შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბაბნიკებსაც უყვარდებათ(საცდელი თავი)


13-07-2018, 00:08
ავტორი nathali lifhonava
ნანახია 1 703

პროლოგი:
დევიდი წყლის წვეთების ქვეშ დადგა და ანაზე ფიქრობდა,ჯერ არცერთ გოგოს მისთვის ასეთი შთაბეჭდილება არ მოუხდენია,ის დღეში ორას გოგონაზე იფიქრებდა მაგრამ,ვერც კი წარმოიდგენდა თუ მისნაირი ბაბნიკი ერთ გოგოს ასე გადაეკიდებოდა,და ერთ გოგოზე ფიქრები არ მოასვენებდა...
ვერასდროს დაიჯერებდა სიყვარულის არსებობას...
დევიდისთვის რომ გეთქვათ,ოდესღაც ვიღაც შეგიყვარდება და შენი ყველა ნა*ა დაგავიწყდებაო,გემრიელად გაიცინებდა...
ის სულ ამბობდა:"მე არასოდეს არავინ შემიყვარდება,ჩემთვის ცხოვრება გართობაა,და სიყვარული არასდროს იარსებებსო"
ნიკი სულ ეუბნებოდა ნახავ ერთ დღესაც ისე შეგიყვარდება დახმარებას მე მთხოვო!
მისი ძმაკაცები ეუბნებოდნენ"შეიყვარე ვინმე,იცხოვრეთ ბედნიერად,შექმენით ოჯახი,გეყოლებათ შვილები,იცხოვრებ ტკბილად და ბედნიერად...!"
ოჯახი?!
დევიდს ამ სიტყვის გაგონებაც კი არ უნდოდა...
დევიდი შვიდი წლის იყო დედა რომ გარდაეცვალა,ცხრა წლის ასაკში მამა გარდაეცვალა,მთელი ოჯახი დაკარგა,ამის მერე ამ სიტყვის გაგონებაც არ უნდოდა,ფიქრობდა რომ ცხოვრება გართობაა და უნდა გაერთო სანამ დრო გაქვს...
***
7:30 იყო საათი,თხუთმეტი ოქტომბერი,დევიდი გაგიჟებული წამოვარდა საწოლიდან და მის ძმას დაუწყო ძებნა...
ის არ იყო...
ყველაზე დიდი ტკივილი განიცადა დევიდმა...
წერილი ნახა მის კომოდზე დადებული...
თვალცრემლიანმა გაშალა და კითხვა დაიწყო,ერჩივნა,დევიდს,მისი ძმა სიცოცხლეს ერჩივნა...
დედის და მამის გარდაცვალების შემდეგ მისი ძმა,მისი სიცოცხლე იყო.
ყველამ დატოვა დევიდი,ყველამ!
მხოლოდ მისი ძმაკაცებითღა არსებობდა,ისინი იყვნენ მისთვის მზეც,მთვარეც და ვარსკვლავებიც!
ბაბნიკი იყო დევიდი!
არასდროს ჰყვარებია!
არ იცის რა არის სიყვარული,მაგრამ გაიგებს მალე გაიგებს!
მიხვდა რომ ცხოვრებაში არასოდეს უნდა თქვას სიტყვა "არასოდეს"რადგან ყველაფერი პირიქით ხდება!
ცხოვრება გართობა არაა!
სიყვარულიც არსებობს და ოდესღაც გეწვევა!
გეწვევა და აგირევს დაწყობილ ფიქრებს!
ისე შეგიყვარდება,მის სიყვარულში შენი თავიც დაგავიწყდება!
ყოველ დღე მასზე იფიქრებ!
როგორც ცას არ შეუძლია,მზის,მთვარის და ვარსკვლავების არსებობის გარეშე
ისე არ შეგეძლება შენ ის გარეშე!
როგორც ადამიანს არ შეუძლია გულის გარეშე არსებობა ისე ვერ იარსებებ იმ ერთადერთის გარეშე!
"დევიდსაც შეუყვარდა-ერთი თვალის შევლებით შეუყვარდა,შეუყვარდა და დაავიწყდა ყველა და ყველაფერი,მაგრამ,ეშინია,მას რომ არ უყვარს?
ის რომ გულგრილია?
ცივია?
არანაირი შთაბეჭდილება არ მოახდინა მასზე?
როგორ...
მაინცდამაინც იმას არ მოსწონს
ვინც მას სიგიჟემდე,გადარევამდე
ჭკუის შეშლამდე შეუყვარდა...
ცოტა ხანი მოიცდის
იქნებ ესეც გატაცებაა?
მაგრამ,არა საკუთარ თავში დარწმუნებულია,ადრე ასეთი წრფელი გრძნობა არ განუცდია...
არცერთი გოგოს მიმართ არ უგრძვნია ისეთი რამ რაც იოანას მიმართ იგრძნო...
შეუყვარდა...
შეუყვარდა...
დაეფიცება,ამდენი ხნის მანძილზე პირველად
და უკანასკნელად შეუყვარდა...
შეუყვარდა...
სიცოცხლის ბოლომდე ეყვარება...
შეუყვარდა...
და მთავარია
ანასაც შეუყვარდეს...
მართალია რომ ამბობენ
"ბაბნიკებსაც უყვარდება-თო"
******

დილის შვიდი საათი იქნებოდა დევიდის ტელეფონი რომ აწკრიალდა,გაუჩერებლად რეკდა,დევიდსაც სხვა გზა არ ჰქონდა,მობეზრებულად აატრიალა თვალები და ტელეფონს თითი გადაუსვა,წამში გაიგო ტელეფონის მეორე მხრიდან ღრიალი,ნიკი იყო.
_დევიდ სად ხარ?რამდენი ხანია გირეკავ?
_მეძინა-გაღიზიანებული ტონით უთხრა ნახევრადმძინარე დევიდმა.
_შენ ბიჭო ნორმალური ხარ?რა დროს ძილია ეხლა იწყება გართობა ტოო!
_რა გართობა?
_ოჰ,რა გემახსოვრება ვაჟბატონო!გუშინ იმდენი მოწიე ფეხზე ვაფშე როგორ დგახარ?
_ფეხზე არ ვდგავარ,ვწევარ-ირონიულად უპასუხა დევიდმა და ყურმილი დაკიდა,რაც იმის ნიშანი იყო რომ მიდიოდა.
დევიდი სასწრაფოდ ახტა ლოგინიდან,იმის შიშით სახლში არ დავრჩე და ამ გართობას არ დავაკლდეო.
სარკეში ჩაიხედა და გამოსახულებას თვალი შეავლო.
"დღეს დიდი დღეა დევიდ-გოგონები უნდა დაიპყრო-ეშმაკურად გაიღიმა და სააბაზანოში შეიკეტა"
დიდი ხანი იდგა თბილი წყლის წვეთების ქვეშ,რომლებიც სასიამოვნოდ ეცემოდნენ მის სხეულზე.
ერთ საათიანი სასიამოვნო ბანაობის შემდეგ პირსახოცშემოხვეულმა დევიდმა გარდერობს მიაშურა.
დევიდის საყვარელი ტანისამოსი იყო ჯინსი და ნაცრისფერი მაისური,მაგრამ დღეს ამ წყვილისთვის უარი უნდა ეთქვა,კარადაში ხელი "შეყო",შავი შორტი და წითელი მაისური გამოიტანა,ტანი შეიმშრალა,ჩაიცვა და კარისკენ დაიძრა.
ფეხი "ლასტებში"შეაცურა და ნიკის სახლისკენ აიღო გეზი.
გზად გამვლელ გოგონებს აშტერდებოდა,ისინიც არ აშორებდნენ თვალს.
ბოლოს როგორც იქნა მიაღწია ნიკის სახლსაც,მისებურად დაიეყო კარზე ბრახუნი.
კარს იქით ნიკი,ალექსი,კრისტოფი,ბენი და სტეფანი იყვნენ შეკრებილი.
_დევიდია-თქვა ნიკმა-ამას ხომ ვერ ვასწავლე კარზე ნორმალურად დაკაკუნება-მობეზრებულად თქვა ნიკმა და კარისკენ გაეშურა.
კარი გამოაღო თუ არა,დევიდმა ნიკი საყვედურებით აავსო.
_ვაა,სად ხარ ამდენ ხანს?რამდენი ხანი ვაკაკუნებდი,როგორც ჩანს არ გესმის,ამიტომ დაბრახუნება მომიწევს!
_ოჰჰ!სულ რომ არ აბრახუნებდე ისე ამბობ დევიდ,შენ ხო ჭკუას ვერასდროს ისწავლი,მოდი,შემოდი,შემოდი-ნიკი განზე გაიწია და დევიდი გაატარა,ისიც შევარდა და ყველას მიესალმა.
_აბა ბიჭებო,რაო როდის მივდივართ ბათუმშიო,შემახსენებთ?-თქვა დევიდმა და ბიჭებს გადახედა.
_ეხლავე
_რაა?-დაიყვირა დევიდმა-მე რომ არაფერი წამომიღია?
_ხოდა წამოხვალ ასე ცარიელ-ტარიელი
_კაით,მე ამ გართობაზე უარს ნამდვილად არ ვიტყვი,ამიტომ იქ ვიყიდი რაღაცეებს-თქვა დევიდმა და გარეთ გავიდა.
ბიჭებიც გაჰყვნენ,იმდენი ჩემოდნები მოჰქონდათ,თითქოს დასასვენებლად კი არა
საცხოვრებლად მიდიოდნენ.
_ისადა ბიჭებო-კვლავ დევიდმა დაიწყო საუბარი-სამი მანქანა რად გვინდა ექვს კაცს?
_გოგონებიც მოვლენ
-აი ისინიც-დაიყვირა ნიკმა და გეზი ალექსანდრასკენ აიღო.
ალექსანდრასთან ჩახუტებით გული რომ იჯერა დევიდს მოუბრუნდა
_დევიდ გაიცანი,ეს ალექსანდრაა,დანიელა,თაკო,ნუცა და ევა!
_სასიამოვნოა გოგონებო!
_ჩვენთვისაც!-ერთხმად უთხრეს გოგონებმა დევიდს.
დევიდმა ნიკს გადაუჩურჩულა:
_ნიკ,ძმა თუ ხარ გოგოებთან მომახვედრე ერთ მანქანაში
_სუფთა ბაბნიკი ხარ!-გაეცინა ნიკს.
ნიკმა ყველა გადაანაწილა,მხოლოდ დევიდი იყო დარჩენილი,ამ დროს კი ნიკის სახლთან ერთი მანქანა გაჩერდა,თავი ქერა გოგომ გადმოყო და ნიკს ჰკითხა
_ნიკ,მოვედი,ბოდიშით დაგვიანებისთვის,საქმეები მქონდა.
_ვაუ!იოანა გვეგონა გადაიფიქრე.
_არა!რას ამბობ?თქვენთან ერთად გართობას რომელი იდიოტი გადაიფიქრებს?_გაეცინა იოანას.
_იოანა წინააღმდეგი ხომ არ იქნები შენთან დევიდი რომ დაჯდეს?
_არ არის პრობლემა-თქვა იოანამ და დევიდს თავით ანიშნა დაჯექიო.
_ძმა ხარ-მიაძახა დევიდმა და მძღოლის წინ დაიკავა ადგილი.
_წავედით იოანა?
_შეგიძლია ანა დამიძახო!
_კარგი ანა!
დევიდი ძლიან ბაბნიკი იყო,არ არსებობს გოგო ვისთანაც არ უფლირტავია,დევიდი ძალიან სექსუალური იყო და მასზე ყველა გოგო ჭკუას კარგავდა,ყველას სიგიჟემდე მოსწონდა და ოცნებობდნენ რომ მისი შეყვარებული გამხდარიყვნენ.
დევიდი გაკვირვებული იყო,ანა ისე თავდაჯერებულად იჯდა მანქანაში,თითქოს ის აქ არც კი მჯდარიყო.
დაჟინებით აკვირდებოდა დევიდი ანას,იქნებ როგორმე მისი ყურადღბა მივიქციო-ო,მაგრამ ამაოდ,ანა არც კი გამოხედავდა დევიდს.
რამდენიმე წუთის შემდეგ კი ანამ დაარღვია გამეფებული დუმილი
_ჰეი!დევიდ რამდენი ხანი იჯდები ასე ჩუმად.
დევიდი კი ხმას არ იღებდა,გეგმებს ადგენდა,როგორ ჩაეგდო ხელში ეს სილამაზე,და როგორ მოეხდინა მასზე გავლენა,უნდოდა რომ ანას მოსწონებოდა,რადგან ის აზრი რომ ანაზე ვერავითარ გავლენას ახდენდა,ტვინს უღრღნიდა,მის მიმართ ხომ ჯერ არცერთი გოგო ყოფილა გულგრილი?
_ანა ერთი მანქნით ვმგზავრობთ და უეჭველი ერთ ოთახში დაგვაბინავებს ნიკი!-ირონიით სავსე მზერა სტყორცნა დევიდმა ანას,და თან თვალებით ეუბნებოდა "თუ არ მოგეწონები მაგასაც ნახავო"
_არც იოცნებო საყვარელო!-არც იოანამ დააკლო ირონიულობა,ერთხელ გახედა დევიდს,ცალყბად გაიღიმა და კვლავ გზას გაუსწორა თვალი.
ბათუმში მისვლამდე ხმა არცერთს ამოუღია...
ჩავიდნენ თუ არა დევიდმა კარები "გამოგლიჯა" და მანქნიდან გავარდა.
_დევიდ! იქნებ ჩანთების წამოღებაში მაინც დამეხმარო!
-მიაძახა განაწყენებულმა იოანამ.
დევიდი კი მობრუნდა და ანას ჩანთების წამოღებაში დაეხმარა.
_ქალბატონო ანა!მთელი თბილისი წამოიღეთ თუ რა არის ეს შვიდი ამხელა ჩანთა?
_ბევრს ნუ ლაზღანდარობ,და წამოიღე ეგ ჩანთები თუ მოგაქვს!
დევიდმა წვალებით შეათრია შვიდი მისხელა ჩანთა,კარები ანამ გააღო და დევიდმაც ეგრევე დაყარა ყველა ჩანთა იქვე.
მხრებში გასწორდა და ნიკს დაუდგა გვერდით...
_მოკლედ-თქვა ნიკმა-არ არის იმდენი ოთახი რომ ცალ-ცალკე დავბინავდეთ,მაგრამ თუ წყვილ-წყვილად დავეწყობით გვეყოფა!
მე და ალექსანდრა ერთ ოთახში ვიქნებით,კრისტოფი და ევა ერთად იქნებიან,-თქვა ნიკმა და წყვილს ეშმაკურად გახედა-ალექსი და დანიელა ერთად!,ბენი და ნუცა ერთად,სტეფანი და თაკო,და იოანა და დევიდი!

***იოანა და დევიდი***
წყვილები თავ-თავიანთ ოთახებში გადანაწილდნენ.არავინ შეპასუხებია ნიკს...
იოანამ ძლივს შეათრია ამდენი ჩანთა ოთახში და ბარგის ამოლაგება დაიწყო,ძალიან აინტერესებდა დევიდს რატომ არაფერი მოჰქონდა,თავიდან გაჩუმება არჩია,მაგრამ ბოლოს გამბედაობა მოიკრიბა და დევიდს ჰკითხა
_შენ რატომ არაფერი მოგაქვს?
_ბიჭებს არ უთქვამთ და მომიწია ასე ცარიელს წამოსვლა.
_ცუდია-მხოლოდ ეს ერთი სიტყვა უთხრა იოანამ და კვლავ ბარგის ამოლაგება გააგრძელა.
ყველაფერი რომ ამოალაგა,სააბაზანოში გადაწყვიტა შესვლა,მაგრამ დევიდმა დაასწრო და აბაზანაში ჩაიკეტა,თან კარს იქიდან აჯავრებდა იოანას.
_დაგასწარი,პატარა ქალბატონო?
_მალე გამოდი გთხოვ...
დევიდი წყლის წვეთების ქვეშ დადგა და ანაზე ფიქრობდა,ჯერ არცერთ გოგოს მისთვის ასეთი შთაბეჭდილება არ მოუხდენია,ის დღეში ორას გოგონაზე იფიქრებდა მაგრამ,ვერც კი წარმოიდგენდა თუ მისნაირი ბაბნიკი ერთ გოგოს ასე გადაეკიდებოდა,და ერთ გოგოზე ფიქრები არ მოასვენებდა...
ვერასდროს დაიჯერებდა სიყვარულის არსებობას...
დევიდისთვის რომ გეთქვათ,ოდესღაც ვიღაც შეგიყვარდება და შენი ყველა ნა*ა დაგავიწყდებაო,გემრიელად გაიცინებდა...
ბოლოს იოანას ყვირილმა გამოაფხიზლა
_დევიდ აღარ აპირებ გამოსვლას თუ ამას სპეციალურად მიკეთებ?
_კარგი,კარგი ხო გამოვდივარ
დევიდი პირსახოცშემოხვეული გამოვიდა,ანამ ერთხელ შეავლო თვალი და ყველანაირი ემოციის გარეშე აუარა გვერდი...
"როგორც ჩანს ამის მორჯულება გამიჭირდება-წაიჩურჩულა დევიდმა"
თხუთმეტ წუთში ანაც გამოვიდა,წითელი მუხლსაცდენილი,შრიალა კაბა ეცვა.
დევიდმა ნერწყვი მძიმედ გადაყლაპა და თვალი კიდევ ერთხელ შეავლო ანას.
_ანა მე წავალ ტანსაცმელს ვიყიდი
_მერე მე რა ვქნა?მე რატომ მეუბნები?-აგდებულად უპასუხა ანამ,და წარბები დაქაჩა.
_მაპატიე-ეწყინა დევიდს!და ოთახიდან თავქუდმოგლეჯილი გამოვარდა....


***კრისტოფი და ევა****
_კრისს-მგონი დროა დანარჩენებსაც ვუთხრათ ჩვენი ერთად ყოფნის ამბავი!
_მართალი ხარ ევა,უნდა ვუთხრათ
_რომ შევიკრიბებით მაშინ ვუთხრათ კარგი?
_კარგი
ევა სააბაზანოში შევიდა,იქამდე იდგა გრილი წვეთების ქვეშ სანამ კანი არ დაუნაოჭდა...
_ევა,გამოდი თორემ შემოგივარდები ეხლა-ყვიროდა კარის მეორე მხრიდან გაგიჟებული კრისი.
_კარგი,გამოვდივარ,რა იყო,არ მაცადე დაბანვა რაა...
ევამ პირსახოცი შემოიხვია და ოთახში გამოვიდა...
_ძალიან სექსუალური ხარ ევა-ტუჩზე იკბინა და ევასკენ დაიძრა.
_კრის,მგონი სააბაზანოში გეჩქარებოდა-თავის დაძვრენას ცდილობდა ევა...
_სულაც არ მეჩქარებოდა-უპასუხა კრისმა და კვლავ გააგრძელა ევას მიმართულებით სიარული.
ევამ იქვე დადებულ ბალიშს დაავლო ხელი და კრისს თავში უთავაზა,კრისმა თვალისდახამხამებაც ვერ მოასწრო ისე შევარდა ევა აბანოში და კარი ჩაიკეტა.
_როცა დრო გქონდა შესულიყავი-აჯავრებდა ევა და თან სიცილს არ წყვეტდა.
ევა ლამაზად გამოეწყო და ოთახში გამოვიდა,მაგრამ კრისი აღარ დახვდა.
_ალბათ ქვემოთ ჩავიდა-გაიფიქრა მისთვის და ქვედა სართულისკენ დაიძრა.
ქვემოთაც არავინ დახვდა,სამზარეულოში სვიდა და მისთვის ცივი ყავა მოიმზადა.
_როგორც ჩანს ჩვენი წყვილები ოთახიდან გამოსვლას აღარ აპირებენ-თჩაეცინა ევას და ყავა მოსვა.

**ბენი და ნუცა***
_ნუცა,რა კარგია ერთ ოთახში რომ ვართ არა?
_არა!მე საერთოდ არ მიხარია შენნაირ იდიოტთან ერთ ოთახში რა გაძლებს!-ირონიით სავსე მზერა სტყორცნა ნუცამ ბენს!
_დიდად არც მე მიხარია როგორმე აგიტან!
გაღიზიანებული ტონით უთხრა ბენმა და სააბაზანოში ჩაიკეტა.
შხაპი მოუშვა და თითონაც ქვეშ ამოუდგა.
წყლის წვეთები სასიამოვნოდ ელამუნებოდნენ მთელს სხეულზე.
ბენი ფიქრებმა აიტაცა და არავინ და აღარაფერი აღარ ახსოვდა...
"როგორ ვუთხრა ნუცას რომ ძალიან მიყვარს და მისი ცოლად შერთვა მინდა?იქნებ თითონ არ ვუყვარვარ,რომ ვუთხრა და გამიბრაზდეს?
მერე რა ვქნა?საერთოდ ჩემი ნახვა რომ აღარ მოუნდეს?მის გარეშე როგორ გავძლებ?ასე გაგრძელება აღარ შემიძლია,დიდი ხანია ვითმენ...არა დღესვე,ახლავე ვეტყვი ყველაფერს...
გარეთ პირსახოცის ამარა გამოვარდა...
ნუცამ ბენის შიშველი სხეულის დანახვისას ნერწყვი მძიმედ გადაყლაპა და ფიქრების გასაფანტად თავი გააქნია...
_ნუცა!-მკაცრად უთხრა ბენმა-რაღაც უნდა გითხრა
_გისმენ ბენ!
_ნუც მოკლედ დიდი ხანია ამის თქმა მინდა,მაგრამ ვერ ვბედავდი,უკვე რამდენიმე თვეა ვაპირებდი,მაგრამ...მეშინოდა...მეშინოდა რომ უარს მეტყოდი და სამუდამოდ დაგკარგავდი...მოკლედ...მოკლედ გეტყვი რა სათქმელს,სიგიჟემდე მიყვარხარ!
_მეც მოკლედ გეტყვი!ყველაზე მეტად მიყვარხარ-ნუცა ბენს მაგრად ჩაეხუტა და მთელი ერთი საათი იდგნენ ასე დებილებივით ჩახუტებულნი...
***
**იოანა**
"ალბათ დევიდს ძალიან ვაწყენინე,ასე აგდებულად არ უნდა დავლაპარაკებულიყავი,რომ მოვა პატიებას აუცილებლად ვთხოვ...იმედია გამიგებს და მაპატიებს...
მართლაც სექსუალური ბიჭია,ძალიან მომწონს,მაგრამ ბაბნიკია,მას ერთი გოგო ვერასდროს შეუყვარდება,მან სიყვარული არ იცის...
იოანამ მუხლსზევით კაბა ჩაიცვა,ღრმა დეკოლტეთი,ფეხი სანდლებში შეაცურა,თმა დაიკოსა და ბავშვებისკენ გაეშურა...

დევიდი კი დააბოტებდა მაღაზიიდან,მაღაზიაში,ბევრი რამ შეიძინა და მის ერთ-ერთ ნა*ას დაურეკა.
_მარიამ,ჩვენთან ერთად დასასვენებლად წამოხვალ?
_კიი,ჩემო სიცოცხლე,მისამართი მომწერე,მიყვარხარ!!
_მეც!!
თხუთმეტ წუთში მარიამი და დევიდი ნიკის სახლთან იდგნენ,იოანა კი ოთახში ელოდა დევიდს.
_მოკლედ გაიცანით,ჩემი შეყვარებული მარიამი!!
_სასიამოვნოა
_ჩემთვისაც-თქვა გახარებულმა მარიამმა
იოანას მობეზრდა ოთახში ლოდინი და ქვემოთ ჩამოვიდა.
_ეს ვინ არის?-იკითხმა მან.
_ეს დევიდის შეყვარებული მარიამია-უთხრა ალექსანდრამ...
შეყვარებულის გაგონებისას იოანას ტანში უსიამოვნოდ გასხრა,შეაჟრჟოლა,კანი დაეხორკლა,რაც დევიდს არ გამოჰპარვია და სარკაზმულად გაეღიმა....

**
**
**
დდაადაამ;დდ
იი მეგობრებო შემიფასეთ
ძაან მწარე სიტყვებსაც ნუ მეტყვით
ცოდო ვარ;დდ
გადავწყვიტე ისტორიები ვწერო
თქვენ რჩევებსაც მივიღებ
მინდა დავიხვეწო^_^
ძაან მკაცრი კრიტიკოსებიც ნუ იქნებით;დდ
შეააფასეთთ!!
თქვენთვის მომინდვია შეფასება მეგობრებოო;დ
ღირს გაგრძელებად??
მიყვარხაართთ ყველაა;დდ



№1 სტუმარი ანუკა ♡

კაია ძალიან მალედადე რა ნუ შეცდომები არის მაგრამმ პირველითავით თუ ვიმსჯელებთ ძალიან კარგია

 


№2 სტუმარი სტუმარი მერი

დადებ მალე? მაინტერესებს

 


№3  offline წევრი nathali lifhonava

სტუმარი მერი
დადებ მალე? მაინტერესებს

რამდენიმე დღეში ვაპირებ სრულად ატვირთვას<3
ვნახოთ
--------------------
"როცა ვინმე შეურაცხყოფას მოგაყენებს, ნუ ეტყვი მას: „დაე ღმერთმა გადაგიხადოს“, იმიტომ რომ ეს თავაზიანი წყევლაა".

 


№4 სტუმარი ანუკა????

როდისსს დადებბველოდები რამდენიხანია

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent