შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ველური შროშანები თავი მესამე


25-06-2018, 20:51
ავტორი ki si
ნანახია 2 127

ყველაფერი დალაგდა თითქოს არაფერი აღარ იყო ცუდად. მე მშვიდად ვცხოვრობდი, როცა ერთ საღამოს კოსტას ვარჯიში ჰქონდა და არ იყო, ვარჯიშის საათებში ტელეფონს თიშავდა ან გასახდელში ტოვებდა კარადაში და მასთან დაკავშირება შეუძლებული იყო. ვმეცადინეობდი როცა მოულოდნელად მობილურზე ზარი გაისმა კოსტა მეგონა რა ადრე დაუმთავრებია ვარჯიში თქო გავიფიქრე და ის იყო უნდა მეპასუხა დავხედე და საბა აღმოჩნდა.
-საბა ყველაფერი რიგზეა?
-ლისია სალი ვარ საბას და საბა ცუდადაა, დაჭრილია
-სალი რას ამბობ ახლა სადაა?-ძალიან შემეშინდა
-სახლშია ჩვენები სოფელში არიან საავადმყოფოში არ მიმყვება მხოლოდ შენ გახსენებს მოდი გთხოვ.
-კარგი სალი ახლავე მოვალ.
თავქუდმოგლეჯილი წავედი გზიდან ხან ლადოს ვურეკე ხან კოსტას ხანაც გიოს იქნებ რომელიმეს შევასმინო მეთქი მაგრამ სამივე გათიშული იყო უეცრად სანდრო გამახსენდა და მისი ნომერი დაუფიქრებლად ავკრიბე
-რახდება ლისი,-მკითხა მხიარულად.
-სან თბილუსში ხარ?
-არა დღეს ბათუმში მაქ ოპერაციები ხო მშვიდობაა
-ჯერ არ ვიცი,-ჩავილაპარაკე ჩემთვის,-არაფერი სან შეიძლება მოგვიანებით დაგირეკო?
-კი ლის ჯერ ჯერობით ყველა ოპერაცია გავაკეთე რაღაც შენი ხმა არ მომწონს
-დაგირეკავ მერე სან.
ამ დიალოგში ადგილზეც მოვედი ვიცოდი როგორცკი ბიჭები ნარეკს ნახავდნენ დამირეკავდნენ ამიტიომ დაუფიქრებლად შევაბიჭე საბას სახლში
-სალი რამოხდა?
-დაჭრილია ლისია, არ ვიცოდი რა მექნა
-კარგი არაუშავს უნდა დავამუშაოთ, მოდი დამეხმარე პირველადი დახმარებია კურსი მაქვს გავლილი. მე და სალიმ ჭრილობა შეძლებისამებრ დავამუშავეთ და საბას წელი შევუხვიეთ.
კოსტა და ლადო მალე მოვიდნენ. საბა გონზე არ იყო სანდრო უკვე თბილისასკენ მოდიოდა ასე რომ მას ველოდით.
-ლის მე უნდა წავიდე დედაჩემი ლამისაა მობილურში გამოძვრეს,-კაი სალი არაფერი უთხრა.
-სულ კონტაქტზე იყავი კარგი?
-რა თქმა უნდა,-ლადომ სალი გააცილა და თვითონაც სახლში წავიდა.
მე საბას საწოლთან ვიჯექი და მისი ხელი მეჭირა კოსტა იქვე ახლოს სკამზე თვლემდა. მერე კოსტასთან მივედი, შუბლზე თმა გადავუწიე მერე კი ვაკოცე
-ლის რახდება?
-არაფერი ახალი წადი კოს დაწექი თუ რამე ახალი იქნება მე დაგიძახებ
-არა კარგად ვარ მიდი შენ მე შეგცვლი ახლა
-არა მიდი შენ, მე საბასთან მინდა რომ ვიყო.
-კაი თუ რანეა დამიძახე,-კოსტა რომ გავიდა თხუთმეტი წუთი ვაცადე მერე გავედი და ვნახე რომ ნამდვილად ეძინა აი მერე კი გრძნობებს გასაქანი მივეცი და საბას მკერდზე დამხობილმა ისეთი ტირილი დავიწყე მეგონა ტბორს დავაყენებდი. ვტიროდი გულრწფელად მთელი გრძნობით და ერთი წამიც არ მიფიქრია იმაზე, რომ ცოცხალ ადამიანს დავტიროდი საბას ვერ გავუშვებდი ის ისეთი სუფთა.

იყო ისეთისპეტაკი მასთან ერთადერთი ფერი ასოცირდებოდა ჩენთვის და ეს თეთრი იყო ამ სითეთრეს კი ეს წითელი ლაქა იმდენად არ უხდებოდა რამდენადაც ცრემლი არ უხდება ასეათ სუფთა ადამიანებს.
-ლისი აქ ხარ?
-საბა გაიღვიძე?-ფეხზე წამოვხტი და თვალები დავუკოცნე.
-რას მოვესწარი ლისი სიკვდილის პირას რას ვიფიქრებდი თვით ქალღმერთი თუ მომივლიდა, ჩემი გულის დედოფალი,-მისმა სიტყვებმა ძალიან მატკინა მაგრამ ახალა მხოლოდ კოცნა შევძელი
-ნუ საბა ნუ ამბობ ასე შენ იცოცხლებ ყველაფერი კარგად იქნება სადაცაა ჩემი მეგობარი ექიმი მოვა და ყველაფერი კარგად იქნება.
-გვიანაა ლისია
-ვინ საბა ვინ გააკეთა ეს?
-რა მნიშვნელობა აქვს ახლა ამას ლის მთავარია, რომ ჩემთან ხარ,-მკერდზე მივეკარი და ისევ ცრემლებს ვაღვრიდი შიშველ მკერდზე.
-გემუდარები საბა მითხარი ჩემ თავს გაფიცებ,-ვიცი არ უნდა მეთქვა მაგრამ სიცოცხლის ფასად რომ დამჯდომოდა უნდა გამეგო
-ნუ მაფიცებ ლისა
-საბა თქვი,-საუბარი უჭირდა მაგრამ არ მოვეშვი.
-რატი იყო მან თქვა, რომ შენ იაფფასიანი კახპა ხარ. მკითხა რამდენი გადაგიხადე იმ ღამეს სკოლის წვეულებაზე, მითხრა აი ნახავ ორმაგს შევთავაზებ და ჩემთანაც წამოვაო. არასოდეს ლისა გესმის? არასოდეს დაიჯერო რომ მე ეს მჯერა შენ ჩემთვის სალოცავი ხარ ჩემი ანგელოზი, უანგაროდ მიყვარხარ ჩემო და არავის მივცემ უფლებას აუგად მოგიხსენიოს გეფიცები სამოთხეა ჩემთვის შენი არსება, შენი კოცნა მხოლოდ ყველაზე სუფთა და სპეტაკ გრძნოვას შემიძლია შევადარო
-საბა მაპატიე გემუდარები,-ვაგრძელებდი ტირილს მე
-სუ ნუ ტირი ჩემო, განა არ ვიცი კოსტა რომ გიყვარს? ვიცი და მიხარია რომ მასაც უყვარხარ კოსტასაც უღმერთოდ უყვარხარ.
-საბა დამპირდი რომ არსად წახვალ
-ნუ დამადებინებ იმ პირობას რასაც ვერ შეგისრულებ ლისია.
ამ დროს სანდრომ შემოაღო კარი, რომელსაც უკან კოსტა მოყვებოდა და ცრემლები სასწრაფოდ შევიმშრალე
-ლისი სხვაგან გადაჯექი ან უმჯობესია გადი და დაგიძახებ მე კაი?
-უშველე სანდრო, უშველე გთხოვ.
-ლისი გადი,-დამიყვირა სანდრომ უკანსაკნელად შევავლე თვალი საბას გაყვითლებულ გახუნევულ სახეს და ტირილით გავედი ოთახიდან. კოსტა გამომყვა იქვე გაჩერდა მე კი ჩავიკეცე.
არ ვიცოდი რა ხდებოდა რატომ იყო ამდენიხანი სანდრო ოთახში მაგრამ ის კი კარგად მახსივს, რომ გამოვიდა გაფითრებული სახით მე კი საბას ოთახისკენ გავიქეცი
-ლისი არ შეხვიდე,-ერთი კი მომაძახა სანდრომ, მაგრამ მე წამში საბას ლოგინთან გავჩნდი საბა უმოძრაოდ იწვა, სხეული ჯერ კიდევ თბილი ჰქონდა, ტანჯვა ეტყობოდა სახეზე არ ვიცოდი რა მექნა ხელები ავიფარე სახეზე, ხან ერთ მხარეს ვატრიალებდი თავს, ხან მეორე მხარეს სანდროს და კოსტას თვალებით ვევედრებოდი საბა დაებრუნებიათ, მაგრამ არცერთი არ იძვროდა. მერე საბას გულზე დავეკონე ოღონდ ახლა არ მეშინოდა, რომ რამეს ვატკენდი ოღონდ ტკენოდა, ოღონდ ხმა ამოეღო და რას არ ვიზამდი.
-საბა გაახილე თვალი, საბა შემომხედე, გემუდარები საბა არ მიმატოვო, გთხოვ არ წახვიდე გემუდარები საბაა.,-მოვთქვამდი ბოლო ხმაზე,-საბა მე ხომ თქვენ გარდა არავინ არ მყავს მე ყველამ მიმატოვა, მე საკუთარმა დედამ მიმაგდო. საბა ნუთუ შენც მომატყუე როცა მითხარი მიყვარხარო არ გრცხვენია უნამუსოვ, რამდენი რამ მითხარი ცოტა ხნის წინ და ახლა რა გააკეთე? რა გამიკეთე საბა. მე მემოგკალი, ნეტავ საერთოდ არ გავჩენილიყავი შენს ცხოვრებაში, საბა ახლა მე რავქნა? სალის რა ვუთხრა ან შენებს, რომლებიც შემიძულებენ საბა გთხოვ, თუ გიყვარვარ ადექი და თქვი რომ იხუმრე ან ვინმემ გამაღვიძოს და თქვას რომ ეს კოშმარია, საბა გემუდარები საბა არ მენეტები გესმის? არ მემეტები საბა არა არ დამტოვო გემუდარები საბა დაბრუნდი, საბა.,-ვიღაცამ გამიყვანა ვებრძოდი საბასთან მინდოდა მინდოდა იმ ღამეს საბასთან დამეძინა მინდოდა მისი სხეული არ გაციებულიყო, მაგრამ ვიღაცამ მის მკერდს მომწყვიტა.
საბას სიკვდილი მეც მკლავდა ვგრნობდი, რომ საბას ჩემი ნაწილი გავაყოლე და, რომ მას ვერასოდეს დავიბრუნებდი. გიფიქრია მკითხველო, რომ ისინი ვინც გარდაიცვლებიან აღარასოდეს დაბრუნდებიან. მე მომენატრებოდა, საბა მომინდებოდა, რომ მისი სახე დამენახა მაგრამ მას ვეღარსად ვერ ვიპოვიდი. ის გაქრებოდა, ისე თითქოს არც ყოფილა ყველაფერი ძველებურად იქნებოდა, მაგრამ საბა სადაც არ უნდა მეძებნა ვერსად ვნახავდი. ამას ჭკუიდან გადავყავდი ყველას გავუუცხოვდი. თითქმის მის მშობლებთან გადავსახლდი ყოველ საღამოს, როცა მგლოვიარე ბრბო წავიდოდა მე ჩასასვენებელს მივეჭრებოდი და მთელი ხმით მოვთქცამდი, მაგრამ ერთ დღეს წყობიდან გამოვედი. პანაშვიდის დღე იყო, კოსტა სადღაც გავიდა. საბას მამას არ შორდებოდა მე და ლადო გარეთ ვისხედით და არ ვლაპარაკობდით, რიცა პანაშვიდზე მოსული კასელები დავინახე. ისინი შევიდნენ, მაგრამ მე იმან გამაცოფა რომ რატი იქ იყო. სამზარეულოში შევედი პურის დასაჭრელი დანა ავიღე და რატის გარეთ დავუცადე.
-რატი,-მივმართე მას მაგრამ რამდენიმე თავლი მომაშტერდა
-რაიყო?-რატის მივეჭერი, წინ ავესვეტე და სახელოში ჩამალული დანა გამოვაჩინე რატი ადგილზე შეხტა მაგრამ უკან არ დაუხევია
-გამომართვი,-შევუყვირე და დანა ხელში შევაჩეჩე
-ლისია რას აკეთაბ?
-ლადო ნუ ერევი,-ხელი ვკარი მეგობარს და ისევ რატის მივუბრუნდი,-რატი აიღე დანა და მომკალი
-ლისია თავიდან მომწყდი
-არ გაინძრე რატი თორემ დანას შენ ჩაგარჭობ,-ვბრძანე და დანიანი ხელი ახლოს მოვაწევინე.
-ლისია წყობიდან არ გამომიყვანო როგორც.
-რა როგორც? როგოეც საბამ გამოგიყვანა არა?-ვიგრძენი შეგროვილი ხალხი როგორ დაიძაბა
-რას ამბობ
-მე მიცავდა და იმიტომ მოკალი არაა? მიპასუხე არაკაცო როგორ გაბედე აქ მოსვლა, როგორ გაბედე შენი ბინძური ფეხის შემოდგმა ამ სახლში, სადაც გაიზარდა, როგორ გაბედე გეკითხები? გეყოს კაცობა და აღიარე რატი
-მომაცილეთ ეს @ოზი აქედან-ხელი მკრა და წასვლა სცადა მაგრამ ლადომ სახეში ძლიერად დაარტყა და წაბარბაცდა
-მართალია?
-შენ გეკითხები რატი მართლა შენ მოკალი საბა?-არ ცხრებოდა ლადო
-მე მხოლოდ დანა დავარტყი არ ვიცოდი თუ მოკვდებოდა
-რა არ იცოდი? არ იცოდი ექიმთან რომ არ წავიდოდა არა? სანდროსაც დაურეკე და გაარკვიე იყო თუ არა თბილისში, იცოდი რომ ვერ ჩამოუსწრებდა
-რას ამბობ ლადო,-დავიბენი ახლა მე
-ჰო სალი, რომ მიმყავდა სახლში იმან მიამბო რაც იცოდა გამიკვირდა ძველ საწყობში რატო დაიბარა მეთქი საბა. მერე კი სალიმ თქვა დანა ჯერკიდევ ხელში ეჭირა რომ მოვიდა და რაღაც უცნაური სუნი ასდიოდაო. იქ ტოქსიკურ ნივთიერებებს ინახავდნენ ადრე მაგრამ დალუქულია, რადგან რამდენიმე წელი კიდევ არის საფრთხე. ამ ნივთიერებაზე შეხებისგან შეიძლება ადამიანი დაავადდეს . საბა რომ წამოსულა მერე სანდროსთან დაურეკავს ამ არაკაცს და უკითხავს, სადხარო მერე კი მშვიდად გააგრძელა ძილი, რადგან იცოდა საბა ან სახლამდე ვერ მიაღწევდა ან სანდრო ვერ ჩამოუსწრებდა.
რატი განზრახმკვლელობისთვის დააპატიმრეს, მაგრამ ჩვენ რა საბა აღარ დაბრუნდებოდა და ამას შვიდი რატი რომ ჩაესვათ ციხეში ისიც ვერ შეცვლიდა.
მერე რა მოხდა? მერე იყო ბნელი დღეები დღეები, როცა მე საბას დავეძებდი მაგრამ ის არსად არ იყო გიჟს დავემსგავსე. არ ვიცოდი რა მექნა მტკიოდა, გული ძალიან მტკიოდა მაგრამ უძლური ვიყავი და ეს ბოლოს მიღებდა.
ვცდილობდი სააქაოს დავბრუნებოდი, ვცდილობდი კოსტაზე გადამეტანა მთელი ყურადღება რომელიც ცდილობდა გავეცოცხლებინე მაგრამ მივხვდი მე მას უფრო მეტად ვუშლიდი ხელს. რთული იყო ამ ნაბიჯის გადადგმა მაგრამ სანამ კოსტა აბაზანაში იყო ტაქსი გამოვიძახე, ჩანთაში აუცილებელი ნივთები ჩავალაგე და სადარბაზოში გავაბიჯე. მტკიოდა რომ ამით კოსტას ვატკენდი მაგრამ მე უკვე აღარაფრად ვვარგოდი და არ მინდოდა კოსტას ყველაფერი დაეკარგა ჩემგამო. გამიგე მკითხველო გემუდარები მე ვიცოდი რომ საბა ჩემგამო მოკლეს მე ვიცოდი რომ ვერასოდეს გავხდებოდი ნორმალური ადამიანი ისევ სასოწარკვეთამ შემიბყრო და ვიცოდი რომ კოსტას ცუდად ვხდიდი ჩემი საქციელით კოსტა ის ერთადერთი იყო ვინც მე მართლა მიყვარდა მთელი გულით და ამას ვერ გავუკეთებდი მას უნდა ეცხოვა. რაც შეეხება ლადოს ვიცი მეგობრის ღალატი რაცაა მაგრამ ეს აუცილებელი იყო. ასე რომ ტაქსში ჩავჯექი და ვთხოვე უმისამართოდ გასულიყო ქალაქიდან მერე კი წინა სავარძელზე სამასი დოლარი დავუდე ეს უკანასკნელი ფული იყო რაც გამაჩნდა და ვთხოვე დაძრულიყო.

ლისიას წასვლის შემდეგ მეოთხე წელს ვითვლიდით. ვერ აღვწერ რამხელა დარტყმა იყო ჩვენთვის ეს. მე და კოსტა ყოველ დილას იმ იმედით ვიღვიძებდით რომ ის დაბრუნდებოდა. მაგრამ ლისიამ სამუდამოდ დაგვტოვა. ძალიან განვიცდით მაგრამ როგორც მის წერილში ეწერა ცხოვრებას განვაგრძობიდთ ვუსტულებდით სურვილს და არც ვეძებდით, ჩვენ უბრალოდ არ გვინდოდა კიდევ დაგვენახა მისი განადგურებული სახე ლისია ჩვენში შემორჩა როგორც ხატება ქალისა რომელიც უანგარიშოდ უნდა გიყვარდეს.
დილით საშინელ ხასიათზე გავიღვიძე გიო დამშორდა. ამიტომ არ ვიყავი ცუდად უკვე მივეჩვიე რომ საყვარელი ადამიანები გვტოვებენ უბრალოდ ცუდ ხასიათზე ვიყავი.
წელი ძალდატანებით ავითრიე და სააბაზანოში შევედი წველი მოვიშორე სახიდან ვიბანავე და ისევ დავემგვანე ადამიანს. სააბაზანოდან ფეხშიშველი გამოვტანტალდი და ჩაცმა დავიწყე. ნაცრისფერი ტანზე მომდგარი შარვალი და თეთრი უყელო პერანგი ჩავიცვი უკვე შემოდგომა ძალებს იკრებდა ნოემბრის სუსხიანი დილა იდგა ამიტომ თხელი ტყავის ქურთუკი შემოვიცვი და მანქანის გასაღები შევათამაშე ხელში.
-დილა მშვიდობისა ლადო გამიყვან,-მკითხა ჩემმა მეზობელმა კატიამ
-კი კატ როგორ არა,-გავუღიმა და მანქანის კარი გავუღე
-ჩემი გმირი ხარ,-მითხრა კატიამ და თავისი თეთრი მტევანი მუხლზე დამადო მერე კი მაღლა აასრიალა.
-კარგი რა კატ არ გინდა,-ვუთხარი უემოციოდ ეს საერთოდ არ აღმაგზნებდა პირიქით გული ლამის ამერია როცა ეს გააკეთა.
-რას მიწუნებ?-თავის დიდ თითქმის მოშიშვლებულ მკერდს დახედა და მერე მე შემომხედა გაბუტულმა.
-არაფერს მშვენიერი ფორმები გაქვს უბრალოდ არ მიზიდავ,-მხრები ავიჩეჩე და მისი სამსახურის წინ გავაჩერე
-ინანებ ლადო ხომ იცი?-მკითხა ნიშნისმოგებით
-არამგონია მაგრამ მადლობა შემოთვაზებისთვის,-კარი გავუღე და გადავიდა. მერე მუსიკას ავუწიე და სამსახურში წავედი.
-ლადო სადახარ აქამდე დემეტრე ვენებს იჭრის რატო აგვიანებსო,-მომეგება ანი და მეც დემეტრეს კაბინეტისკენ წავედი
-აქვარ ბოსს,-ვუთხარი და კარი მივხურე
-რატო აგვიანებ ლადო ჰა?-მკითხა ამრეზილმა
-სულ სამი წუთი დავაგვიანე,-საათს შევხედე და სახე მომეღმინჯა
-ის დიდმკერდიანი ქალი რომ არ წაგეყვანა უფრო ადრე მოხვიდოდი,-მითხრა და ყელზე ენები გამოებერა
-ეს ჩემი პირადი ცხოვრებაა და არ გეხებათ, რატომ მეძახდით?
-სადაა საბუთები რომლის მომზადებაც გთხოვე?
-მაგიდაზე გიდევთ აი აქ,-შავი საქაღლდე მივაწოდე და ვკითხე,-ახლა შეიძლება გავიდე?
-კი რა თქმა უნდა
-მადლობა.
ჩემი უფროსი გეია ამაზე ორი აზრი არ არსებობს მაგრამ რატომ გადამეკიდა მაინცდამაინც მე? მე ხომ არასოდეს არ გამიმჟღვნებია რომ გეი ვარ პირიქით სალოც კი გავასაღე ჩემს შეყვარებუად, ოღონს დემეტრე შემეშვას.
-მოიცა ლადო,-ამრეზილი შევბრუნდი და სახლეურიდან ხელი არ ჩამომიღია ისე მივტრიალდი
-გისმენ
-დღეს საღამოს საქველმოქლედო ვახშამზე ხომ მოდიხარ?
-კი მოვდივართ მე და სალი,-ვუთხარი და უანგარიშოდ გამოვიხურე კარი.

სამსახურიდან ცოტა ადრე გამოვედი რომ მოვმზადებულიყავი. მუქი ლურჯი სმოკინგი ჩვიცვი და სალის გავუარე ულამაზესი იყო მაგრამ მისი მაკიაჟი ვერ ფარავდა ბავშვურ ანცობას სახეზე.
-წავედით,-მკითხა და სავარძელზე გასწორდა
-არ მომწონს შენების მოტყუება
-კაი რა ნუ დაიწყე ისევ დიდი ამბავი
-სალ საბას მერე შენ ერთადერთი იმედი ხარ
-ლადო მე ვარ იმედი შენ ხო არა. თან მეგობარს ვეხმარები რას ვაკეთებ ცუდს მე მომწონს შენთან ყოფნა. თან მაგ წვეულებაზე დემეტრეს ძმაც იქნება აჩი.
-სალო?
-რაიყო კარგი ბიჭია მაგრამ შენგამო მურმანის ეკალო ფლირტში ვერ ვყვები
-ბოდიში ბატონო,-სიცილით დავძარი მანქანა და დანიშნულების ადგილისაკენ წავედით.
-სალ მიხარია რომ მოხვედი,-დემეტრემ სალი მტრულად აათვალიერა მე კი მის წელს შემივხვიე ორივე ხელი და კისერში ჩავმალე თავი.
-მეც მიხარია დემეტრე.
-ლადო ვიცეკვოთ?
-კაი პატარავ ჯერ დავლიოთ გთხივ ძაან დავიღალე,-სალო ჩემკენ შემოვაბრუნე და თვალებში შევაჩერდი
-კაი ჰო,-ბარისკენ წავედით სალოსთვის რაღაც მსუბუქი ვითხოვე მე კი ორი ორმაგი ვისკი გადავკარი, ყოველთვის გვიან ვთვრებოდი, ამიტომ სმას არსად ვერიდებოდი.
მე და სალი ძალიან გავერთეთ მე მოჩვენებით სალი რეალურად. ბევრი მოსაყოლი არაფერია იყვნენ ისინი და ვიყავი მე. სოციუმი რომელიც მაშინვე გამრიყავდა, რომ გაეგო რეალურად მათგან განსხვავებული სქესი, რომ მქონდა. ეს მტკიოდა, მტკიოდა ჩემი ტყულით დამკვიდრებული ადგილი საზოგადოებაში.
საპირფარეშოში წავედი. კაბინა გამოვაღე და ჩამოვჯექი უნდა დავწყნარებულიყავი ზედმეტად ბევრი ტყუილი იყო იმ საღამოსთვის. ლისია რამდენჯერ მინატრიხარ ასეთ სიტუაციაში, ზოგჯერ ჩემდა უნებურად გადარებდი მას ,სალოს, სალო სხვა იყო შესაძლოა უფრო თბილი მაგრამ ლისია მარტო არ დამტოვებდა ასეთ დროს. თუმცა რას ვამბიბ მან მე სამუდამოდ დამტოვა. მეტკინა ლისიას არყოფნამ რაღაც ძალიან მატკინა.
შემეშინდა კარზე ბრახუნი რომ გაისმა და სასწრაფიდ გამოვხსენი კარი
-დემეტრე?-თვალებში უცნაური ცეცხლი ჩასდგომოდა გასვლა დავაპირე მაგრამ დამიჭირა რატომ იყო ჩემზე ძლიერი თუ უბრალოდ მე ვგრძნობდი თავს სუატად მის წინაშე
-არ წახვიდე,-ამოილაპარაკა ჩემს ყელთან და ძალიან ნაზად მაკოცა.
-დემეტრე გამატარე ნურაფერს გააკეთებ რასაც ინანებ
-არ გიყვარს, ის გოგო შენთვის არაფერს ნიშნავს
-დემეტრე ნუ მაწყენინებ არაფერი თქვა სალოზე
-სუუ! ნუ ამბობ, რომ გიყვარს ნუ მატყუებ გეყოფა
-დემეტრე მომშორდი ხვალ, რომ ჩემს განცხადებას დაინახავ მაგიდაზე იანებ
-ლადო, ლადო შემომხედე,-არ მინდოდა მისი შეხედვა ვიცოდი შემეცოდებოდა ისედაც საშინელ დღეში ვიყავი. კედელზე ასვეტილს წინ დემეტრე მედგა და ჩემი ხელები კედელზე მიტყეპებული ეჭირა
-დემეტრე ვინმე შემოვა გაიწიე
-მერე რა
-შენ თუ არ უფრთხილდები შენს სახელს მე ვუფრთხილდები, მე არ მიზიდავს კაცები.
-მატყუებ და ვერ ვხვდები რატომ
-სალოსთან უნდა დავბრუნდე
-სალოც უბრალოდ ამ დადგმის ნაწილია,-მითხრა და მაკოცა, მაკოცა ვნებიანად ძალიან გამიჭირდა მაგრამ თავი შევიკავე და მოვიშორე, მერე კი სახეში მუშტი გავუქანე და საპირფრეშოდან გამოვედი.
აღელვებული ვიყავი სახეზე ერთიანად წაშლილს ალმური ამვარდა. სალი ვიპოვე და სახლში წავედი. სალი მთელი გზა ჩემს დამშვიდებას ცდილობდა მაგრამ არაფერი არ გამოსდიოდა. სახლში დავტოვე მადლობა ვუთხარი და გამოსაცვლელად წავედი. ტყავის შარვალი ამოვიცვი, შავი მაისური და თეთრი კედები მერე მოტოციკლი გამოვიყვანე ფარეხიდან და ბარისკენ გავწიე. წავედი იქ სადაც არავინ მიცნობდა, სადაც ვერავინ შეძლებდა გული ეტკინა ჩემთვის. ვერავინ ვერაფერს დამიშავებდა . ძალიან ბევრი დავლიე და გავითიშე რთული იყო ეს ჩემთვის. მთელი სამყარო მთელი გულით შევიძულე და გადავწყვიტე ყველაფერი ფეხებზე დამეკიდებინა, ჩემი ზნეობა, იდეალები და ღირებულებები. იმ ღამეს პირველად მქონდა სექსი ქალთან არვიცოდი რა ერქვა, რამდენი წლის იყო ეს არც მაინტერესებდა მინდოდა ჩემი ისედაც დამსხვრეული სული კიდევ უფრო პატარა ნამსხვრევებად დამემსხვრია. მინდოდა ისეთივე ნაძირალა გავმხდარიყავი როგორებსაც სასამართლოში ვიცავდი. მინდოდა გავნადგურებულიყავი, მტკიოდა სულის შემძვრელად, მტკიოდა და არ მინდოდა მტკენოდა. სასმელსა და უცნობი ქალის ალერსში ვატანდი ამ ტკივილს. მტკიოდა ქალის თითოეული მოქმედება რომელზეს იმპულსურად უაზროდ ვპასუხობდი.

