უ'საზღვროდ /13/
თინათინის და ავთანდილის ამბით დაინტერესებულთათვისაა ეს თავი სრულიად თავიდან ბოლომდე და იმედი მაქვს მოგეწონებათ. რაც შეეხება მათეს და ლეას გულშემატკივრებს მომდევნო თავში იქნებიან და ეს ერთიც მაპატიეთ გადაღლილობის ჟამს თქვენ მიფერადებთ დღეს და იმედი მაქვს მოგეწონებათ გელით ............ გამოცდების ციებცხელებაში აღარაფერზე ფიქრობდა, თინი თინი აღარ იყო , სრული სერიოზულობით და პასუხისმგებლობით უდგებოდა ამ საკითხს. თავს არ მოიკლავდა,მაგრამ რაც მასზე იყო დამოკიდებული უნდა გაეკეთებინა ბოლომდე და შესაბამისად თავის 11 გამოცდას მთელი დრო,ენერგია და რესურსი დაუთმო. დილით ქვემოთ რომ ჩავიდა და არეული სახლი დაინახა ნერვული დაბოლოებები ისე სწრაფად აიგზნენ რომ კივილი დაიწყო -ამ სახლის კაცთა მოდგმას ამოვწყვეტ .... ყველაფერს დაგაჭრით რაც კი თქვენ გენეტიკურ მასალას ატარებს ახლავე თუ არ გამოხვალთ - კიბე აირბინა და პირველივე ოთახში შევარდა. ცოტნე იყო საწოლზე გაწოლილი და მშვიდად ეძინა.ოთახი კი თავდაყირა იყო - რა ჯანდაბააა ... ღმერთო ჩემოო ასეთი მურთხი როგორ ხარ ბიჭო - ხალიცაზე დაგდებული ბალიში აიღო და თავში ჩაარტყა. -აქ ბოლოს იატაკი როდის მოწმიდეთ, ობობები ცხოვრობენ თუ შენ ბიჭო -აუუ რა ხდება? -მიწისძვრაა ცოტნეეეე -რააა მიწისძვრააა?- ისეთი გათიშული იყო წინა ღამის მერე რომ საწოლიდან გადმოვარდა და იატაკზე გაიშხლართა -ამ შუა ზამთარში რატო უნდა გეძინოს ტრუსით ვინმემ გამაგებინეთ... სითბო კი არის სახლში ,მაგრამ რა უბედურებაა რა არის -საბანი ესროლა და თავზე გადააფარა -აუ თინათინ რა ხდება გამაგებინებ? აქ რა გინდა -გამოფხიზლდი ,დაიბანე მოწესრიგდი რა ვიცი მე კიდე რა გჭირდება და მერე დავილაპარაკოთ ცოტნე !ახლა სხვებს მივხედავ -საბას საბანი არ გადახადო შიშველი იძინებს...ძირითადად -რააა? მოიცა შენ რა იცი -თინიი -არ დაწვე ,არ გაბედოო თორემ ცივ წყალს დაგასხამ! -კარგი ხოო...სულ გაგიჟდა ამ გამოცდების დრო -დავასრულეეე უკვე და ნუ მახსენეეებ! იმას მართლა შიშველს სძინავს? -რატომ მგონია რომ განგებ გადახდი საბანს მერე რომ დასცინო? -არაა...სულაც არ მინდა შიშველი საბას ხილვა - თვალები აატრიალა და რატისთან შევიდა. ბიჭს ისედაც ეღვიძა ლეპტოპი ედო საწოლზე და რაღაცის ჩართვას აპირებდა-დილამშვიდობისააა ამ დიდი საღორის კიდევ ერთო მცხოვრებო ბიჭოოოო...ბოროტი დეიდააა თინა მოვიდა და თუ შეიძლება ჩანაფიქრი გვერდით გადადე , საწოლიდან აბრძანდი და ოთახის მილაგება დაიწყე...ეს რა ჯანდაბაა ?- სავარძელზე დაგდებულ ქალის ტანგას რომ შეხედა ტუჩები დაბრიცა- ამას იცვამ ხოლმე? 20 წლის ბიჭი კი ხარ მაგრამ ასეთი სითამამეც არ შეიძლება. მოჭერილი საცვლები სხვათაშორის შენს „ბურთულებზე“ იმოქმედებს და „დატენილ ტყვიებს“ ვეღარ გაისვრი -ღმერთო ჩემოო , ახლა გაგიჟდა. მგონი რეზი რომ ამბობდა ისე ეტაპი იწყება. პოსტ მეცადინეობის -მალე შემოვალ და მეტი არ მინდა ჩაცმული და მოწესრიგებული არ დამხვდე, თუ გაქ საერთოდ სუფთა ტანსაცმელი -ტანსაცმელს ვრეცხავ -უბრალოდ დაკუჭული ყრია ხო? უი უი უიი თქვენ ვინ ხართ. ერთი თქვენი შეყავრებულებიი მანახაა რომ ვეტყვი რა მურთხები ხართ ყველანიი ეგრევე დაგშორდებიან ,ახლოს აღარ გაგეკარებიან.თუმცა შენ მეეჭვება შეყვარებული გყავდეს- წარბი აზიდა და იქაურობას გაეცალა. -საბაააააააააააა შემოვდივაააააააააარ -რა ხდება? ამ დილაადრიან რამ გაგაღვიძა თინი? -უი გღვიძავს? აბა რას ვკიოდი ამხელა ხმაზე..რას აკეთებ? -პროექტი მაქ დასაწერი თორე მეტენება საგანი და ვჩალიჩობ რაა -შენი ოთახიც რო სანაგვეს გავს? -ხოო ... დიდი ხანია არ დამილაგებია -რაც გადმოცხოვრდი აქ ალბათ მას შემდეგ ხო? კაი დაწერე ეგ და შენთან ბოლოს შემოვა ბოროტი დეიდა თინა -ვინ ბოროტი დეიდა თინა, ახალი სახელი მოუფიქრე თავს? -აჰააამ...საბა? მართლა შიშველი იძინებ ხოლმე? - მაგიდაზე ჩამოჯდა და გაკრეჭილმა კითხა -მეე? -ხო შენ - წარბი მაღლა აზიდა და დაელოდა -დრესკოტს აწესებ, ყველას პიჟამათი უნდა გვეძინოს აწი? -აუუ ძაან არ შემიძლიხართ-უცებ ჩამოხტა, ხარხარებდა და ისე მიდიოდა. ილიკოსთან არ შესულა . ბექას კარი შეგლიჯა და წამსვე შემობრუნდა- ბექულიუუუს ნუ მოიხსნი მაგ პირსახოცს რამეთუუუ მე მოვედი . დეიდა თინას დასუფთავების სამსახური ამუშავდა და თუ შეიძლება რომ ჩაიცვამთ დერეფანში გამოდით რათა თქვენი საღორედ ქცეული მტვრიანი, ნაგვით სავსე ოთახი დაალაგოთ და ამ საახალწლოდ თაგვებმა არ შეგვჭამონ -დილამშვიდობისა თინი,მე კარგად მეძინა შენ?ოთახი დალაგებული მაქვს, დაჭმუჭნული პერანგები მაქ დასაუთოებელი და პრინციპში იატაკია მოსაწმენდი -პრინციპში აბლაბუდებსაც ვხედავ, პრინციპში ხალიჩას მტვერსასრუტი სჭირდება და პრინციპში დასალაგებელი ყოფილა -კარგი ხოო... გარეთ რომ გავიდა ოთახები გადათვალა მერე რევაზის საძინებელს გახედა და თვალებში ეშმაკუნები აუთამაშდნენ. ფრთხილად გააღო კარი და ფეხის წვერებზე მდგომი შეიპარა ოთახში .ბატონს ყველაფერი მილაგებული ჰქონდა, სოფიას გავლენა თავისას შვებოდა. მშვიდად ეძინა ბალიშზე ჩახუტებულს და შეიძლება სოფოც კი ესიზმრებოდა. უცებ შეხტა საწოლზე და დაიყვირა -ხანძარიააააააააააააა თავს უშველეეეეეეეეეეთ თინის კარი ჩაეკეტააააა , იწვიიიიის- ბოხი ხმით ყვიროდა და რა თქმა უნდა საწყალი ბიჭი მის მახეში გაება. უცებ წამოვარდა საწოლიდან და თინიო ისე დაიყვირა ცრემლებიც კი მოადგა თვალზე ქალბატონს -შენ...გოგო ნორმალური ხარ? გული გამისკდა -ვაიმეე ჩემი ციკალულიოო ვინ ალიოოო. ჩემი ბიჭი , მიყვარხაროოო მე შენოოოო- ხელები მოხვია ყელზე და ლოყები დაუკოცნა- წამოდი ვიხალისოთ, ბიჭებთან ერთად სახლის დალაგებას ვიწყებ ... აუ ილიკოსთან არ შევსულვარ, მაგას მილაგებული ექნება იძინოს. ფოტოებს ხო გადაუღებ იატაკის საწმენდი ტილოებით და ბუმბულიანი მტვრის საწმენდებით რომ შევაიარაღებ იმათ -კი აბა? როდის იწყებ? -მალევეე... მზად იყავი ენერგიის მოკრებას ვიწყებ ძმაოოო მიფრთხილდით რამდენიმე წუთში ყველას დაურიგა ჩვრები, ტილოები და ყველაფერი რაც საჭირო იყო მისალაგებლად. მუსიკა ბოლო ხმაზე ჩართო .თმები შეიკრა, შუბლზე ჭრელი თავსაფარი გაიბანდა, ხელზე რეზინის ხელთათმანები მოირგო და დერეფანში აყუდებულებს გახედა -ვიწყებთ ძმებო ,ღმერთი არს ჩვენთან -აუუ მეძინება მე და წავალ რა გთხოოოვ -ცოტნე ნუ ზარმაცობ ნახე ბიჭები როგორი მოწადინებულები არიან...რა იყოთ თქვენ? -გვეზარება -აბა საღორეში გინდათ ყოფნა? არ გიტყდებათ? ის ეკი გამოიწკიპებით იბანავებთ სუნამოში, თმებს დაიყენებთ და თავს იწონებთ- რატის გახედა დაწყობილ თმებზე ანიშნა და მერე საბას,სუნამოში ბანაობა საბას სტილი იყო -დილამშვიდობისა....რა ხდება თინათინ რა შეკრება გაქ? ბიჭები უნდა დატუქსო?- ილიკო ღიმილით ამოუდგა გვერდით და ბიჭებს გადახედა- მე აფსაიდში ვარ? -ოთახებს ვალაგებინებ -მართლა? -მოიცა ამასთან არ ყოფილხარ? რა მიკერძოებულობააა ჩვენ ყველა გაგვაღვიძე და ექიმს პატიობ? ფიზიკას აღარ გამეცადინებ! -ნუ მემუქრები საბა ... თორემ შუაღამეს შემოგვიარდები საბანს გადაგხდი და ფოტოებს გადაგიღებ -ფოტოებს რატო გადაუღებ - რეზიმ გამოყო თავი და წარბები აზიდა- როგორ უბერავ ხოლმე -იცის მაგან რატომაც -დამავალებ, მერე გოგოებს გაუგზავნე და მეტი დაინტერესდდება ჩემით -დამპალოოოო - სიცილი ვერ შეიკავა- კაი ხოო დავიწყოთ ახლა.მერე ქვედა სართულიც უნდა დვაალაგო, საახალწლოდ არ უნდა მოვრთოთ სახლი? -მეც მოგეხმარები... ვიბანავებ და მერე ნაძვისხეს და სათამაშოებს გამოვიტან- ილიკომ უთხრა და სააბაზანოსკენ დაიძრა ბიჭებმა ჯერ ბუზღუნით დაიწყეს,მერე რო გამოიღვიძეს გაგიჟდნენ. რატი მტვერსასრუტით დადიოდა და ცეკვავდა, ნუ სიმღერაც ხელს უწყობდათ. საბა იატაკს წმენდდა და ისე მისრიალებდა ერთი ბოლოდან მეორესკენ რომ ლამის ძირს დაებერტყა და თან წაიყოლა კარადებიც. აიი ბექა კი ფუმფულა მტვრის საწმენდით ხელში დადიოდა , თან ობობიის ქსელებსაც წმენდდა .აბა სხვებს მტვერზე ალერგია ჰქონდათ თურმე და რა ექნა ბიჭს,თანაც ყველაზე მარტივი საქმე ეგ იყო. ნუ თეთრეული და გასარეცხი ტანსაცმელი ყველამ თავისი შეაგროვა და ბოლოს სარეცხ მანქანასთან გროვა იდგა -გვარების მიხედვით დარეცხეთ...ნუ გადაწვავთ სარეცხ მანქანას -რა კარგები ხართ ბიჭებო ხედავთ? ახლა გოგოს რომ მოიყვანთ და დააწვენთ სხვა რამე აღარ შეერჭობა და მეტი კომფორტია - ეს გოგო გამაგიჟებს მალე- რეზიმ თვალები აატრიალა და ამღერებულ მობილურს უპასუხა- დილამშვიდობისა ...შენმა დაქალმა გამაღვიძა დილაადრიან, მეგონა გეძინა . რატომ და სახლის დალაგება გადაწყვიტა . ახლა საუზმის მომზადებას ვაპირებთ, მერე სახლის მორთვა უნდა ხომ იცი გიჟდება ახალ წელზე და შენთანაც თუ მოვიდა დიდი ნაძვის ხე მის უკან თინათინი იქნება -რამდენს ეტლიკინები ბიჭო რა გაიქაფე... -ადრე სულ არ ლაპარაკობდა,ახლა აიღებს მობილურს და ჭორაობს მთელი დღე. შეყვარებულია თუ დაქალი ის გოგო ვეღარ გავიგე- ბექამ გაიცინა და მოხვდა კიდეც ხელი -უთხარი მოვიდეს ... -გიგი არის ჩემთანო და გადაღება მაქვს საახალწლოდო -უიმე მაგას სულ გადაღება როგორ აქვს -მე მეუბნები მაგას დაო?- თვალები დააწვრილა და ისე გახედა- არ მაცდიან სოფია და რა ვქნა? ნუ მეწუწუნები...მე არ მაქ დრო? წამოდი მერე, დედაჩემს დაევასები თავიდან...ცოლობა თუ გთხოვო მადლობაც მითხარი რა.არ ვაპირებ თავისუფლების დაკარგვას ... გიგის უთხარი დაგამშვიდოს , წავედი მე . ჩაი დალიე... მიყვარხარ . მეც,იმ ხალზე მე და შენ რომ ვიცით -ვაიმე ახლა იმარჩიელე თინათინ სად აქვს ასეთ ადგილას სოფიას ხალი ეს რომ კოცნის ...ჰმ რა საინტერესოა ადამიანის გარყვნილ გონებას რამდენი რამ შეიძლება წარმოიდგინოს ამ რამდენიმე წამში- ჩუმად თქვა თინიმ და წარბები შეკრა- საუზმეს მოამზადებთ თუ ფანჯრებს დაწმენდთ? -საუზმეს მოვამზადებთ-ყველანი წამოცვივდნენ ილიკო დარჩა მხოლოდ -ხო იცი მანდ ვერ შევდგები....კიბედ მოგიტან და მოგაწოდებ აქედან რაღაცებს -ხო იცი რო ერთადერთი ხარ? -ამ ერთადერთ ბიჭს პრობლემა აქ -კიბე რომ დადგა და თინის ხელიც შეაშველა ქვემოდან ახედა და თავზე გადაისვა ხელი -რა პრობლემაა ასეთი მე რომ მეუბნები,იმედია ჩემ მომავალ პროფესიას არ ეხება -ახალ წელს ხომ უნდა ვაჩუქო საჩუქარი მარიას, ლოგიკურად ხომ ასეა მე კიდე არ შემიძლია ამ რაღაცების მოფიქრება და ჩვენ შორის ყველაზე კრეატიული შენ ხარ იქნებ მითხრა რა ვაჩუქო? -ვაიმეე ამას არ ველოდი შენგან რა...არადა რა სრულყოფილი კაცი იყავი -თინათიინ -კარგი ხოო , საჩუქრის შერჩევას რა უნდა, ასეთი ბიჭი ჰყავხარ და -ახლა რამე ისეთი არ მითხრა რომ გავგჟდე -ააჰ ანუ ტყავის შარვლით და მათრახით დადგომა და ტრიპტიზის ცეკვა გამოირიცხა...ვიბრატორის ჩუქებაც...უიმე მაშინ მითხარი რა უყვარს მარიას -პეპლები, ციცინათელები, ბავშვები, ფერებიდან წითელი ,შავი ,ლურჯი დანარჩენს ვერ იტანს ... კნუტები და ლეკვები უყვარს კიდე . ერთხელ მითხრა სულ მინდოდა მყოლოდა,მაგრამ მე ვერ ვიტან და მაგას არ ვუყიდი! არა მეც მიყვარს,მაგრამ არ მინდა მერე სულ იმათ მოეფერება და ნერვები დამაწყდება- კედელს იყო მიყრდნობილი და ძალიანს ერიოზული სახით საუბრობდა. თინი ჯერ იღიმოდა ,მერე უბრალოდ ჩამოჯდა და უყურებდა -მიდი უცეკვე და მერე ბავშვი აჩუქე...შენც მოეფერები იმ ბავშვს და ეგ იქნება -თინი დამეხმარები თუ რა გავაკეთო -აი ძაან იდიოტური იდეები მომდის,ამხელა ექიმ ქალს მაგას ვერ აჩუქებ...რამე ისეთი არ უთქვამს?სულ რომ უნდოდა და ვერ მოახერხა ყიდვა? -ჩინეთში უნდა წასვლა,მაგრამ ეგ ახლა არ გამოვა...ცოლად რომ მოვიყვან მერე ვიფიქრებ -რამდენი თვეა რაც ერთად ხართ...მალე იმასაც მეტყვი ბავშვობაში მეგობრობის დღიური ჰქონდა თუ არა -ასეთი რა გითხარი, თითქმის ერთი წელია ერთად ვართ,მანამეც ვიცნობდი და არ უნდა ვიცოდე რა უყვარს და რა არა? -აი რაღაც უფრო მნიშვნელოვანი -უფრო მნიშვნელოვანი მე ვარ, მე ვუყვარვარ ყველაზე მეტად -ახალ წელს სად ხვდები ? -მშობლებთან ჯერ, მერე მარია უნდა ვნახო -რა მოიფიქრეს ეს საჩუქრები...აი მე მაგალითად ცეკვა ძაან გამართობდა,მაგრამ ის ისეთია გამორიცხულია ოდესმე რომ იცეკვოს,ტყავის შარვლით მითუმეტეს.აუუუუ ის სადღაც დაბოდიალებს,არც მირეკავს მე კიდე აქ ვდგავარ ფანჯრებს ვწმენდ და წარმოვიდგენ ამ დილაადრიან რამ გამაგიჟა, არა გამოცდების მერე სულ გადავრიე. ეს უკვე ზედმეტია ... ილიკო რომ იცინი და შორიდან მიყურებ მიმაჩოჩე იქეთ ხომ ხედავ ეს მხარე გავწმინდე-სად წავიდა...ასე უცებ სად გაქრა უიმე დედა, ამ ბიჭს რაღა დაემართა -ამ ახალ წელს არ გამოვა, ფეხი ვიღრძე და მომდევნო წელს ვნახოთ ... ტყავის შარვალს შენ მაჩუქებ თუ მე უნდა ვიშოვო? - ხმა რომ გაიგო ეგონა ეჩვენებოდა მერე ისე უცებ შებრუნდა ფეხი აუცდა და პირდაპირ გადაეშვა უკან -ვაიმეეე დედაააააააააა .... მართლა შენ ხარ? აქ რა გინდა შენ...მოიცა ფეხი რატო იღრძე, სად დადიხარ ადამიან უნდა გამაგიჟო- როგორც კი დავარდა მაშინვე მოხვია ხელები ბიჭს , თითები ყბაზე მოუჭირა და რამდენჯერმე ლოყაზე აკოცა ,მერე თავი უკან გადასწია და დააკვირდა- იცოდე ვიმახსოვრებ... მომენატრეე - ჩაეხუტა და თავი მხარზე დაადო -თინათინ - არ მითხრა რომ ცოტა ხნით ხარ ...მომენატრე და ეს იცი რას ნიშნავს? -რას ნიშნავს -შენ არ მოგენატრე? -წარბები შეკრა და ისე უყურებდა -არა, აქ ისე უბრალოდ შემოვიარე -უღიმოდა , მერე ლოყაზე აკოცა და ოთახში შესულ რეზის გახედა- გამარჯბა -ვაა ნიკუშ ... აბა არაა ქვეყანაშიო? -რამდენიმე საათის წინ დავბრუნდი...როგორ ხარ? -კარგად ,თავად ? -მეც კარგად... -თინააა ვერ ვაკეთებთ ვერაფერს და რო შეეშვა მაგ ფანჯრებს, დაიკიდო და დაგვაპურო არ გინდა? მერე თუ გინდა მხრებზე შეგისვამ და ჩამოუქროლე მაგ ფანჯრებს...ან ვაფშე რა ჩემ ფეხებად უნდა გაწმენდა რა მოიგონე ახლა - სამზარეულოდან გაჰკიოდა ბექა და მერე რაღაც მოისროლა- აუუუ თინააააა გთხოოოვ -ოთახში რომ შევიდა და ნიკუშა დაინახა გაჩერდა-უი სტუმარი გვყოლია, როგორ ხარ ? -კარგად ,ბექა შენ? -მაგრად... -ვაიმე ახლა სათითაოდ უნდა შემოირბინოთ და ჰკითხოთ როგორ არის? იქნებ მიხვდეთ და ცოტა ხნით გამეცალოთ - მკლავზე ჰქონდა ხელი მოხვეული, თითებზე უყურედა მერე ბიჭებს ახედა და ისინიც წავიდნენ -კარგი გავალთ ჩვენ -მე არ გავალ ...გამაგდებ? -სამაგიერო მერე გადამიხადე, თორემ გეფიცები ღამეც შემოგივარდებით და შუაში ჩაგიწვებით შენ და სოფიას -ასეთი ბოროტი რომ ხდება ხოლმე იცი ნიკუშ? თუ მხოლოდ საყვარელი ,სათნო სახით გეჩვენება -იმედია ვიპოვნი დროს რომ ყველა მისი შინაგანი მხარე დავინახო , ჯერ-ჯერობით თინათინის ყველა თვისება მომწონს - თითები მოუჭირა ხელზე, ცერა ხელის ზურგზე გადაუსვა და ეს იმდენად ბუნებრივად გამოუვიდა რომ თინის გააჟრჟოლა. ისე მოდუნდა და მოეშვა,ნამდვილ ანგელოზს გავდა. საკუთარი თავი შორიდან რომ დაენახა ალბათ სიცილით მოკვდებოდა,მაგრამ რამდენიმე კვირიანი განშორების შემდეგ ისე ჰყავდა მონატრებული,რომ ჯერ კიდევ სიზმარში ეგონა თავი . უფრო მეტად მიეკრო, თავი მხარზე დაადო და სურნელი რომ ეცნო გააჟრჟოლა ,კარგად ახსოვდა ეს შეგრძნება . წასვლის წინ რომ შეხვდა და მოეხვია სწორედ მაშინ დაიმახსოვრა . ვერ გაიგო რეზიმ რა უთხრა ნიკოლოზს, ბიჭმა თითები რომ შეუცურა თმაში და თავი ასწია მიხვდა რომ მარტონი იყვნენ -ავთანდილ...ხომ აღარ წახვალ? რომ გითხარი დამშვიდობება რა საჭიროა მე და შენ ხომ უბრალოდ ნაცნობები ვართ-თქო სისულელე ყოფილა ...მაშინ რომ გაგეცინა და მაკოცე იცოდი რომ მომენატრებოდი, ხო? -ვიცოდი ,რომ დამაკლდებოდი ,მაგრამ ასეც თუ მომენატრებოდი ვერ ვიფიქრებდი ... -ტიპიურ დაშოკილ გოგოს ვემსგავსები - სახეზე აიფარა ხელები და ტუჩები დაბრიცა- მენატრებოდი, შენზე ვფიქრობდი და ახლა რომ დაგინახე მგონია რომ გული გამისკდება. არ მშვიდდება, რა უნდა? - გულზე ხელი მიიდო და წარბებიც შეკრა -ყველაფერი შენი ბრალია, რას დამეჯახე ვერ შეხედე რომ შევდიოდი? ორი წუთი მოგეცადა და ვიცხოვრებდი მშვიდად... -უჩემოდ გინდა განაგრძო ცხოვრება?- ისე შეხედა სუნთქვა შეეკრა -ძალიანაც რომ მინდოდეს უკვე შეუძლებელია, ასე მარტივად ვერ გამაქრობ ...იცოდე რომ მე ყველაფერი მთლიანა მინდა , ან ყველაფერი ან არაფერი ! -იგივეს თქმა შემიძლია მეც...რაღაც მინდა გითხრა,შემოგთავაზო -რა... -ახალ წელს სავარაუდოდ ვერ გნახავ, ქალაქში არ იქნები და რადგან თავისუფალი დრო გვაქვს ორივეს...ამდენი ხნის შემდეგ ,იქნებ ერთად წავიდეთ სადმე ...ორშაბათს დავბრუნდებით, ან კვირა საღამოს. შენ როგორც გინდა ...თუ გცალია და თუ გინდა ნახო სად ვატარებ თავისუფალ დროს -სად მივდივართ არ მეტყვი?რომ ვიცოდე რა დამჭირდება -განსაკუთრებული არაფერი... სწორედაც რომ განსაკუთრებული იყო ,თორემ თინათინი ასე ბრმად არ გაჰყვებოდა. საერთოდ არ უყვარდა სხვაგან დარჩენა და დროის გატარება იმ ადამიანების გარემოცვაში ვისაც დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებდა, ვინც გულამდე არ აღწევდა. ახლა კი უბრალოდ გამოსაცვლელი ტანსაცმელი ჩააწყო , ბიჭებს დაემშვიდობა და წავიდა. -ასე მარტივად თუ გაუშვებდი არ მეგონა -ხომ გაიგე რა ვუთხარი, თინა მოსწონს და მეტი ტანჯვისთვის უკვე არ მემეტება, რას ვერჩი მშვენიერი ბიჭია -რა გვეშველება ახლა ეს ორი დღე...სახლი ტყუილად დაგვალაგებინა? -ცოტა ადრე მაინც მოსულიყო , დამღალა იატაკის წმენდით ...რა რთული ყოფილა -რომ დავბრუნდები და ნაძვისხე არ დამხვდება ამოგჟლიტავთო რომ თქვა რა იგულისხმა?- ეზოში იდგნენ და გზას უყურებდნენ. -ჯანდაბააა დამეწვა ერბოკვერცხი.... ჩაიშრო წყალი ჩაიდანმა - უცებ გამოფხიზლდა ბექა და სირბილით გაავრდა. ბიჭებიც სიცილით მიჰყვნენ უკან. მერე დამწვარი ტაფა მოისორეს, სამზარეულოში ფანჯარა გააღეს და იქაურობას გაეცალნენ. ბოლოს კაფეში ისაუზმეს, აბა სხვა რა გზა იყო. ..................... მთელი გზა გატრუნული იჯდა, ისედაც ანათებდა და საერთოდ არ სჭირდებოდა ზედმეტი სიტყვები განწყობის ასამაღლებლად. რამდენიმე კითხვა დაუსვა და მშვიდად უსმენდა. და მაინც, თინის სიმშვიდეს სხვა ფერი აქვს. თოვლით დაფარულ ტერიტორიაზე ალაგ-ალაგ ხეები ჩანდნენ, მათ შორის კი წითელი აგურით ნაშენები სახლი იყო . მანქანა ეზოში გააჩერა და თინისაც დაეხმარა გადმოსვლაში. დიდი თოვლი არ იყო,მაგრამ წვრილი ფანტელები ისევ ცვიოდა ციდან , სავარაუდოდ მალე დამსხვილდებოდნენ, გაიზრდებოდნენ და თოვლის სიმაღლეც მოიმატებდა. -აქ ხარ ხოლმე ვერავინ რომ ვერ გხედავს ქალაქში? -აქეთ უნდა წამოვსულიყავი პირდაპირ, თბილისში დარჩენა არ მინდოდა და უშენოდ კიდევ რამდენიმე დღეს ვერ გავატერებდი ამიტომ გადავწყვიტე აქ წამომეყვანე -ჭკვიანური გადაწყვეტილებაა...ჩემ გარდა კიდევ ვინმეს თუ შეეძლო ორი კურდღლის ერთად დაჭერა არ მეგონა. თან კურდღელი აშკარად კმაყოფილია- გაიცინა და გაყინული თითები ერთმანეთში ახლართა- შევიდეთ თორემ გავიყინე ... სახლის უკან რა არის ის დიდი ხის შენობა? -თავლაა -ცხენები გყავს? -აქ საცხენოსნო კლუბის მოწყობას ვგეგმავ, მაგრამ ჯერ ჯერობით მხოლოდ რამდენიმე ცხენი მყავს და მათ ვერავის გავუყოფ -და ამ ადგილს სხვას გაუნაწილებ? ისე კარგი იდეაა , სიამოვნებით გავატარებდი ვიქენდს ასეთ ადგილას ...ჯირითი არ ვიცი ,მაგრამ ვინაც იცის იმათთვის სამოთხეს მოაწყობ -უახლოეს სამ წელში აქ იქნება სიმშვიდის მოყვარული ხალხისთვის სავანე ... კარი გააღო და თინი პირველი შეუშვა. გოგონა მშვიდად უსმენდა და ძალიანაც მოსწონდა მისი გეგმები -მე დღემდე არ ვიცი შენი პროფესია...ისიც არ ვიცი რამდენი წლის ვარ. პარადოქსია - საძინებელი რომ აჩვენა და ისევ ქვემოთ დაბრუნდნენ შემდეგ უთხრა და წარბები შეკრა -ეს ორი დღე გვეყოფა იმ უეცარი შეხვედრებისას გამოუყენებელი კითხვებისთვის,დამშვიდდი -შენც ბევრი რამ არ იცი ჩემზე -გხედავ, თინათინს ვხედავ და სხვა ყველაფრის გასაგებად მოთიმენა მაქვს -ცხენების ნახვა მინდა...ხომ მაჩვენებ? შენ რომ არ ხარ ვინ უვლის? -აქაური კაცია ,რომელიც მეხმარება ... ჯირითი თუ არ იცი ვერ დაგსვამ ცხენზე და წინასწარ გაფრთხილებ არ მთხოვო. გაზაფხულზე გასწავლი თუ გინდა -გააჩნია როგორი ცხენები გყავს...თუ ჭკვიანები არიან და არ გადმომისვრიან და დამაბერტყებენ დადამიწას , მაშინ მასწავლე ... ასე რატომ მიყურებ? - წარბი მაღლა აზიდა და ტუჩები დაბრიცა -მგონი შეხვედრისას რაღაც დაგვავიწყდა ... იმიტომ მაქვს ისევ მონატრების შეგრძნება -რა დაგვავიწყდა...ასე ახლოს რომ ხარ სუნთქვა მეკვრის,ერთხელაც უჰაერობით მომკლავ -თვალები დახუჭა და ხელები გაშალა . ტუჩებზე ცხელი ტუჩების შეხება რომ იგრძნო გაეღიმა,მკლავები ყელზე მოხვია და კოცნაში აჰყვა-ამის დავიწყება არ შეიძლებოდა, არ გეპატიება -მე?შენ გეპატიება? - ცხვირის წვერი კანზე შეახო და გაიღიმა -შენი ბრალია...მომენტი არ გამოიყენე ,რომ ჩაგივარდი მკლავებში მაშინვე უნდა გეკოცნა მეტი რომანტიკისთვის -ფილმის სიუჟეტების გაცოცხლება არ მიყვარს -აქამდე მე არ მიცნობდი და არც უნდა გყვარებოდა- წარბები შეკრა და უკან შებრუნდა- მაჩვენე ცხენები, მაინტერესებს როგორები არიან შავები თუ ყავისფერები... -ქურთუკი გავიწყდება- მხრებზე მოაფარა და მანაც უცებ ჩაიცვა,ქუდი წამოიფარა და გარეთ გავიდა. უკვე ისე თოვდა რომ ხედვაც კი ძნელი იყო - რა ლამაზიააა ... თოვლი დიდად არ მიყვარს, მაგრამ ფიფქებზე ვგიჟდები , უცნაურად გამომივიდა ხო? -მე მიყვარს ... ციდან წამოსული ფიფქები ყველა გარემოს ალამაზებენ. ამ დროს საითაც არ უნდა გაიხედო ხედი მაინც ლამაზია ,არ აქვს მნიშვნელობა ტყეში იქნები,შუა ქალაქში , სახლებს შორის თუ ნანგრევებთან ყურადღება მაინც მათზე გადაგაქვს . ლილი ამბობს ყველაზე ლამაზ,მიუწვდომელ ოცნებას გვანანო როგორც კი შეეხები მაშინვე ქრებიან - მშვიდად უყურებდა, იღიმოდა და გაშლილ ხელისგულზე ფიფქებს დაცემის საშუალებას აძლევდა -ლილი არ მინახავს, რამდენჯერაც გადავწყვიტე დამერეკა და შეხვედრაზე შევთანხმებოდი იმდენჯერ რაღაც საქმე გამომიჩნდა, ნეტავ გაბრაზებული იქნება? -ლილის მოსწონხარ და ჩათვალე რომ აღარასდროს გაგიბრაზდება ,შენ ისეთს არაფერს გააკეთებ რომ გააბრაზო -სულ დახატულოს გეძახის? - გაიცინა და გაბრწყინებული თვალები მიანათა -ხოო , ბავშვობიდან ასე მეძახის - გაეცინა და კარი გააღო ,შიგნიდან მაშინვე გაისმა ცხენების ხმა,თითქოს ზუსტად იცოდა ვინ მიდიოდა ,მაშინვე კარისკენ გამოიხედეს. ორი სულ შავი იყო ერთიც ყავისფერი . იმდენად ლამაზები იყვნენ თინი თვალს ვერ აშორებდა -ღმერთო რა ლამაზები არიან...როგორი მაღლები და აუუუ მგონი შემიყვარდნენ - ჭიხვინებდნენ და ისე მოძრაობდნენ თითქოს გამოსვლა უნდოდათ . ერთ-ერთმა თავი რომ გამოსწია და ნიკუშა მოეფერა მეორე უფრო ხმამაღლა აჭიხვინდა უკანა ფეხებზე დადგა და თინიმ ინსტიქტურად დაიხია უკან -ნუ გეშინია ... უბრალოდ მოფერება უნდა .ეჭვიანობენ ერთმანეთზე -ეგრე მეც ვეჭვიანობ...სულ მათთან ხარ , მე რომ ველოდი შენს ზარს შენ აქ იყავი და ცხენებს ეფერებოდი, ასეირებდი და უვლიდი? -მაშინ არ ვიცოდი ნაცნობზე მეტი თუ გახდებოდი და მათთან წამოსვლასაც თუ გადამაფიქრებინებდი, რომ არ წამომყოლოდი თბილისში დავრჩებოდი ,შენთან -ანუ მათზე მეტად გიყვარვარ ...შეიძლება რომ მოვეფერო?- გვერდით დუდგა და ცხენს შეხედა მერე უცებ დაიკივლა - იქ კვიცია? ვაიმეეე კვიციაააააააააა არ არსებობს თან ნიშანი აქვს შუბლზე თეთრიიაა -შენ რომ გაგიცანი იმ დღეს დაიბადა ... გამოვიყვანო გინდა? -აუუ კიი მინდაა ...მართლა იმ დღეს დაიბადა? -ხოო ,ამიტომ გავრბოდი საქმე მქონდა რომელსაც ვერ გადავდებდი და თან აქეთ მეჩქარებოდა - კვიცი გამოიყვანა, ეფერებოდა ის კი ისე ხტუნავდა თინიმ მიახლოება ვერ შეძლო .მერე დამშვიდდა და თინათინმა ხელი რომ დაუსვა ყელზე გაიტრუნა,მალევე მოხვია ხელები და ფაფარზე გადაუსვა თითები, შემდეგ შუბლზე არსებულ ნიშანზე შეეხო- რომლის შვილია? -დარიას შვილია -დარია ქვია ყავისფერს? -ხო -ქალის სახელი დაარქვი? -რომ ვიყიდე უკვე ერქვა ... -სხვებს რა ჰქვიათ- კიდევ კვიცს ეფერებოდა -მალენა და -ასე განსაკუთრებულად არასროს მყვარებია ცხოველები -ძაღლების მიმართ შენი დამოკიდებულება ვიცი უკვე -ისევ დამცინი? -სხვათაშორის ახლა აქ უნდა იყვნენ ჩემი ძაღლი ,მაგრამ შენ გამო თბილისში გავუშვი -მოიცა ის მონსტრები ლილი ბებოსი არ იყვნენ? -მე ჩემი მყავს -მოიცა რა გინდა მითხრა რომ აქ ერთდ ღეს რომ მოვიდე შეიძლება მონსტრები დამხვდნენ? -გერმანული ნაგაზი მყავს , ძმასავითაა ჩემთვის -ვაიმე ახლა გული წამივა- უცებ მიიდო მკერდზე ხელი და თვალები დახუჭა- ძაღლები ან მე-თქო რომ გითხრა არ გამოვა ხო? -რომ გაიცნობ შეგიყვარდება ...ისე როგორც ეს ცხენები -ცხენებს და იმათ ნუ ადარებ -შენ გგონია ესენი ნაკლებად საშიშები არიან? შეიძლება დაგასახიჩრონ ... ჩემი ძაღლები ჭკვიანები არიან და ისე ნუ საუბრობ მათზე თითქოს რაღაც ველური ნადირები არიან -უკაცრავად ,მაგრამ ჩემთვის არიან ! -კატებიც არ გიყვარს? -შორიდან კი ...კატაც გყავს? -არა ... კატას და ძაღლს ერთ სახლში იშვიათად თუ შეუძლიათ მშვიდი თანაცხოვრება, უბრალოდ ძაღლები ზოგჯერ კატების მოყვარულებს არ უყვართ . გადავრჩი თორემ შენი კატა და ჩემი ძაღლი ერთად ვერ იცხოვრებდნენ -მეც არ ვიცხოვრებ შენ ძაღლთან ერთად,იცოდე ეს მაინც რა ვიცი მომავალში რა მოხდება -ვეტერინარი ვარ თინათინ!- კედელს იყო მიყრდნობილი, იღიმოდა და თინათინს უყურებდა -შანსი არააააააა ...რატომ არ ხარ ბიზნესმენი, ეკონომისტი,ბუღალტერი, ექიმი, მასწავლებელი, მებაღე, ბოტანიკოსი, მშენებელი, არქიტექტორი, ფიზიკოსი ან ქიმიკოსი ...არა ქიმიას და ფიზიკასაც ვერ ვიტან ,მაგრამ ცხოველებზე მეტად არაფრის მეშინია...არა განა არ მომწონს და არ ვაღიარებ რომ ზოგიერთი მათგანი ულამაზესია, მეშინია -იურისტი ან ეკონომისტი რომ ვიყო ძალიან ჩვეულებრივი ვიქნებოდი, არ მიყვარს არც სხვისი საქმეების გარჩევა, დაძაბულობა და არც ერთ ადგილას ჯდომა და ჩემი ან სხვისი ფინანსების მართვა...ყველას პატივს ვცემ,საშინელება იქნებოდა რომ არ არსებობდნენ ამ პროფესიის წარმომადგენლები ,მაგრამ ისე მინდა მე ცხოველების დახმარება და მათზე ზრუნვა როგორც შენ ადამიანებზე -ზედმეტად მკაცრად მესაუბრები და მგონია რომ უნდა შევბრუნდე და კუთხეში დავდგე რამდენიმე საათით -წინასწარ უნდა იცოდე რომ ჩემთან ურთიერთობა თუ გინდა უნდა შეეცადო შეეგუო ჩემ ხასიათს და პროფესიას. -ანუ ვეტერინარად მუშაობ? -არა ... არ ვმუშაობ ჯერ-ჯერობით სხვა გეგმები მაქვს -ამდენი გეგმები ... სულ რაღაცაზე ფიქრობ ანუ ხო? -ერთხელ ვცხოვრობთ და ვფიქრობ ფუჭად არ უნდა გავლიოთ დრო რასაც ვატარებთ დედამიწაზე, უნდა გადავუხადოთ ღმერთს ჩვენი შექმნისთვის ... არ მეთანხმები? -ვერ გეწინააღმდეგები,მაგრამ ...არავითარი მაგრამ ვფიქრობ ეს ყველაფერი გულიდან უნდა მოდიოდეს...რა გამოვიდა რომ მე ადამიანების ექიმი ვიქნები შენ ცხოველების? ექიმს ხომ ვერ გავექეცი რაა . მამაჩემი რომ გაიგებს სიცილით მოკვდება და გამაგიჟებს მეც -სასაცილო პროფესია მაქვს? -სულ დამცინოდა ექიმი რომ გახები ექიმ ბიჭს უნდა გაყვე ცოლადო .მე ვეუბნებოდი მკურნალობასთან და წამალთან არ ექნება შეხება-თქო ... ეგ არაფერი, ცოლად არ გამოგყვები -უკაცრავად? -რა ? ახლა არ მითხრა უეჭველი ცოლად წარმომიდგენიხარო -აჰ ანუ გინდა რომ სტრიპტიზი გიცეკვო და ცოლად არ მომყვები? გგონია მე ის ბიჭი ვარ რო ქალს ვუცეკვო რომელიც ჩემი ცოლი ან მინიმუმ საცოლე არ იქნება? -აიი მაგიჟებ ყველაზე საოცარ დროს რომ ამბობ ასეთ რამეს- თან სიცილს ვერ იკავებდა თან უყურებდა და თვალს ვერ აშორებდა- რა ძაან არანორმალური ხარ ღმერთო ჩემო -შენ რომ ვინმეს მაგას ეტყვი...სახლში წავიდეთ -შენ ისეთი ბიჭი ჩანხარ საუზმესაც მომიმზადებ -ყავა ხომ გიყვარს -ვგიჟდები,მაგრამ რა გინდა მითხრა რომ სხვა არაფერი იცი? -არ გამომდის და კვერცხიც მეწვება-თქო ვერ გეტყვი,მაგრამ ძალიან მეზარება .მირჩევნია სხვისი მომზაებული დავაგემოვნო, გურმანი ვარ სხვათაშორის -ძალიანაც კარგი, მე მშვენივრად ვამზადებ და დროც გამყავს ხოლმე სამზარეულოში ფუსფუსით, ზოგჯერ ძალიან მეზარება და შეიძლება მთელი დღე არაფერი გავაკეთო -არ მიკვირს, იშვიათია საქმე რომლის კეთებაც სულ მოგინდება -შენც გბეზრდება ხო ერთფეროვნება -ყველაზე მეტად ერთფეროვნებას ვერ ვიტან ...თუმცა ერთფეროვნებაში გააჩნია რა მოისაზრება .ხალხმრავლობა და ჟივილ-ხივილი , კლუბური მუსიკა,მოსაწევი და უაზროდ დროის ფლანგვა არ მიყვარს. ჩემთვის მოსაწყენია ყოველ ღამე ერთი და იგივე ადგილას წასვლა, ლოთობა და გათიშული ტვინით ყოფნა , ასე სიამოვნებას ვერ ვიღებ თუმცა ცეკვა და რამდენიმე ჭიქა სასმელი ასწორებს...მგონი ხვალ დილით გამოსულებს დიდი თოვლი დაგვხვდება - გარეთ რომ გავიდნენ , ნათელი იყო რომ თოვლის სიმაღლე ამ მცირე დროში გაზრდილიყო. სიარულის დროს თოვლი ხმებს გამოსცემდა, ლილია დაიხარა და სულ ახლად გადაფიფქული თოვლის გუნდა შეკრა . ქერა თმაში ფიფქები გვირილებივით ეყრებოდა. გრძელ წამწამებზე ეცემოდნენ და თვალებდაწვრილებული იყურებოდა -მიყვარს ხელებს რომ მიყინავს თოვლი და მიყვარს ასეთი სხვანაირი რომ გიპოვნე... -პირველ რიგში მე გიპოვნე , შენ მიმალანძღავდი და წახვიდოდი მერე მეორეც გაიყინები ,გაგიწითლდა ხელები -გუნდა დააგდებინა თითები მოხვია ხელზე და სახლისკენ წაიყვანა- მერე ხელთათმანებით გეგუნდავები თუ გინდა -არ მინდა...გუნდაობა არ მიყვარს.მოიცა ამხელა კაცი მეგუნდავებოდი ? -ასეც ვიცოდი... -რა იცოდი,ასე რომ ჩაიცინებ ხოლმე ტვინი მეკეტება...მიხვედრილობა ნულამე მეცემა და ასე არ შეიძლება -ისეთი ცანცარაც არ ხარ როგორც ყველას ჰგონია...შენი თავისუფლება და სიგიჟე უსაზღვროდ გრძელდება ცოტახანს უყურებდა როგორ ამზადებდა,მერე მიეხმარა და ბოლოს ერთად მიირთვეს. ჭამის დროსაც ისეთი მოუსვენარი იყო,არ ლაპარაკობდა მაგრამ თვალებში ჭინკები უხტოდნენ, რამდენჯერაც გახედა იმდენჯერ გაეღიმა და ჭკუიდან გადაიყვანა ეს მშვიდი ჯაცი. უცებ წამოიწია მაგიდის მეორე მხარეს გადაიხარა ხელი წაავლო მკლავზე და ტუჩებზე დააცხრა. თვალებ გაფართოებული იყურებოდა თინი , იმდენად მოულოდნელი იყო გული გადაუქანდა, უცებ რომ მოშორდა და მერე კიდევ ერთხელ მოწყვეტით აკოცა წამწამების ფახუნი დაიწყო -რა ...რა იყო ეს? -ის რაც არასდროს მომბეზრდება, ჩემი ერთფეროვნების ნაწილი უნდა გახდეს შენი ტუჩები! -კატეგორიული ნათქვამია...წინააღმდეგობის გაწევა მეშინია, ტუჩები დამიბუჟდა ასეთი კოცნა არ იცოდი .... ისე ვამბობ ვითომ ბევრჯერ მაკოცე -ისევ იწყებ თვალების ტრიალს, ვგიჟდები ასეთი გამომეტყველება რომ გაქვს და დასაწყნარებლად ყოველ ჯერზე კოცნა მომინდება მზად ხარ? -განა წინააღმდეგი ვარ, უბრალოდ ისე უცებ წამოვარდი მეგონა რაღაც ხდებოდა ...კიდევ ერთხელ გამაკვირვე...არადა მე მახასიათებს ასეთი უეცარი წამოვლები -გირეკავენ, უპასუხე და მერე განაგრძე წარბშეკრულმა სერიოზული სახით ფიქრი- ჩაიცინა, წვენი მოსვა და გაბრწყინებული თვალები მიანათა. მზერით რომ უღიმოდა საოცრება იყო, თვალთან შრამიც პატარავდებოდა და თვალი საოცარ ფორმას იღებდა- უპასუხე თინათინ -აა ...ჰა ...ა ჰო ჰო ახლავე - ჩაახველა ხმის დასაბრუნელად და სწრაფად უპასუხა- გისმენ ჩიჩილაკო რა ხდება? -გვაინტერესებს მიაღწიეთ დანიშნულების ადგილს თუ არა, როგორ ხარ და როგორ დროს ატარებთ ,რეზიც გვისმენს და მაინც ხმა იქნებ შეიცვალო თორემ ამის გარყვნილ ტვინს ეგონება რომ რაღაც ისეთს შვებით და ვერ დავაკავებთ -ამოისუნთქე და უთხარი იმას არ შვებიან შენ რასაც უშვები სოფოს-თქო...მივედით კი და დროსაც შესანიშნავად ვატარებთ. თქვენ რა ქენით მორთეთ სახლი? -კიიი ტყუპები მოვიდნენ,შენი ნახვა უნდოდათ და დაგვეხმარნენ. ახლა ლეაა აქ და გაბუტულია -მერე ვერ უთხარით რომ მეც არ ვიცოდი თუ წავიდოდი და სპონტანური გადაწყვეტილება იყო და საერთოდაც რას მეჭორავები რატი? -ხო რავი მოგვენატრე და...ტყუილად ვართსახლში...დავიქანცეთ და ლუდიც არავის მოაქვს მიწისთხილთან ერთად . ვახშამს ლეამ მე მოგიმზადებთო და გვეშველა -ვამეე ცაკალელებო ასე უცებ მოგენატრეთ ხო? აფერისტებო თქვენ კი არ მოგენატრეთ მოგინდათ თინის მომზადებული ვახშამი და საოცარი იდეები ძალების აღსადგენად და გასართობად ხო? -ოო ნუ გვიყვირიიი , გაგებუტებით - ბლა ბლა ბლა -ხვალ დაბრუნდებით? -აქ ისე მომწონს შეიძლება საერთოდ არ დავბრუნდე -რაოოო? რას ქვია არ დაბრუნდე -რევაზ შენც მანდ ხარ? -ხვალ საღამოს აქ იყავი, ზეგ სახლში მივდივართ. უცებ მამამ არ დამირეკოს და არ ვუთხრა ვიღაც უცხო ბიჭს გაჰყვა სადღაც-თქო -ახლა ვაპირებდი მამასთან დარეკვას ,რა კარგი გამახსენე მადლობაააა -თინათიიიიინ! -ავთანდილმა თქვა არ დაგიტოვებო და დავბრუნდები ხვალ ,ან ზეგ დილით -ავთანდილი ვინაა გოგო? -თინათინს ავთანდილი უნდა ჰყავდეს -ნიკუშა რომ ჰქვია მაგას? -ნიკუშას თინი ... დამანებე ახლა თავი - უცებ უთხრა და გაუთიშა- უიმეე უსაქმურები თან უფანტაზიო უსაქმურები -კიდე ვერ ვიაზრებ შენი ექვს ბიჭთან ცხოვრების ამბავს -ჩვეულებრივი საგიჟეთია...ყველა სხვადასხვანაირად უბერავს. ერთადერთი სრულყოფილება კაცი მყავს ოჯახში , ილო -სრულყოფილება კაცი ? -ზუსტად ! -მე რომ ვცხოვრობდე ექვს ულამაზეს გოგოსთან ერთად, ზოგი პენუარით რომ დარბოდეს, ზოგი ჩემ წინ აფრიალებდეს თავის თეთრეულს ,მეკითხებოდეს რომელი უხდება. თმას იშრობდეს, ლოსიონს ისვამდეს...რასაც აკეთებთ კიდე გოგონები და მე ერთ-ერთზე ვამბობდე სრულყოფილება გოგოა-თქო რას მეტყოდი ახლა? -ზუსტად ისე დამეჭიმებოდა ძარღვები როგორც შენ, მომაწვებოდა სახეში სისხლი ,დაირღვეოდა ჩემი სისხლმომარაგება მერე არ ვიცი ...რაღაც ვერ წარმოგიდგინე ექვს ნახევრადშიშველ გოგოსთან ერთად სახლში. შეუძლებელია კაცმა იცხოვროს ექვს ქალთან ერთად და ყველას დასავით უყურებდეს ...უბრალოდ ზედმეტად დიდ ფსიქოლოგიურ დატვირთვაზეა საუბარი და ეს ქალები იმდენად ახლოები უნდა იყვნენ შენმა ანატომიამ რომ არ გძლიოს რომ -თინათინ ! -არ გეტყვი რომ შენ ხარ სრულყოფილება და სხვა არავინ...საერთოდ არ ხარ სრულყოფილი! - არ ვარ,მაგრამ შენთვის უნდა ვიყო -ჩემთვის ხარ ისედაც, სხვისთვის აპირებდი არსებობას? - მაგიდას იდაყვებით დაეყრდნოდა და გაუღიმა- იმედები უნდა გაგიცრუო ვინმესი თუ იქნები,მხოლოდ ჩემი! აქამდე არ იცოდი? ერთხელ ხომ გითხარი სხვისიც რომ იყო უკვე ჩემი ხარ-თქო ,მეორედ უნდა გამემეორებინა? -თავდაჯერებულობის პიკზე რომ ადიხარ აქედან საოცარი საცქერი ხარ იცი? -მართლა დახატული ბიჭი რომ ხარ იცი? -მალე 25 წლის გავხდები და დახატული ბიჭი ბებოს გარდა ვინმემ რო დამიძახოს კიდე ზედმეტად უცნაური იქნება -ავთანდილს მარტო მე დაგიძახებ რაა -სხვას აზრადაც არ მოუვა- გაიცინა და ალაგება დაიწყო. -არ მომეხმარები? -მშვენიერი სანახავი ხარ სამზარეულოში, ბანალურად არ ვჭედავ კაცი რომ მზარეულობს,მაგრამ რა ვქნა კარგი საყურებელი ხარ - მაგიდაზე იყო ხელებით დაყრდნობილი ლოყა ხელისგულზე ჰქონდა ჩამოდებული და თვალებში ჭინკები უხტოდნენ-ყავას არ მომიმზადებ? -ამ ამინდს ცხელი შოკოლადი უხდება, რომელი გინდა -ცხელ შოკოლადს თუ მომიმზადებ მაშინ ყავა არ მინდა -შოკოლადი გიყვარს? -კი ,მაგრამ უფრო ხილი , თხილი და საკნატუნო რამეები ,ნერვებს რაც აწყნარებს -შენ ნერვებიც გეშლება ხოლმე? -კარგი რააა ავთანდიილ -მზესუმზირა თუ თხილი? -აუუ რანაირი კითხვაა დედა თუ მამას ჰგავს -შოკოლადის ტორტი თუ მარწყვის -ალუბლის -ხორცი თუ ბოსტნეული -ორივე საჭიროა ორგანიზმისთვის, ჯანსაღი ცხოვრების წესი -დილას ძილი თუ ვარჯიში? -რა კითხვებს მისვამ? ორივე მიყვარს რა ცუდი ხარ მე რომ გკითხო ცხენები უფრო გიყვარს თუ შენი ძაღლი-თქო რას მიპასუხებ -შენ ! -ან რომ გკითხო ...რა ? -უცებ გაჩერდა და ჭინკებათამაშებული თვალები გაუსწორა ნაცრისფერებს -ხოო? -რა - ისეთი გამომეტყველება მიიღო თითქოს არაფერი უკითხავს. თინი მიუახლოვდა ,ხელები წელზე შეუცურა და ქვემოდან ახედა -მეც- ტუჩები ჯერ ყბაზე მიაწება ,მერე ქვედა ტუჩზე ჩაავლო და ბოლოს ნიკუშას უმტყუნა მოთმინებამ. მკლავები შემოხვია და ვნებიანად დაუკოცნა ტუჩები ,იმდენად აჰყვნენ სხეულის ხმას რომ კარადაზეც კი აღმოჩნდა თინი, ისე ეკვროდა ბიჭს ტიტქოს ვინმე ართმევდა. საოცარი შეგრძნება ჰქონდა,ისეთ მუხტს გრძნობდა რომ ენერგიის წამსვე გაფანტვა სურდა . თითები პერანგის ქვეშ რომ შეუცურა ბიჭს და იგრძნო როგორ დაეჭიმა მთელი სხეული გაიღიმა და კოცნა შეწყვიტა -თინათინ ... -რა? - გაიკვირვა და თითები პრესისკენ გადაიტანა ,შარვლის სათავეს მიუყვებოდა ძალიან მშვიდად - მაჩვენებ? - ყელზე მიაწება ტუჩები და შემდეგ ისევ მზერა გაუსწორა -არა! -არ მაჩვენებ? - ისე უყურებდა ყველას დააბნევდა, მაგრამ ნიკუშა ბავშვი არ იყო ამ ანკესზე რომ წამოგებულყო -ჩემი ტატუები ისეთ ადგილებზეა მარტივად რომ არ ჩანს,შესაბამისად სულ არ უნდა უყურონ ! - თითები მოიშორა, ხელები კარადაზე დააწყობინა , ზემოდან ხელისგულებით დაეყრდნო და ისევ აკოცა- რაო რა მეცო რას მეუბნებოდი? -მეც.... უფრო ვიდრე ძაღლები და ცხენები - გაუღიმა და ხელები გაითავისუფლა . უცებ ჩამოხტა კარადიდან , ზედა გაისწორა და ისევ სკამზე მოკალათდდა . ნიკუშას არაფერი უთქვამს უბრალოდ გაიღიმა და საქმე განაგრძო... -ახალ წელს სად იქნები? -სავარაუდოდ მშობლებთაბ, წვეულებაზე მერე ბებოსთან წავალ თუ იქ არ მოვა და ბოლოს ზურასთან და ბიჭებთან ერთად ავღნიშნავ სადმე -ლილის რატომ არ მოსწონს მამაშენი? -ერთადერთი ქალიშვილი რომ გყავს ,არაფერს აკლებ მიწაზე ფეხს არ ადგმევინებ და უცებ ვიღაც ჩვეულებრივი ოჯახის შვილ , ბლატნოის რომ მოგიყვანს და გეტყვის მიყვარსო იმხელა შოკში ვარდები მერე უბრალოდ ვერცერთი დადებითი თვისება ფარავს ამ პირველ შოკსო ... ასე ამიხსნა ლილიმ - ხმაც კი შეიცვალა ლილისთვის რომ მიებაძა,წარბები მაღლა აზიდა და ისე დაასრულა მონოლოგი - ათასნაირი სიტყვებით ამკობს მამაჩემს ,მაგრამ ერთხელ ცუდად იყო ,ავარიაში მოყვა და ნერვიულობისგან გაგიჟდა, მაგრამ ყველას გვეუბნებოდა ,რომ დედაჩემის გამო ღელავდა. ამ უტვინოს ისე უყვარს რომ მოკვდეს მიყვება უკან და ხომ დამეღუპა ჩემი თვალის ჩინიო ... -ბედნიერებაა რომ მოვწონვარ...- გაიცინა და თვალები დახუჭა ,ფინჯანიდან წამოსული ცხელი სურნელი შეიგრძნო -დედისერთა ხარ? -და მყავს,რომელიც უკვე ორი წელია საქართველოში არ არის და მეც დავდივარ ინგლისსა და საქართველოს შორის. მამა წინააღმდეგი იყო ,არ უშვებდა მერე გამოცდები რომ ჩააბარა და უფასოდ სწავლობს ისე გაუხარდა მისი ასაკიც დაივიწყდა -ახლაც მასთან იყავი? -ხო ...ახალ წელს ვერ ჩამოდის -როგორია... -მიზანდასახული,ჭკვიანი, გაწონასწორებული ,დახვეწილი და ჩემნაირი თვალები აქ - ბოლოს გაეღიმა - ანუ გგავს -არა, ჩემნაირი ფეთქებადი ხასიათი არ აქვს -ფეთქებადი ხასიათი გაქვს? -შენ მე ძალიან საყვარელი ბიჭუკელა გგონივარ?- ზემოდან დახედა და ტუჩის კუთხე ჩატეხა -არა ,მაგრამ ქაჯსაც არ გავხარ -რომ ვგავდე მერე? -რთული მოვლენა იქნება ... -გაიცინა და თავი მხარზე დაადო - მგონი მთელი დღე ითოვებს -მინდოდა რამდენიმე ადგილი მეჩვენებინა, მაგრამ არ ღირს ახლა გარეთ გასვლა -სხვა დროს იყოს ... ამ დროს სახლში ყოფნა მიყვარს . ქარის ხმა რომ შემოდის ,გარეთ რომ ცივა და შენ თბილად ხარ მშვიდდები, უყურებ ამ საოცარ ხედს და არაფერი გაინტერესებს-ხვალ თოვლის ბაბუას გამაკეთებინებ? -სერიოზულად? -ხოო - ტუჩები ყელზე მიაწება და უფრო მიეკრა -გეძინება?- თვალებდახუჭულს თავზე ხელი გადაუსვა და ლოყაზე აკოცა -ცოტა ... ისე მადუნებ მეძინება კიდეც - ჩუმად ლაპარაკობდა და თვალებს არ ახელდა -დაიძინე -არ მინდა ,არ მიყვარს ძილში დროის კარგვა მითუმეტეს ახლა არ მინდა ...ასე ნუ მეფერები თორე დამეძინება მართლა -მოფერებას მიკრძალავ? -მოფერება უნდა გაფხიზლებდეს კი არ უნდა გაძინებდეს, ნუ ნერვებმოშლილი თუ არ ხარ და მე არ ვარ ცუდ ხასიათზე ახლა - თვალები გაახილა და უცებ აკოცა ,თითები რძელ თმაში შეუცურა და მერე ყბაზე გადავიდა ზემოთ აუყვა ,თვალთან რომ მივიდა და აკოცა ნიკუშას გაეღიმა -ინტერესით კვდები ხო? -არ მეტყვი საიდან გაქვს ? -დანა მომხვდა ჩხუბის დროს -დაგისვა თუ მოგხვდა...კიდევ კარგი თვალში არ მოგხვდა თორემ შენი ნაცრისფერი რომ დაეშავებინათ ვიპოვიდი და მოვკლავდი- იმ ადგილას უსვამდა თითებს და ისე ლაპარაკობდა - დიდი ხნის წინ იყო? -10 წლის წინ -15 წლის ბავშვს რა გაჩხუბებდა? -სიმართლე გითხრა იმ შემთხვევაში უფრო ვაშველებდი ვიდრე ვჩხუბობდი ,მაგრამ არც ჩხუბს ვაკლებდი -რთული ბავშვი იყავი გარდატეხის ასაკში? -რადგან გითხარი ვჩხუბობდი-თქო აუცილებლად რთული აღსაზრდელი უნდა ვყოფილიყავი? - ქვემოდან უყურებდა და იღიმოდა -ნწ...უბრალოდ გკითხე . ისე როგორი ბავშვი იყავი -ცოტა ცელქი, მაგრამ საზოგადოებაში ჭკვიანად ვიქცეოდი. თმები ხუჭუჭა მქონდა და ხშირად მჭირდნენ ან სულ გადაპარსული თავით დავდიოდი ან კულულებით -ვაიმეე კულულებს შორის რომ გამოანათებდნენ შენი ნაცრისფერები ყველას შენი მოფერება მოუნდებოდა -არ მქონდა დასაჩქმეტი ლოყები -მერე რა -თმები ამირიე თინათინ -სველი რომ გაქვს თმა ბოლოები ხომ ეხვევა ისევ? - თითზე დაიხვია თმა და ინტერესით დააკვირდა -ისეთი შეგძნება მაქ რომ მალე სხვა ნაწილების შესწავლაზე გადახვალ...რას მკითხავ კიდე ტატუმდე რომ მიაღწიო? -არაფერიც, მართლა მომწონს მე შენი თმები ,ვითამაშებ ხოლმე -ზაფხულში ვიჭრი - არაფერიც, სექტემბერშიც ასე გქონდა -როგორ თქვი? მოფერება კი არ უნდა გამშვიდებდეს გაღელვებდესო ? მაშინვე მოშორდა და ფეხი ფეხზე გადაიდო. თვალებს ატრიალებდა, ტუჩებს იწვალებდა და ისე უყურებდა ხედს. მუხლებზე თავი რომ დაადო ნიკუშამ,მისი ერთი ხელი თავზე დაიდო და მეორეზე აკოცა.მაშინვე დაიწყო თითების ბოდიალი და ატიტინდა. ისე ლაპარაკობდა როგორც ჩვევია,შიგადაშიგ კოცნიდა და იცინოდა. -თინათიინ -რა -გავმელოტდები -ოოო კარგი ხოოო- დაიხარა ტუჩებში აკოცა და მერე გაიცინა-არ დაჯდები? -ნწ ...ასე მომწონს, მშვენივრად მოვეწყვე -ავთანდილ -ჰოო -მაჩვენე ! -არა -გთხოოვ -არა-თქო -ვითომ რატომ,ზაფხულში პლიაჟზე ან აუზზე ხომ დატანტალებ და აჩვენებ ყველას ირგვლივ ვინც არის -საიდან მოიტანე -რა არა? -კი ,მაგრამ მაინც არ გაჩვენებ -რატომ?! -იმიტომ რომ გული მიგრძნობს ისევ დამიწყებ ხელების ფათურს, რაზეც მე ურეაქციოდ ვერ გავჩერდები და მერე შენ მაჩვენებ ძალიან ბევრ რამეს თინათინ! - დაჯდა, თვალი თვალში გაუყარა და თინი დაადუმა. -შესანიშნავი იდეაა ტატუსაც ვნახავ და რამდენიმე დღის წინ ნანახ სიზმარსაც გავიხსენებ, ბუნდოვნად დამამახსოვრდა და ვღელავდი კიდეც - ცოტა ხანს უყურებდა მერე პლედი მოიშორა და მისკენ მიიწია, ფეხებზე დააჯდა და ტუჩზე იკბინა - წინააღმდეგობის გაწევა არც გაბედო!- პერანგის ბოლო იპოვნა და ქვევიდან დაიწყო ღილების გახსნა -ხელი რომ შემეხოს თინათინ გეფიცები ეს დღე მთელი ცხოვრება გემახსოვრება! -კარგი რაა -არ ვხუმრობ ! -ასეთი გაუწონასწორებელი არ იქნება შენი ჰორმონები ერთი ხელის შეხებაზე რომ გაგიჟდე და უკონტრლო გავხდე -არ მოვინდომებ თავის გაკონტროლებას -ცუდი ბიჭი ნიკოლოზი...ცუდი ,ცუდი -თინათინ შეეშვი ღილებს -ვერ ვიტან როცა რაღაც მინდა ჩემს წინაა და ვერ ვეხები -ვერც მე ვიტან როდესაც რაღაც მინდა ,ჩემს ზემოთაა და ვერ ვეხები -ავთანდილ- ისევ ღილებს უყურებდა, ბოლოს პერანგი რომ გახსნა და სვირინგებს შეხედა წამსვე წელსკენ გაექცა ხელი, უნდოდა შეხებოდა და გაეგო რა ეწერა-ჩვენ არ ვართ ურთიერთობის იმ ეტაპზე რომ შენ ჩემი სხეულით ტკბობის საშუალება მოგცე და ჯერ შეუგრძნობელი სიამოვნება მივიღო ,მაგრამ ძალიან მინდა და რა ვქნა?- ტუჩებს იკვნეტდდა და თვალებს ატრიალებდა -საკუთარ თავთან დისკუსია გაქვს გამართული? -ესენი წელიდან ზურგზე გადადიან...ნეკნებს მიუყვებიან ხო? -რომლები? აბა მაჩვენე ? -მეზიზღება ყველა ის ქალი ვინც ამათ შეხებია !- უცებ თქვა და ღილების შეკვრა დაიწყო - ამათ აღარასდროს შეგიკრავ ... - ისევ ღილებს უყურებდა და ჩუმად ლაპარაკობდა ბიჭმა რომ მიიზიდა და ტუჩებზე დააცხრა. ტუჩზე კბილი რომ მოსდო წამოიკვნესა და უფრო მიეკრა.თითები თმაში შეუცურა და მანამ არ მოშორებია სანამ სუნთქვა არ შეეკრა-ისინიც ვინც ჩემამდე შეეხება -ამდენი ადამიანის სიძულვილი არ არის კარგი -საშინელი კაცი ხარ - სუნთქვა ისევ გახშირებული ჰქონდა ზემოდან დაჰყურებდა და თმები ისე ჰქონდა გაშლილი რომ პირდაპირ სახეზე ეფინებოდა ნიკუშას -ქერავ- თმები გადაუწია და ისევ აკოცა- უსაზღვროდ მაოცებ -მე კი საკუთარი თავი მაოცებს შენთან ყოფნისას- ისევ ისე იჯდა,უბრალოდ ჩაეხუტა,თავი მხარზე დაადო და გაიტრუნა როგორც კი იგრძნო სხეულზე შემოხვეული ლორთქიფანიძის მკლავები -არ მოგწონს ? -სულ სხვაა,მაგრამ მომწონს ...შენია და შენი მე ყველაფერი მომწონს -წინასწარ ნუ იტყვი, ჯერ ხომ არ იცი ყველაფერი ჩემზე -შენც არ იცი -მე არ მითქვამს რომ შენში ყველაფერი მომწონს -არ მოგწონს? -მოწონებით ბევრი რამ შეიძლება მოგეწონოს , მთლიანად შენ კი მოწონებაზე მეტ ემოციას იწვევთ ჩემში -მიყვარს ,როცა ვხვდები რომ ჩემი გესმის მოდუნდა, თვალები დახუჭა და სრულიად მშვიდად გადაეშვა სიზმრების სამყაროში. ვერ იტანდა ასე ძილს,მაგრამ მაინც სხვანაირად ტკბილად ეძინა სხვის მკლავებში მოქცეულს და თავის საყვარელ საწოლსაც კი გასცვლიდა ამ მკლავებზე. -გისმენ -რას ჩურჩულებ -რატო მირეკავ რა ხდება -რომ ჩამოხვედი არ დამირეკე და ვიფიქრე მოვიკითხავ-თქო...სად ხარ, სახლში წახვედი თუ ბიცოლასთან ხარ -სახლში -რას ჩურჩულებ შე ჩემა მე დავბერდი თუ რა ხდება არ მესმის ნორმალურად -მერე დაგირეკავ -ვინმეს სძინავს მანდ? მოიცა აბა სახლში ვარო? -ზურა მერე დაგირეკავ - მობილური გათიშა და მძინარე თინათინი ფრთხილად აიყვანა ხელში. საწოლზე დააწვინა, პლედი დააფარა და ცოტა ხანს უყურებდა. მერე საძინებლი დატოვა და მეზობელ ოთახში შევიდა. შუა ღამეს გაეღვიძა, ტანსაცმელი გამოიცვალა ნახევრად მძინარემ გააღო კარი და საწოლზე მწოლიარისკენ დაიძრა. მშვიდად ასწია საბანი და კომფორტულად მოკალათდდა -სანამ საშუალება გაქვს მანამ დაიძინე ჩემ გვერდით,მერე ვინ იცის რა მოხდება - ჩუმად თქვა და საბოლოოდ გაითიშა -ღმერთო რატომაა ასეთი ... და მაინც რატომ ვართ ადამიანები ამდენად განსხვავებულები ? არ ვიცი ,მაგრამ ფაქტია ყველანი ერთ დიდ გრძნობების შეკვრას ვატარებთ თან ,რომელთაგან მხოლოდ რამდენიმეს ამოვარჩევთ ყველას სხვადასხვა საფეხურზე დავაყენებთ და ვქმნით საკუთარ ხასიათს .ასეთ ცვალებადს, მრავალფერს და მაინც უცვლელს ! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.