შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ფიქტიური ქორწინება თავი 9


19-06-2018, 22:22
ავტორი ana_aneta
ნანახია 4 872

მთელი ღამე ვერ მოვხუჭე თვალი, რა ცუდ მდგომარეობაში ვიყავი ახლა მივხვდი რჩევასაც კი ვერ ვკითხავდი ვერავის, გოგოებისთვის რა უნდა მეთქვა, იცით რა მე და აბელი უსიყვარულოდ დავქორწინდით, ახლა შევუყვარდი და რა ვქნა, აუუუ რაზე უნდა ვფიქრობდე და საერთოდ რეებზე მეფიქრება ჩემ თავზე გავბრაზდი, ამ წამს მართლა ვერ ვაცნობიერებდი რა უნდა მექნა, ის აზრები რომ არ უნდა შემყვარებიდა გაქრა მაგრამ არაფრით ჩანქცვლდა, განვლილ თვეებსგადვხედე გონებაში, გამახსენდა როგორ მიყურებდა, როგორ მეფერებოდა როგორც კი შესაძლებლობა მიეცემოდა, როგორ მიძვრებდა საწოლში და როგორ მთხოვდა მეც სიყვარული გამომეხატა მის მიმართ, ასეთი ბრმა როგორ ვიყავი, ალბათ იმდენად ვიყავი ჩაციკლული რომ არ უნდა შემყვარებოდა, ვერც კი ვამჩნევდი ამდენ რამეს ნ ყველაფერს მის თბილ და მოსიყვარულე ხასიათს ვაწერდი.
კართან ფეხის ხმა გავიგე, სასწრაფოდ ჩავძვერი საწოლში და თავი ბალიშებში ჩავრგე, არ მინდოდა ახლა მისი ნახვა, ფეხაკრეფით შემოვიდა ოთახში ოდნავ დაიხარა თავზე რამდენჯერმე მაკოცა და უკან გაბრუნდა...
დილით გვიან გამეღვიძა, საათს რომ დავხედე თერთმეტი ხდებოდა, არ მინდოდა ქვემოთ ჩასვლა ცოტა ხნით მაინც , კიდევ ვიკოტრიალე, მაგრამ დიდად ვერ გავწელე დრო, საწოლიდან წამოვდექი შხაპი მივიღე, დიდხანს ვიდექი წყლის ქვეშ, თითქოს გამოვფხიზლდი,მივხვდი რომ მეშინოდა, მისი შეყვარების, მისი ცოლი ვარ, ვუყვარვარ,მაგრამ რომ დავშორდეთ ალბათ მოვკვდები, მე რომ დავშორდე მოვკლავ კი მას? ამას ვერ ვსაზღვრავდი ეხლა, ვერ ვიგებდიმას რამდენად ვუყვარდი, მე კი ზუსტად ვიცოდი როგორც შემეძლო მისი შეყვარება...
აბაზანიდან გამოსული ოთახს მივადექი და ლაგება დავიწყე, იმდენად არ მინდოდა მისი ნახვა, ცოტა ხანში გავაცნობიერე რომ საშინლად დამშეული ვიყავი, კარადის ქვედა უჯრა გამოვალე და მარილიანი კრეკერის მეტი ვერფერი ვიპოვე, პარკის გახსნას ვაპირებდი როცა კარზე მომიკაკუნა, ცოტა არ იყის და დამცხა, პასუხი არ გამიცია, კარადიდან უკვე გასწორებული ტანსაცმელი გადმოვყარე და მის თავიდან ლაგებას შევუდექი, მან კარი შემოაღო, საუზმე ლოგინზე დადო და უკან გაბრუნდა, მისმა ამ საქციელმა ისე იმოქმედა რომ ლამის ვიტირე, ნელა ვუსაუზმე, დაწყებული საქმე ბოლომდე მივიყვანე და ქვემოთ ჩავედი, უკვე ოთხი საათი გამხდარიყო, ოთახები მოვიარე მაგრამ იქ არ დამხვდა, ალბათ სადმე გავიდა წერილიც კი არ დამიტოვა მაცივარზე,
გვიან ღამით კიბეებზე ფეხის ხმა გავიგე თ, საკმაოდ მძიმედ მოაბიჯებდა, ღმერთო ხომ არ დალია, მისთვის არ შეიძლება. ცოტა ხანს ჩემს კართან შეჩერდა, მაგრამ არ შემოსულა, ცოტა არ იყოს და ავნერვიულდი, საწოლში ვერ გავჩერდი, სწრაფად წამოვხტი და მისი ოთახისაკენ ავიღე გეზი,ისიც კი დამავიწდა რომ ამ საღამურში თითმის შიშველი ვიყავი და თან მისი მრცხვენოდა. არ დამიკაკინებია პირდაპირ შევედი. კარისკენ ზურგით იწვა, სანათი დაბალ განათებაზე ჰქონდა ჩართული და წიგს კითხულობდა.
-ნასვამი არ ვარ. მიმქრალი ხმით მიპასუხა, მე არაფერი მითქვამს. ნელა მივუახლოვდი და საწოლში შევძვერი. პირდაპირ ზურგზე ავეწებე. ვიგრძენი როგორ მოუდუნდა სხეული. კისერზე ნაზად შევახე ტუჩები, ჩემთვის ეს იმდენად უჩვეულო იყო. ხელიდან წიგნი გაუცურდა და ძირს გაადინა ბრახვანი. მე შიშისგან შევკრთი, მას კი სიცილი წასკდა.
-სად იყავი? დავიჩურჩულე მე.
-ლუკასთან. ხელზე რენდგენი გადამიღო, თან წასვლა მინდოდა, გუშინდელის მერე... ვიცი არასოწორი ვარ ყველანაირად, ასე არ უნდა წამეყვანა სიტუაცია, თავიდანვე უნდა მეთქვა, იქნებ შენ არც კი გიღირდეს ეს ყველაფერი.
-რამდენი გიფიქრია.
-ანუ აქ რომ წევხარ, ასე მშვიდად და კნუტივით მელამუნები...
-იმას ნიშნავს რომ მიღირს. ხელი წელზე მოვხვიე და უფრო მივეწებე.
-რა გაყინული გაქვს ხელები.
-ცივა. ჩემი ხელი ნაზად მოიშორა, საწოლიდან წამოდგა და საბანი მოიტანა.
-ეხლა აღარ შეგვცივდება. საბანი საწოლზე გაასწორა და თავის ადგილს დაუბრუნდა. ორივე საბნის ქვეშ ჩავძვერით და დებილებივით ვუღიმოდით ერთმანეთს. –ხედავ საქმე წინ გვაქვს წაგდებული.
-რა მხრივ?
-აქეთ-იქით ტყუილად არ გვიბოდიალია, არც სულელური ქორწილი და იდიოტური სადღეგრძელოები გვაქ გადასატანი.
-რა სულელი ხარ. მის მკლავებში კარგად მოვთავსდი და დავიძინე. სიმართლე გითხრათ არასოდეს მომწონდა შეყვარებული წყვილები. განსაკუთრებით ისინი ვინც ამას ყველას თვალწინ გამოხატავდნენ. მგონია რომ ზედაპირულები იყვნენ და მხოლოდ სხვების დასანახად ბედნიერები. ნეტავ ჩვენ როგორები ვართ სხვისი თვალით. ამდენ სისულელეზე ფიქრში მალე ჩამეძინა.