-თავი მისკდება,-რომ გავიღვიძე ნაცნობ ადგილას ვიყავი მაგრამ ვერ ვიაზრებდი რა ადგილი იყო ბოლოს ოთახში კოსტა შემოვიდა ხელში ჩაის ფინჯანი ეჭირა
-მადლობა,-გამოვართვი და მოვსვი,-ცხელია
-ვიცი დალიე და გადაივლე ყარხარ ლადო.
-კაი,-დავლიე და გადავივლე, როგორც ბატონმა მიბრძანა მერე კი მისაღებში გავედი უკვე ღამე იყო. კოსტა თამაშს უყურებდა. მე ერთი დღე გამოვტოვე მაგრამ არ მადარდებდა

დივანზე გადავწექი კოატამ თამაში დააპაუზა და შემომხედა
-რატომ მიყურებ ასე?
-რამოხდა გუშინ?
-ჰო მართლა აქ როგორ მოვხვდი,-ვკითხე და დაველოდე სანამ ლუდის ბოთლს მომაწოდებდა და მიპასუხებდა.
-შენ თვითონ მოხვედი ლისიას სახელს ყვიროდი ბოლო ხმაზე,-ვიგრძენი როგორ დაეძაბა სხეული მისი სახელის ხსენებაზე.
-ღმერთო მართლა როგორი მთვრალი ვიყავი
-ნამდვილად. ლადო მე არ შემიძლია დახმარება?
-შენ შეგიძლია კაცად ყოფნა მასწავლო?-ვკითხე სრული სერიოზლობით
-შენ ეს არ გჭირდება იქეთ ასწავლი ბევრ კაცს როგორ უნდა იყვნენ კაცები.
-ჰო მაგრამ მე მინდა კაცი ვიყო ნამდვილი კაცი.
-ლადო ეს შეუძლებელია შენ უნდა მიიღო საკუთარი თავი ისეთი როგორიც ხარ
-და თუ ეს არ შემიძლია, თუ ვერ ვიღებ იმას რომ გეი ვარ, თუ ვერ ვეგუები რომ პიდ*****ტი ვარ?
-ნუ ამბობ მაგ სიტყვას შენ ასეთი ყველაზე ნაკლებად ხარ. მე მინახავს ნამდვილი პიდ****ტები და შენ არ ხარ ასეთი. ,-გულს კი მითბობდა კოსტას სიტყვები მაგრამ ეს არაფერს ცვლიდა.
-ხომ არ დაურეკავს?
-არა
-მენატრება
-მეც მენატრება თანაც ძალიან.
-საბას საფლავზე ვიყავი გუშინ იქ ყოფილა ველური შროშანები ეწყო ლარნაკში.
-საბამ მაინც აასრულა თავისი ქადილი
-რა ქადილი?-ინტერესით ვიკითხე მე
-მაინც წამართვა ლისია,-კოსტას ხმაში საშინელი ტკივილი იგრძნობოდა ჩვენ ორივეს ერთი ტკივილი გვქონდა და მას ლისია ერქვა.
კოსტასთან საუბრის შემდეგ სახლში წავედი და დილამდე აბაზანაში ვიწექი თქვენ გგონიათ თბილი იყო? ან ტანსაცმელი გამოვიცვალე? არა პირდაპირ კოსტას სამოსით ვეგდე წყლით სავსე აბაზანაში და ბოლო ხმაზე ვმღეროდი არ მკითხოთ რას არვიცი არც ის მკითხოთ, როგორ ამოვედი აბაზაბიდან და როგორ წავედი სამსახურში არ მახსოვა და იმიტომ.
მაქსიმალურად ვცდილობდი დემეტრეს არ შევხვედროდი ყველაფერი რაც დემეტრეს მაკავშირებდა იმ დღეს მოვახერხე და ანას გადავავალე. საბედნიეროდ ანამ სურვილი შემისრულა და ნამდვილად არ მინახავს იმ დღეს ჩემი ბოსი. სამსახურიდან წამოსვლა მინდოდა მაგრამ სხვა არავინ ამიყვანდა ასეთი გამოცდილებით. მართალია საუკეთესო სტუდენტი ვიყავი უნივერსიტეტში მაგრამ ჯერ დამოუკიდებლად არც ერთი საქმე არ მომიგია ასე რომ ხელები შეკრულუ მქონდა დემეტრემაც იცოდა ეს და დარწმუნებული ვარ გამოიყენებდა კიდევაც თუ დასჭირდებოდა. ავტოსადგომიდან გამოვდიოდი როცა დემეტრემ მანქანა პირდაპირ ჩემის წინ გააჩერა და ნიშნის მოგებით დამაკვირდა უკან დავიხიე და გავატარე არვიცი რას ელოდა ჩემგან მკაფიოდ მივახედრე რომ ქალები მომწონდა. ის კი მაინც მთელი ამ ხნის განმავლობაში ცდილობდა ჩემთან რამე გამოსვლოდა. მანქანა უკან დავხიე და დავუცადე, როდის წავიდოდა ის კი მაინც ჩემი მანქანის წინ გაჩერდა და გადმოვიდა მინდოდა გავქცეულიყავი მინდოდა მომეშორებინა მინდოდა ჩემგან შორს ყოფილიყო ის კი მაინც მიახლოვდებოდა.
-რაგინდა დემეტრე,-გადმოვედი და ვკითხე
-არაფერი მანქანა დავაყენე და კაბინეტში ავდივა
-გაწიე თორემ შენს ახალ ჯიპს ახლავე შევულამაზებ გვერდს
-როგორც გინდა,-მხრები აიჩეჩა და წავიდა.
სისხლი მომაწვა დავეწიე და მაჯა დავუჭირე
-ერთი ამას შეხედეთ,-სარკასტულად განაცხადა ჩემმა მწამეველმა და ხელის გათავისუფლება სცად-გადააყენე მეთქი დემეტრე ცეცხლზე ნავთს ნუ მისხამ.
-მერე მიდი რაღას უცდი აალდი პატარავ,-საკოცნელად გამოიწია მაგრამ ისევ ვუთავაზე მუშტი და მიწაზე დაენარცხა. ამჯერად აღარ შემარჩინა ეს არც მე არ მინდოდა ძლიერად დამარტყა და ტუჩიდან სიახლი მოიწმინდა.
-ასე მოგწონს?
-დემეტრე მანქანა გადააყენე.
-არა თუ გინდა ერთმანეთე დავალურჯოთ მაგრამ არ გადავიყვან.
-კარგი,-ხელები დანებების ნიშნად ავწიე და მობილური ავიღე
-რას აკეთებ?
-ტაქსი უნდა გამოვიძახო.- ტაქსით პირდაპირ კოსტასთან წავედი.
-იცი ზოგჯერ მესმის ლისიასი,-ვთქვი და ტეკილა გადავკარი
-რას გულისხმობ?
-ადამიანები სხვებს ყოველთვის თავიანთი დიაპაზონით სჯიან ძნელია თქვა რას გრძნიბდა ლისია. ის იტანჯებოდა კოსტა და შენც იცი რომ ძალიან უჭირდა ეს ყველაფერი. რატი მთელი წელი ჩირქს სცხებდა მის სახელს, მერე საბა გარდაიცვალა და საბოლოოდ ლისიამ ესეც საკუთარ დანაშაულად მიიღო. რამდენადაც მენატრება და ვბრაზობ მასზე იმდენად მესმის მისი სხვანაირად შეუძლებელია ჩვენი სული ერთმაირი მატერიისაა. ერთი კი ნამდვილად ვიცი სადაც არ უნდა იყოს ისევ შენ ეყვარები.
-რას გულისხმობ დიაპაზონში?
-აი მაგალუთად,-ცოტა დავფიქრდი და კოსტას ხასითი შევაფასე მერე კი დავიყწე,-მას შენ უყვარდი. იმპულსური, ჩხუბისთავი, უხეში, რომელიც საკუთარ მიზანს ნებით თუ არა ძალიათ მაინც მიაღწევს. ყველას არ მოსწონს ასეთი კაცები ცუდად არ გამიგო. ლისია ამბობდა, რომ მე მთავარს ვერ ვხედავდი შენში და მართალიც იყო. ახლა როცა ასე კარგად გაგიცანი ვხვდები რატომ უყვარდი. შენ იმდეანად ხარ მამაკაცური და დამცველის ინსტინქტებით სავსე რამდენადაც მას სჭირდებოდა დაცვა ვიცი ჩემგან არც ისე კარგი მოსასმენია მაგრამ შენში ის ნამდვილ მამაკაცს ხედავდა და ამიტომაც უყვარდი ასე. კოსტა შენ სანიმუშო ადამიანი ხარ.
-მადლობა ლადო,-მითხა და ლუდი ბოლომდე ჩაცალა მერე კი სიცილი აუტყდა
-რა გაცინებს?
-ჩვენ აქ მისი არ ყოფნით ვიტანჯებით და წარსულით ვცხოვრობთ ის კი ალბათ სადმე კუნძულზე წევს და ირუჯება,-მეც გამეცინა
კოსტას ყველაფერი მოვუყევი დემეტრეს შესახებ და დაველოდე სანამ გადახარშავდა
-ლადო ეს ძალადობაა უნდა უჩივლო,-მითხრა ბოლოს
-არა ვერ ვუჩივლებ ასე ჩემს საიდუმლოს გავთქვამ
-შენც რას ინახავ ამდენი ხანი საიდუმლოდ არ მოგბეზრდა? დაიკიდე ეს ხალხი და თვი სიმართლე
-ვერა კოსტა ვერა,-თავი გადავაქნიე და დავამთქნარე
-მეძინება
-დარჩი თუ გინდა დღეს ღამე აქ,-სიამოვნებით მივიღე მისი შეთავაზება და დივანზე გავიშოტე.
დილამდე მშვიდად მეძნა მერე გვიან გავიღვიძე და სახლში წავედი იმ დღეს სამსახურში არ წავსულვარ სახლში გავატარე. სამსახურში არც მეორე დღეს არ არ წავედი. ამიტომ სამსახურმა მომაკითხა
-ლადო გააღე ვიცი სახლში რომ ხარ შენი სუნთქვა მესმის კარის მიღმა,-თქვა დემეტრემ და მეც სხვა გზა აღარ მქონდა კარი გავუღე
-მანქანა მოგიყვანე და ბოდიშის მოსახდელად მოვედი,-ერთი ბოთლი შვი ღვინო მიჩვენა და გამეკრიჭა
-შემოდი,-გავიწიე და სახლში შევუშვი
-კარგი სახლია მომწონს
-ჩემი მეგობრისაა,-არ ვიცი გითხარით თუ არა ლისის სახლში ვცხოვრობდი,-ესაა შენი მეგობარი?-ჩემი და ლისიას ფოტოზე მანიშნა რომელიც დეკორატიული ბუხრის თავზე მედო
-ჰო ეგაა,-მიყვარდა ის სურათი ლისიას წელზე ვიყავი შემოხვეული და ვნებიანად დავცქეროდი იმ დღეს გადაგვიღო საბამ ზამთრის წვეულებაზე რომ მივდიოდით.
-ლამაზია
-ჰო ქალღმერთია
-დავლიოთ,-მკითხა და ხელში დაჭერილ ბოთლზე მანიშნა
-ჭიქებს მოვიტან,-არ ვიცი მერამდენე საღამო იყო რაც გადაბმულად ვსვამდი მაგრამ არ მადარდებდა
-ლადო ბოდიში მინდა მოგიხადო ჩემი საქციელის გამო არ ვიცი რა დამემართა,-ბოლო ჭიქას ვცლიდით როცა დემეტრემ ეს თქვა თავს არაბუნებრივად ვგრძნობდი ძალიან მთვრალები ვიყავით.
-არაუშავს,-ვუთხარი და ჭიქა გამოვცალე
-ჩემი წასვლის დროა,-დემეტრე წამოდგა და კარისკენ წავედით.

..........
საღამო იყო მარტო ვიყავი სახლში და სიგარეტს სიგარეტზე ვეწოდი დღეს 27 ნოემბერი იყო დღე როცა ჩემი ოცნების ქალს როგორც იქნა პაემანი დავუნიშნე მეხუთე კლასიდან მიყვარდა მაგრამ პაემანზე დაპატიჟება მხოლოდ მეათე კლასში გავუბედე.
ახლაც მახსოვს რა ეცვა. შავი მოკლე ქვედაბოლო, შავი მაისური, წითელი თბილი ქურთუკი და წითელივე ჩექმები რომელიც მუხლის ზემოთ სწვდებოდა. ველური შროშანები მივართვი ისე გაუხარდა ლამის ტირილი დაიწყო მერე კი პატარა კაფე ვიპოვეთ და ვანილის ჩაი შევუკვეთეთ როგორც პირველად ჩემს სახლში რომ დავპატიჟე. ძალიან ლამაზი იყო ან მე მეჩვენებოდა არაბუნებრივად ლამაზად.
ლეპტოპი გადმოვიღე და სტატიის წერას შევუდექი ჩემი ბოსი ნამდვილი ენერგო ვამპირია და სულს გვხდის მუშაობაში. სტატიას ერთ-ერთ ქართველ ბიზნესმენზე ვაკეთებდი დემურ ქაჩიბაიაზე და მისი პოტოების მოსაპოვებლად google-ს გამოყენება გადავწყვიტე.
ერთ სტატიას წავაწყდი რომელიც უახლესი დადებული იყო და გავხსენი. გული ლამის გამიჩერდა და სტატიის კითხვას შევუდექი. ,,ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ბიზნესმები დემურ ქაჩიბაია ცოლის შერთვას აპირებს.
-ლისია ყველაზე დიდი საჩუქარია ჩემს ცხოვრებაში განმარტავს ბიზნესმენი და იმედოვნებს რომ მათი ცხოვრება ყველაზე ბედნიერი იქნება“
ლეპტოპი დავხურე და მოვისროლე. სისიხლი მომაწვა და მაშინვე ტელეფონს ვეცი ლადოს ნომერი ავკრიფე და მხოლოდ ერთი სიტყვა ვუთხარი
-ვიპოვე
..........
თავი სიმწრით ავწიე და კოსტას ვუპასუხე
-ვიპოვე
-სადაა?
-ვიღაც ბიზნეამენზე თხოვდება
-რააა!-შევყვირე მერე კი საწოლს გადავხედე და პირზე ხელი ავიფარე.
-ჰო ბიჭო ლისიას სიცოცხლეს გეფიცები ლინკი გამოგიგზავნე და ნახე
-კაი ვნახავ
-რატო ჩურჩულებ შენ?
-ჩემ გვერსით შიშველი დემეტრე წევს მე კიდე არაფერი არ მახსოვს
-ბიჭო გამო*ირდი?
-მგონი კი,-გავუთიშე და თვალები მოვიფშვნიტე ხო არ მეჩვენება მეთქი. სამწუხაროდ არ მეჩვენებოდა.
-გაიღვიძე?-მკითხა და გადმობრუნდა
-ჰო მეგობარმა დამირეკა და გამეღვიძა
-შეილება დავინტერესდე?
-კი ერთი დაკარგული მეგობარი ვიპოვეთ და იმის სათქმელად დარეკა,-დაჰოლიპნოზებულივით ვფქვავდი ყველაფერს
-კაი ადექი მოემზადა შენი კარადიდან რამეს ავიღებ სახლში გამოცვლას ვერ მოვასწრებ ხო გახსოვს პროცესზე უნდა წავიდეთ
-კი მიდი,-რა ჯანდაბას აკეთებ ლადო რას
ტვინში სისხლი ჩამექცა იმის წარმოდგენაზე რა შეიძლებოდა მომხდარიყო მე არ მომწონდა დემეტრეს ნაირი ბიჭები. ის უხეში იყო და მესაკუთრე.
საუზმე მოვამზადე ბოლოსდაბოლოს მასპინძელი ვიყავი სანაგვეში იმდენი ცარიელი ბოთლი ეგდო მივხვდი რატო არ მახსოვდა არაფერი.
ერთად ვისაუზმეთ და პროცესზე წავედით დუმდა და მისი დუმილი ნერვებზე საშინლად მოქმედებდა.
-რა მოხდა გუშინ,-ვკითხე პროცესის მოგების შემდეგ მანამდე ძალიან ღელავდა და არ მონდოდა ჩემ გამო წაგვეგო.
-წუხელ, უფრო სწორედ უყველაფერიც მოხდა და სალო არც გაგხსენებია
-ჯანდაბა,-მანქანის მინას ვუთავაზე და გვერდით გავიხედე
-ლადო შემომხედე
-არ მინდა
-ლადო ნუ ბავშვობ შემომხედე,-შევხედე
-იმაში რომ საპირისპირო სქეაი არ გიზიდავს ცუდი არაფერია გაიგე?
-ადვილი სათქმელია შენთვის მამაჩემმა რომ გაიგოს თავს წამაძრობს ისე რომ არც დაფიქრდება.
-მაშინ მოგიტაცებ და ჩვენთან შატილში წაგიყვან.
-სერიოზულად?-ამრეზად გადავხედე
-კაი ჰო მეგონა რომანები მოგწონდა.
-შეცდი
-ლადო ნუ მექცევი ასე გაიგე?-მანქანა გადააყენა და სახე დამიჭირა
-სულაც არ მომწონს ასე რომ მექცევი
-როგორ ასე?
-როგორც ქალს,-ჩავილაპარაკე ჩახლეჩილი ხმით,- ეს მტკენს დემეტრე
-ჰო და დამელაპარაკე ლადო მითხარი რა მოგწონს რა გიტაცებს მომიყევი შენზე მე ისიც კი მაინტერესებს ჩაიში რამდენ კოვზ შაქარს უმატებ,-უნებურად გამეცინა მის სიტყვებზე
-ძალიან გიხდება ასე როცა იღიმი,- ამჯერად მარგალიტის კბილები თვითონაც გამოაჩინა
-ვცადოთ?-მკითხა დაფიქრებით
-ვცადოთ მაგრამ ჯერ ლისია უნდა დავაშოროთ იმ ბებერს
-ვინაა ლისია?
-ჩემი გულის დედოფალი,-ყველაფერი მოკლედ ვუამბე სანამ კაფეში ვისხედით და ყავას ვსვამდით
-შენი ცხოვრება მართლა დრამა ყოფილა,-დაასკვნა ბოლოს
-ჰო ეს არც ისეთი ადვილი იყო ლისიას. გაგებას დიდიხანი ვცდილობდით მე და კოსტა მაგრამ ამაოდ მე უბრალოდ ძალიან მენატრება ის
-მე არასოდეს მყოლია მეგობარი გოგო მათ ყოველთვის სხვა რამ უნდოდათ ჩემგან
-ლისოას რომ გაიცნობ მაშინვე შეგიყვარდება
-ჩემი გული მთლიანად დაკავებულია ამ მომენტში,-გავწითლდი როცა ამდენი ადამიანის თანდასწრებით ხელზე ხელი დამადო.
..

რატომღაც მრჩება შტაბეჭდილება რომ ორი ადამიანის მეტი არ კითხულობს. ასე რომ ძალიან მწყინს.
ახალა რა ხდება იქნება კიდე ერთი თავი. იმედი მაქვს დღევანდელი მოგეწონებათ და კიდევ მაინტერესებს თქვენი აზრი ლადოს პერსონაჟზე.
მიყვარხართ.
პ.ს კომენტარები დამიწერეთ თორე გაბუტვას ვიწყებ



№1 სტუმარი სტუმარი nita

oridan ert erti me var mashin???? arada darcmunebuli var bevri kitxulobs. dzalian nomwons da velodebi sulmoutkmelad shemdeg tavs

 


№2  offline წევრი ki si

სტუმარი nita
oridan ert erti me var mashin???? arada darcmunebuli var bevri kitxulobs. dzalian nomwons da velodebi sulmoutkmelad shemdeg tavs

მადლობა საყვარელო უბრალოდ ყველა ავტორს ჭირდება ერთგვარი ბიძგი და ეს ჩვენთვის თქვენი კომენტარები და მხარდაჭერაა

 


№3  offline წევრი Kalina

ორი არა ის,
მარტო ცხრაასჯერ მე ვკითხულობ,
ბოდიში მოიხადე, რა!
:))))

ცოტა მეშინია დასასრულის, ხომ იცი...
--------------------
საით მივყავართ ოცნებებს?

 


№4 სტუმარი სტუმარი Elle

მეცვკითხულობ და ძალიან მომწონს :დდ ❤❤

 


№5 სტუმარი სტუმარი ქეთი

ბევრი კითხულობს მიუხედავად იმისა, რომ არ ვაკომენტარებთ. ლისიაზე ძალიან ვაარ გაბრაზებული, რანაირად იქცევა. ლადოზე რა გითხრა, დიდ უხერხულობას მიქმბის მე პირადად ორი მამაკაცის სიყვარული. ვცდილობ ყველლა მხრიდან მივუდგე, მაგრამ ჯერ ვერ გამომდის:დდ
კოსტა კი ყველაზე მეტად დაიჩაგრა. მგონი ასე მოქცევას არ იმსახურებდა ნამდვილად

 


№6  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

სტუმარი ქეთი
ბევრი კითხულობს მიუხედავად იმისა, რომ არ ვაკომენტარებთ. ლისიაზე ძალიან ვაარ გაბრაზებული, რანაირად იქცევა. ლადოზე რა გითხრა, დიდ უხერხულობას მიქმბის მე პირადად ორი მამაკაცის სიყვარული. ვცდილობ ყველლა მხრიდან მივუდგე, მაგრამ ჯერ ვერ გამომდის:დდ
კოსტა კი ყველაზე მეტად დაიჩაგრა. მგონი ასე მოქცევას არ იმსახურებდა ნამდვილად

აბსოლიტურად ყველაფერში გეთანხმები...

 


№7  offline წევრი ki si

მარიკუნაა♥️
ორი არა ის,
მარტო ცხრაასჯერ მე ვკითხულობ,
ბოდიში მოიხადე, რა!
:))))

ცოტა მეშინია დასასრულის, ხომ იცი...

ბოდში ჩემო საყვარელო

დასადრულის ნუ გეშინიათ ძვირფასებო დღეს არ ვაპირებდი დაწერას მაგრამ თქვენ ისეთი კომენტარები დამიწერეთ და ისე ძაან გამახარეთ გათენება რო მომიწიოს დავწერ. ძალიან მიყვარხართ ყველა.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent