შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წამის მეასედი


12-07-2018, 05:24
ავტორი _alaskaay_
ნანახია 1 066

შინაბერა
- დედა ნუ მაიძულებ ისეთი, გითხრა გაწყენინო მეთქი გელაპარაკები!
- რამდენს ბედავ გოგო შენ?! - გაუწყრა ქალი, სიგარეტს მოუკიდა და შეკვრა მაგიდაზე დააბრეხვა.
- ხედავ შენი შვილი რამდენს ბედავს? - მიუბრუნდა ქამარს ქალი.
- გათხოვდი ბებია, რაი მოგივა? ფული აკლია, განათლება, კაი ტანნი, თმაი, კუნთები თუ რაი რაი? - ხელებში წვდა ბებერი ქალი შვილიშვილს და შეანჯრია.
- გაფრთხილებ ლამზირა, ნუ გადამრევთ მეთქი მთელი ოჯახი! 28 წლის ვარ ხალხნო ჯერ ! წინ მაქ მთელი ცხოვრება! - ხელი შეაშვებინა ბებიას და უკან დაიხია.
- მასე იძახოდა ბებია მამიდაშენიც, მარა მიზის აგერ სახლში- თვქვა. გეყურება ქალო შენ? ამეიღე ენა, უთხარი ბაღანას შენი გამოცდილებიდან რაცხა, იქნება დაგიჯეროს!
- მამიდა რაც გინდა ის ქენი, ჯერ ადრეა ეგ საქმე. ამათ, რო ვუყურებდი მე, იმიტო მაქ ნახევრად გაფრენილი.
- ტიტუუუუუუუ ნუგზარი - სკამზე დაემხო ჯერ ხანში შესული ქალი, მერე მიყვა ახალგაზრდაც წინათ, რომ სიგარეტს აბოლმებდა.- გეიგე რა თქვა ჩვენმა ბაღანამ? გეყურება ზურიკელა შენ რასაა, რომ ამბობს ე შენი აბდალა დაი?
- მაგდალინა, თუ ღმერთი გწამს. იმიტომ მოდი მთელ ოჯახის წინააღმდეგ, რომ წახივდე? ისედაც შერეკილ ძმისშვილს, რომ დაუმატო სიგიჟე ის გინდა?!
- მამა უკვე ზედმეტია ეს ამბავი - ჩაერთო აქამდე ჩუმად მყოფი ზურა - უკვე მე და დედაშენიც ვბერდებით. მე წნევა მაქვს დედაშენს დიაბეტი. ორივეს ცალი ფეხი სამარეში გვიდგას, რომ არაფერი ვთვათ ბებიაშენზე და ბაბუშენზე. შენი ნერვიულობა კიდევ ცალკე გვინდა?!
- მერე შეწყვიტეთ ბატონო, სმა, მოწევა და არაჯანსაღათ კვება. ყველა შესანიშნავად იქნებით. მაიც და მაინც ჩემი გათხოვებაა თქვენი წამალი?
- რიმა ბაბუა....- ახლა ხნიერმა კაცმა დაიწყო.- იქნებ გაიგონო შენების რასაც გეუბნებიან? არც ისეთი ცუდი ბიჭია ეგ რამაზი. კარგი სიტყვა-პასუხი აქვს. განათლებულია, ლამაზია. რატომ არ მოგწონს? - ლამზირა სულს ღაფავდა და შვილი კაპლს ასმევდა. ნინო სიგარეტს ეწეოდა თან ზურას ეჩურჩულებოდა მის ბედზე
- საშინლად დავიღალე. მძულს უკვე სახლში დაბრუნება. დედა მამა, არ გეყოთ ძალები და ახლა ესენიც დაიბარეთ არა?! ასე გინდათ თვიდან მომიცილოთ? მაინც და მაინც იმ ბიჭს უნდა გამაყოლოთ, თავის თვზე მეტად არავინ და არაფერი, რომ არ უყვარს?
- შვილო, შენ უყვარხარ შენ! ბიჭი გაკითხავს, გეხვერწება ! დააფასე თორებ ამოუა ყელში და წავა.
- წავა და წასულა შალიკოსთან, ბედნიერიც კი ვიქნები თუ თავიდან მომწყდება! -ხელი აიქნია რიმამ.
- ღმერთო ძლიერო, რატომ არ გესმის რიმა ღვაჩლიანო დედაშენის რატომ?! -გულზე ხელი მიიჭირა, თვალები მაგრად დახუჭა ქამარს ხელში ჩაფრინდა. ცუდად ვარო დაიკნავლა, მაგრამ შვილი შეჩვეული იყო ამ ისტერიკას და წარბიც არ შეუხრია.
- ახლავე მორჩი დედა! კარგად ვიცი მე შენი ხრიკები და ვითომ ცუდად გახდომის, მე არ მეშინია მეთქი!
- რა გიყო? რისთვის არ გესმის ჩემი? რატომ არ გინდა დათმო შენი სიჯიუტე?
- გეუბნებით არ ვიცხოვრებ კაცთან, რომელმაც მე მიღალატა მეთქი!
- რაიო?-იკივლა ლამზირამ- ე დასამდუღრავი ბაბუაშენი ახლაც ქე მღლატობს, რაი ვქნა მივატუო? რაი მექნა არ გავყოლოდი? რავა თლა უბედურ მამიდაშენს დეემგვანე. დედაშენს დამსგავსებოდი რაცხაში! -მაგდალინა ჩუმად უყურებდა ამ სცენას, არც აპირებდა ჩარევას. ღვაჩლიანების სახლში, დღეში იმდენჯერ საუბრობდნენ ამ თემაზე შეჩვეული იყო უკვე. რიმა დედას ,,რაცხაში“ კი არ გავდა, ნინოს კიპირებაა. საშუალი სიმაღლის, შავთვალება, რომელიც ხშირად მწვანეში გადადიოდა, კუპრივით შავი თმებით, მუქი ხავერდისფერი კანით. დედის ასლი იყო არა მარტო გარეგნობით არამედ ჯიუტი ხასიათითაც. გულჩვილობითაც და ზოგჯერ სიკაპასითც.
- გაჩუმდი რა ლამზირა ერთი... -დავიღალე მეთქი ხალხნო არ გესმით? სამსახურიდან ახლა მოვბობღდი და თქვენ ასეთ ამბავს მაწევთ კიდე.
- რატომ? რატომ შვილო? რატომ ვერასდროს ვერ გამაქვს შენთან ჩემი სიტყვა?- იკივლა ნინომ, გამშრალ ტუჩებზე ენა გადაისვა.
- დედა, საერთოდ ორ რამეს არ ეწინააღმდეგებიან: დედაბუნებას და სვანს, მითუმეტეს სვან ქალს! -ამაყად თქვა რიმამ.
- მამიდა, სახლში ჩემი ადგილი გექნება?! ...











ვიტო მაღულარია, უტა ცაბაძე
- ან ქალი მოგკლავს ვიტო, ან დუდუკი , ან ყვინო. აეთრა წამოეთრა გამოგიყვანო პახმელიიდან. - პირველ საათზე დაურეკა უტამ ძმაკაცს.
- რა სტატუსიანი ნაშ’ასავით კივი ტელეფონში ბიჭო? რომელია? გაგონილა კაცის ასე გაღვიძება? - ჩახლეჩილი, ბოხი ხმით ჩაიდუდღუნა საბამ.
- რასაა რო მკადრებ შე ძაღლზე გაცვლილო მეგრელო? - მტკივნეულ თემას შეეხო უტა
- უტა ცაბაძე, მე არ ვიყო საბა მაღულარია შენ თუ კისერი არ წაგაძრო მაგ სიტყვებზე.
- კაი ვიტიკო, ნუ ოფლიანობ.-ხახახა - გადაიხარხარა
- შემეშვი -უარესად გაიბუსხა ვიტო.
- რა ავარდი ბიჭო? გამო მაგარი ხაში და ჭაჭის არაყი ჩემზეა!
- გადი ბიჭო შენი სპირტი შეისხი ერთ ადგილას.
- ჩემი არაა, მამამ გამოაგზავნა გურიიდან.- ეწყინა უტას, მისი არაყი, რომ დაიწუნეს.
- თავი არ მტკიოდეს, თუ არ ჩამეშალა ეგ შენი დალევის გეგმა ახლა, რომ გგონია მიმადლიერებ და ვითომ ვერ ვხვდები დალევა რო გინდა და არავინ აგყვა.
- ხახახა- მოდი ვიტალა მოდი
- ვიტალა არა ჟორა შე’ჩემა - ტელეფონი გამორთო, ზედ წამოდგა, ცხელი წყალი გადაივლო. აიღო გასაღები და უტასთან იყო 5 წუთში რესტორანში.
- ყველაზე მაგარი რესტორანი გაქ...... შენ! -იყვირა საბამ
- ჩუმად ბიჭო, რა გაღრიალებს გამიგჯა თავი.
- თურმე უტიკოც დამთვრალა გუშინ ჰა? -ყვირილით გააგრძელა საბამ
- მორჩი ახლა ლაზღანდარობას მაღულარია და მოდი აქ - წარბები შეკრა უტამ.
- დაასხი აწი ცაბაძე გაგიხმეს ეგ ხელი - დაჯდა თუ არა, დაიწყო ვიტომ
- მორჩი რაა!
- რა იყო ბიჭო, თამუნია არ გცემს ისევ პასუხს? არმინდიხარო? -თვალებში ჩხედა ძმაკაცს უტამ.
- არა! -მოკლედ მოუჭრა ცაბაძემ.
- თუ კი? არ გინდა ახლა ტყუილები და ტრუხა ბაზარი.
- ხო -დანებდა უტა
- ნუ ჩმოყარე ყურები უტრუხუნე ! ვის ნახავს შენზე უკეთესს? თქვი ა? მთელი 20 წელია, შენზე უკეთესიმე ვერ მე ვნახე და ეგ იპოვის? ვერა ძმაო, ვერა! -დაამშვიდა ძმაკაცი
- აუ ძმა ხარ რააა! - სახე შეეცვალა უტას
- ძმა კიარა, დაასხი კაცო აწი, გაშრა ყელი.
- გაგიმარჯოს შენ და თამოს!
- გაგვიმარჯოს...- ერთი ჭიქა არაყი დალიეს.
- მეტს ვეღარ დავლევ უტრუხუნე წასასვლელი ვარ.
- კაი რაა
- ბიჭო დღეს რო დავლიო მერემთელი კვირა ვიქნები ნაბახუსევზე. თავი მიგჯებოდეს იქნება, ვკდებოდე. რას მერჩი? კაცი არა ხარ?
- კაი ხო კაი. - ჭამა გააგრძელეს
სანაყინე
- ერთი ბანანის ნაყინი.
- ბანანის?
- ნუ რავი ხო, რაცაა ის ყვითელი.
- თუ პირველად ყიდულობ, გეტყვი, რომ ეგ ნარწყევის გემოიანია.
- არა არა, ნაღების მინდა შემეშალა- უცებ შეცვალა გადაწყვეტილება ბიჭმა. გაბრაზებუმა მომსახურე პერსონალმა სიბრაზით გაუსწორა თვალი, საბას რით ვერ ჩამოყალიბდიო და ახალი ნაყინი ჩამოასხა.
- საიდან იცოდი?
- ყველა ფერის, ყველა ზომის, ყველა ფირმის, ყველა ქვეყნის ნაყინი მაქვს გასინჯული და ყველას გემო ზეპირად ვიცი. -გაიჯგიმა გოგო.
- საინტერესოა... მოდი თომა აქ აიღე ნაყინი.
- მე ყვითელი გითხალი... -აწუწუნდა ბავშვი.
- ყვითელია ვერ ხედავ? -ურცხვად თქვა ტყუილი
- ლოდორ ალის ყვითელი?
- აბა ამ დეიდას კითხე თუ არაა?! - ხელით შავთმიან გოგოზე მიანიშნა.
- ო ლა ვკითხო, გიჯელებ ხო - აწუწუნდა ბავშვი და ზანტად დაუწყო ლოკვა ნაყინს.
- ხო მართლა, საბა მაღულარია. -ხელი გაუწოდა გოგოს ვიტომ.
- რიმა ღვაჩლიანი -ხელი შეაგება რიმამაც.
- რიმა? ის რიმა მე-7 სკოლაში, რომ დადიოდა? -გაიკვირვა ვიტომ
- ხო, ეგ მოურჯულებელი რიმა, სკოლიდან, რომ გამოაგდეს. ვერ გიცანი....- გაიკრიჭა გოგო.
- ხახახა- რამხელა გაზრდილხარ. კლასელები ვიყავით. კარგად არ გიცნობდი...მეც სულ მეჩხუბებოდა მასწავლებელი... მართლა არ გახსოვარ?
- ნწ, რა მახსოვს 6 წლის ვიყავი მაშინ. მესხიშვილის ქუჩაზე მერე ფეხი არ დამიდგამს. ეს შენი შვილია?
- არა, ძმის შვილია...წამო სადმე ყავა დავლიოთ ჰა?
- არ ღირს რა ვიცი, სახლში მეჩქარება თან.
- წამო რა არ გამიტეხო, აქვე შევიდეთ სადმე. თვსაც გაგახსენებ. -ხელმკლავი ამოდო გოგოს და ძალით წააჩანჩალა კაფისკენ. მალე შეუკვეთეს ფორთოხლის წვენი და ყავა.
- გამახსენე რატომ გაგაგდეს სკოლიდან?
- ლუკა ლაცაბიძე თუ გახსოს. ეგ ვცემე დასვენებაზე. -სირცხვილისგან შეიშმუშნა რიმა
- შანსი არაააა -აღრიალდა სიცილისგან ვიტო
- მართლა!
- არ ღდაობ? -სიცილით თქვა საბამ
- ჰო -გაეცინა რიმას და ლოყები შეეჭყლიტა. მაღულარია ცოტა ხანს დააკვირდა გაღიმებულ გოგოს სახეს, შეჭ....ტილ ლოყებს და გააგრძელა საუბარი.
- აი რანაირად არ გახსოვარ რაა, ყველა ჩემ შავ თმებზე და მწვანე თვალებზე ლაპარაკობდა...-გაიბღინძა საბა.
- ეგრე მეც მაქ შავი თმები და მწვანე თვალები. -გაიპრანჭა გოგო
- აბა მანახე - დაეჭვდა ვიტო. გოგონამ თვალლები ღრმად გაახილა და ახლა მასაც მიეცა საშუალება ბიჭს დაკვირვებოდა.
- არ გაქ მეწვანე, ღმისფერია ეგ! - უარყო ვიტომ
- საბაა.... გიცანი.... დაიცა რას გეძახდნენ? -თვალები მოჭუტა რიმამ
- ვიტოს - გაიკრიჭა ვიტო
- ხო..ხო ვიტო მაღულარია და ძმაკაცი გყავდა რა ერქვა?
- უტა ცაბაძე
- აუ გიცანი -გაიცინა რიმამ.
- მაგარია.
- სად მუშაობ, რას საქმიანობ მოყევი! -უვებ გახალისდა ის
- სამშენებლო კომპანიაში.
- აშენებ?
- რასტორს ვზელ -რიმამ თვალებში დააკვირდა ბიჭს ხომ არ ხუმობსო, მაგრამ ბიჭს არ ეღიმებოდა. ,, შანსი არაა, რა ბიჭია და რა რასტორი ღმერთოოო, სადაა შენი სამართალი?“ გაიფიქრა რიმამ.
- ძნელია ცხოვრება...- მძიმედ ამოილაპარაკა რიმამ დიდხნიანი ფიქრის შემდეგ.
- ნამდვილად.... გათოვილი ხარ? შეყვარებული გყავს?- უცებ თემა შეცვალა საბამ და გამხიარულდა.
- არ გავთხოვილვარ ჯერ. მაგრამ ვნახოთ მემუქრება ეგ უღელი -გაიცინა რიმამ.
- არ გინდა? -გაიკვირვა საბამ.
- დაახლოებით..
- და მაშინ....- საბას საუბრის გაგრძელება არ აცადა თომამ.
- ძია, ძია ბუზის სატლავი თოფი მინდა...
- ეგ რაღაა თომა? -გაეცინა საბას. ,,ამ ბავშვმაც შეუჩნდა რა, ეს მიყიდეო, ის მიყიდეო. სადააქ სილის მზელელს მაგდენი ფული?“- გონებაში ბრაზობდა გოგო. ,,არა და ხომ დატოვებ ქალი ზედ თვალებს ისეთი ბიჭია“ უცებ რიმა წაფეხზე წამოხტა.
- უნდა წავიდე მოსაღამოვდა. ჩემები ინერვიულებენ. -უცებ მოიგონა ტყუილი.
- ასე მალე კი მარა? ახლა არ დავიწყეთ საუბარი? რამე გეჭამა მაინც - გაუკვირდა საბას.
- მეჩქარება, საინტერესო იყო შენთან საუბარი...-თავი აარიდა რიმამ.
- დაიცა გაგიყვან. -საფულე ჯიბიდან ამოიღო და მიმტანს დაუძახა
- რა შეწუხებაა, ახლოს ვარ ტაქსით გავალ. -,, რასტორს ვზელო, ეს ბავშვი ხო უჭამს გულს ფულიანად, წარმომიდგენია მე რომ დავმატო“
- არ შევწუხდები მართლა...
- არა, არაა საჭირო.
- ალბათ არ გინდა გავიგო სად ცხობრობ - გაეცინა საბას.
- არა ეგ რა შუაშია. უბრალოდ არაა მიცილება საჭირო მართლა.
- ნომერი დამიტოვე მაინც , რომ შევხმიანდეთ. -რიმამ წამში რაღაც უცნობი არარსებული ნომერი უკარნახა და იმ წამსვე გამოვიდა კაფიდან.
______________________________
მოგესალმებით, ეს ჩემი ახალი ისტორიაა. მოხარული ვარ ჩემი ნაჯღაპნი ინმეს თუ მოეწონება. აუცილებლად გავაგრძელებ თუ ერთ ადამიანი მაინც იქნება მსურველი



№1 სტუმარი Qeti qimucadze

Sayvarlobaaaa, kutxuri dialeqti momeconaaa, gansxvavebuliaaa, aucileblad gaagrzwlwww, ogond nu daagvianeb gtxovvvv

 


№2 სტუმარი სტუმარი mano

Wina istoria momewona da aq ise areuladaa yvelaferi,veraferi gavige.me momdevno tavs velodebi ogond cota garkvevit were.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent