უ'საზღვროდ /15/
ესეც მეთხუთმეტე თავი იმედია გაერთობით ვფირქობ მხიარული თავი გამოვიდა გელით ............ სოფიასთან იყვნენ ყველანი . ტკბილეული,სასმელი და ათასი ამბავი. გაზაფხულს ეგებებოდნენ გოგონები .... -ვზივარ გიყურებთ და ვგიჟდები . ყველანი შეყვარებული ხართ ? ასეთი უსაზღვრო და უკიდეგანო რა არის ეს სიყვარული და მაინც რით ვერ მოაღწია ცემამდე? რომ ჩამოვჭკნები მერე მოვა? -ევა დამშვიდდი მოვა შენთანაც -შენ რა გენაღვლება გენაცვალე 17 წლის მერე ერთი ბიჭი გიყვარს და როგორც იქნა ხელში ჩაიგდე, ახლა ისე უჭერს სად გაგექცევა -ევა ბავშვებთან რეებს იძახი? -რომელია სოფია ბავშვი? ქერა თუ ტყუპები ... -ჩვენ არ გვყავს არავინ ...აი ლეა თუ მათესთან იქნებოდა ამას ვერასდროს წარმოვიდგენდი -ერტი ეს მათე ვინ არის გამაგებინეთ რა იქნება . უშნოა, ძალიან სინაზეა, ძალიან სიფსიხეა, ძალიან ტვინიკოსია,ძალიან იდიოტია თუ რატომ არ იყო ლეას შესაფერისი -მე ვეტყვი შეიძლება?- თინიმ გაიცინა და ლეასკენ შებრუნდა- აიი ამ სიკალულის ბიჭს თავისი უტვინო ქალას ღრუთი ეგონა რომ მე ვევასებოდი. არა მართალია მიყვარხარო არ უთქვამს.არც პაემანი გვქონია და არც რაიმეს მცდელობა ჰქონია,მაგრამ გაბაზრებული ამბავი იყო რომ მათეს ვევასებოდი. ამ დროს ქალბატონ ლეას დაეძაბა მასთან ურთიერთობა და თურმე ამ ჩხუბსა და დავი დარაბასი შუყვარდა ეს ჩვენი მათე. ასე დააბოტებდა და ვერ ხვდებოდა რომ აგიჟებდა ეს ბიჭი . მერე რომ მიხვდა მე არ მითხრა, მე იდიოტმაც ვერ მივხვდი. მერე ერთ კორპუსში აღმოჩნდნენ და ჩვენს მათესაც მოეწონა...უიმე იმდენი რამე მოხდა ისე ერთი წიგნი დაიწერება. მათე როგორია ეგ უნდა მეთქვა ხო? მათე არის ქარიზმატული, გიჟი, ტემპერამენტიანი, ჯიგარი ბიჭი რომელიც ლეას აჩლუნგებს,მაგრამ საყვარელი ხდება და ისეთი მზრუნველია ხოლმე მგონია რომ სულ სხვა ბიჭია -ვაახ რა საინტერესოაა ვგიჟდები ასეთ სიფსიხე ამბებზე...ნუ ეს ბიჭი მაინც ხისთავიანი გამოდის,მაგრამ მევასებიან ასეთი ტიპები და რა გავაკეთო? გამაცანით ერთ დღეს მეც . აუუ შენი ნიკოლოზი არა ,მაგრამ მისი ბიძაშვილი გავიცანი წვეულებაზე და იმედია მას არ ჰყავს შენი ბიჭიც თორემ წამლეკავად სექსუალურია .ჩემ გემოვნებაში არ ჯდება თორემ ისე იყურებოდა ,ისეთი ტიპია გამაგიჟა. როგორი დახვეწილი,გალანტური რაღაცნაირი მზერა აქ მთელი საღამო იდიოტივით ორბლმორეული ვუყურებდი -მოგეწონა? მე არ ვიცნობ ჯერ ისე ნიკუშა სხვანაირია -სახლამდეც მიმაცილა სხვათაშორის, ბევრი არ მქონდა დალეული გალეშილი მთვრალიც ვჯდები მე საჭესთან,მაგრამ ვიფიქრე ვნახოთ რას იზამს-თქო -მთვრალი ქალის როლის თამაშში ბადალი არ ჰყავს...რაც ვიდოები აქვთ ნახევარში ფხიზელია -სოფიაა ნუ ააშკარავებ ჩემ სამსახიობო მონაცემებს... -მიგიყვანა სახლში მშვიდობით თუ დაგიწყო ფლირტი -მშვიდად ,წყნარად მიმიყვანა. უბრალოდ ვისაუბრეთ ,შემომთავაზა მიგაცილებ კარამდეო,მაგრამ უარი ვუთხარი არ იყო ის არაფრის დამშავებელი.ისე ვერ გავიგე გული დამწყდა ,რომ არ მოინდომა ჩემთან ურთიერთობა თუ გამიხარდა ნორმალური კაცის გამოჩენა -აბა? ნორმალური კაცი მახსენეთ ვინმემ? - გიგი შევიდა პაკებით ხელში. იატაკზე დააწყო ყველაფერი და დივანზე დასკუპულ ევას ზურგიდან მოხვია მკლავები-ჩემზე ლაპარაკობდი კიდე თუ სხვა ვინმესაც არ მოსწონხარ სამოთხიდან გამოგდებულო ანგელოზო? -ხმაურით აკოცა ყელში და თვალი ჩაუკრა -ოოჰ მოსულა გივიკო...როგორ ხარ ჩემო ცისფერთვალა ცისფერო? -ერთხელ მაინც აღიარე რომ ყველა ჭორი ჩემზე შენი გავრცელებულია -როგორ გეკადრება გენაცვალე ...ჩემი პირით ვიტყოდი კაცი ვერ შევაცინე-თქო? ეგ ვიღაც ბოღმამ თქვა -გიგიი გაიცანი ჩემი გოგონები ,თინის კი იცნობ ლეაც გაგაცანი ...ესენი კი ნიცა და ნუცა არიან -სასიამოვნოა - ორივეს გაუღიმა და მშვიდად ჩამოჯდა სოფიას გვერდით- სად არის შენი რეზიკო? -სამსახურის საქმეებზეა წასული -ააჰ თურმე რატომ სვამთ, თქვენც ვინმე გენატრებათ? -გეტყვი რაშია საქმე ...სოფიას ენატრება, თინი პროსტა სვამს, ლეა ფხიზელია, ტყუპებიდან ერთი ანუ უფროსი ხუთი წუთით ნიცა ჩემნაირი ლოთია აი მეორე ნუცა კი ვიღაც არარაობამ მიატოვა და დაგრუზულია -მეც დავლევ შეიძლება? - ჭიქა გაავსო და გაიღიმა -შენ რატო სვამ გივიკო? -ამდენ ლამაზ ქალს ვუყურებ და მაინც მარტო ვარ უნდა დავლიო აბა რა უნდა ვქნა ევანგელია? -გეუბნები ბიჭებიდან უნდა ამოირჩიო ერთი ლამაზ საჯდომიანი-თქო და არ გესმის -შენც გოგონებზე გადადი ევანგელია თორემ მოკვდები ო*გ*ზმის გარეშე -ორი გარყვნილი შეხვდა ერტმანეთს...გამიგიჟებენ ახლა გოგონებს, ამათ კი არ იციან თქვენ სიგიჟეზე -მიუხვედრელი გოგონების შთაბეჭდილებას არ ტოვებენ სოფია და გაიგებენ როგორმე თავად ... შენ ისიც გეყოფა ამ სახლზე რომ არაფერს მეუბნებოდი -გაებუტე პატალავ? მელე ლოგოლ შემოგილიგა სიკალულოო -ვინმემ უთხარით რო ერთი ბავშვი როგორმე გააჩინოს თორემ უკვე სიბერე შემოეპარა და აშკარად ცუდად გრძნობს თავს -რა ცუდი ბიჭი ხარ შენ ! -სწორად თქვი, ბიჭი ვარ ჯერ კიდევ ევა დეიდა -ერთ ლამაზ დილას საწოლში ყელგამოჭრილს გიპოვნიან და ზეწარზე იქნება შენი სისხლით დაწერილი ევა დეიდა -ხომ გაიგე სოფომ რა თქვა, ნუ გადარევტ გოგონებსო .ცოტა ხანს დაისვენე -რა სჭირს ამას ასეთ კარგ ხასიათზე რატომ არის. ასე კარგად დაისვენე ზამთრში ხო? -გაზაფხული ჩემი სეზონია -კატებთან ერთად იწყებ ჭყავილს თუ რა ხდება -ჩემი და ბრუნდება -აღიარე რომ...მოიცა რაა? - კიდევ რაღაც საოცრების თქმას აპირებდა გიგის ნათქვამი რომ გაიაზრა და უცებ წამოჯდა-მართლა? -როდის გაიგე - სოფიაც ჩაერთო საუბარში და ჩაეხუტა-მაგარია გიგი დიდხანს არ დარცა, გოგონები მარტო დატოვა და სახლიდან გავიდა. მათ კი განაგრძეს გლოვა... განსაკუთრებით ცუდ ხასიათზე ნუცა იყო -ნუც კაი რაა ... დაიკიდე -არა ეგ როგორ უნდა გავახარო ეგ დამპალი, იმ გოგოში როგორ გამცვალა. თან ქორწილს იხდიან და თან იმ გოგომ მეც დამპატიჟა ... აი ტიპი საიდან გაჩნდა ვერ გავიგე, არსად არასდროს გვინახია .ასე უცებ როგორ გადამიყვარა ის როგორ შეუყვარდა -რა ვერ გავიგე იცით? რამდენიმე თვის წინ არავინ გიყვარდა და ასე უცებ რას მისტირი -სულ მომწონდა, ძლივს მითხრა მიყვარხარო უნდა აგვეწყო ურთიერთობა და მერე უცებ არ გამოვაო რაღაც სისულელეები მითხრა ,მაპატიეო არ მინდოდა ასე გამოსულიყოოო და წავიდა. ერთ კვირაში ქორწილის თარიღი გამოაცხადეს და სრულიად უცნობ გოგოსთან ერთად გამოჩნდა -ახლა იტირებს და ამიშლის ნერვებს კიდე.ხომ გამაგიჟა ...ტიპი მე და მას ვე რგვარცევდა. რა უყვარდა, უბრალოდ მოსწონდა მერე რატომღაც იმ გოგოს ცოლად შერთვა გადაწყვიტა და ახდა დიდი ნიცას წინასწარმეტყველება და დაგიკიდა ერთ ადგილას -უნდა გავამწარო...როგორღაც უნდა გავაგიჟო უნდა გავიგო რომ სულერთი არ ვყოფილვარ და ასე უბრალოდ არ მოვტყუვდი -ევაა უშველე ,მე აღარ შემიძლია ამ ბოლო დროს საშინელებებს ვერ ვიფიქრებ. კაცის გამწარების სპეციალისტი არც არასდროს ვყოფილვარ -თინათინ გმადლობთ ამხელა პატივისთვის, გიგიიიიიიიიი შემოდი სად დაბოდიალებ. გეყოფა ამდენი სუფტა ჰაერის სუნთქვა მოდი აქ -რა ხდება ... რა მოიგონე ახლა - სავარძლის სახელურზე ჩამოჯდა -ნუცას ქორწილში უნდა გაჰყვე ,როგორც შეყვარებული და გააგიჟო ყველა, დაბოღმო , დაცოფო , დახეთქო გულზე - ნუცამ ხომ წამოიკივლა არაო ,მაგრამ გიგი კინაღამ აყირავდა ისე უცებ წამოდგა -ხომ არ გაგიჟდი ,რა სისულელეა შეყვარებულის საეჭვიანოდ უნდა გამომიყენოს? არ სჯობია მიხვიდე და უთხრა რომ გიყვარს? -მოიცა არ აგერიეთ?- ნიცამ შეიცხადა და მერე გაიცინა - მომწონს მე ევას იდეა ...დაოო ნუ შეიცხადე ,ცოლად ხომ არ მიჰყვები. რამდენიმე საათით გამოჩნდებით და ყველაფერი იქნება ჭკ -რა სისულელა ნიცა...სად სცალია გიგის ასე სათამაშოდ. არასერიოზული საქციელი იქნება და ამის გამო ვერავის შევაწუხებ -წარმოიდგინე ერთ წუთს გიგისთან რომ დაგინახავენ რა დაემართებათ -ვიღაცის გასაგიჟებლად ასეთ ტყუილს ვერ მოვიგონებ...ცოლი მოჰყავს და მე რა უნდა გავაკეთო. გავა დრო და აღარც გამახსენდება -მაშინ მე წავალ ქორწილში ...ეგ მაინც ვერ გვარჩევდა -გიგის არ ეკითხები? -უკაცრავად რაა ჩემნაირ ლამაზ გოგოსთან თუ გაიარა გაუხარდეს, თან მეჭვება ისეთი მუდო იყოს შექმნილი სიტუაციით ვერ გაერთოს ...ჩვეულებრივი კომედია იქნება -ნიცა ,ძვირფასო მე ისეთ გოგონებთან დავდივარ მათი ერთი გავლა გამოვლა ათიათასობით დოლარი ღირს და შენ რას შემომთავაზებ ისეთს განსაკუთრებულად რომ გამახარო? - საუაბრი რომ შეწყვიტა და ზემოთ აიხედა მიხვდა ბიჭი უკვე მასთან რომ იყო და თავი უკან გადასწია -მეტიჩარა ყოფილხარ, იდეა იდეად დარჩება მთავარი მოქმედი პირი უნდა შევცვალოთ ტყუპო, ეს აშკარად არ გამოდგება სადღაც შევცდი არადა მეტს ველოდი ...ცოტა მედგაცრუებული ვარ -ნიცა ...-ნუცამ უჩქმიტა და ანიშნა გაჩუმდიო,მაგრამ რეაქცია არ ჰქონია -ჩემი რომელიმე თაყვანისმცემელი რომ წვაიყვანო მიხვდებიან რომ მე ვარ ... ჯალაღონიას დავურეკავ ეგ ოღონდ სადმე წაიყვანე ,აქეიფე და სანახაობით გაართე მეტი არაფერი უნდა -შესანიშნავი შემცვლელი მიპოვნე ,ვერაფერს იტყვი -ორიგინალს რომ სჯობს შემცვლელი ნამდვილად ვერაფერს იტყვი -ევა სიცილი შეწყვიტე თორემ ამ პატარა ლაწირაკის ნაცვლად შენზე ვიყრი ჯავრს ... საიდან ამდენი სითავხედე ამ პატარა გოგოში . რა თაობა მოდის,საით მიექანები საქართველოვ ... შენზე უარესი იქნება ეს - ევასკენ შებრუნდა -რა საყვარელი ხარ კონტროლს რომ კარგავ, გაუგებრად საუბრობ ამ დროს და სადღაც იკარგება ყველა სიტუაციიდან თავის დამღწევი გიგი ... ნიცა შენით აღფრთოვანებული ვარ ძვირფასო -შენი ბავშვობაა ფაქტობრივად , აღფრთოვანებული იქნები აბა რა -დამშვიდდი გიგი ,ასე ნუ ღელავ არ არის კარგი ჯანმრთელობისთვის მითუმეტეს შენს ასაკში - ნიცამ გაუღიმა და თვალი ჩაუკრა -არავარ კარგად - თინი და ევა ერთ ხმაში იცინოდნენ გიგიმ რომ გახედა ორივემ ხელები ასწია -დამშვიდდი გივიკოო შენთან ვართ -ჩვენ მივდივართ...საქმეები გვაქ ხვალ -ასეთი მთვრალი უნდა დაჯდე საჭესთან ? - ლეამ უთხრა და გააჩერა- გიგი ხომ მიდიოდი თბილისში? ვერ წაიყვან ამათაც? -არაა იყოოს მირჩევნია საკუთარი მანქანით ავილეწო ვიდრე ამას გავყვე ...მეტიჩარა! -კარგი შენ აილეწე მე ნუცას წავიყვან...ორნი მაინც ზედმეტი ხართ -ყველა კაცს მშვიდი და საყვარელი გოგონები რატომ მოგწონთ საკუთარი თავის იმედი არ გაქვთ ხო? -გული გტკივა ხო? არ ინერვიულო შენც მოეწონები ვინმეს...ევას მიმართე და გასწავლის როგორ უნდა გამოიყენო ფეხი,მკერდი და საჯდომი -ღმერთმა დამიფაროს ერთ ადგილს აყოლილი არსებების გამო ვინერვიულო ...წავედით დაო აქ ჰაერი დამძიმდა -ნიცა ,მართლა ზედმეტი დალიე და იქნებ წაგვიყვანოს გიგიმ -შენ დაჯექი -მართვის მოწმობა არ მაქვს -ახლა გახდი წესების დამცველი? -ჩუმად ეჩხუბებოდა და ისეთ მიმიკებს იღებდა რომ გიგი ღიმილს ვერ იკავებდა. -გრძნობ ? ხომ ხვდები რომ დაგ*ნძრა ? -ტყუპებს უყურებდა ხელი რომ მოხვია ევამ და ყურში ჩასჩურჩულა -იოცნებე ... - ხელები ერთმანეთს გაუსვა და გაიცინა- ბავშვობას გავიხსენებ, გავერთობი ცოტას -გონს მოდი გივიკო რამე არ მიქარო ...აგაფეთქებს თინათინი - ისევ ჩუმად უთხრა და თინისკენ ანიშნა ყველაფერს მშვიდად რომ ადევნებდა თვალს და ეშმაკურად იღიმოდა -შენს თავს მიხედე ევა დეიდა- საჯდომზე მიარტყა ხელი და წავიდა. ორივეს მოხვია წელზე ხელი და წინ გასწია- წავედით... ჩემი სოფიას გოგონებთან რა მაქვს საკამათო -ვერ გედავები -მართალია ხო -ვაიმე ნიცაა შენც მეთანხმები? -მე ნუცა ვარ -ვაფშე არ გავხარ ნუცას, ნუ იტყუები! -როგორ ახერხებ?!-თვალები დააწვრილა და ხელი მოიშორა- მომაშორე ხელები ,ლუციფერი! -თუ ჭკვიანად მოიქცევი გეტყვი - თვალი ჩაუკრა და მანქანის კარი გამოაღო- დაჯექი ნუუციკო - ნუცას გაუღიმა და ნიცა კიდევ უფრო გააბრაზა. სწრაფად მოუარა მანქანას მეორე მხრიდან კარი გააღო და დაჯდა. ნუცა იცინოდა და ისე კეკლუცობდა გააგიჟა ნიცა. ეკლებზე იჯდა სანამ კორპუსამდე მიაღწიეს.შემდეგ სწრაფად გადავიდა და ისე დაიძრა შესასვლელისკენ მადლობაც არ უთქვამს. ნუცამ გადაუხადა მადლობა,დაემშვიდობა და უკან მიჰყვა ტყუპს -იდიოტი...თურმე ათასობით დოლარს უხდიან იმათ ვინც მის გვერდით დგას და მე რაღაც უნდა შევთავაზო...იდიოტი ,ყეყეჩი , მომიშალა ნერვები.როგორ ვერ ვიტან ამ თავკერძა იდიოტებს ფუუუ როგორ მეგონა რო კაი ტიპი იყო ,როგორ შევცდი ასე ძალიან? -იმდენი იწიოკე მიხვდა რომ ჭკუის დაკარგვამდე მოგწონს -დამცინი გოგო? რას ეკურკურებოდი ნეტავ გამაგებინა , ეკრიჭებოდი მთელი გზა -აბა რა მექნა ? სულელურ იდეაზე რომ დაგთანხმებოდათ გამიკვირდებოდა კიდეც...ვიღაც მასხარა ხო არაა -ვაიმე შენ ძაან მოგწონს ხო? მასხარაა აბა ვინ არის, რას არ იზამს საქმე რო გამოუვიდეს...კისერიც გიტეხია რა ის ვერ გაიგო კაცს უყვარდა თუ ისე ერთობოდა. რაღა კითხვა უნდა ისე ტიპს ცოლი მოჰყავს -ნიცა ნუ ხარ ასეთი უგულო ...არ იცოდე მაინც როგორ მომწონს -მოგწონდა შე საცოდაოოო მოგწონდა ! -საერთოდ აღარ უნდა დალიო შენ ... -გაბრაზდი ხო...სულ ყველას რომ ეფლირტავები და ფლირტის გარეშე ცხოვრება არ შეგიძლაი მაგის ბრალია სულ ბიჭზე რომ ფიქრობ და სულ რაღაც გაწუხებს . ერთხელაც იქნება ვიღაც მიგაგდებს ისე რო მართლა გიტირებს ყოფას და ნახავ მერე -სად მიდიხარ -შხაპი უნდა მივიღო,იქნებ გამოვფხიზლდე, მოვდუნდე და დამეძინოს თორემ გავაფრენ მალე - მოგინდა ხო? -რა მომინდა ... იდიოტოო .მინდა კი შოკოლადი იქნება მანდ ...უი მართლა მარკეტში ჩადი და მინერალური ამოიტანე, კოლაც და რამე წვენიც თორე ხვალ მოვკვდები -წავედი ... ნუცა მარკეტსი წავიდა,ნიცა სააბაზანოში შეიკეტა . დიდხანს ვერ გაუძლო, მალევე გამოვიდა კარზე კაკუნის ხმაც ესმოდა და ნერვები მოეშალა. იფიქრა ვიღაც ძაან გაჭირვებულიაო და სწრაფად გაიქცა კარის გასაღებად. სხეულზე წყლის წვეთები ჯერ კიდევ არ ჰქონდა შემშრალი , პირსახოცი ჰქონდა მოხვეული . კარი უცებ გააღო და გიგი რომ დაინახა თვალები დახუჭა -ბანაობა მშველის ხოლმე და ახლა რა ჯანდაბა დამემართა უფრო დავთვერი? -თვალები გაახილა და თითების დათვლა დაიწყო -ხუთია ...მეტი არ არის ეს იდიოტი მაინც ჩანს ...რა გინდა გიგი? -ტელეფონი დაგრჩა ... გაუჩერებლად რეკავდა და უკან დავბრუნდი -გმადლობ ... არც შემიმჩნევია . ასე რატომ მიყურებ ვერ ხვდები რომელი ვარ? -ნიცა ხომ გითხარ რომ გარჩევთ -ასეთი გამოკვეთილი ტემბრი მაქ ? თუ გამომეტყველებით გვარჩევ -სხვა დროს გეტყვი...ახლა არ ღირს - კარი უფრო ფართოდ გააღო - ისე არ ღირს ამ ფორმაში კარის გაღება ,არც ღია კართან დგომა შენი გარეგნობა მოატყუებს ვინმეს,აცდუნებს და ცოდვას ჩაადენინებს დატოვა და წავიდა. აურია ტვინიც,გონებაც და სულიც... ............... დაძინებას აპირებდა მობილური რომ განათდდა და საწოლზე მოკალათებულმა თინიმ გაიცინა -პრინცი გირეკავს ... -უპასუხე და მეც მოვალ -გისმენთ -თინი? ლეა სად არის? -უიი ლეა შენთან არ არის? მობილური ჩვენთან დარჩა ,ცოტა დალია და გარეთ გავიდა ...მოიცა შენთან ნამდვილად არ არის? -თინი იქნებ მიაწოდო მობილური ლიას და შეწყვიტო ჩემი ანერვიულების ფუჭი მცდელობა -თინათიინ რას ეუბნები? აქ ვარ ...- მობილური გამოგლიჯა და სწრაფად უპასუხა -ერთხელ შემომაკვდება შენი თინათინი -რა გჭირს თოიძე? -ორი დღეა სადღაც ხარ ,სად აზრზე არ ვარ და ეგ ეშმაკი კიდე ჭკუიდან მშლის კიდე მეკითხები რა გჭირსო? -წარბები გახსენი თორემ ნაოჭი გაგიჩნდება და მალე დაბერდები -მეღადავები გოგო? -სად ხარ შენ ,ვისი ხმა ისმის ... თოიძე სად ხარ ამ დროს? -უკაცრავად რაა შენ დაქალებთან ერთად გაერთე და მე კოპლებიან წინდებს ჩავიცვამ, თბილ პიჟამას, თავზე ქუდს დავიფარებ და დავიძინებ -მე ვიძინებ ...კარგად გაერთე ,იმედია ისიამოვნებ - გათიშა და თინის გვერდით დაწვა -ან ის მოგკლავს ან შენ გაუხეთქავ გულს -ხომ ბრძანა ისე იქნება როგორც მე მინდაო, ერთად ვართო და მორჩაო ხოდა ახლა ამიტანოს -ნუ იქცევი ასე , რა დროს თამაშია ლეა? დატკბი მასთან ყოფნით, გიყვრს ადამიანო და ხომ ხედავ რომ ისიც შეყვარებულია შენზე ...აიი გირეკავს ,ვაიმეე რა საყვარლები ხართ -გისმენ -სად ხარ ? -ხვალ დავბრუნდები მათე -ვინ არის მანდ კიდევ შენი გიჟი დაქალის გარდა -სოფია და ევა..ტყუპებიც იყვნენ და გიგიმ წაიყვანა. ფრინველები და ცხოველებიც გაინტერესებს თუ -ჭკუიდან გადაგყავარ და ერთობი ხომ? -დარწმუნებული ვარ ჩემი კარგად გესმის -იქნებ მადროვო და სხვა უკეთესი რამით გაგართო და გასიამოვნო ლია? -ლიას სანამ დამიძახებ არაფერი მასიამოვნებს თოიძე -რაოო...რა სიამოვნებაზე მეტყველებთ აქ ვერ გავიგე უნდა ამიხურო დაქალი და მერე ჩემ გვერდით დაიძინოს? შენც მაგარი ხარ რა -თინა დაოკდე იქნებ -ბიჭო თინას ნუ მეძახო თორემ რომ გნახავ პასუხს მოგთხოვ -აბა თუ მადროვო ლეასთან საუბარი -აბა რა გეგონა გენაცვალე ჩემი გოგო რომ გიყვარდებოდა , ისე ხომ იცი რომ მე უფრო ვუყვარვარ ვიდრე შენ -თინი გეყოფა ...ნერვებს ნუ უშლი -ვაიმე საყვარელიიი ... აუუუ წავედი მე დავურეკავ ჩემ ნიკუშას თორე ნერვები მეწეწება თქვენი მოსმენისას - უცებ წამოფრინდა და გავარდა. -წავიდა? -ხოო -თვალი ჩართე...შენი დანახვა მინდა -მეძინება -დალიე? ლოყები გაქვს წითელი -ნწ...უბრალოდ ბევრი ვილაპარაკე,კარგ ხასიათზე ვარ -არ გაინტერესებს სად ვარ? -შენგან განსხვავებით არ ვარ ეჭვიანი -არ გაინტერესებს ე.ი სად და ვისთან ერთად ვიქნები -შენ და შენმა თავმოყვარეობამ გადაწყვიტეთ სად და ვისთან ერთად იქნები მე ჩემ თავს მივხედავ თოიძე -ასეა საქმე?- გაცინა და თვალები დააწვრილა - მალე დაბრუნდი თორემ უკონტროლო ვხდები -და მე კონტროლირებადს გხდი? -აქამდე არ იცოდი? -მე ხო სულელი გოგო ვარ -ჩემი სულელი გოგო და არა ზოგადად სულელი გოგო...დიდი განსხვავებაა -სახლიდან შორს ხარ? ნასვამი ხო არ დაჯდები საჭესთან? -არსად მივდივარ...ჩემ ძმასთან ვარ და დავრჩები ამაღამ აქ -გაბრიელთან ხარ? -ხოო ... აკოც აქ არის და მალე მივახრჩობ -არადა ძალიან საყვარელია -ვაიმეე ყველა საყავრელი რატომაა ჩემ გარდა -შენც საყვარელი ხარ, ოღონდ პირდადად ჩემთვის -ნუთუ -აქ წვიმს ... თან ძალიან წვიმს-უცებ გაჩუმდა და ფანჯრიდან გაიხედა -გეშინია? -არ მეშინია. დამშვიდდი -ტყეში ხართ? ქალაქში არ წვიმს -ხოო -გეძინება შენ...მიდი დაიძინე -ხვალამდე -ხვალამდე თოიძე... -მშვიდი ძილი , დაე დაგესიზმრო -მშვიდად რა დამაძინებს თუ დამესიზმრები მათე? -მაშინ ტკბილად დაიძინე და მე დაგესიზმრო -შენც ასევე...იმედია საერთოდ დაიძინებ - მობილური გადადო და ბალიშს ჩაეხუტა. თინი კი დიდი ხნის შემდეგ დაბრუნდა, ჩაეხუტა და წამსვე გაითიშა. .................. ვინაიდან საქართველოში დიდხანს დარჩენა მოუხდა გადაწყვიტა რომ გამოკვლევები ჩაეტარებინა. ყოველ ექვს თვეში იკეთებდა ანალიზებს და ასე ზრუნავდა საკუთარ ჯანმრთელობაზე . დილიდან მშიერი იყო გადაღებებზე, ვერა და ვერ გააღწია , წინა ღამით კლუბში იყო და ნაბახუსევზე საერთოდ აღარ ჰქონდა ძალა. მოკლე სარაფანი ეცვა , მაღალქუსლიანი ფეხსაცმელები და ჯინსის გრძელი მოსაცმელი. თმა მაღლა ჰქონდა შეკრული და ასე თავისუფალ სტილში გამოწყობილი მიაბიჯებდა დერეფანში. ყველა მას უყურებდა და მიჩვეულიც იყო. რამდენჯერმე გააჩერეს კიდეც, ფოტოს გადაღება სთხოვეს,უარი არ უთქვამს . ერთი ბიჭი მოეწონა კიდეც და რამდენიმე ფოტო გადაიღო მასთან ერთად. ბოლოს როგორც იქნა მივიდა მიმღებში -აბა გოგონებო მითხარით ვინ არის თქვენთან ყველაზე კარგი ექიმი რომ დამეხმაროს ... გამოკვლევების გაკეთება მინდა , ვერ ვიტან კლინიკის დერეფნებში ბოდიალს და სხვადასხვა განყოფილების ძიებას ამიტომ ერთი თერაპევტი თუ ვიღაც მირჩიეთ . აბა ვინ გყავთ ისეთი კლინიკას რომ რეკლამა გაუკეთოთ და მერე ვთქვა რომ აქ შესანიშნავი ექიმები ჰყავთ? -ქალბატონო ევა...პროფესორი თოიძე მიგიღებთ.მის კაბინეტამდე ნატა მიგაცილებთ - გოგონაზე ანიშნა და ისიც უკან შებრუნდა. -ძალიან ლამაზი ხართ ... -გმადლობ გეთაყვა, შენც კარგად გამოიყურები - საშუალო სიმაღლის მწვანე ფორმაში გამოწყობილ საყვარელ გოგონას გაუღიმა და კაბინეტთან მისვლისას გაჩერდა- აქ უნდა შევიდე? -დიახ ,მობრძანდით- პირველი შევიდა,მაგრამ კაბინეტშ არავინ იყო- როგორც ჩანს გასულია...მალე დაბრუნდება გარეთ რიგია და დიდხანს არ წავიდოდა. დაბრძანდით გთხოვთ. მე გავალ და ახლავე დავბრუნდები ...ამას ექიმი შეავსებს - ფურცლები მაგიდაზე დააწყო და სწრაფად გავიდა. რამდენიმე წამი იჯდა და კაბინეტს აკვირდებოდა. ლოდინს ვერ იტანდა,მაგრამ ექიმებისადმი სხვანაირი დამოკიდებულება ჰქონდა,ყოველთვის აფასებდა მათ შრომას და საერთოდ ამ პროფესიას. უკვე თავბრუსხვევას გრძნობდა, თვალები რომ დაეხუჭა და შუბლის არეში ტკივილი იგრძნო წამოდგა , გარეთ უნდოდა გასულიყო წყალი მაინც რომ დაელია მაგრამ ვერ მაოხერხა. დაინახა როგორ გაიღო კაბინეტის კარი ბოხი ბარიტონის ხმაც მოესმა -მაპატიეთ დამაგვიანდა ...- ძალა გამოეცალა ,ყველაფერი ამოტრიალდა და სიბნელეში ჩაიკარგა- გოგონა ... ჯანდაბა -უცებ დაიხარა მისი გამოფხიზლება სცადა. გაურკვევლობაში იყო არაფერი იცოდა მისი მდგომარეობის შესახებ. პალატაში იწვა, მთელმა საავადმყოფომ იცოდა რომ გონება დაკარგა და ყველა მისი ოთახის ირგვლივ ტრიალებდა. იქ კი ვერავინ შედიოდა გაბრიელის გარდა. მის მდგომარეობას ამოწმებდა გონს რომ მოვიდა. თვალები ფრთხილად გაახილა, ჯერ კიდევ გაურკვევლად ხედავდა გამოსახულებას,მაგრამ კარგად დაინახა მაღალი სილუეტი იქვე რომ იდგა და რაღაც ფურცლებს ავსებდა -მგონი სამოთხეში ვარ,მაგრამ სიმპათიურ ექიმს მხოლოდ ხალათი უნდა ეცვას და ისიც უკვე გახდილი უნდა ჰქონდეს - წარბები შეკრა და ხელი საფეთქელთან მიიტანა- თავი მტკივა -როგორ გრძNობთ თავს? გახსოვთ ბოლოს რა მოხდა? -კაბინეტში ველოდი ექიმს...თორთლაძეს თუ ვიღაც პროფესორს დაიგვიანა და გონება დავკარგე -თოიძე ... მე გახლავართ -პროფესორი შენ ხარ ლამაზთვალებავ? -რამდენიმე კითხვას დაგისვამთ და თუ შეგიძლიათ მიპასუხეთ... -გისმენთ -სახელი,გვარი, ასაკი და -უკაცრავად? -არ გახსოვთ? -არ მახსოვს? მე თუ თქვენ -მაპატიეთ ვერ გიხსენებთ,შორეული ნათესავი თუ ყოფილი პაციენტი ? იმდენ პაციენტს ვიღებ დღის განმავლობაში რომ -იუმორის გრძნობაც ასეთი უნდა -შეგიძლიათ მითხრათ კლინიკაში მოსვლის მიზეზი? სიმპტომები რის გამოც გადაწყვიტეთ ჩემთან მოსვლა -არავითარი სიმპტომები,შესანიშნავად ვგრძნობ თავს...უბრალოდ ანალიზების გაკეთება მინდოდა , გამოკვლევები რომელსაც წელიწადში ერთხელ ვიკეთებ . არაფერი მიჭამია და გონება იმიტომ დავკარგე . მომაშორე ეს ნემსი...დამილურჯდება ვენა -წამოჯდა და ნემსს დახედა -სისხლის ანალიზი უკვე გაგიკეთდდათ პასუხები მალე იქნება და სხვა დანარჩენსაც მოგვიანებით მივხედავთ. ნემსს ჯერ ვერ მოგაშორებთ და თუ შეიძლება იწექით ქალბატონო..სახელი ისევ არ გითქვამთ -კარგად შემომხედე ...ასე ცუდად გამოვიყურები ? მართლა ვერ მიცანი? -ქალბატონო იქნებ დაწვეთ და მოერიდოთ ზედმეტ მოძრაობებს , შეიძლება ისევ ცუდად გახდეთ -არ მინდა ეს რაღაც... გამიკეთეთ ანალიზები რაც საჭიროა და შემდეგ შევჭამ რამეს ხომ გაქვთ კაფეტერია კლინიკაში -ჩვენ ორს შორის თეთრი ხალათი მგონი მე მაცვია ,რაც იმას ნიშნავს რომ მე ვწყვეტ როგორ უნდა მოიქცეთ -ანუ უნდა დაგემორჩილო ,მე შენ - ტუჩზე იკბინა ,მერე ხმამაღლა გაიცინა და ისევ დაწვა- კარგით იყოს ისე როგორც იტყვით ,პროფესორო თორთლაძე -თოიძე -დიახ პროფესორო თოიძე...აბა კიდევ მკითხეთ რა გინდათ რომ იცოდეთ დიაგნოზისთვის -გათხოვილი ხართ? -არა არ ვარ...სექ*ი დიდი ხანია არ მქონია და რაიმე ვენერიული დაავადება არ მაქვს, არც სხვა სქესობრივი კავშირით გადამდები ინფექცია . ვეწევი და ვსვამ ხოლმე , გუშინაც დავლიე ცოტა და ალბათ დღეს გონება მაგიტომაც დავკარგე, მჩვევია ხოლმე გადაღლილობის შემდეგ -აქტიური მწეველი ხართ? -დიახ ... -დარწმუნებული ხართ რომ ბოლო პერიოდში რაიმე გამოკვეთილი სიმპტომი არ გქონიათ -არავითარი ... აბა ? შეიძლება რომ მომაშოროთ ნემსი? -მგონი შეიძლება - საათს დახედა და შემდეგ ფრთხილად მოაშორა ნემსი. ევა მაშინვე წამოდგა , ფეხსაცმელი ვერ დაინახა და ფეხშიშველმა გაიარა. თმა მაღლა აიწია ისევ ,გაბრიელს კალამი გამოართვა და იმით შეიკრა- გმადლობთ კალამისთვის... აბა საით წავიდე? -ფეხსაცმელი ჩაიცვით ...აი აქ დევს.თავბრუ ხომ არ გეხვევათ? -არა , შესანიშნავად ვარ უბრალოდ მშია და იქნებ მიხვდეთ და წამიყვანოთ კაფეტერიაში -პაციენტები მყავს...რომელიმე ექთანს ჰკითხეთ და მიგასწავლით. შემდეგ მიმღებში გეტყვიან რომელი გამოკვლევა სად უნდა ჩაიტაროთ -მიმღებში მითხრეს რომ თქვენ დამეხმარებოდით ასე რომ თუ არ გინდათ თქვენ კლინიკას ანტირეკლამა გავუკეთო და ვისაუბრო როგორ ცუდად ექცევიან პაციენტებს, როგორი უყურადღებონი ხართ თუ შეიძლება გამიძეხით წინ და შემდეგ განმიმარტეთ ანალიზების პასუხები , დამინიშნეთ წამლები თუ საჭირო იქნება ან მითხარით რომ ჩემი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მიუხედავად ჩემი ცხოვრების წესისა ჯერ კიდევ დიდხანს ვიცოცხლებ -თქვენი სახელი? -ევა -ევა ,გეთაყვა მე უამრავი პაციენტი მელოდება ...რაც დერეფანშია ორი იმდენი პალატებში წვანან და მათ ნამდვილად ესაჭიროებათ ჩემი დახმარება , თქვენ კი კლინიკის დირექტორს მიმართეთ და რეკლამის გაკეთებაზე ის იზრუნებს,იმასაც აგიხსნით რომელი აპარატი რომელ წელს გამოუშვეს რა დადებითი მხარეები აქვს და საერთოდ კლინიკაზეც მოგიყვებათ თუ ძალიან ხართ დაინტერესებული -კარი გააღო და პირველი გავიდა .დერეფანში შეკრებილები რომ დაინახა შეცერდა- რა ხდება საქმე გამოგელიათ? პაციენტები გაიქცნენ თუ აქ რას დგახართ ყველანი -როგორ არის ქალბატონი ევა? ფეხმძიმედაა? - პასუხები მოვიდა? -რა სჭირს გაბრო? -არ გვეტყვი ? არავის ვეტყვით...მართლა ფეხმძიმედაა? -თუ აბორტი გაიკეთა და სისხლდენა აქვს...გინეკოლოგს დავუძახოთ? -გოგონებო ... ძვირფასებო არ ვარ ფეხმძიმედ , ვიცი როგორ უნდა დავიცვა თავი არა სასურველი ფეხმძიმობისგან . თქვენს საყვარელ ცხვირებს ნუ ჰყოფთ ჩემ საქმეში და ამ არსებას უთხარით ვინ ვარ, მერე კი ისიც დააყოლეთ რომ კეთილი ინებოს და გიდობა გამიწიოს -ჩვენ ...ჩვენ...იცით ქალბატონო ევა, ჩვენ -აპატიეთ... ჯერ კიდევ ბავშვები არიან. ექთნები, რეზიდენტებიც კი არ არიან . ქალბატონო ევა , იმედია თავს უკეთ გრძნობთ -თქვენ ვინ ბრძანდებით? -კლინიკის დირექტორი გახლავართ...რით შემიძლია დაგეხმაროთ? მაპატიეთ უბრალოდ თათბირი გვქონდა და უფრ მალე გამოსვლა ვერ მოვახერხე- უღიმოდა და დნებოდა-შესანიშნავად გამოიყურებით,სავარაუდოდ საშიში არაფერია ხომ ასეა გაბრიელ? -დიახ, შესანიშნავად გრძნობს თავს. ცრუ განგაში იყო, როგორც ჩანს გადაღლილობის გამო გახდა ცუდად ,უკაცრავად ახლა მეჩქარება- გვერდი აუარა ორივეს და კაბინეტთან მსხდომ პაციენტებს გაუღიმა- შემდეგი რომელია? -მე ვარ შვილო ... -გთხოვთ მობრძანდით ბატონო შალვა...როგორ გრძნობთ თავს მკურნალობის შემდეგ?- კაცს ზურგზე დაადო ხელი და კარი თავად გაუღო -მადლობა შვილო...კარგად ვარ , ანალიზები გავიკეთე .აქაა ყველაფერი ევა შორიდან უყურებდა ბიჭს. დირექტორი ბოდიშს უხდიდა, შესთავაზა თავად დაგეხმარებითო ,მაგრამ გააჩუმა და კაბინეტისკენ წავიდა. კარი სწრაფად გააღო და ისე შევიდა არც დაუკაკუნებია. გაბრიელი კაცს სინჯავდა, ფონენდოსკოპი ჰქონდა გაკეთებული და კარისკენ ზურგით იდგა . მისი სავარძლისკენ დაიძრა, დაჯდა ,ფეხი ფეხზე გადაიდო, ტელეფონი და სათვალე იქვე დადო და ბიჭს გაუღიმა -პაციენტი მყავს...თუ რამე გგნებავთ კიდევ გარეთ უნდა დამელოდოთ ევა -არაუშავს, აქ ვიქნები -თქვენ ევა არ ხართ ? მოდელი ... -დიახ ბაბუუ...მე ვარ . აი მიცნეს თქვენი შორეული ნათესავი და ყოფილი პაციენტი - ბიჭს ახედა და კმაყოფილმა გაუღიმა -რა ლამაზი ყოფილხარ შვილო...არადა შენზე რა ცუდ რამეებს ყვებიან -არ დაუჯერო ჟურნალისტებს ბაბუ...ეგენი სულ ტყუილებს იგონებენ .რა?- მოხუცს სანამ ელაპარაკებოდა გაბრიელი მივიდა და თავზე დაადგა -არ ვიცი ვინ ხარ, არც მაინტერესებს ! არავის აქვს უფლება ჩემ კაბინეტში შემოსვლის და აქ ჯდომის,თუ კლინიკის უფროსი ან განყოფილების გამგე არ არის . მოდელების უფლებამოსილება,თუ გაგაჩნიათ მსგავსი რამ ამ ტერიტორიაზე არ ვრცელდება ქალბატონო ევა .გთხოვთ პატივი დამდეთ და გაბრძანდით ,თქვენთვის გამოყოფილი დრო ამოწურულია,ჩემი მოვალეობა შევასრულე და თუ დიაგნოზი არ მოგწონთ,უკმაყოფილო ხართ შეგიძლიათ საჩივარი დაწეროთ ან სხვა ექიმს მიმართოთ -სრულიად მშვიდი იყო, არც ირონია გარეულა მის ხმაში,არც ბრაზი, არც წყენა უყურებდა თვალებში და თითებს მაგიდაზე ათამაშებდა . ინსტიქტურად წამოდგა , გაეღიმა -კიდევ შევხვდებით და იცოდე ,რომ მთლიანად შენზე მექნება უფლება შემდეგ კი ყველაზე და ყველაფერზე რასაც ეხები - ლოყაზე მიაწება ტუჩები, ყურში ჩასჩურჩულა მშვიდი,ტკბილი ხმით და წავიდა. წამით გონება დაებინდა,მაგრამ შემდეგ გონს მოვიდა პაციენტს მიუბრუნდა და ანალიზების ფურცელს დახედა -ბევრ ცუდს კი ამბობენ, მაგრამ მაინც კარგი გოგოა ... კარგი წყვილი ხართ შვილო ,ხელიდან არ გაუშვა .ეგ გოგო დასაკარგი არ არის - მოხუცმა დაარიგა წასვლის წინ და შემდეგ ოთახი დატოვა -ამას ვის გადავეყარე...-ჩუმად ჩაილაპარაკა და კალამი რომ უნდა ამოეღო ჯიბიდან მერე გაახსენდა როგორ შეიკრა ქალმა თმა - ჩემი საყვარელი კალამიც წამართვა ...ეგ რომ ამეღო იმდენი ღამე გავათენე ....შემდეგიიიი - ცოტა ხმამაღლა დაიძახა და ისევ საქმეზე გადაერთო. საერთოდ არ ჰქონდა გონების გაფანტვის და სხვა რამეზე ფიქრის დრო. ევამ საერთოდ დატოვა კლინიკა ,მანქანაში ჩაჯდა და პირდაპირ გიგისთან წავია. რატომ გიგისთანო რომ გეკითხათ ვერ გიპასუხებდათ, უბრალოდ კარი რომ გააღო ბატონმა პირდაპირ შეაჭრა ,ფეხსაცმელი მოიშორა და დივანზე გაწვა -ახალი მსხვერპლი ვიპოვნე ... ჩემ კოლექციას თუ დაამშვენებს თავს დაგანებებ -მეორე კაცი რომელიც შენზე არ გიჟდება? -არ მიცნობს... -დედამიწელი არ არის? -ექიმია -ხოო ? მძიმე შემთხვევაა.მოიცა ექიმი სად ნახე -კლინიკაში, სად ვნახავდი ექიმს სხვაგან...ეგენი ცხოვრობენ საერთოდ? - კლინიკაში რა გინდოდა -ფეხმძიმედ ხო ვიყავი, აბორტი გავიკეთე, ცუდად აჩეხეს ბავშვი ,სისხლენა მაქ და მივედი ,მერე გონება დავკარგე და მიმკურნალეს...ამას დაწერენ ხვალ ისე კი გამოკვლევები მინდოდა. წესით ახლა უწევდა ,მაგრამ გადავდე ისე დამღალა იმ ჯიუტმა აღარ მინდოდა.სხვა დროს მივალ რა პრობლემაა -დალევ? -შენ რა გჭირს -მგონი მეც ამოვიღებ ერთ ალქაჯს მიზანში და სანამ შიგ გულში არ გავარტყავ მანამ არ დავისვენებ -შენ მართლა ვაჯიშვილი ხარ? გულში კი არა ვ*გინაში უნდა გაარტყა იდიოტო -არა, ამის გული მინდა! გული და ყველაფერი, ან არაფერი -არააა... -კი ! -იცოდე ჩემზე კარგი თუ არ იქნება ვეტყვი რომ ბავშვობიდან საყვარლები ვართ, ჩემ გარდა არავისზე გიდ**ბა და სულ რომ საოცრებები ჩაიდინოს მაინც ვერაფერს უზამ -რა ბოროტი ქალი ხარ -ვინ არის გივიკოო- როგორც კი დაჯდა მაშინვე მსიკენ გადაბობღდა და მუხლებზე დაუჯა- შემომხედე- ნიკაპზე მოუჭირა და ვისკის ჭიქა გამოართვა- ნიცამ გამ*გა*ირა ხო? მითხარი რომ ასეა ...მითხარი თორემ გაკოცებ -რა ქვია შენს ექიმს ? -გაბრიელი ... -ნიცა -ვიცოდი ვიცოდი ვიცოდიიი აი იქვე მივხვდი რომ თქვენ ორნი ასე უბრალოდ ვერ დაასრულებდით... სიგიჟის პიკი იქნება, ვაიმეეე ვგიჟდებიიიიიიიიიი რა გართობა მელის წინ,რა სანახაობაა . პოპკორნი უნდ ამოვიმარაგო ,რა ცეცხლი იქნება ,როგორ ცხელა უკვე იწვის ყველაფერი -შენ შენს ექიმს მიხედე , იქნებ და ისეთივე კრახით დაასრულო როგორც ჩემთან -არა, ის მართლა მომეწონა. სად შენ და სად სხვა ჩემი მსხვერპლები გიგი? შენ სულ იყავი და იქნები არ იცი? - ისევ დივანზე გადავიდა ფეხები მაღლა ააწყო,თავი მუცელზე დაადო და თვალები დახუჭა- იქნებ მიცნო და უბრალოდ იმდენად ჭკვიანია რომ განგებ მოიქცა ასე? არაა გულწრფელი იყო...იცი როგორ თბილად გაუღიმა ვიღაც მოხუცს? ისე მოიკითხა თითქოს მისი ნათესავი იყო , მზერა გაუთბა. უბრალო პაციენტის სახელი იცოდა . აი ჩვეულებრივი კაცი იყო ,არაფრით გამორჩეული მან კი მისი სახელი იცოდა -ევანგელია -ვიცი და ჩუ -შენი არ ვიცი და მე მართლა ცუდად ვარ, მგონი სოფიას წყევლამ მიწია . არა განა თავს ვდებ რომ შემიყვარდება ან ჭკუიდან ვიშლები, რაღაც სხვანაირია ... -აუუ ეგ დამპალი სულ გაიძახოდა გნახავთ ტქვენც ჩემ დრეშიო...არა მე ჯერ არაფერი,მაგრამ შენ მართლა ცუდად გაქ საქმე -არ გინდა ახლა შენ იმ ალქაჯის გამოტყდომა? თუ ვაწამებ თორემ ისე არ მეტყვის მიყვარხარო...არა მიყვარხარ რაში მჭირდება ვგიჟდები მჭირდება მე ...უსაზღვროდ უნდა გააფრინოს ჩემმა გოგომ ჩემზე , არ ვიც ნიცაა თუ არა ეგ გოგო ,მაგრამ გავიგებ მალე -ნუ გარომანტიკოსდები ახლა თუ კაცი ხარ , დარჩი ჩემიანად ხომ შეიძლება? -ჩემ ორიენტაციაზე კიდე რომ იხუმრო მოგკლავ -აბა როგორ გავერთო? -ხომ გყავს ახალი მსხვერპლი...მისით გაერთე, რა იცი იქნებ და მულტიფუნქციური სათამაშო გამოდგეს -მმმ საინტერესოდ ჟღერს ...სულ ვგიჟდებოდი თეთრხალათიან სიმპათიურ ექიმებზე .იმედია მარტივად არ დამნებდება , მუღამს დავკარგავ და მერე გადამინდება -ავადმყოფი ხარ რა...მაინცადამაინც ისინი მოგწონს ვისაც არ მოსწონხარ -ვისაც მოვწონვარ იმათ მხოლოდ ჩემი სხეული უნდა და მე კიდე ვერ ვიტან სხვას რომ ვაძლევ იმას რაზეც ოცნებობს -იქნებ ისეთ ადამიანს უთხრა უარი ვინც შეყვარებულია შენზე -არ იცოდე მაინც რა უნდათ კაცებს ჩემგან...მერე რომ გამოდგნენ და იტრაბახონ იმით რომ ჩემთან იყვნენ , რომ მკერდი ნამდვილი მაქვს, საჯდომი ყალბი ანდაც პირიქით -ტრაბახს ნუ გამახსენებ ... არა როგორ მითხრა , არადა როგორ ვერ ვიტან ჩემ ქალებზე საუბარს -დამშვიდდი -მშვიდად ვარ...შეძლებისდაგვარად -ისე რაღა მაინცადამაინც ნიცა? რომ გეკამათა იმიტომ? - შენ გგავს და თან შენნაირი მოხუცი არ არის -დამპალო...ჩემნაირი თუ გინდოდა მე აქ არ ვიყავი? -ნწ,შენ გამომიყენებდი და მიმაგდებდი ,მერე გული მეტკინებოდა -მსახიობი უნდა იყო შენ...წადი სცადე ფილმებში გამოჩნდი. გადარევ ყველას -მეზარება...შეიძლება ვცადო -პორნო ინდუსტრია რომ ააყვავო არ გინდა? -შენ ისე კვდები ჩემი შიშვლად ნახვის სურვილით რომ ამისთვისაც გამწირავ? -შენ გაშიშვლებას რაღა უნდა ... აქამდე რატომ არ მომაფიქრდა ეგ? -არ გაგიჟდე ახლა გთხოვ -უნდა გამეთიშე და მიმები საწოლზე ... შიშველი,რამე დამეხატა, ბაჭიის ყურები გამეკეთებინა ან რამეე ოოო აქამდე როგორ არ მომაფიქრდა -გარყვნილობის პიკზე ხარ...შენი საყვარელი მეცოდება აქედანვე, შენნაირი აღვირახსნილი ფანტაზიებით თუ არ იქნება -ეგეთს შენ გიცნობ მხოლოდ და იქნებ ნიცას დაკერვამდე გეფიქრა? ეგ მაინც იმდენ ხანს გაგაწამებს დამშვიდება მოგინდება -შენ დამამშვიდებ ? -ასე ნუ მიყურებ ... ამ დროს ჩემზე მეტად მიმზიდველი ხდები და მინდება საჯდომზე წამოგარტყა -გაჩუმდი და დალიე -აღარ მინდა -ჩამოალაგე ფეხები ჩემი დივნიდან ... რომ იბანაო არ გინდა? წამლების სუნი აგდის -სად გრძNობ ახლა აქედან მანდ წამლების სუნს.მონადირე ძაღლივით რატომ ხარ სულ? ვიბანავებ რა აქ -არა! -გიყიდი ამ შხაპის გელს რა ხელმომჭირნე ხარ რა იყო ...ყოველ თეთრს როგორ ითვლი -ვერ ვიტან ჩემი სუნი რომ აგდის -სხვას რომ აუვა მერე გადავეჩვევი - კაბა იქვე მოიშორა და ხელები გაშალა- უკვე ვეღარ ვიტან ტანსაცმელს ...გარეთ ცივა თორემ შიშველი ვივლიდი -სწრაფად მაინც გაიარე ... ვიღაც მოვიდა , ნეტავ ვინ არის?- უცებ წამოდგა და კარის გასაღებად წავიდა ნიცა რომ დაინახა გაეღიმა- ქალბატონო ნიცა ,აქ რას აკეთებთ? -ქორწილთან დაკავშირებით ...ხომ მითხარი მოდიო -მეგონა ხვალ აპირებდი მოსვლას -დრო გამომიჩნდა და გამოვიარე...თუ არ გცალია წავალ -არა შემოდი... -ვინ არიის გივიკოოოოოოო ... ვინ მოგაკითხა ,სამნი ვიქნებით? -ევააა -უი ნიცა შენ ხარ?- კაბა უცებ გადაიცვა და თვალებგაფართოებულ გოგოს გაუღიმა- მეგონა ვიღაც სხვა იყო და ვიფიქრე ცოტა ნერვებს მოვუშლი-თქო -მე ...მგონი ცუდ დროს მოვედი -ევააააააა ,მოგკლავ - შეუღრინა და თვალები ისე დაუბრიალა ევანგელიაც კი შეშფოთდდა -მე წასვლას ვაპირებდი უკვე...შეგიძლიათ მშვიდად ისაუბროთ. -ტაქსს გამოვიძახებ -არ ვარ მთვრალი და ნუ გაატრაკე რა - უცებ აიღო მობილური და გასასვლელისკენ წავიდა- ხვალ გნახავ...კარგად ნიცააა , შენი ტყუპი მომიკითხე კარი სწრაფად მიხურა და ამოისუნთქა -ხომ კინაღამ შევიწირე ჯერ არ დაწყებული რომანი...არა ნამდვილად მომკლავს ეს გოგო რომ დავაკარგვინო ევა სწრაფად გაეცალა იქაურობას, საჭესთან დაჯდა და ქალაქში ხეტიალი დაიწყო.სახლში წასვლა არ უნდოდა, სოფიასთან ვერ მივიდოდა, არ უყვარდა წყვილებს შორის მურმანის ეკალივით ყოფნა და შესაბამისად მარტო იყო. -რას დალევ? ყავა ,ჩაი ,წვენი ,წყალი -მგონი მართლა არ ღირს...იმ დღეს ნასვამი ვიყავი და იმიტომ ავიჩემე -ფხიზელი აშკარად უფრო მშვიდი და გაწონასწორებული ხარ...ხო არ დავლიოთ? -შენ და ევას -ევას უბრალოდ სიშიშვლე უყვარს ...ახლა რომ გითხრა ჩემ თვალწინ ასეთ ფორმაში ბევრი დადის და არცერთთან მაქვს ურთიერთობა -თქო კიდევ რაღაც საოცრებას მეტყვი და უნდა ვიჩხუბოთ, ამიტომ მითხარი რა უნდა ვიცოდე შენზე...თუ ნუცაზე -21 წლის ვართ, უფროსი მე ვარ ... ერთმანეთი გავიცანით სოფიასთან , ტყუილი რა საჭიროა -21 წლის ხარ უკვე? მე უფრო პატარა მეგონე -გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ასაკს? -არავითარი ... -შენზეც ხომ უნდა ვიცოდე რამე -26 წლის ვარ , მყავს უმცროსი და ...მშობლები საქართველოში არ ცხოვრობენ და თუ გკითხავენ ეტყვი რომ ჯერ ვერ გაიცანი. -ჩემებიც არ ცხოვრობენ საქართველოში -ანუ მარტო ცხოვრობთ .სხვა რა შეიძლება გკითხონ ... ალერგია მე არაფერზე მაქ და სუფრასთან ვისთან ერთად მოვხვდებით ,ჭორიკნები იქნებიან ძალიან? -შენით ყველა დაინტერესდდება და მეეჭვება მე მომაქციონ ყურადღება...მალე წამოვიდეთ. ხო მართლა ,მე და ნუცა ვცეკვავთ. იქედან ისე ვერ წამოვალ ერთხელ მაინც თუ არ ვიცეკვებ,მაშინვე ეჭვს შეიტანენ...გამორიცხულია ნუცა სადმე მივიდეს და არ იცეკვოს თუ ძვალი არ აქვს მოტეხილი -კომპანიონობას გაგიწევ ,მაგაზე არ იფიქრო მშვიდად საუბრობდნენ და გიგი სულ სხვანაირი თვალით უყურებდა უკვე ნიცას. მართალია მწარე იყო,მაგრამ ძალიან მხიარული და თავისუფალი გოგოც იყო ყველაფრთან ერთად. ნიცას წასვლის შემდეგ სულ სხვანაირად გრძნობდა თავს, არეული ტვინის დაუმშვიდდა და მიხვდა რომ ეს გოგოც ერთ-ერთი იყო მათგან ვისთან ურთიერთობაც მეგობრობის საზღვარს არ გასცდებოდა, ვერაფერი იქნებოდა უ’საზღვროდ.... -ევანგელია -რომეო გააცილე ჯულიეტა? იმედია არ იეჭვიანა ხო? -სად ხარ ? -რა ამბავია რომეო ,ხომ მშვიდობაა -დალევა მინდა, ხომ იცი რომ დავიწყებ და შუა გზაში მტოვებ მერე ლოთივით ვარ -ნიცა წავიდა? -ხოო...სად ხარ ? -მე კლუბში ...მოგწერო მისამართი? -მომწერე.... .......................... თინათინს სიურპრიზის გაკეთება უნდოდა თავისი ავთანდილისთვის და მასთან სახლში წავიდა. ყველაფერი ცარიელი იყო , თავლაში ცხენები არ იყო და მიხვდა რომ სასეირნოდ იყო წასული. აშკარად მეწყვილეც ჰყავდა თან ,რადგან ორი ცხენი არ იყო ადგილზე. სახლში დიდხანს ელოდა, ბოლოს მოიწყინა და ეზოში გავიდა. შორიდანვე დაინახა ცხენზე ამხედრებული ლორთქიფანიძე, უფრო სწორად ლორთქიფანიძეები ,მაგრამ ავთანდილს ვერ აშორებდა თვალს და ზურს მხოლოდ წამით შეხედა. ბიჭმაც რომ შენიშნა მაშინვე შეცვალა მიმართულება და ცხენი სწრაფად გააჭენა -თინათინ აქ რას აკეთებ? -მომენატრე და მოვედი -მეგონა დრო არ გქონდა- სწრაფად ჩამოხტა, გულისცემა აჩქარებული ჰქონდა, თინის რომ მოეხვია კარგად გაიგო ეს ხმა და წამით თვალები მინაბა -სასწაულმოქმედი გოგონა ,ქერა თმით - ბოხი ხმა რომ გაიგო ცხენის ჭიხვინთან ერთად მიხვდა რომ ზურა მიუახლოვდათ. ნიკუშამ წელზე მოხვია ხელი და უკვე ზურას წინ იდგნენ -თინათინ გაიცანი ზურა -სასიამოვნოა შენი გაცნობა თინი, ბევრი მსმენია -ჩემთვისაც სასიამოვნოა, მოგატყუებ რომ გითხრა არ მსმენია-თქო- გაუღიმა და გამოწვდილ ხელს საკუთარი შეახო -როგორც იქნა გაგიცანი, რამდენჯერაც დავაპირე იმდენჯერ რაღაც საქმე გამომიჩნდა არადა ინტერესი მკლავდა -ცხენებს მივხედავ და მალე მოვალ...-თინის საფეთქელზე აკოცა და ორივე ცხენი წაიყვანა. ზურა თინის უყურებდა ,ის კი ნიკუშას ადევნებდა თვალს -თინათინ თუ თინი? როგორ მოგმართო -თინი მირჩევნია ... -თინი,ძვირფასო ნიკუშასთვის იმაზე მნიშვნელოვანი ხარ ვიდრე ოდესმე ვინმე ყოფილა და იცოდე რომ წინ ბევრი დაბრკოლების გადალახვა მოგიწევს, კარგად დაფიქრდი და თუ უბრალოდ გართობისთის ხარ მასთან ახლავე შეწყვიტე ყველაფერი ! თინი ჯერ კიდევ თავლისკენ იხედებოდა ზურას სერიოზული ხმა რომ გაიგო, ისეთი გამომეტყველება ჰქონდა თითქოს რაღაც საქმიან მოლაპარაკებაზე იყო. უსიამოვნო ჟრუანტელმა დაუარა თინათინს, წამსვე აუდუღდა სისხლი და უფროს ლორთქიფანიძეს მზერა გაუსწორა -არა სასურველ რძლობაზე მიმანიშნებ ზურაბ? -მიყვარს მიხვედრილი ადამიანები და იმედია გონება საკმარისად გიჭრის ლაბირინთიდან დროულად გასასვლელად ...უკან უნდა დაბრუნდე სანამ შემოსასვლელი ჩანს ! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.