შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სტეფან როუზი


25-06-2018, 17:57
ავტორი nathali lifhonava
ნანახია 1 033

სტეფან როუზი
თავი 1


შევიდა თუ არა ამოდენა დარბაზში პირი გაკვირვებისგან ღია დარჩა.
გაფაციცებით ათვალიერებდა აქაურობას,შესვლისთანავე მოხვდა თვალში უზარმაზარი კორიდორი,ლამაზად გამოწკეპილი მოსამსახურე,ამასთანავე კორიდორის მარჯვენა და მარცხენა მხარეებზე ჩამწკრივებული ულამაზესი შედევრები,ვინსენტ ვან გოგის "მზესუმზირები",ლეონარდო და ვინჩის "მონა ლიზა" , რაფაელ სანტის "ქრისტეს კუბოში ჩასვენება",სტეფანი კარგად იცნობდა ამ ნამუშევრებს,ის გატაცებული იყო ხელოვნების ამ ულამაზესი დარგით,მხატვრობა მას სიამოვნებას ანიჭებდა,ის აღფრთოვანებული იყო რაფაელ სანტის "ქრისტეს კუბოში ჩასვენებ"-ით,ახლაც კი ვერ დამალა აღფრთოვანება და სახეზე წამოწითლდა,ღაწვები შეეფარკლა და წინ მიმავალ კრისს ძლივს-ძლივს წამოეწია.
სტეფანი არ იყო ასეთ ადგილებს შეჩვეული,ის უბრალოდ ვერასდროს წარმოიდგენდა თუ ბედი ასეთ რამეს უმზადებდა,მის სოროშიც კარგად გრძნობდა თავს.
ჰქონდა სტეფანს რამდენიმე ასეთი წიგნიც წანაკითხი,სადაც გამუდმებით მდიდარი ადამიანების ცხოვრებას აღწერდნენ,არ ეგონა თუ რეალობაშიც ასე ხდებოდა,მაგრამ მოლოდინი გაუმართლდა.სტეფანს ზღვის სუნი ასდიოდა,გაცვეთილი ფეხსაცმელი და გაცვეთილი ტანისამოსი ეცვა,ასევე კარგად იყო გამოკვეთილი მისი გახუნებული საყელო.
რწევით მისდევდა სტეფანი მის თანამგზავრს და თან გაფაციცებით იყურებოდა აქეთ-იქეთ,ეშინოდა კარადას არ წამოსდებოდა ძლიერი მხარბეჭით ან თუნდაც ძვირფასი ნივთები არ წამოეხვეტა ამა თუ იმ ადგილიდან.ეს უზარმაზარი ოთახები ვიწრო სჩანდა როუზის აცაბაცა სიარულისათვის.
_სტეფან,დამშვიდდი საშიში არაფერია,ეს უბრალოდ სახლია-სცადა მისი მეგობრისთვის ყურადღება გაეფანტა კრისს,ხვდებოდა როგორი შეშინებული იყო მისი თანამგზავრი.
სტეფანი მიუხვდა კრისს ჩანაფიქრს და ახლა უფრო თავდაჯერებულად გაჰყვა უკან მეგობარს.
სამწუხაროდ სტეფანის თავდაჯერებულობამ დიდხანს არ გასტანა და კვლავ დაეტღო ღელვა,თვალები აენთო და ისევ წამოწითლდა.
_კარგი სტეფან,რა გჭირს?! ადამიანი არა ხარ?მე შენ მამაცი ადამიანი მეგონე,თავდაჯერებული,მაგრამ შევცდი,როგორ გეშინია სიარულისა?ამოდენა დარბაზებში დადიხარ და იმისა გეშინია რამეს არ დაეჯახო მოცუცქნული მხარბეჭით?!ცოტახანიც მოიცა ნახე როგორ შეეჩვევი-ეს უთხრა კრისმა და სტეფანი მარტო დატოვა წიგნებისა და სხვადასხვა გამოჩენნილი მხატვრების ნამუშევრებით სავსე ოთახში.კრისს უბრალოდ სურდა რომ მეგობრისთვის თავდაჯერებულობა შეემატა.
მაგრამ,ამოდენა ოთახში მარტო დარჩენილი სტეფანი უფრო დაიბნა,და შიშმა შეიპყრო,კრისის იდეამ არ გაამართლა.
ხუთი წუთი იდგა ერთ ადგილას როუზი და სივრცეს გაშტერებოდა.
ძლივს გამოერკვა და ოთახს თვალი გადაავლო,პირველი რაც როუზს თვალში მოხვდა წიგნებით გადაჭდობილი თაროები იყო,ძალიან უყვარდა წიგნები მაგრამ მათ შესახებ არაფერი იცოდა,არც ის იცოდა რა როლი აკისრია წიგნებს ადამიანის ცხოვრებაში,მას უბრალოდ ლექსებისა და რომანების კითხვა იზიდავდა...წიგნებს რომ თავი დავანებოთ სტეფანმა დანამდვილებით იცოდა რომ "ხელოვნება მისი ცხოვრება იყო""ხატვა ყველაფერს ერჩივნა"
განა რაიმეს ჯღაბნიდა?!
არა,ეს სისულელეა,ის ნამდვილი მხატვარი იყო,მას ჰქონდა ნიჭი მაგრამ არა შესაძლებლობა.
როუზი გატაცებული იყო ხატვით,მაგრამ ძალიან უხარისხო საღებავები ჰქონდა,რის გამოც ხატვას თავი მიანება,არც ბევრი დრო ჰქონდა რომ ეხატა და შედევრები შეექმნა,ის ხომ სულ მუშაობდა,მან არ იცოდა დასვენება რა იყო,და როგორი შეიძლებოდა ყოფილიყო.
გემზე მუშაობდა სტეფანი,მთელი მისი ცხოვრება გემზე გაეტარებინა.ზოგჯერ როდესაც გემზე იყო დროს იხელთებდა და ხატვას შეუდგებოდა.
იხსენებდა სტეფანი განვლილ ცხოვრება,მოაგონდა 2015 წელი 17 სექტემბერი 14:00 საათი იყო,გემზე იყო მაშინ როუზი და მუშაობდა,როდესაც მუშაობა დაასრულა გადაწყვიტა რაიმე დაეხატა, თავში რაფაელ სანტის "ქრისტეს კუბოში ჩასვენება" გაახსენდა,გადაწყვიტა ეს მსოფლიოს შედევრი დაეხატა მას.მისი უხარისხო ფანქრები ყოველთვის თან ჰქონდა,ხატვა დაიწყო თუ არა ტანში სასიამოვნოდ გასცრა,ჟრუანტელმა დააყარა,მას უბრალოდ ხატვა სიცოცხლეს ერჩივნა!
თავიდან შეუმჩნეველი შტრიხები გაავლო,შემდეგ უფრო გაამუქა,სწორი ხაზების გავლა დაიწყო თუ არა წამსვე შეეშალა,გემი ირწეოდა და ძალიან უჭირდა ხატვა.
ბოლოს თავი შეიმაგრა და დაწყებული ნამუშევრის ბოლომდე დასრულება გადაწყვიტა.
ღამის 2:00 საათი იყო ნამუშევარი რომ დაასრულა და მისთვლიმა.დილით გაიღვიძა თუ არა თვალში მოხვდა მის წინ დაყრილი მისივე ნამუშევრის ნაგლეჯები.
რა უგულონი არიან ეს ადამიანები!-გაიფიქრა წამსვე სტეფანმა და კბილებში გამოსცრა.


თავი 2
თავს ძლივს იკავებდა სტეფანი იქვე არ დაეხრჩო ყველა,მან,ისეთი ჩხუბი იცოდა ალბათ ორმოცდაათ ადამიანს ერთად დააგდებდა.ბოლოს მაინც შეიკავა თავი,მისი ნერვების დაოკება ძალზედ ადვილად გამოსდიოდა,ძალიან შეებრალა მისი ნამუშევარი,ის ხომ შუა ღამემდე ხატავდა მას?!
ნაგლეჯები შეაგროვა,ერთ სუფთა ქაღალდში გაახვია და მის პატარა და ამავდროულად გაცვეთილ ჩანთაში მოათავსა.
ჩანთის ელვა შეკრა თუ არა კაპიტნისკენ გაემართა.
_კაპიტანო ჯო!-შეჰყვირა მან,კაპიტანი არ მოელოდა და კინაღამ გემიდან თავით გადაეშვა.
_გისმენ სტეფან-როგორც შეეძლო ჯოს ისე შეარბილა მისი,სტეფანისთვის უკვე ამაზრზენი და გულისამრევი ხმა.
_ჩემი ნამუშევარი ვინ გაანადგურა?!მე ხომ მას შუა ღამემდე ვხატავდი?!-გამწარებული "ბღაოდა" სტეფანი,თვალებიდან სიწრის ცრემლები წასკდა და კინაღამ თოთო ბავშვივით აბღავლდა მაგრამ თავი შეიკავა.
_აჰ,ნამუშევარი?!-დასძინა ჯომ-მაგას ნამუშევარი ერქვა საერთოდ?ის საშინელი ნახატი,შენთვის შედევრს წარმოადგენს სტეფან?ხუმრობ ალბათ-კვლავ დასძინა ჯომ.
_არ ვხუმრობ,ის რაფაელ სანტზე უკეთესი ნამუშევარი იყო.
ახლა კი უფრო დასძინა მას ჯომ,ასევე გაბრაზდა,ეს უმაქნისი თავს რაფაელ სანტს ადარებსო?ადარებს კი არა უკეთესიც კი ჰგონიაო,უკვე გამწარებულმა უთხრა ჯომ
_ბრიყვი ხარ სტეფან,ნამდვილი ბრიყვი!,როგორ რაფაელს როგორ ადარებ თავს?გირჩევნია შენს სოროში დაეტიო,ხატვა შენი საქმე არაა სჯობს შეეშვა!
ნიუ-იორკს ნუ არცხვენ სტეფან!
სტეფანს გონებაში ჰქონდა ჯოს სიტყვები გამჯდარი,მერე დიდი ხანი ფიქრობდა,მგზავრობიდან დაბრუნებულმა მის ყველა ნამუშევარს გადაავლო თვალი და აგიზგიზებულ ცეცხლში მოისროლა
_მე მართლაც არ ვარ მხატვარი-ეს იყო მისი ბოლო სიტყვა,და მხატვრობასაც შეეშვა,გული კი წყდებოდა მაგრამ ხვდებოდა რომ არც მხატვარი დადგებოდა!

თავი გააქნია რათა მისი ფიქრები გაეფანტა და გამოუვიდა კიდეც.
ეხლა მთელი კონცენტრაცია ოთახზე მოახდინა სადაც ის იდგა.
****
მდაჰჰ,შემიფასეთთ!!



№1  offline წევრი nathali lifhonava

ჰაიკო
საინტერესოა ნატალი. კარგია. ყველაზე მეტად ის მომეწონა რომ უკვე ყელში ამოსული ერთიდაიგივე სახელები არ დავინახე.

აჰჰ,დიდი მადლობა...
მეც მომაბეზრა თავი ვაჩემ და ალექსანდრემ;დდ
<3
--------------------
"როცა ვინმე შეურაცხყოფას მოგაყენებს, ნუ ეტყვი მას: „დაე ღმერთმა გადაგიხადოს“, იმიტომ რომ ეს თავაზიანი წყევლაა".

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent