უ'საზღვროდ /16/
თქვენი მათე და ლეააა თინი და ავთიკო რეზიკო და სოფიკოო დაააა ლილიიიიი ბებოო იმედია გაერთობით იხალისებთ და გაიმხიარულებთ საღამოს .............. დილაადრიან გაეღვიძა , არადა სულ რამდენიმე წუთით მოახერხა გამოძინება -შენ უნდა შემიწირო ხო?-მობილურზე გამოსახულ ფოტოს დახედა და სწრაფად წამოდგა- წუხელ მითხარი არ მოხვიდეო , მეძინებაო ...დილით არ ჩამობრძანდი ხოდა გაგაღვიძებ ახლა,მარტო მე უნდა მეღვიძოს? რა დღეში ვარ საკუთარ თავს ველაპარაკები - უმისამართოდ შეიკურთხა და სწრაფად დაიწყო მზადება. კარზე ზარი დარეკა და დაელოდა. მაშომ გაუღო ნახევრად ეძინა ,ხალათი ეცვა და თმაც არეული ჰქონდა -დილამშვიდობისა -მათეე ამ დილაადრიან რამ გაგაღვიძა -ესენი გამომართვი...სად არის ის? -სძინავს სად იქნება...ეს რა არის? -ლეას საყვარელი დონატებია ... ჩიფსებიც - ისე თქვა უკან აღარ მიუხედავს ,პირდაპირ საძინებლისკენ წავიდა და კარი დაუკითხავად შეაღო. მძინარე რომ დაინახა მაშინვე გაეღიმა , საწოლისკენ დაიძრა და გვერდით მიუწვა. წამსვე შეიშმუშნა ,თვალები გაახილა და უცებ წამოჯდა -აქ რა გინდა შენ...რომელი საათია -ოოჰ დათბა და გავშიშვლდითო ლიააკო? - ტუჩები გაილოკა ,ხელი მოხვია და ყელში აკოცა - წესით გუშინ დილას უნდა ყოფილიყავი აქ -რას აკეთებ...გამიშვი ხელი , ნუ ხარ უზრდელი.რა წესია დილაადრიან მძინარე გოგოს ოთახში შევარდნა? -დილით უფრო საყვარელი ხარ ,მითქვამს? -სულ დაშტერდი შენ ხო? - გაიცინა და საბანი მიიფარა -გიხდება ეს პერანგი -მეძინება მათე -მეც მეძინება, საერთოდ არ მიძინია წუხელ -ხოო ? მერე რას გამოვარდი ამ დილაადრიან დარჩენილიყავი სახლში . არ იცი რო უნდა გამოიძინო და ენერგია აღიდგინო? - ხელები მოიშორა, შორს გაიწია და წარბებშეკრულმა გახედა -როგორ გყავს ქერა -ვინ ქერა ... ენერგიის აღდგენა კი მჭირდება, ჩამეხუტე დავიძინოთ - საბანი მოაშორა და ხელის მოხვევა სცადა -ხო არა? ის ქერა მოიშორე და ახალი გყავს ვინმე? შავგვერმანია ამჯერად? -მგონი ცუდი სიზმარი ნახე ...მოდი ჩაგეხუტები და მშვიდად დაგეძინება -ხო რა თქმა უნდა წუხელ რომ გირეკავდი და არ მპასუხობდი მთელი ღამე იმ დროს დამესიზმრა კოშმარი ...ამ დილით თუ მოხვიდოდი რას ვიფიქრებდი,წარმოუდგენელია...ოდნავადაც არ მცემ პატივს . საერთოდ როგორ უნდ ავიყოთ ერთად ,ღამთ რომელიმე ჩვენ ნაცნობთან უნდა დაწვე და დილით ჩემთან ერთად ცახუტებულს ძილი გინდა? -შენ გოგო სულ გადაირიე? რა ნაცნობტან დავწვე და დილას ჩაგეხუტო ... მთელი ღამე ვერ დავიძინე რო ვიცოდი გზაში იყავი და საერთოდ რა გინდოდა ბორჯომში...სხვა ადგილი ვერ ნახეთ დაქალებმა დასასვენებლად? იდიოტი ვარ რა ...მატარებს აქ თავის ნებაზე და კიდევ მეეჭვიანება, თურმე ენერგიის აღდგენა მჭირდება -რომ არ მიპასუხეე?- საწოლის ბოლოსკენ გადავიდა და ქვემოდან ახედა -არ გამიგია .. ეტყობა სააბაზანოში რომ ვიყავი მაშინ დამირეკე. -მერე რატომ არ დამირეკე -იმიტომ რომ მერ ემეტყოდი ყოველ წამს მირეკავო -საერთოდ არ დაგირეკავს მათე -შენი ვერაფერი გავიგე,გირეკავ რატო მირეკავო...არ გირეკავ რატომ არ მირეკავო -მათეე - საწოლზე მუხლებით იდგა და თოიძეს უყურებდა -მათე ...რა მათე რა ასე ნუ მიყურებ-თქო მილიარდჯერ გამიფრთხილებიხარ -მოდი ,დავიძინოთ...- ხელები გაშალა და გაუღიმა -აღარ მეძინება ! -გაკოცებ და დაგეძინება -აუცილებლად ნერვები უნდა მომიშალო და ვიჩხუბო კოცნა რომ მოგინდეს? -არ მოხვალ? -ეს პერანგი ძალიან მოკლეა ...ყველაფერი გიჩანს - წელზე ხელი მოხვია და სხეულზე აიკრა.ძილისგან დასიებულ ტუჩებზე აკოცა,ჯერ ფრთხილად შეეხო მერე ჟრუანტელმა რომ დაუარა თავი ვეღარ შეიკავა და კოცნა გააღრმავა-დავიძინოთ-საწოლზე დააწვინა, თავი მის ყელში ჩამალა და თვალები დახუჭა -დავიძინოთ - თმაში შეუცურა თითები და ლოყაზე ტუჩები მიაწება -ბავშვებო ისაუზმებთ?- კარი რომ გააღო და შიჭყიტა უკვე ორივეს ეძინა,გაეღიმა მათი დანახვისას. ფოტო გადაუღო და ჩუმად გაიპარა...მარტომ დალია ყავა ,შემდეგ კი გასეირნება გადაწყვიტა. კარგი ამინდი იყო და სახლში დარჩენა არ უნდოდა, თან წყვილის მარტო დატოვება უნდოდა. ყურსასმენები მოირგო და ნელა დაუყვა ტროტუარს. გრძელ სარაფანზე მოკლე ჯინსის ქურთუკი ჰქონდა მოცმული.ხელები ჯიბეებში ჰქონდა ჩაწყობილი, ცხვირზე სათვალე ჰქონდა დაკოსილი , ორი გრძელი ნაწნავი თითქმის წელამდე წვდებოდა .შავად შეღებილი თმა მუქ კანის ფერზე უფრო უხდებოდა . ფიქრებში დაკარგულმა დროის შეგრძნება დაკარგა, ისიც კი არ იცოდა სად იყო. უკვე კორპუსებისგან საკმაოდ შორს იყო ... უკან გაბრუნდა და მაშინვე დაინახა ერთ-ერთი ჩიხიდან გამოვარდნილი ძაღლი, საყელური ეკეთა და აშკარად დაკარგული იყო. ყელზე რემენიც ჰქონდა და დაბნეული დარბოდა წინ და უკან. ბავშვობიდან უყვარდა ძაღლები, თან ეს უკანასკნელი ისეტი თვალებით იყურებოდა გული აუჩუყდა. მისკენ წავიდა და ფრთხილა გასწია ხელი რომ შეხებოდა -დაიკარგე დიდო ბიჭო? ნუ გეშინია ... მე დაგეხმარები და ერთად ვიპოვნოთ შენი პატრონი - ძაღლმა ჯერ უკან დაიხია მერე კი გაჩერდა და ფეხებთან დაუჯდა . თავზე ეფერებოდა და რემენზე დაწერილი სახელის გარჩევას ცდილობდა -რონი გქვია? იცი რა ლამაზი თვალები გაქ რონი? - ცისფერთვალება ძაღლს უყურებდა და უღიმოდა - რა კარგი ვინმე ხარ ... როგორი ღუნღულა ბეწვი გაქ. რა კარგი პატრონი გყოლია, ალბათ როგორ ნევრიულობს ხო? ფეხი გტკივა?- უცებ შეიცხადა ძაღლმა რომ დაიწკმუტუნა და თათი აილოკა- გაიჭერი ? ვაიმეე სისხლი მოგდის ...რა ვქნათ ახლა მე და შენ? ვეტერინართან მიგიყვან ხო ? მერე როგორმე ვიპოვნი შენს პატრონს - ირგვლივ იხედებოდა, ძაღლის რემენი ხელში ეჭირა და ფიქრობდა ვეტერინარი სად ეპოვნა ..მერე გაახსენდა თინის ნიკოლოზი და სწრაფად დაურეკა ქალბატონს .დილა იყო და ცოტა დააგვიანდა კიდეც ,რამდენიმე ზარის შემდეგ უპასუხა -ხო მაშიკოო რა ხდება ხო არ გაპარულა ლენაჩკა...ხო მშვიდად არი სახლში ჰა? -თინიიი უნდა დამეხმაროოო ... -რა ხმა გაქ რა მოხდა? ცუდად ხარ? -არაა ..მე არა ,მაგრამ ქუჩაში ვიპოვნე ძაღლი, დაკარგულია აშკარად . ჰასკია ...იცი რა ლამაზია? ფეხი აქვს ნატკენი და ძალიან არის ანერვიულებული...ვერ გავიხსენე ვეტერინარი და შენ ხო მითხარი ჩემი ავთანდილი ვეტერინარი ყოფილაო და თბილისში თუა რის ვერ დამეხმარება? -უიმეე გული გამისკდაა... ოთხფეხა არსების გამო გაქ ასეთი ხმა? იქნებ ცოფი ჰქონდეს და გადმოგდოს -აუუ თინათიინ როგორ ხარ ასეთი უგულო..იცი რა ლამაზია? უსაყვარლესია ,ისეთი თვალებით იყურება გული მეწვის -დავურეკავ ნიკუშას და მისამართს მოგწერ სადაც უნდა მიხვიდე...თბილისშია მაგ ძაღლისთვის საბედნიეროდ . ნუ თუ წავიდა უკვე სხვა ვეტერინარი ეცოდინება -მალე დამირეკე ხო? -ხოო ორ წუთში დაგირეკავ- ფეხზე დგომით დაიღალა, ძაღლი კოშლობით დადიოდა მერე გაჩერდა და წკმუტუნი დაიწყო ისევ. აშკარად სევდიანი იყო და მაშოსაც გული ტკიოდა -არ მოიწყინო რაა ... მალე მიგიყვან ექიმთან და შენ პატრონსაც ვიპოვნი, თუ არადა მე მოგივლი .ხო ...ხო მე მოგივლი- თავზე მოეფერა ისევ, ბეწვზე გადაუსვა ხელი და ცხვირთან აკოცა . შეტყობინება რომ მიიღო გაუხარდა, ახლოში იყო ნიკუშას სახლიც და ფეხითვე შეეძლო გასვლა. ძაღლთან ერთად განაგრძო გზა, დიდ ჭიშკართან გაჩერდა და კარი გააღო.ძაღლი ისე ყეფდა ძლივს გააჩერა, კარში წამსვე შევარდა და მაშო გაოცებული უყურებდა როგორ წააქცია მინდორზე ბიჭი და ფერება დაუწყო, ყეფდა, წკმუტუნებდა, სახეს ულოკავდა და ისიც ეფერებოდა -ჩემი ბიჭიი...რამდენი ვინევრიულე იცი? მადლობა ღმერთს დაბრუნდი თორემ რა მეშველებოდა უშენოდ . ხო ხოო...შენთან ვარ ჩემი ჭკვიანი ბიჭი - წამოჯდა და ამჯერად ისე ეფერებოდა. მაშომ ვერც გაიგო როგორ მიუახლოვდა ნიკუშა -მაშო ხომ? -რონი თქვენი ძაღლია? -ჩემი არა ...ჩემი ბიძაშვილის ძაღლია. მოსამსახურე გოგონა ასეირნებდა , რაღაც მომხდარა სხვა ძაღლს გაეკიდა თურმე და დაიკარგა. გუშინ საღამოს მერე ვეძებთ ... მადლობა დიდი -მე შემთხვევით გადავეყარე აქვე ქუჩაში... მალე გიპოვნიდათ , ახლოს იყო ძალიან .ფეხი აქვს ნატკენი და სიარული უჭირს ცოტა . ხო მართლა ,სასიამოვნოა შენი გაცნობა -ჩემთვისაც...შემოდი სახლში ასე ვერ გაგიშვებ -არა ..არაა საჭირო. მიხარია რომ რონი კარგად იქნება. მე წავალ -ნიკუუუშ ფეხი ტკივაა...მიხედე რა-ბიჭის ხმა გაიგო და ისევ იქეთ გაიხედა. ნიკუშამ ბოდიშ მოუხადა და წავიდა. ძაღლისთვის რომ მიეხედა. უკან შებრუნდა ,მაგრამ მკლავში წვდა ვიღაც და გააჩერა-მოიცადე გოგონა, ასე ვერ გაგიშვებთ. რონის დაბრუნებისთვის როგორმე უნდა გადაგიხადოთ.მაინც ჯილდო უნდა დამედო მისი პოვნისთვის განცხადებაზე ამიტომ ეს შენ- საფულე გახსნა და რაც კი ქაღალდის ფული ედო მთლიანად აიღო გადაკეცა და ხელში ჩაუდო. მაშო გაკრვებული უყურებდა -არ მჭირდება თქვენი ფული...განცხადების ნახვის შემდეგ რომ მომეყვანა მაინც არ გამოგართმევდით! ასე რომ ეს თქვენთვის დაიტოვეთ,იმედია მომავალში თავად გაასეირნებთ ძაღლს და სრულიად უცხო ადამიანს არ ანდობთ თუ თქვენთვის ასეთი საყავრელია! კარგად ბრძანდებოდეთ- ფული ხელში მიაჩეჩა , ცხვირაწეულმა მიახალა სათქმელი და სწრაფად გაეცალა იქაურობას -თუ გაწყენდა ზედმეტი ფული რა პრობლემაა...მადლობის გადახდა მინდოდა უბრალოდ და ამან როგორ მომაყარა ფული .სად შეგვიძლია ამხელა სიამაყე - ჩუმად ჩაილაპარაკა ფული უკან დააბრუნა და სახლში შევიდა. საერთოდ დაავიწყდა გოგო, ძაღლთან დაჯდა და მოფერება დაუწყო-როგორ აქვს ფეხი? -ნამსხვრევი ამოვუღე ...არაფერი მნიშვნელოვანი მალე მოურჩება. მაშო სად არის? ხომ გითხარი დაელაპარაკე-თქო -დაველაპარაკე,მაგრამ უარი გაანცხადა. ფული მომიყარა და წავიდა... იცნობ იმ ტუტუც გოგოს? -ფული მიეცი და ტუტუცი კიდე ის არის? ამ ბოლო დროს საერთოდ გამოყ*** ხო? გგონია ყველაფერი ფულით იყიდება, იმართება და ვაფშე ფულია დასაწყისი და დასასრული? გოგომ სულ არ იცოდა ვისი ძაღლი იყო როგორც ვეტერინართან ისე მოჰყავდა, დაემთხვა რომ აქ ვიყავი.მაგარი ხარ რაა ,ბრავოო ზურა ბრავოო -კაი რა მოხდა, უბრალოდ მადლობის გადახდა მინდოდა რას შემე*ი შენ კიდე ..დიახაც ფულით იწყება და მთავრდება შენ უბრალოდ ჯერ კიდევ ვარდისფერებშ ხედავ სამყაროს და გგონია რომ ფულის გარეშეც შეიძლება ცხოვრება. ყველა და ყველაფერი იყიდება იმ ფულით,შენ რომ ასე არ გიყვარს და პირველ რიგში ქალები, არსებები რომელთაც ყველაზე მეტად ფუფუნება უყვართ,რა ქმნის ამ ფუფუნებას? ფული რომელიც ციდან ჩამოიყრება და აჩუქებთ უზრუნველ ცხოვრებას მითუმეთეს თუ შენნაირი კაცის ჯიბიდან გადმოცვივდება -მაგით რისი თქმა გინდა -იმის რომ ყველამ კარგად იცის ვისი მემკვირდე ხარ, რას წარმოადგენ და რა ელით შენი ქალი თუ ერქმევათ. სიყვარული, ერთი ნახვით გაგიჟება, შემთხვევითობა და ათასი სირ*** დიდი სისულელეა , შენნაირი მეამიტებისთვის მოგონილი ფარსი და მეტი არაფერი. ანგელოზები არ არსებობენ , მხოლოდ მაღლა ცაში არიან და მე ვერასდროს ვნახავ.შენ შეიძლება ნახო,მაგრამ მანამდე აქ გიტირებენ ყოფას სწორედ იმიტომ რომ ასეთი იდიოტი ხარ -შენთან საუბარსაც აღარ აქვს უკვე აზრი, ვეღარ გცნობ. საღ აზრს აცდენილი ხარ და არ ვაპირებ თავი დავიმცირო,ან თინათინი დავამცირო და გიმტკიცო ის რასაც ისედაც არ დაიჯერებ! ძაღლი კარგადაა , ამასაც დააკვირდი იქნებ იმიტომაა შენთან რომ კარგ პირობებს უქმნი და ვაფშე არ უყვარხარ -დედას რომ გიტირებს ეგ შენი თინი და დაგტოვებს ნულზე აი მერე ვილაპარაკოთ რომეო...თუმცა შენ ხომ მხოლოდ საკუთარი ოფლით ნაშოვნ ფულს იყენებ და თავიდან დაიწყებ ცხოვრებას მერეც. ღმერთმა ხელი მოგიმართოს ...აბა შენ იცი .დარწმუნებული ვარ შენ რომ წაგართმევს მერე სხვას მისცემს შენს ფულსაც და სხვა რამესაც ,მერე დადექი ყ*ესავით და უყურე როგორ ერთობა შენი ქალი სხვასთან - ცინიკოსობის პიკზე იყო, მშვიდად საუბრობდა და ფიქრობდა რომ ნიკუშას გააგჟებდა. მან კი ერთი გაუღიმა და მარჯვენა მუშტი ყბისკენ მოუქნია, იმდენად ძლიერად რომ მაშინვე გადაქანდა -შეეშვი ჩემ პირად ცხოვრებას, ისიც საკმარისია შენ რომ გაბოროტებული დააბიჯებ და ტვინდახშული აზრვნების უნარ დაკარგული უყურებ სამყაროს -დამარტყი... ტუჩი გამისკდა. ორ საათში შეხვედრა მაქვს და ასე უნდა მივიდე? - წელში გასწორდა, სისხლი გადმოაფურთხა და მუშტი მოუქნია -არ იცვლები რა -ჩხუბი მინდა -მე არ მინდა...მეჩქარება -სად ჯანდაბაში გეჩქარებაი-ისევ აიცდინა და ზურა უფრო მოიხოდა -ლილი უნდა ვნახო -მეც წამოვალ -გაბრაზებულია შენზე - უკან გახტა და წარბები შეკრა- გეყოფა ! -ატრაკებ -მე? ბავშვივით შენ იქცევი,ამხელა კაცმა კიდევ ვერ ისწავლე ადამიანების ცნობა- ის იყო მოდუნდა მუშტი რომ მოხვდა- ზურააა - ხელი წაავლო და უკნიდან გამოუდო ფეხი. ამ დროს მობილური ამღერდა, ერთი ხელით აკავებდა მეორეთი მობილურის ეკრანს შეეხო -გისმენ თინათინ -რა ხმა გაქვს? მოვიდა მაშო? მუტანტი გადაარჩინეთ? -ეგ მუტანტი ზურას რონი აღმოჩნდა -ანუ დამშვიდდა შენი ზურიკო? -კი ... მშვიდადაა ,შესანიშნავად გრძNობს თავს რონისთან ერთად- გაიცინა და ბიჭს თავზე აკოცა -ვის აკოცე -მე? -სად ხარ ავთანდილ? -ზურასთან -ასე რატომ ხვნეში? -რამდენ ხანში გამოგიარო? -ჩემით მოვალ! -რამდენ ხანში მოხვალ? -რამდენიმე წუთში -კარგიი .შეხვედრამდე ... გეყოფა ფართხალი -იმ გოგოსთან მიდიხარ? -რა ეჭვიანი ქალივით იქცევი -დავაი რა...კისერიც გიტეხია -დაე ჩემი ბედი გაგეზიარებინოს ზურაბ! -რას მწყევლი შე ჩემა -კარგად ბრძანდებოდე! თინათინი უკვე ლილის ეზოში იყო ნიკუშა რომ გამოჩნდა. მაშინვე მისკენ გაიქცა და მოეხვია -როგორ ხარ მონსტრების ექიმო? -შესანიშნავად...- ტუჩებზე წაეტანა და შემდეგ ყელში აკოცა-თავად როგორ ბრძანდებით მომავალო ექიმო -ლილი გვიყურებს ხო? -სავარაუდოდ - გაიცინა და ამჯერად ლავიწზე აკოცა-ეს კაბა საშინელებაა -გეთანხმები,საშინლად მიხდება- გაიცინა ,შებრუნდა და სახლისკენ გაიქცა- ლილი ბებოოო -ჩემი გოგო მოსულააა,როგორ ხარ? -კარგად ,თავად? -გადასარევად...თქვენ რომ ერთად გხედავთ უკეთ ვხდები -რა გჭირდა ბე? -მომენატრე დახატულო- ლოყაზე მოეფერა და ეშმაკურად გაიცინა- აბა ისე ვერ მოგიყვანეთ ჩემამდე .სულ არ ვენატრები ამ ბიჭს,მამამისს ჰგავს უგულო -ბებოო -რაა? ვაიმე სულ დამავიწყდა...შენთვის ყავა მაქვს. ციკომ ჩამომიტანა იტალიიდან ვიფიქრე ჩემ გოგოსთან ერთად დავლევ პირველად-თქო -ამდენი ყავა ცუდად არ მოქმედებს ბებო? -შენ მე ნუ მასწავლი რა როგორ მოქმედებს..ჩემ გულზე მამაშენზე უარესად რა იმოქმედებს. სხვათაშორის შენი დედიკო მილანში მიბრძანდება ,იცოდი? -არა ...არ მინახავს რამდენიმე დღეა -მამაშენიც მიჰყვება ...ორი უსაქმური,ნეტავ ოდესმე დასერიოზულდებიან? თქვენ როგორ ხართ? დაარქვით ურთიერთობას სახელი თუ ჯერ არც კანონიერ და არც უკანონო შვილთაშვილს არ მაჩუქებთ...ეს ჩუქება რა უბედურებაა ,ცუდად ჟღერს - უცებ დააყოლა და სამზარეულოდან გამოიხედა- არა ხო? რა უტემპერამენტიანობაა ...როგორ შეიძლება, ექიმტან მიდით ორი ასეთი სხეული თუ ერთმანეთს არ იზიდავს არაა ნორმალურად საქმე ხომ? -ბებოო თინათინი ჯერ 20 წლისაც არაა -მე ვარ სამაგიეროდ 80 წლის და იქნებ ჩემზეც იფიქროთ? ციკოს,ციცის და მზიკოსაც კი შვილთაშვილები ჰყავთ. მე რომ შვილი მყავდა იმათ საერთოდ წარმოდგეან არ ჰქონდათ კაცის ანატომიაზე -არავარ კარგად- უცებ წასკდა სიცილი თინის და პირზე ხელები აიფარა- ვგიჟდები შენზე ლილი ბებო - უცებ მოშორდა ავთანდილს და სამზარეულოში გავიდა- მე არაფერ შუაში ვარ,თქვენი დახატული ბიჭი არ ცდილობს საერთოდ ჩემს შეცდენას , მგონი ელოდება მე როდის ვაცდუნებ -რაოო? როგორ შეიძლება ... ხომ გეუბნები მამას ჰგავს ამ თავისი იდიოტური შეხედულებებით. არადა წესით უნდა იცოდეს რომ ქალებს შენს ასაკში აბედნიერებთ ჯანსაღი სექ*ი -ბებო რამე დალიე ჩვენს მოსვლამდე? -კიი გოგონები იყვნენ და ცოტა შავი ღვინო დავლიეთ...რა? სისხლძარღვებისთვის კარგია არ იცი? ადრე მეტს ვსვამდით,ახლა დავბერდით ორი ჭიქა უკვე ზედმეტად მაბუჟებს -ასეც ვიცოდი,ხომ ვიცოდი ხაფანგში შემომიტყუებდით...თქვენ ორნი მარტონი უნდა შეხვდეთ ხოლმე ერთმანეთს,მესამე პირისთვის ცუდი მოსასმენია -ხედავთ? ფაქტობრივად მეუბნება რომ ჩემზე ,როგორც ქალზე უარს ამბობს -სირცხვილოო...მომჭერი ჩემო დახატულო თავი? -არ არსებული დიალოგია ... ასე ეუბნებოდი დედაჩემსაც? -ნეტავ მეთქვა, იქნებ მეორე შვილის შექმნაც მოეხერხებინა მამაშენს . რა ვიცი მე სადაც მიდიოდნენ არსად ჩერდებოდნენ მიიმალებოდნენ ისე რომ ვერსად მიაგნებდი,მერე გამოჩნდებოდნენ გაბრწყინებული თვალებით და რაღაც მეეჭვება ემღერათ ,ეცეკვათ ან რამე მოეწიათ. სად იყო ჩვენ დროს ამდენი წვალება, როგორც კი მოუნდებოდათ მაშინვე თხოვდებოდნენ და ჰყავდათ კიდეც 6-7 შვილი .ახლა რომ დაიწყებთ შეყვარებულიო, მეგობარიო, ესაო ისაოო დრო გადის და კი ბერდებით -ბებო მერე შენ რატომ არ გათხოვდი ადრე? -ადრე იყო აბა რა იყო...როცა მომინდა მაშინ გავთხოვდი და საერთოდაც ბაბუაშენს რომ არ დავშორებოდი ასე მალე არ მოკვდებოდა, იმ ალქაჯმა ქალმა შეიწირა, დარწმუნებული ვარ სანამ ბეწვის ქურქს არ აჩუქებდა მანამ არ იკარებდა ახლოს - გაიცინა და თვალები აატრიალა -ქმარს გაშორებული ხართ? -აბა? რომ დაიწყო სახლში არასდროს ხარო, ამას ვერ აკეთებ იმას ვერ აკეთებო ,მერე დედამთილმაც პრეტენზიები წამომიყენა ავიყვანე ბავშვი ხელში და წავედი. -ასე მშვიდად ბებო? მერე სულ აღარ ნახულობდი? -როგორ არა , ვნახულობდი ხოლმე სანამ ის მახინჯი გადაეყრებოდა. ბავშვს სულ ნახულობდა. განა ცუდი მამა იყო, გიჟდებოდნენ ერთმანეთზე ,მაგრამ მე არ ვიყავი ცოლობისთვის გაჩენილი -საკუთარ პროფესიაზე შეყვარებული ქალები ასეთები ხართ ... ბაბუს ტყუილად ადანაშაულებ , რთული გასაძლები იქნებოდა კაცისთვის -ახლა ნუ მომაყოლებ ჩვენ ურთიერთობაზე , დაისვენოს იქ მაღლა ...ვაი და თავისმა მახინჯმა ცოლმა იეჭვიანოს და გულზე გასკდეს თინი სიცილს ვერ იკავებდა. როგორც იქნა ყავა გამზადდა. ფინჯნები აავსო ლილიმ და ტკბილეულიც მაშინვე დააწყო მაგიდაზე -ესენი სულ ახლახანს აღმოვაჩინეთ... კაფე გაიხსნა მზიკოს სახლთან და უგემრიელეს ნამცხვრებს აკეთებენ . მე დიდად არ მიყვარს, მეშინია დიაბეტი არ ავიკიდო ამ სიბერეში ,შენ ვიცი გიყვარს ალუბლის ტორტი ...ესეც ალუბლითაა -მადლობა, საუკეთესო ხარ საუკეთესოთა შორის- ლოყაზე აკოცა ქალს და მაგიდასთან დასკუპდა .ნიკუშაც გვერდით მიუჯდა ,მხოლოდ ნამცხვრის დაგემოვნება გადაწყვიტა. თინი არ ისვენებდა, ხან საით გადაიხრებოდა ხან საითი. ისე იჯდა ბარძაყები მთლად მოუშიშვლდა, იცინოდა ლილისთან ერთად. ისმენდა მის ამბებს და მოკლედ თავისუფად იყო სანამ ავთანდილს მისი სიტყვები არ გაახსენდა და გართობა არ გადაწყვიტა. მშვიდად შეუცურა ხელი ბარძაყებს შორის და თითები ოდნავ მოუჭირა .სვლა შეაჩერა და ცენტრალურ ნაწილთან გაჩერდა ,ფეხზე მიეფერა .გოგოს ჩანგალი ჰქონდა ტუჩთან მიტანილი უცებ რომ დაეჭიმა ფეხები და ჩანგალიც ძირს დაუვარდა -რა დაგემართა თინათინ? როგორ დაგივარდა -ხო რა ვიცი მიდი აბა ახალი მომაწოდე...მგონი იქ უნდა იყოს - ჩანგალი აიღო მაგიდაზე დადო და შემდეგ მარცხენა ხელი ნიკუშას ფეხზე მოათავსა - თუ ვცდები? -არააა...სადღაც მანდ არის ხო -ანუ სწორად გამოვიცანი? -ჩანგალი ხომ? -დიახ ჩანგალი ..აი რომ აიღებ და დაარჭობ იქ სადაც საჭიროა .ისე ამ გემრიელობას ვერ მიირთმევ ,ზედმეტად -რას ამბობ ... საერთოდ არ გცოდნია ტკბილეულის დაგემოვნების მეთოდები თინათინ- თვალებში უყურებდა,ჭინკები უხტოდნენ ნაცრისფერებში -მაინც რა მეთოდი? -თითები... თითების გარეშე არაფერი გამოვა -მთავარია ენა ... ენაზე კარგად განვითარებული გემოვნების კვირტები თუ არ გაქვს საერთოდ ვერ აღიქვამ ტორტის გემოს -აი შენ ჩანგალი... შენ კი წყალი დალიე , იქნებ ცოტა გაგრილდე - ლილი ჯერ უსმენდა, მერე თვალები აატრიალა წამოდგა.კარადიდან ჩანგალი აიღო თინის თეფშზე დადო. ავთანდილს კი გრაფინიდან წყალი დაუსხა- საერთოდაც რომ იცოდეთ „ტორტით“ სიამოვნების მიღებისთვის საჭიროა მყარი „მასალისგან“ დამზადებული, დიდი „კბილებით“ „ჩანგალი“ , თითები და პლიუს ენა -ხო ისა მე ... - თინათინი რომ მიხვდა რა მდგომარეობაშიც იყო ცოტა არ იყოს შერცხვა, დაიბნა ,ლოყები აუწითლდა. ავთანდილს ფეხიდან ხელი მოაშორა და უცებ წამოდგა- მგონი ჩემი წასვლის დროა...ისევ შემოგივლით,რადგან კარგად ხართ მშვიდად ვიქნები -გაგიშვებ ,მხოლოდ იმიტომ რომ მოხუც ბებოსტან ყოფნას სჯობს ერთად იყოთ...მეტი დრო გაატარეთ ერთად ცხოვრება ძალიან ,ძალიან ხანმოკლეა და მიუხედავად იმისა რომ ვიცი თქვენ სულ ერთად იქნებით მაინც არ უნდა გაფლანგოთ დრო ერთმანეთის გარეშე...წადით ახლა აღირსეთ მაგ ჩანგალს კიდე დანიშნულების ადგილამდე მისვლა -მეც მაგდებ ბებო? -მოშორდი ბიჭო აქედან ...დამეკარგეთ .წავალ რამე სერიალს ვუყურებ ჩვეულებრივ ბებოს დავემსგავსები .მზიკომ რაღაც ამერიკული სერიალი მირჩია და ლეპტოპში უნდა ვუყურო -ნუ თუ ასეთი მნიშვნელოვანი საქმე გაქვს როგორ შეგიშლით ხელს -ზოგჯერ როგორ გამასხარავდები ჩემო დახატულო -მომავალ შეხვედრამდე ორივე ერთად გავიდნენ. თინათინი ისე მიაბიჯებდა თითქოს გვერდით არავინ მიჰყვებოდა. ნიკუშამ უცებ მოხვია წელზე ხელი და სხეულზე აიკრა -რაო რას ელოდება ნიკუშაო? -მე ვთქვი, რომ... უბრალოდ ვიხუმრე -სად წავიდეთ? -თავისუფალი ხარ? -რადგან აქ ვარ ,შესაბამისად თავისუფალი ვარ -სულ ერთია -სამეცადინო არ გაქვს? -ნწ, დრო მაქვს იმდენი რამდენიც გინდა -მე მთლიანად მინდა შენი დრო -ხომ გაიგე რა თქვა ლილიმ რატომ გავშორდი ქმარსო -აი რატომ არ ხარ ცოლი, ფიზიკურად ვერ გამეყრები -ძალიან ხარ აჟიტირებული...ზურას ძაღლი როგორ აღმოჩნდა მაშოსთან? -ქუჩაში უპოვნია შემთხვევით...მერე შენც მიეცი მისამართი მე ხო ზუსრასთან ვიყავი და მოკლედ ასე დაუბრუნდა რონი სახლს -რაღაც გამომეტყველება შეგეცვალა -ზურას რთული ხასიათი აქვს - ხისთავიანია ...რამე მოხდა? -მაშო გეტყვის თუ საჭიროდ ჩათვლის,მოკლედ ზურას და ჩემი დამოკიდებულება თითქმის ყველაფრის მიმართ განსხვავებულია,ჩვენი შეხედულებებიც -შენ საერთოდაც არავის გავხარ ... ერთი ხარ და ისიც ჩემთვის !- მანქანაში ჩაჯდომამდე შებრუნდა გაუღიმა -არაა საჭირო წინასწარ გაფრთხილება, ვიცი ვის უნდა ვუსმინო,ვისი ნათქვამი გავითვალისწინო და საერთოდაც იცოდე ,მე ყოველთვის იმას ვაკეთებ რაც მსურს ,რაც გულიდან მოდის და საერთოდ არავისზე არ ვარ დამოკიდებული,არც არაფერზე ასეც იყო , ზურას სიტყვების შემდეგ დიდხანს ფიქრობდა. ავთანდილისთვის არაფერი უთქვამს, არ ჩათვალა საჭიროდ თანაც ნაკლებ ითვალისწინებდა სხვის რჩევებსა და სურვილებს თუ ეს უკანასკნელი მის ნებას ეწინააღმდეგებოდა. არავინ სძულდა,არც არავის ემტერებოდა ასე მარტივად და მითუმეტეს ზურას ,ბიჭს რომელიც ნიკუშასთვის ბევრს ნიშნავდა. უბრალოდ იცოდა რომ მასთან კარგი ურთიერთობა ან საერთოდ არ ექნებოდა ან ძალიან დიდი გადატრიალება მოხდებოდა უფროსი ლორთქიფანიძის ცხოვრებაში. ავთანდილთან გატარებული ყოველი წამი უყვარდა,არაფრის გამო დათმობდა მას არ ჰქონდა მნიშვნელობა რამდენ ხანს გაგრძელდებოდა ეს დამოკიდებულება ,არც სხვა ფაქტორებს მხოლოდ ნიკუშა იყო და სხვა არავინ... -შენი და როდის ჩამოდის? -ზაფხულში ჩამოვა...ალბათ ლილის სიტყვებმა გაგაკვირვა ის ერთს ამბობს მე კი მეორეს. ჩემი მშობლების ბიოლოგიური შვილი მხოლოდ მე ვარ ლილი ამას მხოლოდ მაშინ ამბობს როდესაც მამას უნდა კბილი გაჰკრას სულ ეუბნება შენ ჩემი დახატულის შემდეგ ასეთ საოცარ გოგოს ფზიკურად ვერ შექმნიდიო. ჩემი ოჯახი ამოუწურავი მადანია, სულ შეიძლება ვისაუბრო და მაინც ვერაფერი გაიგო. მოკლედ თუ უბრალოდ ყველა არ გაიცანი და არ დააკვირდი ისე არაფერი გამოვა -მადლობა რომ მითხარი შენს დაზე,მე კითხვას არც ვაპირებდი ხომ იცი -ვიცი ,რომ მხოლოდ მე გაინტერესებ ,მაგრამ ისიც ვიცი რომ ჩემი საყავრელი ადამიანებიც გაინტერესებს რაღაც დოზით . ისე როგორც მე მინდა ვიცოდე ვინ არის შენს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ჩემს შემდეგ და ჩემამადე -რისი ხმა მესმის? -ჩემი ძაღლის რომელიც შენ გამო სატუსაღოში მყავს -სახლი არ უნდა ჰქონდეს? ასე უნდა დარბოდეს მთელ ბინაში? შენ საძინებელშია? -ხო და აურევდა ყველაფერს...ჩემ ლოგინზე უყვარს წოლა -სასწაულია მე არ მაწვენ იქ და ის მონსტრი წევს? -არც კი გინახავს ნორმალურად -არ მინდა იყოს -როგორ კაპასდები ხოლმე -კოპებს რომ ყრი ვითომ რა შემიყვარდებიან ეს მონსტრები? -ძაღლები ყველაზე ჭკვიანი და ერთგული -ვიცი ხო ძაღლი ადამიანის მეგობარია რომელმაც შეიძლება ათასი უბედურება გადაგდოოს, თავისი ეშვებით დაგგლიჯოს, შეგჭამოს და დაგამახინჯოს მხოლოდ იმიტომ რომ თვალში არ მოუხვედი -ბოროტი ადამიანები არსებობენ ,მაგრამ ყველა ადამიანს ხომ არ შევიძლებთ ამის გამო -ნუ ადარებ!ადამიანი არ მიკბენს მაინც -უარესი შეუძლია გაგიკეტოს,ადამიანი რომ დაგიშავებს ისე ვერცერთი ცხოველი გავნებს...კბენას რაც შეეხება მაგის გამო ჩემიც შეგეშინდება ერთ დღეს -ეგ ერთი დღე რომ მოვა მაგაზე მერე ვისაუბროთ ....ტირის თუ ყეფს -მთხოვს რომ გამოვუშვა მე კი შენ გამო უგულო გავხდი -გულს ნუ ამიჩუყებ ახლა -ნახე როგორ ხმებს გამსოცემს, არ იცი ახლა როგორი ცრემლიანი თვალები ექნება -ასე ნუ მიყურებ...არ გეტყვი გამოუშვი-თქო -ცოდოა ...სულ არ გეცოდება? სტრესის ქვეშ ვაყენებ ...წარმოიდგინე ახლა იქ რომ პატარა ბავშვი იყოს ცაკეტილი და გევედრებოდეს გამოშვებას -ნუ მეუბნები ეგეთ რამეს,ახლა ვიტირებ...გამოუშვი ოღონდ არ მომეკაროს იცოდე რომ შემეხოს აღარასდროს დაგელაპარაკები . მახეში შემომიტყუე და იმიტომ- მიხვდა, რა თქმა უნდა თავიდანვე მიხვდა რა ამბავს ემსახურებოდა ავთანდილის ეს ქცევა. კარი რომ გააღო და ძაღლი ყეფით გამოვარდა სავარძელში მოიკეცა. შორიდან უყურებდა წყვილს ისე ეფერებოდა ნიკუშა , ელაპარაკებოდა ეუბნებოდა მაპატიე მეტჯერ აღარ ჩაგკეტავო ის კი წკმუტუნებდა და თათს ფეხზე ადებდა მერე თავი მიადო გულზე და რამდენჯერმე ყმიულის მაგვარი ხმა გამოსცა -წამო ...წამო გაჭამო გინდა? -სამზარეულოში აჭმევ? გამახსენე რო მანდ აღარ შემოვიდე...იმედია თავისი თეფში მაინც აქვს -სხვათაშორის ბავშვებს არ უვლიან ისე როგორც მე მას ვუვლი -სულ ძაღლების გამო მიბრაზდები! -შვილი რომ მყავდეს რას გააკეთებდი თინათინ?-უცებ გაჩერდა და მისკენ შებრუნდა -გააჩნია ცოლი სად გეყოლებოდა -აი მარტო რომ მყავდეს შვილი მეტყოდი არ დამანახო მე რომ მოვალო? შვილს არ ვადარებ, ყველაფერზე მეტად მეყვარება შვილი ,მაგრამ არც ნაკლებად მიყვარს ჩემი გაზრდილია, სულ ჩემთანაა ესეც და სხვებიც ,ყველაფერი ესმის და გრძნობს ისიც იცის როგორ არ გიყვარს და ნევრიულობს -შვილები გყავს? -არა -მაშინ სანერვიულოც არაფერია..თუ გყავს ახლავე მითხარი რომ მოვიფიქრო როგორ ვიურთიერთო მათთან ...მოდის , მოდის არა არა არაააა - სავარძლის თავზე დადგა ლამის აყირავდა ხელებს ჰაერში იქნევდა ძაღლს ეგონა მეთამაშებაო და სულ გადაირია . ნიკუშამ უცებ აიყვანა ხელში და მკერდზე მიიკრა -ნუ ნერვიულობ...ასე რომ კივი სხვა რამე ჰგონია და მერე თამაშს დაგიწყებს -არ მინდა თამაში...საერთოდაც წამიყვანე კარებისკენ.მივდივარ მე, დარჩი შენ შენს ძაღლთან -არსადაც არ გაგიშვებ...აბა თუ მაგარი ხარ შენით წადი -არა არ დამსვა...არ გაბედო- ხელები ყელზე მოხვია, ფეხები წელზე და ტკიპასავით მიეკრო-ახლა ვიტირეეებ ...მეშინია რატომ არ გესმის -არ დავუშვებ რომ ჩემ ერთ საყვარელ არსებას მეორე საყავრელი არსების ეშინოდეს ... -გველები რომ გიყვარდეს ჩემი დაკბენის საშუალება უნდა მისცე? -ტირი? შენ რა მართლა ტირი? -მეშინია რა ვერ გაიგე...სულ პატარა ვიყავი რომ დამეტაკა ზუსტად ამხელა უზარმაზარი ძაღლი და რეზი რომ არა დამგლეჯდა.იცი როგორ შემეშინდა? მთელი ცხოვრება მემახსოვრება მისი კბილები,ღრენა და გადმოგდებული ენა... რეზის უკბინა ჩემ მაგივრად და ბევრი ნემსები გაუკეთეს - სლუკუნებდა პატარა ბავშვივით .ვერც კი გაიაზრა ნიკუშა ხალიცაზე რომ დაჯდა ,თმაზე ეფერებოდა და ცდილობდა დაემშვიდებინა მაგრამ რეაქცია არ ჰქონდა სანამ სხვანაირი შეგრძნება არ დაეუფლა. ჯერ წელზე შეეხო ,შემდეგ ხელზე ბოლოს თათი ზურგზე მოხვა , ძაღლი მასთან იყო დაწოლილი და ამღვრეული თვალებით უყურებდა, ყეფდა და თათს ისე უთათუნებდა თითქოს ამშვიდებდა. მერე თავი მიადო მუცელზე და ბოლოს უკანა ფეხებზე დაჯდა ,რამდენჯერმე დაუყეფა .თვალებგაფართოებული უყურებდა, ჯერ მთელი სხეული დაეჭიმა და ლამის გონება დაკარგა. მერე ნიკუშამ რომ აკოცა და უთხრა მშვიდად იყავიო თითქოს რაღაც გადაუტრიალდა გონებაში. ბოლოს უბრალოდ იჯდა და უყურებდა ენაგადმოგდებულ ძაღლს როგორ უყებდა , თათს უწევდა და კუდს უქიცინებდა -მოფერება უნდა ...შენ კი არ ეფერები -შანსი არაა -არც მას უყვარს გოგონები რომ ტირიან ,მგავს -რას მიკეთებ ავთანდილ? ჯადოქარი ხარ ხომ? ჯერ შენ რას მიშვები ახლა ძაღლი გინდა შემაყვარო? -მოეფერე... უბრალოდ ხელი შეახე ბეწვზე და ნახე როგორ დაწვება წამსვე- ჯერ ხელზე აკოცა მერე ეს ხელი ძაღლისკენ წაიღო და თინიმ მალევე იგრძნო ფუმფულა ბეწვის შეხება - ნახე როგორ უხარია...თამამად თინათინ ასეთი მოფერება თუ იცი შორს ვერ წავალთ -არ მეცინება საერთოდ..ხელი დამიბრუნდე -ჯერ მოეფერე და მერე -საშინელი კაცი ხარ -აზრზე არ ხარ როგორი საშინელი ვარ - ყელში აკოცა და ხელი შეუშვა.ორივე მკლავი მუცელზე მოხვია და სხეულზე აიკრა-მაპატიე რომ გატირე, აქამდე უნდა გეთქვა რატომ გეშინოდა ასე ძალიან -ეს არ წავა? -არა...სულ უნდა რომ მოეფერო - ლოყაზე ,ყელზე ისევ ლოყაზე კოცნიდა და ხელს არ უშვებდა- ხომ გითხარი მგავს-თქო -მე მისი მოფერება არ მინდა -მაშინ ასე ნუ უყურებ -მეშინია უცებ არ დამეტაკოს -ნუ მატყუებ,აღარ გეშინია..სხეულიც დაგიმშვიდდა და გულიც -ეგ შენი ბრალია- ორივე ხელი ძაღლისკენ გასწია ისიც იატაკზე გაწვა, ტრიალებდა და თინის ეთამაშებოდა-ნამდვილად მეჩვენება...სიზმარია -სულ ასე გესიზმრები? -ნწ, ძირითდად შიშველი ხარ...შენ ტატუებს ვათვალიერებ -შიშველი ვარ და ტატუს ათვალიერებ? თინათინ რომ გეფერები დუნდები, შიშველი ვიყავი და ტატუს უყურებდი მითხარი ქალები მოგწონს? -გეყოფა ! -კარგი,მეყოფა- ყელში აკოცა,ცხვირი კანზე გაუსვა და აღარც აუწევია თავი დიდხანს ისხდნენ ასე, ძაღლიც იქვე იყო ბოლოს თინი ვეღარც ამჩნევდა მის არსებობას. მოდუნდა და როგორც ყოველთვის მხოლოდ ავთანდილზე გადაერთო. ... ............... სოფია გადაღებაზე იყო, როგორც ყოველთვის საქმეზე გადართულს ირგვლივ არაფერი აინტერესებდა. კამერის წინ პოზიორობდა უცებ რეზი რომ დაინახა და წამსვე დაიძაბა. იქ მის გამოჩენას ნამდვილად არ ელოდა, რამდენიმე თვის განმავლობაში ერთხელაც კი არ უხსენებია გადაღებები,მითუმეტეს იქ არ მისულა. შენობასთანაც კი არ აკითხავდა ახლა კი იდგა მშვიდად და უყურებდა. რამდენად მშვიდად იყო ეგ ვეღარ გაიგო რადგან გონება აერია -სოოფ რა გჭირს? მეტი ემოცია გვჭირდება ,რაც შეიძლება მეტი ვნება -მოგვიანებით გავაგრძელოთ ...წადი კაფეტერიაში ან მოწიე,დაისვენე დროს გაძლევ -გიგი მომკლავს -მე მოვაგვარებ გიგისთან -მიყვარხარ- ბიჭმა გაუცინა.კამერა გადადო და სწრაფად დატოვა იქაურობა -აქ რას აკეთებ ? - მიუახლოვდა და მზერა გაუსწორა -მაინტერესებს გადაღების პროცესი...სულ ეს ბიჭი იღებს ფოტოებს? -ძირითადად ხო ... პროფესიონალია და -ნუ მიხსნი ... ისუნთქე არაფერს ვაპირებ- თითები თმაში შეუცურა და ტუჩებზე შეეხო- ვგიჟდები ნერვიულობის დროს ტუჩები რომ გიფითრდება -რეზიიი -რატომ ხარ ასეთი ლამაზი? -შენ რომ სულ ჩემზე იფიქრო - მკლავები ყელზე მოხვია და ტუჩებთან დასჩურჩულა დიდხანს არ მოშორდებოდნენ ერთურთს რეზის მობლურს რომ არ გამოეფხიზლებინა წყვილი. შეტყობინება მიიღო და გამომეტყველება შეეცვალა -რა ხდება? -ეკა მოდის და რჩება ! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.