შემდეგი სადგური სამედიცინო უნივერსიტეტი (1)
-შემდეგი სადგური სამედიცინო უნივერსიტეტი, Next station Medical University. ვინ იცის მერამდენედ ვისმენ ამ ცნობილ და გაცვეთილ ფრაზას. ყურსასმენებში ნაცნობი მელოდია ისმის, Ed Sheeran- Perfect. რა დროც არ უნდა გავიდეს და რამდენჯერაც არ უნდა მოვუსმინო ამ სიმღერას, მაინც არ მბეზრდება, დადებითი ემოციების მომტანია ჩემთვის. სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი კურსის სტუდენტს კი ნამდვილად მჭირდება ეს, ქიმიის ლექტორის ხელში. სტუდენტებს ბადრი არზიანის წყალობით პოზიტივი კი არა ნეგატივიც აღარ შემოგვრჩა მემგონი. ამასობაში თან წიგნსაც ვკითხულობ. ამჯერად ემილი ბრონტეს „ქარიშხლიანი უღელტეხილს“ შევეჭიდე. ძალიან მიყვარს მეტროში, საყვარელი მუსიკის თანხლებით, წიგნის კითხვა. გარკვეულწილად უხერხულ სიტუაციებსაც ვირიდებ თავიდან. არ მიყვარს, როდესაც ვინმე მაკვირდება. მეტროში კი ეს ფაქტი საკმაოდ ხშირია. წიგნის კითხვისას კი ამ ყოველივეს საერთოდ ვეღარ აღვიქვამ. მიყვარს უცნაურ ამბებზე ფიქრი. ყველაზე მეტად, ბავშვობიდან მოყოლებული, მაოცებდა ის თუ რატომ იყო მეტროსადგური დელისი სამედიცინო უნივერსიტეტთან უფრო ახლოს, ვიდრე თვითონ მეტროსადგური სამედიცინო უნივერსიტეტი, მაგრამ პასუხი დღემდე არ მიმიღია. მეტრო სამედიცინო უნივერსიტეტზე ყოველთვის დიდი რაოდენობით ხალხი იყრის ხოლმე თავს. გვერდით ვიღაც მომიჯდა. ჩემს ყურადღებას არც მიიქცევდა, წიგნში რომ არ გამოეპარებინა თვალი. გადავწყვიტე ამეხედა და მენახა ვინ დამირღვია სიმშვდე. რატომღაც მეგონა, რომ სხვა მხარეს გაიხედავდა, მაგრამ პირიქით უტეხად გამისწორა თვალები. ამასობაში ჩემი ჩასვლის დროც მოვიდა და სასწრაფოდ დავტოვე მეტრო. ფეხს თუ არ ავუჩქარებდი ანატომიის ლექციაზე დამაგვიანდებოდა. ქალბატონი ლალი კი დამტოვებდა კარებს მიღმა. ძალიან გავერთე მგონი მოყოლაში და სულ დამავიწყდა, მე მაშო ამაღლობელი ვარ, სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი კურსის სტუდენტი. 20 წლის. ყველას გაგიკვირდებათ რატომ 20. ცოტა გვიან გადავწყვიტე, რომ სამედიცინო უნივერსიტეტში უნდა მესწავლა. ჯგუფში ყველაზე უფროსი ვარ და ავტორიტეტითაც კი ვსარგებლობ, როგორც ვეტერანი. -ვაა ჩვენი მაშიკო მოსულა -ვაიმე ნიკოლოზ რა გნებავთ? -ეტყობა ეს ისევ მეტროთი მორიხინდა და მაგტოა ასეთ ხასიათზე. -ვაიმე ალექსანდრე გააჩუმე შენი ძმაკაცი, სანამ მივახრჩე. თვითონ გენაცვალე რა ენაღვლება მანქანა ჰყავს და არც კი გეტყვის წამო გაგიყვან სადაც მიდიხარო -მასე ხო, დაგჭირდება შენ რამე და გაგახსენებ ამ სიტყვებს -ვაიმე ესენი ისევ ერთმანეთს ჭამენ? -ჩვენი ტვინიკოსი ელენეც მოსულა, ჩვენი დემოკრატიის შუქურა -ნახე ელე ნიკოლოზმა ბაგრატიც აიყოლია -რამდენჯერ უნდა გითხრა, ნუ მეძახი ამ ბაგრატს და თქვენ კიდე ნუ იგუდებით სიცილით - კაი რა იყო ნუცა ჯერ არ მოსულა და მეპატიება ბაგრატ -გამასწარი ახლა აქედან შე მაჭანკალო. თუ შეიძლება, მე და ნუცას დაგვანებე თავი. ბოლო ბოლო შენი თავისთვის ვერ გიშველია. ბერდები უკვე 20 წლის ხარ გოგო -რა გამიხსენა ჩვენს ღლიცინში 10 წუთიც გავიდა. ლექტორი და დანარჩენი ბავშვებიც შემოლაგდნენ. ჯგუფში სულ 15 ბავშვი ვართ, მაგრამ ჩემთვის ყველაზე გამორჩეული 5 მყავს. ნიკოლოზი ხაჩიძე, რომელიც ძალიან ბევრს ლაპარაკობს და მასთან სულ ვკამათობ, გაიგებდით უკვე კიდევაც. ალექსანდრე გვიჩიანი, რომელიც მგონი ყველაზე წყნარი და დინჯია ჩვენს ჯგუფში, ხუმრობით მშვიდობის მტრედს ვეძახით ჯგუფელები. რატი ე.წ. ბაგრატ (ვერ იტანს, როცა ასე ვეძახით) მესხი, რომელიც არაფრით ჩამოუვარდება ნიკოლოზს ენის ტლიკინში, ამავდროულად გიჟდება ნუცაზე, მაგრამ საშველი ვერ დაგვაყენეს ამ ორმა. ელენე (ელე) ჯიქია ჩვენი პატარა, საყვარელი და ძალიან ჭკვიანი გოგო, ჩემი თვალის სინათლე. და ბოლოს... ნუცა კავსაძე, ადამიანი მეორედ მოსვლა. განსხვავებულ, რაც ჩვენ ჯგუფს აქვს, არის ის, რომ საკმაოდ სიმპათიური ბიჭები გვყავს. რაც ჩვენი ჯგუფის სავიზიტო ბარათია, რა თქმა უნდა, სწავლასთან ერთად. არც გოგოები ჩამოვუვარდებით რამით. იმდენად კარგები და საყვარლებია არიან, რომ მათ გვერდით საერთოდ ვერ ვგრძნობ ასაკობრივ სხვაობას. სჯობს ჩვენს ლექციაზე დავუბრუნდეტ. ანატომიამ და ჰისტოლოგიამ მშიდად ჩაირა, რასაც ვერ ვიტყვით ქიმიაზე. ძალიან უტაქტო ქალი გვასწავლის ა ბავშვების დამცირებას არ ერიდება. ამის გამო ხშირად გვაქვს მასთან ჩხუბი, მაგრამ შეაყარე კედელს ცერცვი. როგორც ჩინურს ვერ ვისწავლი ახლა მე, ისე ვერ ისწავლის ეგ ქალი ზრდილობას. -აუ ქიმიის მერე დანკინსი გავიდეთ რა -შენ სულ წამაზე როგორ უნდა ფიქრობდე, ბაგრატ? -ვაიმე მაშო გამასწარი ახლა აქედან - ვერ ხვდები, რომ იცის ბრაზდები უარესად გიშლის ნერვებს -რა გავაკეთო? არ შემიძლია ამ უაზრო სახელს, რომ მეძახის -მგონი მამაშენს არ უყვარდი, თორე პირადობაში ეგ სახელი რამ ჩააწერინა ოღონდაც? -წავალ იუსტიციის სახლში და გადავიკეთებ -ჩვენთვის მაინც ბაგრატად დარჩები სყვარელო -ნუცა შენც აყევი ხო? -კაით ახლა გეყოთ, წავიდეთ და ვწამოთ - ხო ვამბობ ეს ბიწი მშვიდობიის მტრედია მეთქი და ჰა. რადგან ყველას გვშიოდა, დანკინში წავედით. ელე დღეს რაღაც ძალიან ჩაფიქრებული მეჩვენებოდა. დიდად ხმაც არ ამოუღია ლექციებზე. მეც რის ჭორკანა და მაჭანკალი ვარ რო არ ვიკითხო რა ხდება. -ელე რა გჭირს? რატომ ხარ ასე ჩუმად? -რავი არაფერი, ვერ ვარ დღეს კარგ ხასიათზე -მე ვიცი რატომაც, ის მესამე კურსელი ბიჭი მოგწონს ხო? მითხარი ერთი, წავალ და ახლავე გავურიჯგვინებ იმ თავ-ყბას -რომელი? ის მაღალი და მხარბეჭიანი? ნიკო შენ არ გაგიფინოს აქეთ ფრთხილად იყავი? -ამან რო კუდი არ გამოაბას ისე ხო არ შეუძლია. მასო რა გინდა? -რა და შენი კარგად ყოფნა, სხვა რა უნდა მინოდეს. -მაშო ნუ მიყურებს მაგ კატის თვალებით, თორე პატარა, უსუსური გოგო მგონიხარ -არ ვარ თუ -მგონი დროა მასოს ბედი გავუხსნათ- ისეთი თვალებით მიყურებდა ნიკო, ვიცი კარგს არაფერს აპირებდა. მოულოდნელად ხელი მკრა და ვიღაც ბიჭს მიმანარცხა. რა თქმა უნდა, მე, როგორც ყველაზე მოუხერხებელი არსება, იატაკზე გავიშხლართე. რაც ყველაზე მთავარია ჩემი დონატი მაისურზე ამეწება და უცნობის ყავაც მე გადამესხა ზედ. ის-ისაა ჩხუბი უნდა დამეწყო, რომ ბიჭის შავ სფეროებში ჩავიძირე (ჩემი კიდევ ერთი სუსტი წერტილი, ვგიჟდები შავ თვალებზე). ნიკო ვერა გადამირჩება ვატყობ. მალევე მოვედი გონს და იერიშზე გადავედი -ბიჭი წინ ვერ იყურებით? რა ვუყო ახლა ჩემს ზედას და შარვალს, თან ლექციებზე ვარ დასაბრუნებელი -გოგონი წინ გაგეხედა და არაფერიც არ დაგემართებოდა -ახლა მე მაბრალებს კიდევაც თავის დაუდევრობას, უყურე ერთი -სამსხურში მაგვიანდება, მაგრამ ღირსი ხარ, ამის შემდეგ წინ გაიხედები -უჟმური, სულელი, დახმარებაც კი არ შემომთავაზა. -გავიგონე -ზუსტადაც უნდა გაგეგო -პაკა მეტიჩარა გოგოვ არა ამან ხო გამაწარა, მაგრამ ნიკოლოზი ვერ გადამირჩება. ერთი ცივი ყავა შევუკვეთე და ნიკოლოზისაკენ გავემართე ღიმილით. ზურგით იჯდა ჩემგან და შესაბამისად ვერ მხედავდა. უცებ ცივი ყავა ყინულებითურთ მის თავზე აღმოჩნდა, მეც ბედნიერმა დემონსტრაციულად გავიცინე და სასწრაფოდ გავვარდი დანკინიდან. ლექციაზე ასეთი მაინც ვერარ დავბრუნდებოდი, ამიტომ პირდაპირ სახლისაკენ ჰერი ჰერი. დიდი ხანია არაფერი დამიწერია. იმედია მოგეწონებათ, შეფასება თქვენთვის მომინდვია. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.