ველური შროშანები თავი პირველი
ველური შროშანები თავი პირველი კალენდარს გაღიზიანებულმა შვხედე, კარგად ვიცოდი რა დღც იყო მაგრამ ჩვევად მქონდა ახალ გაღვიძებულს, 15 სექტემბერი იყო სკოლა იწყებოდა და დღეს ისე როგორც არასოდეს მძაგდა ეს რიცხვი. გაგიკვირდათ ალბათ რატო არავინ გააღვიძაო აგიხსნით მე მარტო ვცხოვრობ. იმიტომ არა, რომ ზადმეტად ,,განვითარებული ვარ,, არა დედამ მიმატოვა, მამა საზღვარგარეთაა როგორც ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის ღმერთმა უწყის რამდენი პროცენტი ახლა ისიც გაგიკვირდებათ ქართველებმა როგორ დამრთეს ნება 17 წლის მოზარდს მარტო მეცხოვრა. არც ესაა ჩახლართული ამბავი მამიდაჩემი სადარაჯოზეა ჩემი ბინის წინ ცხოვრობს და ყოველდღე მაბეზრებს თავს. დარიგებებით. მართლა მე ალისია ვარ მაგრამ ვერ ვოიტან სრულ სახელს და ამიტომ ყველასთვის უბრალოდ ლისა ან ლისია. ავდექი და სააბაზანოში შევედი ჯერ 07:00 იყო ამიტომ ბევრი დრო მქონდა სააბაზანოში სანებივროდ თმა გავიშრე და ისევ დავუბრუნდი ყოველდღიურობას. კარადა გამოვაღე და ტანსაცმლის არჩევა დავიწყე ყოველთვის წინასწარ ვამზადებდი სამოსს ამ დღისთვის მახსოვს ერთი კვირით ადრე ვიწყებდი მზადებას ახალი სამოსი ახალი ფეხსაცმელი ახალი თეთრეული ახლა კი იმდენად არ მინდოდა ამ დღის არსებობა უკვე ყველასათვის კარგად ცნობილი ჩემი საყვარელი ჯინსები ჩავიცვი, რომელსაც მზე საკუთარი ხელით დავახატე დიდიზომის პერანგი შემოვიცვი ქამარიშემოვიჭირე და გაცვეთილი კედები ამოვიცვი წელის ჩენთა ავიღე და თმის დავარცხნა არც მიფიქრია ისე გავედი სახლიდან, მაგრამ უეცრად რაღაც გარდამტეხი მოხდა, ჩემმა მობილურმა ხმა გამოსცა ეკრანს დავხედე და მარიამის ფოტო დავინახე თავი დამიმძიმდა გულმა რამდენიმე სანტიმეტრით დაიწია მობილური დავბლოკე და სახლში შევბრუნდი სკოლა იქვე იყო ასე რომ 5 წუთით ადრეც რომ გავსულიყავი პრობლემა არ იქნებოდა. ტანსაცმელი გავიხადე ყველაფერი გზადაგზა დავყარე არ მიტირია ეს ერთადერთი შემთხვევა იყო როცა მისი ფოტოს დანახვაზე არ ვიტირე მხოლოდ გულის რევის რეფლეფსი გამიმძაფრდა. კარადიდან შინდისფერი, ტანზე მომდგარი, ბლუზა გამოვიტანე შავი ასევე მომდგარი შარვალი კედები იგივე დავტოვე თმა უკან ჩავიწენი და ჩემი ახლად გაკეთებული სვირინგი ყველასათვის ნათელი გავხადე. პომადა მკრთალად გადავისვი და გავედი. შეუფერებლად მეცვა ვიცი მაგრამ არ იფიქროთ ვინმესთვის შთაბეჭდილების მოხვდენა მინდოდა უბრალოდ მინდოდა თავდაჯერებული ვყოფილიყავი და ეს ყველაფერი მეხმარებოდა. ჰო ადამიანების დაჟინებული დამშეული მზერა მეხმარებოდა რომ საკუთარი თავი შემენარჩუნებინა. ,,-შენ რა ჩემი გაგიჟება გინდა?,, მივიღე ესემესი როგორცკი ეზოში შევდგი ფეხი -,,რამდენიმე თვეა უკვე შენი არაფერი მინდა,, დავწერე სასწრაფოდ ნაწნავი უკან გადავიგდე და კლასისკენ დავიძარი არავის ვაქცევდი ყურადღებას არც მოლოცვებს არც შურიან თვალებს უბრალოდ მეცინებოდა როცა ვხვდებოდი შურით მათვალიერებდნენ. მე არაფერი მჭირდა შესაშური პირიქით მე უნდა შემშურებოდა მათი მშვიდი ცხოვრება. მინდოდა მარტო ვმჯდარიყავი მაგრამ რადგან კლასში ზუსტად იმდენი მერხი იყო რამდენიც ბავშვი არ გამოვიდოდა ამიტომ მასწავლებლის მაგიდის წინ დავიკავე ადგილი და არც ვაპირებდი ადგომას დღის ბოლომდე. კლასი ნელა გაივსო ყველა გამომელაპარაკა მეც გადავწყვიტე უჟმური გოგოს იმიჯი მიმეგდო და ყველას ვუღიმოდი თუმცა ნირი წამიხდა როცა კლასში მარიამი შემოვიდა და ჩემი მერხისკენ წამოვიდა მაგრამ ბედად ანასტასია კაცაძემ თავისკენ მიიხმო და იქვე დაჯდა. პირველი გაკვეთილი ტრადიციულად დამრიგებლის დარიგება იყო თავს ვაჩვენებდი რომ ყურადღებით ვუსმენდი სინამდვილეში კი ჩემი გონება აქედან ძალიან შორს დედაჩემთან დაქროდა ზოგჯერ ვხვდებოდი რატომ გაიქცა. -მაკა ერთი წამით შეგაწყვეტინებ თუ შეიძლება,-გაისმა დირექტორის ბოხი ხმა -დიახ ბატონო ემზარ მობრძანდი,-ემზარიკოს უკან საშინლად სიმპათიური არსება მოყვებოდა -აბა ჩემო მაკა ეს საბაა ახლა გადმოვიდა და იმედია შენი კლასი გულთბილად მიიღებს -რა თქმა უნდა საბა მოდი,-საბამ რამდენიმე ნაბიჯი შემოდგა კლასში და გაჩერდა ემზარი გავიდა და მაკამ რამდენიმე კითხვა დაუსვა მერე კი დაჯდომა სთხოვა სწორედ ამ დროს კარი ხელახალა გაიღო და იქ კოსტა შეჩერდა -მაკუ მას დამაგვიანდა? -სიგარეტის სუნათ ყარხარ ტვილდიანი -კაი მას არ გამიტეხო შემოვალ რა,-დაუბრიცა ტუჩები აბა ვინ გაუძლებდა ტვილდიანის შარმს და მაკამაც შემოუშვა ორი ადგილი იყო ცარიელი და ჩემდა ბედად საბამ ტვილდიანს დაჯდომა დაასწრო ტვილდიანმა ბიჭი ისე აათვალიერა დაბალკლასელებს რომ აშინებდა ხოლმე მაგრამ საბამ საპასუხოდ შეუღრინა და მომიბრუნდა -საბა ამილახვარი -ლისა ციბაძე,-გავუღიმე ვგრძნობდი როგორ მბურღაბდა ტვილდიანი უკანა მერხიდან ,,-მაგ ს*რს გადაეცი სახეს გავუნგრევ,,-თავი გადავატრიალე და ისევ საბას მივბრუნდი რომელიც რაღაცას მიყვებოდა ამას კოსტას საეჭვიანოდ არ ვაკეთებდი საბა მართლაც მომეწონდა და ის რასაც მიყვებოდა საინტერესო იყო მეც მინდოდა კორეაში მოგზაურობა ამ ზაფხულს მაგრამ ერთმა სულიერმა ჩამაშხამა. გაკვეთილები ძალიან გაიწელა და ბავშვბემა აღსანიშნად გაპარვა გადაწყვიტეს მე არასად არ მინდოდა წასვლა და გადავწყვიტე რომ მათთან ერთად წავიდოდი მერე კი სახლში ავიდოდი -არ მოდიხარ?-მკითხა საბამ როცა გეზი საპირისპირო მხარეს ავიღე -არა სახლში წავალ და დავისვენებ -კარგი,-მხრები აიჩეჩა და გზას გაუყვა სახლში წასვლა გადავიფიქრე როცა დავინახე რომ ტვილდიანი მათთან ერთად არ მიდიოდა ვიცოდი სადარბაზოსთან იყო და ამიტომაც სკვერში წავედი. -ანუ აქ დამემალე?-მკითხა და ჩამოჯდა -კონსატანტინე არ მინდა შენთან ლაპარაკი -ლის რატომ არ მაძლევ საშუალებას აგიხსნა -იმიტომ რომ არ მაინტერესებს -რომ არ გაინტერესებდეს ასე არ შემომხედავდ,- -ასე როგორ,-მობეზრებულად გადავატრიელე თვალები -შენ ხომ არ გაინტერესებდა რა იყო შენამდე -ეგ რასაც შენ გულისხმობ ჩემამდე არ ყოფილა ჩემ პარალელურად იყო -რა სულელი ხარ ლისა -კოსტა წადი რა გთხოვ,-უკვე ბრაზი მახრჩობდა და არ მინდოდა ჩემ სიახლოვეს ყოფილიყო როცა ვფეთქდებოდი -საბა რომ ვყოფილიყავი ხომ არ გამაგდებდი? -არ არ გაგადებდი მე ძველ კონსტანტინესაც არ გავაგდებდი მაგრამ შენ არ ვიცი ვინ ხარ -როცა შენ თავად დაიჯერებ მაგ სიტყვებს რაც ტუჩებზე გწყდება მერე მეც დავიჯერებ -ეს შენთვისაა,-რაღაც შეფუთული გამომიწოდა და წავიდა -მეზიზღები,-მივაძახე გაბრაზებულმა -ამას ახლა ზიზღს ეძახიან? გასაგებია,-არც შემოუხედავს თავისი ხის სვანი თავი გადააქნია და წავიდა მეორე დღეს ისევ წინა დღის ადგილას დავჯექი და წიგნი გადავშალე მასწავლებლებიც მეწყებოდა და საშინლად მეზარებოდა ყურსასმენების მიღმა გავიგონე როგორ აღაშფოთა კლასი რაღაცამ და ამოვიხედე -კოს რა დაგემართა,-იკითხა მარიამმა და კოსტას გახეთქილ წარბს შეეხო -მომშორდი რა,-მოიშორა სასწარაფოდ უკმაყოფილოდ გავწიე ტუჩი მაგრამ გული მაინც გამიჩერდა არ ვიცოდი რა სჭირდა -კოსტა მართლა რა გჭირს ტო,-დაინტერესდა ბაჩო -არაფერი კალათბურთის მოედანზე ძელს შევასკდი ინერციით,-ჩამეცინა ,,-რატომ დასცინი ჩემს ტკივილებს?,-უპასუხოდ დავხურე წიგნი და საბას შევაჩერდი რომელიც შემოვიდა და ღიმილით გადამკოცნდა კოსტას თვალებმა მაისური დამიწვა ,,რატომაც არა,,-გავიფიქრე დემონურად და ჩემ გვერდზე დამჯდარ საბას საუბარი გავუბი -შეიძლება შემოგიერთდეთ,-კოსტა მერხზე წამომიწვა -არა პირადულია,-დააკვესა თვალები საბამ -საინტერესოა როდიდან გაქვს ისეთი პირადული თემები მე რომ არ ვიცი,-მომიბრუნდა -კოსტა სანამ ზრდილობიანად გთხოვ წადი,-დავინახე როგორ დაეჭიმა საბას ხელზე ძარღვები -თორე მერე რას გააკეთებ,-ტვილდიანმა ისე იცოდა შემოხედვა ქვასაც გამოიყვანდა მდგომარეობიდან -კოსტა ადგილს დაუბრუნდი,-გაისმა მურმანის ხმა და კოსტაც მაშინვე წამოხტა მურმანი მათემატიკის მასწავლებელი იყო ისეთი კაცი იყო ყველა პატივს რომ სცემდა ხომ მკაცრი იყო მაგრამ როცა დახმარება გჭირდებოდა ისე დატკბებოდა თვალწინ დაგიდნებოდა შენი პრობლემის ნასმენი -რაუნდა,-დაინტერესდა საბა როცა კოსტა წავიდა -იდიოტია მთელი ზაფხული ჩემ საუკეთესო მეგობართან იგორავა საწოლში და ახალა პატიოსანი ბიჭის როლს ირგებს -გიყვარს? -არ მინდა ამაზე ლაპარაკი საბა,-მურმანს მივუბრუნდი მთელი ყურადღებით -წამოდი,-მითხრა საბამ როცა გაკვეთილები დამთავრდა -საბა არ შემიძლია მასწავლებელთან უნდა წავიდე,-ვუთხარი დანანებით -კაი გაგიყვან გინდა? -აუ მაგ სიკეთეს თუ გააკეთბ,-გამიხარდა და წამოვხტი საბამ სახლში შემატარა გამოვიცვალე ყავა დავლიეთ და ქართულზე წამიყვანა ქართულს დედაჩემის საუკეთესო მეგობარი პეტრე მიტარებდა -დიდი მადლობა საბა -დიდი არაფრის. სასიამოვნო იყო შენთან ერთად მგზავრობა ყვავის დალევა და საეთოდ დროის გატარება -ჩემთვისაც,-წელზე ხელი შემომხვია და გამომწვევად მაკოცა შუბლზე ვერ მივხვდი მის საქციელს მიყურა სანამ სადარბაზოში არ შევედი და მერე მანქანაში ჩაჯდა -შენ ჩემი ჭკუიდან გადაყვანა გინდა?-მოულოდნელად მომესმა ტვილდიანის ხმა და კედელს იმხელა ძალით დავეჯახე მეგონა ნეკნი გამიტყდა თუმცა კოსტას ამისთვის ყურადღება არ მიუქცევია და ისე მიყურებდა მეგონა მზერით ამაფეთქებდა -რაგინდა ტვილდოიანი რატო არ მშორდები,-ვკითხე ჩამქრალი ხმით მართლა მტკიოდა ზურგი -იცი შენ მე რაც მინდა,-სახე ახლოს მომიტანა და ლავიწზე მაკოცა შემაჟრჟოლა მისი შეხებისგან მაგრამ თავი ხელშ ავიყვანე -მომშორდი კონსტანტინე -ლისა,-შუბლი შუბლზე მომადო და ისე მიყურებდა თვალებში თითქოს ყველაფრის დავიწყებას ცდილობდა ჩემთვის -მომშორდი მეჩქარება,-ძლივს ამოვიდგი ენა და ვუთხარი -მიყვარხარ ადამიანო რატო არ გესმის. ბ*ოზი ადამიას გამო რატო გადაირიე -კოსტა! გაჩუმდი,-დავიყვირე და ვცადე გავქცეულიყავი -არ გაგიშვებ -თქვენ გაკვეთილი არ გაქვთ,-პეტრემ მიშველა და გაკვეთილზე აგვიყვანა კოსტა ჩემ პირდაპირ იჯდა და თვალს არ მაშორებდა ორმა სააათმა რომ გაიარა პეტრეს ვუთხარი დავრჩები ცოტახავს ჩაი გამიკეთე მეთქი თუმცა რეალურად მინდოდა კოსტა წასულიყო ვიცოდი ღამე პეტრე მარტო არ გამიშვებდა და თვითონ გამიყვანდა სახლში. -ლისა რახდებოდა ქვევით -არ მინდა რა მაგაზე ლაპარაკი პეტრე -ლის ხომ იცი რომ ჩემი ნდობა შეიძლება -ვიცი ვიცი მაგრამ არაფერია სათქმელი მართლა -კარგი გიჯერებ,-ტუჩის კუთხე ჩაუტყდა პეტრეს მერე უამრავ თემაზე ველაპარაკე და ბოლოს როგორც ვგეგმავდი სახლში თვითონ გამიყვანა. -იმ ბიჭს საბას ნუ გამოიყენებ კარგი? -საიდან იცი? -კოსტამ მომიყვა -მე არავის არ ვიყენებ -ტვილდიანი არაა ისეთი ცუდი შენ რომ გგონია -პეტრე,-თვალები დავუბრიელე და სადარბაზოსკენ წავედი სახლში ძალიან დაღლილი შევედი თვალწინ მხოლოდ ტვილდიანის სახე მედგა გახეთქილი წარბით და სულში ჩამწვდომი შავი თვალებით შხაპის ქვეშ იმდენხანს ვიდექი სანამ თითის ბალიშებზე ნაოჭები არ გამიჩნდა ცხელმა წყალმა ყველა და ყველაფერი დამავიწყდა ვიდექი თვალდახუჭული და არაფერზე არ ვფიქრობდი მერე პირსახოცი შემოვიხვიე სხეულზე და პირდაპირ საწოლს მივაშურე საწოლი რა უბრალოდ მატრასი მქონდა პირდაპირ იატაკზე დადებული ოთახი ლურჯ ტონებში მქონდა მორთული და ,,საწოლზეც ლურჯი ატლასი მეფარა მიყვარდა ჩემი ოთახი აქ ყველაფერი ჩემი გაკეთებული იყო მხოლოდ კარადა ამიწყო მეზობელმა დანარჩენი ყველაფერი საკუთარი ხელით გავაკეთე საღებავიც კი თავად შევაზავე კედლებისთვის. საწოლზე დავემხე და თვალები დავხუჭე ორი კვირა არ ვყოფილვარ სკოლაში პეტრეს იმდენი ვეხვეწე გადამიყვანა სხვა ჯგუფში და ცხოვრებას მშვიდი ტემპით ვაგრძელებდი. ერთ საღამოს მეცადინეობას რომ მოვრჩი სერიელას ჩავუჯექი და უკვე ვთვლემდი კარზე გაბმული კაკუნი რომ გაისმა -კოსტა?-თვალები გამიფართოვდა რომ დავინახე -ლისა? ჩემ სახლში რა გინდა? -ჩემი სახლია ეს,- სახე სულ სისხლიანი ჰქონდა -შემოდი სანამ დაგინახა ვინმემ,-სასწრაფოდ შემოვიყვნანე და სავარძელზე დავსვი,-მთვრალი ხარ? -სულ ცოტა,-თავი გადასწია და თვალები მილულა ჭრილობები გავუსუფთავე - სახლში არ წამიყვან? -ჰო როგორ არა. მოდი აქ დაიძინე ამაღამ,-ოთახში შევიყვანე და ის იყო გამოსვლას ვაპირებდი დამიძახა -რამოხდა? -საფერფლე მომიტანე რა გთხოვ -აქ არ მოწიო რა -აუ კი რა მიდი თუ გიყვარვარ,-მთვრალსაც მივუხვდი რომ წამოსცდა -კაი დაიკიდე ღერი გადაამტვრია და იქვე მოისროლა -დაიძინე კოსტა -მოდი რა შენც -კოსტა,-სახე მომეღმინჯა -გთხოვ ლისა მოდი რა -დაიძინე,-კარი დავხურე და გამოვედი ცრემლები მახრჩობდა ამ მდგომარეობაში რომ ვხედავდი ძლივს მივასწარი საძინებლამდე რომ დილამდე მეტირა ჩემი არანორმალური ტვილდიანი ვერაფრით დავიძინე საწოლზე გადაქცეულს მხოლოდ ტვილდიანის სახე მედგა თვალწინ და ცრემლები მახრჩობდა. მერე გამახსენდა როგორ არ ტოვებდა დედა მამას მარტო როცა მთვრალი იყო არ ვიცოდი რატომ არც ახლა ვიცი მაგრამ ამბობდა მეშინია არ დაიხრჩოსო ყოველთვის მეგონა ალბათ ეშინია საბანი არ შემოეხვიოს ყელზე მეთქი სასაცილოა მაგრამ სხვა ახსნას ვერ ვუძებნიდი. მეც ავდექი და სტუმრების საძინებელში შევედი ტვილდიანი ოფლში ცურავდა სასწრაფოდ შევაღე ფანჯარა საშინელი ქარი ქროდო და თითქოს განძრახ შუქიც ჩაქრა უკვე საათი ღამის ორს უჩვენებდა სანთელზე ჩასვლა სიგიჟე იყო სახლში კი არაფერი მქონდა მობილურის შუქით გავუწმინდე ოფლიანი შუბლი და საბანი გადავხადე -მეგონა მესიზმრებოდი,-ხელი დამიჭირა ტვილდიანმა -მდიდარი ფანტაზია გაქვს -ფანტაზია მაინც მქონდეს მდიდარი,-მხრები აიჩეჩა და ხელი შემიშვა მეც სავარძელი მივაჩოჩე და იქვე დავჯექი -მაპატიე რა ლისია -ვერა კოსტა ვერა შენ იცი ნებისმიერთან გაპატიებდი ღალატს სასაცილოდაც არ მეყოფოდა მაგრამ საუკეთესო მეგობართან? არა კოსტა არ შემიძლია -ჯანდაბა ლისა რატომ არ გესმის მთვრალი ვიყავი -შენ ზედმეტად ხშირად ხარ მთვრალი -ნეტავი გესმოდეს -მართალი ხარ არ მესმის -არ სმენასა და არ გაგებას შორის დიდი უფსკრულია ჩემო სიცოცხლევ -დაიძინე კოსტა -ხვალ სკოლაში ხარ წასასვლელიო არ თქვა ოღონდ -ხვალ სკოლაში უნდა წახვიდე,-ვუთხარი ანგარიშმიუცემლად და შედარებით თხელი პლედი მივაფარე და ერთი მეც მოვისხი რადგან ძალიან ციოდა დილას ჩემს ოთახში რომ გამეღვიძა მაშინ მივხვდი, მორფეოსმა მაგრად დამცინა. ცოტა გავბრაზდი კიდევაც მაგრამ არ შევიმჩნიე სააბაზანოში წავედი და ცხელი შხაპის ქვეშ დეტალებში დავიწყე ყველაფრის გასხენება მერე კი რაღაც მხიარული მელოდია გამახსენდა და იმის ღიღინი და ცეკვა დავიწყე სამყარო ჩამომექცა თავზე როცა თავშეკავებული სიცილი მომესმა სარკეს გავხედე და გაფართოვებული თვალები ტვილდიანს მივაშტრეე -გაეთრიე ავადმყოფო,-დავიკივდე და პირსახოცის ძებნა დავიწყე მაგრამ ვინც მარტო ცხოვრობს მიმიხვდება რომ იქ მსგავსს ვერაფერს ვიპოვიდი -კარგი პატარავ გავდივარ მაგრამ რაღა დროსია,-დემონურად ჩაიცინა და იგივე მელოდიის ღიღინით გავიდა სააბაზანოდან. როგორცკი ტვილდიანი გავიდა ისეთი სიცილი ამიტყდა სულ მცირე სამ ბალიან მიწისძვრას მაინც გამოვიწვევდი შემრცხვა, ძალიან შემრცხვა მაგრამ თან მეცინებოდა ყველაფერზე. ნუ მოკლედ რო ვთქვა თან სიმართლე რომ იყოს პარანოია მქონდა რა. -მორჩი, შევიდე?-მკითხა ტვილდიანმა და ისევ ჩაუტყდა ტუჩის კუთხე -ჰო,-ვთქვი გაბუტული ბავშვივით -არ იყო ცუდი სანახაობა,-გადმომხედა ნიშნის მოგებით -გაეთრიე,-ვუთხარი და სააბაზანოსკენ ვუბიძგე,-შეურაწყოფილი დავრჩებოდი ახლა ეგ რომ არ გეთქვა -რატომ?-მობრუნდა გველნაკრავივით -შენ ჩემი სულის სიშიშვლემ ვერ დაგაფრთხო და სხეულისას რომ დაეფრთხე გული დამწყდებოდა,-ვთქვი ისე რომ არც შემიხედავს და სამზარეულოსკენ წავედი -უფრო მშვენიერი არაფერი მინახავს,-თქვა და გაუჩინარდა კარის უკან სკოლაში ტვილდიანმა წამათრია არ მინდოდა მასთან ერთად ფეხის გადადგმა მაგრამ სხვა გზა არ დამიტოვა. .......... უნდა გენახათ გაბუტული ბავშვივით მოებუსხა ის ვარდისფერი სავსე ულამაზესი ტუჩები და ისე მომმდევდა გვერდით ახლა ვინმეს რომ ერთქვა დამითმე და სამყაროს მოგცემ სანაცვლოდო ერთი წამითაც არ დავფიქრდებოდი ისე ვხევდი სიფათში. მერე რა რომ ჯიუტი, უკარება, ტუტუცი და არანორმალური იყო ის ამ ყველა დადებითი თვისებით მე მეკუთვნოდა. მე ვიყავი ის ვისაც კაცი ვერ მოთვლის რამდენი ღამე გამეთია მისი სადარბაზოს წინ იმ იმედით რომ გამოიხედავდა და დავინახავდი როგორ უციმციმებდა ლამაზი თვალები მე ვიყავი ის წინა წელს მთელი წელი რომ ეჭირა მისი ხელი და ერთი წამიც არ უფიქრია გაეშვა მე ვიყავი ის ცრემლებს რომ უმშრალებდა. მაგრამ, ის *ლეც მე ვიყავი მის საუკეთესო მეგობართან რომ დაწვა და ყველაფერს ბოლო მოუღო -კოს შერიგდით?-მომესალმა რატი და ჩანთა გადადო რომ დავმჯდარიყავი -არა შე*ემა რა შევრიგდით ამას ასე ადვილად მოალბობ? მერე ჩემზე იტყვის სვანიაო -მთელი წელი ხო იბოდიალე შარშან მაგასთან სხვა მიგვიშვი ახლა რა,-მხარი ამკრა ბურდულმა -კიდე ერთხელ თქვი აბა და დავთვალოთ რამდენი კბილი გაქ ბურდული -კაი ვიხუმრე ბიჭო,-გამეკრიჭა -ჩემ გოგოზე კიდე იხუმრებ ეგრე უკბილოდ და სიფათს გაგინგრევ ხო იცი რატი გამკეთებელი რო ვარ არა? -ბოდიში ვჩუმდები მე რა ვიცოდი ეგრე სერიოზულად მოგწონდა -არ მომწონს არც ლტოლვა ან ვნება მამოძრავებს მიყვარს ბურდული და სიტყვებს დაუკვირდი ამის მერე გაიგე? -გავიგე ძმა გავიგე -შენი ძმობა მაკლია ახლა ზუსტად სრული ბედნიერებისთვის,-ბურდულმა ისე გამაბრუა სბამ შემასწრო კლასში და რომ შევედი გვრიტებს უკვე გაებათ ლაქლაქი მეც გეზი ავიღე მათი მერხისკენ და მესამე სკამი მივდგი ჩემთვის -ტვილდიანი მერხი ხო არ შეგეშალა? -აუ მაკუ შენ ხო ჯიგარი ხარ ვიჯდები რა -არ იხმაურო თორე კლასიდან გახვალ უსიტყვოდ -სისხლით შემოფიცებ თუ გინდა,-ვუთხარი სერიოზულმა და ტუჩი მოვიკვნიტე. ლისას რვეული ავიღე და ხატვა დავიწყე როცა ვხატავდი ცალკე სამყაროში გადავდიოდი მაგრამ უკვე რამდენიმე წელია იმ სამყაროში მარტო ლისია ცხოვრობს ამიტომ ჩემი ერთადერთი ნატურის ხატვა დავიწყე და დავინახე როგორ ჩაუტყდა ტუჩის კუთხე როცა დაინახა რასაც ვაკეთებდი დავამთავრე და ქვევით პატარა წარწერა გავუკეთე ,,ერთი სული მაქვს დილის ფორმაში დაგხატო,, ამრეზილმა გამომხედა -ტვილდიანი წადი,-მიაწერა წარწერას ქვემოთ -არასადაც არ წავალ -გაიძულო?,-ჩაერთო თემაში საბა ამრეზილმა გადავხედხე -ნუ ერევი არ გეხება -მე ყველაფერი მეხება რაც ლისას -მაკა მას გავალ შეიძლება,-ხელი ასწია ლისიმ და მაკუც მაშინვე დათანხმდა -გზიდან ჩამომეცალე საბა,-სარკასტულად წარმოვთქვი მისი სახელი -შენ უკვე ვადაგასული პროდუქტი ხარ ტვილდიანი -ვადაგასულ პროდუქტებს ღამეს არ უთევენ საწოლთან ამილახვარო -მატყუებ -რაიყო ამის შესახებ არ გითხრა -მატყუებ,-ამილახვარს ძარღვები დაებერა ხელზე -არ გატყუებ ამილახვარო აბა დაყნოსე ჩემ ტანსაცმელს ქალის პარფიუმის სუნი გეცნობა?-პერანგის სახელო გავუწოდე და მანაც მოუთმენლად შეისუნთქა ლისიას სარეცხი საშუალები სურნელი ლისია ალერგიული იყო და მხოლოდ სპეციალურ პარფიუმსა და ამავე არომატის სარეცხ საშუალებებს იყენებდა -გზიდან ჩამომეცალე მეთქი ტვილდიანი,-მოულოდნელად მომხვდა ყვრიმალზე მისი მოქნეული ხელი და ავფეთქდი. მცირე წაკინკლავება გვქონდა ვერ ვიტყვი ერთმანეთს ჭკუა ვასწავლეთ თქო უბრალოდ ცოტა დავგესლეთ ერთმანეთი ლისია არ დაბრუნებულა მისი ნივთები საბამ წაიღო ამიტომ ვიცოდი ქართულზე მიიყვანდა მეც სადარბაზოსთან ჩავუსაფრდი და მათ მოსვლას დაველოდე მანქანა შორს გააჩერეს მე მათი ლაპარაკი არ მესმოდა მაგრამ მცირე კამათი ჰქონდათ მერე კი დავინახე როგორ დაუჭირა ლისას ხელები საბამ და როგორ დააცხრა ტუჩებზე -არ უპასუხო გემუდარები,-ხმამაღლა წამომცდა და მე თავადაც გამიკვირდა რამხელა ტანჯვა ჟღერდა ჩემს ხმაში,-არა ლისა გთხოვ,-მაგრამ მან ხელები ასწია და საბას ყვრიმალებს დაადო მერე კი მარჯვენა ფეხი ოდნავ წამოსწია -ასე არა?-გავბრაზდი საშინლად გავბრაზდი სახლში წავედი დედა ისევ მორიგე იყო და მარტო ვიყავი ოთახში შევედი და საწოლზე დავემხე მერე ჭერს ავაშტერდი და გვერდით გავიხედე კარგად მახსოვდა როგორ ავყურებდით ჩემს ჭერს მე და ლისა ერთ დროს და როგორ კისკისებდა როცა რაღაცს ვუყვებოდი ცრემლი მომადგა მის გახსენებაზე ის კოცნა თავიდან არ ამომდიოდა თავი გასკდომას მქონდა მაშინ მივხვდი რა იგრძნო ლისამ როცა აქ ამ საწოლზე მწოლიარე მარიამი დაინახა შემზიზღდა ჩემი თავი შემზიზღდა მარიამი ეს საწოლი ოთახი მიწა ჰაერი ცა ყველაფერი მძაგდა იმ წამს გული საშინელი ძალით მიცემდა მეგონა გამისკდებოდა და აი მეც წავედი დასალევად ისევ მიუხედავდა იმისა რომ წუხელ საწოლთან მთვლემარე ლისას დავპირდი არ დავლევდი ეს ბოლო იყო ისევე ჩუმად დავარღვიე ეს პირობა როგორაც დავდე. ბარში წავედი და იმდენი დავლიე რამდენზეც ფული მეყო მერრე გამიმართლა და რამდენიმე ნაცნობი შემოვიდა ყველამ მიყიდა თითო ჭიქა სასმელი და ბოლო რაც მახსოვს ბარმენის სახე იყო ჩემთვის სრულიად უცხო სახლში გავიღვიძე სრულიად უცხო შიეშველი გოგოს გვერდით -კოსტა მეზიზღები,-ამოვთქვი და ნივთების ძებნა დავიწყე -უკვე მიდიხარ? -შეიძლება სააბაზანოში შევიდე? -ჰო რა თქმა უნდა,-გამეპრანჭა გოგონა ამრეზად გადავხედე და ბარბაცით წავედი სააბაზანოსკენ -მეზიზღები,-კიდევ ერთხელ შევხედე საკუთარ თავს სარკეში ერთადერთი რაც თვალწინ მედგა ლისია იყო იმის ღირსიც კი არ ვარ რომ ვახსენო ჩემი ანგელოზი გოგო. რაღა ჩემი მაგრამ მაინც. ................ დილით სკოლაში ვაპირებდი წასვლას საუკუნეა არ ვყოფილვარ და ალბათ უკვე ექსტერნიც მიწევდა ძლივს ავითრიე წელი ჩემს დაულაგებელ სახლს დავხედე და რადგან პარასკევი იყო საღამოს ,,გენერალური უბორკა,, დავგეგმე სკოლის გზაზე კოსტას გადავეყარე უკვე ცოცოხალი აღარც მეგონა იმდენი ხანია არ მინახვას უცნაური იყო ხმა არ ამოუღია მხოლოდ ერთხელ შემომხედა და გზა განაგრძო. ,,ხო მშვიდობაა< მეთქი გავიფიქრე და მხრები ავიჩეჩე. -ლის რაღა მომკლავს რომ დაგინახე ჩემო ლამაზო,-მომეგება საბა -გუშინ არ გნახე?-გამეცინა მის სიტყვებზე ბებომ იცოდა ხოლმე ასე თქმა -არ მყოფნი ხომ იცი,-გულში ჩამიკრა და განიერ მხარზე თავი დამადებინა საბა ძალიან თბილი იყო მის ლურჯ თვალებში ზეცა ირეკლებოდა ქერა თმა ყოველთვის შავი რეზინით ჰქონდა შეკრული და ისე საყვარლად დაგცქეროდა გეგონებოდა მის არსებას ბოროტება არ შეხებიაო -რატომ მიყურებ ასე? -ისე მომენატრე ალბათ მეც -ალბათ?-თავისებურად დამაცქერდა და ცხვირზე მაკოცა თვალის კუთხიდან კოსტა და მარიამი დავლანდე ერთად შემოვიდნენ და დასხდნენ ვერ გეტყვით მეკიდა ერთად რომ იყვნენ თქო ნერვები მახრჩობდა მარიამის გატლეკილი ენა ერთი წამი რომ არ ისვენებდა და ლაპარაკით აბრუებდა კოსტას -კონსტანტინე ლისა დაფასთან,-მურმანს ასეთი ჩვევა ჰქონდა ორი ბავშვი გამოყავდა დაფასთან და ერთ მაგალითს სხვადასხვა ხერხით ახსნევინებდა -ლისია მარჯვნივ გადადი მე ერთი წამით გავალ რატი კლასს გაბარებ,-რატი ნიშნის მოგებით ადგა და ფეხები მასწავლებლის მაგიდაზე შემოაწყო -ჩამოწიე შე*ემა რა ჯანდაბამ გამოგა.. შტერა -კაი კოსტა რა იყო,-რატიმ ფეხები მაშინვე ჩამოიღო და მე შემომხედა -ლისი ეგ კაბა ძაან მოკლე ხო არაა,-საბა აიქაჩა მაგრამ ვანიშნე დაჯექი მეთქი -შენ რა პრობლემა გაქვს რატი?-ისე ვკითხე განტოლებაზე ფიქრი არ შემიწყვეტია -არაფერი უბრალოდ კოსტაცკი ვერ ახერხებს განტოლებაზე კონცენტრაციის მოხდენას ვისთვისაც ამოუხსნელი განტოლება არ არსებობს და სხვებმა რა უნდა ვქნათ ხომ გესმის შენ ძალიან მაგარი ..,-რატის სიტყვა არ ჰონდა დამთავრებული კოსტამ სკამი რომ გამოაცალა და იატაკზე გაიშხლართა თვალებში დამიბნელდა რომ დაიხარა და სახეში მთელი ძალით დაარტყა -მე შენ რა გითხრაი ჰა,-დაუყვირა არაადამიანური ხმით და ერთი ისეთი შეიკურთხა თავადაც მოერიდებოდა ამმის განმეორებას ხელთავიდან -რაგჭირს ბიჭო ვერ ხედავ რო კიდიხარ და ამილახვარს კიდია მთელი დღე კისერზე -არაა ეგ არავის საქმე გაიგეთ ყველამ?-კიდევ ერთხელ დაიქუხა ტვილდიანმა და კლასიდან გავიდა -სულ და**რდა ეს,-რატიმ სახიდან სისხლი მოიწმინდა მაგრამ იჩქარა მიუხედავდა იმისა რომ კლასის გარჩევებს ვერ ვიტანდი ახლა საბამ გაუაქანა სიფათში თავისი მარცხენა და ტვილდიანს გაყვა ძალიან ვიყავი ნაწყენი რატიზე არადა არ მიმიცია მისთვის მიზეზი რომ ასე შევეძულებინე ის კი უკვე რამდენიმე წელია ვერ მიტანს და ყოველთვის ცდილობს დამამციროს არა ვიცოდი ტვილდიანს ერთხელ ეს ყელში ამოუვიდოდა და სამაგიეროს გადაუხდიდა მაგრამ მურმანის გაკვეთილზე თუ გააკეთებდა ვერ ვიფიქრებდი სულ მეგონა მაკას გაკვეთილზე დაახტებოდა თავზე და რატის ერთ ძვალს ვერ გაიტანდნენ მთელს იმიტო კი არა რომ მაკა დაბალი ღობე იყო და მისი არ გვერიდებოდა პირიქით როგორც დამრიგტებელს მაკას დიდ პატივს ვცემდით უბრალოდ რატი მაკას გაკვეთილზე ზღვარს გადადიოდა ჩემთან მე კლასიდან არ გავსულვარ არც ის ვიცოდი კოსტა და საბა სად წავიდნენ იმედია ახლა ერთმანეთს არ უსისხლოიანებენ სახეს მეთქი ვიფიქრე და ორივე განტოლება მე ამოვხსენი ორივე რა ორივე ხერხით. მურმანის გაკვეთილის შემდეგ მუცლის საშინელი ტკივილი მოვიმიზეზე და მამიდაჩემი გამოიძახეს -რა დაგემართა ახლა ლისა ჰა? -არაფერია მამიდა წამოვწვები და გამივლის -ლისა რა გჭირს?-მკითხა ლადომ გასვლისას და იქვე მდგომი ტვილდიანიც დაიძაბა პასუხის მოლოდინში ლადოსთვის არაფერი მითქვამს უბრალოდ თვალი ჩავუკარი და მანაც გაიცინა -შემომიარე საღამოს მოგწერ რომ მოვმჯობინდები მამიდაჩემზე ვანიშნე რომელიც წინ მიდოდა -კაი ჩემო ლამაზო წადი ახლა ცოდო ხარ,-ლოყაზე მაკოცა ლადომ. საღამოს უკვე მე და ლადო ფილმის მერე პოპორნს ვჭამდით და ჩემ ამბებს ისმენდა -ეგ რატი მემგონი ვერაა ცოტა -ყველა შენნაირი კარგი ხო არ იქნება არა,-გავეკრიჭე მეგობარს -რას გაუსვი ახლა ხაზი გააჩნია -შენს შარმს და მედიდურობას რომელიც გაიძულებს გალანტური იყო -ნუ ეგ ჰო -ვაიმე ლისია რამდენიხანია არ გვიჭორავია გუშინ გიოსთან ერთად ვიყავი კინოში -მართლა,-აღვფრთოვანდი -ჰო იცი რა კაი ტიპია -აუ მაგარია ლადო -ჰო თან საერთო ნაცნობი არ გვყავს და არ მეშინია რო ჩემ საიდუმლოს თავს მოხსნის და გადმოაფრქვევს -კაი რა ლადო კეთრი კი არ გჭირს -მე კეთრზე უარესი მჭირს ჩემი ოჯახისთვის -ვაფშე წამოდი და ჩემთან იცხოვრე რა პრობლემაა -შენ გინდა სახლში პ**არასტი მეგობარი ჩაგისახლდეს? -კიდევ ერთხელ დაუძახებ შენს თავს მაგ სიტყვას და ხმას არ გაგცემ -კაი ჰო ნუ მებუტები ოღონდ მოდი აქ ძალიან მიყვარხარ ჩემო ლამაზმანო -ოჰ რა ხმამაღალი ნათქვამია. მეც ძალიან მიყვარხარ -ჩემი მზის სხივი ხარ ლისია -ლადო,- -ღმერთო ეს ბიჭი ღმერთკაცია,-აღმოხდა ლადოს და მეც მივაშტერდი ეკრანს მერე ორივეს სიცილი აგვიტყდა და ასე მხიარულად მალე ჩაგვეძინა ჩახუტებულებს -ისე რო რამე კოსტას არ ურიგდები?-ლადო დილას აბაზანიდან გამოვიდა და ისტორიული სიტყვა წარმოთქვა -კი როგორ არა -კაი რა -შენც გაბრაზდებოდი ჩემზე და გიოზე არა? -ენა გავიკმინდე,-სიცილით თქვა ლადომ და ხელები აწია -სხვა სხვის საქმეში ბრძენია -თვით გენიაა მაგის ავტორი,-დამიმთავრა ფრაზა ლადომ და გადაიხარხარა -მიდი მიდი ჩაიცვი თორე მაია კუბოებში ჩაგვდებს -მერედა რა მიხდება მუხის ხე -ვაი შე საცოდავო მუხას ვინ გაღირსებს მამიდაშენი სუდარით მოგისვრის ორმოში და მამაშენს ფოტოშოპით გაკეთებულ კუბოს გაუგზავნის შეხედე რა მაგარი ვარო -ენა გაგიხმეს მაგისთვის,-სიცილისგან სულს ვერ ვითქვამდი მითუმეტეს რომ მამიდაჩემი მართლა ასე მოიქცეოდა -მე კიდე ძაძა მხატავს -ხო იცი მე თეთრებით გლოვის მომხრე ვარ -კაი ჰო არ შემარგო ახლა,-ბალიში გამომიქანა და დივანზე მსახიობურად დახტა -ლადო მართლა ჩაიცვი. ეგგრე მოდიხარ? -რას უწუნებ ჩემ სვირინგებს? -არაფერს ეგ კი არა მოგბაძე მარა შიშველი სკოლაში მისვლა არ შეიძლება -ჰო მართალი ხარ რატი მაგდენს სად გაუძლებს,-თავის დაკუნთულ სხეულს დახედა მე კიდე პირი დავაღე,-რას მიყურებ ელვაში დაბმული ცხვარივით -ვერ მიგიხვდი -როდიდან ვერ გიტანს რატი? -დაახლოებით ორი წლის წინ დაიწყო როცა მე და კოსტა შეყვარებულები ვიყავით -როდიდან გაუფუჭდა ურთიერთობა კოსტას და რატის? -რაც მე და კოსტა .... ღმერთო ჩემო,-წამოვიკივლე უეცრად -გენიოსი ხარ ლისა როგორ მიხვდი,-ირონიულად მკითხა ლადომ -ლადო ხვდები რო ეგ ბევრ რამეს ხსნის? -მერე ჩვენ რა მხრები აიჩეჩა ლადომ -არც არაფერი -ისე ძაან სასაცილო კია რატისნაირი ჩხუბისთავი გულში იმას მალავს რომ გეია და თავდავიწყებით არის შეყვარებული თავის საუკეთესო მეგობარზე -მორჩა სანამ კიდე რამე მაგარი არ ღმოგვიჩენია დავახვიოთ,-ვუთხარი და მაისური ჩამოვაცვი თავზე -მიშველეთ მაცმევენ,-აკივლდა ლადო და სიცილით დავტოვეთ ბინა პარიზის ღვთის მშობლის ტაძარს ვუყურებდი მიუზიკლს ის იყო დამემთვარებინა კიდევ ერთხელ ოპერი სმოჩვენების ყურება და ვფიქრობდი რა საცოდავები არიან ახლანდელი მწერლები რამდენი შრომა და ოფლის ღვრა უწევთ და მაინც არ უნდა დაწერონ ახალი და შესანიშნევი ნუთუ ყველა დიდებული ნაწარმოები უკვე დაიწერა თუმცა როგორც ფარსმან სპარსმა თქვა ჯერ არ დაწერილა ყველას მჯობნი წიგნი და მეც ველოდიუ როდი დაიწერებოდა იგი მანამდე კი ვტკბებოდი Garou-ის სასწაული შესრულებით რამდენი ვარიანტი არ მომისმენია ამ გენიალური სიმღერის Belle მაგრამ მხოლოდ მისი ხმა მწვდებოდა სულში არასოდეს არ მომბეზრდებოდა მისი მოსმენა მოულოდნელად ჩემმა მობილურმა ვიბრაციის ხმა გამოსცა მობეზრებულად გადავწვდი მაკა იყო ვიფიქრე ალბათ ახლა გამიჭედავს სკოლაში რატო არ იყავი ამ კვირაშიო მაგრამ მაინც ვუპასუხე -ღამე მშვიდობისა მას,-ვუთხარი მშვიდად -ღამე მშვიდობისა ლის იცი რა უნდა გთხოვო? -გისმენ მას მითხარი -კოსტას ვერ ვურეკავ და ნომერი მითხარი რა მაგისი -ახლავე ორი წუთი,-ნომერი მოვძებნე და ვუკარნახე -არა ლისია ეგ მეც მაქ და ვერ ვრეკავ მაგაზე -ხო მშვიდობაა? -დირექტორი იბარებს მურმანის გაკვეთილზე რატი უცემია და მაგის დედა ხო იცი რანაირი ქალია მოვიდა და ,,სამართალის აღსრულებას ითხოვს,, - მე სხვა ნომერი არ ვიცი სოციალურ ქსელში მიწერეთ -აუ ლისა ეგეც რო გთხოვო ზედმეტი იქნება დილით თუ შეძლებ მიაკითხე რა სახლში მე ვერ გამოვდივარ ბავშვი მყავს ძალიან ავად -კაი მოვიფიქრებ რამეს -მქონდეს შენი იმედი? -კი ვნახავ მე -კარგი ჩემო ლამაზო ღამე მშვიდობის. არა ლიაის დებილი ხარ და მერე იტყვი რას მლანძღავო,-შევუძახე საკუთარ თავს რაგინდოდა რას პირდებოდი? ძლივს თავს შორს იჭერს შენგან არა უნდა მიხვიდე ახლა და რას იზავს კაცმა არ იცის გონება გამინათდა და ლადოს დავურეკე რომ წამომყოლოდა თავიდან მითხრა კი რა პრობლემაა ჩემო მზეოო მაგრამ მერე მითხრა ვერ მოვდივარო აზრი არ ჰონდა უკან აბრუნებას ტაქსი გავაჩერე და კოსტასთან ავედი წერილი მქონდა გამზადებული უნდა დამეტოვებინად და წამოვსულიყავი მაგრამ კარი ღია დამხვდა გამახსენდა ბოლო ვიზიტი ამ სახლში და სუნთქვა შემეკრა თუმცა მერე ისიც გამახსენდა რომ კოსტას დედა კვირაობით სააბადმყოფოში მორიგე იყო და ახლა ღამის პირველი საათი იყო ვიფიქრე იქნებ კოსტას ჩაეძინა და კარი ღია დარჩა მეთქი სახლში კვამლის ბუღი იდგა ფანჯარა გავაღე და დაუფიქრებლად წავედი კოსტას ოთახისკენ მაგრამ რას ვხედავ იქ ზის რატისთან ერთად ხელზე ლახტი აქვს გადაჭერილი და ამობურცულ ვენაში წამლის გაშვებას აპირებს. თვალები შუბლზე ამივიდა ჩემ დანახვაზე ნემსი გაუვარდა -რაგინდა აქ,-შემომიღრინა კოსტამ და რატის მოწოდებული შპრიცი გამოართვა -რატი წადი,-დავიქუხე მე -არსადაც არ წავალ,-ამომხედა ნიშნის მოგებით -გააკეთე რასაც გეუბნება,-გადახება კოსტამ -კი მაგრამ მე -რატი წადი მეთქი თორემ პოლიციას გამოვიძახებ და შენ როგორც ვიცი არასრულწლოვანი ხარ ჯერ კიდევ -ხვალ გნახავ,-გადახედა კოსტას და გასვლის წინ თავისი ბინძური ტუჩებით მაკოცა მხარზე სასწარაფოდ გავიწმინდე მეგონა მთელი სხეული მომისვარა მისი ავადმყოფური ჭუჭყით -ხომ წავიდა ახლა შენც წადი,-მითხრა კოსტამ და შპრიცს დაახურა -მეც მნინდა,-გავუწოდე ხელი -ლისა არ გამაბრაზო -ან მეც მიწილადებ ამ არც შენ გაიკეთებ -წადი ლისა რაგინდა ჩემგან გამაგებინე? -მინდა რომ ეს საზიზღრობა ახლავე მოაშორო,-შპრიცი გადატეხა და სანაგვეში მოისროლა -კიდევ გაქვს? -ამდენად მდიდარი გგონივარ? -ეგ არაა პასუხი ჩემ კითხვაზე -არა არ მაქვს,-საწოლზე გადაწვა -ადექი და წამოდი -სად? -ჩემთან სახლში -უცხო გოგოებს სახლში არ მივყვები და არც მანქანაში ვუჯდები -კოსტა ადექი ახლავე -თავი დამანებე -აქ მარტო არ დაგტოვებ,-თვალები ჩაწითლებული ჰქონდა ღმერთმა უწყის რა მოწია -კოს ადექი რა გთხოვ ძალაინ დაღლილი ვარ,-ერთბაშად მოვეშვი და სავარძელზე სადაც მანამდე რატი იჯდა გადავესვენე -კარგი უნდა გამოვიცვალო გახვალ თუ იქნები? -დროზე,-სახლი მოვათვალიერე ელექტროენერგია გაზი გამოვრთე და ფანჯრებიც დავხურე -წავედით? -ჰო,-ეზოში რომ ჩავედით და სახეზე ნიავი მომხვდა ყველა უჯრედი ერთიანად მომიდუნდა ნოემბრის ცრილი ღამე იდგა კოსტამ ხელი აიქნია და ტაქსი გააჩერა -მომაწვინე,- ვუთხარი როცა სიგარეტი ტუჩებში მოიქცია -ლისია -რა -რაგინდა ვერ ვხვდები სახლში ასვლა შემომთავაზე შენთან და მოგყვები სხვას რას მთხოვ?-ტაქსის მძღოლმა უკანა ხედვის სანკეში გადმომხედა ჯერ მე მერე ტვილდიანს -ვნახოთ ღამე როგორ ჩაივლის და მერე გეტყვი,-ვუთხარი და გამომწვევად შევხედე ტუჩის კუთხხე ჩაუტყდა და ვნებიანად ამათვალიერა -მოვედით,-გამოსცრა კბილებს შორის მძღოლმა -მადლობა,-ფული გაუწოდა ტვილდიანმა და ჩემი სადარბაზოს კიბეს შევუდექით რატომ ვზრუნავდი ტვილდიანზე სულელი შეყვარებული ქალივით? ვიქცეოდა კაცის გამო ყველაფერზე როა წამსვლელი მაგრამ საამისოდი ბევრი მიზეზი მქონდა კოსტასმიმართ ჩემი გრძნობები, დედამისადმი გაჩენილი თანაგრძნობა მე თავად უდედოდ გაზრდილს ყველა დედა გმირად მიმაჩნდა კიდევ იყო მოქალაქეობრივი ვალი რომ ჩემ თვალიწინ ახალგაზრდა სხეული არ განადგურებულიყო ამას გარდა კოსტა კლასელი იყო და კიდევ ბევრს მოვიფიქრებ ოღონდ ჩემი საქციელი გავამართლო ახლა ასე რომ გავჩერდები. სახლში შესული კოსტა სააბაზანოსკენ გაემართა -მშია,-გამომზახა და კარი დახურა -რას შეჭამ? -სულ ერთია მაგრამ ძალიან მშია გაითვალისწინე,-გავითვალისწინე რატომაც შიოდა ასეთ დროს ასე ძალიან და ჩემმა გულმა ერთი დარტყმა გამოტოვა. მაცივარში რაც მქონდა ყველაფერი მოვამზადე სალათიც გავაკეთე და გამოსაცვლელად წავედი რომ დავბრუნდი კოსტა ნახევრად შიშველი იჯდა ტელევიზორის წინ და რაღაც უაზრო გადაცემას მიშტერებოდა თან ჭამდა -არ გეძინეება?,-ვკითხე და სავარძელში ჩავეშვი -არა დაიძინე შენ და დავწვები მე -არა არ მეძინება არც მე რამე საინტერესოზე მაინც გადართე,-პულტი გადმომიგდო და ფეხები მაგიდაზე შემოაწყო. რამდენჯერმე გადავრთე და ერთ არხზე ქარწაღებულნი აღმოვაჩინე ნახევარი ფილმი გასული იყო უკვე. -*ზია რა ეს სკარლეტი,-დაასკვნა მოულოდნელად კოსტამ და თავი უკან გადააგდო -სკალეტი გადარჩენისთვის იბრძვის -გადარჩენისთვის კი არ იბრძვის ვერ ძღება -ჰო როგორც არის,-მხრევი ავიჩეჩე -სხვათაშორის ერთხელ მაგის ავტორი შეადარეს სკარლეტს და გაჭედა -შენ საიდან იცი? -სოციალური ქსელში წავიკითხე -ნუთუ ასეთი გვერდებიც გაქვს გამოწერილი -ნუ მაყენებ ზრდილობიან შეურაძხყოფებს თუ შეიძლება -კარგი ჰი,-თავი სავარძელს ჩამოვადე და მალევე ვიგრძენი რომ თვალების გახელკა აღარ შემეძლო. სიზმარში არ ვყოფილვარ უკეთესი იყო ბურანში ვიყავი და ყველაფერს მე ვმართავდი სასოიამოვნო შეგრძნება იყო ზღვის ნაპირზე ვიდექი და ქარი მიწეწავდა თმას სულ თეთრი სამოსი მეცვა ირგვლივ ყველაფერი ფერადი იყო წყალიც სუფთა და კამკამა ვიდეიქ და თითქოს სიამოვნევბის გარდა ყველა გრძნობა გაექრო ვიღაცას. მერე სიმსუბუქე ვიგრძენი და მივხვდი ტვილდიანს საწოლში მივყავდი -აღარ დამსვავ?-ვკითხე და თავლები გავახილე -სანამ თვალებს არ დახუჭავ არა -რატომ?-გამიკვირდა და უამრავი კითხვა გაჩნდა ჩემს თავში -იმიტომ რომ პირსახოცი ჩამომძვრა,-ტუჩები მოწკურა ტვილდიანმა და მე იმხელაზე გადავიხარხარე ლამის ხელიდან გავუვარდი -ლისია შენ თუ არ გიქმნის დისკომფორტს ეს სიტუაცია მე პრობლემა არ მაქვს -კაი ჰო მიდი ვხუჭავ -მორჩა მზადვარ,-გამოაცხადა ტვილდიანმა და რომ გავხედე თავისივე ტანსაცმელი ეცვა მე ისევ ვიცინოდი -მიიწიე მეც დავწვები -შენი საწოლი გვერდით ოთახში გავშალე -მე აქ მინდა,-გვერდით გადამწია და თვითონაც დაგორდა საწოლზე -საბა როგორაა? -რატომ გაგახსენდა ახლა საბა -ეს რა არის ადრე არ გქონდა,-ვკითხე და მხარზე არსებულ პატარა ჭრილობაზე ვანიშნე -ცურვაზე ვიტკინე ტრამპლინიდან რომ ვხტებოდი -კოსტა რა ფეთხუმი ხარ ისეთ მშვენიერ სპორტსაც როგორიც ცურვაა სახიფათოს ხდი -მაპატიეთ თქვენო უმაღლესობავ ასე რომ გაღიზიანებთ ჩემი არსებობით -არაუშავს გადავიტან,-მხარიდან ხელი ავუღე და ისევ ზურგზე დავწექი -მიყვარხარ -გეყოფა ტვილდინი -არ გჯერა? -არა -არც მე ვაპირებ მტკიცებას -ძალიან კარგი,-ზურგი ვაქციე და დავიძინე. დილას გაღვიძებულს კოსტა არა მაგრამ ველური შროშანების მთემი თაიგული დამხვდა საწოლზე ,, არ ინერვიულო მართლა მივიდივარ ამჯერად,, ........ იმედია მოგეწონებათ ძალიან ვღელავ. მართლა იმდენი ხანია არაფერი დამიდია გაკვეთილს ვუყურე როგორ ამეტვირთა სიახლე :. ველი შეფასებებს მიყვარხართ Ps შეცდომებისთვის და სასვენი ნიშნებისთვის უმორჩილესად გიხდით ბოდიშს. :* |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.