შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცხოვრებაში ყველაფერი სულ შემთხვევით ხდება(თავი1)


15-07-2018, 19:29
ავტორი nathali lifhonava
ნანახია 1 412

-შვილო,კარგად დაფიქრდი ვერ გაძლებ შენ ნინუცას გარეშე-ეუბნებოდა თვალცრემლიანი დედა შვილს რომელიც ემიგრანტობას აპირებდა.
-დედა ნუ ნერვიულობ-მარიამმა დედის დანაოჭებული სახე მის ხელებში მოიქცია და შუბლზე ნაზად აკოცა.
პატარა ნინუცა გულში ჩაიკრა და მთელი სახე დაუკოცნა,
-დე-და მომენატრები,ხომ მალე ჩამოხვალ დედიკო?
მარიამს შვილის სიტყვები გულზე ეკალივით ესობოდა,როგორ არ უნდოდა სამი წლის გოგოს დედის გარეშე დატოვება,მაგრამ სხვა გზა არ ჰქონდა...
ოჯახი უნდა ერჩინა,მარიამის სწავლის ფული უნდა აეგროვებინა...
საქართველოში კი ამდენი ფული არ ექნებოდა,მოუწევდა ნინუცას ხუთი-ათი წლით მარტო დატოვება.
საკუთარ თავში იყო დარწმუნებული...
დარწმუნებული იყო რომ ნინუცას გამო ყველაფერს გააკეთებდა,დარწმუნებული იყო რომ დედამისი მასზე საკუთარი შვილივით იზრუნებდა,ამიტომ არ ეშინოდა,არ ეშინოდა ნინუცას მარტო დატოვება...
შვილის ალერსით არ იყო მარიამი გამძღარი,მისი რეისი რომ გამოაცხადეს,ნინუცა დედას გადააბარა და შეევედრა
-დედა ვიცი რომ მასზე საუკეთესოდ იზრუნებ,მაგრამ მაინც გთხოვ გაუფრთხილდი ჩემს გოგოს,ყოველდღე დაგირეკავთ და მოგიკითხავთ!
-ნუ ნერვიულობ მარიამ,წადი შვილო თორემ თვითმფრინავი გაგასწრებს.
მარიამმა ერთხელაც აკოცა ნინუცას და ადგილს უკანმოუხედავად გაშორდა...
დიახ,უკანმოუხედავად და იცით რატომ?
ვერ გაძლებდა,რამდენჯერაც შეხედავდა იმდენჯერ უფრო მეტს განიცდიდა.
არ უნდოდა წასვლა მაგრამ რა უნდა ექნა?
ასეთია ცხოვრება...
რაც არ გინდა ის უნდა აკეთო,უნდა დაიტანჯო...
ნინუცას ხმა ბუნდოვნად ჩაესმოდა ყურში
-დედა გთხოვ მალე დაბრუნდი
-დედა მომენატრები
-დედა ნუ დამივიწყებ
-დედა ხომ არ მიმატოვებ?ხომ მალე ჩამოხვალ?
მარიამი სირბილით მივიდა თვითმფრინავამდე რადგან არ უნდოდა ნინუცას ყვირილი მოესმინა და გული კვლავ იმდენჯერ სტკენოდა რამდენ სიტყვასაც პატარა ნინუცა ეტყოდა...
პატარა გოგონა რომელსაც დედის წასვლა გულს უკლავდა,პატარა იყო მაგრამ
ყველაფერს ხვდებოდა...
ხვდებოდა რომ დედა დიდი ხნით ტოვებდა...
იცოდა,იცოდა ყველაფერი იცოდა,მაგრამ აზრის გამოთქმა არ შეეძლო!
***
მარიამი საბერძნეთში გაემგზავრა!
თამამად შეიძლება ითქვას რომ 'საბერძნეთი ემიგრანტების ქალაქია'.
მარიამს უნდოდა რომ ბავშვის ძიძად ემუშავა რადგან მოხუცებულის მოვლა არ შეეძლო,სხვა სამუშაოსაც ვერ იშოვიდა,ფიქრობდა რომ ნინუცასთან განშორების უზარმაზარ ტკივილს პატარა ბავშვით მაინც მოიკლავდა...
ტაქსში ჩაჯდა და მის დაქალს დაურეკა,რადგან ის დაეხმარებოდა სამუშაოს მოძებნაში.
-ნენე ჩამოვედი!
-მისამართს მოგწერ,მძღოლს უთხარი და მოგიყვანს მარიამ-უთხრა მხიარულად ნენემ და ყურმილი დაკიდა.
მარიამმა შეტყობინება გახსნა და მძღოლს უკარნახა.
მძღოლმაც მაშინვე უცვალა მანქანას გეზი...
თხუთმეტწუთიანი დამღლელი მგზავრობის შემდეგ მარიამი დათქმულ ადგილას მივიდა,უზარმაზარი სადარბაზო ფეხით აირბინა და ნენეს კარებზე ზარი დარეკა,მანაც იმწამსვე გააღო კარები,ადამიანს ეგონებოდა ყარაულობდა-ო.
-მარიამ გოგო!-დაიყვირა ნენემ და დაქალს "შეაფრინდა"
-კარგი არ დამახრჩო!მომენატრე ჩემო გიჟო!!
სიყვარულობანას რომ მორჩნენ,იკადრნენ სახლში შესვლა.
-მარიამ აბა როგორ მიეჩვიე აქაურობას?
-რა უაზრო კითხვებს მისვამ გოგო?ეხლა ჩამოვედი და რას უნდა მივჩვეულიყავი?არმგონია მივეჩვიო,ნინუცა უკვე მენატრება.
-დამშვიდდი მაროო,მიეჩვევი გოგოო!
***
ერთი კვირიანი სამსახურის უშედეგო ძიების შემდეგ,ნენე კივილით შევარდა მარიამის ოთახში.
-მარიკუნაა,ადექი ვიშოვე
-რა იშოვე?-თვალები მოიფშვნიტა მარიამმა და დაამთქნარა.
-სამსახური რა უნდა მეშოვა აბა?
-ვაიმე მართლა?-შეჰყვირა მარიამმა და ორივე საწოლზე ხტუნავს მოჰყვა.
-ეხლავე მოწესრიგდი,მივდივართ!
მარიამი შესაფერისად გამოეწყო და სიხარულით გავიდნენ სახლიდან.
ბავშვის მომვლელად უნდა დაეწყო მუშაობა მარიამს და ძალიან უხაროდა.
-Γεια σας(გამარჯობათ)-დაიწყო ნენემ ბერძნულად საუბარი-Διαβάζουμε την αίτησή σας, αναζητώντας ένα μωρό για ένα μωρό?(ჩვენ თქვენი განცხადება წავიკითხეთ ბავშვისთვის ეძებთ ძიძას ხო?)
-Γεια σας,Ναι(დიახ)
-Mariam θέλει να ξεκινήσει την εργασία, είναι πολύ καλός άνθρωπος, το παιδί σας θα εμπιστευτεί στα χέρια σας?(მარიამს სურს მუშაობის დაწყება,ის ძალიან კარგი ადამიანია,თქვენი შვილი სანდო ხელში იქნება,ამაში დარწმუნებული იყავით,ხელფასი როგორაა?)
-Πολύ καλά, ο μισθός είναι 1000 ευρώ το μήνα(ძალიან კარგი,ხელფასი თვეში 1000 ევრო)
-Συμφωνήσαμε?(შევთანხმდით?)
-Συμφωνήσαμε!
მარიამი და ნენე გახარებულები გამოვარდნენ...
_Είμαι χαρούμενος!-ყვიროდა შუა ქუჩაში გახარებული ნენე!
-მოდი კაფეში დავსხდეთ მარიამ,ავღნიშნოთ!
-როგორც გინდა.
მარიამი და ნენე კაფეში დასხდნენ,ადგილი ფანჯარასთან დაიკავეს და წვენი შეუკვეთეს.
^_^
^_^
არ ვაპირებდი თავებად დადებას,სრულად მინდოდა,მაგრამ ხვალ ან ზეგ ავტვირთავ,თავიდან თქვენი აზრი მაინტერესებს;დდ
ჩემი ბერძნულით იმედია თავი არ მოგაწყინეთ;დდ
უბრალოდ ცოტა ვიცი და გამოვიყენე!!
შეაფასეთ,ღირს გაგრძელებად და სრულადდ დადება?



№1  offline წევრი მია15

გააგრძელე.მე მომეწონა

 


№2  offline წევრი nathali lifhonava

მია15
გააგრძელე.მე მომეწონა

<3
აუცილებლად;დდ
მადლობაა თუ მოგეწონა

ლათინო
იიი გოგონიი! გააგრძელე აუცილებლად
:)) საინტერესო ჩანს ♥♥♥

როგორ მიხარიხარ შენ არ იცილ;დდ
გავაგრძელეებ
;დ
სრულად მინდა ავტვირთო
არც ისე დიდი ისტორიაა და მაგიტომ;დ
აიი შენ მოსაკლავი მყავხარ
დიტოს რა უქენი გოგო?
მოვკვდი გეფიცებიი-.-
რამდენი ვიტირე,არ შეგეცოდე?; cry cry sob
ჩემი საცოდავი ბიჭი:(
ლყყ მარიამ;დდ
<3
--------------------
"როცა ვინმე შეურაცხყოფას მოგაყენებს, ნუ ეტყვი მას: „დაე ღმერთმა გადაგიხადოს“, იმიტომ რომ ეს თავაზიანი წყევლაა".

 


№3 სტუმარი სტუმარი მარიკა

თუ საბერძნეთის ემიგრანტობასთან შეხება გქონიათ, მინდა გთხოვოთ რეალობა დაწეროთ ამ გმირი ხალხის შესახებ თუმცა არიან იქ ვაი ქართველები იმიტო კი არ გთხოვთ ისინი საბრალონი არიან არა საზოგადოებამ უნდა დაფასოს მათი შრომა თუნდაც სიტყვიერათ მადლობა მათი გახსენებისთვის ამ ისტორიით

 


№4  offline წევრი nathali lifhonava

ლათინო
nathali lifhonava
მია15
გააგრძელე.მე მომეწონა

<3
აუცილებლად;დდ
მადლობაა თუ მოგეწონა

ლათინო
იიი გოგონიი! გააგრძელე აუცილებლად
:)) საინტერესო ჩანს ♥♥♥

როგორ მიხარიხარ შენ არ იცილ;დდ
გავაგრძელეებ
;დ
სრულად მინდა ავტვირთო
არც ისე დიდი ისტორიაა და მაგიტომ;დ
აიი შენ მოსაკლავი მყავხარ
დიტოს რა უქენი გოგო?
მოვკვდი გეფიცებიი-.-
რამდენი ვიტირე,არ შეგეცოდე?; cry cry sob
ჩემი საცოდავი ბიჭი:(
ლყყ მარიამ;დდ
<3

ჰოო ნუ ასე იყო საჭირო და რა ვქნა
ახალი თავიც დავდე ♥♥ ამას კი მაშინ მოუთმენლად დაველოდები :))

წავიკითხე და დავაკომენტარეე სიყვარულო;დდდ
დავდებ ალბათთ მალე
არ ვიციი
'დდ
გყვარობ<3

სტუმარი მარიკა
თუ საბერძნეთის ემიგრანტობასთან შეხება გქონიათ, მინდა გთხოვოთ რეალობა დაწეროთ ამ გმირი ხალხის შესახებ თუმცა არიან იქ ვაი ქართველები იმიტო კი არ გთხოვთ ისინი საბრალონი არიან არა საზოგადოებამ უნდა დაფასოს მათი შრომა თუნდაც სიტყვიერათ მადლობა მათი გახსენებისთვის ამ ისტორიით

ვეცდები ყველანაიირადდ <3
მადლობა შენ რომ წაიკითხე
და დრო დაუთმე ჩემს ისტორიას<33
--------------------
"როცა ვინმე შეურაცხყოფას მოგაყენებს, ნუ ეტყვი მას: „დაე ღმერთმა გადაგიხადოს“, იმიტომ რომ ეს თავაზიანი წყევლაა".

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent