იცი, დღეს ჩახუტების დღეა.. ( სრულად)
I დილით ადრე გამეღვიძა, შვიდის ნახევარი იყო თვალები რომ ვჭყიტე . ზანტად ავდექი, ჩემს ,,მოგონებების ყუთს“ ხელი დავავლე და ფუმფულა სავარძელში პლედშემოხვეული მოვკალათდი. ,,ჩარაზული“ ყუთი გავაღე და თვალებგაბრწყინებულმა დავიწყე ნივთების ამოლაგება . რა აღარ მაქვს შენახული , პირველი კლასის რვეული , რომელშიც ,,ბატიფეხურად“ მაქვს გაყოლებული ასოები, ახლობლების და მათ შორის ჩემი გადარეული მეგობრების ნაჩუქარი ბარათები, 6 წლიდან 18 წლამდე თითოეული დაბადებისდღისა და ახალი წლის მოსალოცი ბარათები. ,,Selpak” - ზე დაწერილი ლექსები და კიდევ , ერთი შეხედვით ათასი სისულელე , თუმცა ჩემთვის ძალიან ძვირფასი ნივთები . ბოლოს , ოთხად გაკეცილი თაბახის ფურცელი ამოვიღე , რომელზეც ჩემი დაუსრულებელი ,,ვითომდა“ ბიოგრაფია მეწერა , გავშალე და კითხვა დავიწყე : ,, მე ნინია ვიბლიანი დავიბადე 1998 წლის 18 ოქტომბერს. 2001 წელს შევედი საბავშვო ბაღში. 2003 წელს - სკოლაში. ამჟამად ვარ 18 წლის, ხუჭუჭა ჯღალი თმითა და დიდი ცისფერი თვალებით , საშუალო სიმაღლის. ვარ XII კლასში. მყავს გადარეული საუკეთესო მეგობრები , ორნი , ტყუპი და-ძმა თამუნა და გიორგი მაისურაძეები ...“- დავამთავრე თუ არა კითხვა, ჩემი მობილური აწკრიალდა, ნომერს გაბადრული სახით დავხედე და ვუპასუხე: -ხო სანდრექს .. - ნინია , რას შვრები, როგორ ხარ? - რავი კარგად შენ ? რახდება შენსკენ ( ვითომ ძალიან შორს იყოს ) -კარგად , გოგო კაპიტანი ამერიკა დაიდო და უეჭველი ერთად უნდა ვუყუროთ! -აუ, ძალიან კარგი , გამოგივლი ამ დღეებში და ჩავუჯდეთ, სასუსნავები შენზეა . -აბა რა ! კაი გავიქეცი -კაი. ეს ჩემი ბიძაშვილი იყო სანდრო, ორივეს სიგიჟემდე გვიყვარს MARVEL-ს კომიქსები და ვუყურებთ ხოლმე ერთად. ავდექი , ჩემი საყვარელი წითელი ჯემპრი , მაღალწელიანი შარვალი ჩავიცვი , მოვწესრიგდი და ოჯახთან ერთად ვისაუზმე . ( დედა მე და მამა ვართ სახლში ამჟამად , ორი და მყავს , თუმცა უფროსები არაინ და სწავლობენ უკვე ) წიგნების ჩალაგება დავიწყე, ხელზე საათი გავიკეთე,სარკეში საკუთარი თავი შევათვალიერე და გარეთ გავიხედე, წვვიიმმდა .. არა რატომ მიკვირს, დღეს ხომ ოთხი ნოემბერია... - როგორ არ მიყვარს წვიმა, როდესაც სადმე უნდა წავიდე - ვთქვი ჩემთვის. ფეხზე ჩავიცვი, ჩანთას ხელი დავავლე და გარეთ გავედი. სკოლა ახლოა ხუთი ან შვიდი წუთი ვუნდები ჩასვლას. აი მივედი, შენობაში სწრაფად შევედი და მეორე სართულისკენ გავწიე. კარი რომ გავაღე და ტყუპები დავინახე , როგორც ყოველთვის რაღაცაზე კამათობდნენ . -დილამშვიდობის ! -დილამშვიდობის - მერხიდან ჩამოსკუპდა თამუნა და ჩამეხუტა , ჩემზე ოდნავ მაღალია, მწვანე თვალებითა და მუქი ქერა თმით , გიორგიც ზუსტად იგივიე ფაქტობრივად. - აუუუ მათემატიკა გვაააქქ - ცხრანაირად დაიჭყანა გიორგი . -ხოო-სიტყვაც არ მქონდა დამთავრებული, მათემატიკა შემოვიდა,დაიწყო საუკუნოვანი წამება . მიყოლებით ორი მათემატიკა, ისტორია, ქართული . მეთორმეტეს ერთი დადებითი მხარე აქვს - ცოტა გაკვეთილები . სკოლის შემდეგ გაჩერებაზე გავედით ( რაიონში რეპეტიტორებთან მიგვეჩქარება) -აუ ახლა რა წაგვიყვანს, ავტობუსი ჯერ არაა - კოპებ შეყრილმა თქვა გიორგიმ - ნუ წუწუნებ გაიქნიე ხელ-ფეხი და რამე გაგიჩერებს - ბოროტულად ჩაიხითხითა თამუნამ. -ხო, შენ ხარ ახლა ბიჭი და გაგვიჩერე რამე - მეც ავყევი . - მტერი ჩავარდა თქვენს ხელში... არრაა მტერიც მეცოდება თქვენთვის- თქვა მან და წინ გაიწია. ნახევარი საათი მაინც ვიდექით და ბოლოს შავმა ჯიპმა გააჩერა საჭესთან 19 -20 წლის ბიჭი იჯდა, მგრამ ვიღა დაეძებდა დაკვირვებას, სამივე ჩავჯექით მე ყურსასმენები გავიკეთე და Mp3 Player-ი ჩავრთე . -აქ ჩამოვალთ, თქვა გიომ როცა ,,მოსწავლე ახალგაზრდობის ცენტრს“ მივუახლოვდით. -მადლობა დიდი- ვთქვი მე და მანქანიდან გადმოვედი, Mp3 Player კი თან ღარ მქონდა , ,,ალბათ მანქანაში დამივარდა“ გავიფიქრე და მიმავალს გავაყოლე თვალი. მთელი 2 საათი ჯერ ინგლისურზე , მერე უნარებზე , ძლივს მივლასლასდით ავტობუსის გაჩერებაზე და გამოგვიცხადეს ,,დღეს არაა ავტობუსი , რაღაც პრობლემა შეიქმნაო“ . ჩვენც , რაღა დაგვრჩენოდა, გიო სახლში იყო უკვე და გაჩერებაზე გავედით , საათ ნახევარი ვიდექით გავიყინეთ . ბოლოს შავმა ჯიპმა გააჩერა, ახალგაზრდა მანქანიდან გადმოვიდა და დაგვიძახა: -დაბრძანდით!- მე და თამუნამ მანქანასთან მივირბინეთ და ჩავჯექით. სითბო იყო , თანაც სუნამოს სასიამოვნო სურნელი ტრიალებდა. მალევე ბიჭიც მოვიდა სურსათის მაღაზიიდან დატვირთული. -გამარჯობა - ხავერდოვანმა ბარიტონმა გაიჟღერა და სარკიდან თავის კუპრივით შავი თვალები მოგვაპყრო. ეს დრო საკმარისი აღმოჩნდა თამუნასთვის მაშინვე ამოეცნო ,,ნაცნობი“ და ამავე დროს ,,უცნობი“ პიროვნება: -ჰეი, რა დამთხვევაა დღეს თქვენ არ ამოგვიყვანეთ ? - მართლაც .. - ტუჩის კუთხე ჩატეხა ბიჭმა- დემეტრე გასვიანი -სასიამოვნოა, მე თამუნა მაისურაძე ვარ, ეს კი ნინია ვიბლიანია - განსაკუთრებულად მრავალმნიშვნელოვნად წარმოთქვა ჩემი სახელი და გვარი, მე კი თვალები დავუბრიალე -ჩემთვისაც სასიამოვნოა - თქვა მან და შავი თვალები მომაპყრო , მისი ნაკვთები შევათვალიერე .. სწორი ცხვირი , დიდი , სქელი , ღვინისფერი ტუჩები , მოკლედ შეჭრილი თმა , ოდნავ გამოწეული ყბის ძვლები . ამ ,,თვალიერებაში“ თამუნას უბანს მივუახლოვდით დაგვემშვიდობა და მანქანიდან ჩახტა . ხუთ წუთში ჩემს უბანთან ვიყავით: -მე აქ ჩამოვალ, -არავითარ შემთხვევაში, წვიმს და ცივა ...- მშვიდად მომიგო - არ არის საჭირო ჩემზე ზრუნვა- ვუთხარი გაბრაზებულმა და კარის გაღება დავაპირე მაგრამ, საკეტის ჩხაკუნი გავიგონე , ვერ ვიჯერებ კარი ჩამიკეტააა - მგონი გითხარით საკუთარ თავს თვითონ მივხედავმეთქი ! - მგონი მოვედით - მითხრა და ირონიული მზერით გააღო კარი. -დიდი მადლობა , არ იყო საჭირო ! - ვუთხარი მე და კარი მივუჯახუნე. -არაფერს .. ერთი შევუბღვირე სანამ წავიდოდა და ეზოში შევედი ,,სვანი „ ,,თავხედი“ mp3 ? ოოჰ!! მეკითხა მაინც !! ჩავიბურტყუნე და სახლში შევედი , თანაც ისე შევვარდი დედაჩემმა გაკვირვებულმა გამომხედა ,,ხო კარგად ხარ შვილოო „ - მოაყოლა . მოვწესრიგდი და მეცადინეობა დავიწყე , რამაც გვიანობამდე გასტანა . ჩემდაუნებურად მასზე ვფიქრობდი ,, ჯანდაბა ნინია რა გემართება??“ ,,ჰა, აღიარე , რომ სიმპატიურია“ - ორი ,,მე“ ბაასობდა ჩემს გონებაში და ძილს არ მაცლიდა , ამ ფიქრებში გართულს გამთენიისას ჩამეძინა . * * * სამშაბათი გათენდა, მაღვიძარა აწრიპინდა ,, ამის გამოსართავად ერთი ჩაქუჩი მინდა!!“ ამოვიბურტყუნე და გარეთ გავიხედე ,,ძლივს მზეე!!“ . მოვწესრიგდი ვისაუზმე და სკოლაში წავედი. პირველი მათემატიკა გვქონდა , დაფასთან გავედი , გამეორება სულ ელემენტარული . კვადრატული განტოლება დავწერე და ამოხსნა დავიწყე, როცა კარზე დააკაკუნეს ჩემმა კლასელმა გააღო : -გამარჯობა, ნინია ვიბლიანს შეუძლია ხუთი წუთით გამოვიდეს ? - კარს მიღმა გაისმა ხავერდოვანი ბარიტონი . - გამარჯობა - დაბნეულმა ჩაილაპარაკა სალომემ , შემდეგ მე გადმომხედა- ნინია გეძახიან - მასწს გავხედე და თანხმობის მერე გავედი . კარს უკან გასვიანი იდგა და ოდნავშესამჩნევი ღიმილით მიმზერდა . - გამარჯობა ნინია - ხაზგასმით წარმოსთქვა ჩემი სახელი . -გამარჯობა , რა გნებავთ ? -მიზეზი მქონდა შენს სანახავად და ხელიდან ვერ გავუშვებდი .. - რა მიზეზი? - გაკვირვებულმა ჩავილაპარაკე. - აი ეს- თქვა და თავის გრძელ , ნატიფ თითებში ჩემი mp3 აათამაშა. -რამდენი ხანია ვეძებ - გახარებულმა გავიწიე მისი ხელისკენ , თუმცა უკან დაიხია -ყველაფერს თავის საფასური აქვს - ჩაიცინა- უნდა დამპირდე , რომ ზეგ ჩვენებაზე მოხვალ - როცა ჩემს დაბნეულ სახეს შეხედა , გამიმარტა - ანიმატორი ვარ და ზეგ ჩემი მოსწავლეების ანიმაციების ,,პრემიერაა“ , ასევე , ჩემი ნახატების გამოფენა. მინდა იქ იყო , რას იტყვი ? -ვეცდები მოვიდე, წინასწარ ვერ დაგპირდები .. -კარგი-მშვიდად მითხრა და mp3 მომაწოდა - შეხვედრამდე ნინია- თმა გადამიწია და ლოყაზე ტუჩებით შემეხო , შემდეგ კი მიტრიალდა და წავიდა.. ვგრძნობდი , როგორ მიხურდა ლოყა .. ზარის ხმამ გამომაფხიზლა კლასში შევბრუნდი და თამუნას და გიოს ყველაფერი მოვუყევი . - ვიცი ეგ ანიმატორი , ორი თვეა აქაა- თამუნა --მართლა ? აქამდე როგორ ვერსად შევხვდი მერე ? -შენ მხოლოდ ბიბლიოთეკაში და რეპეტიტორებთან დადიხარ გენაცვალე , სად ნახავდი ? - ჩაიხითხითა თამუნამ. - კარგი , წავიდეთ - ფიქრიანად ჩავილაპარაკე . ამ დღემაც ჩაიარა , მეორე დღესაც მნიშვნელოვანი არაფერი მომხდარა . ოთხშაბათს სანამ წავიდოდით გიო და თამუნა ჩემთან გამოვიდნენ , ჩემს საძინებელში ფუმფულა ხალიჩაზე ისხდნენ და მსოფლიო დონის კრიტიკოსებივით აფასებდნენ ჩემს ტანსაცმელს -რა ჩავიცვა??? - უკვე ამომეწურა მოთმინება , რადგან მეუბნებოდნენ ,,განსაკუთრებული დთისთვის ანსაკუთრებული სამოსია საჭიროო“ მთელი კარადა გადმოვქექე და ,,განსაკუთრებული’ ვერაფერი ვიპოვე . -მოვიფიქრე!! -თვალებ გაბრწყინებულმა წამოიძახა თამუნამ და ოთახიდან გიჟივით გავარდა -ეს ნორმალურია ახლაა ?? - შუბლზე ხელი იტკიცა გიომ -შენი ტყუპია რასვიზამთ - ჩავიხითხითე და ოთახში ქარბორბალასავით შემოვარდნილ თამუნას გავხედე , რომელსაც ხელში შავი დიდი ყუთი ეჭირა ,უკან კი დედაჩემი მოჰყვებოდა -დე , მგონი ეს გამოგადგება , პაემნისთვის ზედგამოჭრილია - ჩაიცინა დედაჩემმა , მეკიდე თვალები შუბლზე ამივიდა ,,პაემანიოო??“ -დედა რა ? რა პაემანი ?? ამან გითხრა ხო ?? - წამივიყვირე და ხელი თამუნასკენ გავიშვირე - ამას არაფერი უთქვამს , რად მინდა ვინმეს თქმა ? სახეზე გაწერია ყველაფერი , ეს დეიდაშენის საჩუქარია , დაბადების დღეზე გამოგიგზავნა , გვიან ჩამოვიდა უბრალოდ და დამავიწყდა მოცემა , თამუნამ ვთხოვე ფოსტიდან წამოეღო და ახლა გაახსენდა. -მართლააა ?? - აღტყინებულმა ჩავილაპარაკე და ყუთი გავხსენი: შიგნით ულამაზესი კაბა იდო , იისფერი , გრძელი საყელოებით, წინ დახურული და ოდნავ ამოჭრილი ზურგით , გვერძე პატარა ყუთი და ბარათი იდო წარწერით ,,ჩემს ულამაზეს დიშვილს , საუკეთესო სურვილებით დეიდასგან , შენს ქათქათა კანზე მშვენიერი იქნება .. პ.ს შენი საყვარელი ლავანდი სუნამოც გამოგიგზავნე 2 ცალი . ‘“ ბედნიერმა გავხსენი ყუთი და , ჩემი საყვარელი სურნელი შევისუნთქე -რაკარგია , თითქმის აღარ მქონდა ..- ჩავილაპარაკე და მაშინვე სააბაზანოში შევედი გამოსაცვლელად , სარკეში ჩავიხედე , კაბა ზუსტად ჩემს თანზე იყო შეკერილი, სხეულზე იყო მომდგარი , ზუსტად მუხლზე, კმაყოფილმა შევათვალერე ჩემი თავი და ,,კრიტიკოსების“ წინაშე წარვსდეგი -ვაუ , მშვილდისარი გაკლია და მერიდა იქნები გადაკოპირებული - გაოცებულმა ჩაილაპარაკა გიომ -ჩემი ჟღალთმიანი საოცრება ხარ შენ !! - ჩამკოცნა თამუნამ- მაკიაჟი ? თმა ? -ხოიცი მაკიაჟს არასდროს არ ვიკეთებ - უცებ გადავასხი ცივი წყალი- და თმა მშვენივრად მაქვს , დავივარცხნი და ეგააა - ჩავილაპარაკე და ცხვირჩამოშვებულ თამუნას რომ შევხედე ავკისკისდი . ბოლომდე მოვიკაზმეთ , პრემიერაზე მამამ აგვიყვანა მანქანით . სიას გადავხედე ჯერ გამოფენა იყო ხოლო შემდეგ ანიმაციების ჩვენება , უზარმაზარ დარბაზში დავაბიჯებდი და თითოეულ ნახატთან დიდი ხანი ვჩერდებოდი , მართლაც საოცარი ნახატები იყო , ძირითადად პორტრეტები , ძალიან მეტყველი თვალებით უცებ თამმუნა მოვიდა , ხელი მტაცა და სადღაც წამათრია -რაიყო , მშვიდობაა?? - გაკვირვებულმა წამოვიძახე -შეხედე გოგო - აღტყინებულმა მიპასუხა და დიდი კედლისკენ მიმითითა რომელზეც ჩემი პორტრეტი იყო დაკიდებული , თვალებს ვერ ვუჯერებდი , თითოეული ნაკვთი , თვალები ,თმის თითოეული ხვეული საოცრად ცხადად იყო გამოყვანილი ტილოზე , თეთრი კაბა მეცვა , რომლის სიმსუბუქეს , თითქოს უკვე ტანზე ვგრძნობდი და ლავანდების უზარმაზარ მინდორში ვიდექი , ხელშიც ლავანდების თაიგული მეჭირა , უნებურად ნახატისკენ გავიწი , ტილოს ხელით შევეხე , მარჯვენა კუთხეში ლამაზი ასოებით ეწერა ,,ლავანდის პრინცესა“ ასეთი საოცრება არასდროს მინახავს , ვიგრძენი ვიღაცამ წელზე ხელი მომხვია , ნაცნობი სურნელი ვიგრძენი და ჟრუანტელმა დამიარა , აზრზე ხავერდოვანმა ბარიტონმა მომიყვანა: -ჩემი ლავანდის პრინცესაც მოვიდა ... 2 დაბნეულმა მოვატრიალე თავი და დემეტრეს სახეს წავაწყდი, გაფართოებული თვალებით მიყურებდა, მის შავ თვალებში კი ჩემს და ნახატის ანარეკლს ვხედავდი, ნამდვილად საოცრება იყო. -როგორ ? ასე მალე, როგორ დახატე, ან რატომ ?? -პიველად რომ გნახე , მაშინ დავიწყე ხატვა და ვეცადე ამ ორ დღეში დამემთავრებინა , რაც ნამდვილად არ იყო მარტივი. გუშინ მთელი ღამე ვხატავდი , საღებავი გამშრალიც კი არაა.. რატომ?? არვიცი , უბრალოდ შენ ,,თვალში მომხვდი“ და არა მარტო თვალში - ჩაიცინა- საოცრება ხარ ნინია და ნახატზე ბევრად მეტს იმსახურებ.. . აი , ლავანდას რაც შეეხება , მის სურნელს ნებისმიერი სუნამოსგან გავარჩევ , მაშინაც მანქანაში რომ ჩაჯექი , ეს სურნელი გაავრცელე მთელს ატმოსფეროში და აზრები ამიფორიაქე , იმდენად ამაფორიაქე , რომ ერთ კვირაში ან მეტ დროში დასასრულებელი ნახატი ორ დღეში დავხატე , თანაც ფუნჯის თითოეულ შეხებაზე მეგონა შენს კანს ვეხებოდი, შენს ქათქათა კანს. შენი თმისა და ლავანდის სურნელს ვგრძნობდი , რაც ნამდვილი საოცრება იყო .. - თვალებგაბრწყინებულმა მითხრა და თავის გრძელ თითებში მოქცეულ ჩემს ხელს ტუჩებით ნაზად შეეხო. ჟრუანტელმა დამიარა, თითები გადავაჭდე და ამოვიჩურჩულე : -მადლობა, არ ვიცი რა გითხრა , ასეთი რამ არასდროს მომხდარა ჩემს ცხოვრებაში, მინდა იცოდე , რომ დღეს უზომოდ ბედნიერი ვარ და შენ ხარ ამ ბედნიერების მიზეზი .. -ჩემი ლავანდის პრინცესა - ჩაიჩურჩულა და გულში ჩამიკრა . ნახატთან თამუნა და გიო დავინახე , რომლებიც ისე უყურებდნენ ტილოს თითქოს მოჩვენებას ხედავენო , დემესთვის ხელი არ გამიშვია , მათკენ წავედი. -თამუ , გიო გაიცანით , დემეტრე გასვიანი , დღევანდელი დღის გმირი . -სასიამოვნოა- ერთხმად თქვეს ტყუპებმა. -ჩემთვისაც ძალიან სასიამოვნოა , ბავშვებო, რაღაც შემოთავაზება მაქვს , ჩვენების მერე ლიტერატურულ საღამოზე მივდივარ , სკოლის დირექტორმა მიმიპატიჟა, ძალიან გამიხარდება თუ თქვენც წამოხვალთ. -სიამოვნებით , ძალიან გვიანი თუ არ იქნა , რას იტყვით ? - თამუნას და გიოს გავხედე. - რა თქმა უნდა თანახმა ვართ - ჩაიცინა გიომ. - კარგი , მაშინ ჩვენებაზე შევიდეთ - თქვა დემემ და კარი გაგვიღო . წინა ადგილებში დავსხედით , ყველაფერმა კარგად ჩაიარა , პატარა ბავშვების მიერ შექმნილი ანიმაციები იყო , წარმოვიდგინე , თავისი პაწაწუნა თითებით როგორ ხატავდნენ ფიგურებსა და ცხოველებს და დღეს როგორ უხაროდათ , როცა მათი ნაშრომი საზოგადოების წინაშე წარსდგა . ბოლოს დემე ავიდა სცენაზე , ორიოდე სიტყვა თქვა და ბავშვებს სიგელები გადასცა . მანტო ჩავიცვი და ჩემი იისფერი თავშალი მოვიხვიე , დემეს ველოდებოდით , უკვე მოსაღამოვებული იყო , მამას დავურეკე და ვუთხარი, რომ ლიტერატურულ საღამოზე მივდიოდით ერთად და არ ენერვიულათ , ამასობაში დემეც გამოვიდა. შემომხედა... -ულამაზესი ხარ .. - ხელკავი გამოვდე და ნელ-ნელა ჩავუყევით კიბეებს . ლიტერატურული საღამო , იქვე, პაწია კაფეში იყო , მიყვარდა ეს ადგილი , ყველაზე მყუდრო ადგილი იყო ქალაქში . შიგნით შევედით, სითბო იყო, მანტო საკიდზე ჩამოვკიდე და შეკრებილი ბავშვებისკენ გავემართეთ. მრგვალი მაგიდის გარშემო ,,პუფები“ ეწყო და სამი ბავშვი ისხდა, მაგიდაზე ტკბილეულობა და ფინჯნებით ცხელი შოკოლადი იყო. -გამარჯობა ბავშვებო , გაიცანით : ნინია , თამუნა და გიორგი - მერე ჩვენ მოგვიბრუნდა- ესენი , თორნიკე , მარიამი და კესოა - მიგვითითა სამ ბავშზე , ბიჭი დაახლოებით 20 წლის იქნებოდა , მოშვებული წვერით და გრძელი თმით . მარიამი შავგვრემანი იყო , დიდი ბრიალა შავი თვალებით , კესო კი უფრო ღიაფერებში იყო. ღია იასამნისფერი თმა დაწნული ჰქონდა. მარჯვენა მხარეს გადმოედო, სამივენი სრულ იდილიას ქმნიდნენ. -ძალიან სასიამოვნოა - ყველამ ერთხმად ვთქვით , რასაც სიცილი მოჰყვა . სამივე , ძალიან საინტერესო ადამიანები იყვნენ , როგორც გავარკვიე , თორნიკეს აქ დეიდა ჰყავდა და მეგობრებთან ერთად ჩამოვიდა რაჭაში , ინფორმაციები გავცვალეთ. საყვარელი ავტორების რჩეული წიგნებიდან ციტატები გავიხსენეთ , ბოლოს ლექსების ჯერიც დადგა. -მოდი შენით დავიწყოთ- დემეს გახედა თორნიკემ. -კარგი .. ამ კვირის სიტუაციიდან გამომდინარე , შოთა ნიშნიანიძის ,,სახუმაროს“ წაგიკითხავთ: ,,ორშაბთს გოგონა გავიცანი , გოგონა ნახატი ყალმისანი , მისი ღიმილი და დალალები სამშაბათს გამიხდა საფიცარი. ოთხშაბათს წერილი გავუგზავნე და თავს მოსაკლავად ვიმეტებდი ჩემი გასაჭირი ავუხსენი , ჩემი ეჭვები და იმედები. პარასკევს პასუხი მომივიდა, ვაიმე, ბედო უკეთურო! დაბერებულხარო გნოლივითა ცოლ-შვილს მიხედეო, უბედურო. თეთრად გავათენე პარასკევი, ფიქრში გავატარე შაბათ-კვირე, თავმოჭრილივარ- თქო - დავასკვენი ჰოდა, ც დავაპირე. მოვიდა მეორე ორშაბათი ისევ შემეფეთა ის უღმერთო ელვამ დამიარა კოჭებამდი, დილამშვიდობისას გისურვებთო. მე ახლა , თავის მომკვლელი ვარ ? უნდა სხვანაირად ვსძლიო სვე-ბედს მე ვიცი , რაცხა ოხერი ვარ , ლექსებს დავწერ და ვიოცნებებ. ღმერთია ჩემი მწყალობელი, მე კი- იმ უღმერთოს მგალობელი.“ წაკითხვა დაასრულა , ოვაციებით შევხვდით , სულ მე მიყურებდა , ბოლოს ჩუმად მითხრა -მართალია, ლექსის დიდი ნაწილი არ ემთხვევა ამ კვირის მოვლენებს , თუმცა დასაწყისი უდავოდ შენთან შეხვედრაზეა.. - თვალებგაფართოებულმა შევხედე და გულისცემამ პიკს მიაღწია , როდესაც ჩემი ხელი თავისაში მოიქცია . მთელი საღამო ასე ვიყავით . მშვენიერი დღე იყო , სახლში ემოციებით დატვირთული დავბრუნდი . დედას ვესაუბრე ყველაფერზე , ნახატიც ვაჩვენე გაოცებული იყო , ბოლოს კი ძილინებისა ვუსურვე და საძინებლისკენ გავწიე . მობილური საწოლზე დავტოვე და აბაზანაში შევედი . მოვწესრიგდი , საწოლი უნდა გამეშალა , შეტყობინება რომ მოვიდა . უცხო ნომერი იყო , გაკვირვებულმა გავხსენი და წავიკითხე ,,ძილინებისა ლავანდის გოგონავ“. რა დიდი ფილოსოფია სჭირდებოდა იმის მიხვედრას , რომ დემე იყო ,,ძილინებისა“ დავუბრუნე პასუხი და ფუმფულა საწოლში ჩავესვენე . * * * დილით მაღვიძარის ნაცვლად , ტელეფონის ზარმა გამაღვიძა , თამუნა იყო. ეკრანს თითი გადავუსვი და დაბოხებული ხმით ჩავილაარაკე: -იმედია, სერიოზული მიზეზი გაქვს , მაღვიძარამდე ნახევარი საათით ადრე რომ მაღვიძებ .. -სერიოზული მიზეზი მაქვს , გამიღე კარი გავიყინე !! - ისე მიაყარა სიტყვები ერთმანეთს ძლივს გავიგე , გაკვირვებული ავდექი , პირველ სართულზე ჩავედი და კარი გავაღე, გარეთ მატრიოშკასავით შეფუთული თამუნა იდგა სკოლის ჩანთით ხელში. -ნუ მიყურებ ეგეთი სახით , ადრე გამეღვიძა და გავუვლი-მეთქი - სახლში შემოვიდა და პირდაპირ მეორეზე ავიდა. -ჩემი სახლის კარი შენთვის ყოველთვის ღიაა , ხომ იცი , დილის შვიდ საათზეც კი- ჩავიხითხითე და უკან გავყევი. -აბა სერიოზული მიზეზი ? - წარბაწეულმა ვკითხე. - ორი მიზეზი მაქვს , პიველი - ეს საშინელი ლოგარითმები ვერ გავიგე და ამიხსენი რა .. და მეორე- თორნიკემ მომწერა -რომელმა თორნიკემ ? -დორეულმა , ლექსები გამომიგზავნა და შენი აზრი მაინტერესებსო .. -მერე? - რა მერე ? საოცარი ლექსები იყო ... - აღტყინებულმა ჩაილაპარაკა და ორი ლექსი წამიკითხა. ვერაფერს ვიტყვი , მართლაც კარგი იყო . -ვაუ , ქალბატონო თამარ თქვენ უკვე აღარ ხუმრობთ - ჩავიხითხითე და თვალების ფახულით შევხედე- არ გინდა ? შენ შენი ისტორიები გაუგზავნე. -ხო არ გაგიჟდი , გადავრევ ბავშვს , გაიქცევა ამ ქვეყნიდან, შეიძლება დედამიწიდანაც წავიდეს!! - თვალეგფართოებულმა წამოიყვირა. -ოოჰ , კარგი რაა , მშვენიერი ისტორიები გაქვს .. ის მიყვარს ძალიან ,, გვირილისფერი ანუნი“ -ეგ მეც მიყვარს , მაგრამ ჯერ ვერ გავუგზავნი , მაგრამ არაჩვეულებრივი იდეა მაქვს ..- ეშმაკურად გადმომხედა. -რა იდეა? - ინტერესით ვკითხე -ახალ ისტორიას დავწერ , შენზე და დემეტრეზე .. ,, ლავანდის გოგონა“ -ჩემზე და დემეტრეზე ? - ცოტა არ იყოს დავიბენი , ჯერ ნახატი , ახლა კიდევ ისტორია უნდა დავწეროო. -ხო , მშვენიერი წყვილი ხართ , კარგად ვამჩნევ , როგორ გიყურებს , თითქოს იშვიათი ფაიფურის თოჯინა ხარ , რომელზეც თავად იზრუნებს , არ ვიცი რა მოხდა , კარგად მიცნობ და იცი , არ მჯერა ამ ,,ერთი ნახვით სიყვარულების“ და სისულელეების , მაგრამ თქვენ ორნი სხვა განზომილება ხართ. რომ გიყურებთ , ყველაფრის მჯერა ! მჯერა , რომ სიყვარული ბუდობს , თითოეულ წამში , როცა ერთმანეთს უყურებთ ! მე თქვენი მჯერა ! - სრული სერიოზულობით ჩაილაპარაკა ,,თამარ ქალმა“ და ჩამეხუტა. ამ დროს ოთახში დედა შემოვიდა და დაგვიძახა: -ნინია , შენს სახელზე ამანათი მოვიდა - თქვა და მოზრდილ ყუთზე მიმითითა , რომელიც ხელში ეჭირა. მე და თამუნამ ერთმანეთს გადავხედეთ , ყუთი საწოლზე დავდე და გავხსენი , ჯერ სურნელი მეცა , ლავანდის , შემდეგ კი თაიგული დავინახე ბარათით ,,ლავანდის გოგონას“ ... 3 გაოცებული და უზომოდ ბედნიერი შევყურებდი თაიგულს . ვაზა მოვიტანე და ყვავილები ჩავალაგე, შემდეგ მობილური ავიღე და დემეს შეტყობინება გავუგზავნე : ,,მადლობა, საოცარი დილისთვის.. შენი ლავანდის გოგონა ‘’ პასუხი მომივიდა : ,,თავად ხარ საოცრება“ ჩავიცვი, ერთად ვისაუზმეთ და სკოლისკენ გავწიეთ. გაკვეთილების მერე რეპეტიტორებთან ვიყავით. ბოლოს სანდრექსას გავუარე ,,რაგნაროკი“ დაიდოო და გახარებული იყო . ერთად ვუყურეთ. მთელი დღე ჩემს წუწუნს უსმენდა : ,, ამხელა ღმერთკაცი ცალთვალა როგორ დამიტოვესთქო??“ კიდევ მოვასწარიტ რამდენიმე კინოსესია და სახლში დავბრუნდი. ნელ-ნელა ახალიწლის არდადეგები გვიახლოვდებოდა . სამზადისში გავერთეთ . ვგეგმავდით , რომ ერთად წავსულიყავით სადმე , თუნდაც ზამთრის რომელიმე კურორტზე . პარასკევს კვლავ ,,ჩვენს“ კაფეში შევიკრიბეთ: მე დემე, ტყუპები, თორნიკე , მარიამი და კესო ვსაუბრობდით ფილმებზე, წიგნებზე , მსახიობებზე .. თემას რა გამოგვილევდა. -ბოლო-ბოლო, სად მივდივართ არდადეგებზე ? - ინტერესით იკითხა თამუნამ და თვალების ფახულით გადმოგვხედა. -არვიცი, ბაკურიანს ვფიქრობ - ვუთხარი და ბავშვებს მივუბრუნდი- თქვენც წამოდით -სად ? -იკითხა თორნიკემ და თამუნას გახედა -ახალიწლის არდადეგების გატარებას ერთად ვაპირებთ , სადმე .. ამდროისთვის შესაფერ ადგილზე.. -სიამოვნებით წამოვალ, რას იტყვით გოგოებო? -მე ვერ წამოვალ დედასთან ერთად მივდივარ გუდაურში- მოწყენილმა ჩაილაპარაკა კესომ. -შენ მარიამ ?-იკითხა გიომ და ინტერესით მიაჩერდა მარიამს. -მე მცალია, სიამოვნებით წამოვალ ... -ძალიან კარგი .. ერთი იდეა მაქვს - თქვა დემემ და მე გამომხედა- ნუ , ბაკურიანი და გუდაური არვიცი, მაგრამ თუ წინააღმდეგები არ იქნებით და სურვილი გექნებათ, შემიძლია სვანეთში წაგიყვანოთ ჩემთან .. -სვანეთში ?? სერიოზულად?? - გახარებულმა წამოვიყვირე -ხო, სერიოზულად- გაიცინა- სახლი მაქვს, კარი მაქვს, არავინაა იქ , ხანდახან ჩავდივარ და გამიხარდება თუ ჩემთან ერთად აახმიანებთ სახლს.. -არ ვარ სვანეთში ნამყოფი, სიმართლე გითხრა , უკვე ოცნებად მქონდა ქცეული- თვალებგაბრწინებულმა ვთქვი და დემეს ხელი ჩავჭიდე. -შენს ყველა ოცნებას ახდენა უწერია , ნინია ! - ჩაიჩურჩულა და შუბლზე ნაზად მაკოცა. ვიგრძენი , როგორ ამიწითლდა ლოყები, მისმა კომენტარმაც არ დააყოვნა- ვგიჟდები შენს წითელ ლოყებზე.. -ჰეი, გვრიტებო, ჩვენც აქ ვართ! - ჩაიხითხითა გიომ - ანუ , ყველა თანახმა ხართ სვანეთზე ? -რათქმაუნდა.. - ერთხმად ჩაილაპარაკეს . -ძალიან კარგი , რადგან არდადეგები დღეს დაიწყო , ხვალ მოემზადეთ , თუ რაიმე გინდათ იყიდეთ და კვირას გავიდეთ დილით. ჩემი მანქანით წავიდეთ. -კარგი- ტაში შემოკრა თამუნამ-თორნიკე, არგინდა რამე შეგვისრულო გიტარაზე ? -სიამოვნებით, რას შეუკვეთავთ , მადმუაზელ ?- ხელზე ეამბორა თამუნას და მწვანე თვალები შეანათა . -აი , ის სიმღერა მინდა ... აუ , სახელი არ მახოვს .. ,,მე თურმე ანგელოზი შემიყვარდა...“-სიმღერა წაიღიღინა და ყველა მივხვდით , რაზე იყო საუბარი. -კარგი ქალბატონო თამარ , ნება თქვენია - თქვა თორნიკემ და გაიჟღერა პირველმა აკორდმა , მალე თოკოს ხმაც აჰყვა: მოღუშულა მთვარე დაფიქრებულა ღამე, და პატარა ვარსკვლავები ჩამოკიდებულან ცაზე. მე დღეს მანათებს ციდან მოსული სხივი, მე შენ მიყვარხარ, თურმე ვყოფილვარ გიჟი. მე თურმე ანგელოზი შემიყვარდა, ნატვრის ხესთან რომ ჩავიფიქრე, და ნელ ნელა ოცნებაც ახდა და დღეს ჩემი ხარ შენ მთვარეს შევხედე დაგინახე შენ, შენმა ღიმილმა მე დამანახა მზე. მე თურმე ანგელოზი შემიყვარდა, ნატვრის ხესთან რომ ჩავიფიქრე, და ნელ ნელა ოცნებაც ახდა და დღეს ჩემი ხარ შენ. უკანასკნელი აკორდი აიღო და თვალებ აციმციმებულმა შეხედა თამუნას. გიტარა გადადო და თითები მის თხელ თითუნებში ახლართა . -ასეთი კარგი მომღერალი თუ იაყავი , არ ვიცოდი ..-ჩაილაპარაკა აწითლებულმა -კიდევ ბევრი რამ არიცი, მაგრამ მალე გაიგებ - თვალი ჩაუკრა და გაუღიმა საღამომ მშვენივრად ჩაიარა , მალე დავიშალეთ. იმდღეს თამუნა ჩემთან დარჩა . მთელი ღამე ვლაპარაკობდით , დილით ჩაგვეძინა . 12 საათი იყო დედამ გაგვაღვიძა . ვისაუზმეთ და საშოპინგოდ წავედით. თბილი ტანსაცმელები და სხვადასხვა აქსესუარები ვიყიდეთ, შემდეგ გიოს გავუარეთ, რომელიც როგორც ყოველთვის ფილმს უყურებდა. -სამართლიანობის ლიგა ?? სერიოზულად ? -ცხვირ აბზუებულმა ჩავილაპარაკე -რატო არა ? რასუწუნებ ? - გაკვირვებულმა მკითხა -კარგი რა , მარველს ვერაფერი შეედრება ! დისი ? ახლოსაც ვერ მივა !- ნიშნის მოგებით ვუთხარი და მეტი ეფექტისტისთვის თვალი ჩავუკარი -ოოჰ , ნაყურები ხომ გაქვს ? რას ერჩი დისის კომიქსებს ? -კი, ვუყურე , თუმცა არ მომეწონა . ჯერ ერთი , მხოლოდ საათ ნახევრიანია, მერე მეორე ამდენი სუპერ გმირები არიან და ,,სუპერ მენის“ გარეშე ვერაფერს აკეთებენ .. მესამე - ბეტმენი საერთოდ არ მომწონს , მანდ მითუმეტეს , ვერ მოძრაობს .. ნუ ქალ საოცრებაზე და მომოაზე შეიძლება ვიდავოთ - ჩაფიქრებულმა ვთქვი ბოლო სიტყვები -თქვენ უნდა მომკლათ ?- წამოიყვირა თამუნამ , რომელიც ამ დროის მანძილზე ხან მე მიყურებდა ხან გიოს - სულ ამ კომიქსებზე როგორ უნდა კინკლაობდეთ ? -არ ვკინკლაობთ, უბრალოდ ტყუპს ავუხსენი რომ მარველი საუკეთესოა !! -კარგი , მორჩით , ვჭამოთ და ჩავბარგდეთ- გვითხრა თამუნამ და სამზარეულოში გავიდა . მე და გიოც უკან მივყევით. მალევე გავედი სახლში . მე და დედამ ნამცხვარი გამოვაცხვეთ. ყველაფერი მოვუყევი , ნუ აქამდეც ნათქვამი მქონდა , მაგრამ დაწვრილებით ვუთხარი ყოველივე , რათა არ ენერვიულა ან ეჭვი არ შეპარვოდა რაიმეში -ანუ , დემეს მანქანით მიდიხართ , მის სახლში ? -აჰამ .. -სვანეთში ? ამხელა გზაზე ? თოვლიან გზებზე ? - ნერვიულად ჩაილაპარაკა და ნამცხვარი დაჭრა. -კაი რა დედუ , გპირდები ჭკვიანად ვიქნები , ხოიცი მე როგორი ,,დასტოინი“ ბოშუნა ვარ - ჩავიხითხითე და ლოყაზე ხმაურით ვაკოცე -ეჰ , შენ რა დაგაჭკვიანებს - სიცილით მითხრა . ტანსაცმელი და საჭირო ნივთები ჩავალაგე . მაღვიძარა დავაყენე , თავი მოვიწესრიგე და საბანში გავეხვიე. თვალი ვერ მოვხუჭე, ხვალინდელ დღეზე ვფიქრობდი. სვანეთი ! ჩემი სვანეთი ! როგორ მინდოდა იქ წასვლა . რატომღაც მთელი საქართველო მაქვს მოვლილი და იქ არასდროს ვყოფილვარ .. თვალი დავხუჭე და წარმოვიდგინე როგორი იყო დათოვლილი უშგული , თოვლის ქათქათა საბანში გახვეული კოშკები .. ამ ფიქრებში ვიყავი , მობილურმა რომ დაიწკრიალა . ,,ძილინებისა ..“ ,,ტკბილი ძილი“ დავუბრუნე პასუხი და გადავეშვი მორფეოსის სამყაროში. 4 დილით ადრე გავიღვიძე. გარეთ ბნელოდა. მალევე მოვწესრიგდი ჩავიცვი ჩემებს დავემშვიდობე და ტყუპებთან გავედი ჩემი პატარა ჩემოდნით. კარი უკვე ჩაცმულმა და მზადმყოფმა გიომ გამიღო. -სადაა ქალბატონი ? - სიცილით ვკითხე და სახლში შევედი. -ირთვება და იკაზმება - მობეზრებულად ჩაილაპარაკა - არ იცი მაგის ამბავი ? დადგა და დაიწყო წუწუნი , იმაზე თუ რა უნდა ჩაეცვა , ძლივს ჩაიცვა და ვიფიქრე, მეთქი ეგაა მეშველათქო და არ გაიხადა ისევ ? მანიკურზე არ მიდის ეს ფერებიო .. გადამრია -ვაიმე , თამარჩიკ- ოთახში შევუვარდი ქალბატონს- რატომ დატანჯე შენი ტყუპი ? ექვსზე სკოლასთან ვიკრიბებით , ნახევარია უკვე- მივაყარე და დოინჯშემორტყმულ თამუნას მივაჩერდი. -კარგი ხო , ჩავიცვი უკვე ზურგჩანთაში საჭირო ნივთებს ჩავალაგებ და ეგაა . -ძლივს , ალელულია !! - დაიყვირა გიომ და ხელები ცისკენ აღაპყრო. მალევე მორჩა ყველაფერს . ქურთუკები ჩავიცვით და სკოლასთან გავედით. ხუთ წუთში დემეც მოვიდა. მანქანიდან გადმოვიდა ტყუპები გადაკოცნა მე ჩამეხუტა და კარი გამიღო. წინ მოვთავსდი ტყუპები უკან დასხდნენ. ბარგიც ჩავდეთ და დავიძარით. თორნიკე და მარიამი რაიონში დაგვხვდნენ. -დილამშვიდობის !! აბა , რაჭველებო , რას შვრებით, როგორ ხართ ? - მხიარული ნოტი შემოიტანა თომამ მანქანაში და თამუნას მიუჯდა გვერდით. -დილამშვიდობის. მშვენივრად ვართ, გვინდა რაც შეიძლება მალე გაილიოს გზა, რომ მალე ჩავიდეთ სვანეთში- მოთმენლად ჩავილაპარაკე და ბავშვებს გავხედე. -უყურე ამას, როგორი სულსწრაფი რაჭველი ყოფილა- ჩაიცინა თორნიკემ -აბა, ყველაზე მსწრაფები ვართ მსოფლიოში ! - დარწმუნებით ვთქვი და დემეს გადავხედე , რომელიც გაღიმებული მართავდა მანქანას. გზაში ბერვი ვიმხიარულეთ, თორნიკეც ვამღერეთ, რამდენიმე ლექსიც მოვყევით. ამასობაში დროც მალე გავიდა და ჩავედით. არაჩვეულებრივი იყო იქაურობა, სულ თეთი და ქათქათა.. თვალს ვერ ვაშორებდი თვალუწვდენელ მთებსა და მედგრად მდგარ კოშკებს. მალევე დემემ მანქანა ქვის გალავნიან ეზოსთან გააჩერა. - აი, ჩვენც მოვედით- ჩაილაპარაკა და ღიმილით გადმომხედა - თქვენ შედით მანქანას დავაყენბთ, ბარგს ამოვიტანთ და შემოგიერთდებით -კარგი.. - ვუთხარი და გოგონებმა ჭიშკრისკენ გავწიეთ. ეზოში შევაბიჯე თუ არა, მივხვდი, რომ ეს კადრები მთელი ცხოვრება მემახსოვრებოდა.. ქვაფენილს აქეთ-იქედან ნაძვები მიუყვებოდა სახლამდე, რომელიც საოცარი იყო ორ სართულიანი ხის სახლი აივნებით , რომლებზეც მაგიდა და სკამები იყო.. კიბეზე ფრთხილად ავედი და კარის სახელური ჩამოვწიე, სახლში შუქები ენთო და თბილოდა. ოთახიდან შუახნის ქალი გამოვიდა სანდომიანი შესახედაობის, მუქი წაბლიფერი თმა უკან გადაეწია და კოსად ქონდა შეკრული, ძალიან თბილი, თაფლისფერი თვალებით გვიმზერდა -უკვე ჩამოხვედით? -გახარებული წამოვიდა ჩვენსკენ და სათითაოდ ჩაგვეხუტა- დემეტრე სადაა? ისევ ჩქარა იარა ხომ ? -იცით.. -თქმა სვაპირებდი , როცა დემე და ბიჭებიც შემოვიდნენ -სიდო!! - გახარებულმა დაიძახა დემემ და პატარა ქალი გულში ჩაიკრა -როგორ მომენატრე ჩემო პატარა ბიჭო, ასე უნდა დავიწყება ? - მოჩვენებითი სიბრაზით უსაყვედურა ქალმა და თორნიკეს გადაეხვია. -კარგი რა სიდო, ნუ იცი ხოლმე ასე.. ხომ იცი როგორ მიყვარს აქაურობა, მაგრამ ვერ ვიცლი ხშირად.. -კარგი, კარგი.. გამაცანი ბიჭო ეს ლამაზმანები - სიცილით უთხრა ქალმა და ჩვენ გადმოგხვედა -ხო მართლა.. მარიამი, თამუნა, გიორგი და ეს თვალებბრიალა გოგო კი ნინიაა - მრავალმნიშვნელოვნად თქვა და გულზე მიმიხუტა- ეს კი ბავშვებო სიდონიაა, ჩემი ძიძა და უფროსი მეგობარი - სასიამოვნოა ბავშვებო -ჩვენთვისაც -რა კარგია, რომ ჩამოხვედით ცოტახნით მაინც აახმაურებთ ამ სახლს - სიხარულით ჩაილაპარაკა სიდონიამ -რა კარგი სურნელებაა, რა მოგვიმზადე ? - ჩაიცინა თორნიკემ და სამზრეულოსკენ გასწია -კუბდარი გაგიკეთეთ, იმედია მოგეწონებათ, მე უნდა წავიდე გვიანია უკვე , აბა , თქვენ იცით, კარგად გაერთეთ, თუ რამე დაგჭიდებათ დამირეკეთ .- ყველას დაგვემშვიდობა და წავიდა -გაგაცილებ- უკან გაჰყვა დემე -იყავი დმეტრე, ამ ლამაზ გოგოს მარტოს ნუ დატოვებ ..- ჩაიცინა ქალმა და კარში გაუჩინარდა. ბიჭებმა ბარგი შემოიტანეს. გადავწყვითეთ სამივე ერთ ოთახშ დავბინავებულიყავით. დიდი, ნათელი ოთახი ავარჩიეთ, რომელიც აივანზე გადიოდა. მოვწესრიგდით, ცოტა დავსვენეთ და კვლავ ქვემოთ ჩავედით. ბიჭები ბუხრის წინ ისხდნენ და რაღაცაზე გულიანად იცინოდნენ. -აი, ჩვენც მოვედით ! - ხმამაღლა თქვა თამუნამ და თორნიკეს გვერდით მიუჯდა, რის გამოც, ამ უკანასკნელმა ღიმილი ვერ შეიკავა. -როგორ მიყვარს ბუხარი - ჩავილაპარაკე და რაც შემეძლო ახლოს მივიწიე, შეშა საამურად ტკაცუნებდა. -მე კი, შენ მიყვარხარ...- ყურში ჩამჩურჩულა დემემ, მთელ სხეულზე ტაომ დამაყარა.. წამით ვერ გავიაზრე მისი სიტყვები, ხოლო, როცა აზრზე მოვედი დემეტრეს მთელი ძალით ჩავეხუტე.. -მეც მიყვარხარ.. - ძლივსგასაგონად ჩავიჩურჩულე და დემეს აჩქარებულ გულისცემას მივაყურადე, ვიგრძენი როგორ შემახო თმაზე ტუჩები და მთელი ძალით ჩამეხუტა.. -შუქს ჩავაქრობ რა- დაიწუწუნა მარიამმა -იყავი, მე ჩავაქრობ- ფეხზე წამოდგა გიო და შუქი ჩააქრო.. -ასე ჯობია, ბევრად უფრო სიმყუდროვეა- თქვა მარიამმა და გიოს მხარზე ჩამოდო თავი -რამე ვითამშოთ არ გინდათ ? - იდეა წამოაყენა მაისურაძის ქალმა -სიამოვნებით, რას გვთავაზობ ? -თუნდაც საშიში ისტორიები მოვყვეთ .. -თვალები გაუბრწყინდა მარიამს -ან ლექსები მოვყვეთ - თქვა თორნიკემ -მე მინდა ლექსები, მე დავიწყებ.. - თქვა გიორგიმ დაყველამ გაკვირვებულმა შევხედეთ, მე და თამუნამ განსაკუთრებით -რატომ მიყურებთ ეგრე? - ჩაიცინა გიომ - ეს ლექსი ერთ ადამიანს ეძღვნება - თქვა და მარიამის თითებში თავისი ახლართა ცისარტყელები ცეკვავენ ცისფერ და ცვრიან ცაზე, შვიდივე ფერი თეთრია, შვიდივე ფერი მშვიდი - თოვლი მოვიდა მარიამ, თოვლი შენს გაშლილ თმაზე წვიმად იქცევა და უკან ცვრიანი ცისკენ მიდის. თოვლი მოვიდა მარ ! ქვაფენილები მღერიან ანგელოზების ხმაზე, ყველა სარკმელი თეთრია, ყველა სახლი და ქუჩა, თოვლი მოვიდა მარიამ და ჩემს მაგივრად მხარზე შემოგაფინა მკლავები - დუმხარ და თვალებს ხუჭავ. თოვლი მოვიდა მარ ! ფიფქებს წკრიალი გაუდით გულის მოგლეჯილ კარზე, მოდგა მოგვივით ზამთარი, ბავშვივით არ მიხარია, არც დალალები მიწყვია შენი დათოვლილ მკლავზე, გესმის?! მოვიდა მარიამ, თოვლი მოვიდა მარ! ქარი კი ისევ ქარია და ძველებურად ქრის, გზაზე, რომელიც თეთრია და დათოვლილი მთლიანად, თოვლი მოვიდა მარიამ, ცა ანგელოზებს ცრის, თოვლი, რომელმაც ძალიან, ძალიან დაიგვიანა მოსვლა შენსავით მარ. თოვლი მოვიდა მარიამ. თოვლი მოვიდა მარ... ლექსი დამთავრდა, ყველა გაჩუმდა, სიჩუმე მარიამმა დაარღვია: -ვგიჟდები თორნიკე ნაროზაულზე!! -რაა? - გაკვირვებულმა შეხედა გიომ -საოცარი ლექსია, საოცარი ავტორით- კვლავ აგრძელბდა მარი , გიორგი კი გაკვირვებული უმზერდა- მაგრამ, კარგ ლექსს კარგი წამკითხველი უნდა, შენ კი საუკეთესო ხარ! -მხიარულად ჩაიხითხითა და გაოგნებულ გიორგის გადაეხვია. -რამე დაგვიკარი თოკსონ ! - თორნიკეს მიუბრუნდა დემეტრე -რას შეუკვეთავთ? -დღები დღეებს მისდევდაა.. წამი კი ყოველ წამს- ეს მინდა - თვალები ააფახულა თამუნამ -არის, მადმუაზელ.. დღეები დღეებს მისდევდა წამი კი ყოველ წამს დრო გადიოდა , ოცნებით არ ვიტყუებდი თავს მზეს მთვარე შეყვარებია ღრუბელს უძირო ცა მაგრამ ამ გრძნობას ჩემსავით ვერვინ ართმევდა თავს ალბათ ოდესმე შევხვდებით და გამოგაყოლებ თვაალს -ვიცეკვოთ.. - მითხრა დემემ და წამოდგა -მე? .. არა, არ ვცეკვავ.. -კარგი რა, ყველამ იცის ცეკვა მოდი აქ.. - მითხრა და ფეხზე წამომაყენა, ხელი წელზე მომხვია და მუსიკას ტანი ავაყოლეთ. ....გაივლის დრო და მოვა ზამთარი დარდი ფიფქებად დაიწყებს თოვას რომ შემცივდება , დაბერავს ქარი , ჩემს გასათბობად არავინ მოვა. შენთვის ყოველთვის ვიმღერებ და არ დაგავიწყებ თაავს შენ კი ჩემს დაკრულ სიმღერებზე , ხშირად დაუკრავ ტააშს ღამის ფერები ანათებს კადრებს განგება ისევ ძალუმად გვაცნობს ქუჩაში მწვანე აენთო დარდებს ჩემი ფიქრებიც მთელ ქალაქს მოსდო ვიცი ოდესმე შევხვდებით და გამოგაყოლებ თვაალს შენ კი ჩაივლი ქუჩაში და არც მოაბრუნებ თაავს გაივლის დრო და მოვა ზამთარი დარდი ფიფქებად დაიწყებს თოვას რომ შემცივდება , დაბერავს ქარი , ჩემს გასათბობად არავინ მოვა -ბოლო აკორდი აიღო თოკომ და ჩვენც ჩვენს ადგილს დავუბრუნდით.. კარგა ხანი ვიყავით ბუხართან, ათასი რამე გავიხსენეთ ჩვენი ბავშვობიდან ბერვი ვიცინეთ და ვიმხიარულეთ.. არ მახსოვს როდის ჩამეძინა, ვიგრძენი ვიღაცამ ხელში ამიყვანა და შუბლზე მაკოცა.. სულ ბოლოს კი ჩუღცლით ნათქვამი სიტყვები მახსოვს : ,,ძილინებისა, ლავანდის გოგონავ..“ *** დილით ადრე გამეღვიძა გოგოებს ჯერ კიდევ ეძინათ, ტანსაცმლით მეძინა. გუშინდელი დღე გამახსენდა და უნებურად გამეღიმა. თავი მოვიწესრიგე და ქვემოთ ჩავედი. ძალიან მშიოდა და რამის მომზადება გადავწყვიტე, მაცივრიდან საჭირო პროდუქტები გამოვიღიღე და ბრაუნის გამოცხობა დავიწყე.. მალევე მოვრჩი და მიკროტალღურ ღუმელში შევდე. სანამ გამოცხვებოდა გადავყვიტე ლიმონათი დამელია, ჭიქას ვეძებდი ქვედა კარადაში არიყო, ზედა გამოვაღე -გიპოვე! - ჩემთვის ჩავილაპარაკე, და ჭიქისკენ გავიწიე, ვერ მივწვდი, სკამი მივიდგი ჭიქა ჩამოვიღე და მაგიდაზე დავდგი, უცებ სკამი გასრიალდა, გადმოვქანდი და ჭიქას პირდაპირ ხელით დავეცი, დაიმსხვრა და ნასხვრევები ხელშ ჩამერჭო -ჯანდაბა- წამოვიკივლე და ხელი წყალს შევუშვირე, მეორე ხელით ვეცადე ნამსხვრევის ამოღება ვცადე, რაც ორმაგად უფრო მტკივნეული იყო- თამუნა!! - დაავიყვირე -რა ხდება? - გაკვირვებული დემეტრე მორბოდა კიბეებზე -მე, არვიცი.. სკამი გასრიალდა და ხელი დავარტყი ჭიქას.... - ატირებულმა ავხედე დემეტრეს რომელიც უკვე ჩემს ხელს ათვალიერებდა -კარგი, ნუ გეშინია, არ იტირო ამოვიღებ ახლავე... - კარადიდან სამედიცინო ყუთი გადმოიღო. ამასობაში ბავშვებიც მოვიდნენ -რა დაგემართა? - გაპარული ხმით მკითხა თამუნამ, რომსაც სახეზე ფერი აღარ ედო -არაფერია, ხელი გაეჭრა, მივხედავ- ჩემ მაგივრად უპასუხა დემემ -თორნიკე.. გაიყავნე.. თამუნა სისხლის დანახვაზე ცუდად ხდებაა... - სვენებ-სვენებით ვუთხარი თოკოს, რომელმაც მიტკლისფერი თამუნა გაიტანა ოთახიდან - ახლა, ცოტა გეტკინება.. -შეწუხებული სახით მითხრა დემემ -არაუშავს.. ამოიღე.. - ვუთხარი და თვალები დავხუჭე..საშინელი ტკივილი ვიგრძენი , როცა მინა ამოაცალა, ხელს ვერ ვვგრძნობდი, რამაც უფრო შემაშინა -დემე.. ხელს ვერ ვგრძნობ.. დემე..- ჩავიჩურჩულე და ხელს დავაკვირდი, რომლიდანაც სისხლი მოდიოდა.. მერე კი აღარაფერი მახსოვს.. 5 პირველი რაც ვიგრძენი, ეს სისხლისა და სპირტის სუნი იყო, შემდეგ თვალები ზანტად გავახილე და რამდენჯერმე დავახამხამე, რათა ოთახში ჩამოწოლილ ბურუსს შევგუებოდი. მივხვდი, ჩემს საძინებელში არ ვიყავი, სურნელითა და თეთრეულის ფერით მივხვდი, რომ დემესი იყო. მერე, უცებ ყველაფერი გამახსენდა და შეშინებულმა ხელს დავხედე, შეხვეული მქონდა. თითების გამოძრავება ვცადე და გამომივიდა, რამაც გამახარა. უცებ, კარი გაიღო და დემე შემოვიდა ლანგრით ხელში. -უკვე გაიღვიძე? - ღიმილით ჩამოჯდა საწოლზე - სამწუხაროდ, შენი ბრაუნი დაიწვა, ამიტომ სიდომ გამოაცხო ნამცხვარი - თქვა და ლანგარი მაგიდაზე დადო -ხო, მადლობა .. რა მოხდა? ბევრი არაფერი მახსოვს -თითები ვერ გაამოძრავე და შიშისგან გონება დაკარგე - მითხრა და თმა ყურსუკან გადამიწია -თამუნა როგორაა? - გამახსენდა მიტკლისფერი თამუნა -კარგად, თორნიკემ დაამშვიდა - ჩაიცინა და შევამჩნიე როგორ ჩაეჭეჭყა ლოყები, თვალები გამიბრწყინდა და უნებურად სახისკენ გავიწიე -ვაიმე, რა საყვარლად გეჭეჭყება ლოყები .. - ვთქვი დათითი დავუსვი ლოყაზე, ჭრილობამ თავი შემახსენა და სახე უსიამოდ შევჭმუხნე. -კარგად ხარ? -კი, ხელმა ბევრს ნუ მოძრაობო, შემომითვალა .. -ხო მართლა, შენთვის რაღაც მაქვს - თქვა და ჯიბიდან პაწია შავი ყუთი ამოიღო -რა არის ? - ინტერესით ვკითხე და ყუთი გავხსენი, პატარა გულის ფორმის ვერცხლის კულონი იყო წინიდან ,,მიყვარხარ“ ეწერა უკნიდან ,,ჩემ ლავანდის გოგონას’’ - ვაიმე, ულამაზესია, ძალიან დიდი მადლობა!! - ვუთხარი და მთელი ძალით ჩავეხუტე -ეს შენ ხარ ულმაზესი .. -*-*-* -როგორ ხარ? - კითხა თონიკემ გოგონას და გვერდით მიუჯდა -შედარებით უკეთ.. უბრალოდ, სისხლის ბავშვობიდან მეშინია და დღეს რომ დავინახე..-უცებ გაჩერდა და გააკანკალა -კარგი, დამშვიდდი, გთხოვ არაფერი აღარ მინდა ასე რომ ხარ - უთხრა გოგონა გულში ჩაიკრა და თმაზე ხელი ნერვიულად დაუსვა -რატომ ? შენზე ასე ვმოქმედებ ? - გულუბრყვილოდ ააფახულა თვალები თამუნამ -კი, ძალიან დიდი გავლენა გაქვს ჩემზე... -მართლა? რატომ ? -ზოგადად, ასე ხდება ხოლმე, როცა ვინმეზე შეყვარებული ხარ.. -ხო , გეთანხმები... მოიცა, რაა?? - წამოიყვირა, როცა თორნიკეს სიტყვები გაიაზრა -რაც გაიგე პატარა ქალბატონო.. მე თქვენ მიყვარხართ ! - საზეიმოდ გამოაცხადა თორნიკემ და ხელები გაშალა -შენ მე.. მოიცა.. ანუუ .. შენ. ... - ალუღლუღდა თამუნა, ამასობაში თორნიკემ დრო იხელთა და მკლავებში მოიქცია -დიახ, ძვირფასო , მიყვარხარ.. - თქვა და ჩახედა თამარ ქალს აწყლიანებულ თვალებში, ეს უკანსაკნელი კი მთელი ძალით ჩაეხუტა ბიჭს და ღრმად შეისუნთქა მისი სურნელი *-*-* მოვწესრიგდი და დემეს გრძელმკლავიანი მაისური ჩავიცვი და ქვემოთ ჩავედი, ბავშვები შეკრებილიყვნენ და სუფრას აწყობდნენ . მალევე მოვრჩით ვახშმობას , გადავწყვიტეთ ფილმისთვის გვეყურებინა ყველა სხვადასხვა აზრზე ვიყავით. ბიჭებს რამე საშინელებათა უნდოდათ, ჩვენ დრამა.. ბოლოს, დაგვითმეს და ფილმიც ჩავრთეთ.. ,,მე შენამდე“ მე კი ნაყურები მქონდა, მაგრამ კიდევ ერთხელ დიდი სიამოვნებით ვუყურე.. დასასრულზე ვაღვარღვარეთ ცრემლები. -კარგი რა, რა იყო ეს ? -აღშფოთებულმა წამოიძახა გიორგიმ -ეს იყო ფილმი, არა, შენი DC - ის კომიქსები ჯობია ხო ? - ბოროტულად ჩავიცინე -როგორ არ ჯობია, ეს რა იყო, თავი გასვენებაში მეგონა, ყველა ტიროდით. -როგორ შეიძლება ამ ფილმს ემოციების გარეშე უყურო ? - ახლა მარი ჩაერთო დილოგში -ძალიანაც კარგად შეიძლება! -ეს დიდი სიყვარულის ისტორიაა - გრძელი წამწამები ააფახულა მარიმმა -არაფერიც, მე არ მწამს ასეთი სიყვარულის! - წამოიძახა გიორგიმ, ყველამ გაკვირვებულმა შევხედეთ, მან კი მშვიდად განაგრძო- უბრალოდ, ვფიქრობ , რომ თუ მართლა გიყვარს, ეტლი არ იქნება ის ზღუდე, რომელიც შეგაჩერებს.. თუ მართლა გიყვარს, სიკვდილზე კი არა, დარჩენილი ცხოვრების მასთან ერთად გატარებაზე იფიქრებდი.. შეიგრძნობდი თითოეულ წამს.. მის სურნელს დაიმახსოვრებდი.. მის ღიმილს.. ყველაფერს რაც მას უკავშირდება, როგორ იცინის, როგორ ყვება სასაცილო ისტორიას, რომელზეც თვითონ ეცინება.. როგორ ტირის, მორიგ სულელურ დრამაზე, როგორ უბრწყინდება თვალები, როცა მასთან ერთად ხარ.. თუ მართლა გიყვარს, უბრალოდ ძალიან ბევრჯერ ეტყოდი, რომ უზომოდ, უკიდეგანოდ და უსასრულოდ გიყვარს... მე ასეთი სიყვარულის მწამს.. - დაასრულა გიომ და ღიმილით გადახედა მარიამს, რომელიც აცრემლებელი უყურებდა -მართალი ხარ... სიყვარულში ბარიერები არ არსებობს! - მტკიცედ თქვა და გიორგის მიეკრო, მანაც ხელები მოჰხვია და გულში ჩაიკრა . -ვაუ, არ ვიცოდი ასეთი რომატიკოსი ტყუპი თუ მყავდა- ჩაიხითხითა თამუნამ -დამიჯერე, ამის შესახებ მე თავად არაფერი ვიცოდი - სრული სერიოზულობით თქვა გიორგიმ -ბავშვებო, რადგანაც ზეგ სახლში მივდივართ, ხვალე დაგათვალიერებინებთ აქაურობას - იდეა წამოჭრა დემეტრემ -მშვენიერი აზრია - ვუთხარი და ხელი ჩავჭიდე. კიდევ კარგა ხანს იყავით ბუხართან, ბოლოს ჩვენ-ჩვენ ოთახებში დავლაგდით და დავძნეთ. მეორე დღე შესანიშნავი იყო, მიუხედავად იმისა, რომ დიდი თოვლი იყო, თანაც საშინლად ციოდა, ბევრი რამე ვნახეთ, უამრავი სურათი გადავიღეთ და სახლში დაქანცულები დავბრუნდით. სიდონიამ ცხელი შოკოლადი დაგვახვედრა, ჩვენც სავარძლებშ მოვკალათდით და დღევანდელი დღის შთაბეჭდილებები ერთმანეთს გავუზიარეთ. დილით ადრე გავიღვიძეთ, ჩავბარგდით და სიდონიას დავემშვიდობეთ.. მიჭირდა აქაურობასთან განშორება. ამ რამდენიმე დღეში თითოეული კუთხე-კუნჭული შემიყვარდა. მანქანში ჩავსხედით თუ არა მალევე ჩამეძინა, სახლში რომ მივედით დემეტრემ გამაღვიძა -მოვედით .. -ასე მალე? თამუნა და გიო ?- ვკითხე ნამძინარებმა, როცა მივხვდი რომ მანქანაშ არავინ იყო -სახლშ დავტოვე - თქვა და ბარგი გადმოიღო, ჭიშკრამდე მიმაცილა -ღამემშვიდობისა, ჩემო ლავანდის გოგონავ, ძალიან მიყვარხარ ! -მეც მიყვარხარ ! - ჩუმად ვუთხარი და ჩავეხუტე. თვალებტ გავაცილე საამ თვალს არ მიეფარა შემდეგ კი სახლშ შევედი -დე, მა , მოვედი !! - დავიყვირე და ჩემებიც გამოვიდნენ სამზარეულოდან -ჩემი გოგო, როგორ მომეანტრე დედი .. -მეც მომენატრეთ -აბა, მამი, როგორ მოგეწონა სვანეთი ? - მკითხა მამამ როცა მოფერებით გული ვიჯერე -სასწაული იყო მა, ძალიან მომეწონა , ეს ის ადგილია, სადაც უნდა წახვიდე, რომ ძალები აღიდგინო, ულევი ენერგიითა და შემართებით აივსო.. - კიდევ დიდხანს ვისაუბრეთ ბოლოს ჩემს ოთახში წავედი და დავიძინე.. ... მიილია იანვარიც თებერვალი დადგა, მთელი ამ ხნის მანძილზე დემეტრეს თითქმის ვერ ვხედავდი.. ხან სად იყო ხან სად.. ბოლოს დამირეკა და შეხვედრა მთხოვა. თებერვლისთვის უჩვეულო ამინდი იყო, დილიდან ბარდნიდა.. თეთრ ქურქში იყო ყველაფეი გახვეული. დილით კურიერში მოვისმინე : ,,მსოფლიო დღეს ჩახუტების დღეს აღნიშნავს, ჩაეხუტეთ ერთმანეთს და გაეცით ბედნიერება“ მთელი დღე გონებაში მიტრიალებდა, ერთი სული მქონდა დემეტრე მენახა და გულშ ჩამეკრა, კვლავ შემეგრძნო მისი სურნელი.. ამ ფიქრებში ჩვენს კაფეს მივუახლოვდი, კარი შევაღე თუ არა, მაშინვე დავინახე.. ზედმეტად სერიოზული მეჩვენა, მანტო გავიხადე და მასთან მივედი. -შუადღემშვიდობის ! - მივესალმე და ხელები მის თბილ თითებში ავხლართე -შუადღემშვიდობის.. - ნაღვლიანად მითხრა და გულზე დაკიდებულ კულონს მიაშტერდა -ხო მშვიდობაა ?? მთელი თვე არ ჩანდი, ხომ კარგად ხარ? - ნერვიულად გადავუსვი თითები ხელზე -კი, კარგად ვარ, მშვიდობაა.. რაღაცის თქმა მინდა.. -გისმენ.. - ვუთხარი და თვალ;ებში მივაჩერდი -იტალიიდან მოწვევა მივიღე, ჩემთან კონტრაქტის გაფორმება სურთ.. - ამოიხრა, მე კი მძიმედ გადავყლაპა ნერწყვი -მერე, ეგ ხომ კარგია.. - ძლივს ამოვიჩურჩულე - ექვს წლიანი კონტრაქტის გაფორმებას აპირებნ ჩემთან.. მაესტრო ამბობს , რომ ეს ძალიან კარგი შანსია ჩემთვის.. -ანუ.. შენ მიდიხარ? -ხო, მივდივარ... სიტყვები ყელში გამეჩხირა.. ვეღარაფერი ვთქვი, ბოლოს ამოვიკნავლე -იცი... იცი, დღეს ჩახუტების დღეა.. - დაინახე, როგორ აუწყლიანდა თვალები, შემდეგ კი მოვიდა და ჩამეხუტე, ისე როგორც არასდროს , მან მომცა ჩემი წილი ბედნიერება.. შემდეგ კი, უბრალოდ წავიდა.. 6 არ მახსოვს კაფიდან როდის, ან როგორ გამოვედი.. ჯიბიდან ტელეფონი ამოვიღე და თამუნას ნომერი ავკრიბე.. ,,მჭირდები“ მხოლოდ ამის თქმა მოვახერხე. შემდეგ, მხოლოდ ძლიერი დამუხრუჭებისა კივილის ხმა გავიგონე.. აპარატის გულისწამღებმა წრიპინმა და მძაფრმა სუნმა გამომაფხიზლა. პირველი, ვინც დავინახე ეს დედა იყო. ოთახს თვალი მოვავლე.. მამა, გიო და თამუნა.. თვალებით ვიღაცას ვეძებდი.. თუმცა, ვიცოდი, ეს ,,ვიღაც“ აქ არ იყო და არც გამოჩნდებოდა. -ნინია, როგორ ხარ? - ნანერვიულები ხმით მკითხა ეკამ -კარგად დე, ცოტა თავბრუ მესხმის.. რა მოხდა? -მძღოლს გზაზე გადაუხტი - თქვა მამამ - მისი ბრალი არაფერი არ იყო, თუმცა თავი გაიგიჟა და საავადმყოფოს ხარჯები თვითონ დაფარა, თან დააყოლა, თუ რაიმე დაგჭირდებათ თქვენს გვერდით მიგულეთო.. -საბედნიეროდ, სერიოზული არაფერია.. მხოლოდ ტვინის შერყევა გაქვს და ათ დღიანი წოლითი რეჟიმი გამოგიწერა ექიმმა - მითხრა თამუნამ და ხელი მაგრად ჩამჭიდა- ეკა დეიდა, მთელი დღე აქ ხართ არც არაფერი გიჭამიათ. სახლში წადით და დაისვენეთ, ნინიასთან ჩვენ დავრჩებით - დედას მიუბრუნდა თამუნა -ხო ძვირფასო, წამოდი სახლშ საღამოს ისევ მოვიდეთ- ცოლს ხელი მოხვია ალექსანდრემ -კარგი დე.. არ ინერვიულო, მალე დავბრუნდებით - შუბლზე მაკოცა და პალატიდან გავიდა -დემეტრეს არ დაურეკავს??? სადაა??? - მაშინვე მივუბრუნდი ტყუპებს -არაფერი ვიცი..რა მოხდა?? - გაკვირვებულომა მკითხა მან მეც ყველაფერი დაწვრილებით მოვუყევი.. გაკვირვება და აღშფოთება ვერცერთმა ვერ დამალა. -იცი, ყველაფერი, ყველაფერი , მაგრამ არა მგონია კარიერის გამო ასე უბრალოდ მიეტოვებინა ყველაფერი და წასულიყო.. ექვსი წლით?? რომელი კომპანია გაუფორმებს კონტრაქტს ოცი წლის ბიჭს, რომელსაც ფაქტობრივად არავინ იცნობს ? თანაც, იტალიაში.. შანსი არაა.. არ არსებობს - ოთახში ბოლთას სცემდა გიორგი. -დემეტრემ თუ მხოლოდ ამის გამო ასე დაგტოვა, ურჩევნია იმ ექვსი წლის შემდეგ თვალით აღარ დამენახოს!! - წარბშეკრულმა წამოიძახა თამუნამ - მაგრამ, მაინც ვფიქრობ რომ სხვა რამეშია საქმე.. გიორგის ვეთანხმები ასე უბრალოდ არ წავიდოდა.. -შეიძლება.. არვიცი.. არაფერი აუხსნია, სულ ესაა რაც მითხრა.. და ..და.. წავიდა - ტირილით ვთქვი ბოლო სიტყვები . -ნინ, ხომ იცი, ჩვენ სულ გვერდით ვიქნებით! თქვენ ორზე ძვირფასი არავინ მყავს მთელს დედამიწაზე!! - ორივეს მთელი ძალით ჩაგვეხუტა გიო. საავადმყოფოდან გამომწერეს. ძირითადად სახლშ ვიყავი, ტყუპები სულ თან მყავდა.. ერთი წამითაც არ დავუტოვებივარ.. დრო გადიოდა, სკოლა დავამთავრეთ. ეროვნულებიც ჩავათავეთ. სექტემბერში სტუდენტობას აღვნიშნავდით სამივე .. ყველა ბედნიერი იყო ჩვენი წარმატებით. გიო იურიდიულზე, თამუნა ფსიქოლოგიურზე, მე კი ფილოლოგიურზე ჩავირიცხე. ნელ-ნელა შევეგუე, იმ ფაქტს, რომ ის ჩემს გვერდით არ იყო.. შემოძარცვული ვიყავი , როგორც ხე ზამთრის სუსხში.. ის იყო სამოსი, რომელიც მათბობდა.. ის იყო, სარკე რომელშიც რეალურ მეს ვხედავდი.. ახლა კი დაკარგული ვიყავი დროსა და სივრცეში. გავიდა ერთი წელი პირველი კურსი დავასრულეთ.. მეორე წელი... მესამე... მეოთხეე.. მოვრჩით ბაკალავრიატი და მაგისტრატურის გაგრძელება გადავწყვიტეთ. გიო გაცვლითი პროგრამით გერმანიაში წავიდა, მე და თამუნამ აქ გავაგრძელეთ. მეხუთე წელი იწურებოდა მისი წასვლიდან.. აგვისტო იყო, ქალაქში საშინლად ცხელოდა, ამიტომ მე და თამუნამ ჩვენს საყვარელ კაფეს მივაშურეთ -ვაიმე, რა კარგია სიგრილე.. -გაღიმებულმა ჩაილაპარაკა თამუნამ და სკამს მიეყრდნო - ვაიმე, მაგისტრატურაზე ფსიქოლოგია კიდევ თუ ავალინმა გააგრძელა შეიძლებ მოვკვდე.. ეგეთი მონსტრი ლექტორი არ მინახავს რა! -ხო, გამიგია მაგ ქალის შესახებ .. - ჩავიცინე და ნაყინს შევექეცი , რომელიც ამ წამს მოიტანა მიმტანმა- აუ თამუნა ერთი გიჟური იდეა მაქვს - თვალებგაბრწყინებულმა შევხედე -მერე, ხომ იცი, სიგიჟე ჩვენი პროფესიაა.. აბა მითხარი ! -რედაქცია გავხსნათ.. ჩვენი რედაქცია . რა აზრის ხარ ? -მშვენიერი იდეაა, თუმცა ხომ იცი, არც ისე მარტივია, საკამოდ დიდ თანხებთანაა დაკავშირებული.. -ვიცი, ჩემებს ვუთხარი და ნახევარს ისინი დამიფინანსებენ -ნახევარს? მოიცა, უკვე იცი რა გიჯდება ? -კი, ვიცი.. ერთი პაწია შენობა ვნახე ამ ქუჩის კვეთაზე , რომელიც იყიდება , თანაც უსაშველოდ ძვირიც არაა.. -ვაიმე, რა კარგია! -ტაში შემოკრა თამუნამ -ხო, დანარჩენს მოვაგროვებ და იქნებ მოვახერხოთ ახალი ფურცლის დაწყება.. -მშვენიერია, წამოდი რა გავიდეთ , მაჩვენე მაინტერესებს ! კაფიდან გამოვედით და ქუჩის ბოლოსკენ გავწიეთ. შენობა ვაჩვენე.. საკმაოდ ბევრი იყო სამუშაო.. საღამოს შენობის პატრონს დავუკავშირდი და ვუთხარი რომ თანახმა ვიყავი შეძენაზე. ფული იმ კვირაში გადავრიცხე.. ახლა იწყებოდა მთავარი .. ინტერიერი.. ექსტერიერი.. საჭირო ნივთები , საკმაოდ შორს მიდიოდა თანხები.. მთელი დღე კაფეში ვიჯექით და მიახლოებით ვვანგარიშობდით -არა, აღარ შემიძლია, თავი ბუღალტერი მგონია - მობეზრებულმა ჩავილაპარაკე -აღარც მე.. -წავალ ყავას მოვიტან, გინდა? -არა, ცივი წყალი წამომიღე.. ბარისკენ გავწიე, როცა ვიღაც უხეშად დამეჯახა -უკაცრავად, ძალიან დიდი ბოდიში -მითხრა დაახლოებით ჩემი ასაკის ბიჭმა -არაუშავს.. - ჩავილაპარაკე და წასვლას ვაპირებდი, როცა უცნობმა გამაჩერა -თქვენ?? ღმერთო.. რა დამთხვევაა .. -მე? რა დამთხვევა ვინ ბრძანდებით? -მათე გელოვანი, მე ის გახლავართ ამ ხუთი წლის წინ მანქანით რომ დაგეჯახეთ.. - ჩუმად ჩაილაპარაკა ბიჭმა -უი.. გამარჯობა - გამეცინა - მე ნინია ვიბლიანი ვარ.. და თქვენი ბრალი არ იყო, ეს მე გადმოგიხტით გზაზე -რათქმაუნდა ჩემი ბრალი იყო.. ცოტა ნელა უნდა მეარა .. -არ იყო თქვენი ბრალი.. იცით, მეჩქარება, უნდა წავიდე - თავის დაძვრენა ვცადე -ნინია, დიდი ბოდიში იმ ამბის გამო.. თუ რაიმე დაგჭირდებათ, მნიშვნელობა არ აქვს რა.. მომმართეთ.. -კარგით, მადლობა.. - ვუთხარი და გამოვწიე, უცებ თავში შესანიშნავმა იდეამ გამიელვა- მათე, მოიცადეთ.. -დიახ, გისმენთ - მაშინვე მობრუნდა ბიჭი -გინდათ ის დანაშაული გამოასწოროთ, რომელიც , ჩემი აზრით, არ ჩაგიდენიათ ? -დიახ, თუკი ამის შესაძლებლობა არსებობს..- თვალებგაბრწყინებულმა მითხრა -მშვენიერია, წამომყევით .. ბიჭი თამუნას გავაცანი და მთელი ჩვენი იდეები გავუზიარეთ. დახმარებაზე დაგვთანხმდა. ხვალვე დავიწყოთო. მართლაც მეორე დილას უკვე მუშებითა და ხელოსნებით იყო სავსე მთელი შენობა.. რაღაცებში ჩვენც მივიღეთ მონაწილეობა, საღებავის ფერები ავარჩიეთ, ძირითადად იისფერი და იასამნისფერი ჭარბობდა.. ნელ-ნელა შენობა რაღაცას ემსგავსებოდა.. დიზაინზე მე და ტამუნა ვმუშაობდით.. ფაქტობრივად 6 თვეში ყველაფერი დამთავრდა.. ბოლოს ჯერი სახელზე მიდგა, დიდი ხანი ვიფიქრეთ, ბოლოს, ისევ მოგონებებმა გაიმარჯვა და ,,ლავანდა“ დავარქვით .. საზეიმოდ გავხსენით დედა და მამაც ჩამოვიდნენ.. გიომაც მოიცალა და ჩამოვიდა, თანაც თითქმის ამთავრებდა სწავლას -ძალიან ვამაყობ თქვენით ! -ორივეს ჩაგვეხუტა დედა -მათე რომ არა, ვერაფერსაც ვერ ვიზამდით - ვთქვი და მათეს გადავხედე -არაფერია .. - ღიმილით გადმოგვხედა ყველას.. -თამუნა სად წავიდა? - გაკვირვებულმა ჩაილაპარაკა გიორგიმ -წეღან აქ იყო.. ალბათ შენობაშია.. ((თამუნა)) -სად ჯანდაბაში დავტოვე ეს ტელეფონი, სულ როგორ უნდა ვკარგავდე.. -მგონი ესაა, არა? - ტელეფონი მიაწოდა ვიღაცამ -დიახ, დიდი მადლობა.. - თქვა და ხელის პატრონს რომ ახედა ადგილზე გაშეშდა.. თვალებს ვერ უჯერებდა.. - თორნიკე?? - აკაკნკალებული ხმით ჩაჩურჩულა და სკამს დაეყრდნო -გამარჯობა თამარ ქალო! - თავის ჩვეული ღიმილით შეხედა გოგონას და მისკენ გაიწია, თამუნა უცებ გამოერკვა და ბიჭის ხელები უხეშად მოიშორა.. -აქ რას აკეთებ ?? როგორ ბედავ აქ მოსვლას ? მას შემდეგ, რაც შენ და შენმა ძვრიფასმა ძმაკაცმა, ნინიასა და მე გაგვიკეთეთ?- განრისხებული, თანდათან ხმას უწევდა -დამშვიდდი. ყველაფერს თავისი ახსნა აქვს... ამისთვის ძალიან სერიოზული მიზეზი გვქონდა! - კბილებს შორის გამოსცრა სიტყვები -მართლა? - ირონიულად გაიღიმა გოგონამ - მაშინ, მეც სერიოზული მიზეზი მაქვს, იმისთვის რომ აქედან მიგაბრძანო!! -ჩშშ.. პატარა ქალბატონო.. - ნელ-ნელა მიუახლოვდა გოგონას და გულზე მიიხუტა, მისი წინააღმდეგობის მიუხედავად- როგორ მომენატრე, რომ იცოდე, როგორ.. მიყვარხარ, ძალიან მიყვარხარ... -მაშინ რატომ წახვედი? ? რადომ გაქრი ასე უცებ ? - აცრემლებული თვალებით ახედა გოგონამ -დამიჯერე, მეც არ მინდოდა, მაგრამ არ შმეძლო, მხოლოდ დემეტრეს ვერ გავიმეტებდი ამ ტკივილისთვის... - ნაღვლიანად ჩაილპარაკა მამაკაცმა და თამუანას სახეს რომ დააკვირდა, მიხვდა რომ ზედმეტი წამოსცდა.. -რა ტკივილისთვის ? რა მოხდა? -ყველაფერს გაიგებ.. როცა ამის დრო მოვა.. ახლა კი შენი დახმარება მჭირდება.. -ჩემი დახმარება ? რაში ? -გაკვირვეუბულმა შეხედა -მინდა რომ ამ რედაქციაში შენი მოთხრობა, ,,ლავანდის გოგონა“ დაბეჭდო.. -რა? საიდან იცი რომ დაწერილი მაქვს ? და რაში გჭირდება? -იცი, ამ ბოლო დროს სხვის კომპიუტერში შეღწევა სულ მარტივი ხდება.. -რა? ჩემს კომპიუტერშ დაძვრებოდი ? - გაბრაზებულმა წამოიძახა -ახლა, მაგას არ აქვს მნიშვნელობა.. მოთხრობა აუცილებლად დაბეჭდე, ამ რედაქციაში.. რაც შეიძლება მალე.. დანარჩენს მე მივხედავ -რატომ ? რა ხდება ? -დემეტრე ბრუნდება.. და ყველაფერი თავის ადგილს დაუბრუნდება.. 7 დრო გადიოდა. უკვე თითქმის მეექვსე წელი იწურებოდა მისი წასვლიდან.. ჩემს საყვარელ კაფეში ვიჯექი და რედაქციასთან დაკავშირებულ საკითხებს ვაგვარებდი -უი - შევიცხადე - ფაილების გადაგზავნა დამავიწყდა მათესთვის .. - მაშინვე ელ ფოსტას მივაშურე, ვერაფრით გავიხსენე რედაქციის ელ ფოსტის პაროლი -ჩემი ძველი ელ ფოსტა- გახარებულმა წამოვიძახე და ავკრიბე კარგად ნაცნობი ციფრები. შევედი , ფაილები ავტვირთე და გადავგზავნე, საუკუნეა აქ არ შევსულვარ, უამრავი შეტყობინება იყო მოსული - გუგლი, გუგლი, იუ თუბი .. თამუნა.. გიო ..დემე .. გუგლი .. მოიცა, რა ?? - გაკვირვებულმა კურსორი ზემოთ ავწიე და ის შეტყობინება გავხსენი, რომელიც დემეტრეს ელ ფოსტიდან იყო გამოგზავნილი.. დიდი წერილი იყო, დაახლოებით ერთი წლის წინ გამოგზავნილი. კითხვა დავიწყე: ,,ნინია, ჩემო ნინია.. ალბათ, როგორ ვერ მიტან ასე მარტო რომ დაგტოვე.. ალბათ, როგორ გინდა, რომ ყველაფერი დაივიწყო, ან დრო უკან დააბრუნო და ხელახლა დატკბე იმ მომენტებით.. ალბათ, არ დამიჯერებ, მაგრამ ეს მეც ძალიან მინდა..მინდა რომ გავქრე შენი ცხოვრებიდან..ნეტავ, საერთოდ არ გამოვჩენილიყავი.. მაშინ ხომ აღარ გატკენდი. მაშინ, ხომ აღარ იქნებოდა ამდენი ცრემლი. დამიჯერე საყვარელო, ჩემო ნინია, მიზეზი მქონდა, რომ დამეტოვებინე, რომ ყველაფერი დამეტოვებინა მანდ და უცხო ქვეყანაში წამოვსულიყავი.. მიზეზი მქონდა, ძალიან დიდი და სამწუხაროდ, ცუდი მიზეზი.. მტკივა, უზომოდ მტკივა უშენობა.. სული გამოკეტილია სხეულში და კივის.. ღმუის..ღმუის, როგორც ბანში მომაკვდავის ფანჯარასთან..აღარავინ და აღარაფერი დამრჩა.. ერთადერთი, რამაც აქამდე მომიყვანა, ეს მოგონებებია. ჩემი მოგონებები შენზე.. თვალებს როგორც კი დავხუჭავ, მაშინვე მახსენდები, მახსენდება შენი სიცილი, მხიარული და ლაღი. იმედი მაქვს, ისევ ასეთი სიცილი გაქვს. ჩვევა, რომ ერთ კულულს თითზე იხვევ, როცა კომპლიმენტს გეუბნებიან, როცა ბროწეული ყვავილივით გიწითლდება ლოყები.. როგორ გიბრწყინავს თვალები, როდესაც შენთვის ძვირფას ადამიანებს ხედავ.. ფიქრისას, წარბებს შეკრავ და ტუჩს იკვნეტ..როგორ მინდა აქ მყავდა.. მხოლოდ ერთხელ შეგეხო.. შევიგრძნო ლავანდის სურნელი, რომელმაც ასე გამაგიჟა.. შენი ცეცხლისფერი, ხუჭუჭა თმა მომენატრა და მასში თითებით თამაში.. შენი დიდი, ცისფერი თვალები, გაბრაზებისას მთელი ოკეანე რომ ღელავს შიგნით.. შენი სიფრიფანა სხეული მომენატრა.. შენი სქელი, ატმის ყვავილის ფერი ტუჩები.. დარჩენილი სულის დაფლეთილ ნაწილებს გავცემდი, ოღონდ ერთხელ შევეხო.. შენი თხელი, პაწია თითუნები მომენატრა.. მომენატრე, უსაზღვროდ, უღმერთოდ მომენატრე.. მაპატიე, თუ შეძლებ მაპატიე, იმისთვის, რომ დაგტოვე.. იმისთვის, რომ არ აგიხსენი.. მიყვარხარ!! ძალიან მიყვარხარ, ჩემო ლავანდის გოგონავ!! ‘“ კითხვა დავასრულე.. მინდოდა მეყვირა, მთელი ექვსი წლის ნაგროვები ემოციები ერთბაშად მომაწვა.. თავი ვეღარ შევიკავე და ავქვითინდი.. დემეტრეს ნაჩუქარი, გულზე დაკიდებული კულონი ხელში მოვიქციე და ხმამაღლა ვთქვი: -მეც მიყვარხარ.. ძალიან მიყვარხარ!! ვერაფერი შეცვლის ამ გრძნობას.. ვერაფერი... - სული ძლივს მოვითქვი და თამუნას დავურეკე. მალევე მოვიდა, გულ ამოვარდნილი შემოვარდა კაფეში და ჩამეხუტა -ხომ იცი, მე შენთან ვარ.. ყოველთვის შენთან ვიქნები.. ექვსი წელი ერთად გადავიტანეთ და ყველაფერს ერტად გადავიტანთ.. -ვიცი.. ვიცი, რომ ყოველთვის ჩემს გვერდით იქნები.. სწორედ ესაა ჩემი არსებობის და გადარჩენის მიზეზი..- მკრთალად გავუღიმე - დემეტრეს წერილი ვიპოვე.. დაახლოებით ერთი წლის წინ გამოგზავნილი -ვუთხარი და ლეპტოპი მისკენ შევაბრუნე . სწრაფად ჩაიკითხა და ბოლოს თვალცრემლიანმა მითხრა: -ვიცოდი, რომ მისი წასვლის უკან რარაც სერიოზული მიზეზი იმალებოდა.. -ხო, მეც.. მაგრამ ახლა, ამან უფრო შემაშინა.. რას ნიშნავს, დიდი და ძალიან ცუდი მიზეზი.. -არვიცი.. წარმოდგენა არ მაქვს.. იცი - ჩაახველა თამუნამ, რაღაცის თქმას აპირებდა და ნერვიულობდა.. ნერვიულობისას სულ ასე აკეთებდა - ერთი შემოთავაზება მაქვს.. -რა შემოთავაზება? ყურადღებით გისმენ .. -ვიფიქრე, რადგან ჯერ-ჯერობით ახალი კლიენტი არ გვყავს, იქნებ ჩემი ისტორია წიგნად გამოგვეცა? -ვაუ, შესანიშნავია, რომელი ისტორია, ,,გვირილისფერი ანუნი“ ? -არა.. ახალი.. ,,ლავანდის გოგონა“ - მითხრა და თითქოს სუნთქვა შეწყვიტა, ჩემ რეაქციას დაელოდა -,,ლავანდის .. გოგონა“ ?? შენ რა, ეგ ისტორია მართლა დაწერე?? - გახარებულმა წამოვიძახე და მანაც მშვიდად ამოისუნთქა. -ხო, უკვე დიდი ხანია დაწერილია, მხოლოდ ბოლო თავი აკლია.. - მცირე პაუზის შემდეგ ყოყმანით მითხრა- იცი, ეს წერილი დამჭირდება.. -ეს? .. კარგი, ახლავე გამოვგზავნი.. შემდეგ კვირას დავიწყეთ ახალ წიგნზე მუშაობა.. გადავწყვიტე ყდის დიზაინი ჩემ ტავზე ამეღო. დიდხანს ვიფიქრე, რა შეიძლებოდა გამეკეთებინა.. ბოლოს ერთი იდეა მომივიდა.. გუგლი გავხსენი და საძიებოში ჩავწერე : DemetreGasvianiOfficial დემეტრეს ბლოგზე შევედი, სურათების სექციაში ჩემთვის სასურველს დავუწყე ძებნა.. მალევე წავაწყდი.. ,,ლავანდის პრინცესა“ - ეწერა ნახატს.. კარგა ხანს ვიფიქრე გამომეყენებინა თუ არა სურთი, რადგან ავტორის გარეშე საავტორო უფლებების დარღვევაში ჩამეთვლებოდა, მაგრამ ბოლოს გადავყვიტე გამომეყენებინა. თამუნას ვთხოვე, რედაქციის სახელით წერილი გაეგზავნათ დემეტრესთან, თავის დაზღვევის მიზნით. ყველაფერი დავასრულეთ.. თამუნამ თავისი ბიოგრაფიაც მომიტანა, თან წიგნის მოკლე აღწერა დაურთო. წიგნი ას ეგზემპლიარად გამოვეცით . დაახლოებით ათი ცალი დავიტოვეთ დანარჩენი კი, წიგნების მაღაზიაში გადავანაწილეთ. ერთი კვირაც არ იყო გასული გამოცემიდან რომ არცერთი წიგნი აღარ იყო გასაყიდი, რამდენიმე მაღაზია დაგვეკონტაქტა და გვთხოვა რომ თუ გვქონდა კიდევ გაგვეგზავნა, რადგან , მომხმარებლებს დიდი მოთხოვნა ჰქონდათ. ჩვენც დამატებით ორასი ეგზემპლიარი გამოვეცით და გადავანაწილეთ.. ბოლოს, თავად რედაქციაშიც დაიწყეს თაყვანისმცემლებმა მოსვლა. გადავწყვითეთ, წიგნის განხილვა მოგვეწყო. უამრავმა ადამიანმა მოიყარა თავი, ძირიტადად ახალგაზრდები იყვნენ. თამუნა კი მათ კითხვებს სიხარულით პასუხობდა, ბოლოს ერთი გოგონა წამოდგა და ჰკითხა: -ქალბატონო თამარ, წიგნში აღწერილი ამბავი რეალურია ? ეს გმირები რეალურად არსებობენ, თუ ყველაფერი თქვენი წარმოსახვის ნაყოფია? - ინტერესით მიაჩერდა გოგონა.. თამუნა დაიბნა, მე გადმომხედა, მე კი თითქმის შეუმჩნევლად დავუქნიე თავი -იცით, ეს ამბავი რეალურია, გმირებიც რეალურნი არიან.. -და დასასრულზე რას იტყვით? - ჩაეძია გოგონა -დასასრული..ასე ვთქვათ, პატარა წინასწარმეტყველებაა .. - ეშმაკურად გაიღიმა თამუნამ და თვალი ჩამიკრა. მე კი, გაკვირვებულმა შევხედე. რა დასასრული? წიგნი ჯერ კიდევ არ მაქვს წაკითხული.. ეს როგორ დამემართა.. საღამო მშვენივრად დასრულდა.. რედაქციაც დაცარიელდა, თამუნამ საქმე გავიდა. მე კი , ჩემი, თამუნას ნაჩუქარი წიგნი ავიღე და კითხვა დავიწყე.. პირველივე სიტყვებიდან მივხვდი, რომ რაღაც ძალიან ახლობელსა და სათუთს ვეხებოდი და ვიხსენებდი.. თითოეული მომენტი წარმომიდგა თვალწინ.. რაჭა.. გამოფენა.. სვანეთი.. შავი თვალები.. დაკარგვა.. ტკივილი.. ღრმად ამოვიოხრე და წიგნი დავხურე.. ხელახლა გავდიოდი მთელ ჩემს ცხოვრებას.. გარეთ გავიხედე თოვდა, თებერვალი იწურებოდა.. დღეს ცახუტების დღეა.. გავიფიქრე ჩემთვის, როდესაც კალენდარს დავხედე.. ზუტად 6 წელი ამოიწურა.. მანტო ჩავიცვი, შარფი მოვიხვიე რედაქცია დავკეტე და გარეთ გამოვედი. სახლი ახლოს იყო და ფეხით გადავწყვიტე გასვლა, თან წიგნს ვკითხულობდი. თოვლი ხელს არ მიშლიდა, ხეებს მივუყვებოდი და ფანტელები ჩემემადე არ აღწევდა.. წიგნის თავები იწურებოდა.. აი, დემეტრეს წერილი.. ბოლო თავი გადავშალე და დიდი გულისყურით დავიწყე კითხვა, დროდადრო წინ ვიხედებოდი, რომ არაფერს დავჯახებოდი.. ფინალტან მივედი.. მოთხრობის მთავარი გმირი სახლისკენ მიდის, ისევე, როგორც მე... ნაბიჯების ხმა ესმის.. ისევე როგორც მე.. მოიცა, ნაბიჯების ხმა მართლა ისმის.. გონებაში გავივლე სწრაფად და უკან გავიხედე, არავინ ჩანდა.. სულ თამუნას წიგნის ბრალია.. უკვე, მოლანდებები დამეწყო.. კითხვა გავაგრძელე.. გმირი სადარბაზოს უახლოვდება, უკან იხედებება და ხედავს მისთვის უსაყვარლეს ადამიანს.. ადამიანს, რომელსაც ამდენი ხანი ნატრობდა.. ბიჭი მისკენ მოიწევს.. გულში ძლიერად იკრავს და ეკითხება : ,,იცი, დღეს ჩახუტების დღეა? ‘’ დასასრული.. ბედნიერი ვუყურებდი წიგნის ბოლო გვერდს, ბოლო სიტყვებს და გულში სითბო მეღვრებოდა... წიგნი დავხურე და ჩანთაში ჩავიდე.. ღრმად ამოვიოხრე და უკან გავიხედე.. მეც არვიცი რატომ, მეც არვიცი რას ველოდი.. მაგრამ, მაინც გავიხედე და დავინახე... ის დავინახე.. დემეტრე.. ჩემი დემეტრე.. ადამიანი, რომელსაც ამდენი ხანი ველოდი.. რომელსაც ვნატრობდი.. რომელიც.. რომელიც უსაზღვროდ მიყვარდა.. ადგილიდან ვერ ვიძროდი.. ის კი მანქანას მიყრდნობოდა, თავისი ჩვეული ღიმილით იღიმოდა და ნაღვლიანი თვალებით მიყურებდა. თითქოს ერთბაშად გაზრდილიყო, უფრო მეტად სერიოზული მეჩვენა ვიდრე ადრე იყო.. ოდნავ მოშვებული, შეკოხტავებული შავი წვერი სახეს უფარავდა, მოზრდილი შავი ტალღოვანი თმა სანახევროდ სახეზე ჩამოყროდა და ორმაგად უფრო სიმპათიურს ხდიდა.. მინდოდა მივსულიყავი და მის მკლავებში მეპოვა სამუდამო ბინა, მაგრამ ასფალტზე ვიყავი მიწეპებული.. ბოლოს თვითონ წამოვიდა ჩემსკენ, ჩემი სახე ხელებში მოიქცია და ტუჩებზე დამაცხრა.. როცა ,,მწყურვალმა“ სული მოითქვა, ჩემი საყვარელი, მონატრებული ბარიტონით მითხრა: -ჩემო ლავანდის გოგონავ, იცი, დღეს ჩახუტების დღეა ... - შემდეგ კი მთელი ძალით ჩამეხუტა. 8 მის მკლავებში ვიყავი მომწყვდეული და იმ სურნელს ხარბად ვისრუტავდი, რომელიც ასე ძალიან მომენატრა, რომელიც ასე მაგიჟებდა.. ის კი თითებით ჩემს თმაში თამაშობდა და მიმეორებდა: -ნინია, ჩემო ნინია... ჩემო ლავანდის გოგონავ... მიყვარხარ.. მაპატიე, რომ დაგტოვე.. მაპატიე..- უცებ, თითქოს სილა გამაწნეს, გამვერკვიე და მისი ხელები უხეშად მოვიშორე -არ გაბედო, არ მომეკარო... - ძლივს ვთქვი და ვიგრძენი, როგორ დამისველეს ცრემლებმა სახე- მთელი ამ ხნის განმავლობაში, უზომოდ მენატრებოდი.. უზომოდ მტკიოდა უშენობა.. შენ კი.. შენ კი უბრალოდ გაქრი და ექვსი წლის მერე მოლანდებასავით გამოჩნდი... რას ნიშნავს ეს ყველაფერი? -ნინია, თუ დამშვიდდები, ყველაფერს აგიხსნი... -ჰაჰ.. - ირონიულად ჩავიცინე- დავმშვიდდე არა? როგორ უნდა დავმშვიდდე? ვერ ვმშვიდდები.. არ შემიძლია, მთელი ექვსი წელია, ჩემს სულში ზღვა ღელავს, ტალღები ეხეთქება სხეულს და საცაა ამოხეთქავს და ყველაფერს წალეკავს, ყველაფერ იმას, რაც ექვსი წლის განმავლობაში ვაკოწიწე.. მათ შორის იმ ვითომ სიძლიერეს, რომელიც შენი წასვლის შემდეგ გამოვიჩინე.. არ შემიძლია.. -ნინია, გთხოვ.. - ნაღვლიანად შემომხედა და ჩემსკენ გამოიწია -არა! ნუ მთხოვ.. ნუ.. არ შემიძლია... ნახვამდის დემეტრე.. - გაკერპებულმა ვუთხარი და სადარბაზოსკენ მშვიდი ნაბიჯებით გამოვწიე.. როგორ ავიარე სამი სართული არ მახსოვს. კარი გავღე, საძინებელში შევედი და ტანსაცმლით დავწექი საწოლზე.. კიდევმასზე ვფიქრობდი.. იქნებმართლაც ქონდა მიზეზი.. იქნებ, მართლაც მოხდა რაიმე... ამ ფიქრებში ჩამეძინა. დილით თვალები ძლივს გავახილე. მანტო აღარ მეცვა და პლედი მეხურა. არადა, ზუსტად მახსოვს რომ ჩაცმული დავწექი, არც პლედი მეფარა. -ალბათ თამუნა მოვიდა- ხმამაღლა ვიფიქრე- თამუ, ყავა გამიკეთე რა - გავძახე, პირსახოცს ხელი დავავლე და აბანოში შევედი. კარგა ხანს ვინებივრე ცხელ წყალში, რომელმაც დაღლილობა მომიხსნა. პირსახოცი შემოვიხვიე და გარეთ გამოვედი. სამზარეულოში შესვლა და ჩემი კივილი ერთი იყო -რა გაკივლებს, ყურები მეტკინა - უკმაყოფილოდ გადმომხედა გასვიანმა და ამათვალიერ-ჩამათვალიერა -რა მაკივლებს? რა ჯანდაბა გინდა ჩემს სახლში ?? როგორ შემოხვედი? კარი გატეხე? ახლავე პოილიციაში ვრეკავ - გაბრაზებულმა ერთმანეთს მივაყოლე და ტელეფონისკენ გავიწიე, როცა ხელი მტაცა და ტანზე ამიკრო -ჩშშ.. პოლიცია არ გვინდა, თანაც მე არაფერი საკეტი არ გამიტეხავს.. რა ჩემი ბრალია თუ, ბინას არ კეტავ ? უკან გამოგყევი, კარი ღია დატოვე და მეც შემოვედი, დაველოდე როდის დაგეძინებოდა , მანტო გაგხადე, პლედიც გადაგაფარე.. სულ ეს იყო - თქვა და ტუჩები გაილოკა -სულ ეს იყო ? ხელი გამიშვი და ახლავე მიბრძანდი ჩემი სახლიდან! - დავუყვირე და გავიბრძოლე, მაგრამ ვერ გავთავისუფლდი, ბოლოს თვითონ გამიშვა -ყავა მაგიდაზე დევს.. მიდი რაიმე ჩაიცვი, თორემ საკუთარ თავზე პასუხს არ ვაგებ.. თანაც გვეჩქარება! - თვალი ჩამიკრა და სავარძელში მოკალათდა -ამ ყავაში ალბათ საწამლავი ჩამისხი! - წავისისინე და ფინჯანს ხელი დავავლე- ჩაცმას, რაც შეეხება ეს ჩემი სახლია და თუ მინდა შიშველი ვივლი! და კიდევ, ,,ჩვენ“ აღარ არსებობს ! -თუ გინდა გაიხადე, არაა პრობლემა - ეშმაკურად აუციმციმდა თვალები, მე კი ვიგრძენი როგორ შემეპარა ლოყებზე სიწითლე - ,,ჩვენ“ არსებობს, დღესვე დაგიმტკიცებ ამას.. მინდა, რომ ყველაფერი აგიხსნა, უბრალოდ უფლება მომეცი ახსნის, მერე თუ გინდა წადი, სამუდამოდ წადი.. შევყოვნდი.. ვუყურებდი თვალებში და ვგრძნობდი, რომ შანსი უნდა მიმეცა -კარგი.. იყოს ეგრე.. - მტკიცედ ვთქვი და საძინებლისკენ გავწიე. სახლიდან გამოვედით და კაფეში დავსხედით. ვატყობდი რომ ნერვიულობდა, შემდეგ ტელეფონი აიღო და ნომერი აკრიფა -გამარჯობა ნინელი.. როგორ ხარ? ხო.. მაგ ამბავზე გირეკავ დაახლოებით ნახევარ საათში მოდით.. მისამართს მოგწერ.. -ნინელი ? ეს შენი ახალი შეყვარებულია? - ,,სულერთია“ სახით ვკითხე , არადა, მართლა მაინტერესებდა -ნინელი 45 წლი. . -რაა?? უკვე ამხელა ასაკის ქალებს ხვდები?? ღმერთო რა საზიზღრობაა!! - სიტყვის დასრულება არ ვაცადე -შენ წარმოიდგინე და ძალიან საყვარელი ქალია, ბავშვებზე გიჟდება და ჩემი დისშვილის მომვლელია.. -ხო აბა რა ! დაგიჯერე - ჩავიცინე მე, ხოლო, როდესაც მის სერიოზულ სახელს წავაწყდი, თვითონაც დავსერიოზულდი და ვკითხე - დისშვილის ? -ხო.. სწრედ ამის შესახებ მინდოდა მოყოლა.. -კარგი.. გისმენ.. - გავირვებულმა მივუგე და გავისუსე -არასდროს მითქვამს, თუმცა უფროსი და მყავდა.. იგი იტალიაში იყო გათხოვილი იქ მუშაობდა, ოჯახი ჰყავდა და თავისი ცხოვრება ჰქონდა.. მაგრამ ერთ დღესაც ქმარი დაეღუპა.. ამას დაემატა, ის რომ ოჯახი მას ადანაშაულებდა ქმრის სიკვდილში.. ეუბნებოდნენ, რომ ქონების მისაკუთრება გინდოდა და ანტონიო ამიტომ მოკალიო.. ჩემი და არაფერ შუაში იყო, ანტონიოს მაინც არ ქონდა დიდი დრო დარჩენილი, სანამ შეხვდებოდნენ მანამდეც ჰქონდა მას პრობლემები ჯანმრთელობასთან, რაც ოჯახმა არ იცოდა.. ჩემი და ფეხმძიმედ იყო ეს ამბავი რომ მოხდა.. ბავშვი ერთადერთი იყო, რის გამოც ცოცხლობდა.. მთელი ცხრა თვე მის გვერით ვიყავი, ვხედავდი როგორ უჭირდა, როგორ სტკიოდა, მაგრამ არაფერ იმჩნევდა.. მალევე დაიბადა დამიანე , მისი სურვილი იყო , რომ ეს სახელი დამერქმია.. ბავშვის დაბადებიდან რამდენიმე საათი იცოცხლა.. ბავშვზე მეურვეობა მე ავიღე.. ოჯახს მისი დანახვაც არ უნდა .. - მოყოლა შეწყვიტა, ვგრძნობდი, როგორ სტკიოდა.. როგორ უჭირდა.. -ყველაფერი გასაგებია..აღარ გააგრძელო.. გთხოვ- ტირილით შევხედე და მოვეხვიე- რატომ ? რატომ არ მითხარი.. ეს ყველაფერი მარტომ რატომ გადაიტანე? მე კიდევ რა არ ვიფიქრე.. -ვერა, ვერ გაგიმეტებდი ამისთვის.. ერთადერთი ხარ ვინც დამრჩა.. - ნაღვლინად შემომხედა -მამიკო.. -გაისმა ბავშის წკრილა ხმა და ჩვენსკენ პაწია ბიჭუნა გამოიქცა, ტალღოვანი შავი თმითა და ლურჯი თვალებით დემეტრეს შემოეხვია -მამიი .. ჩემი ბიჭი, როგორ ხარ მა? - ცრემლიანი თვალებით შეხედა დემემ და ბავშვი გულში ჩაიკრა -კარგად! იცი, ნინელიმ ზოოპარკში წამიყვანა.. ძალიან მომეწონა, მაგრამ ცოტა პატარაა - სერიოზულად თქვა და მერე მე გადმომხედა - მა, ეს ლამაზი გოგო ვინაა? ნიას გავს.. -ნიას? ნია ვინაა მა ? -ნინელის შვილიშვილია.. იცი რა ლამაზია.. - თვალებგაბრწყინებულმა ჩაილაპრაკა და კვლავ მე შემომხედა -ეს ნინია.. მე რომ გიყვებოდი, გახსოვს? - თვალი ჩაუკრა , ბავშვმაც ეშმაკურად გაიღიმა და ჩემს კალთაში გადმოინაცვლა -ნინია, მე თქვენ გიცნობთ.. მამა ძალიან ბევრს ყვებოდა თქვენზე.. მითხრა რომ ერთ დღესაც ჩემი დედიკო იქნებით- უსაზღვროდ ლურჯი თვალებით ამომხედა და ლაღად გამიღიმა -მამა ამას გეუბნებოდა? - დაბნეულმა ვუპასუხე - იცი რომ ძალიან საყვარელი ხარ? მე კიდევ ძალიან მიყვარს შენნაირი ბავშვები .. - გავიცინე და ფუმფულა ლოყები დავუკოცნე, მანაც ტავისი პაწია ხელები მომხვია და თავი ჩემს ყელში ჩარგო -ანუ, თანახმა ხარ , რომ ჩემი დედიკო იყო ? -ამაზე მე და მამა ვილაპარაკებთ, სანაყინესთან მიდი და სასურველი ნაყინი აიღე -კარგი - მითხრა და დახლისკენ გაიქცა -მამას რატომ გეძახის ? არ იცის არა? -ყველაფერი იცის, ყოველთვის ნახულობს დედ-მამის ფოტოებს. იცის რომ ბიძამისი ვარ და არა მამამისი. მაგრამ, თვითონ ასე უნდა , მეც არ ვუშლი.. - ღიმილით უყურებდა ბავშვს -ძალიან საყვარელია, შენ გგავს.. -ანუ, მეც მასავით საყვარელი ვარ არა? - ჩაიღიმა და გულზე მიმიხუტა -რას მეხუტები, ჯერ კიდევ ვბრაზობ შენზე .. - გაბუსხულმა ვუთხარი- ბავშვს რატომ ატყუებ რომ დედამისი ვიქნები ? ვინ მოგვყვება ერთი ცოლად? -მაგასაც ვნახავთ... მთელი დღე მათთან ერთად გავატარე.. დამიანე იმდენად საოცრება იყო არ მინდოდა რომ დამეტოვებინა...უსაზღვრო სითბოს ვგრძნობდი მის მიმართ. ერთმანეთს მართლა ძალიან გავდნენ.. ქცევით, ხასიათით გარეგნულად, ხანდახან მეგონა, რომ ორ დემეტრეს ვუყურებდი. უსაზღვროდ ბედნიერი ვიყავი მათთან ერთად. ყველაფერი თავის ადგილს დაუბრუნდა.. დრო იყო დმეტრე მშობლებისთვის გამეცნო. გიოც დაბრუნდა, ყველა ერთად ვიყავით. გადავწყვიტეთ აღდგომას ერტად წავსულიყავით რაჭაში. მალევე დავგეგმეთ ყველაფერი, თამუნა და თორნიკეც ერთად მოვიდნენ, რამაც ძალიან გამახარა. დიდ ხუთშაბათს შევიკრიბეთ და დავადექით გზას, რაჭისკენ.. ირგვლივ ყველაფერი ულამაზესი იყო, ბუნება ახლა იწყებდა გამოღვიძებას. დამიანე მთელი გზა ხედებს ათვალიერებდა, ბოლოს ჩემთან გადმოჯდა და ჩემ კალთაში ჩაეძინა. სასწაული სურნელი ჰქონდა, აი, პატარა ბავშვებს რომ ასდით ისეთი.. ტკბილი და გემრიელი.. -გიხდება ბავშვი - ღიმილით მითხრა დემეტრემ და გზას გახედა -მართლა? -ხო, ძალიან გიხდება.. ისე, ცოტა ბევრი ბავშვი არ გაწყენდა, უფრო დაგამშვენებდა - ჩაიცინა და საჭეზე თითები აათამაშა -მერე, დავურეკოთ წეროს და მოგვიყვანს - სრული სერიოზულობით ვუთხარი, მან კი გაკვირვებულმა გადმომხედა, რომ მიხვდა, ვხუმრობდი, თვითონაც ამყვა -ჯობია კომბოსტოში მოვძებნოთ, ან მაღაზიაში ვიყიდოთ- ჩაიცინა , ორივემ სიცილი დავიწყეთ და დამიანეც გავაღვიძეთ -არ ჩამოვსულვართ? - იკითხა ნამძინარებმა და უფრო მომეხუტა -კი, მა რაჭაში ვართ უკვე.. აი შაორის წყალსაცავი - ღიმილით მიუთითა ბავშვს -რა ლამაზია - აღტაცებულმა თქვა და პაწია ცხვირი მინას მიაჭყლიტა -მოგწონს? შენ მაშინ უნდა ნახო სილამაზე რომ ჩავალთ- ვუთხარი და ყელი დავუკოცნე . სადღაც საათნახევარში სახლში ვიყავით. დედა და მამა გახარებულები იყვნენ, არ იცოდნენ რომ ჩამოვდიოდით. დამიანემ უცებ გამონახა საერთო ენა ბებია-ბაბუასთან. მშობლებმა უფრო კარგად გაიცვნეს დემეტრე, თამუნას და გიოს მშობლებიც აქ იყვნენ, თორნიკეც ,,დასმოტრეს“ .. ბოლოს სუფრას მივუჯექით.. ყველა დავსხედით , მაგრამ ერთი თეფში ზედმეტი იყო -დე, ერთი თეფში ზემდეტია- გავძახე და აღება დავაპირე, როცა დემეტრემ შემაჩერა -ვიღაცას ველოდები.. - თვალი ჩამიკრა. ზარის ხმაც გაისმა- გიო, მიდი რა გააღე! -გიოს მიუბრუნდა ისიც, კარისკენ წავიდა და მისმა ხმამმაც არ დააყოვნა -მარიამ? 9 ოთახში გაკვრვებული გიორგი შემოვიდა, რომელსაც მარიამი მოყვებოდა უკან -მარიამ.. - გახარებული წავედი მისკენ და გადავეხვიე - ძალიან გამაახარე, რომ მოხვედი -ნინია, ბავშვებო, ძალიან მომენატრეთ - ყველას გადაეხვია მარიამი . გიორგი კვლავ გაკვირვებული იყო, ბოლოს გამოერკვა და სუფრასთან გვიხმო. დავსხედით.. ძველი ამბები გავიხსენეთ, ჩვენი ბავშვობა .. ის სანუკვარი მოგონებები, რომლებიც ერთმანეთთან გვაკავშირდებდა. ბოლოს, დემეტრე ფეხზე წამოდგა , ყველამ მას შევხედეთ -ბატონო ალექსანდრე.. მინდა, რომ თქვენი ქალიშვილის ხელი გთხოვოთ. - თქვა მან და სერიოზული სახით გადახედა მამაჩემს, რომელიც არანაკლებ სერიოზული და ამავდროს გაკვირვებული ჩანდა - მე ის ძალიან მიყვარს.. მსურს რომ მთელი დარჩენილი ცხოვრება მის გვერდით ვიყო.. მინდა გავაბედნიერო .. ამისთვის კი თქვენი და თქვენი მეუღლის თანხმობა მჭირდება.. -დემეტრე.. - დაიწყო მამამ - 24 წელია რაც ჩემ შვილს ვუყურებ, გუშინდელივით მახსოვს მისი დაბადება, მისი პირველი ნაბიჯები.. პიველი კბილის ამოსვლა.. ის დღეც, პირველად, დამოუკიდებლად რომ წავიდა რაიონში, როგორი გახარებული იყო - გაეცინა მამას და ჩემი ხელი თავისაში მოიქცია- ის ერთადერთია ვინც მყავს.. ის ჩემი პრინცესაა, დღეს მის თვალებში უზარმაზარ სიყვარულსა და ბედნიერებას ვხედავ, რომელიც შენ გამოიწვიე და მინდა სულ ასეთ ბედნიერს ვხედავდე.. შენთან ერთად - გაიღიმა მან, მე კი ატირებული ჩავეხუტე მამას და დედას. დემეტრემომიახლოვდა და ჯიბიდან პაწია, შინდისფერი ყუთი ამოიღო, რომლიდანაც იისფერთვლიანი ბეჭედი მიმზერდა -ნინია, ჩემო ლავანდის პრინცესა.. გახდები ჩემი ცოლი ? - ღიმილით მკითხა და ჩემს წინ ცალ მუხლზე ჩაიჩოქა -დიახ, გავხდები ნინია გასვიანი... და ამ პაწაწინას დედიკო - ღიმილით მივანიშნე დამიანეზე, რომელიც ინტერესით გვიზმერდა. დემეტრემ ბეჭედი გამიკეთა და ნაზად შემეხო ტუჩებზე. -იცით, მეც მინდა რაღაცის თქმა.. -მორცხვად თქვა მარიამმა და წამოდგა - ვიცი ჩემი მხრიდან ეს უცნაური იქნება, მაგრამ.. უნდა ვთქვა.. უკვე დიდი ხანია, ეს ვაჟბატონი მიყვარს, თუმცა ხან სადაა ხან სად.. ვერც ვხედავდი ნორმალურად.. ახლა კი, რადგან შანსი მაქვს.. - თქვა და გიოს წინ ჩაიმუხლა - გიორგი.. გახდები ჩემი ქმარი ? -რაა?? - გაკვირვებულმა წამოიძახა გიომ .. პრინციპში ყველა გაკვირვებულები ვიყავით.. -გახდები ჩემი ქმარი ? - უფრო ჩუმად გაიმეორა მარიამმა -კი, მაგრამ, შენთვის ბეჭედი რომ არ მაქვს? - სიცილით იკითხა გიომ -მე მაქვს ბეჭედი! - წამოიძახა მარინა დეიდამ და მარცხენა ხელიდან ვერცხლის ბეჭედი მოიძრო- ჩემი რძლისთვის ვინახავდი - ღიმილით გაუწოდა გიორგის -მაშ ასე, მარიამ ... მე თანახმა ვარ.. შენ ? -თანახმა ვარ .. - სიცილით თქვა მარიამმა და ბეჭდები გაცვალეს, რასაც ოვაციები მოჰყვა. -მხოლოდ ჩვენ დავრჩით, პატარა ქალბატონო .. - ვნებიანად ჩასჩურჩულა ყურში თორნიკემ თამუნას, რომელიც ღიმილით უმზერდა წყვილებს -არც იოცნებო.. ასე ადვილად ვერ ჩამიგდებ ხელში - წაკბინა შემდეგ კი ხითხითით მიეკრო მის მკერდს -ოჰ, პატარა ქალბატონო.. რა ხართ, ვინც არ გიცნობთ... ჯვრისწერა ერთ თვეში დავგეგმეთ. გადავწყვიტეთ ყველა ჩვენს ბუდეში- სვანეთში წავსულიყავით. ჯვარი ლამარიის ტაძარში დავიწერეთ, საოცრება იყო ყველაფერი. ორი კვირა ვიყავით იქ, სიდონიასაც გავუხარეთ გული . შემდეგ კი თბილისში დავბრუნდით. რედაქციაში მათე იყო, ის ხელმძღვანელობდა ყველაფერს ჩვენს არ ყოფნაში. მალევე სასიხარულო ამბავი გავიგე, მე თამუნა და მარიამი ვბჭობდით, როგორ მეთქვა ეს დემეტრესთვის, თანაც ისე, რომ ორიგინალური ყოფილიყო.. ღირებული ვერაფერი მოვიფიქრეთ. ბოლოს დეემეტრეს დავურეკე -გისმე ძვირფასო.. -საყავრელო, არ გინდა სადმე გავიდეთ? რაღაცების ყიდვა მინდა და მარტო მეზარება .. ხო წამოხვალ ? - მუდარით ვუთხარი და პასუხმაც არ დააყოვნა -რათქმაუნდა, თორნიკეს დავუტოვებ ფაილებს. სად ხარ? გამოგივლი .. -ჩვენ კაფეში ვარ.. -კარგი თხუთმეტ წუთში მანდ ვარ.. - ტელეფონი კმაყოფილმა გავთიშე და დამიანეს მივუბრუნდი - დამი, მამიკო მალე მოვა.. იცი მას რა უნდა ვუთხრათ? -რა ? - ინტერესით მომაპყრო თავის ლურჯი თვალები -წეროს ბავშვი მოყავს.. - ჩავიხითხითე და ფუმფულა ლოყები დავუკოცნე -წეროს არ მოყავს.. ვიცი მე - სერიოზულად თქვა და შემომხედა - ბავშვი აქაა .. - მუცელზე დამადო პატარა თითები -ვინ გითხრა? - გაკვირვებულმა ვკითხე -მამამ მითხრა, რომ ბავშვები სამოთხეში ჩნდებიან, ღმერთი კი მათ დედამიწაზე გზავნის და ისინი დროებით აქ არიან, მერე კი იბადებიან.. - ღიმილით თქვა და მომეხვია. მე კი სახტად დავრჩი. დემეტრე მალევე მოვიდა, მოწყვეტით მაკოცა და დამიანეს თმა აუჩეჩა.. -აბა, მივდივართ საშოპინგოდ? -ღიმილით თქვა და კარი გაგვიღო, ჩვენც ჩავსხედით . მაღაზიაში დიდხანს ვიბოდიალეთ. დამიანემ უამრავი სათამაშო აიღო, სახლისთვის რაღაცები ვიყიდეთ. ბოლოს, ბავშვების სექციაში თვეების ბავშვის ბოდეები ავიღე სხვადასხვა ფერის.. ერთ-ერთს ეწერა : ,,მამიკოს გოგო“ ჩუმად გავატარებინე და პარკში ჩავდევი. სახლში დაღლილები მივედით.როგორც კი ოდნავ დაისვენეს. დემეტრეს ვთხოვე რომ პარკში ჩემი ქურთუკი მოეძებნა, რომელიც საერთოდ არ იყო იქ.. დაიწყო ტანსაცმლის ამოლაგება.. -ნინია, აქ არაა, მანქანაში ხომ არ დაგრჩა? -მანდაა, მოძებნე.. -არაა, მხოლოდ ბავსშვის ბოდეა.. - დაიძახა შემდეგ კი ბოდით ხელში დამადგა თავზე და გაკვირვებულმა მკითხა - ბავშვის ბოდე რად გინდა? არმითხრა.. რომ ?? - თვალებგაბრწყინებულმა მითხრა და როდესაც თავი დავუქნიე, გახარებულმა ხელში ამიტაცა და დამატრიალდა -კარგი, დემეტრე დამსვი.. - სიცილით ვუთხარი, მან კი ფრთხილად დამსვა სავარძელზე, მაისური ამიწია და ტუჩებით მუცელზე შემეხო -მამას, გოგო... მამას პრინცესა... -რა იცი რომ გოგოა? იქნებ ბიჭია? -ბიჭი იყო, ორივე ძალიან მეყვარება... მნიშვნელობა არ აქვს სქესს.. მთავარია, ჯანმრთელი იყოს.. - სიყვარულით შემომხედა და დამიანეს დაუძახა -დამი, მა იცი მალე და ან ძმა გეყოლება, მა - ბავშვი გულში ჩაიკრა -შენზე ადრე მე გავიგე - სიცილით მიუგო დამიანემ იმ საღამოსვე ყველას დავურეკეთ და ჩვენთან შევიკრიბეთ, დიდი აჟიოტაჟი იყო. ცალკე დადას და მამას ველაპარაკებოდი ცალკე ამათ.. ყველაზე ბედნიერი წუთები ეხოსკოპიაზე იყო, როცა გვითხრეს, რომ ერთის მაგივრად ორი გვეყოლებოდა.. არასდროს დამავიწყდება დემეტრესა და დამიანეს სახეები.. დემეტრეს ცრემლიანი თვალები და მისი ნათქვამი სიტყვები ,,მადლობა, რომ ეს ბედნიერება მაჩუქე!“ მას შემდეგ სამი წელი გავიდა.. ისევ, უზომოდ ბედნიერები ვართ.. და.. რა არის ბენიერება? რაში გამოიხატება ის? ბედნიერებას ყველა სხვადასხვანაირად აღიქვამს. ყველას სხვადასხვანაირად ესმის. ჩემთვის ბედნიერებაა, რომ დილით ვიღვიძებ.. ბედნიერებაა, რომ გაღვიძებისას, ჩემთვის ძვირფას ადამიანებს ვხედავ.. ჩემი პაწია ტყუპები, ჟღალი თმითა და მამიკოს შავი თვალებით.. ჩემი ბიჭი, ჩემი დამიანე, სულ მამას რომ გავს, გარეგნულად, თუ ქცევით.. ჩემი მეუღლე.. ტკბილი.. თბილი ერთგული და მოსიყვარულე. მისი თვალებია ჩემი ბედნიერება.. თვალები, როცა ჩვენ გვიყურებს.. ჩემი ,,უფროსი“ ტყუპები , თამუნა და გიო, ჯერ კიდევ რომ ვერ დაჭკვიანდნენ და კვლავ ერთმანეთის ნერვებზე თამაშობენ.. თამუნა, თორნიკესთან ერთად, როცა ერთმანეთს უყურებენ, სიყვარულით სავსე მზერით.. ესაა ჩემი ბედნიერება გაბერილი მარიამი, რომელსაც გიორგი თვალებში შესციცინებს, იქნებ, დედა-შვილს რაიმე მოუნდესო და მზადაა ღამის 2 საათზე, შუა ზამთარში, ნესვის საძებნელად წავიდეს.. ჩემი მშობლები, რომლებიც მხიარულად თამაშობენ შვილიშვილებთან ერთად და ზოგჯერ, ისინიც მათი ტოლი მგონია.. ესაა ჩემთვის ბედნიერება.. ჩემი ბედნიერება, ის პაწია, რომლის არსებობის შესახებ ჯერ მამიკომაც არ იცის.. ეს მთალი ჩემი ოჯახია, ერთი, დიდი, მთლიანი ოჯახი.. ჩემი ოჯახი არაფერია თუარა სიყვარული.. სიყვარული კი ბედნიერებაა.. და ბოლოს, ჩემი ბედნიერება ერთი თბილი ჩახუტებაა, ყოველთვის და განსაკუთრებით - ჩ ა ხ უ ტ ე ბ ი ს დ ღ ე ს !!! --------- ეძღვენება თამუნას, რომლის ჩახუტებაც ყველაზე თბილია.. 2018 წელი ივნისი |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.