შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ალექსანდრა (6)


28-06-2018, 23:54
ავტორი Anye-Any
ნანახია 1 545

ცხოვრებაში ყველაფერი წარმავალია, სიხარულიც, ტკივილიც, წარმატებაც, მარცხიც, მთავარი ჩვენი უცვლელი გრძნობებია, რომლებიც ადამიანად გვაქცევენ.
-რისთვის მოხვედი? - მკაცრად ჰკითხა
- ის ტიპი რატომ გელაპარკებოდა? - სახე გაუმკაცრდა ჯაჭვლიანს
-როდიდან გაბარებ ანგარიშს? - გაეცინა
-კითხვაზე მიპასუხე - თვალებში ცეცხლი ენთო
-მეგობარია, რაღაც მკითხა და პასუხი გავეცი და საერთოდაც აქ რას აკეთებ?! - ისევ დასერიოზულდა
-შენს სანახავად მოვედი, რას უნდა ვაკეთებდე? შენ კიდევ დგახარ და ვიღაც ტიპს ეფლირტავები!
-ბატონო? - გაოცებისგან ლამის თვალები გადმოსცვივდა გაოცებისგან
-რა ბატონო? იძახე ეხლა ბატონო და იყავი ! სხვასთან რომ დაგინახო ხომ იცი რაც მოხდება? შენ მხოლოდ ჩემი ხარ! - გამწარებულმა დასცხო საჭეს ხელი
-რამე მოხდა თუ რატომ ხარ ასეთ ხასიათზე? - ხმა დაუთბა სანდრას
-ამაზე მეტი რა უნდა მომხდარიყო?- ჩაახველა და თავით გვალიასაკენ ანიშნა
-კარგი რა ზურა, რა სისულელეებზე ლაპარაკობ თუ ხვდები ? - თავი გააქნია უკმაყოფილოდ
-მეორედ აღარ დაგინახო მაგ ტიპთან, გასაგებია?
-რანაირად იქცევი? - გაეცინა - ხვდები მაინც რას ამბობ?
-ბევრს ნუ ტლიკინებ, რასაც გეუბნები ეგ გაიგონე და ნუღარ მეწინააღმდეგები
-ოჰ, ერთი ამას დამიხედეთ, იცი, ახლა ზუსტად ისე ლაპარაკობ როგორც მამაჩემი - ისევ გაეცინა
-დემეტრე გიტრაკებს? - გაეცინა ზურასაც
-რატომ არ მოგწონთ ერთმანეთი? - უცებ დასერიოზულდა ქალბატონი
-რავი, არ ვევასები შენს ძმას, კითხე ერთი რას გადაეკიდეთქო - გაეცინა და ლოყაზე მოეფერა - რა ლამაზი ხარ - თვალებში ჩააშტერდა
-ვიცი რომ ლამაზი ვარ, რამე ახალი მითხარი- შეიფერა და მასაც გაეცინა
-რა გინდა რომ გავაკეთოთ?
-მინდა ერთ ადგილას წამიყვანო, თუმცა წასვლამდე რაღაცეები ვიყიდოთ
უამრავი სათამაშო და ტკბილეული იყიდეს გზად და ბავშვთა სახლისკენ დაიძრნენ, სანდრა ყოველთვის ბედნიერი იყო როდესაც მათ გაღიმებულ და ბედნიერ სახეებს უყურებდა, მათში ყოველთვის საკუთარ თავს ხედავდა, იმ პატარა გოგონას, რომელსაც მშობლების სიყვარული არასოდეს უგვრძნია. ზურას გაეღიმა, არაფერი უთხრა, იცოდა სანდრა როგორიც იყო, საჩუქრების გადმოტანაში მიეხმარა და ბავშვებთან შევიდნენ, ჟრიამულით და სიხარულით შეეგებნენ ბავშვები, ყველა გარს ეხვეოდა, კოცნიდნენ და ეფერებოდნენ, უზომოდ უყვარდათ არეშიძე, ის მათი ერთადერთი ნუგეში და იმედი იყო.
-მადლობა რომ წამომყევი - მიუბრუნდა ზურას გახარებული
-რასამბობ, ასე კარგად შენს შემდეგ დიდი ხანია აღარ მიგვრძნია თავი, საოცრებაა მათთან ყოფნა, როგორი პატარები და ლამაზები არიან- ირგვლივ გაოცებული იყურებოდა მათი შემხედვარე
-საოცრებაა თითოეული მათგანი, ვგიჟდები მათზე, ვერასოდეს გავამართლებ მათ დედებს - სახე მოეღრიცა, დასევდიანდა
-ლიკუნა, სალი სად არის? - ჰკითხა ერთ-ერთს ბავშვს სალიზე, რომელიც ჯერ მხოლოდ 5 წლის იყო.
-ოთახშია, წევს - ხმა გაუწყდა როდესაც ერთ-ერთ აღზმზრელს შეეფეთა
-ლია, სადაა სალი? - დაეჭვებულმა ჰკითხა ლიას, რომელიც აშკარა იყო რომ ძალიან ნერვიულობდა
-დილით სიცხე ჰქონდა და აღარ ავეყენეთ - იცრუა უნიჭოდ, სანდრა ვერასოდეს იტანდა ამ ქალს, საზიზღარი არსება იყო, რომელიც გამუდმებით ამწარებდა და ძალადობდა ბავშვებზე.
მისთვის არაფერი უთქვამს ისე დაიძრა პირდაპირ სალომეს ოთახისკენ. ბავშვი საცოდავად იწვა საწოლში და ვერ მოძრაობდა.
-ჩემო ლამაზო როგორ ხარ? - მის საწოლთან ჩაიმუხლა და ღიმილით ჰკითხა
-კარგად ვარ სანდრა- მანაც გაუღიმა საპასუხოდ, თუმცა აშკარა იყო, რომ ბავშვი სიცხისგან იწვოდა.
ხელი დაადო და მიხვდა რასიც იყო საქმე. ზეწარი გადახადა თუ არა მაშინვე დაინახა მისი დასისხლიანებული მუხლი, აშკარა იყო რომ ამას თავისით ვერ დაიზიანებდა. გული შეეკუმშა არეშიძეს, მაშინვე ხელი დაავლო ბავშვს და გარეთ გამოიყვანა.ზურამ გამოართვა პატარა.
-ეს ვინ გააკეთა? - ლიას და მანანას გადახედა, რომელბიც ერთმანეთს შეშინებულები უყურებდნენ
-რომელმა გაამწარეთ ასე ბავშვი ! -ღრიალებდა არეშიძე და თვალებიდან ნაპერწკლებს ყრიდა - იცოდე თუ გავიგე რომ ეს თქვენი გაკეთებულია საკუთარი ხლეებით დაგახრჩობთ გესმით?!
-როგორ კადრულობ? - ვითონ ძალიან ეუხერხულა ქალბატონ ლიას სანდრას სიტყვები და უსიამოვნოდ შეიშმუშნა
-ყველამ კარგად იცის რასაც წარმოადგენ, მე გაგაფრთხილე, თუ აღმოჩნდება, რომ მას შენ დაუშავე რამე იცოდე დანაპირებ აგისრულებ! - კბილებში გამოსცრა და ზურას სთხოვა ბავშვი მანქანაში ჩაესვა
-საშინელებაა, ის ხომ ჯერ სულ პატარაა? დავიჯერო ასეთ რამეს იკადრებნენ? - სიტყვებს ვერ უყრიდა თავს ჯაჭვლიანი, უკანა სავარძელზე დააწვინა სალი და სწრაფად დაძრა მანქანა
-შენ მათ არ იცნობ, რამდენჯერ ვთხოვე მამაჩემს, რომ მიეხედა ამ საქმისთვის, თუმცა არც კი მომისმინა- კალთაში ყავდა პატარა
-მაგათი დედას შევ*ცი მე! - იგინებოდა
-ფრთხილად იარე ძალიან გთხოვ, მაღალი სიცხე აქვს, ჭრილობა არც კი დაუმუშავებიათ, არაადამიანები! მაგათ ვანახებ როგორ უნდა ბავშვებზე ძალადობა! - თავი ვერ შეიკავა და ატირდა, ყოველთვის გული უჩუყდებოდა როდესაც დაჩაგრულ პატარას ხედავდა, ატირებული ბავშვის დანახვისას თვითონაც ეტირებოდა ხოლმე, ყოველთვის ამბობდა პატარებმა არაოდეს უნდა იტირონ, მას სახეზე მხოლოდ ბედნიერებისგან გამოწვეული ღიმილი უნდა დასთამაშებდეთო.
15 წუთში უკვე ბავშვთა კლინიკაში იყვნენ. მაშინვე შეიყვანეს სალომე და საჭირო პროცედურებიც ჩაუტარეს. მოსაცდელში იჯდა არეშიძე და ფეხებს ნერვიულად აბაკუნებდა.
-დამშვიდდი, კარგად იქნება- მოეხვია ზურა
-მადლობა რომ დამეხმარე - ამოიოხრა
-რასამბობ, ვამაყობ შენით, საოცარი ადამიანი ხარ!
-მე არა, ისინი არიან პატარა საოცარი არსებები, რომლებიც ძალიან დიდი ბედნიერაბს იმსახურებენ - არც ამჯერად დააყოვნეს ცრემლებმა, გაეცინა და ცრემლები შეიმშრალა
-როგორი კეთილია ჩემი გოგო - ზურასაც გაეცინა და მოეხვია
მალე სალისთან შესვლის უფლებაც მისცეს, ფეხი სათანადოდ დაუმუშავეს და საფრთხე აღარ ემუქრებოდა.
-ჩემო ლამაზო, ეს ვინ გიქნა? - მის წინ ჩაიმუხლა და გაუღიმა პატარას
-კიბიდან ჩამოვვარდი -თავი დახარა
-მართლა კიბიდან ჩამოვარდი თუ? ხომ იცი მე ყოველთვის დაგიცავ, მითხარი ეს ვინ გააკეთა ჩემო საყვარელო
-იქ აღარ მინდა - თვალები ცრემლით აევსო და სანდრას მოეხვია- იქ აღარ წამიყვანო გთხოვ, იქ აღარ მინდა- გულამომჯდარი სლუკუნებდა
მასთან ერთად ტიროდა სანდრაც, აღარ იცოდა რა ექნა.
-ხომ ვამბობდი ეს იმ ალქაჯის გაკეთებული იქნებათქო? - იღრინებოდა არეშიძე
-დამშვიდდი, ასე ვერაფერს გახდები, მე მყავს ნაცნობები და მათ დაველაპარაკები, ვეტყვი რომ შეცვალონ აღმზრდელები
-მათ ტანჯვას ვერ ვუყურებ, ჩემთვის აუტანელია, მინდა ყოველ მათგანზე საკუთარი შვილივით ვიზრუნო, გული მეკუმშება, როდესაც მათ ცრემლებს ვხედავ, სული მეწვის , როდესაც ძილში დედას ეძახიან და სთხოვენ რომ არ დატოვონ, გესმის ეს რას ნიშნავს? - ისევ ცრემლებით აევსო თვალები.
-აღარ იტირო ჩემო ლამაზო, ყველაფერს მოვაგვარებ, გეფიცები დავსჯი მათ ვინც ბავშვებს აწყენინებს.
რამდენიმე დღე საავადმყოფოში გაატარა სალიმ, სანდრა და ზურა კი გვერდიდან არ შორდებოდნენ, შემდეგ როგორც ხდება ბავშვთა ზრუნვის ორგანიზაცია ჩაერია და მოუწიათ ისევ ბავშვის უკან დაბრუნება.
ყველაფერი ისევ ისე დარჩა, სანდრამ ვერაფერი გააწყო, ზურა კი ცდილობდა სანდრასთვის დაპირება შეესრულებინა და მოეგვარებინა ეს საქმე.
თითქოს ყველაფერი დალაგდა, ყოველ უქმე დღეებში ჯაჭვლიანთან ერთად სტუმრობდა არეშიძე ბავშვებს და მათი ბედნიერებით ტკბებოდა. ლია კი სასტიკად გააფრთხილა თუ მათზე იძალადებდა ტყავს გააძრობდა. ლიამ კარგად იცოდა ლევანის და ლიზას გავლენა, ამიტომაც ვერაფერს ბედავდა.
ცხოვრება მდორედ მიედინებოდა, სანრდა მუშაობდა თან სწავლობდა, ზურა კი ისევ თავის საქმეებში იყო ჩაფლული. სახლში იყო, ტელევიზორთან მოკალათებული, როდესაც ლევანი შემოვარდა და მაჯაში ეცა გააფთრებული
-რასაკეთებ? - გაოცებულმა და დაბნეულმა გადახედა მამას
-როგორ გაბედე ჩემს მოსისხლე მტერთან ერთად სეირნობა და დროის გატარება?! შენ საერთოდ იცი რა ხალხთან გაქვს საქმე! -მთელ ხმაზე ღრიალებდა, დემეტრეს ღრიალი და მუქარა მონაგონი იყო ლევანთან.
-რა ? რა მტერი მამა, საერთოდ რაზე ლაპარაკობ?
- თავს ნუ იდებილებ! იცოდე კიდევ ერთხელ დაგინახავ მასთან და გეფიცები შენც მოგკლავ და იმ ნაბიჭვარსაც! გასაგებია? ! - მთელი სახლი მოიცვა მისმა ღრიალმა. ლიზა სწრაფდ ჩამოვარდა ქვემოთ
-რა ხდება ლევან? - გაოცებულმა შეხედა გაცოფებულ ქმარს
-აი შენი გაზრდილი შვილი ! - ხელი ჰკრა სანდრას და ლიზა ფეხებთან მოისროლა
-რასაკეთებ ! სულ გადახვედი ჭკუიდან? ! - წამოიკივლა ლიზამ და სანდრას ეცა
-ხმა ჩაიგდე, თორემ მთელ ბრაზს შენზე ვანთხევ იცოდე! -არც ლიზა დაინდო
-დედას თავი დაანებე! შენ არ გაქვს უფლება რამე ამიკრძალო, მე უკვე სრულწლოვანი ვარ და თვითონ გადავწყვეტ ვისთან მქონდეს ურთიერთობა! - არ დარჩენია ვალში არეშიძე
-ეგრე ხომ? - ტუჩები დაიჭამა ნერვიულად ლევანმა და გაეცინა - ხელი დაავლო გოგონას და მაღლა აათრია, ოთახში შეაგდო და კარები გასაღებით გადაკეტა- ახლა ვნახავთ როგორ გაბედავ ჩემი ნების საწინააღმდეგოდ წასვლას! ახლა გასწავლი მამის პატივისცემას! აქ იჯდები მანამ, სანამ გონს არ მოეგები და არ ისწავლი როგორი უნდა იყოს ჩემი შვილი! - ისევ ღრიალებდა, გინებით ჩავიდა დაბლა და კარები მოიჯახუნა
-საყვარელო კარგად ხარ? ნუ გეშინია ახლავე დავურეკავ დემეტრეს - კარსუკან მდგომი ლიზა ნერვიულად დააბოტებდა კოლიდორში
-კარგად ვარ დედა, ნუღელავ, მიჩვეული ვარ მისგან ასეთ ქცევებს, დემეტრეს არ დაურეკო თავი არ შეიწუხო, მაინც არ მოვა- გაეცინა სიმწრით
-რას ქვია არ მოვა! აბა ერთი გაბედოს! - გამწარებული რეკავდა ტელეფონზე
რეაქცია არ ჰქონია არეშიძეს, კარგად იცოდა როგორიც იყო ლევანი და ზუსტად მსგავს რეაქციასად მოელოდა მისგან.
-სად ხარ? - სწრფად ჰკითხა შვილს ლიზამ
-რა მოხდა დედა, კარგად ხარ?
-მალე მოდი სახლში, ლევანი გაგიჟდა, შენი და ოთახში ჩაკეტა და არ უშვებს
-რა? ახლავე მოვდივარ- გამწარებულმა მოატრიალა სწრაფად მანქანა და სახლის გზას დაადგა.



№1 სტუმარი Araaa

Ese cota??tan ramdeni xania velodebit

 


მომწონს ძალიან, მაგრამ დემეტრე და ლევანი ნერვებს მიშლიან. კიდევ ზურას საქციელი, როცა უნდა წავლა, როცა უნდა მოვა და ამას ალექსანდრა უნდა შეეჩვიოს? ვიცი ეს ისტორიის ნაწილია, მაგრამ ნერვებს მიშლის. მართლა ძაან მომონს, ამიტომ ყურადღებას არ ვაქცევ იმ ზემოთ ხსენებულებს. kissing_heart heart_eyes
--------------------
"Do not be satisfied with other stories, create your own myth." !!! Writing is my life.

 


№3 სტუმარი სტუმარი kato

პატარა იყო იმედია მალე დადებ ახალ დიდ თავს

 


№4 სტუმარი tako96

veli axal tavs, imedi makvs ar daagvianeb.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent