შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

აღარასოდეს დაგკარგავ (მესამე თავი)


20-06-2018, 14:13
ავტორი ♥love love♥
ნანახია 1 351

არსებობს გრძნობები, რომელსაც სიტყვით ვერ აღწერ, რომელიც გულს აგიფორიაქებს, არასოდეს მოგასვენებს და ფიქრებით მთელ მსოფლიოს მოგატარებს. სწორედ ასეთ მდგომარეობაში იყო ტესა. იკა პირველი ადამიანი იყო, ვინც სიტყვა ,,მიყვარხარ" უთხრა. მასაც მოსწონდა, ხო მოსწონდა, მაგრამ ამის თქმა ეშინოდა, ეშინოდა არა იმიტომ რომ შემდეგ თავად არ სტკენოდა, არამედ იკასთვის არ ეტკინა, რადგან არ იყო დარწმუნებული ეს გრძნობა ნამდვილი იყო თუ უბრალოდ გატაცება, ამიტომ პასუხის გაცემას არ ჩქარობდა. მისმა ნერვიულობამ პიკს მიაღწია მას შემდეგ, რაც იკა სამი დღე არ გამოჩენილა. ტესა უკვე დარწმუნებული იყო, რომ იკა სიგიჟემდე უყვარდა. ერთ საღამოს სანდროსთან შეიკრიბნენ. მარის ვიკრიბებით არ ჰქონდა ნათქვამი ტესამ მოვალო რომ უთხრა. პირველი ის მივიდა. რამდენჯერაც კარი გაიღებოდა გულისფანცქალით ელოდა იკას გამოჩენას, თუმცა არა იკა არ ჩანდა.
ტესამ მალევე სახლში წასვლა გადაწყვიტა. როგორც კი პირველ საფეხურს დაადგა ფეხი უეცრად მის ხელს ხელი მაგრად ჩასჭიდეს.
-სადმე გეჩქარება?
-იკა? ძალიან გამიხარდა მისი დანახვა, თუმცა არ შევიმჩნიე. გული გამალებით მიცემდა... კი სახლში მივდივარ.
-ტესა ნუ გამირბიხარ.
-მე? მე გავრბივარ იკა? სამი დღე შენ არ გამოჩენილხარ და კიდე მე გავრბივარ? ისეთი ტონით ვთქვი შემეშინდა. ეს იკასაც გაუკვირდა, თუმცა გაიღიმა და მითხრა:
-კარგი წადი. წამოწექი და იფიქრე, პასუხს ელოდებიან.
-მეც გამეღიმა. ხელი გავაშვებინე. კარგი, ვუთხარი და სახლისაკენ წავდი. გულში საშინელ სიმძიმეს ვგრძნობდი. რა დამასვენებდა? მთელი საღამო ვფიქრობდი როგორ მეთქვა, რომ მეც მიყვარდა. ცოტა ხანში ანისგან მესიჯი მომივიდა.
-რატომ არ მოხვედი დღეს?
-ვიყავი, უბრალოდ ადრე წამოვედი
-რა ხდება ტეს ხო კარგად ხარ?
-კი ანი უბრალოდ ვერ გავჩერდი მანდ.
-იკას გამო ხო?
-არა რას ამბობ ეგ რა შუაშია?
-კარგი რა ტეს. გთხოვ მე მაინც ნუ მომატყუებ. არ მითხრა რომ არ მოგწონს.
-კარგი ხო, შენთან დასამალი რა მაქვს? სიყვარული ამიხსნა ანი წარმოგიდგენია?
-რა როდის? ამდენი ხანი რატომ არ მითხარი? მერე შენ რა უთხარი?
-სამი დღის წინ. მე რა ვუთხარი? ჯერ ვერაფერი. არ ჩანდა ეს დღეები საერთოდ. ანია რ შემიძლია ამის თქმა.
-კარგი რა ტეს. გთხოვ არ დაიწყო. არამგონია იკა გატყუებდეს. ორი წლის ბავშვი არაა, რომელიც ცოტა ხნით გაერთობა სათამაშოთი და რომ მოწყინდება გადაააგდებს. მგონია რომ მართლა უყვარხარ და ვიცი რომ შენც, ასე რომ უთხარი.... კარგი უნდა წავიდე მეძახიან. აბა დროებით.
-მადლობა ანი.
იმ საღამოს იკას არ მოუწერია. მინდოდა მიმეწერა მისთვის მაგრამ უბრალოდ არ შემეძლო. ერთი სიტყვაც რომ მოეწერა, უბრალოდ როგორ ხარო ვეტყოდი რომ ძალიან მიყვარს, თუმცა საუბრის დაწყება არ შემეძლო. მეორე დღემ ჩვეულებრივ ჩაიარა. სკოლა სახლი მეცადინეობა. იკა ისევ არ ჩანდა.
-ტესა ერთი წუთით მოდი.
-რა ცდება მა?
-ცოტა ხანში ბიჭები ამოვლენ ჯოკერი უნდა ვითამაშოთ და ცოტათი მიხედე აქაურობას რა.
-კარგი მა.... სახლი მივალაგე და ჩემს ოთახში გავედი. მეტის მოთმენა აღარ შემეძლო და იკასთვის უნდა მიმეწერე. მობილური ავიღე, როდესაც კარზე ზარის ხმა მომესმა.
-ტეს გააღე რა.
-კაი მა.... კარი გავაღე და ვერ წარმოიდგენთ გულმა როგორ სწრაფად დაიწყო ფეთქვა, როდესაც იკა დავინახე. ცოტა ხნით გაშეშებული ვიდექი.
-ტეს არ შემოგვიშვებ?
-უი ბოდიში. მობრძანდით.
-მთლად ეგეთი თავაზიანობაც არ იყო საჭირო. გადამკოცნა და ყურში მიჩურჩულა იკამ, რაზეც გამეღიმა.
-როგორ ხარ?
-კარგად შენ?
-არამიშავს... ცოტა არ იყოს შემრცხვა და თავდახრილი შევედი მისაღებში.
ბიჭები ჯოკერს თამაშობდნენ, მეკი სავარძელში ვიჯექი სიმღერებს ვუსმენდი და თან იკაზე ვფიქრობდი. ვერ ვისვენებდი. თითქოს შიგნიდან რაღაც გულს მიღრღნიდა, რაღაც მეუბნებოდა რომ უნდა მეთქვა მისთვის რომ მიყვარს. ყველანი გართულნი იყვნენ თამაშში, მაგრამ ირაკლი მე მიყურებდა. ერთხელაც როდესაც გამომხედა ჩუმად ვუთხარი მიყვარხართქო. ორი წამიც არ იყო გასული რომ თქვა ერთი წუთით გავალო. მალევე მესიჯი მომივიდა მობილურზე.
-შენ გოგო კარგად ხარ?
-რა ხდება იკა?
-რა ხდება? რა ხდება და ყვირილი მინდა ისე მიხარია და აქ სად ვიყვირო მითხარი?
-უნებურად გამეცინა. იკა თვალებგაბრწყინებული შემოვიდა ოთახში და კვლავ თავის ადგილს დაუბრანდა.
გვიანობამდე თამაშობდნენ ჯოკერს.
-კარგი ჩვენი წასვლის დროა. მადლობა. თქვა იკამ
-არა ბიჭებო ასე გვიან ვერ გაგიშვებთ დარჩით დღეს აქ.
-მადლობა მამა. გავიფიქრე ჩემთვის.
როგორც კი დავწექით იკამ მესიჯი მომწერა.
-მიყვარხარ ჩემო პაწაწუნა.
-რაა? ეგ საიდან მოიფიქრე?
-მოიცა რა არ ხარ ჩემი პაწაწუნა?
-კარგი რა იკა. რეებს ამბობ?
-უნდა ჩაგეხუტო ახლავე.
-რაა? შენ რა კარგად ხარ?
-ტესა ვერ დავიძინებ თუ არ ჩაგეხუტე. გვერდით ოთახში ხარ ბოლო ბოლო. ორი წამი და მორჩა.
-იკა რომ დაგვინახონ ხო იცი რო....
-სულ რაღაც ორი წამით... გთხოვ
-კარგი ხო. ჩუმად გამოვედით ოთახებიდან და იკამ ისე მაგრად ჩამიკრა გულში მეგონა სადაცაა სუნთქვას შევწყვეტთქო. ორივეს გამალებით გვიცემდა გული. მალევე დავბრუნდით ოთახებში. უბედნიერესი პიროვნება ვიყავი.
-მიყვარხარ იკა.
-მეც მიყვარხარ ტეს... ახლა კი გვიანია. ტკბილ ძილს გისურვებ.



№1 სტუმარი qeti

Dzalian sayvarlobaa vgijdebiorivezeukve <3 malmaledadera

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent