შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცხოვრება მშვენიერია (2)


24-06-2018, 19:40
ავტორი black13
ნანახია 1 134

ლილი-ნიკა დედი მოხვედი სახლში?
-კიი მოვედი. ვითომ ძალიან გაგიხარდა ნარკომანი შვილის დანახვა.
-დიახაც გამიხარდა. რაც არ უნდა იყოს შენ ჩემი შვილი ხარ.-ლილი მივიდა და ნიკას მიეხვია. ნიკას ესიამოვნა ეს მაგრამ მალევე მოიშორა და თავის ოთახში შევიდა. ლილიმ მიაძახა.-ნიკა შვილო არ გშია.-ნიკას არაფერი უპასუხია.ლოგინზე წამოვა და ფიქრი დაიწყო. გაახსენდა თავისი ბავშვობა თუ როგორი ბავშვი იყო, მშობლებთან როგორი ურთიერთობა ჰქონდა. ნიკას ეს ყველაფერი მოენატრა. მაგრამ გაიფიქრა დროს ვეღარ დავაბრუნებო. იმაზე არც უფიქრია რომ შეცვლა შეუძლია. არა რა ძალიან სულელი ბიჭია ნიკა. უაზრო წამლისთვის და კაიფისთვის ხუთი წელი ან კიდევ მეტი დაკარგა. ფიქრებში ნიკას ჩაეძინა, ასე მშვიდად მას კარგა ხანია აღარ სძინებია. ნიკას თითქმის შუადღემდე ეძინა მოეწონა სუფთა გონებაზე გაღვიძება. საწოლიდან წამოდა, პირდაპირ სააბაზანოსკენ გასწია რათა შხაპი მიეღო. საშინლად შიოდა ნიკას აბაზანიდან გამოვიდა თუ არა ეგრევე სამზარეულოს მიაშურა. ლილის ნიკას საყვარელი კერძები გაემზადებინა. ის საჭმელები მოამზადა რასაც ბავშვობაში ჭამდა და უყვარდა. ახლა აღარ იცოდა რა მოსწნდა მის შვილს, რას ჭამდა ან სად მიირთმევდა.
-დილამშვიდობის ლილი.
-დილამშვიდობისა ნიკა.
-რა გვაქვს საჭმელი?
-რაც შენ გიყვარს ყველაფერი.
-ვაა მართლა მაგარია.
- მოდი მიირთვი.-ნიკა სუფრას მიუჯდა და გემრიელად შეექცეოდა საჭმელს. საუზმობას რომ მორჩა, თავის ოთახში შევიდა გამოიცვალა ტანსაცმელი და წავიდა. ლილისსთვის არაფერი უთქვამს. ლილის ძალიან ეწტინა ეს ამბავი რადგან იფიქრა ისევ აღარ დაბრუნდება სახლშიო. ნიკა თბილისის ქუჩებში ბოდიალობს თან ფიქრობს ყველაფერზე. მოეწონა ფხიზელი თვალით დანახული თბილისი კარგა ხანია არ დაუნახავს ასეთი თბილისი, თითქოს შეცვლილი ეგონა. შემოდგომის საღამო იყო,თბილი სიო უბერავდა. ნიკა სკამზე იჯდა და და ფიქრობდა, რაღაცნაირად იცვლებოდა, უფრო კარგისკენ. აღარ უნდოდა ნარკოტიკზე დამოკიდებული ყოფილიყო. ნეტა რამ შეცვალა ეს ბიჭი. რატომ უნდა რომ შეეშვას ნარკოტიკებს.ნიკა ფეხზე წამოდგა და სახლისკენ წავიდა. სახლში რომ შევიდა, ლილიმ რო დაინახა სახლში შემოსული ნიკა სიხარულით აღარ იყო.
-ლილი როგორ ხარ?
-კარგად ვარ შვილო კარგად. რა მიჭირს, მთავარია შენ მყავდე სახლში და აღარ დავეძებ.
-კარგი ლილი მამაჩემი სადაა?
-სამსახურშია მალე მოვა. არ გშია შენ?
-კარგი ლილი რომ მოვა შოთა დამიძახე და სალაპარაკო მაქვს თქვენთან. არა არ მშია ვჭამე უკვე.
ნიკა ოთახში შევიდა. ნარკოტიკი უნდოდა მაგრამ არ ქონდა არც უნდოდა რომ გაეკეთებინა რადგან შეცვლა უნდოდა. ლოგინზე იწვა და ფიქრობდა როცა ლილიმ დაუძახა.
-ნიკა დედი მოვიდა შოთა.
-კარგი ახლავე.-ნკა ზანტად წამოდგა ფეხზე და მისაღები ოთახისკენ აიღო გეზ, სადაც შოთა და ლილი იყვნენ. ნიკას თვალები ჩასისხლიანებული ქონდა, უკვე ჭკუიდან იწეოდა ისე უნდოდა წამალი.
-გამარჯობა შოთა.
-გამარჯობა ნიკა როგორ ხარ?როგორ მოხდა რომ გვიკადრე მშობლებიც.
-ზუსტად მაგ თემაზე მინდა საუბარი.
-მიდი აბა გისმენ.
-შოთა ამ წუმპედან ამოსვლა მინდა, აღარ მინდა ასეთი ცხოვრება დავიღალე, ახლა ვიცი მკითხავ რამ შემცვალა ასე უცებ. ეგა არც მე ვიცი. უბრალოდ მინდა შევიცვალო და შენი ან თქვენი დახმარება მჭირდება და დამეხმარეთ რა.
-კარგი ნიკა ვხვდებივ რომ გულით ამბობ ამ ყველაფერს და დაგეხმარები მე შენ.
-კარგი შოთა.-ნიკა ოთახში შევიდა შოთა გაოცებული ჩამოჯდა დივანზე და ლილის კითხა.
-ნეტა რა დაემართა ამ ბიჭს რამ შეცვალა ასე მალე?
-არვიცი შოთა გუშინ სახლში რომ მოვიდა მეც გამიკვირდა.
- ახლა დათოს დავურეკავ და გავიგებ როგორ და რანაირად შევძლებთ დახმარებას. -შოთამ ყველაფერი გაარკვია თუ როგორ უნდა დახმარებოდა თავის შვილს. ნიკას უთხა თუ სად იკრიბებოდნენ თერაპიაზე მისი მსგავსი ხალხი.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent