უაზრო ქმედება (თავი 6)
დაიჯერებთ რომ გითხართ ერთ ოთახში იყვნენ ერთ სახლში ერთ მაგიდასთან ჭამდნენ მაგრამ ორ კვირაზე მეტი ერთმანეთს არ შეხვედრიან თორნიკე ადრე მიდიოდა და გვიან ბრუნდებოდა ელენე კი მთელი ამ დროის მანძილზე ცოცხალ მკვდარი იყო თითქმის არ ჭამდა, არ ეძინა, ლაპარაკითაც იშვიათად ისიც მხოლოდ მაშინ როცა რამეს ეკითხებოდნენ დრო გადიოდა და ტკივილი უფრო იზრდებოდა ყველაფერი პირიქით იყო დრო ყველაფერს უფრო ართულებდა და აუარესებდა ფიქრობდა რა უნდა ექნა ცხოვრება როგორ გაეგრძელებინა პირველ რიგში საკუთარი თავი ეზიზღებოდა შემდეგ დანარჩენები როგორ გაწირეს და გაიმეტეს ჯერ მშობლებმა შემდეგ ქმარმა. შეიძლება ვერ ხვდებოდნენ რა მოხდა, მაგრამ რატო არავის გაუჩნდა კითხვა ასეთი ხალისიანი გოგონა უცბად რატომ განადგურდა სულიერად თუ ფიზიკურად დავიჯერო ვერ ამჩნევდნენ მის ფერმკრთალ სახეს, ჩაცვენილ ჩაშავებულ თვალებს უნდაც ცარიელ თეფშს ნუთუ მისი ხმაც არავის ენატრებოდა რატო არავინ ეკითხებოდა რა ჭირდა? როგორ იყო? ნუთუ ყველამ ასე მარტივად გაწირა ტანჯვისთვის. გამოსავალს ვერ ხედავდა როგორ უნდა გადარჩენილიყო? ვინ უშველიდა? იქ უნდა დაბრუნებულიყო სადაც პატარა მაგრამ საჭირო თანადგომა მაინც ეგულებოდა. თორნიკეს წასვლას დაელოდა ცოტახანში თვითონაც ჩავიდა დაბლა ცდილობდა მხიარული გამოჩენილიყო -დრეს თორნიკესთან სამსახურში უნდა წავიდე იცის თვითონაც მელოდება -კარგი შვილო მაგრამ გზა რომ არ იცი გაიყოლე ვინმე. -არა არა ცხენით წავალ და იქიდან მანქანით წავაყვანინებ ვინმეს თავს პატარა ჩანთაში ყველაზე საჭირო ნივთები ჩაალაგა და წავიდა ციოდა და მერე როგორ დეკემბრის დასაწყისი სვანეთში დიდი თოვლიც იდო მაგრამ ყველაფერს აიტანდა რაც მთავარი იყო სახლიდან წამოვიდა და ქალაქამდე რამენაირად მიაღწევდა ბაბლუნების ავტოსადგომზე ცოტა გაუჭირდა მაგრამ შეუძლებელი არაფერია რამდენიმე წუთიანი ჩხუბის მერე მოახერხა საჭესთან დაჯდომა მანქანა უტარებია მაგრამ არა მოყინულ გზაზე არც მშრალ გზაზე დაიტრაბახებდა მაგრამ სხვა გზა არ ჰქონდა პირველი ერთი საათი რთული იყო შემდეგ უკვე მიეჩვია მალე მთავარ გზაზეც გავიდა ბნელოდა თბილისს რომ მოუახლოვდა უკვე აღარ შეეძლო მანქნა მიფარებულში დააყენა გასაღები შიგნითვე ჩატოვა ტაქსი გააჩერა და სხლამდე ასე მიაღწია. ნაცნობი ადგილის დანახვისას გააჟრჟოლა ბრაზი სევდა სიხარული ყველაფერი ერთიანად მოაწვა კარი ამაყად შეაღო ნაცნობი სუნის შეგრძნებისას თვალები აემღვრა დაიჯერებთ რომ გითხრათ როგორცკი დედამ შვილი დაინახა მაშინვე მიხვდა რაც მოხდა თქო ეცადეთ დაიჯეროთ რადგან ზუსტად ასეა ქეთევანმა შორიდანვე შენიშნა ელენეს თვალები და უსიტყვოდ ჩაიკრა გულში და სწორედ ეს აკლდა გოგონას ტიროდა და ვერ ჩერდებოდა რაც გულში ჰქონდა ყველაფერი ამოიღო დედამისიც მასთან ერთად მოსთქვამდა კიდევ კარგი სახლში მამამისი არ იყო თორემ ვიღაც მართლა მოკვდებოდა ბოლოს ქეთევანმა არჩილის მოსვლამდე ელენე თავის ოთახში აიყვანა და დააძინა. სახლში დაბრუნებულ თორნიკეს დედა შეეფეთა -ელენე სადაა? -სახლში სად უნდა იყოს -სახლში არაა დილით შენთან წამოვიდა თორნიკე არ დაბნეულა მაგრამ შეეშინდა ელენეს იმდენად არ იცნობდა რო მიმხვდარიყო რას გააკეთებდა -თბილისში წავიდა სკოლის საქმეებზე და მალე დაბრუნდება ფიქრობდა რა უნდა ექნა წასულიყო მოეძებნა და დაებრუნებინა ახლავე თუ დრო მიეცა რა აჯობებბდა მათთვის ის კი იცოდა რო ჯერ ელენეს თვალებში ვერ შეხედავდა თავი ეზიზღებოდა სუსტს მოერია ვიღაცის უაზრო სიტყვებს აყვა მეუღლეს არც კი მოუსმინა რა აღარ აკადრა სიტყვიერად თუ ფიზიკურად ახლა სიანული უკვე გვიანი იყო არავინ არაფერს ეკითხებოდა იმას აკეთებდა რაც უნდოდა ძირითადად სულ ეძინა დანარჩენ დროს კი უაზროდ იყურებოდა იმ საშინელი ღამიდან ერთი თვე იქნებოდა გასული როცა ელენე გულის რევამ შეაწუხა დილიდან სააბაზანოში იჯდა და ვერ გამოდიოდა. -რა დაგემართა ხო კარგად ხარ -ალბათ მოვიწამლე დე არაფერია გამივლის -რა მოგწამლავდა არაფერი გიჭამია, მითხარი რამდენი ხანი გავიდა -ალბათ ერთი თვე ან ცოტა მეტი -მე გავალ გინეკოლოგთან ჩაგწერ და მოვალ იქნებ დღესვე მიგვიღოს -დე შენი აზრით -ჰო ალბათ ახლა ყველაზე ნაკლებად უნდოდა შვილი მითუმეტეს იმ კაცისგან რომლისგანაც ამხელა დამცირება მიიღო რას გააკეთებდა ჯერ არ იცოდა. ღებინებამ მალევე გაუარა და შუადღისთვის უკვე ექიმის კაბინეტში იყვნენ -გამარჯობა მოდი მოთავსდით ელენე კანკალებდა ეშინოდა არ უნდოდა ნატრობდა ოღონდ ორსულად არ ყოფილიყო და სხვა რაც უნდა ის დამართნოდა -დამშვიდდით სანერვიულო არაფერია თუ სასურველი ბავშვები არ არიან შეგიძლია თორმეტ კვირამდე მოიშორო ელენემ ჯერ დედამისს შეხედა შემდეგ ექიმს გაოცებული იყო ექიმის მიმართვით -იმის თქმა გინდათ რო ორნი არიან ქეთევანი შოკში იყო ღელავდა შვილზე და ახლა უკვე შვილიშვილებზე -დიახ ორნი არიან გულისცემა ჯერ არ ისმის მეხუთე კვირაზე ხართ ასე რომ დრო ჯერ კიდევ გაქვთ მაგრამ ჩემი რჩევა იქნება რაც შეიძლება მალე გადაწყვიტოთ თქვენთვისაც და ბავშვებისთვისაც ნაკლებად მტკივნეული იქნება -არა არა რას ამბობთ ისინი ჩემი შვილები არიან მათ რაცარუნდა იყოს ვერ მოვკლავ ვერ ვატკენ -კარგით მაშინ რეცეპტეპს დაგიწერთ და ორსულთა ლიტერატურას მოგცემთ ათიდან თორმეტ კვირამდე გელოდებით. გითხრათ ბედნიერი იყო თქო არა ისედაც უამრავი პრობლემა ჰქონდა და ახლა ბავშვებიც დაემტნენ თანაც ტყუპები ჯერ მხოლოდ წერტილებს გავდნენ მაგრამ დანახვისთანავე იცოდა რო არავითარ შემთხვევაში არ მოიცილებდა ისიც კი აგიჟებდა რომ ამაზე საერთოდ გაიფიქრა. სახლში მისვლის თანავე ამბავი მომავალ ბაბუას ამცნობა სიხარულით ყველა მეცხრე ცაზე იყო ამ ბოლო თვეების მანძილზე ელენე ასეთი ბედნიერი პირველად იყო -შენმა ქმარმა იცის უკვე? ამაზე არც კი უფიქრია თორნიკე დღეს არც გახსენებია თითქოს მხოლოდ ის და ბავშვები დარჩნენ როგორ ეტყოდა თორნიკეს ან საერთოდ ეტყოდა თუ არა არ იცოდა იქნებ უკეთესი ყოფილიყო ბავშვებთან ერთად სადმე შორს წასულიყო. პირველ რიგში მადლობა რომ წაიკითხეთ მადლობა შეფასებებისთვის და იმ კომენტარებისთვის რაც წინა თავებზე დამიტოვეთ <3 . თქვენი აზრით როგორ მოიქცევა ელენე? რას გააკეთებდით მის ადგილზე? ველი შენიშვნებს და კიდევ ერთხელ მადლობა და ბოდიში პატარა თავისთვის <3 <3 :* |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.