ცუდი წარსული ბედნიერი მომავალი (თავი 3)
წინა თავში ვთქვი, რომ „ცუდს, ყოველთვის მოყვება კარგი“, მაგრამ დავფიქრდეთ იქნებ კარგსაც მოყვება ცუდი? ამაზე ოდესმე გიფიქრიათ? აი სანდრას ნამდვილად არ უფიქრია,მხოლოდ და მხოლოდ ფიქრობდა, რომ მე არ მჯერა იმის, რომ ცუდს მოყვება კარგიო, ხოლო კარგს მოყვება ცუდიო ამაზე არასოდეს უთქვია მჯერა ან არ მჯერაო. ხოდა ვნახოთ ახლა თუ იფიქრებს ამაზე... სახლში ფეხით წასვლა გადავწყვიტე, ტელეფონი ამოვიღე, ყურსასმენები გავიკეთე და მივადექი გადასასვლელს. როდესაც გადავდიოდი ტელეფონში ამ დროს მუსიკას ვრთავდი. ბოლო ხმაზე ავუწიე. სანამ ავუწიე გავიგონე გამაყრუებელი სიგნალის ხმა, უცბათ მუსიკა ჩაირთო. შემდეგ კი ვიღაცამ ხელი მკრა და გზაზე გავგორდი. მანქანა ვიღაც ქალს შეასკდა. უცბათ ამ ქალბატონს მივვარდი და დავიხარე, მან მე გადამარჩინა. - ჩქარა ჩქარა სასწრაფოში დარეკეთ- ვუყვიროდი იმ მანქანის მძღოლს, რომელიც დაეჯახა. თავი ძლიერად ქონდა დარტყმული თვალებს არ ახელდა. სასწრაფო მალევე მოვიდა მე მას გავყევი. საავადმყოფოში, რომ მივედით, იყო ყვირილი. - ჩქარა საკაცე, ჩქარაა- ბოლო ხმაზე ყვიროდნენ. ქალი საკაცეზე გადააწვინეს. ჩქარა მიყავდათ საოპერაციოში. კარებს როდესაც მივადექით მე არ შემიშვეს არ შეიძლებაო და ახლობლებს დაურეკეთო მითხრეს. იმ ქალის ტელეფონი მე მქონდა. ტელეფონში ბოლო დანარეკი ვნახე „ჩემი ბიჭი“ ეწერა. მე შოკში ვიყავი ნამდვილად ვერ დაველაპარაკებოდი და ექთანს ვუთხარი, რომ დაერეკა. - გამარჯობა, საავადმყოფოდან გირეკავთ თქვენ ამ ნომრის პატრონის ვინ ხართ? სამწუხაროთ დედათქვენს მანქანა დაეჯახა, ახლა საოპერაციოშია. საავადმყოფოს მისამართია...- უთხრა ექთანმა და ტელეფონი მომაწოდა. ველოდებოდი, როდის გამოვიდოდა ექიმი. უცბათ დავინახე, როგორ მორბოდა ალექსანდრე დერეფანში და ჩემთან მოვიდა. - ბატონო ალექსანდრე???- გაოცებული ვიყავი.- ის ქალბატონი დედათქვენია?- ვკითხე ისე, რომ ჯერ კიდევ შოკში ვიყავი. - სანდრა? ხო დედაჩემია რა მოხდა? შენ აქ რაგინდა?- მკითხა გაოცებულმა, ვხედავდი, როგორ ჩამოსდიოდა ცრემლები სახეზე. უნდა მეთქვა ყველაფერი, როდესაც ექიმი გამოვიდა. - ექიმო როგორ არის?- ეგრევე მივარდა ალექსანდრე ექიმს. - თქვენ ამ ქალბატონის ვინ ხართ?- კითხა ექიმმა. - შვი.. შვილი- უთხრა ანერვიულებულმა. - ვწუხვარ, დედათქვენი გარდაიცვალა.- თქვა ექიმმა. ექოსავით ჩამესმოდა“გარდაიცვალა, გარდაიცვალა, გარდაიცვალა...“ უცბათ ალექსანდრე ჩაიკეცა და ბოლო ხმაზე დაიწყო ტირილი, მეც ჩამომივიდა ცრემლები სახეზე. თითქოს ყველაფერი დაინგრა, ცა ჩამოიქცა, თავს დამნაშავედ ვგრძნობდი. უცბათ მივედი მასთან და ჩავიმუხლე. - მაპატიე გთხოვ, მაპატიე ჩემი ბრალია.- ვუთხარი მას, მან გაოგნებულმა ამომხედა. - რა გაპატიო? რა არის შენი ბრალი? შენ ხომ არ დაეჯახე არაა?- მითხრა მან. - მე არ დავჯახებულვარ, მაგრამ ჩემს გამო დაიღუპა მან მე გადამარჩინა. ხელი მკრა გადასასვლელზე და თვითონ მანქანა დაეჯახა.- ვთქვი და უფრო ხმამაღლა დავიწყე ტირილი. ალექსანდრემ გაოგნებული და გაბრაზებული სახით შემომხედა. მას მივუახლოვდი, როდესაც.. - რააა??? არ შემეხო გაეთრიეეე სასწრაფოდ, შეგიძლია ხვალ სამსახურში არ მოხვიდე მე ვერ ვუყურებ ყოველ დღე დედაჩემის მკვლელს სამსახურში- მიყვირა ბოლო ხმაზე. მე უარესად დავიწყე ტირილი. - ალე.. ალექსანდრე გთხო...- უცბათ გამაწყვეტინა. - არა.. არ გაბედო მობოდიშება გაეთრიე აქედან- ისევ მიყვირა. მივხვდი, რომ აზრი არ ჰქონდა პატიების სთხოვნას, ამიტომ ავდექი და წამოვედი. თავს დამნაშავედ ვგრძნობდი. მე.. მე დედამისი მოვკალი. მე მკვ.. მკვლელი ვარ. ისევ ვაგრძელებდი ტირილს. ტაქსი გავაჩერე და ჩემი ძმის მისამართი ვუკარნახე, ახლა მხოლოდ ჩემი ძმა თუ დამეხმარება. მთელი გზა ვტიროდი და ვუყურებდი ჩემს სისხლიან მაისურს, რომელიც ალექსანდრის დედის სისხლით იყო დაფარული. მალევე მივედი მის სახლთან. ფული, როგორ გადავიხადე და ავედი ზევით არ მახსოვს. კარებზე დავაკაკუნე, მალევე გააღო კარები. ასეთ მდგომარეობაში, რომ დამინახა გაოგნდა და უცბათ ჩამეხუტა. - პატარა, რა მოხდა რა გჭირს? რატო ხარ სისხლიანი? რა გატირებს?- მეკითხებოდა ჩემი ძმა და თან ხელში ამიყვანა და საძინებლისკენ წამიყვანა. დამაწვინა, მე კიდე კანკალი დამეწყო, კრუნჩხვები დამემართა. სულ ასე მემართება, ასე პირველად ჩემი მშობლების გარდაცვალება, რომ გავიგე მაშინ დამემართა, ექიიმა მითხრა ამიერიდა ასეთი რაღაცეები დაგემართებაო და დამამშვიდებლები გამომიწერა. ჩემს ძმას ყოველთვის აქვს ეს დამამშვიდებლები სახლში, ყოველი შემთხვევისთვის... მალევე დამალევინა და გავითიშე. „სისხლი. ალექსანდრეს დედა, „გარდაიცვალა, გარდაიცვალა, გარდიცვალა“ დედაჩემის მკვლელს, მკვლელს მკვლელს, მე მკვლელი ვარ, მკვლელი ვარ, მკვლელი.“ კოშმარს ვხედავდი, უცბათ წამოვხტი და კივილი დავიწყე, სულ ოფლში ვცურავდი, ჩემი ძმა შემოვარდა და უცბათ ჩამეხუთა. - დამშვიიდდი, ყველაფერი კარგადაა, მარტო არ ხარ, მე შენთან ვარ.- მეუბნებოდა და თან თავზე ხელს მისმევდა. - მე მკვ... მკვლელი ვარ ძმაო, მე საშინელი ადამიანი ვარ.- ვიმეორებდი ამ სიტყვებს. - სუ არა, არა შენ მკვლელი არ ხარ, დამშვიდდი, შენ კარგი ადამიანი ხარ- ჩემი ძმაც მიმეორებდა ამ სიტყვებს. მალე დავწყნარდი.- ცოტახანი დაისვენე და ყველაფერი მომიყევი, მე გოგოებს დავურეკავ, ახლა ისინიც გჭირდებიან.- მითხრა, დამაწვინა და თვითონ გოგოებს დაურეკა. მე ისევ ჩამეძინა. ისევ.. ისევ... „სისხლი. ალექსანდრეს დედა, „გარდაიცვალა, გარდაიცვალა, გარდიცვალა“ დედაჩემის მკვლელს, მკვლელს მკვლელს, მე მკვლელი ვარ, მკვლელი ვარ, მკვლელი.“ კოშმარს ვხედავდი, ისევ წამოვხტი და კივილი დავიწყე, ახლა სამივე შემოვარდა ჩემთან და მამშვიდებდნენ. ცოტახნის მერე ყველაფერი მოვუყევი. ისინიც გაოცებულები იყვნენ და მამშვიდებდნენ. ამ ღამით ჩემს ძმასთან დავრჩი. ალბათ ამიერიდან სულ მასთან დავრჩები... ხომ გითხარით იქნებ „კარგსაც მოყვება ცუდი“- თქო. თურმე ამაზეც უნდა იფიქროს ადამიანმა. ცხოვრების მორალი: „ ცუდს ყოველთვის მოყვება კარგი და ზოგჯერ კარგსაც მოყვება ცუდი“ აბა როგორია? მოვლენების ასე განვითარებას ელოდით?? იმედი მაქვს მოგეწონათ. ვნახოთ როგორ შეძლებენ დაახლოებას ეს ორი ადამიანი. თქვენი აზრი დააფიქსირეთ თუ როგორ გგონიათ, რომ ერთმანეთთან დაახლოვდებიან. მე უკვე მოვიფიქრე და თქვენი აზრიც მაინტერესებს. მადლობა, რომ კითხულობთ. მიყვარხაართ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.