ოთახში მზე აჭყიტებდა. როგორც იქნა დადგა ის ბედბიერი დღე და მზემ გამოანათა. საწოლიდან წამოვხტი და დაბლა ჩავედი. აბელი თელეფონით ვიღაცას ესაუბრებოდა. ვიღაცას შეხვედრაზე უთანხმდებოდა.
-ვინ იყო? ნამძინარევი ხმით ვკითხე მე.
-ნიკა იყო. დღეს ამოვლენ გოგოებსაც წამოიყვანენ.
-აუუ რა კარგია თორემ მარტო გამოვყრუვდი.
-აჰა ესეიგი გამოყრუვდი არაა? უკვე მოგეწყინა ჰო? გამომცდელი მზერით მიყურებდა.
-ოოო ნუ ამუქებ რაა.
შენ ეხლავე მოგბეზდი და მერე წარმომიდგენია. ვითომ ხუმრობით თქვა მან.
-ტიპიური ქართველი დაპანიკებული გოგოსავით მელაპრაკები ამხელა კაცი. თან სიმართლე გითხრა ჯერ კიდევ ვერ ვაცნობიერებ რა ხდება.
-დავიჯერო სულ ცოტათი მაინც არ მოგწონდი?
-მომწონდი. მაგრამ სულ იმას ვცდილობდი რომ არშემყვარებოდი. ამაზე ვიყავი კონცენტრირებული. ჰოდდა..
-რა საყვარელი ტიპი ხარ, მერე რა ქენი?
-არ მინდა მოგატყუო, ამ ეტაპზე ვერ ვიტყვი რომ შენზე ვგიჟდები, მაგრამ ასეთუ გაგძელდა...
-მაგისი იმედი მაქვს და საკმარისი მოთმინებაც.
-არ მგონია დიდხანს დაგჭირდეს ლოდინი.ეს უკვე ჩემთის ჩავუბურტყუნე, მაგრამ გაიგო.ცოტახანს ორივე დავდუმდით, მან თემა გადაიტანა.
-ხორცზე უნდა გავიდე აქვე.
-აუუ მეც წამოვალ აღარ მინდა მარტო ყოფნა.
-როგორც გინდა ოღონდ თბილად ჩაიცვი და ბოტები გააქვს?
-კიი. ასეთი ტალახია?
-აქ აღარ მაგრამ სადაც მივდივართ იქ კი.
-აუუ არ მითხრა რომ მეორე სოფელში უნდა წავიდეთ.
-კიი.
-მაგარია პარიზის ქუჩებში ხეტიალის მაგივრად ახალმოყვანილი ცოლი სოფლის ორღობეში მიგყავს ტყლაპოს საზელად.
-თავად მოინდომე.
ყველაფრის მიუხედავად გარეთ მაინც ციოდა. ეზო გამშრალიყო, ხეებს შორის მზის სხოვები ლამაზად ანათებდა. მე შორტი და ზემოთ ჰუდი ჩავიცვი.ფეხი ბოტებში ჩავყავი და აბელს დაველოდე.
-ძაან რაღაცნაირები ვართ. აბელს გაეცინა.
-რანაირი ხარ რა. აბა რას ელოდი? ეზო დავტოვეთ და ორღობეს გავუყევით. მან ხელი ჩამკიდა. მეც მთელი ძალით მოვჭიდე ჩემი პატარა ხელი მის ტორებს.მთელი გზა თითქმის ჩუმად ვიყავით. ის პერიოდულად თბილად გადმომხედავდა ხოლმე. იქაურობა ცარიელი იყო. ისეთი შეგრძნება მქონდა რომ საშინელებათა ფილმში ვიყავით.
-მალე მივალთ? დავიწუწუნე მე.
-მოვედით უკვე. შავ ჭიშკართან დავდექით, მან ზარი დარეკა.
-მემგონი ამინდი ისევ იცვლება.
-მგონი ჰო და რა უნდა ვქნათ. მე საპასუხოდ მხრები ავიჩეჩე. კართან შუა ხნის საკმაოდ სიმპატიური კაცი გაჩნდა. ძალიან სევდიანი თვალები ჰქონდა. ასაკთან შედარებით მოტეხილი ჩანდა. აბელის დანახვა გაეხარდა. თბილად მოიკითხა და ორივეს შიგნით შეგვიძღვა.
-როგორ მიდის საქმეები?იკითხა კაცმა.
-ძველებურად.
-მე ასე არ მგონია. გაეცინა და ჩემზე მიანიშნა.
-ეს ჩემი ცოლია ანნა.
-ვერასოდეს ვიფიქრებდი ცოლიანი კაცი თუ გახდებოდი, გამიხარდა ოჯახს რომ მოეკიდე.
-თქვენსკენ როგორ მიდის საქმეები?
-ძველებურად. ვმუშაობ. ეზოს ვუვლი. ირგვლივ მიმოვიხედე. იქაურობა მართლაც ულამაზესი იყო. სათბური განვაახლე. შენ რა ქარმა გადმოგაგდო აქ.
-შენ მეზობელთან მოვედი . შაშხზე და ხორცზე და შენც შემოგიარე. არც კი მეგონა აქ თუ იყავი. უბრალოდ ვცადე.
-კარგი ბიჭი ხარ. ორანჯერეაში შევიდეთ. ნელიც აქაა. ისეთი ნამცხვარი გააკეთა, ეტყობა გულმა უგრძნო. თან ხომ იცი როგორ უყვარხარ. აბელს გაეცინა. კაცმა უზარმაზარი ორანჯერიის კარი გაგვიღო და თვითონ სახლისკენ წავიდა.
-ვინაა ეს კაცი?
-მამაჩემის ძველი მეგობარი, არაჩვეულებრივი ადამიანია, ერთი შვილი წლების წინ დაეღუპა ავარიაში. იმის მერე ყველაფერს თავი დაანება და აქ ამოვიდა. ბიზნესი მეორე შვილს ჩააბარა. კიდევ უნდოდა რაღაცის თქნა მაგრამ, კაცმა და მისმა ცოლმა კარი შემოაღეს. ცოტა მეუხერხულა, ბოტებში და ჰუდში რომ ვიყავი გამოწყობილი, ქალმა პატარა მაგიდაზე, ლანგარი დადო, ჩაი და ნამცხვრები ელაგა.
-ნელი დეიდა რა საჭირო იყო. მე და ანა მალე უნდა წავიდნენ, ეს უთხრა და ქალს თვილად ჩაეხუტა.
-არ გავიგო მეორედ, ერთი საათი არაფერს გიზამს. თან ვისთან ერთად მოსულხარ? აქამდე არავინ მოგყვანია.
-ჩემი ცოლია.
-ცოლი? ქალმა გაკვირვებით გადმომხედა. მე აბელს მივეწებე. -შენგან არ ველოდი, მაგრამ მიხარია, კარგი არჩევანი გაგიკეთებია. ბევრი ილაპარაკეს მე მშვიდად ვიჯექი, ქალი ინტერესით მიყურებდა, მიღიმოდა, ყველაფერი გამომკითხა მერე კი ყურადღების ცენტრში ისევ აბელი მოექცა. მე კი იქაურობის თვალიერებას მოვყები. კუთხეში მდგარ, ცისფერ ორქიდეას და რამოდენიმე ფერად ტიტას მივაშტერდი. ისეთი ლამაზები იყო, თვალს ვერ ვწყვეტდი, თბილისში რომ ჩავალ, აბელს ვთხოვ და მეც მიყიდის.
-უკვე უნდა წავიდეთ. ფეხზე წამოდგა.
-ერთი წუთით მოიცადე. კაცი კუთხისაკენ დაიძრა. ცოტა არ იყოს და შემრცხვა, ტიტების და ორქიდეას ქოთანს ხელი მოკიდა და ჩვენსკენ წამოვიდა.
-ეს შენ. ჩემგან საჩუქრად.
-იცით არაა საჭირო. შევიშმუშნე მე.
-შენზე უკეთესს პატრონს ამას მე ვერ ვუპოვი, ყველას კი არ ვჩუქნი. ჩათვალე რომ საქორწინო საჩუქარია.
-ძალიან დიდი მადლობა. ქოთანი გამოვართვი და ოთხივენი კარისკენ წავედით. ცოლ-ქმარს დავემშვიდობეთ და ჩვენი პირვანდელი დანიშნულებისაკენ გავწიეთ.
აბელმა ლორი და მწვადისთვის ხორცი იყიდა. ყველაფერი ცალ ხელში ეჭირა. პლიუს ჩემი ერთი ქოთანიც. კიდევ კარგი შორს მაინც არ ვიყავით წასასვლელები. სახლში რომ დავბრუნდით უკვე ოთხი საათი იყო. მან ყველაფერი მაგიდაზე დაალაგა. კარადიდად უზარმაზარი დანები გადმოიღო და ჯერ ლესვას შეუდგა შემდეგ კი ზორცის დასამუშავებლად მოემზადა.
-აბელ მეც მოგეხმარები. ისეთი სახით გადმომხედა.
-შენ გგონია რომ დანას მოგცემ ხელში თან ამხელას?
-კარგი ეხლა ეგეთი მოუხერხებელიც არ ვარ.
-მაინც მარტო კანი უნდა გავაცალო, მერე ცეცხლი დავანთო.
-მე?
-რა შენ?
-მე რა გავაკეთო?
-აუცილებელია რომ რამე გააკეთო? მაგიდის გაწყობა ისედაც შენ მოგიწევს. აბელი ძალიან ყოჩაღი აღმოჩნდა,ძალიან სწრაფად მოაგვარა ყველაფერი. ბავშვებიც მოვიდნენ. ძლივს მეღირსა სხვა ადამიანების ხმის გაგება. ზოგიერთი იფიქრებს რომ რა ჯობია საყვარელ ადამიანთან ერთად ყოფნას ულამაზეს ადგილას. მაგრამ ეს ასე არაა, მე თავს საშინლად უხერხულად ვგრძნობდი, აბელიც უხერხულად იყო, ალაბათ ცოტა დრო დაგჭირდებოდა ყველაფრის გასაანალიზებლად.
ცოტა ხანში ბავშვრების ხმაც მომესმა ეზოდან და პარმაღზე გავედი. ნინა და ლიკუ გახარებულები შემომახტნენ. დიდი ხანია ერთმანეთი არ გვინახავს. გოგოები ოთახში შევუშვი და ნიკოს და გიგას მივესალმე. ნიკამ ძალიან თბილად მომიკითხა. განსხვავება აშკარაა. ადრე ძალიან უცხვირპიროდ მხვდებოდა ხოლმე.ახლა კი. აშკარად ყველაფერი იცოდა უკვე.
ბიჭები გარეთ გავიდნენ მწვადის შესაწვავად, ჩვენ კი სამზარეულოში დავჩით და ჭურჭლის დახარსხებას შევუდექით, მაიდა პარმაღზე უნდა გაგვეშალა.
-გოგო აქ რას შვრებით? ეშმაკურად მკითხა ნინამ
ანა: არაფერს. პარიზში უნდა წავეყნე ტიპს და კიკითის ორღობეში მასეირნა სამაგიეროდ.
ლიკა: აუუ ეს ყვავილები საიდან გაქვს რა ლამაზებია.
ანა: აბელის მამის მეგობრებმა გვაჩუქეს, ჩემი საქორწილო საჩუქარია, მეც ისე მომწონს ისეთი ლამაზებია. ის მითხარით თქვენ რას შვრებით?
ლიკა: ნინას აქ ბომბი ამბავი.
ანა: რაა?
ნინა: მზად ხარ?
ანა: კაი? ეგეთია?
ლიკა: ვერც კი დაიჯერებ.გოგომ ღრმად ამოისუნთქა და..
ნინა: ნიკასთან ვიწექი... წამიერად ყველა გავჩუმდით.
ანა: ჰააა? რაა? ერთად ხართ? თუ საყვარლები ხართ?
ნინა: ნუ გაქ ეგეთი სახე, შენსავით სწრაფად ვერ გავთხოვდი ეხლა. ეჰ რო იცოდეს. ამოვიხვნეშე მე. ერთად ვართ. მე ძაან მომწონს. ისეთი საყვარელია. ცოტა არ იყოს და მეუცნაურა ეს ამბავი.
ანა: დარწმუნებული ხარ?
ნინა: რა გჭირს შენ კიდე შენ დარწმუნებული იყავი აბელს რომ მიყვებოდი? ცოტა დავფიქრდი რომ მიუხედავად ყველაფრისა მასში ეჭვი არასოდეს შემპარვია, ამ ფიქრით გამხნევებულმა ჯკიდევ უფრო თამამად ვუპასუხე.
ანა: კი თან ძალიან. და მოგეწონა მაინც.
ნინა: რავი ისე რა. უკეთესი მეგონა. მე და ლიკას სიცილი აგვიტყდა.
ანა: ერთხელ გქონდათ?
ნინა: ორჯერ, მაგრამ მართლა არ მომეწონა. შენ მოგეწონა თავიდან? ოპა, აი სად დამერხა რა უნდა მეთქვა. უაზრო ფილმებიდან თუ მოვიშველიებდი რამეს.
ანა: რავი პირველი ცუდი არ იყო, მეორე უკეთესი, მესამე კიდევ უკეთესი, ეხლა გადასარევი. ნეტა ვის ვატყუებ ჩემ თავზე გამეცინა.
ნინა: ოოო რა.
ლიკა: და თვითონ მოწონს?
ნინა: მგონი არა. ისევ სიცილი აგვიტყდა.
-ან . ყველა უცებ გავჩუმდით. აბელი კართან შეყოვნდა. უხერხულად იგრძნო თავი. -ააა. ისა, მაგიდა გაშალეთ ჰო.გოგოებმა თეფშები და ჭიქევი გარეთ გაიტანეს. მე მაცივრიდან უკვე გამზადებული სალათების და ბოსტნეულის გამოღება დავიწყე. აბელი კი სამზარეულიში კვაბის საძებნელად დარჩა. ვითომ.
-რამე ხდება?
-არაფერი განსაკუთრებული.
-მითხარი რა. ახლოს მოიწია და ყურთან დაიხარა. -რამე გაიგეს?
-ეს ჩვენი საიდუმლოა. ნიკამ კი აშკარად გაიგო. ჩურჩულით ვლაპარაკობდით. -კარგი მერე ვილაპარაკოთ. მან ლოყაზე სწრაფად მაკოცა და გასასვლელისკენ წავიდა.
ერთი საათი შემდეგ უკვე ყველანი მაგიდასთან ვისხედით. ვსვამდით, ვლაპარაკობდით, ვიცინოდით. აბელი ჩემზე იყო მოტმასნილი. მე ნიკოს და ნინას ვაკვირდებოდი, რაღაც არ იყო მათ შორის, რაღაც აკლდათ. დავკვირვებივარ აბელი როგორ მიყურებდა ხოლმე, დაქორწინებამდეც, ეს ამასაც კი არ აკეთებს, მგონი არც კი უყურებს. ლიკას მივწერე.
-გოგო შენ რას ფიქრობ ამათზე?
-არ ვიცი, ვერ გავარკვიე, რაღაც უცნაურია ჰო?
-ჰო. ზედაც არ უყურებს.
-ეგ მეც შევამჩნიე. აბელმა ჩემს მესიჯს თვალი მოკრა. მომწერა. ღამე ვილაპარაკოთ! ტელეფონი გადავდე და ისევ სამეგობროს მივუბრუნდი,მაგრამ აზრები ისევ იქ დამრჩა....

მოკლედ, რათქმაუნდა ბოდიშ გიხდით და მიხარია რომ ასე ალოდებით ახალ თავს, მაგრამ რაღაც მინდა გითხრათ, როცა მოთხრობას ვდებ, თუნდაც დაუგვიანელად, ძალიან იშვიათად აკეთებთ კომენტარს თვითო ნაწერთა, წყვილთან ან თუნდაც სიტუაციასთან დაკავშირებით. უმეტესი მათგანი ჩემი კრიტიკაა, თუ რატომ დავაგვიანე და ასე შემდეგ სწორედ ამიტომ ძალიან მეკარგება მოტივაცია და ვერ ვწერ, შეიძლება ძალიან ბავშვურად ჟღერდეს, მაგრამ ასე, ძალიან მოქმედებს ეს ყველაფერი. იმედია სწორად გაიგებთ, არ გაქკრიტიკებთ, პირიქით ძალიან მადლობელი ვარ თქვენი, უბრალოდ ამას თუ გათვალისწინეთ ძალიან დამავალებთ.

და კიდევ, სანამ უმუზობა მქონდა და ამას ვერ ვწერდი, როგორ შევუყვარდი მაფიოზს გადავაკეთე და მალე დავდებ სრულად. განსხვავებული სახით



№1 სტუმარი სტუმარი მარიამიი

კარგიაა ❤️✌

 


№2 სტუმარი tata

ძალიან მომწონს სასიამოვნო წასაკითხია..ანნა აბელთან შედარებით თითქოს უემოციო ჩანს

 


№3 სტუმარი ნია

ძალიან მომწონს ისტორია და აბელზე და ანაზე შეყვარებული ვარ. ნუ მიწყენ და რომ არა შენი მინაწერი არც ახლა დავტოვებდი კომენტარს, მხოლოდ იმიტომ რომ არ მიყვარს როცა წინა თავის გადაკითხვა მიწევს რათა გავიხსენო სად შეწყდა. იმდენად დიდია პაუზა, რომ მგონია მკითხველს არ აფასებ... ცუდად ნუ გამიგებ, იმისთვის რომ კომენტარები იყოს და ბევრი დადებითი ემოცია, დღეგამოშვებით მაინც უნდა ეცადა თუნდაც პატარა თავის დადება, ასე მკითხველსაც გაახარებ და შენც მეტ სტიმულს მიიღებ <3

 


№4  offline წევრი დარინა

ისეთი თბილია აბელიიი ზოგჯერ ანა ნერვებს მიშლის თავისი ზემეტა იდიოტური ფიქრებით, თუ არ გარისკავ ვერაფერსაც ვერ მოიგებ, იმ დონეზე აქვს ჩაბეჭდილი რომ არ შემიყვარდესოო ახლა კომპლექსები აწუხებს, მომწონს აბელი შეყვარებული ვარ ამ
მასზეეე, მე ანას ადგილზე არც დავფიქრდებოდი ისე შწვიყვარებდიი, იმედია ის მამული აბელს დარჩებააა.

 


№5 სტუმარი სტუმარი ნატა

ძალიან მაგარია, აი აბელი ძალიან თბილი მამაკაცია და მინდა რომ ეს წყვილი ბედნიერები იყვნენ და სიყვარულით დაატკბო მალე

 


№6 სტუმარი kati

Me gelodebi xolme da sxvebi AR vici.dasrulebuls wavikitxav da mere davwer komentars normalurad,torem wina tavebi damaviwyda da tavidan vkitxulob.

 


№7 სტუმარი ლიკ ლიკ

საინტერესო, ჩამოყალიბებული და კარგია, გააგრძელე იმიტომ რომ გელოდები ხოლმე

 


№8 სტუმარი სტუმარი თაკო

ძალიან მომწონს,მაგრამ ზედმეტად აგვ იანებ

 


№9 სტუმარი სტუმარი მარიამი

ძალიან მომწონს.ყოველდღე ვამოწმებ საიტს აარის თუარა არ შეწყვიტო რა და დადე მალე.

 


№10 სტუმარი სტუმარი ნინუცა

ძალიან მომწონს ეს ისტორია, მომწონს შენი წერის სტილიც. ველოდები შემდეგ თავს <3

 


№11 სტუმარი სტუმარი უბრალოდ მკითხველი

ძალიან მომწონს ეს ისტორია და სულ მოუთქმელად ველი მოვლენების განვითარებას... ❤️ ერთ-ერთი საუკეთესოთაგანია.. ❤️

 


№12 სტუმარი სტუმარი მარიამი

ძალიან კარგად წერ.შენს წინა ისტორიას ვკითხულობდი და რატო შეწყვიტე?.გააგრძელე რა ისიც.

 


№13 სტუმარი სტუმარი ნათია

პირველივე თავიდან მოგყვები და ვკითხულობ შენს ამ ისტორიას.მომწომს ძალიან თუმცა ბოლო ორი სამი თავია თითქოს და ერთ ადგილას ტრიალებ.ბოლო ორ თავში მხოლოდ ანას და აბელს მეგობრების გარემოცვაში ატრიალებ არც მარტოები არიან და არც მთლად მეგობრებთან. გააქრე ანას დედა ძმა რძალი და ა.შ. გაანვითარე უფრო მოვლენები უფრო კარგად და საინტერესოდ არ ვამბობ რომ ეხლა უინტერესოა და ცუდია არა...მომწონს ძალიან აბელის მზრუნველი გამოხედვა საქციელი❤..ანა ცოტა პატარა ბავშვივით იქცევა და მინდა ანა გაზარდო...მინდა რომ თავისდაკარგვამდე შეუყვარდეთ ერთმანეთი ისე შეუყვარდეთ რომ ვერავინ და ვერაფერმა შეუშალოს ხელი მათ სიყვარულს..მიმდა რომ ანა გახდეს აბელივით ცოტა რომანტიკოსი და ამ რომანტიულ ფონში გადაეშვან სექსის მორევში????რაც შეგეხება შენ ჩემო საყვარელო ეცადე ესე ძალიან ნუ დააგვიანებხოლმე პატარა თავი დადე და მალ-მალე სჯობს ესე დაგვიანებას..წარმატებები და ველოდები შემდეგ თავს ????

 


№14  offline წევრი khatia khatia

კაია დზააან მომეწონა
--------------------
we dont need makeup to look beatiful
კიკელა კიკელა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent