შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მკვლელობის ღამე (6) (+18)


12-07-2018, 11:37
ავტორი ბიბი
ნანახია 1 480

“გვასწავლიან თუ რამდენი სისხლი შეიძლება ჰქონდეს ადამიანს, გვეუბნებიან რომ სისხლი მთელი ორგანიზმის მამოძრავებელი, მომმარაგებელი და მაცოცხლებელია. მაგრამ საკუთარი თვალით სანამ არ ნახავ მანამდე ვერ მიხვდები რა რაოდენობას შეიძლება შეადგენდეს ადამიანის სხეულში სისხლი. მახსოვს ბავშვობაში სოფლად ღორი დავკალით, ბევრი სისხლი წამოუვიდა, ეს ჩემი პირველი მკვლელობა იყო ცხოვრებაში. ვუყურებოდი და საკუთარი თავი მეზიზღებოდა, რომ ცოცხალი არსების სიცოხლე შევზღუდეთ. დედა თითქმის ანორექსიული იყო უკვე, გამხდარი სხეული ქონდა, ძვალზე გადაკრული ტყავი და სუნთქვაც კი იმდენად უჭირდა მუდამ სასუნთქი აპარატი ეჭირა ხელში, სიმსივნე ქონდა, კიბო, როცა ეს გავიგე გავიფიქრე რომ ყველა ორგანოს მივცემდი, ჩემს მეორად გულსაც კი ოღონდ მას იქამდე ეცოცხლა სანამ მე არ მოვკვდებოდი, ერთადერთი იმედი იყო, სითბოს სავანე, სიყვარულს მხოლოდ მისგან ვიღებდი. ახლა კი ახლა ვწევარ მის გვერდით მისივე სისხლში, ვის სჭირდება ავადმყოფი ადამიანის ყელის გამოჭრა ჰო ისედაც მარტივად მოკლავს არა. ჰომ ისედაც დღეები ქონდა დათვლილი, მაგრამ ეს ჩემთვის იყო, ჩემთვის იყო შეტყობინება რომ შემდეგი კვლავ იქნებოდა, იქნებოდა უფრო მტკივნეული და უფრო ადრე ვიდრე ამას ველოდი.”-ედუარდი.
იწვა დედის გვერდით, დედისავე თბილ სისხლს გრძნობდა სხეულზე, მიუხედავან იმისა რომ ხელი ძალიან ქონდა დაშავებული ტკივილს არ გრძნობდა, არც არაფერს გრძნობდა ახლა, გარდა თბილი სისხლისა, რომელიც ნელენელა ცივდებოდა, გარდა დედისა რომელიც ნელ-ნელა ცივდებოდა და ლურჯდებოდა. თმა მთლიანად სისხლიანი ქონდა, ტანსაცმელიც, გეგონებათ სისხლის აბაზანა მიიღო.
სიკვდილს პირველად არ ხედავდა თუმცა ეს ეპიკური ხანა იყო, დრო როცა ვერც სიტყვა და ვერც ქმედება ვერ გაგამხნევებს. ვერ აღწერ გრძნობას რომელიც გეუფლება.
მანამდე ეფერებოდა დედის სახეს სანამ ბოლომდე არ გააცნობიერა რომ მისი სხეული მთლიანად დაცლილი იყო სისხლისგან, და ამ სისხლში თავადვე ბანაობდა. ფეხზე წამოდგა, სისხლით გაჟღენთლი თმა უკან გადაიწია და სანდროს დაუკრეკა. გუგასაც დაურეკა, ძმას რომელსაც ხშირად არ ხვდებოდა, ან რო შეხვედროდა რა უნდა ეთქვა, სათქმელი არაფერი იყო მხოლოდ კრიტიკულ მომენტებში ეხმიანებოდნენ ერთმანეთს და გუგმაც იცოდა ეს.
იცი ეს ვინ გააკეთა? ეჭვი ვინმეზე ხომ არ გაქვთ? მტრები ჰომ არ გყავდათ? ტვინში მხოლოდ ერთს ფიქრობდა რომ უკვე ზედმეტი იყო, მეტისმეტი იყო მათი სითავხედე, ესმოდა კითხვები რომელსაც უსვამდნენ მაგრამ პასუხი არ ქონდა, უფრო სწორედ ქონდა მაგრამ ამის თქმა არ შეეძლო.
როგორ უნდა მოიქცეს ადამიანი როცა ორ ძვირფას შორსი გიღევს არჩევნის გაკეთება, სამშობლო თუ ოჯახი? ქვეყნიერება თუ ოჯახი? მილიონობით ადამიანი თუ დედა? ედუარდი თითქმის ამ არჩევანზე არც დაფიქრებულა იცოდა არჩევნის გაკეთება არ მოუწევდა თუ ყველაფერს სწორად გააკეთებდა, ასეც იქცეოდა დღემდე, ცივი სახე და გაუთქმელობა, ჩამოშორებული მეგობრები, შემთხვევითი ქალები და ნახევრად შესრულებული სამუშაო გახდა მისი ცხოვრება.
***
-მორჩა მეტი აღარ შემიძლია!-ოთახში წინ და უკან დადიოდა ედუარდი.
-ედუარდ, დამშვიდდი გთხოვ ვიცი ძნელია ამის გაგება, ვიცი ძნელია ამის გადალახვა და მეც მიჭირს დამშვიდება გთხოვო, მაგრამ აბა დაფიქრდი ამდენი წელი ამდენი წელი რისთვის იწვალე რომ ბოლოს ყველაფერი წყალში ჩაყარო, რისთვის დაკარგე ადამიანები, მეგობრები, ოჯახისწევრები რომ ბოლოს საკუთარი თავიც გაწირო.
-ბატონო დემეტრე, მართლა აღარ შემიძლია, ჯერ იყო და ჩემი და, ახლა არის და დედაჩემი.-თავი ჩახარა ედუარდმა და ღრმად ამოისუნთქა.-მართლა აღარ შემიძლია არ შემიძლია გავიგო ეს როგორ მოვითმინო.
-მოთმინებას არც გთხოვ ედუარდ უბრალოდ დაფიქრდი, გაანალიზე მომხდარი, ვიცი გიმძიმს, ვიცი ძნელია მაგრამ წარმოგიდგენია მაინც რა ახლოს ვართ, შენი წყალობით უამრავი ადამიანი სიკვდილს, ტანჯვასა და ტყვეობას გადაურჩება და შენც ნორმალურ ცხოვრებას შეძლებ.
***
-იცი რა გრძნობაა როცა საკუთარი თავი არ გეკუთნის?
-რას გულისხმობ?
-აი თითქოს რასაც აკეთებ ყველაფერი იმიტომ რომ შენ გინდა მაგრამ ერთ დღესაც აცნობიერებ რომ ვიღაცის მარიონეტი ხარ, თოჯინა.
-ეგ გრძნობა შეიძლება ბევრს დაეუფლოს ედუარდ, განსაკუთრებით მაშინ როცა არასწორად იქცევა.
-არა მე სხვა რაღაცას გეუბნები. შეიძლება ადამიანი ყველაფერს სწორად აკეთებდე მაგრამ მაინც გჭამდეს ფიქრი რომ სხვის გამო აკეთებ, რომ სხვა არის ყველაფერ ამაში დამნაშავე. რომ შენ სწორად იქცევი.
-რა ხდება ედუარდ?
-დედაჩემი მოკვდა.-ცივად თქვა ედუარდმა, პირველად გააზრებულად თქვა რომ დედამისი მკვდა და გოგოს წელზე მოეხვია.
-ძალიან ვწუხვარ-ემამ თმებზე დაუწყო ფერება და ედუარდმაც თავი ვეღარ შეიკავა ატირდა.
-შენ სად იყავი?
-სახლში.
-და არ გაგახსენდი არა?!
-კი გამახსენდი, შენთან მოვედი მაგრამ სახლში არ დამხვდი.
-და ვერ დამირეკე არა?!
-მაპატიე, რომ უკან არ დაგდევ.
-უბრალოდ მიზეზი მაინტერესებს.
-რისი მიზეზი?
-უკან რატო არ დამდევ?-გაეღიმა ედუარდს.
-ვიცნობ შენნაირ ბიჭებს…-ღიმილითვე უპასუხა და მანაც გაუღიმა.
-ჩემნაირს სხვაგან ვერ ნახავ-მკაცრად უთხრა ედუარდმ და ტუჩებზე დაწვდა, ის იყო ლოგინზე უნდა გაშოლტილიყვნენ ედუარდის ტელეფონმა დარეკა.
-გისმენ სანდრო.
-სწრაფად ემზართან მოდი.
-რა მოხდა?!
-მოკლეს ედი. ემზარი მოკლეს.
-ამის დედას შევე*ცი-დაიღრიალა ედუარდმა და სწრაფად გავარდა სახლიდან.
***
-ეს როგორ დაუშვით?! ჰო გაგაფრთხილეთ არა ?! ჰო გითხარით რომ ასე მოხდებოდა?! ემზარის სიკვდილი როგორ დაუშვით?!-ყველა ემოცია არეული ქონდა ედუარდს სხეულში. ეგონა სადაცაა აქვე გული აერევაო, მაგიდაზე ხელებს ურტყამდა სულ არ ადარდებადა რამდენად დიდი ჩინი ქონდა მის წინ მჯდომ ადამიანს. ემზარი მამასავით უყვარდა, არა უფრო სხვანაირად, მამა მასთან მხოლოდ ზაზასთან ასოცირდებოდა, ის კი საერთოდ არ იწვევდა მასში სიყვარულის გრძნობას.
-ედუარდ, არ ვიცი დაცვა ყავდა და მის სახლშიც კამერები დავაყენეთ მაგრამ კამერებიც გათიშეს და დაცვაც სადღაც გაუჩინარდა.
-დაცვა და კამერები?! მეღადავებით არა?! იცი როგორ მომიკლავს ადამიანები?! მილიონ დაცვას დავსხლტომივარ ხელიდან და მილიონ კამერას დავმალვივარ, გარწმუნებთ ჩემზე უკეთესებიც ყავთ და არ გაჩერდებიან, ასე რომ დროზე უნდა ვიმოქმედოთ, არის თუ არა ყველაფერი გამოძიებული, მე ვიქნები მოწმე, მე ვიტყვი ყველაფერს რაც მათ შესახებ ვიცი, თუ საწირო გახდება ციხეში სამუდამოდაც წავალ მაგრამ არ შევარჩენ, არცერთი სისხლის წვეთს არ შევარჩენ მაგ ნაბი*ვრებს.
***
ედუარდი ემოციებით დაღლილი მივიდა სახლში, მხრებჩამოშვებული, ეგონა სადაცაა და წავიქცევიო, კისერი დამძიმებული ქონდა და ძლივს მიათრევდა სხეულს სახლამდე. კარგი კვლავ ღია დახვდა “ისევ ის ძუკნაა?!” იარაღი აიღო და სახლში ნელა შევიდა. ისევ სიბნელე, ისევ უცნობი სილუეტი, ამჯერად შუქი აანთო და არც იარაღი დაუშვია ძირს.
-აქ რას აკეთებ?!
-ახლა აქ იმისთვის უნდა მოვსულიყავი შენთვის რომ ფული გადამეხადა მაგრამ ამ ფულს სხვა მიიღებს თან ორმაგად, რადგან ორმაგ მკვლელობად დაუჯდა ემზარის სისხლი.
-რა გინდა ელენე!-ედუარდს სისხლი სახეზე აწვებოდა, კისერზე ვენები დაეჭიმა და თვალებიდან ნაპერწკლებს ყრიდა.
-ჩემი სახელის ცოდნა ბევრს არაფერს ნიშნავს ედუარდ მაგით ვერ დამემუქრები. აი შენ კი კიდევ დაგრჩა საყვარელი ადამიანები!
-რა გინდა ?!-ამჯერად მკაფიოდ გამოთქვა ედუარდმა და ქალს იარაღ მომარჯვებული მიუახლოვდა.
-უშიშროების უფროსი უნდა მოკლა
-ფუ შე ძუკნა.
-მინდა ყველა სისხლში შენი ხელი გაისვაროს.-ქალმა გაიცინა-შენ ჩემი საყვარელი სათამაშო ხარ.-ქალი მიუახლოვდა ფეხისწვერებზე აიწია და ლოყაზე აკოცა. სხვა არც არაფერი უთქვამს ისე დატოვა სახლი.
-ნაბი*ვარი, ძუკნა, არა ეს რაც შეიძლება მალე უნდა დავამთავრო, უნდა მორჩეს, ამის ატანა აღარ შემიძლია.- იქვე კედელთან ჩაიკეცა ედუარდი და ცრემლები თავისდაუნებურად წამოუვიდა.-შეიძლება ადამიანმა სხვისთვის მთელი ცხოვრება გაწიროს?!-რიტორიკულ კითხვას თავისივე თავს უსვამდა, სახეს დაზიანებული ხელით იწმენდდა. ფეხზე ძლივს წამოდგა, წამოიზლაზნა, ტანსაცმელი მალე გაიხადა და ცხელ აბაზანაში ჩაწვა, სიგარეტს მოუკიდა, გაშტერებული უყურებდა ერთ წერტილს, ხედავდა ნელ-ნელა როგორ იორთქლებოდა სარკე, ბრაზით, ტკივილითა და მოუთმენლობით სავსე იყო მაგრამ ჯერ კიდევ არაფერი უნდა შეტყობოდა უნდა მოეთმინა.
ბოლოს, გამთენიის ხანს გადაწყვიტა, ყველაფერს ვერ დაკარგავდა, ემა მაინც უნდა ყოფილიყო მის გვერდით ის მაინც უნდა შეენარჩუნებინა დაეცვა, გადაერჩინა. შესაძლოა მთელი ცხოვრება მართლა ჩაესვათ და უნდა ცოდნოდა რომ ემა დაელოდებოდა.
***
კარებში შესული გოგოს ძლიერად მოეხვია და კისერში კოცნა დაუწყო…
-ემა, შენთან სერიოზული სალაპარაკო მაქვს.
-მოდი ედი, რა პრობლემაა მე ყოველთვის გისმენ-სახეზე მიეფერა და ნაზად აკოცა.
-მოკლედ ყველაფერს მარტივად და მოოკლედ ვერ მოგიყვები მაგრამ შემიძლია რაღაც მაინც მოგიყვე. როგორც იცი მე გამომძიებელი ვარ, მაგრამ ამასთანავე მე სხვა საქმესაც ვაკეთებ-გოგომ წარბი შეკრა-ჰო ვიცი გასაკვირია, მოკლედ ერთ-ერთ დაჯგუფებასთან ვმუშაობ, დაქირავებული მკვლელი ვარ, მაგრამ სანამ პანიკაში ჩავარდები მინდა აგიხსნა რატომ, 2 წლის წინ მეთითონ ვაიძულე ეს დაჯგუფება ჩემთან დაეწყოთ თანამშრომლობა. ეს იდეა კი უშიშროებას გაუჩნდა, რადგან მე ფარული ჯაშუში უნდა გავმხდარიყავი, ეს დაჯგუფება მთელ ქვეყანას და მთელ კავკასიას ემუქრებოდა, ნარკოტიკი, ბავშვების გატაცება, დაუსრულებელი მკვლელობა, ხალხის ძარცვა, და კიდევ უამრავი უბედურება ამ ხალხის კისერზეა, ამ ხალხის კისერზეა ჩემი დისა და დედაჩემის მკვლელობა, მათი ბრალია რომ მე ოჯახი არ მყავს.ახლა უნდა მივიდე და ეს ხალხი ვამხილო. ზუსტად ამას ველოდი ორი წელი.
-და მე?! მე რა შუაში ვარ?
-ემა, შეიძლება ჩამსვან რამდენიმე წლით მაინც, რადგან მე ადამიანები მოვკალი, ახლა კი მნიშვნელობა არ აქვს ამას იმსახურებდნენ თუ არა, მათაც ყავდათ ოჯახები, მათაც ეტკინათ და სამართლიაობას ეძებენ. შენგან კი მინდა მოვისმინო რომ დამელოდები, რომ თუ ჩამსვამენ დამელოდები, შენ ის ხარ ვისთვისაც მზად ვარ თუნდაც მთელი ცხოვრება გავატარო ციხეში, რადგან ჯერ ოპერაცია არ დასრულებულამაგრამ მე ყველაფრის თქმას ვაპირებ.-ედუარდი ფეხზე წამოდგა და ემასკენ დაიძრა. ემაც უკან უკან წავიდა და იარაღი პირდაპირ ედუარდს დაუმიზნა.
-რას აკეთებ ემა!-გაოცებული ედუარდი აზრზე ვერ მოვიდა და მანაც იარაღი ამოიღო.
-გეგონა ცოცხალს დაგტოვებდნენ?!



№1 სტუმარი Nini

Dzalian dzalian magaria da sainteresooo

 


№2  offline წევრი Kalina

ვააააი :))))
აქ რა ხდება თურმე.
:)))
ერთი სული მაქვს, შემდეგს როდის წავიკითხავ.
--------------------
საით მივყავართ ოცნებებს?

 


№3  offline წევრი ბიბი

mirandaa31
აი ეს მესმისს.. ჯერ ერთი ვერც წარმოვიდგენდი ედუარდი სინამდვილეში რატომ იყო ამ დაჯგუფებასთან შეკრული და მეორე, ემასგან ამას არ მოველოდი... საინტერესოა წინ რა გველის.

ყველაფერი ჯერ კიდევ წინ გვაქვს relaxed
Nini
Dzalian dzalian magaria da sainteresooo

მადლობა heart_eyes
მარიკუნაა♥️
ვააააი :))))
აქ რა ხდება თურმე.
:)))
ერთი სული მაქვს, შემდეგს როდის წავიკითხავ.

ვეცდები ხვალ იყოს მაგრამ მეეჭვება disappointed

 


№4  offline წევრი Jinijini

ერთი სული მაქვს შემდეგს როდის დადებ ,ძალიან მომეწონა ❤

 


№5  offline წევრი ბიბი

Jinijini
ერთი სული მაქვს შემდეგს როდის დადებ ,ძალიან მომეწონა ❤

მადლობა <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent