შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

იმედი(2)


12-07-2018, 18:54
ავტორი s135
ნანახია 1 014

ლეპტოპით დედამისს (ეკას) ელაპარაკა ცოტახანი, მერე უთხრა რო დაღლილი იყო და უნდა დაეძინა. ირაკლის მოლოდინში იყო. ელოდებოდა ელოდებოდა დაუსრულებლად..აი ესე არის, გამოჩნდება ადამიანი შენს ცხოვრებაში, შემოვა დაუკითხავად , აგაფორიაქებს, “ცაზე ვარსკვლავების თვლას დაგაწყებინებს”, და გალოდინებს დაუსრულებლად... უკვე ღამის ათი საათი იყო, ის კიდევ არ ჩანდა. ამაზე უფრო ნერვები ეშლებოდა რომ უიმედოდ ელოდებოდა. სიგარეტი უნდა მოეწია ცარიელ კოლოფს დახედა და ამოიბურტყუნა “რა ჩავა ეხლა მაღაზიაშიო”, მაგრამ სხვა რა გზა ქონდა. ამოიცვა ფეხზე შავი ბოტასები ისეთი აფორიაქებული იყო ლიფტს აღარც დაელოდა და მეთორმეტე სართულიდან კიბეებზე დაეშვა. გავიდა სადარბაზოდან და ნელნელა სეირნობით ჩაუყვა გზას მაღაზიისკენ. გართული იყო ფიქრებში თავის ახალ სტატიაზე ფიქრობდა ყურადღების გადასატანად, როდესაც მაღაზიასთან მივიდა დაინახა ირაკლი და მისი რამოდენიმე ძმაკაცი. სვლა შეანელა, ისევ ისე ჟრუანტელმა დაუარა და პულსი აუჩქარდა.. “ღმერთო როდემდე შეიძლება ამ ბიჭის დანახვაზე სულ ესე მემართებოდესო.” ერთი ეს გაიფიქრა და გზა გააგრძელა. ირაკლის ძმაკაცებიდან ერთ-ერთმა დაუძახა.
-ვაა ნენეეე, რასშვებიი?
-არაფერს რეზი შენ რას შვებიი?
ბიჭი ახლოს მივიდა და გადაკოცნა. ირაკლი კიდე თვალებში უყურებდა ისევ ისე. რეზიმ გადაკოცნა და მაღაზიაში შეყვა. რეზის ძალიან დიდიხანია რაც იცნობდა და მეგობრობდა. მის კორპუსში მერვე სართულზე ცხოვრობდა და ძალიან კარგი ურთიერთობაც ქონდათ. რათქმაუნდა არ იცოდა რეზიმ ირაკლის შესახებ. მაღაზიაში რეზი უყვებოდა რაღაცეებს და აცინებდა ნენეს. იყიდეს რაც უნდოდათ და გამოვიდნენ.
-გოგო არ გინდა სადმე გავისეირნოთ? ჩემ სატრფოსაც გაგაცნობ თან - მაცდურად ჩაეღიმა
-რავი რატომაც არა, რადგან შენ საშველი დააყენე წამოვალ და გავიცნობ - გაუცინა - მოიცა ოღონდ გამოვიცვლი შორტებით და ტოპით ხოარ წამოვალ
-კაი რა რას გამოიცვლი ხოარ ღადაობ ტო, რას ერჩი მშვენივრად გამოიყურები..
-კარგი ხო ნუ დამღალე.. წავედიით?
-კი მოიცა ჩემ ანუშკას დავურეკავ გაემზადოს და წავიდეთ. - დაურეკა და უთხრა გაემზადე მული უნდა გაგაცნოო. - პროსტა ჩემი მანქანა ძმაკაცს ყავს და შენით წავიდეთ რა..
-ოუქეეი, გასაღებიც აქ მაქვს.. რეზიმ ხელი გადახვია ნენეს და ბიჭებთან მივიდნენ. ნენეს ლამის გული წაუვიდა ირაკლიც რო იყო ისევ იქ.
-კაროჩე “ბრატელებო” მე უნდა გავიდე ეხლა ნენესთან ერთად ჩემი ანკა უნდა გავაცნო და მალე მოვალ რა.
-კაი რა სხვაგან არ მივდიოდით? რაგჭირს ტოო? სხვა დროს გააცანი (ზურა)
-ხოარ გაუბერე შენ ბიჭო? მალე მოვალ და მერე გავიდეთ.
-სად მიდიხარ ბიჭო ფეხით? (ირაკლი)
-ფეხით რატო ნენეს მანქანით წავალთ
-ნუ ატ*აკებ! წამოდი იქით მიყენია მანქანა და ერთად წავიდეთ მეც გავიცნობ ტო.
ნენე გაოცებული იყურებოდა რა ეთქვა არ იცოდა.
-კაი წამოდი ნენე იკუნა გაგვიყვანს- გაუცინა ნენეს რეზიმ.
ცოტა მოშორებით ეყენა ირაკლის მანქანა და აქეთ წამოდითო უთხრა. ჩუმად მიდიოდნენ.
-რა გამოთაყვანებული ვარ,კიარ გაგაცანით ერთმანეთი ტო.. (რეზი)
ნენე გაიცანი ეს ჩემი ძმაკაცია ირაკლი, ირაკლი ეს ჩემი დიდი ხნის მეგობარია ნენე.
ხელი გაუწოდა ირაკლიმ. ნენე ხო ისედაც დაბნეული იყო და ეხლა ხო საერთოდ ვეღარ აზროვნებდა.. ინსტიქტურად წაიღო ხელი ირაკლისკენ და ჩამოართვა. ისევ ისე უყურებდნენ ერთმანეთს, როგორც მაგათმა იცოდნენ. ნენეს დაემართა და რადაემართა. ვეღარ სუნთქვდა. “ამას რო ხელი ჩამოვართვი რეები დამემართა და რო მაკოცოს ჩავაკვდები ალბათ” - ეს გაიფიქრა და თავი გააქნია უცნაური აზრების თავიდან ასაცილებლად, გეგონება უშველიდა.
“სასიამოვნოაო ორივემ ერთდროულად თქვა”
ნენე წინ დასვა რეზიმ, თვითონ უკან.. ნენე არ იხედებოდა გვერძე იმდენად დაძაბული იყო ხმას ვერ იღებდა.. ჩუმად იყვნენ გზაში, არც ერთს ხმა არ ამოუღია, მხოლოდ მუსიკების ხმა ისმოდა და რეზის ტელეფონის, რომელიც ანკას წერდა. მივიდნენ ანკას კორპუსთან და ნენე დაიბნა თავისი ანკას სახლს მიადგნენ, ცოტა გაუკვირდა. “რეზიმ დაურეკა მოვედით და ჩამოდიო” გადავიდა მანქანიდან და ელოდებოდა..
-უნდა მომეწერა - თქვა თავისი “ბოხი” ხმით ირაკლიმ - მაგრამ..
-არ გინდა.. ნუ იმართლებ თავს.. არ მომწერე და მორჩა.. არ მჭირდება ახსნა განმარტებები..
-კარგი თუარ გინდა არ აგიხსნი.. ძალიან ლამაზად გამოიყურები..
-მადლობა.
აღარ გაუგრძელებიათ საუბარი, ნენე მომლოდინე რეზის უყურებდა, და აი ჩამოვიდა გოგონა სიბნელეში სახე ვერ დაინახა. რეზი მას ძლიერად მოეხვია და მანქანისკენ უბიძგა. ირაკლიმაც არ დააყოვნა დაქოქა მანქანა და გოგოს სახე დაინახა, ერთი გადაიხარხარა და მანქანიდან “გადახტა”.
-ოჰ ამას ვის ვხედააავ??(ნენე)
-აუუ ხოარ ღადაობთ არ მჯერა -გაიცინა ანკამ და დაქალს გადაეხვია- ეს ნენეს დაქალი იყო, ანკა! ალბათ თითქმის არავის არ სჯერა დამთხვევების, მაგრამ ამ დროს ზუსტად რომ დამთხვევა იყო..
-თქვენ რა იცნობთ ერთმანეთს? (რეზი)
-გვეღადავები? დაქალები ვართ..(ნენე)
-ხოდა ძალიან კარგი! წავედით თორე დაიტანჯა ირაკლი და დაგვტოვებს აქ - გაუცინა რეზიმ გოგოებს და მანქანისკენ წავიდა..
-ნენეეე... რაოო.. ირაკლიოოო.. ეხლა არ თქვა რომ.. - ჩუმად ჰკითხა დაქალს..
-კაი არ გეტყვი - გაუღიმა და მანქანისკენ წავიდა ნელ-ნელა..
-შოკში ვარ გეფიცები! ის ირაკლია გოგოო?? და ძმაკაცები აღმოჩნდნენ? არ მჯერა!!
-არ დაიჯერო ხოდა - გაუცინა ისევ - მეც ეგრე ვიყავი შოკში და გაურკვევლობაში!
მივიდნენ მანქანასთან რეზიმ ნენეს მანქანის კარი გაუღო, შემდეგ ანკას და თვითონაც დაიკავა თავისი ადგილი. ირაკლიმ ანკა გაიცნო და ლისზე გადაწყვიტეს ასვლა და გასეირნება..


---------
ისტორია რეალურ ფაქტებსაც შეიცავს! თუ მოგწონთ მითხარით რომ ტყულად არ ვწერო.. მადლობა წინასწარ



№1  offline მოდერი Nanaga

ხარვეზები არის მაგრამ მთლიანობაში კარგია :))

 


№2  offline წევრი s135

Hermann
ხარვეზები არის მაგრამ მთლიანობაში კარგია :))

რახარვეზებია? იქნებ მითხრა რომ გამოვასწორო..

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent