ბნელი ლორდი [ნაწილი 6]
თვითმფრინავში ყოფნისას უამრავი საინტერესო რამ შევიტყვე,ინგლისის ტერიტორიაზე ადამიანი უძველესი დროიდან იყო დასახლებული, აქ ადამიანის აქტიური დასახლება 35,000 ათასი წლის წინ დაიწყო. ქვეყნის სახელწოდება მომდინარეობს აქ არსებული ანგლური ტომისგან. ინგლისი გაერთიანდა 927 წელს. XV საუკუნეში დაწყებული დიდი გეოგრაფიული აღმოჩენების შემდეგ. ჩემთვის სასაცილო და ამავდროულად გასაოცარი აღმოჩნდა მათი აკრძალვები. საკვების ჭამის დრო,როცა დადგა,მალულად გაიყვანეს ჩემი მეგობრები და ისე აჭამეს "პოლონური კარტოფილი",ეს კი იმიტომ მოხდა ასე,რომ თურმე 2004 წელს მიღბული კანონი იტყობინება:”ინგლისში პოლონური კარტოფილის შემოტანა უკანონობაა”. ეს მას შემდეგ შემოიღეს,რაც პოლონეთში კარტოფილის ბაქტერიოზის ნიშნები გაჩნდა. სხვების მზერიდან თუ შევიტყობთ,საოცრად გემრიელი ჩანდა. მაგრამ მოხდა,რაღაც უარესი შემთხვევა. ინგლისში წამოსვლამდე იოანეს ჩხუბი მოუვიდა მარისთან და მან წამოაყენა პირობა,ან ის დარჩებოდა ან მარი. საბოლოო ჯამში კი დაიყოლიეს და ორივე წანოვიდნენ. ჩემდა გასახარად იმ ხორბლისფერ კანიანს საქმე გამოუჩნდა და ნინი მარტო გამოუშვა,დიდება ამას,ტაში. უარესი კი ის მოხდა,რომ იოანეს ბევრი მოუვიდა კარტოფილი,რის გამოც ნახევარი საათი ვიყავი აყუდებული საპირფარეშოს კარებთან. ჩვენი გეგმა იმაში მდგომარეობდა,რომ უნდა გვეპოვა,ჩარლი ჯონსონის მშობლები და ლორდის კვალზე გავსულიყავით,ეს კი ოთხ დღეში უნდა მოეხერხებინათ,რადგან შემდეგ გარდავიცვლებოდი. ის კუდიანი აღარ მეცხადება სიზმრებში. -რაქნა კიდე არ გამოსულა ეგ ბავშვი?-გამაწყვეტინა ფიქრი,მარის ხმამ,საპასუხოდ კი თავი გავუქნიე მხოლოდ-ლუკა ღელავ? -უკვე ისეთ ჩიხში ვარ,ღელვის მნიშვნელობა არ მესმის მარი,ცოტაც და გავგიჟდები, ნადამდვილად გავგიჟდები. -დამშვიდდი,ეს საქმე ჩვენს სასიკეთოდ ჩაივლის მთავარია იმედი არ დაკარგო. მხოლოდ თავის დაკვრით შემოვიფარგლე და ღრმად ჩავისუნთქე,მოუოდნელად იოანემ გააღო კარი და გამოვიდა,სახეზე ფერი აღარ ადევს,ერთი ხელი მუცელზე უდევს,მეორეთი კი თავს იმაგრებს. -წყეული კარტოფილი,დედას მტირობს-ამოილუღლუღა,მარის გავხედე სახეზე ღიმილი გადაჰკვროდა. -დაგტოვებთ-ვუთხარი. -არა ლუკა,ხელს არ გვიშლი დარჩი. იოანემ სწრაფადვე ახედა მას,ზიზღის მზერა მიაპყრო და წელში გაიმართა. -გიჟი მოსულა ჩემს სანახავად,გმადლობ კარგად ვარ,შეგიძლია მიბრძანდე! -რაც გინდა ის მიწოდე ბავშვო,არ მანაღვლებს. -ხო,აბა შენ რა უნდა განაღვლებდეს,კაცს კაცზე იცვლი. ოპააა,მის ნათქვამში რას აღნიშნავდით ჩემს ადგილას?მე მივაწერ გარკვეულ წილად კაცურ ეჭვიანობას და ნაწილობრივ შიშს იმისას,რომ მას ჰგონია მარის არ მოსწონს იგი. -მერე შენ რა? -არაფერი საერთოდ-იოანეს სახე გაერინდა. -მე თუ კაცს კაცზე ვიცვლი,შენ ქალს ქალზე კერავ. ჩემი ძმაკაცი ჩაფიქრდა ერთხანს,შემდეგ თვალი თვალში გაუყარა და დუმილს მისცა გამეფებულიყო. აშკარად პოზიტიური დღეა,რადგან დავინახე იოანეს ხელში სველი ხესახოცის ცარიელი შეკვრა ეკავა,თუ იმით ვიმსჯელებთ,რომ საპირფარეშოში იყო,თანაც ნახევარი საათი და ეს ხელსახოცი გამოიყენა,ჰმ შარში ამოუყვია თავი. რატომ? გაგიგიათ,რომ სხველი ხელსახოცის ჩარეცხვა არ შეიძლება უნიტაზში? ყველას ესმის,რომ ასე არ შეიძლება,მაგრამ ამის ამკრძალავი ნიშნები ყოველდღე ახალ ადგილას ჩნდება. ბრიტანეთში ამ საკითხს სერიოზულად მიუდგნენ და აკრძალეს სველი ხელსახოცის გაყიდვა. ყველაფერი ეს იმიტომ, რომ ხალხი მათ უნიტაზში რეცხავს. საკანალიზაციო მილების გაჭედვის მიზეზი 93%-ით სველი ხელსახოცია. ახლა გაიფიქრებთ,რომ რატომ დააჯარიმებენ მას,ის ხომ ჰაერშია და არანაირი კანალიზაცია არ არის? მოგახსენებთ. ის,როცა გაბრაზებულია,არალოგიკურად იქცევა ხოლმე. და აჰა გაღებული ფანჯრიდან,თუ ვიმსჯელებეთ,გამოყენებული ხელსახოცები თვითმფრინავიდან გადაუყრია. იოანემ დუმილი მალევე დაარღვია. -შენთვის რამეს ნიშნავს ეგ?-თქვა ბოლოს,მის თვალებში იმედის ნაპერწკალს ვხედავ,თითქოს დადებით პასუხს ელისო. -არაფერს საერთოდ და თუ ნებას მომცემ მივბრძანდები. -წადი! გაბრაზებული დაეხეთქა სკამზე. მარის გავეკიდე,როგორც ჩანს,არც ის არის მთლად ბედნიერი. -რა დაგემართა? -არაფერი საერთოდ. -კაი რა მარი-წინ გადავუდექი,თუმცა სხეულში გამიარა-ჰეი,მოიცადე ერთ წამს. -მეძინება,უნდა დავისვენო. მეტი აღარაფერი მითქვამს,თავისუფლად გავატარე. *** ჩარლ ჯონსონის ისტორია,რომ გავიკითხეთ შედეგად ასეთი პასუხი მივიღეთ. დედამისი შვილის გვამიდან პოვნის შემდეგ,ერთ წწელიწადში გარდაიცვალა,მამამისი კი "oatlands park hotel"-ში მუშაობს. ეს არის სასტუმრო,რომელიც მდებარეობს სურეიში. იგი ათას ცხრაას სამოცდაოთხ წელს ააგეს. ამბობენ რომ მეთექვსმეტე სუკუნეში ინგლისის მეფემ ჰენრი მერვემ მიუძღვნა თავის ცოლს ანას,მაგრამ პროექტი ვერ განხორციელდა. ამ სასტუმროზე დადის ეჭვები,რომ ხედავენ მოჩვენება ქალს,თუმცა ფაქტების უქონლობის გამო მითად მიიჩნევენ. სასტუმროს დათვალიერებისას,თავი მუზეუმშ მეგონა,შესასვლეში უამრავი ხეა ჩაყოლებაზე, გაშლილი ველი,ირგვლივ სიმწვანე აკრავს,დიდ ძველებურ შენობას. ყველა მხრიდან ბილიკი გადის,ასევე პარკინგისთვის განკუთნილია შესაბამისი ადგილები. უცნაურად მომეჩვენა ფანჯრები,რადგან აივანი არ ააქვს არცერთს,ერთმანეთთან ახლოს არის აშენებული. სართული მეოთხემდეა მხოლოდ. შიგნით ყველაფერი სულ სხვანაირია,განკუთვნილი აქვთ საქორწინო ცერემონიისთვის ოთახი,ასევე მოსასვენებელი ტერასაც,კინოთეატრისთვისაც... მოკლედ უამრავი ოთახია. ჩარლის მამა ქართველი აღმოჩნდა,გია ქვია,დაახლოებით ორმოცი წლისას ჰგავს,მაღალი მხარბეჭიანი მამაკაცია, ცისფერი თვალებით. -ბატონო,გია შეიძლება გაგესაუბროთ?-ყელი მოიღერა სანდრომ. -ვინ ხართ?-თვალი მოავლო ყველას. -ჩვენ აქ თქვენ შვილზე ვართ სალაპარაკოდ მოსულები-ჩაერთო კახიც. -ახლა დაკავებული ვარ-ცივად მოგვიგო გიამ. -მომისმინე ბრატ,არ გვცალია რა ამდენი სალაზღანდარაობ!გვიპასუხე რამდენიმე კითხვაზე და წავალთ-გაღიზიანდა იოანე-ისედაც არ ღირდა აქ ჩამოსვლა ტელეფონითაც მოვაგვარებდით,მარა ვინ მისმენს მე? -დაოკდი ბავშვო,-მუჯლუგუნი კრა მარიმ-ბატონო,გია გთხოვთ თქვენი დახმარება გვჭირდება. *** გიასგან,გავიგეთ,რომ ჩარლი გაჩენიდან უცნაურ ბავშვად მიაჩნდა,მალევე გაიარა ფეხზე და ალაპარაკდაო,პლუს თავის ასაკში ეს ფაქტიურად შეუძლებელი იყოვო. ღამით კოშმარებს ხედავდა,თითქოს რაღაც მახჩობსო,გამორბოდა და ჩვენთან ერთად იძნებდაო. სკოლის პერიოდში ხშირად მოდიოდა ჩხუბი უფროსს კლსელებთან,მხოლოდ ბოლო პერიოდში დავიწყეთ დამამშვიდებლების მიღება მისთვისო. -ჯერ კიდევ ორიათას სამ წელს სამ მარტს მაღაზიაში გავიდა ჩემი ბიჭი და აღარ დაბრუნებულა-გიას ცრემლები მოადგა თვალებზე,სანდრომ ხელზე მოუჭირა ხელი გამხნევების მიზნით-ჩემი ბიჭი იმ ალქაჯმა მოკლა. -ვის გულისხმობთ?-ყურადღება დაძაბა მარიმ-ლორდს? გიამ შეშინებული გახედა. -კი,მე ის დავინახე,მაგრამ არავის არ სჯერა ჩემი. -ზუსტადაც,ამ სისულელეების ვის უნდა ჯეროდეს ტო?-აშკარად ვერ წყნარდებოდა იოანე-ეს აბსოლიტური სიგიჟეა!და თქვენ კიდე გიჟები რომ გჯერათ ამ ორი ყალთაბანდის! -იცი რა თუ არ გჯერა შეგიძლია წახვიდე!დაა*ვიო!-აფეთქდა მარი. -გეყოფათ რა!-სიტოაციის ჩაწყნარებას შეეცადა ნინი-იოანე სუფთა ჰაერზე წამოდი. ორივე გავიდნენ. -მითხარით ბოლოს როდის ნახეთ ლორდი?-ისევ დაიწყო მარიმ. -ის აქ არის,ამ სასტუმროშია. სანამ გავიაზრებ რა თქვა ამ კაცმა,სურვილი მიპყრობს გარედ გავიდე და მათ საუბარს ვუგდო ყური,მაგრამ აი ამწამიდან უკვე ჰაერში უცნაურ სურნელს ვგრძნობ. არა... ის აქ არის... -მარი ის აქ არის,უდნა წავიდეთ მალე! -არა ლუკა უნდა დაელაპარაკო მას!უნდა კითხო რას გერჩის-ვიგრძენი როგორ მისჩერებიან მარის ყველანი. -მე მეშინია,მას დანა აქვს სულ. -ან ახლა ან არასოდეს! *** თვალები დავხუჭე,ისევ თაბრუს ხვევა,მომაკვდავი ადამიანის ქოშინი,საზიზღარი ნაბიჯების ხმა... ის ჩემს წინაა... რაგავაკეთო?გავახილო თვალები? -ლუკა-რობოტი,რომ გამოსცემს საშინელ ხმას,ზუსტად ისეთი ამოგუდული ხმით დამიძახა. ყურებზე ავიფარე ხელი. -შეწყვიტე!შეწყვიტე ეს გაურკვევლობა! ჩაიცინა,მის სიცილს ხიხინის მაგვარი ტალღა მოჰყვა თან. -ამბორი. -რა?ეი სად გაქი?ეიი... *** რათქვა ამ შეჩვენებულმა? ამბორიო? ვისი ან რისი ამბორი? ან რა ამბორი? არაა გავაფრენ! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.