შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მოტყუებული მატყუარა!


10-06-2018, 23:24
ავტორი Mariam Tateshvili
ნანახია 1 138

თითქმის მოსაღამოვდა,გარეთ ზუზუნა ქარი ქრის, თითქოს მალე წვიმასაც დაიწყებს.ჩემს ოთახში საწოლზე ვარ მიწოლილი და ველოდები, ველოდები ერთი სული მაქვს წვიმის წვეთები როდის დაეცემიან სახურავს და ხმაურს ატეხენ. წვიმა ყველაზე მეტად მიყვარს,არვიცი რატომ, მაგრამ ეს ფაქტია.არაფერი არ ჯობია როდესაც გარეთ წვიმს,შენ კი სახლში ხარ თბილად, არსად წასასვლელი არ გაქვს, არ გაგვიანდება,უბრალოდ მას უსმენ,წვიმას უსმენ და ფიქრობ, ფიქრობ წარსულზე და იშვიათად მომავალზე, მაგრამ ეს იმას არ ხსნის თუ რატომ მიყვარს წვიმა.ეს თავად მეც კი არ ვიცი, წვიმისადმი სიყვარული გასული ზაფხულიდან გამიჩნდა მაგრამ თავადაც არვივი რატომ?!
-დათო ჩამოდი საჭმელი გაცივდება-ისმის ჩემი დის დამაყრუებელი ყვირილი სამზარეულოდან.ავდექი და სასწრაფოდ ჩავედი ქვემოთ რომ კიდევ არ დაეყვირა.
-სახლში შენს გარდა ხალხიც ცხოვრობს, არგინდა ცოტა ხმადაბლა იყვირო ხოლმე? ასე თუ გააგრძელებ დაგვაყრუებ ყველას.
-ნეტა შენ ვინ გეკითხება მინდა ვიყვირებ და მინდა არაა.
-სასწრაფოდ ჭამე და გავიდეთ სახლიდან
-სად მივდივართ?
-ქორწილისთვის რესტორანი უნდა ვნახოთ რაიყო დაგავიწყდა?
-ჰო გამახსენდა კაი მალე მოვრჩები და გავიდეთ
-მარიამი არ წამოვა?
-არვიცი დავურეკავ და ვკითხავ
-კარგი
უცებ შევჭამე და ოთახში ავედი მოსამზადებლად.თან მარიამს დავურეკე ტელეფონზე მაგრამ გამითიშა,რამდენიმე წამის მერე თვითონ დამირეკა
-რას შვრები საყვარელო?
-არაფერს შენ? რატომ გამითიშე?
-მამაჩემს ველაპარაკებოდი და ამიტომ
-კარგი საყვარელო,დღეს მე და ნინა რესტორნებში მივდივართ შენც ხომარ წამოხვიდოდი?
-ჯერ ხელი არ გითხოვიათ ვფიქრობ ადრეა რატომ ეძებთ ქორწილისთვის რესტორანს ახლა?
-კარგი რა რაღა დარჩა დღეს ხელის სათხოვნელად მოვალთ და მორჩა ქორწილისთვის მზადებაც დაიწყება
-კარგი როგორც გინდა ,მაგრამ მე ვერ წამოვალ დღეს სახლში საქმეები მაქვს ბევრი შენ წადი და მერე მითხარი რომელიც მოგეწონება
-კარგი საყვარელო ,სულ მალე ჩემი ცოლი გახდები
-მიყვარხარ ხომ იცი?
-კი მეც მიყვარხარ
-კარგი ახლა წავედი მამაჩემი მეძახის
-გკოცნი
მარიამი ჩემი საცოლეა, შარშან ზაფხულს ერთმანეთი ინტერნეტით გავიცანით, მართალია ჩემზე ორი წლით დიდია მაგრამ არაუშავს მერე რა მოხდა,მე ის ყველაფერზე მეტად მიყვარს.თანაც სიყვარულს ხომ ასაკი არ აქვს არა...
მე და ნინა მთელი დღე რესტორნებში დავდიოდით და ყველაფერს განვიხილავდით, როცა ჩემს მობილურზე შემოვიდა მარიამის ზარი , იმ მომენტში ძალიან დაკავებული ვიყავი ამიტომ ვერ ვუპასუხე,ტელეფონს ხმა გამოვურთე და ჯიბეში ჩავიდე...საღამოს სახლში რომ დავბრუნდით მოვწესრიგდი,და მანქანაში ჩავჯექი ჩემებს ველოდებოდი სახლიდან როდის გამოვიდოდნენ და მარიამთან ხელის სათხოვნელად როდის წავიდოდით.ამ მოლოდინში ტელეფონს დავხედე და მარიამის 58 ზარიი იყო და 104 შეტყობინება...სასწრაფოდ დავურეკე
-მარიამ ხომ მშვიფობაა?!
- კი მშვიდობაა, მაგრამ რაღაც უნდა გთხოვო
-გისმენ რა ხდება?
-სასწრაფოდ ჩემს სახლთან მოდი ოღონც მარტო -ჩემი სულელი გოგო ნერვიულობ ხო? მდც ძალიან აგერ უკვე გამოვდივართ ტელეფონი გავუთიშე და გახარებული წავედით მასთან.გზად ტკბილეულობა და ვარდების დიდი თაიგული ვუყიდე, როდესაც ეზოში შევედით მარიამი კორპუსის დაბლა იყო და იცდიდა.
-აქ რაგინდა საყვარელო
-გელოდებოდი სალაპარაკო მაქვს ოღონც ცალკე და შენები ჯერ ნუ ავლენ გთხოვ.
ჩემი და და მშობლები მანქანაში დარჩნენ და მე და მარიამი გვერდით გავედით
-დათო, ხომ იცი,რომ როგორ ძალიან მიყვარხარ
-კი და მეც ძალიან მიყვარხარ
-მახაცადე ლაპარაკი გთხოვ და არ გამაწყვეტინო
-კარგი
-უშენოდ ერთ წამსაც კი ვერ გავძლებ ძალიან გთხოვ ახლა რასაც გეტყვი არ შემიზიზღო და არ შემიძულო ძალიან გთხოვ
-გისმენ მარიამ
-მე მარიამი არ მქვია...
-უკაცრავად
-ხო მე მარიამი არ მქვია მოგატყუე...
-რასქვია მარიამი არ ხარ?!
-ხო მე მარიამი არ მქვია
-აბა ვინ ხარ?!....
-ნათია 22 წლის განათხოვარი
მისი სიტყვები კარგად ვერ გავიგე მაგრამ რაც გავიგე იმან თავგზა ამიბნია, თვალწინ მთელმა ჩვენმა ურთიერთობამ ჩამიარა, როცა ცოტათი გონს მოვედი მხოლოდ ერთი სიტყვის თქმა მოვასწარი
-მატყუებ ხო?
-ნეტა მართლა გატყუებდე...მაგრამ არა სიმართლეა თითოეული სიყვა მე განათხოვარი ვარ და 2 შვილი მყავს.
უბრალოდ აღარ ვიცოდი რა მექნა?!იქაურობის დალეწვა,დანგრევა მინდოდა ისეთი გამწარებული ვიყავი,ვფიქრობდი რა ხდებოდა ჩემს თავს მაგრამ უკვე ფიქრიც აღარ შემეძლო,როგორია ადამიანი ამდენიხანი გიყვარდეს და ბოლოს გაიგო რომ ის ის არაა.მის მაგივრად ვიღაც სხვაა...ჩემი მარიამის მაგივრად ვიღაც ნათიაა!როგორ უნდა მოვიქცე განა შეიძლება შეიყვარო ერთი ადამიანი ორჯერ ?!შეიძლება მაგრამ, რა გავაკეთო? როგორ მოვიქცე?!.........




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent