ჯაშუში თავი 4
-მსუბუქად მოხატე, ძალიან არ დააწვე ფანქარს-მასთან რამოდენიმე სამტიმეტრით დაშორებული ნიკა განკარგულებას აძლევდა, ლილიანს -ნუ მიყურებ, ვიბნები -ნახატისთვის თავი არ დაუნებებია, ისე უთხრა და ღრმად ჩაისუნთქა -ჩემი ყურება გაბნევს?-ჩაიცინა და მის მონახაზს თვალი გააყოლა -შენი არა, საერთოდ რომ მიყურებენ ის მაბნევს -ნათქვამი განმარტა და წარბებ შეკრული გადახედა მომღიმარ ბიჭს -კარგი -თავი გააქნია და იქვე ჩამოჯდა -ნიკა-გაჩერდა და მისკენ მიბრუნდა -გისმენ-მომლოდინე მზერა მიაპყრო -შენ დიდი ხანია ხატავ? -ყოყმანის შემდეგ უთხრა. თითქოს სულ სხვა რამის კითხვა უნდოდა, მისთვის -სკოლის ასაკიდან, რატომ მეკითხები?-გაუკვირდა მაგრამ არ შეიმჩნია -უბრალოდ დამაინტერესა-მხრები აიჩეჩა და ისევ მის ნახატს მიუბრუნდა -ეგრე ყურადღება გაგეფანტება, ხატვის დროს მთლიანად უნდა იყო მასში ჩაფული, არაფელზე არ უნდა იფიქრო, გარდა იმისა, რასაც ან ვისაც ხატავ, წინააღმდეგ შემთხვევაში არ გამოგივა ნახატი კარგი ან შეიძლება საერთოდ ვეღარც დახატო ,- ლილიანმა ფანქარი დადო და ისევ გახედა ნიკას -რა იყო? - კარგით პატივცემულო მასწავლებელო, ვიქნები დამჯერი მოწაფე და ისე გავაკეთებ, როგორც თქვენ მასწავლით-გაეცინა ფანქარს ხელი მოკიდა და მთლიანად ნახატზე გადაიტანა კონცეტრაცია, უნდოდა მთელი მისი შინაგანი განცდები გადმოეტანა და გაეზიარებინა. როგორ უნდოდა ვინმესთან საუბარი და გულის გადაშლა. უნდოდა ეთქვა რას გრძნობდა, რა უნდოდა, რა სტკიოდა. ასეთი მხოლოდ ელზა ყავდა, მაგრამ რაც გაიზარდა მის მერე თითქოს ერიდება, არ უნდა, რომ თავისი პრობლემები თავს მოახვიოს. ამიტომ დაიწყო ხატვა, უნდა, რომ მისი მესაიდუმლე ეს თაბახის ფურცელი გახდეს, რომელიც მთელ მის განცდებს დაიტევს, უბრალოდ მოუსმენს და ჩუმად დააცდის, ლილიანს, ბოლომდე დაიხარჯოს. ორ საათიანი გაკვეთილის შემდეგ დაღლილი დაბრუნდა სახლში. ნამდვილად არ ჰქონდა ლევანთან და თეასთან კამათის ან თუნდაც წაკბენის თავი, ამიტომ გადაწყვიტა რაც შეიძლება ჩუმად, შესულიყო სახლში და ოთახში მდგარ, თავის რბილს საწოლზე თავი დაედო და დაეძინა. სახლში შსვლისთანავე პირდაპირ ოთახისკენ დაიძრა, თვალრბი ნახევრად დახუჭული ჰქონდა და გონებაში ფიქრობდა, ოთახში შესვლის თანავე, როგორ მოეცილებინა, ზედმეტი ნივთები და პირდაპირ საწოლზე გადაწოლილიყო, აბაზანას კი გამოძინების შემდეგი მიიღებდა.კიბეებს როდესაც მიუახლოვდა მამამისის მკაცრმა ხმა გაიგონა. იმის მიუხედავად, რომ დათო ცდილობდა ლილიანთან მკაცრი ყოფილიყო, ლილიანმა, მაინც დაიჭირა მის ხმაში, ის ტკბილი და მზრუვნელი სხივები, რომელიც მას ასე ძალიან უყვარდა. -სად იყავი?-რამოდენიმე ნაბიჯი გადადგა მისკენ -შენ ეხლა არ უნდა მუშაობდე?-ლილიანიც მიბრუნდა მისკენ , მაგრამ სახეზე ის სასიამოვნო გამომეტყველება აღარ ჩანდა, როგორც ჩანს გაიქრო, არ უნდა მამამისთან გაბადრული სახით დადგეს, გონია თუ ამას გააკეთებს, მაშინ დამარცხდება და დათოს ეგონება, რომ თეა და ლევანი მიიიღო. -მგონი მე შენ დაგისვი კითხვა -ცოტა გაბრაზებით, მაგრამ მაინც მშვიდად უთხრა და უფრო მიუახლოვდა გოგონას. -მთელი ოჯახი აქ ყოფილხართ, რა სასიამოვნოა- მამამისის კითხვა გაატარა და ოთახში მყოფ, თეას და ლევანის სარკაზმით გაჟღენთილი სიტყვები არ დააკლო. ლევანს მხოლოდ ჩაიცინა, ეხლა ნამდვილად არ ჰქონდა მასთან გამოყოლის და ყვირილის თავი, თავი ან რისთვის უნდა ეჩხუბა? შენ სიტყვებში სარკაზმი შევამჩნიეო? არა!, მას სულ სხვა გეგმა ჰქონდა, ლილიანთან დაკავშირებით და ესე პატარა ბავშვივით ,არ აპირებდა ავარდნას, როდესაც ლილიანს მოესურვებოდა. ლილიანს გაუკვირდა, მაგრამ არც ჰქონდა ზედმეტი ფიქრის თავი, ერთადერთი რაზეც ფიქრობდა, საწოლზე დაწოლა იყო და მშვიდად დაძინება. -სად იყავი იტყვი?-ისევ აუღელვებლად უთხრა დათომ და მისი სიტყვებს, შეგნებულად არ მიაქცია ყურადღება. -გაკვეთილზე-ამოიოხდა და კიბის სახელურს დაეყრდნო. -რა გაკვეთილზე? დღეს არაფელი არ გაქვს-გაუკვირდა, საათის ქვემოდ მდგარ კალენდარს შეხედა და ისევ ლილიანისკენ გაიხედა. -შენ საიდან იცი?-გაუკვირდა და გასწორდა. -შეიძლება სახლში არ ვარ, მაგრამ ყოველთვის ვიცი რა როდის გაქვს-საჩვენებელი თითი დაუქნია და ინტერესით შეხედა. -ხატვის გაკვეთილზე ვიყავი-ამოიხვნეშა, დანებების მინშნად და კიბებზე ასვლა დაიწყო. -ხატვაზე?-წარბები ზემოდ აწკიპა გაკირვების ნიშნად -და როდის მერე დადიხარ ხატვაზე?-კიდევ უფრო მიუახლოვდა კიბეს. -დღეს დავიწყე-უდარდელად აიჩეჩა მხრები და ლევანისკენ გააპარა მზერა.”ჯანდაბა, ასე ძალიან რატომ მინდა მასთან ჩხუბი?” თავისთვის ჩაილაპარაკა”ალბად კარგად არ ხარ დაღლილი და ენერგიის დახარჯვა გჭირდება” მეორე მემ გასცა მის კითხვას პასუხი “არა საყვარელო,! ჩხუბის დროს პირიქით ადრენალინს ვგრძნობ და უზღვავ ენერგიაზე მოვდივარ” -გესმის ლილიან?ვინარის?-დათოს ხმამ გამოარკვია ფიქრებიდან და უკვე მის წინ კიბეებზე მდგარ მამას გახედა. -ვიღაც ბიჭი, ბარში გავიცანი-ზურგი აქცია, გზა უნდა გაეგრძელებინა, მაგრამ დათოს ძლიერმა ხელმა ადგილზე გააჩერა. -რათქვი?-კბილებში გამოსცრა და მისკენ მოქაჩა. -ხო რამოხდა?-გულწფელად გაუკვირდა და გაურკვეველი მზერა მიაპყრო მამას. -რატომ გინდა ჩემი ჭკუიდან გადაყვანა?-ცდილობდა ხმას არ აეწია და კამათი არ გაემწვავებინა, არ უნდოდა ლილიანთან ჩხუბი, უნდოდა მშვიდი და ნორმანული ურთიერთობა ქონოდა, თავის ქალიშვილთან, ისედაც თითქმის ვერ ხედავდა და სახლში ყიფნის დრო ჩხუბში გატარება სისულელე იყო. -მიხედე შენ შენს ოჯახს გასაგებია? მე შემეშვი-ხელი გააშვებინა და გამგელებული მზერით შხედა. -შენც ამ ოჯახის წევრი ხარ, უკვე დავიღალე მერამდენედ ვითმენ ამ შენ ესეთ თავხედობას? მთლად ნუ გადამიარე, მამა ვარ შენი, მამა! მოგწონს ეს თუ არა! მე მიყვარხარ! და ვღელავ შენზე!. შენკი სულ გაყოყოჩდი-იმის წარმოდგენა, რომ ლილიანი მას არაფლად თვლიდა, გულს საშინლად უკუმშავდა, ტკიოდა ხვდებოდა, რომ შვილს კარგავდა, მაგრამ რა უნდა ექნა? როგორ უნდა დაელაგებინა შვილთან ურთიერთობა,? რაც უფრო უთმენდა და უცინოდა უფრო თავხედდებოდა და უარეს აკეთებდა. -არ მინდა მე ამ ოჯახის წევრობა! ესეთო ოჯახი არ მჭირდება!-ყვირილზე გადავიდა, ლილიანი მთლიანად დაავიწყდა დაღლილობა და მისი გეგმები ოთახში შესვლისას რაც უნდა გაეკეთებინა ეხლა მხოლოდ ბრაზს გრძნობდა თვითონაც ვერ ხვდებოდა რატომ. -ხმას დაუწიე, ლილიან მამაშენს ელაპარაკები, ხომ არ დაგავიწყდა ამ ოჯახის წესები?-გამაფრთხილებელი ტონით შეუღრინა და ხელები მომუშტა ბრაზი რომ გაეკონტროლებინა. -ფეხებს ეს წესები! -დაიყვირა და ხელში მოქცეული ფაილი კედელს მიახეთქა -გინდა თუ არა, ამ ოჯახის წესებს უნდა დაემორჩილო ,თუ არა და წადი აქედან-ხელი კარებისკენ მიუთითა. -ამათ გამო….მე მთმობ ? ყოჩახ მამა!-ხმის კანკალით თვალებში სითხე ჩაუდგა. აქ არ უნდა ეტირა ! ამათ წინ არა! ეს მისთვის კიდევ ერთი დამარცხეება იქნებოდა. ისიც საკმარისი იყო ,მამამ...საკუთარმა მამამ მეორე პლანზე რომ გადაიყვანა და იმათი თავი არჩია, საკუთარ ქალიშვილს. სინამდვილეში ჩვენ ხომ ვიცით , ეს ესე არ იყო, მაგრამ ლილიანი ამდენს ხომ ვერ ხვდება, ვერ გრძნობს, როგორ სტკენს ადამიანებს გულს, ის მხოლოდ მის ტკივილს გრძნობს. ხელის გულებში მთელი ძალით ჩაიჭირა ფრჩხილები, რომ არ ეტირა...იქ არ უნდა ეტირა! არ ქონდა ამის უფლება!. სწრაფად შებრუნდა კიბეებისკენ და თავის ოთახში შევარდა, კარები გადაკეტა და საწოლზე დაემხო. ეხლა კი დრო იყო, თავის ემოციები გაეზიარებიდა, საკუთარი ბალიშისთვის. მთელი ძალით აიკრა სხეულზე და ის მლაშე სითხეს, რომელიც უკვე საკმოდ დიდი ხანია ცდილობს თვალებს თავი დააღწიოს და მის გლუვ კანზე გაიკვალოს გზა, გასაქანი მისცა. იქ ხომ არავინ იყო , ვერავინ დაინახავდა მის სისუსტეს ,მხოლოდ თვითონ და ოთახი რომელშიც არც თუ ისე ბევრი ნივთები იყო...მხოლოდ აუცილებელი და საჭირო ნივთები. ტკიოდა მამის სიტყვები, ეხლა უფრო მეტად ბრაზობდა თეაზე, როგორ შეძლო იმ ქალმა საყვარელი მამის წართმევა?... მისი მამიკოსი! ,რომელიც სიგიჟემდე უყვარდა. მერე რა, რომ არ გამოხატავდა, მას ის ძალიან უუვარდა. კარებზე კაკუნი გაისმა. შეცბა ნუთუ მამა მიხვდა დანაშაულს და მოაკითხა პატიების სათხოვნელად. წამით გაუხარდა, მაგრამ ისევ ამაყი როლი მოირგო და რაც შეეძლო მყარადა დაიყვირა. -არ მინდა არავის ნახვა-ცრემლები მოიწმინდა და ხმას დაელოდა. -მწვანეთვალება მე ვარ-კარს იქთ გაისმა ლევანის ხმა -მითუმეტეს შენი ნახვა -იმედგაცრუება ვერ დამალა და ბალიშში ჩარგო თავი -გააღე საქმე მაქვს-მომაბეზრებლად ამოილაპარაკა და სახელური რამდენჯერმე დაქაჩა ქვემოთ. -მოცდა მოგიწევს-საწოლიდან წამოდგა და კარებს მიუახლოვდა-ეხლა კი მოცილდი ჩემს კარებს და დამეკარგე აქედან-დაუყვირა და პასუხს დაელოდა. -ეჰ, როგორ გეტყობა, რომ ტიროდი შეიძლება ვერ გხედავ, მაგრამ ხმა გაქვს საგრძნობლად შეცვლილი, კარგია ეხლა რომ ვერ გხედავ, ნამდვილად არ მინდა ,შენი ჩაწითლებული და დასიებული თვალების ნახვა, ისედაც ცოტა უძილობა მაწუხებს და ეხლა ეგ რომ დავინახო ხომ საერთოდ-დაგესლა და მისი სახე რომ წარმოიდგინა გულიანად გადაიხარხარა. -დამეკარგე აქედან-კარებს ხელი მიარტყა და დაიწიწკინა. -კარგი ამჯერად იყოს ეგრე-მანაც საპასუხოდ კარს ხელი მიარტყა და კიბეებზე ჩაირბინა. ლილიანმა კი კარადის კარები გამოაღო, ჩემოდანი გადმოიღო , ტანსაცმელები საკიდიდან მოხსნა და არც დაუკეცავს ისეჩაყარა ჩემოდანში.”არ გჭირდებით და ნუ გჭირდებით, ისედაც კარგად ვიქნები თქვენს გარეშე” ფაიფიქრა და გულმოსულმა შეკრა ჩმოდანი “ისინიც კარგად იქნებიან, ნუ ღელავ” გადაულაპარაკა მეორე მემ -ოდესმე ხომ შეგიძლია, რაიმეში რომ დამეთახმო არა!-ხმამაღლა დაიყვირა და შემდეგ გაიაზრა რაც გააკეთა-ღმერთო რას ვაკეთებ-ჩემოდანი ხელში დაიჭირა, ჩუმად გამოაღო ოთახის კარები და ფეხაკრებით გამოვიდა იქედან. კიბეებზე სუნთქვა შეკრული ჩავიდა და როგორაც შეეძლო ფრთხილ მოძრაობებს კეთება დაიწყო. ყველანი ტელევიზორის ყურებაში იყვნენ გართულები და რაღაცაზე გულიანად იცინოდნენ. ”ჰმ,ბედინიერი ოჯახი” გაიფიქრა და სანა მლაშე სითხის ახალი ნაკადა მოაწყვებოდა, იქედან გაცლა გადაწყვიტა.უკანა გასასვლელის კარებთან მივიდა ერთი კიდევ გაიხედა ოჯახის წევრებისკენ...მოიცა ოჯახი ვთქვი?....არა მან მხოლოდ ელზას გახედა, ეს ქალი იმაზე მეტად უყვარდა ვიდრე ელზას წარმოიდგენდა. კარის სახელური ჩამოსწია, ოდნავ გააღო კარები და ფრთხილად გავიდა ბაღში. ამოისუნთქა როდესაც ერთ-ერთ დაბრკოლებას თავი გაართვა. “შეგძლებია” გაიფიქრა და აქეთ-იქეთ დაიწყო ყურება. -ეხლა დაცვა დამრჩა-ამოილაპარაკა და დააკვირდა მათ მოძრაობას, როგორც კი ერთმა გაიხედა სწრაფად გაირბინა და ხეს ამოეფარა “ღმერთო დამეხმარე” ღემად ჩაისუნთქა და საქმის ბოლომდე მისაყვანად თვალების ცეცება განაგრძო. დაელოდა მეორე როდი გაიხედავდა, რომ საბოლო წერტილისთვის მიეღწია. -მიდი გაიხედე რაღას უცდი -კბილებში გამოსცრა-აღარ იხედები? დაცვამ გაიხედა და მანაც ღობესთან მიირბინა, ჯერ ჩემოდანი გადააგდო, შემდეგ კი თვითონ გადახტა. -ვაიმე ფეხი, მომტყდა მგონი -ამოიწუწუნა და გზა განაგრძო. ტაქსის ნომერი აკრიბა და დარეკა მისამართი უკარნახა და დაელოდა როდის მოვიდოდა. “მოიცა...მე ამას მართლა ვაკეთებ?” “თუ გიპოვეს დაგერხა”ისევ მეორე მე გააფრთხილა. ......... -ვახშამი მზად არის შეგიძლიათ სუფრას მიუხსდეთ-მისაღებში გამოვიდა ელზა -კარგი ელზა მადლობა, ლილიანი არ ჩამოვა?-თეამ ტელევიზორის პულტი მაგიდაზე დადო და ინტერესით შეხედა. -არ ვიცი დავუძახე და არ გამაგონა ავალ და დავხედავ-წინსაფარი უნდა მოეცილებინა, როდესაც დათოს სიტყვებმა გააჩერა. -არ არის საჭირო , იყოს ოთახში თუ მოშივდება თავად ჩამოვა-ფეხზე წამოდგა დათო ყველანი სუფრას მიუხსდნენ თეაც და ლევანი უგემრიელეს კერძებს აგემოვნებდნენ დათო კი მხოლოდ თავი ულუფას ჩაშტერებოდა და ლუკმასაც არ იდებდა პირში. -დათო რა გჭირს?-თეამ ხეზე ხელი დაადო, პასუხი რომ არ მიიღო ოდნავ შეანჯგრია-დათო! -მაპატიე ჩავფიქრდი, რა მოხდა?- თეას მიუბრუნდა და ისე დაიჭირა თავი თითქოს უსმენდა, მაგრამ ფიქრები მაინც სხვაგან იყო. -არაფელი, რატომ არ ჭამს?-თებშზ მიათითა -შევჭამ ხო. ელზა, რამე აქვს ლილიანს ნაჭამი?-მისი ფიქრები ნათელი გახდა, მთელი ამ დროის განმავლობაში იმ ჯიუტ გოგოზე ფიქრობდა, დაიღალა ამ ყველაფრით, თბილ გარემოში უნდოდა ევახშმა, სადაც ყველა ის ადამიანი იყო ვისზე ზრუნვას სიამოვნებას ანიჭებდა. -არა, სანამ სახლში მოვიდოდა ტელეფონზე ველაპარაკე, მისი საყვარელი კერძი გავაკეთე და ესე მითხრამაგის საერთოდ არაფელი მიჭამიაო.-ნაღვლიანად ამოილაპარაკა -და მთელი დღის მშიერი ეხლა ოთახშია?-ფეხზე წამოდგა და მისოთახში ავიდა -ლილიან მა გააღე-რამდენიმე წამი დაიცადა, მაგრამ ხმა არ გაისმა-ვიცი გაბრაზებული ხარ, მაგრამ ძალიან გთხოვ ჩამოდი და ჭამე. ვღელავ შენზე!-ისევ სიჩუმე-ლილიან -ხმა გაამკაცრა და ოთახში შევიდა -ლილიან სად ხარ?-სააბაზანოში შეიხედა იქ არ იყო. კარადას შეხედა, იქ კი ნახევარზე მეტი ტანსაცმელი არ ეკიდა-ლილიან ეს რა გაკეთე-გაბრაზებული ჩავიდა ქვემოთ-ლილიან-ოთახებში დაიწყო ყვირილით სიარული-ლილიან სად ხარ?! -რამოხდა დათო-სუფრიდან წამოხტა თეა -ბატონო დათო არ არის?-იმწამსვე მიხვდა ელზა დათოს საქციელის მოზეზს და იმ წამს გულის არეში ტკივილი იგრძნო. -წავიდა! ესე ადგა და ქავიდა-ერთ ადგილას ტრილებდა და სახეზე უამრავი ემოცია გამოსახვოდა-დამტოვა ადგა და დამტოვა იმ ჩხუბის გამო -გულზე მოიკიდა ხელი და დივნის სახელურს დაეყრდნო -დედა ჩემი სიკვდილი -შუბლზე შემოირტყა ხელი ელზამ -სად წავიდა კი მაგრამ? -ალბად მეგობართან-მხრები აიჩეჩა ლევანმა გულში კი სიცილით კვდებოდა “ასეთი სულელი როგორ ხარ, ლილიან?” გაიფიქრა და ისევ “სატირაზე”დაიწყო თვალის დევნება. -არა არ ყავს ეგეთი ახლო მეგობარი, ყველასთან ნეიტრალურადარის-ხელი გააქნია ელზამ ............ -ანუ სახლიდან წამოდი?-ჯერ კიდევ გაოგნებული იდგა ჟღართბიან გოგონა ლილიანის წინ. -ხო ბელა სხვა გზა არ მქონდა-დივანზე მოკალათდა და ფეხები მაგიდაზე შემოაწყო -და რა უნდა გააკეთო?-მის წინ დაჯდა და ინტერესით შეხედა. -არ ვიცი ჯერ...რამეს მოვიფიქრებ, აქ უნდა დავრჩე ქირაში შეგიზიარდები-ხრები აიჩეჩა ტელევიზორის პულტი მოიმარჯვა და სასურველ არხზე გადართო -და ფულს როგორ გადაიხდი? არა იყოს არგინდა-გაიცინა და მანაც შემოაწყო ფეხები მაგიდაზე. -ბარათებიდან გამოვიტანე ყველა რაც მქონდა-გაიკრიჭა და თვალები მოიფშვნიტა-დღეს ძალიან დავიღალე -ეგ რატომ გააკეთე?-გაოცებულმა წამოიძახა -მაინც დამიბლოკავდა ამიტომ მოვასწარი -ნიშნის მოგებით უპასუხა და ბალიშები თავქვეშ დაიდო-ვერ მოვკალათდი რაღაც -კარგი და პოლიცია რომ მოგვადგეს?-ხელი ლოყაზე იტკიცა და შეშინებულმა გახედა ლილიანს -ჯერ არ გასულა 24 საათი და რომც გავიდეს მამაჩემი მაინც არ განაცხადებს, მერე სირცხვილით სად გამოყოს თავი, გოგო სახლიდან გამეპარა ისე, რომ ვერც ვერაფელი გავიგეო? ერთადერთი ვინც მეცოდება, ეს ელზაა, მაგრამ არაუშავს, ვნახავ შემდეგ-უცებ მოიწყინა- არა ! დაცვა მეცოდება კიდევ საწ....ბს, როგორ წაეჩხუბება მამაჩემი თან პოლიცია აქ არმოვა, არავინ იცის შენ რომ ჩემი მეგობარი ხარ, ყველას ნინელისთავ ვეგონები -ამას რატომ აკეთებ? -ისწავლის ჭკუას, გადაყვა თეას მის გარდა არავინ უნდა-მის ხმაში ბზარები მკვეთრად გამოიკვეთა და ბელასაც არ გამორჩენია -კარგი დავიძინოთ-გაიცინა და ფეხზე წამოდგა -ისე დივანზე რომ წვები არ გეტკინება ხერხემალი? შენხო არასდროს... -არაუშავს დავიძინოთ-გააწყვეტინა ბელს დაუთმო გზა, რომ დივანი მოეწესრიგებინა. მანაც სწრაფად გადაუგო თეთრეული და კმაყოფილი მზერა ესროლა ნახევრად მძინარე მეგობარს -ვისწავლი და შემდეგ თავად გადავაგებ ხოლმე-გაუღიმა, პიჟამოები ამოიცვა და სწრაფად დაწვა -არამგონია შენ ამდენ ხანს გაჩერდე აქ-გაიცინა და ოთახში შუქი ჩააქრო -ტკბილი ძილი ბელ-თბილად გაუღიმა ისევ და თვალები დახუჭა -დღეს საკმაოდ დავიღალე-ამოიბურტყუნა და მორფეოსის სამყაროში გაემგზავრა ..... -სახლში რა აურზაური არის თქვენ ვერ წარმოიდგენთ-თვალები გადაატრიალა ლევანმა და თავი უკან გადააგდო-სახლია თუ სერიალი ვერ გავიგე, ერთი დღე არ არის, იმ სახლში სიმშვიდე. -რახდება?-გაიცინა დათამ და ვისკი მოსვა -ის გიჟი გოგო გაიქცა სახლიდან?-გადაიხარხარ და თვითონ გაუწოდა მეგობარს ჭიქა ვისკის დასახსმელად-ღმერთო, როგორი უტვინოა-თავი გააქნია და იმ წუთის დასხმული ვისკი გამომშრალ პირში გადაუშვა-რატომ არის ყველა ლამაზი გოგო ესეთი სულელი? -რაა? რატო?-გაიცინა სანდრომ -გიჟია და მაგიტომ ,დათოს ადგილას რომ ვიყო ერთს კარგად მოვსცხებდი კი გკლავს შენ მაგის სურვილი-ჩაიცინა დათამ -ნეტავ მართლა შემეძლოს, ძან თავხედია, მაგრთლა ცოდოა ის კაცი, მის ხელში -მამობილსაც იცავ?-გადაიხარხარა სანდრომ-ესე დაგითბათ ურთიერთობა? -ეგ რაშუაშია, ძალიან ბევრ უთმენს იმდენს ტლიკინებს,...ოო ღმერთო,... თავი აგძვრება -ერთი სული მაქვს როდის გავიცნობ შენ “დაიკოს”-სანდრო მათკენ მიიწია და ჭიქა ზემოდ აღმართა-გაგვიმარჯოს-ჭიქები ერთმანეთს დაუჭახუნეს და სწრაფად გადაცალეს მწარე სითხე. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.