შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მე ის მიყვარდა [სრულად]


4-07-2018, 12:45
ავტორი Dead girl
ნანახია 6 791

ოცდაორი ივნისი იყო.
ცურვიდან მივდიოდი ე.წ. “ზბორებზე” და ჭკუაზე არ ვიყავი. ყველაზე მეტად კი ის მიხაროდა,რომ ჩემს დაქალთან ერთად მივდიოდი და ზუსტად ვიცოდი,უმაგრეს დროს გავატარებდი.
უცნაურად თბილმა ჰაერმა დაუბერა და სწორედ ამ დროს შემოვარდა შავი ჯიპი ეზოში და იქიდან აი როგორი ბიჭი გადმოვიდა იცით?! ადამიანი - საოცრება.
გრძელი,ხუჭუჭა თმა ჰქონდა.ლამაზი,ყავისფერი თვალები და საოცარი ღიმილი. აქამდე არასდროს შემხვედრია,მაგრამ პირველივე დანახვისას ისეთი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე მეგონა ვერასდროს შევძლებდი მის დავიწყებას.
საბოლოოდ ასეც მოხდა.
გზაში,ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს ვიღაც დაჟინებით მაკვირდებოდა. თურმე ასეც იყო.
ჩემგან ორი სკამით უკან იჯდა და თვალი ჩემი მხრისთვის გაესწორებინა.
მთელი ექვსი საათი ისე ვიმგზავრეთ,ხან ის გამომხედავდა,ხან მე.
როგორც კი გონიოში ჩავედით ვიგრძენი ჩემი ფსიქოლოგიური დაღლილობა და მაშინვე გავუკიდე წითელი მარლბოროს ერთ ღერს.
პირველივე ნაპასის დარტყმისას ისეთი შეგრძნება მქონდა,თითქოს მძიმე ლოდი მომეხსნა მხრებიდან.
პირველ ღერს მეორე მივაყოლე,მეორეს მესამე და საბოლოოდ მივხვდი ნერვებისგან როგორ ამაკანკალა. ვხვდებოდი,რაღაც შეიცვლებოდა,მაგრამ რა არვიცოდი.


პირველივე დღეს შევძელი მასთან გამოლაპარაკება. იმ წამს გავგიჟდი მის ხმაზე. ისეთი ნაზი და ამავდროულად ბოხი იყო...
ყველაფერზე ვეჭვიანობდი. ვიცოდი,შეყვარებული ყავდა და ის გოგოც მეცოდებოდა,რადგან არ იცოდა როგორ დაუფარავად ეფლირტავებოდა მისი რჩეული სხვადასხვა გოგონას,მხოლოდ იმიტომ,რომ მათი საჯდომი ან მკერდი მოსწონდა.

ჩვენ ვიცინოდით,ვტიროდით,ვცეკვავდით, ვსვამდით,ვერთობოდით ერთად.
ერთადერთი იყო,ვისგამოც შეიძლებოდა მეტირა ან მთვრალს მემღერა რაღაც იდიოტური,ძველმოდური სიმღერები.
ათი დღე.
ათი ყველაზე ბედნიერი დღე გავატარეთ ერთად.

მიყვარდა. ბედნიერი ვიყავი იმით,რომ ერთად ვიღვიძებდით,ერთად ვერთობოდით და შემეძლო ისე გამომეხატა გრძნობები,რომ ამის არ შემრცხვენოდა.

ვისხავდი მის სუნამოებს,ვეხუტებოდი მის მაისურებს,ვეტრფოდი მის თმას და ამით ბედნიერი ვიყავი.
ისე,როგორც არასდროს.

მერე რა,რომ იმის მერე აღარ მინახავს.
მერე რა,რომ მენატრებოდა,უღმერთოდ მენატრებოდა.
მერე რა,რომ ჯიუტად დავდიოდი სოლოლაკში მისი სახლის წინ,რადგან იმედი მქონდა შემხვდებოდა,მაგრამ არ შემხვედრია.

მე ის მიყვარდა.



№1 სტუმარი სტუმარი Nataliko

მე შენ მიყვარხარ.

 


№2 სტუმარი სტუმარი ლიზა

რა კარგიაააა????????????

 


№3  offline წევრი Dead girl

სტუმარი Nataliko
მე შენ მიყვარხარ.

მეც მიყვარხარ <3

 


№4  offline წევრი თ.მ

აუუუუ ვიტირეეე????????

 


№5  offline წევრი Dead girl

ჰაიკო
მაგარია ძალიან!!!

ჰაიკო
მაგარია ძალიან!!!

მადლობა დიდი ^^

 


№6 სტუმარი TIANE

ცურვა და წითელი მალბორო ძაან თანხვედრაშია თქვენმა მზემ. დიხანია თუ ყოფნის მოცურავეს დიხანია...

 


№7  offline წევრი Dead girl

TIANE
ცურვა და წითელი მალბორო ძაან თანხვედრაშია თქვენმა მზემ. დიხანია თუ ყოფნის მოცურავეს დიხანია...

ექვსი წელია ვცურავ და ოთხი წელია ვეწევი მაგრამ დიხანია მაქვს საოცარი ;დ

 


№8 სტუმარი სტუმარი უცნობი

აუ ეს ნამდვილია ისტორიაა ?აუუუ აღარგინახავს?

 


№9  offline წევრი Dead girl

სტუმარი უცნობი
აუ ეს ნამდვილია ისტორიაა ?აუუუ აღარგინახავს?


კი ნამდვიილია:)!

 


№10 სტუმარი TIANE

Dead girl
TIANE
ცურვა და წითელი მალბორო ძაან თანხვედრაშია თქვენმა მზემ. დიხანია თუ ყოფნის მოცურავეს დიხანია...

ექვსი წელია ვცურავ და ოთხი წელია ვეწევი მაგრამ დიხანია მაქვს საოცარი ;დ

აბა შენ იცი მაგ რიხით გააგრძელე... წევა...

 


№11 სტუმარი TIANE

TIANE
Dead girl
TIANE
ცურვა და წითელი მალბორო ძაან თანხვედრაშია თქვენმა მზემ. დიხანია თუ ყოფნის მოცურავეს დიხანია...

ექვსი წელია ვცურავ და ოთხი წელია ვეწევი მაგრამ დიხანია მაქვს საოცარი ;დ

აბა შენ იცი მაგ რიხით გააგრძელე... მოწევა...

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent