ადგილი ფანჯარასთან (2)
- ეს დღეები სულ დაკავებული იქნები? - ალბათ. ვუპასუხე და თან გამახსენდა რომ მარტოს უნდა მებოდიალა, წამიერად ვიფიქრე ხომ არ ვუთხრა შეიძლება მოვიცალო კიდეც თქო მაგრამ მაშინვე გადავიფიქრე. გიორგიმ ბიზნეს ქარდი მომაწოდა. - თუ მოიცლი, გამიხარდება შენი ნახვა, სითის დაგათვალიერებინებ, ისეთს როგორსაც მარტო მე ვიცნობ და მერე შენც სხვანაირად შეიყვარებ ამ ქალაქს. მინდოდა რამე გესლიანი მეთქვა, არ ვიცი რატომ იწვევდა ჩემში ეს ბიჭი ამდენ გაღიზიანებას, ალბათ იმიტომ რომ ჩემი მარტო ყოფნის გეგმის ჩაშლის საშიშროებას მიგრძნობდა გული. გული - რომელიც იმდენჯერ მეტკინა, რამე იყო მისგან დარჩენილი თუ არა ისიც არ ვიცოდი. ერთი სული მქონდა როდის დასრულდებოდა ჩვენი ერთობლივი მგზავრობა და როდის დავრჩებოდი საკუთარ ფიქრებთან მარტო. სავიზიტო ბარათს დავხედე რომელზეც მხოლოდ მისი სახელი: George და ტელეფონის ნომერი ეწერა, არც გვარი, არც კომპანიის სახელი, არც პოზიცია მითითებული არ იყო. - თუ მექნება დრო აუცილებლად! ვუპასუხე და დავფიქრდი. ნეტა მართლა ფიქრობს რომ დავურეკავ? ან ეს რანაირი ბიზნეს ქარდია, მხოლოდ მის სახელს და ტელეფონის ნომერს რომ იუწყება? იქნებ პროფესიონალი გულთამპყრობელია ეს ჩემი ჩვეულებრივზე ჩვეულებრივი გიორგი და გოგოებისთვის იქმნის იდუმალებით მოცულ იმიჯს? - აუცილებლად შევხვდებით. მითხრა დარწმუნებით გიორგიმ და თვითმფრინავის დაჯდომამდე ამით დასრულდა ჩვენი დიალოგი. ხელბარგის ჩამოღებაში მომეხმარა, ლოყაზე მაკოცა - შეხვედრამდე ანა! მითხრა და სანამ გონს მოვეგე გაუჩინარდა. ესეც ასე, როგორც იქნა მოვიშორე - ვფიქრობდი ჩემთვის და ჩემს უზარმაზარ იასამნისფერ ჩემოდანს ველოდებოდი. ვერ ვისწავლე მხოლოდ საჭირო ნივთების ჩალაგება, სულ რომ 2 დღით მივდიოდე სადმე მაინც მთელი გარდერობი მიმაქვს, მაშოც მე დამემსგავსა. სანამ ბარგს ველოდებოდი ჩემი საერთაშორისო ბარათი ჩავდე ტელეფონში და მაშოსთან დავრეკე, უკვე მენატრებოდა. მერე ეკას და გოგისაც ველაპარაკე, ამასობაში ჩემი ჩემოდანიც გამოჩნდა, ისეთი მძიმე იყო ძლივს გადმოვათრიე და გასასვლელისკენ გავემართე, პარალელურად აპლიკაციით ტაქსის გამოძახებას ვცდილობდი როდესაც კარებთან დაახლოებით 45 წლამდე კაცმა გამაჩერა, ხელში ფურცელი ეჭირა რომელზეც ჩემი სახელი, გვარი და იმ სასტუმროს სახელწოდება იყო სადაც ყოველთვის ვჩერდებოდი როდესაც სითიში ჩავდიოდი - City Star Hotel. დაბნეულმა შევხედე. - გამარჯობა, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სითიში, მე მაიკლი ვარ, მოხარული ვიქნები სასტუმროში მიგიყვანოთ. - უკაცრავად, სასტუმროსთვის ტრანსფერი არ შემიკვეთავს - ისევ დაბნეული მზერით მივუგე მე. - City Star Hotel ყოველთვის ცდილობს სტუმრებს მაქსიმალური კომფორტი შეუქმნას, მითხრა მაიკლმა და დაამატა - თუ წინააღმდეგი არ იქნებით მოგეხმარებით ჩემოდნის წამოღებაში. - გმადლობთ - თავაზიანად გავუღიმე მე. სიმართლე გითხრათ ისეთი დაღლილი ვიყავი და ისე მეჩქარებოდა სასტუმროში მისვლა რომ ცოტა დამესვენა, ბევრი არ მიფიქრია. არ მიფიქრია იმაზეც თუ როგორ მიცნო სასტუმროს მძღოლმა თვითონ როდესაც მხოლოდ ჩემი სახელი და გვარი იცოდა, არც იმაზე რატომ დამხვდა სასტუმრო ასეთი ძვირადღირებული მანქანით, არც იმაზე მძღოლი რომ არასტანდარტულად გამოიყურებოდა. სანამ ამაზე დავფიქრდი უკვე იმდენი რამ მოხდა ... თუმცა ამაზე მოგვიანებით. მაიკლმა მანქანა სასტუმროსთან გააჩერა, გადმოვიდა ჩემოდანი გადმოიღო, მანქანის კარი გამიღო, გადმოსვლისას ხელი შემაშველა. სასტუმროში რომ შევედით სასტუმროს მენეჯერი სოფია დამხვდა, იმდენი ხანია მათი სტუმარი ვარ, უკვე ვმეგობრობთ კიდეც. მივაჩვიე ქართულ შეხვედრას და დამინახა თუ არა გადასაკოცნად წამოვიდა. ერთადერთი რაც მეუცნაურა მისი დაბნეული მზერა იყო როდესაც მაიკლი დაინახა, თუმცა მალევე გამოფხიზლდა და ჩემთან საუბარი გააგრძელა. - როგორ გამიხარდა თქვენი ნახვა ანა! მომაყარა სწრაფად - კარგი რა სოფი, ამდენი ხანია ერთმანეთს ვიცნობთ, თითქმის ტოლები ვარ და ბოლოს და ბოლოს ვმეგობრობთ! როდემდე შეიძლება ეს თქვენობით საუბარი? ვითომ გავბრაზდი მე და ამასობაში გიორგი გამახსენდა, შენობით მომართვის გამო, კინაღამ უპარაშუტოდ რომ ვისროლე თვითმფრინავიდან. - შევთანხმდით, ეს ბოლო იყო! მითხრა სოფიმ კისკისით. ნომერი მზად არის, ჩემოდანი უკვე ნომერშია. რამე ხომ არ გჭირდება? - არა, არა, ყველაფერი კარგადაა. რომელზე ამთავრებ მუშაობას? სადმე ხომ არ წავსულიყავით საღამოს? - რა კარგია! მე ვაპირებდი შემოთავაზებას მაგრამ ვიფიქრე იქნებ დასვენება გინდოდა. 9 ზე მზად ვიქნები და ლობიში შევხვდეთ! გვიანი ხომ არ იქნება შენთვის? სოფიმაც კი იცის რომ ადრე მეძინება ხოლმე. - დამცინი ხო ადრე დაძინების გამო? სიცილით ვუთხარ მე. Frozen-ში წასვლაზე რა აზრის ხარ? - გადასარევი! შევთანხმდით! მითხრა სოფიამ და დროებით დავემშვიდობეთ ერთმანეთს. ნომერი 23 სართულზე მქონდა. შესვლისთანავე ფანჯარასთან მივქანდი, ნაცნობ და საყვარელ ხედს მოვავლე თვალი. ბარგი ამოვალაგე და აბაზანაში შევედი, თბილ წყალში ნებივრობამ დროებით დამავიწყა ის თუ როგორ ვდარდობი გულის სიღრმეში სიმარტოვის გამო, როგორ ვღელავდი მაშოს, ჩემი, ეკას და გოგის მომავლის გამო, როგორ მეშინოდა უამრავი რაღაცის - გაურკვევლობის, იმედგაცრუების, ტყუილების... ხალათი შემოვიცვი, თმაზე პირსახოცი შემოვიხვიე და ოთახისკენ გავემართე. მე ანა ვარ. ანა რომელსაც არ უყვარს ყვავილები. უფრო სწორად - ანა რომელსაც უყვარს მხოლოდ იასამანი და პიონები. ანა რომლის საყვარელი ფერიც იასამნისფერია. მე ანა ვარ. ანა რომელიც გაოგნებული უყურებდა სასტუმროს ნომერში მის საწოლზე დადებული იასამნის და პიონების თაიგულს. ოხ სოფი! გავიფიქრე ჩემთვის. როგორი გოგოა რა, ყურადღებიანი. ან როგორ შეარჩია ეს თაიგული? ქვემოთ დავრეკე მადლობის სათქმელად მაგრამ მითხრეს რომ სოფი შეხვედრაზე იყო და ეს საქმე საღამოსთვის გადავდე. დრო მქონდა და ლეპტოპს მივუჯექი, მილიონი მეილი დამხვდა და საქმეების მოგვარებაში დრო ისე გავიდა საათს რომ დავხედე 8 საათი იყო. სწრაფად მოვემზადე, მეზარებოდა გამოპრანჭვა მაგრამ Frozen-ში, რომელიც ჩემი საყვარელი კლუბი იყო სითიში, სხვანაირად ვერ მივიდოდი. ჩანთაში საფულეს ვეძებდი როდესაც გიორგის სავიზიტო ბარათი მომხვდა ხელში, გამეცინა და მექნიკურად ისევ ჩანთაში ჩავაგდე. სოფი გამოპრანჭული მელოდებოდა ლობიში, ლამაზი გოგო იყო, დედა ესპანელი ყავდა, მამა შვედი, ჩემზე ბევრად მაღალი იყო და მაინც სულ მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი ეცვა. - ღმერთო ჩემო სოფი, რა ლამაზი ხარ და რა მაღალი! სულ არ უწევ მეგობრებს ანგარიშს სიცილით ვუთხარი. მეც მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი მეცვა მაგრამ სოფისთან შედარებით მინიატურულ არსებას ვგავდი. - კარგი რა ანა! შენ სიმაღლე სულ არ გჭრიდება, მაინც პირველივე ნახვით იპყრობ ყველას გულს! ამასობაში მის მანქანაში ჩავსხედით და გამახსენდა როგორ დამახვედრა მძღოლი და ყვავილები. - სოფი, სულ მანებივრებდით როცა ჩამოვდიოდი მაგრამ დღეს ძალიან შეწუხდით! ჯერ მძღოლი აეროპორტში, მერე კიდევ ყვავილები! ისე გამახარე! საიდან იცოდი რომ ეს ორი მიყვარს? - ყვავილები? დაიბნა სოფი. - ხოო, ნომერში დამხვდა აბაზანიდან რომ გამოვედი. სახეზე ჩაფიქრება, გაოგნება და გაურკვევლობა ერთად ეტყობოდა. - სოფი, შენ არ დამახვედრე? - ყვავილები? - არა ანა... - და მძღოლი? - არც მძღოლი, უფრო დაიბნა სოფიც და მეც. - აბა? ვეკითხები მე - არ ვიცი ანა. მიპასუხა მაგრამ საკმაოდ არა დამაჯერებლად. ამასობაში კლუბთან გავაჩერეთ მანქანა და გადმოვედით. საშინლად მშიოდა, მთელი დღე ისე გავიდა არაფერი მიჭამია, მაგრამ ჩემი და სოფის დიალოგმა ბევრი შეკითხვა გამიჩინა. სოფის საქმრო, რობერტი, ამ კლუბის გენერალური მენეჯერი იყო და ყოველთვის საუკეთესო მაგიდა გვხვდებოდა. დავსხედით, სასმელი შევუკვეთეთ და სანამ მოგვიტანდნენ სოფიმ დაარღვია სიჩუმე. - ანა, მძღოლს არ იცნობდი? - არა სოფი, მეგონა თქვენ დამახვედრეთ, ჩემი სახელი და გვარი იცოდა, სასტუმროც. რა ხდება მითხარი, იქნებ დავიდმა გამოაგზავნა? დავიდი მეორე მენეჯერი იყო. - ანა, ის კაცი არ არის ჩვენი თანამშრომელი, ამიტომ დავიდიც ვერ გამოაგზავნიდა. - არა??? აბა? როგორ? საბოლოდ ავიხლართე ფიქრებში. აბა ვინ იყო სოფი? - ის კაცი, ანა.. და სიტყვა გაუწყდა, თვალი მის მზერას გავაყოლე და დავინახე როგორ ესაუბრებოდა „მძღოლი“ მაიკლი სოფის საქმროს, რობერტს, რომელიც მაშინვე დაძაბული ღიმმილით გამოემართა ჩვენკენ, ხელი თბილად ჩამომართვა და მითხრა: - ანა, ცოტა ხნით მოვიტაცებ ჩემს ლამაზ გოგოს, თუ წინააღმდეგი არ იქნები. - არა, რობერტ რა თქმა უნდა ვუპასუხე ღიმილით და მაიკლის მიმართულებით გავიხედე, რომელიც სადღაც გამქრალიყო. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.