლამდე შევამჩნიე ნაყინი , რომლის დანახვაზეც სურვილს ვერ ვუძლებ ვერადროს .
ანუ , რადგან დიაბეტი მაქვს არ იფიქროთ, რომ ვერანაირ ტკბილს ვერ ვჭამ , რათქმაუნდა ვჭამ , მაგრამ შაქარიც უნდა გვიკონტროლო , 1 სათი ხდებოდა ვიფიქრე , რომ ცოტა ადრე გამეკეთებია ნემსი და ნაყინსაც შევჭამდი , მაგრამ სად სად ჯანდაბაში უნდა გავიკეთო ეს დაწყევლილი ნემსი .
იქვე კუთხეში მდგარ მაღალსართულიანი ბინის სადარბაზოში შევედი , მოვამზადე ნემსი , 8 ერთეულზე გავაშეშე ნიშნული (ძირითად შემთხვევაში ბარძაყზე ვახდენ ჩხვლეტას ,რადგან ფართობი წვრილ ბეჭთან შედარებით საკმაოდ დიდია ) მაგრამ ამ შემთხვევში ბეჭი ვარჩიე , მოსაცმელი გადავიწიე და და ერთი უბრალო ‘’ წკაპი ’’
- შვილო , რატომ ინაადგურებთ ცხოვრებას , შენ შობლებს დავაყარე მიწა ისიც კი არ იციან მისი შვილი რას აკეთებს, აქედან მოუსვი ახლავე და თვალით აღარ დაგინახო სადაც გინდა იქ იჩხირავე მაგრამ აქ არა , არ მაქვს სურვილი ჩემმა შვილიშვილებმა გიყურონ - დაბალი ,საკმაოდ მსუქანი ქალბატონი , რომელიც დაახლოებით ბებიის ხნის იქნებოდა , მაგრამ რომ იტყვიან კარგად შენახულიო , თხელი სარაფანით , კარგად გამოკვეთილი მკერდით , რომელიც მის ნებაზე გაეშვა და ლამის მუცლამდე სწვდებოდა,თვალებზე შავი ფანქრის ლაქა იმდენად მკვეთრი იყო რომ დაგენახათ მხოლოდ ეგ გაგაღიზიანებდათ , ფრჩხილები - ვაი .თმები - ვუი , ერთი სიტყვით ბევრი , რომ არ ვისაუბრო ამ ქალბატონზე , მოკლედ გეტყვით , რეალურად მისმა ქმედებამ კიარ გამაღიზიანა, არა მისმა გარეგნობამ, ხმამ , მიმიკებმა და მოუწესრიგებელ ფრჩილებში ‘’გარჭობილმა’’ სიგარეტმა.
ვეცადე განწყობა არ გამეფუჭებია, უპასუხოდ დავტოვე ქალი , რომლის ქოთქოთიც ქუჩის ბოლომდე მესმოდა ,როგორ უყვებოდა მეზობელ ქალბატონებს ,გოგონაზე რომელიც მისი მწირი გონებით იმ წუთასვე მიხვდა , როგორ იჩხერდა წამალს ვენაში , და არა ბეჭზე , თურმე ვენაში ვიჩხერდი ინსულინს , ჩვენი ,ქართველების სენიც ხომ ეგარი რომ ჭიანჭელის სპილოდ ფორმირება .
გზა განვაგრძე .
ნაყინიც მივირთვი , რომელიც უგემრიელესი იყო ,და სამსახურში დაგვიანებით , მაგრამ მივედი .
უკვე ორი ხდებოდა ნინოს ისევ არ დაურეკავს , გამაოცა ამ ფაქტმა ,როგორ ძლებს ,რომ არ მირეკავს? მაგრამ სამსახურში დაგვაინებულს იმდენი საქმე დამხვდა სხვა რამეზე ფიქრის თავი არ მქონდა .
სახლში წამოსვლას ვაპირებდი ,რომ ნინოზე ჯავრი ამეკვიატა, ვდილობდი დამერეკა , მაგრამ გათიშული ჰქონდა ტელეფონი , შემდეგ გიოსთნ ვცადე დარეკვა არც მან არ აიღო , უკვე საკმაოდ ვნერვიულობდი, იმდენადაც , რომ სახლში წასვლა არა ფეხით არამდე ზემოთ ხსნეებული ეშმაკის მანქანით გადავწყვიტე .
კარი არავინ გამიღო ,რაც იშვიათი შემთხვევა იყო .
დარეკვას უშედეგოდ ვცდილობდი , ბოლოს გადავწყვიტე სანდროსთვის დამერეკა
მალევე მიპასუხა :
-სანიი ემა ვარ , ჩემებს ვერ ვურეკავ და ძაან ვნერვიულობ ,ხომ არ იცი სად არიან ?
- სანი არ არის ცქნაფ ! აქ წარმოიდგინეთ ექო .
მობილური ინსტიქტურად გავთიშე მე თვითინ არ ვიცი რატომ .
აზრზე ისევ ტელეფონის ზარმა მომიყვანა , იმდენად მეჯავრეოდნენ ჩემები ვუპასუხე სხვა გზა აღარ მქონდა ,მაგრამ დაველოდე როდის დაიწყებდა საუბარს
-ემი ხო კარგად ხარ ?
- სად არიან ჩემები ? ან სადნროს ტელეფონი რატომ გაქვს , თვითონ სად არის ? -იმდენი კითხვა მივაყარე ერთბაშად რთული იყო ყველაზე პასუხის გაცემა ,
- მოიცა ,მოიცა ცქნაფ რა დღეში გაქვს ნერვები ეხლა შენთან მოვდივარ და ყველაფერს მოგიყვები , ხომ სახლში ხარ?
- რახდება ხომ მშვიდობა ? -მართლა ძალიან შემეშეინდა იმ მომენტში
- კი ჩემო გოგო მშვიდობა , რა წამოგიღო რას შეჭამ ? - აქაც ექომ გამიყრუა ყურები და გული ამომიგდო , არ მივაქციე სიტყვას ‘’ჩემო’’ ყურადღება
-არაფერს ! უბრალოდ მინდოდა მეთქვა , რომ თუკი არ შეწყვეტდა ამ მზრუნველობით საუბარს , ვეტყოდი რომ მას შევჭამდი იმდენად საყვარელი იყო მომენტში
- კაი მაშინ რაღაც გეგმა მაქვს და მე ვიცი რასაც წამოვიღებ .
საუბარიც შეწყდა , ტელეფონს დავხედე და დავინახე , რომ ელემენტი მომკვდარა , აზრადაც არ მომივიდა რომ დასატენად შემეერთებია, აბაზანაში შევედი წყლის გადასავლებად და ფიქრებში გადავეშვი .
თითქოს მიხაროდა რომ ვნახავდი , თითქოს კი არა ძალიან მიხაროდა, განსაკუთრებულად მინდოდა დავხვედროდი , პირველად ამდენი ხნის მანძილზე გამიჩნდა სურვილი , რომ გავპრანჭულიყავი , წარმოგიდგენიათ ? აზრზე არ ვარ სად არიან და როგორ არიან ჩემები და მე კიდე რა იდიოტობაზე ვფიქრობ ? ჩემს თავზე თავადვე გამეღიმა , აზრზე ზარის გაუთავებელმა რეკვამ მომიყვანა , ხალათი მოვიხურე , სველი თმა პირსახოცით შევიხვიე და კარისკენ გავეშურე , ერეკლეს ჯერ ისედაც არ ველოდებოდი ამიტომ კარი თამამად გავაღე და ღიმილიანი მივეგებე კართან მდგომს
- სად ჯანდაბაში გაქვს ტელეფონი , ან ამ დედამო.. კარებს რატო არ მიღებ ?
ვხედავ ადამინს , რომელსაც თვალებში სისხლიანი მცირე კაპილარები ეტყობოდა, მაგრამ მის შავ თვალებს ესეც კი ხიბლს აძლევდა, წითელ ტუჩებს ვარდისფერი ფერი მისცემოდა , და ვამჩნევ ძარღვებს , რომლებიც( ჩემთვის საკმაოდ მნიშვენოლოვანი თემა) იმააზე მეტად ეტყობოდა ვიდრე პირვალად დანახვისას შევამჩნიე .
- ბატონო ? რა უფლებით მიყვირი ?
- რა უფლებებზე მელაპარაკები გოგო , მელაპრაკები და უცებ ტელეფონს ისე მითიშავ სიტყვას არ ამბობ, გირეკავ , გირეკავ , და გათიშული გაქვს , კარზე ვრეკავ და კარს არ მიღებ და აბა კარგი რა ვიფიქრო ეს დედა აფეთქებული ?
- ზედმეტად ბერვს ხომარ ნერვიულობ ჩემზე ? მკლავზე ხელი მოვკიდე და სახლში ‘’შემოვათრიე’’ იქნებ ამიხსნა სად არიან ჩემები ? თან კმაყოფილმა გავუღიმე
- ღმერთო ასე უნდა მიშალოს ამ ადამიანმა მთელი ცხოვრება ნერვები ? -მაღლა ისე დამაჯერებლად აიხედა და ხელები აღმარტა , თითქოს მართლა ესაუბრებბა ვინმესო , მერე მე მომიბრუნდა - ეს ხალათი რომელ საუკუნეში იყიდე? მეუბნება ხალათზე , რომელიც იმდენად ფუმფულა და ვარდისფერია , რომ ნახოთ ჩვეულებრივად შეგიყვარდებათ
- მორჩი მაიმუნობას და მითხარი მართლა სად არიან ჩემები ? და ჩემი ხალათის შეურაწყოფას შეეშვი შენთვისვე აჯობებს
- მოკლედ, გიორგიმ და სანდრომ დედაშენი წაიყვანეს ქუთაისში ბებიაშენი ყოფილა შეუძლოდ , გამომდინარე იქიდან რომ მეც მათთან ერთად ვიყავი აღარ დაგირეკეს , აღარ შეგაწუხეს სამსახურში და მე დამიბარეს : ეკე ძმურად ემილის მიაქციე ყურადღება რა შენ გაბარებ , მარტო ყოფნა არ უუყვარს სახლში და შენ დარჩი , აღარ ვეტყვით ქუთაისში წასვლაზე თორე ეგეც აიჩემებს და მეშინია კიდე ცუდად არ გახდეს ‘’ - თეატრალურად გაიმეორა ჩემი ძმის სიტყვები და იქვე მდგარ მაგიდას მიეყრდნო ,
- სხვათაშორის სკამი გვაქვს სახლში ეს ერთი , მერე მეორე მარტო დარჩენა მირჩევნია შენნაირ კლოუნთან დარჩენას , და ბოლოს შენ არ გეხება , მაგრამ მაინც გეტყვი ჩემი ძმა და ნინო ვერ გადამიჩებიან
- ყავა მომიდუღე რა
- მეღადავები კიდეც?
- არა ძაან ჩვეულებრივად ყავა მინდა და მინდა რომ შენ მომიდუღო ცქნაფ
- ვერ ეღირსები , სამზარეულოშ შედი და აიდუღე , ჩემ ოთახში შევედი თმა გავიშვრე , ლაქი წავისვი , საკმაოდ დიდი ხანი გავიდა უკვე 6 საათი სრულდება ,ჩემი ჭამის დროც მოდიოდა , იძლებული ვიყავი ოთახიდან გამოვსულიყავი და იმ არანორმალურთან ერთად ვყოფილიყავი , რომელიც მთელი ამ დროის განმავლობაში ოთახში არ შემოსულა , უბრალოდ მისი სიცილის ხმა მესმოდა , ალბათ ფილმს უყურებდა .

ოთახიდან როგორც კი გავედი დავინახე იატაკზე მოფენილი ფოტოები , ჩემი ბავშობის ფოტოები
და ვაჟბატონი , რომელზეც ორი წუთის წინ გესაუბრებოდით მუცელზე ხელს იჭერდა ,
- ეს სად ნახე ?
- მთავარია რომ ვნახე , რა მსუქანი ყოფილხარ ტოო ? სასაცილოდ ატრიალებდა ფოტოებს , ვააახ ჩემი ძაან ვიხალისე,
- ღმერთო რა საყვარელი ხარ - სანდრო რა როჟაა, სახე კი არა როჟაა - ჩვეულებრივად ‘’ იპხრიწება ‘’
სანდროს ფოტოს დანახვაზე მეც გამეცინა , მივუახლოვდი და დავიწყე დათვალიერება , მართლა ძაალიან გამამხიარულა ძველმა ფოტოებმა , გულიანად ვიცინეთ , უცებ დაგვავიწყდა , რომ ერთმანეთისთვის ორი უცხო ადამინი ვიყავით , სიცილი შეწყვიტა , ჩემკენ გადმოიხარა და აი აქ დამერხა , როგორც იტყვიან ხოლმე აღმოვჩნდი სრულ აგონიაში , აქ ჩამოკრა უბედურების ზარმა , დიახ დიახ სწორედ აქ ამ წუთებში ჩემი შაქრის დონე შესაძლოა ნულთან ყოფილიყო გათანაბრებული , მაგრამ არ დამაინტერესა ამ ფაქტმა სრულებით არ დამაინტერესა .
ვგრძნობდი ,როგორ მძაფრდებოდა მისი სუნი , როგორ უმოწყალოდ აწრიალდენენ მუცელში პეპლებიი , ( ღმერთო მას ხომ შრამი აქვს , რამხელა შრამი აქვს სახეზე ) კაი შრამზე მოგვიანებით ახლა ამის დრო არარი
მისი ნატიფი გრძელი თითები ჩემ სახეზე სიმეტრიულად განლაგდა და გაისმა ხმა, რომელიც არ იყო უხეში , პირიქით მთელი გრძნობდა შეგეძლო ამოგეკითხა მხოლოდ ამ ხმიდან .
თვალს უტეხად არ ვაშორებდი , თითქოს მინდოდა ბერვი რამ მიმეღო მისგან , მომიახლოვდა , თვალები დავხუჭე და მეც ვეცადე უფრო ახლოს მივსულიყავი , მეტად შემეგრძნო და ვიგრძენი რომ ვერცერთ სხეულის კიდურს ვერ ვგრძნობდი .
-რას შვრები ? -უაზროდ ვიკითხე
- რავი შენ ? -( ხომ ვთქვი კლოუნიათქო , რა კადრი გააფუჭა ) -შენი ჭამის და ნემსის დროა ცქნაფ - ლოყაზე მაკოცა ,თვალი ჩამიკრა და ხელი გამომიწი ასადგომად
გავშეშდი , რა მექნა აღარ ვიცოდი , როგორ ახერხებდა ამხელა ზეგავლენიის მოხდენას ჩემზე ეს ბიჭი , ნუთუ მომწონს ? რა უაზრობას ვკითხულობ , რათქმაუნდა მომწონს
- იცი უკვე რამდენი საათია გიცნობ ? - უადგილო კითხვა იყო , მაგრამ ვუპასუხე
- არვიცი , (მართლა არ დამითვლია )
- მე ვიცი , და იცი კიდე რა ვიცი ? მთელი ამ 42 საათის განმავლობაში შენ გარდა ვერაფერზე ვფიქრობ .

ჩემო საყვარლებო , ვიცი პატარა თავია მაგრამ გპირდებით მომდევნო თავი უფრე მეტის მომცემი იქნება <3 გკოცნით და მადლობა რომ კითულობთ .



№1  offline წევრი lena lena

შემიყვარდა ეს ისტორია <3

 


№2 სტუმარი სტუმარი ლოლა

აუუ რა საყვარელი ხარ <3 ძაან მომწონს ეს გოგო , და ამ ბიჭზე ხო საერთოდ ვაფრენ , მალე დადე გთხოვ უკვე ვეღაარ ვითმენ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent