"ის"მკვლელია (სრულად)
წვიმდა. იდგა და შავ,ოთხკუთხედ ფიცარში ჭაღარათმიან,შუა ხნის მამაკაცს გაშეშებული უყურებდა. ამდენი ტირილისგან თვალებ დასიებულს,სახეზე ცრემლი შეშრობოდა. ისედაც დიდი ტუჩები,კიდევ უფრო გაბუშტვოდა,თვალები ჩაშავებოდა. წვიმის ხმას გრძელ,შავ კაბაში მყოფი ქალის ხმამაღალი ტირილი ანაცვლებდა. გოგონა ქალს ნელა მიუახლოვდა და ხელი მხარზე ოდნავ შეახო. ქალმა უმალ მოატრიალა თავი და გოგონას ხელები მოხვია,ვერ წყნარდებოდა,კანკალებდა. -ნინო დამშვიდდი. გაბზარული,ჩახლეჩილი ხმით წარმოთქვა გოგონამ.საკუთარი ხმა თავადაც ეუცხოვა. - ქეთა ის მოკლეს...მოკლეს გესმის?! კვლავ ცახცახებდა ქალი და ქეთას ხელებს უფრო მაგრად უჭერდა. -მკვლელს ვიპოვი ნინო.. მამაჩემის სისხლს არავის შევარჩენ! გპირდები. ყბა აუკანკალდა და ბრაზისგან თვალები გაუფართოვდა. შურისძიება სწყუროდა! უკან არაფერზე დაიხევდა. -ქეთა ახლა რა უნდა ვქნა? ნელა მოშორდა ქალი და კამკამა,ცისფერი თვალები გერს შეანათა -ყველაფერი კარგად იქნება..უნდა გავუძლოთ! ყბები ერთმანეთს დააჭირა და სწრაფად მოსცილდა ქალს. ... ბუხართან იჯდა,ხელში უკვე კარგახანს გაციებული ჩაი ეჭირა და მოთმინებით ელოდებოდა სტუმარს. ცოტა ხანში კარი გაიღო და ოთახში ჭაღარაშეპარული კაცი შემოვიდა. შავ თვალებში ცრემლი ჩასდგომოდა,ხელები ნერვიულობისგან უკანკალებდა. -ქეთა! წარმოთქვა ბოხი,გატეხილი ხმით და გოგონასკენ სწრაფი ნაბიჯებით დაიძრა. -ბიძია! საყვარელი ბიძიის დანახვაზე,ქეთას თვალები ცრემლებით აევსო და მთელი ძალით მოეხვია მამაკაცს. -ჩემო გოგონა. თმაზე მიეფერა ილია. -მტკივა ბიძია! აქვითინდა ქეთა.-ჯერ დედა დავკარგე..ახლა მამა,ვერ გავუძლებ! -დამშვიდდი ჩემო პატარა! ჩვენ შენთან ვართ,ყველაფერს გაუძლებ! ამაოდ ცდილობდა ძმის შვილის დამშვიდებას. -ქეთა რაღაც მინდა გითხრა. შუბლზე აკოცა და ანიშნა დამჯდარიყო -გისმენ ბიძია. ცრემლი თითებით შეიმშრალა და დივანზე დაჯდა. -მგონი მკვლელი ვიპოვეთ! -რაა? ვინ არის?! ნერწყვი მძიმედ გადაყლაპა გოგონამ და გაყინული მზერა მიაპრო მამაკაცს. -ბიზნესმენი ანდრეა ბარათაშვილი. -უკვე დააკავეს? -საქმეც მაგაშია ქეთა.. სამხილები არ არსებობს,მტკიცებულებები განადგურებიულია! შუბლი მოისრისა ილიამ -ახლა რა უნდა ვქნათ? ფეხზე წამოვარდა და ოთახში სიარული დაიწყო -არ ვიცი ქეთა რაღაც უნდა მოვიფიქროთ. თავი ხელებში ჩარგო ილიამ და ღრმად ამოიხვნეშა ცოტა ხანს გაჩუმებულები იყვნენ. ქეთა-აქეთ იქით დადიოდა,ილიას კი თავი არ აუწევია. მერე კარი გაიღო და ოთახში მაღალი,ქერათმიანი გოგონა შემოკაკუნდა -გამარჯობა ბიძაშვილო! კაბის სწორებით დაიძრა ქეთასკენ -ეკატერინე! ცალყბად გაუღიმა და მონატრებულ ბიძაშვილს გადაეხვია -მაპატიე,რომ ვაჟას დაკრძალვაზე,ვერ მოვედი.. როგორც კი გავიგე ეგრევე მინდოდა წამოსვლა,მაგრამ შტორმის გამო ყველა რეისი გადადებული იყო. ძალიან მეწყინა,ხომ იცი როგორ მიყვარდა ბიძია! თვალებში ცრემლი ჩაუდგა და კვლავ მოეხვია ბიძაშვილს -არაუშავს ეკატერინე,გმადლობ! -დავსხდეთ რაღაც მოვიფიქრე! ცრემლი შეიმშრალა გოგონამ ქეთა მაგიდასთან მოკალათდა და ინტერესით სავსე მზერა მიაპყრო ბიძაშვილს. -ყველაფერი გადავქექე და ინფორმაცია მოვიძიე ანდრეა ბარათშვილის შესახებ. საკმაოდ მსხვილი ბიზნესი აქვს,არამარტო აქ, საზღვრებს გარეთაც. უამრავი ნაცნობი ჰყავს და დიდი პრივილეგიებით სარგებლობს ყველგან. დავინტერესდი რა კავშირი შეიძლება ჰქონოდა მამაშენთან, რაღაც ბიზნესზე ერთად მუშაობდნენ,თუმცა ამის შესახებაც არაა ვრცლად ინფორმაცია,მოკლედ ყველაფერი განადგურებულია.- ქეთამ ამოიხვნეშა და ეკატერინეს ანიშნა გაეგრძელებია,გოგონამაც ღრმად ამოისუნთქა და განარძო-მოკლედ მხოლოდ ის ვიცი,რომ ბოლო დროს ურთიერთობა ძალიან დაეძაბათ, ის ბიზნესიც გაკოტრდა,ყველაფერი აირდაირია,მაგრამ არ ვიცი რაში ჭირდებოდა ვაჟას მოკვლა. ქეთას თვალები ცრემლებით აევსო და თავი ხელებში ჩარგო. -ამ ბიზნესის შესახებ რაღაცეები მეც ვიცი საუბარში ილია ჩაერთო-თუმცა ანდრეასთან პირდაპირი კავშრი არასოდეს მქონია,ვაჟა ამის შესახებ არასდროს საუბრობდა. ბოლო დროს კი მამაშენი ძალიან განერვიულებული იყო,საქმე ცუდად წავიდაო მეუბნებოდა,თუმცა არაფერს ყვებოდა. -საიდან ვიცით რომ ეს მან გააკეთა? თვალები გაუფართოვდა ქეთას. -ქეთა სხვა მტერი მამაშენს ფაქტობრივად არ ჰყავდა! ხომ გითხარი,ბოლო დროს ანდრეასა და ვაჟას შორის ურთიერთობა ძალიან დაიძაბა. თან მათი კავშირის შესახებ,ყველაფერი განადგურებულია. რატომ დამალავდნენ მათ ურთიერთობას თუ ანდრეა მკვლელი არა არის?! სხვა საფუძვლიანი ეჭვი არ არსებობს. მოკლედ ყველაფერი კარგად უნდა გამოვიძოთ -რა ვქნათ? შუბლი მოისრისა და ბიძიას და ბიძაშვილს თვალებ მოჭუტულმა ახედა. -ხომ ვთქვი,რაღაც მოვიფიქრე! ფეხზე წამოდგა ეკატერინე.- ქეთა,ვიცი,რომ ძალიან რთული იქნება..მაგრამ თუ გინდა,რომ მამაშენის მკვლელი ციხეში ჩასვა, ეს უნდა გააკეთო. ნერწყვი მძიმედ გადაყლაპა ეკატერინემ და თმაზე ხელი ნერვიულად აათამაშა -ყველაფერს გავაკეთებ! წამოიძახა ქეთამ -კარგი...მოკლედ ანდრეა მის ოფისში სამუშაოდ მენეჯერს ეძებს.. შენ უნდა მიხვიდე,დაუახლოვდე და ნელ-ნელა ყველაფერი გამოტყუო -რაა? წამოიყვირა გოგონამ-მამაჩემის მკვლელთან.. -ქეთა მისმინე! საუბარი შეაწყვეტია ეკატერინემ-ეს უნდა გააკეთო.. ხომ გინდა,რომ სათანადოდ დაისაჯოს ანდრეა ბარათაშვილი?! დაუახლოვდი,თავი შეაყვარე,ყველაფერი დეტალურად გამოტყუე მერე კი ორმაგი დარტყმა მიაყენე! სხვა გზა არ გვაქვს. დროებით ახალი პასპორტი უნდა გააკეთო სხვა გვარით,რომ არ მიხვდეს. ქეთა არაბულის მაგივრად ქეთა ლაბაძე იქნები! -კარგი იდეაა წამოიწყო ილიამ.-მხოლოდ ასე გავიგებთ სიმართლეს! როცა ისე დაუახლოვდები,რომ ამ ყველაფრის მოყოლას გადაწყვეტს , ყველაფერი ჩაიწერე,მერე კი როგორც ეკატერინემ ახსენა ორმაგ დარტყმას მივაყენებთ! დაფიქრდი ქეთა.. სხვა გზა არ არსებობს. ვისკი ჭიქაში ბოლომდე ჩაისხა მამაკაცმა და სულმოუთქმელად დალია. -კარგი.. ფეხწე წამოდგა არაბული.-წავალ ანდრეასთან და ყველაფერს ისე გავაკეთებ,როგორც საჭირო იქნება.დროა პასუხი აგოს ყველაფერზე! თქვა და ოთახიდან სწრაფი ნაბიჯებით გამოვიდა,ვერანდაზე გავიდა და ჰაერი ხარბად ჩაისუნთქა, ხვალ მნიშვნელოვანი დღე ელოდა,მამამისის მკვლელისთვის თავი უნდა შეეყვარებია... ... დილით ადრე გაეღვიძა.ნელი ნაბიჯებით დაიძრა სააბაზანოსკენ და საკუთარი თავი სარკეში შეათვალიერა.თითქოს სხვა ქალი იყურებოდა იქიდან. ნაზი,გულუბრყვილო ქეთასგან არაფერი დარჩენოდა,ახლა იქ ძლიერი,ამაყი ქალი იდგა,რომელიც მამამისის მკვლელის გასამწარებლად ყველაფერს გააკეთებდა. ღრმად ჩაისუნთქა,სახეზე წყალი შეისხა და გარდერობში შეძვრა. შავი,მაღალწელიანი ქვედაბოლო და თეთრი,გამჭვირვალე პერანგი ჩაიცვა,ზემოდან რუხი პიჯაკი მოიცვა და ეზოში გავიდა. პირველი შემთხვევა იყო,როცა დილით საუზმისა და ცხელი ყავის გარეშე მიდიოდა,მაგრამ ახლა ეს არც კი გახსენებია,მანქანის კარი გამოგლიჯა და წამში მოწყდა იქაურობას. ხელებს საჭეს მთელი ძალით უჭერდა,ღრმად სუნთქავდა,მკვლელთან მიდიოდა,ფსიქოლოგიურად უნდა მომზადებულიყო. ვერც იგრძნო,როგორ გააჩერა მანქანა მაღალი შენობის წინ და როგორ აღმოჩნა ლიფტში. ლიფტი პირდაპირ ანდრეა ბარათაშვილის კართან გაჩერდა. ხელები აუკანკალდა,ყბები ერთმანეთს დააჭირა და კარი შეაღო. -უკაცრავად გოგონა! მოესმა უკნიდან ნაზი ხმა. -დიახ წარბაწეული მიტრიალდა და ზემოდან დააცქერდა,ერთი თავით დაბალ,ქერა გოგონას. -ბატონი ანდრეა შეხვედრაზეა,დაბარებული ხართ? ღიმილით ჩაეკითხა ქერა -არა,ვაკანსიის თაობაზე მოვედი.. გავიგე,რომ მენეჯერი სჭირდება. -დიახ მენეჯერს ვეძებთ! მოესმა უკნიდან,ბოხი,საშინლად ცივი ხმა. მარტივად მიხვდა ეს ხმა ვისაც ეკუთვნოდა.კიდევ ერთხელ ჩაისუნთქა და მიტრიალდა. წინ მაღალი,შავგრემანი მამაკაცი იდგა. გული აუჩქარდა,ზიზღის გრძნობა დაეუფლა,ცივმა ოფლმა დაასხა,ხელები მომუშტა და ნაძალადევად გაიღიმა -მე ანდრეა ბარათაშვილი ვარ! წამოიწყო მამაკაცმა -ქეთა ბალაძე ნერწყვი მძიმედ გადაყლაპა გოგონამ -თქვენს სივს გავეცნობი,მოვიფიქრებთ და დაგიკავშირდებით ურეაქციოდ საუბრობდა ბარათაშვილი -დიახ სივი გაუწოდა ქეთამ და სწრაფი ნაბიჯებით დაიძრა ლიფტისკენ. თავი ვერ შეიკავა და იქვე ატირდა.. ბრაზისგან სულ ცახცახებდა,საფეთქლებს იზელდა,ჰაერს ხარბად ისუნთქავდა. სახლში თვალებდასიებული მივიდა და ოთახში შეიკეტა. ლოგინში იწვა მთელი დღე,საღამოს კი დაურეკეს და მიულოცეს... ქეთა არაბული(ლაბაძე) ანდრეა ბარათაშვილის კომპანიაში,მენეჯერად იწყებდა მუშაობას. ... ზუსტად ათ საათზე შენობაში იყო და მოთმინებით ელოდა ანდრეას გამოჩენას. ლოდინი დიდხანს არ დასჭირვებია,კარი გაიღო და ნაცრისფერ პიჯაკში გამოწყობილი ანდრეა,ქეთას წინ გაჩნდა. -გამარჯობა დაიწყო ბოხი ხმით-მოკლედ პირველ რიგში მადლობა,რომ მოხვედი,მაგრამ სამწუხაროდ გარკვეული შეცდომა დაფიქსირდა. გუშინ ავარჩიე მენეჯერი,ჩემს მდივანს კი აერია და შენ დაგირეკა მის მაგივრად,რა თქმა უნდა მდივანი სამსახურიდან გავუშვი,ის გოგონა კი მენეჯერად ავიყვანე... ბოდიშს გიხდი.. თავი დაუკრა ბარათაშვილმა -რა თქვით?! წამოენთო ქეთა-რას ქვია შეცდომა დაფიქსირდა.აუცილებლად გიჩივლებთ! -და რას ეტყვით? შავი თვალები კიდევ უფრო ჩაუმუქდა და ზემოდან დააცქერდა აწითლებულ გოგონას -რას და.. იმას.. იმას,რომ.. ალუღლუღდა ქეთა -კარგი.. ასე მოვიქცეთ! თავი გააქნია ანდრეამ-შენ ჩემს მდივნად აგიყვან,დაგაკვირდები.. და თუ ყველაფერს სწორად გააკეთებ,დაგაწინაურებ. რას იტყვი? -მოიცადეთ მდივნად?! წარბი ასწია ქეთამ და ხელები გადააჯვარედინა.. ეს ბევრად უკეთესი იქნებოდა გეგმისთვის,უფრო ხშირი კავშირი ექნებოდა და გაცილებით მალე ახდიდა ყველაფერს ფარდას-კარგით იყოს ასე! ნაძალადევად გაუღიმა და მწვანე თვალები შეანათა, ცინიკურად მომღიმარ ბარათაშვილს -კარგი,შენი კაბინეტი ჩემს წინ იქნება,როგორც უკვე იცი,მიყვარს წესრიგი და შეცდომას არავის ვპატიობ. შეგიძლია ახლავე შეუდგე სამუშაოს,საბუთები მაგიდაზეა! თავით ანიშნა მისი ოთახისკენ,თავად კი თავის კაბინეტში შევიდა. ... დღის განმავლობაში ერთხელაც არ დაუძახია მამაკაცს. მთელი დღე მოწყნილი იჯდა სავარძელში და აქეთ-იქით იყურებოდა,საქმეც არაფერი იყო,საბუთებიც არ ჰქონდა მოსაწესრიგებელი. ბოლოს როგორც იქნა ტელეფონზე ზარის ხმა გაისმა "ქეთა უშაქრო ყავა შემომიტანე" უთხრა ანდრეამ. "როგორც იქნა.." გაიფიქრა არაბულმა და თვალები აათამაშა. "ახლა კი მოემზადეთ ბატონო ანდრეა" ჩაილაპარაკა და ყავის აპარატის თითი დააჭირა. ყავა დაასხა,გაგრილებას დაელოდა და კაბინეტის კარი გამოაღო. მამაკაცი სავარძელში იჯდა და საბუთებს ათვალიერებდა. ქეთამ აქეთ-იქით მიიხედა,წინ პუფი შენიშნა და სწორედ იქითკენ დაიძრა,მერე "შემთხვევით'' პუფს ფეხი წამოკრა და ყავა,გამჭვირვალე პერანგზე გადაექცა.. -ვაიმე! შეკივლა და პერანგი ერთი ხელის მოსმით გადაიძრო.-დავიწვი! თვალები ცრემლებით აევსო და ჩაწითლებული თვალები მამაკაცს შეანათა. ანდრეა ფეხზე წამოვარდა,ქეთასთან მივარდა და წყალი მიაწოდა. წარმოიდგინეთ რა სანახავი იყო,იდეალური ფორმების მქონე ქეთა არაბული ბიუსჰალტერში.მამაკაცი თვალს ვერ უსწორებდა,ქეთა კი თითქოს ახლა მოეგო გონს. -ვაიმე მაპატიეთ,უკაცრავად.. ალუღლუღდა და სველი პერანგი ტანზე გადაიცვა -არა რას ამბობ.. სიტყვებს თავს ვერ უყრიდა ანდრეა-შეგიძლია სახლში წახვიდე და გამოიცვალო! თქვა ძლივს და ფანჯრისკენ მიტრიალდა.. ქეთას სხეულისთვის დიდხანს,რომ ეყურებია თავს ნამდვილად ვერ შეიკავებდა.. გოგონამ ეშმაკურად ჩაიცინა და სწრაფად დატოვა მამაკაცის კაბინეტი. "ჯერ სად ხარ.. გაგაგიჟებ!" ჩაიჩურჩულა და ლიფტისკენ დაიძრა. ... საღამოს ტელევიზორთან მოკალათდა და თავში კიდევ ერთმა იდეამ გაუელვა,"ვცადოთ" ამოილაპარაკა და ანდრეას ნომერი აკრიფა. -გისმენთ! მოესმა ნამძინარევი ხმა -გამარჯობა ბატონო ანდრეა ქეთა ვარ. -და.. აშკარად არ ესიამოვნა ზარის ხმა -დღევანდელისთვის ბოდიში მინდოდა მომეხადა და მადლობა,რომ უფლება მომეცით წამოვსულიყავი.. -ეგ არაფერი. დამწვრობა როგორ გაქვს?! ხმა დაუთმა ბარათაშვილს -დამწვრობა კარგად,მაგრამ მაღალი სიცხე მაქვს თავს ცუდად ვგრძნობ! რაც შეეძლო სუსტი ხმით უთხრა და ტუჩზე იკბინა,რომ არ გასცინებოდა. -ვწუხვარ ჩაეცინა ანდრეას-მოკლედ სამსახური დაიწყე და ყველაფერი ახლა დაგემართა. -არ არის სასაცილო! მართლა ცუდად ვარ. -მალე გამოჯანმრთელებას გისურვებ! კიდევ ერთხელ ჩაიცინა და ტელეფონი გაუთიშა. "არა.. არა არა!!!! როგორ გამიბედა,ასე არ მქონდა ჩაფიქრებული,მე შენ განახებ ანდრეა ბარათაშვილო.. მე უნდა გადაგრიო.. უნდა გაგაგიჟო,მერე კი ციხეში ამოგალპო.. როგორ გაბედა ტელეფონის გათიშვა. არ შეგარჩენ,არა!!!"მთელ ხმაზე გაჰკიოდა და აქეთ-იქით დადიოდა. ... მეორე დღეს არ წასულა სამსახურში. "გამოჯანმრთელებას"აპირებდა. მესამე დღეს კი კვლად დაბრუნდა კომპანიაში. ... მთელი თვე ისეთი არაფერი მომხდარა, საშინლად დაიღალა.. გადაწყვიტა დღეს საბოლოოდ გამოეტეხა მამაკაცი... შავი,მუხლს ზევით,წინ დეკოლტით,უკან კი სამკუთხედი ჭრილით,ულამაზესი კაბა ჩაიცვა,თმა მაღლა აიწია და სახლიდან გავიდა. სამსახურში ყველას ყურადღება მიიპყრო. პირდაპირ ანდრეასთან შევიდა.. -დაკაკუნება არ გასწავლეს?! ღრენით ჰკითხა მამაკაცმა. -უკაცრავად! თვალები აატრიალა ქეთამ -რა გაცვია?! თვალები ბრაზისგან აენთო ბარათაშვილს-დაუშვებელია აქ ასე მოსვლა! -მართლა?! ნელი ნაბიჯით დაიძრა მისკენ.-რატომ? ხელებით მაგიდას დაეყრდნო და სახე,რაც შეეძლო ახლოს მიუტანა -ქეთა რას აკეთებ?! ჩახლეხილი ხმით ჰკითხა მამაკაცმა და თავი უკან გასწია. -რას ვაკეთებ.. ტუჩებზე ენა გადაისვა არაბულმა -რა გინდა ქეთა?! ცინიკურად ჩაიცინა ანდრეამ,სახე ახლოს მიუტანა და ცხვირი ლოყაზე აუსვა. -შენ! -მართლა?! ლოყაზე ტუჩები მიაწება -მართლა! დაიბნა ქეთა. -ასე მალე? რატომ?! ცინიკურად საუბარს განაგრძობდა ბარათაშვილი. ქეთამ ვეღარაფერი თქვა,თვალები დახუჭა და ტუჩზე მთელი ძალით იკბინა. -ჩემი კაბინეტიდან გადი! ფეხზე წამოდგა ანდრეა და წარბაწეულმა ანიშნა გასულიყო -რა თქვი?! წამოიყვირა ქეთამ და გაბრაზებისგან გაწითლდა -გადი! თქვა უემოციოდ მამაკაცმა და სავარძელში დაბრუნდა. ... კაბინეტის კარი გამოგლიჯა,იქ გაჩერებას აღარ აპირებდა..გადაწყვეტილი ჰქონდა ეს საქმე სამართალდამცავებისთვის მიებარებინა,თავად კი აღარასოდეს დაბრუნებულიყო მასთან. ... საღამოს ცხელი ყავით ხელში,წიგნის კითხვას შეუდგა. მთელი დღე ტელეფონო არ გაჩერებულა,მაგრამ არავის პასუხობდა,არავის თავი არ ჰქონდა. "ასე მალე როგორ დავნებდი" ამოიჩურჩულა,წიგნი გვერდით გადადო და თავი ხელებში ჩარგო. მყუდროება, კარზე გაბმულმა კაკუნმა დაურღვია. ღრენით გამოაღო კარი და თვალები შუბლზე აუვიდა,როცა წინ მომღიმარი ანდრეა დახვდა -შემომიშვებ?! ქვემოდან ამოხედა და ნაპასი დაარტყა -არ ვიცოდი თუ ეწეოდი! თვალები მოჭუტა და კარს ზურგით მიეყრდნო -ტიროდი?! ჩაეცინა ანდრეას და ნიკაპზე ხელი მოკიდა -ხელი გამიშვი! წამოიყვირა ქეთამ და თავი უკან გასწია -დღეს სამსახურში.. -ჩუმად! არაფერი თქვა! ხელები ტუჩებზე ააფარა-აქედან წადი! -აუცილებლად! მაგრამ ჯერ... სიგარეტი ძირს დააგდო და მხეცივით წაეტანა გოგონას ბაგეებს. ქეთაც იმ წამსვე აყვა და მამაკაცის მკლავებში ჩაიძირა. ვნებით კოცნიდნენ ერთმენეთს. გააზრებას ვერ მოასწრო ისე აღმოჩნდა ოთახში. -ანდრეა.. ამოიჩურჩულა ქეთამ -ჩშ! ტუჩზე უკბინა მამაკაცმა და კაბა ერთი ხელის მოსმით გახადა. მალე მთელ ოთახში ქეთას კვნესა და ანდრეას გმინვა ისმოდა.. -დღეისთვის საკმარისია! ლოგინიდან წამოდგა მამაკაცი და გოგონას თვალი ჩაუკრა. -მიდიხად? თავი წამოწია ქეთამ -გეგონა დავრჩებოდი?! ჩაიცინა და შარვლის ჩაცმა განაგრძო. -რაა?! წარბები შეკრა არაბულმა -ქეთა რა გგონია,ჩემზე ჭკვიანი ხარ? ზემოდან დააცქერდა ბარათაშვილი. -რა შუაშია.. ვერ ვხვდები რას ამბობ! დაიბნა გოგონა -კარგად ხვდები! წაოიყვირა და გვერდით მდგომი ლარნაკი ძირს დაახეთქა -რა გჭირს? წამოიკივლა შეშინებულმა გოგონამ და ტირილი აუვარდა -ამის დედაც.. გგონია არ ვიცი ვინ ხარ?! ყვირილს განაგრძობდა ანდრეა-იმისთვის მოხვედი რომ გამოგეტეხე არა?! და ციხეში ჩაგესვი?! მთელი ძალით ჩააფრინდა ქეთას მაჯას -მე..მე.. ანდრეა..საიდან იცი?! ტკივილისგან თავბრუ დაეხვა არაბულს -მე მამაშენი მოვკალი ქეთა! როგორ გგონია არ ვიცი ვინ ხარ?! -ესეიგი მართლა მოკალი?!... გრძნობდა როგორ ეხუჭებოდა თვალები-მკვლელო! გაეთრიე აქედან.. ციხეში ამოგალპობ. ჩემი ხელით ჩაგსვამ! -ჰაჰაჰა გადაიხარხარა ანდრეამ-მალე არაკაც ბიძაშენსაც მოვუვლი! -ასეთი არაადამიანი როგორ ხარ?! ეს როგორ გააკეთე?!! როგორ შეგეძლო! თავბრუ ეხვეოდა და მთელი ხმით ტიროდა -როცა მზად იქნები ყველაფერს მოგიყვები. ამოისუნთქა მამაკაცმა და საწოლის კუთხეში ჩამოჯდა -გაეთრიე აქიდან! გეფიცები არ შეგარჩენ! ყბა უკანკალებდა ქეთას -გითხარი ყველაფერს აგიხსნი მეთქი! დაიყვირა მამაკაცმა -რა უნდა ამიხსნა?! თავი როგორ უნდა იმართლო?! მკვლელი ნაბიჭ*არი ხარ! ფეხზე წამოდგა და მისაღებში გავიდა. ანდრეა გაცეცხლებული დაედევნა უკან,მაჯა დაუჭირა და ბრაზისგან მოელვარდ თველები შეანათა. -ხელი გამიშვი! ხელი გაინთავისუფლა ქეთამ და უჯრიდან დანა ამოიღო. -რას აკეთებ?! ღრენით ჰკითხა ბარათაშვილმა -მამაჩემი მოკალი,ახლა ბიძაჩემიც უნდა მოკლა.. მიდი! მეც მომკალი! დანა გულზე მიიდო და ცრემლს საშუალება მისცა გაუჩერებლივად ედინა -დანა დადე ქეთა! დაიღმუილა და გოგონასთან მივარდა -არა! მიდი მე რატომ არ მომკლავ! ხომ ასე გინდა?!მიდი! მთელი ძალით უჭედა ხელს -შენ არასოდეს არაფერს დაგიშავებ.. ხმა დამთბარი უთხრა და თავი დახარა. -რატომ?! დანა დაუშვა ქეთამ და დივანზე დაჯდა -შენ მათ არ გავხარ! გვერდით მიუჯდა მამაკაცი -ეს რატომ გააკეთე კანკალებდა არაბული -მოგიყვები ყველაფერს.. როცა მზად იქნები! -მზად ვარ ანდრეა! ცრემლი მოიწმინდა და გაყინული მზერა მიაპყრო ბარათაშვილს -კარგი.. ღრმად ჩაისუნთქა და ფეხზე წამოდგა-მაშინ რვა წლის ვიყავი.. ქეთამ იგრძნო როგორ დაეჭიმა მამაკაცს სხეული-მშობლებთან ერთად აგარაკზე ვისვენებდი... ყველაფერი კარგად მიდიოდა,დროს საუკეთესოდ ვატარებდით.. ერთ დღეს კი ჩვენი სახლის წინ მანქანა გაჩერდა.. იქიდან შავებში ჩაცმული მამაკაცი გადმოვიდა და ჩვენთან შემოვიდა..მამაჩემი დაინახა თუ არა იარაღი დაუმიზნა.. არც კი დაფიქრებულა ისე გამოკრა სასხლეტს თითი.. მე შორიდან დავინახე.. შემეშინდა და კარადაში დავიმალე! ეს არ იკმარა იმ ახ*არმა და დედაჩემისკენ წავიდა,რომელიც ჩამუხლული მთელი ხმით ბღაოდა..მერე თვალი სახლს მოავლო და იქვე დადებული ძვირფასეულობები აიღო.. იმ კარადის გაღებას აპირებდა,სადაც მე ვიყავი,როცა ტელეფონზე ბიძაშენმა დაურეკა.. არ ვიცი რა უთხრა,მაგრამ სწრაფად გავარდა გარეთ..ცოტახანში კი მანქანის დაქოქვის ხმა გავიგე და მეც გამოვედი ჩემი "სამალავიდან" .შევხედე დედას და მამას რომლებსაც სისხლი ჯერ კიდევ სდიოდათ.. შემდეგ კი გული წამივიდა და თვალები,როცა გავახილე თავთან შავებში ჩაცმული ბებიჩემი მედგა.. იმ დღის შემდეგ ყოველ წამს ვფიქრობდი,როგორ დავიჭერდი ორივეს და გამოვასალმებდი სიცოცხლეს. წამოვიზარდე,წარმატებას მივაღწიე,ბევრი ნაცნობი გავიჩინე და დიდი ძალისხმევის შედეგად მკვლელები ვიპოვე.. ვაჟა და ილია არაბულები.. მთელს მათ ოჯახზე მოვიძიე ინფორმაცია,ყველაფერი დეტალურად შევისწავლე..გავიგე ვაჟა სპონსორს ეძებდა ბიზნესისთვის,მივხვდი,რომ ეს საუკეთესო შანსი იქნებოდა.. დაუახლოვდი,ფულიც მივეცი.. ერთ დღეს კი ჩემთან დავპატიჟე.. როგორც,კი კარში შემოვიდა,იარაღი დავუმიზნე და იქვე მოვკალი. არ გამჭირვებია სამხილებისა და მტკიცებულებების გადამალვა ახლობლების წყალობით. უდიდესი შვება ვიგრძენი! შური ვიძიე.. ბედნიერი და ამაყი ვიყავი! მაგრამ ბიძაშენი მრჩებოდა,მასაც მალე მოვუღებდი ბოლოს,მაგრამ ამ დროს შენ გამოჩნდი. შორიდან გიცნობდი,კომპანიაში დაგინახე თუ არა მივხვდი შენს გეგმას.. მენეჯერი არ ამიყვანია,მოგატყუე.. გითხარი მდივანი მჭირდება მეთქი უფრო ახლოს,რომ ყოფილიყავი ჩემთან და თამაშში აგყევი. მაინტერესებდა რას გააკეთებდი.. მამაკაცმა ღრმად ჩაისუნთქა,ვისკის ბოთლი აიღო და პირდაპირ დალია. თვალები ჩაწითლებულიჰქონდა,ცივი ოფლი ასხამდა და ყბა უკანკალებდა. ქეთა კი ერთ წერტილს უემოციოდ მიშტერეოდა და ანდრეას სიტყვების გააზრებას ცდილობდა. -ქეთა... გვერდით მიუჯდა მამაკაცი. გოგონა კვლავ არ განძრეულა. -ქეთა.. -შეგეძლო მოგეკალი! თქვა მერე კანკალით -სამწუხაროდ შენ შენსას მიაღწიე! ანდრეამ თავი დახარა და ვისკის ბოთლი მთელი ძალით დაახეთქა მაგიდაზე -რას გულისხმობ? ცრემლიანი თვალებით ახედა არაბულმა -თავი შემაყვარე! ცალყბად ჩაიცინა და ფეხზე წამოდგა. -რაა... რა თქვი?! ცრემლების ახალი ნაკადი წამოუვიდა გოგონას. -დარტყმა მომაყენე გილოცავ! კარისკენ წავიდა ბარათაშვილი -რას ამბობ ანდრეა?! უკან გაყვა არაბული -ბიძაშენს უთხარი ან ყველაფერი აღიაროს და ციხეში ჩაჯდეს.. ან მასაც გავუსწორდები.. მშვიდობით! შუბლზე აკოცა ათრთოლებულ ქეთას და კარებში გაუჩინარდა. ... მთელი ძალით მიაჯახუნა კარი,სახლში შევარდა და ბიძამისის ნომერი აკრიფა "ბიძია სალაპარაკო გვაქვს,ახლავე მოდი ჩემთან" გამოსცრა კბილებში და ტელეფონი გაუთიშა. მალე კარზე ზარის ხმა გაისმა. -ქეთ რა ხდება?! ზღურბლე ეკატერინე იდგა -ბიძია სად არის?! თვალები აატრიალა და ბიძაშვილს ანიშნა შემოდიო. -აქ ვარ. რა ხმა გქონდა.. გული გამისკდა.რა მოხდა? თქვა ქოშინით ილიამ და მისაღებში შევიდა. -მოკლედ.. მე ყველაფერი ვიცი! როგორ დაუხოცეთ ანდრეა ბარათაშვილს მშობლები შენ და მამაჩემმა და როგორ გაქურდეთ! -შვილო რას ამბობ?! თვალები გაუფართოვდა მამაკაცს. -ხომ ვთქვი თავის მართლებას აზრი არ ააქვს მეთქი?! ანდრეამ თქვა ან ყველაფერი აღიაროს და ციხეში ჩაჯდეს,ან მასაც ვაჟას გზაზე გავისტუმრებო.. -მამა ამიხსენი რა ხდება?! ფეხზე წამოვარდა ეკატერინე -ამას ბიძია სასამართლოში აგიხსნის. ახლა კი აქედან წადით! მე გაგაფრთხილე,როგორ გადაწყვეტილებას მიიღებ ეს შენზეა დამოკიდებული. -მისი რატომ გჯერა?! რატომ ენდობი! წამოიყვირა მამაკაცმა და ვისკის ჭიქა იატაკზე დაახეთქა -ილია აქედან წადით მეთქი! შეუძლებელია ის იტყუებოდეს.. მის თვალებში დავინახე ის შიში და ტრამვა რომელიც თქვენ ორმა, შენ და მამაჩემმა ბავშვობაში მიაყენეთ. იმედი მაქვს გონივრულ გადაწყვეტილებას მიიღებ და სასამართლოში წახვალ! თქვა და ოთახში შევიდა. აღარ დალოდებია მათ წასვლას,საბანში ჩაძვრა და მთელი ხმით ატირდა. ... სულში სიცარიელეს გრძნობდა. რაღაც აკლდა,უფრო ზუსტად-ვიღაც..გული ვერც ტირილით იჯერა. წამში დაემსხვრა მამამისზე -როგორც ყველაზე პატიოსან და საამაყო კაცზე წარმოდგენა. თითქოს მიწა ფეხქვეშ გამოეცალა,ახლა სულ მარტო დარჩა.. "შენ შენსას მიაღწიე","თავი შემაყვარე" ეს სიტყვები მთელი დღეების განმავლობაში ჩაესმოდა და სიზმარშიც არ აძლევდა მოსვენების საშუალებას. ყვალგან მხოლოდ ანდრეას ხედავდა. თავადაც არ ესმოდა,როგორ შეუყვარდა მამამისის მკვლელი,მაგრამ რა ქნას,გაუგო,მის მდომარეობაში შევიდა...მან აპატია,თუმცა ხვდეოდა,რომ ანდრეა მას არასოდეს აპატიებდა. მთელი კვირა ლოგინში გაატარა. არაფერს ჭამდა,მხოლოდ ცოტაოდენ წყალს სვამდა,ისიც ძალით. მეტი აღარ შეეძლო,იცოდა,რომ ბედნიერებისთვის ბრძოლა იყო საჭირო და უნდა ებრძოლა კიდეც.. ან უბრალოდ ეცადა მაინც.. ძალა მოიკრიბა,ტელეფონი აიღო და ანდრეას ნომერი აკრიფა.. გული ამოვარდნაზე ჰქონდა.. არ პასუხობდა. ბოლოს როგორც იქნა,გაისმა ყველაზე მონატრებული და სასურველი ხმა -გისმენ! საშინლად უცხო,ცივი და უხეში პასუხი იყო -ანდრეა ქეთა ვარ.. ძვლივს გადააბა სიტყვები ერთმანეთს -გისმენ ტონი არ შეცვლია მამაკაცს -მენატრები!...მიყვარხარ! თქვა ლუღლუღით და სიმწრისგან ტუჩზე მთელი ძალით იკბინა -მაგისთვის დამირეკე?! ცინიკურად ჩაეცინა ანდრეას. -შენი ნახვა მინდა..შეგიძლია მოხვიდე?! -ღამის სამ საათზე იმისთვის მირეკავს ყველაზე მატყუარა ადამიანი,რომ იმედი აქვს ავდგები და მასთან მივალ?! ხმამაღლა გადაიხარხარა ბარათაშვილმა-მეზიზღები ქეთა! დაამატა მერე და ტელეფონი გაუთიშა. სიმწრისგან ააცახცახა ქეთას,ტელეფონი მოისროლა და მთელი ხმით აქვითინდა "ყველაზე სულელი ადამიანი ვარ" "არ უნდა დამერეკა" საბანში ჩამძვრალი ქვითინებდა. "ამ დამცირებას არ შევარჩენ!" წამოიძახა მერე და ლოგინიდან წამოხტა. ძალიან თხელი,ლურჯი სარაფანი გადაიცვა,მანქანის გასაღები აიღო და სახლიდან გავარდა. ვერ აზროვნებდა რას აკეთებდა,სიმწრისგან სულ დაიჭამა ტუჩები. მანქანა წამში მოწყვიტა ადგილს და ზუსტად სამ წუთში ანდრეას სახლთან იდგა და მთელი ძალით აბრახუნებდა კარზე. -რა ამბავია?! კარი მაღალმა,წითელთმიანმა გოგონამ გამოაღო და უსიამოვნოდ აათვალიერა სტუმარი-ვინ გნებავთ?! დაამატა მერე და ნაძალადევად გაუღიმა კარებთან ატუზულ ქეთას. -ანდრეა ბარათაშვილი.... ამოიჩურჩულა არაბულმა და დაბლა დაიხედა.. ერთი სული ჰქონდა,როდის გაეცლებოდა იქაურობას. ცრემლები თვალებზე მოაწვა. "ვუყვარვარ...როგორ არა..." გაიფიქრა გულში და წასასვლელად შემოტრიალდა,როცა -ქეთა?! გაიგო უკნიდან ანდრეას გაყინული ხმა -მაპატიე,რომ ხელი შეგიშალე,უკვე წასვლას ვაპირებდი! თქვა ისე,რომ მისთვის არ შეუხედავს და სადარბაზოდან გავიდა. -ქეთა მოიცადე! დაედევნა ბარათაშვილი,მაგრამ გოგონა არ გაჩერებულა,მანქანასთან მიირბინა და კარები გამოგლიჯა. -ქეთა! მხარზე დაექაჩა მამაკაცი და მისკენ შეატრიალა -მაპატიე ანდრეა..აქ არ უნდა მოვსულიყავი. ცრემლი შეუმჩნევლად შეიმშრალა არაბულმა -ამ თხელი კაბით ,ამ სიცივეში?! წარბები შეკრა ანდრეამ და ათრთოლბულ ქეთას მიეხუტა -შენ ხომ გეზიზღები?! რა მნიშვნლობა აქვს! თავი გაინთავისუფლა გოგონამ -მოდი ჩემთან,სულ კანკალებ! მამაკაცმა უფრო მაგრად მოხვია ხელები. მართლაც კანკალებდა ნერვიულობისა და სიცივისგან.. ესიამოვნა მამაკაცის თბილი მკლავები და წამით გაიტრუნა,მერე კი ისევ შეეცადა თავის განთავისუფლებას,აფართხალდა მაგრამ ანდრეამ ორივე ხელი დაუკავა და კვლავ მიიხუტა -ხელი გამიშვი,უნდა წავიდე! ამოიჩურჩულა და ცრემლი მამაკაცის მხარზე შეიმშრალა -ჩშ! საფეთქელთან აკოცა ბარათაშვილმა -დაგირეკე მიყვარხარ მეთქი გითხარი,შენ კი ტელეფონი გამითიშე,მერე მოვედი ანერვიულებული,ნამტირალები,შენ კი თურმე ერთობი.. თავი ვეღარ შეიკავა და ანდრეას მხარზე ხმადაბლა აქვითინდა -ვერთობოდი?! წარბები ზემოთ ასწია მამაკაცმა-ახ ჰო.. მე და ჩემი დეიდაშვილი თეთე-რომელმაც წეღან კარი გაგიღო. ხმამაღლა ჩაიცინა -დეიდაშვილი? მამაკაცს მოსცილდა და თვალებგაფართოვბულმა ახედა. -ხო ქეთა.. დეიდაშვილი! -მე მეგონა.. ცხვირი მამაკასის კისერში ჩარგო -სახლში უნდა წახვიდე. გვიანია! მოსცილა მამაკაცი და მანქანის კარი გამოაღო -მაპატიებ?! მე ხომ გაგიგე...შეგიყვარე. შენც უნდა გამიგო! ფრთხილად მოსცილდა ანდრეას და მანქანაში ჩაჯდა -არ ვიცი ქეთა.. დაფიქრება მჭირდება. სიგარეტს მოუკიდა ბარათაშვილმა-ვიცი ამას რატომ აკეთებდი,მაგრამ ჯერ მაინც არ შემიძლია.. -ანდრეა ჩემთვისაც რთული იყო! შენ მამაჩემი მოკალი კბილებში გამოსცრა ქეთამ და საჭეს მთელი ძალით ჩააფრინდა -მამაშენმა მშობლები დამიხოცა ქეთა! საბურავს ფეხი მიარტყა ანდრეამ -რას აკეთებ?! აყვირდა გოგონა-გასაგებია რომ მამაჩემი ძალიან საშინლად მოგექცა,ამას გამართლება არ ააქვს,მაგრამ შენ ის მოკალი.. მე კი შემიყვარდი! -მეც მიყვარხარ,მაგრამ არ შემიძლია... ღრმა ნაპასი დაარტყა ბარათაშვილმა ქეთას არაფერი უთქვამს,მანქანის კარი მოაჯახუნა და წამში მოსწყვიტა ადგილს. ... გადიოდა დღეები,თვეები და ამასობაში,მათი ბოლო საუბრიდან ცხრა თვე გავიდა. ქეთა ამაოდ ცდილობდა ანდრეას დავიწყებას. რამდენჯერაც თავს პირობა მისცა,რომ მასზე არ იფიქრებდა,იმდენჯერ წარმოუდგა მამკაცის სახე თვალწინ. ილია სასამართლოში მივიდა და პოლიციას ჩაბარდა,შეეშინდა ანდრეას,იცოდა რისი გამკეთებელიც იყო. აი ანდრეა კი საერთოდ გაქრა.. სამსახურში ამბობდნენ უცხოეთში წავიდაო,სახლში კი მის შესახებ არავინ არაფერი იცოდა. ... -გამარჯობათ ქალბატონო ქეთა კომპანია "სოსი"დან გირეკავთ. თქვენს სივს გადავხედეთ და გილოცავთ, აყვანილი ხართ.ხვალ დილის ათზე გამოცხადდით სამსახურში. ნახვამდის,წარმატებები. "არის! ამიყვანეს" მთელი ხმით იკივლა ქეთამ. "ახალი ცხოვრება უნდა დავიწყო,ეს ჩემი შანსია" ამოილაპარაკა და ტელეფონს დაწვდა. -ეკატერინე გამარჯობა. -რა გინდა?! მკაცრი იყო ბიძაშვილის ხმა -შენი ნახვა მინდა. მუდარა გაურია ხმაში -რატომ? მეც ციხეში რომ ჩამსვა?! -ეკატერინე ბიძია დამნაშავე იყო! ეს შენც ძალიან კარგად იცი... უნდა დაისაჯოს. შენთან კი მინდა,რომ კარგი ურთიერთობა მქონდეს,ახლა ყველაზე მეტად მჭირდები! მლაშე სითხე წამოუვიდა თვალებიდან.-გთხოვ ჩემთან მოდი.. -კარგი! ამოისუნთქა ბიძაშვილმა და ტელეფონი გაუთიშა. მალე კარზე ზარის ხმა გაისმა. ეკატერინე იყო,თმა უფრო მუქად შეეღება,კვლავ ანათებდა. ერთმანეთის დანახვისას ორივეს ტირილი აუვარდა,დიდხანს ეხვეოდნენ ერთმანეთს. მერე ყავა დალიეს და ჭორაობას მოჰყვნენ -გიყვარს არა?! ყავა მაგიდაზე დადგა ეკატერინემ და ღიმილით ახედა ფერწასულ ქეთას. -არ ვიცი... თავი გვერდით მიატრიალა არაბულმა. -ყველაფერი მომიყევი! წარბები აათამაშა გოგონამ და ბიძაშვილს გაეკრიჭა. ქეთამ დანებების ნიშნად ხელები მაღლა ასწია და თხრობა დაიწყო,ყველაფერი დეტალურად მოუყვა,მერე კი საშინლად დაღლილს იქვე დივანზე ჩაეძინა. ... მეორე დღეს ადრე ადგა,მოემზადა და სამსახურში წავიდა. არაჩვეულებრივი იყო პირველი დღე,თანამშრომლებიც ძალიან მოეწონა,თუმცა ცოტა დაიღალა. მთელი თვე თავდაუზოგავად მუშაობდა,საღამოს კი საშინლად დაღლილი ბრუნდებოდა,ეკატერინეს ყოველ დღე ნახულობდა. ანდრეა ისევ არ ჩანდა.. მიწამ ჩაყლაპაო,ხომ გაგიათ აი ის დაემართა. ... სამსახურში ქეთა ერთ-ერთ თანამშრომელს დაუახლოვდა. ვატო დოლიძე ,საკმაოდ სიმპატიური და კარგი მამაკაცი იყო. სამ საათიანი ხვეწნის შემდეგ,როგორც იქნა არაბული დაითანხმა,საღამოს პაემანზე. საღამოს ქეთა ულამაზეს წითელ კაბაში გამოეწყო და რესტორანში წავიდა. ვატო უკვე მისული იყო,თვალები გაუფართოვა ქეთას დანახვაზე და ნერწყვი მძიმედ გადაყლაპა. -ძალიან ლამაზი ხარ! კიდევ ერთხელ აათვალიერა და სკამი გამოუწია -მადლობა ვატო,შენც კარგად გამოიყურები გაუღიმა გოგონამ. საღამო სასიამოვნოდ მიდიოდა,ქეთას წამით ანდრეაც კი გადაავიწყდა,როცა.... რესტორნის კარი გაიღო და შიგნით ანდრეა ბარათაშვილი შემოვიდა.. გვერდით შავგრემანი,ულამაზესი ქალი ედგა და მთელი გულით იცინოდა რაღაცაზე. და ახლა ქეთას მოუნდა მიწა გასკდომოდა და მას ჩაეყლაპა.. ერთიანად დაუარა მთელ ტანში იმედგაცრუების და გაბრაზების ტალღამ. წყვილი პირდაპირ ქეთას წინ დასხდა. გოგონას უნდოდა არ შეემჩნია ანდრეა და ყველანაირად ცდილობდა მისთვის არ შეეხედა,მამაკაცს კი არ გამოპარვია ქეთას აწითლებული სახე. ვატომაც შენიშნა გოგონას აღელვება და წასვლა შესთავაზა,თუმცა ქეთა იმდენად ცუდად იყო უარი განაცხადა, ფეხზე,რომ ამდგარიყო, ალბათ წაიქცეოდა. ანდრეას თვალი არ მოუშორებია გოგონასთვის... მხოლოდ ახლა იგრძნო თუ როგორ ძალიან ენატრებოდა..საშინლად გაბრაზდა მის გვერდით უცხო მამაკაცი,რომ შენიშნა,მისვლა უნდოდა,მაგრამ თავადაც ქალბატონთან ერთად იყო და უხერხული იქნებოდა. ქეთას სუნთქვა,ძალიან,რომ გაუჭირდა ვატოს ბოდიში მოუხადა და საპირფარეშოში გავიდა. ნიჟარას ხელებით მაგრად დაეყრდნო და ჰაერი ხარბად შეისუნთქა. შემდეგ თვალები დახუჭა და საფეთქლები დაიზილა,ცოტა ხანს ასე ყოფნა უნდოდა. აქედან,როგორც კი გავიდოდა,ეგრევე წავიდოდა სახლში და ამჯერად ერთხელ და სამუდამოდ დაივიწყება ანდრეას სახელს.. ვერც კი შეამჩნია,როგორ წამოუვიდა ცრემლი.. აზრზე,მხოლოდ მის წელზე მოთამაშე უცხო ხელებმა და ზურგს უკან სუნთქვამ მოიყვანა.შეშინებული სწრაფად მიტრიალდა და ანდრეას მომღიმარ სახეს შეეჩეხა. -რას აკეთებ?! ხელი გამიშვი! წამოიყვირა გაბრაზებულმა და განთავისუფლებას შეეცადა -მე ვარ დამშვიდდი. უფრო მიიხუტა მამაკაცმა -ანდრეა ხელი გამიშვი! კბილებში გამოსცრა არაბულმა. ანდრეამ ნელა შეუშვა ხელი,მაგრამ ადგილიდან არ განძრეულა. -ის ბიჭი ვინ არის?! იკითხა მერე წარბაწეულმა -რა მნიშვნელობა აქვს. უკვე წასვლას ვაპირებთ! თქვა და საპირფარეშოს კარის გაღებას შეეცადა,თუმცა დაკეტილი დახვდა. -კარი მე ჩავკეტე,გასაღები მე მაქვს! გაიკრიჭა ბარათაშვილი და გასაღები ხელში აათამაშა -ვიკივლებ... ჩქარა გამიღე კარი! დაიყვირა გაბრაზებულმა -რამდენიც გინდა იკივლე.სალაპარაკო გვაქვს! ცალყბად ჩაიცინა ანდრეამ -მე შენთან სალაპარაკო აღარაფერი მაქვს.. თან მელოდებიან! -არაუშავს ის ბიჭი თავის გზაზე წავა და დღეიდან საერთოდ ვეღარ ნახავ! ნელა დაიძრა გოგონასკნ. -შენ ვინ გეკითხება?! ახლავე გამიღე კარი! გაბრაზებისგან ააცახცახა გოგონას.-შენც გელოდებიან! -ჩემი ბიზნეს პარტნიორი უკვე გავუშვი ჩაეღიმა ბარათაშვილს -ბიზნეს პარტნიორი? ამოიჩურჩულა ქეთამ -ჰო ქეთა.. უფრო წინ მიიწია მამაკაცი. გოგონა ადგილიდან არ განძრეულა-ქეთა მომენატრე! ტანზე აიკრა გოგონა-ძალიან მომენატრე! ტუჩები ლოყაზე მიაწება. არაბული ადგილიდან ვერ ინძრეოდა,ენა ჩაუვარდა,ტანი სულ დაეხორკლა. -ანდრეა... ამოიჩურჩულა მერე-სად იყავი? -უცხოეთში მომიწია წასვლა.. სადაც ფიქრისთვის ბევრი დრო მქონდა. წამოიწყო და გოგონას ხელები წელზე მოხვია-მივხვდი,რომ არ მინდა უშენოდ ცხოვრება.. რთული იყო.. ამ სიტუაციაში ბევრი წყვილი ერთმანეთს დაშორდებოდა,ბევრსაც საერთოდ არ შეუყვარდებოდა ერთმანეთი,მაგრამ ჩვენ შეგვიყვარდა.. შენ შეგიყვარდი ქეთა-გოგონას ხელზე ფრთხილად აკოცა-და მეც მივხვდი რომ უშენოდ ცხოვრება არ შემიძლია! თქვა და ვნებით დააცხრა გოგონას ბაგეებს. ქეთა სწრაფად მოშორდა. -თითქმის ერთი წელი გავიდა.. ერთხელაც არ მოგიკითხივარ,ახლა კი მოულოდნელად გამოჩნდი და... -შენ ჩემს კომპაიაში მუშაობ! ჩაიცინა მამაკაცმა -შენი კომპანიიდან დიდი ხნის წინ წამოვედი! თავი მიატრიალა ქეთამ -რამდენიმე კომაპია,რომ მაქვს შენთვის არ მითქვამს? გახალისდა ბარათაშვილი-კომპანია "სოსი" ჩემია,და შენ იქ მუშაობ.გამუდმებით გადევნებდი თვალყურს. ვატოს,რომ დაუახლოვდი ესეც ვიცი და სანამ სერიოზულ ურთიერთობაში გადავიდოდა მეც გამოვჩნდი! "დაჟე" ისიც ვიცოდი,რომ დღეს აქ იქნებოდით.. ჩაიცინა და გასაღები ისევ აათამაშა ხელში.-მოკლედ აქედან მხოლოდ იმ პირობით გახვალ თუ.... ხელი ჯიბეში ჩაიყო და ბეჭედი ამოიღო. -რაა?! მოიცა... ანდრეა... რაასს.. ალუღლუღდა ქეთა და ქვითინი აუვარდა. -ცოლად გამომყვები?! ჩაიმუხლა მამაკაცი. ქეთამ ვერაფერი თქვა,კისერზე ჩამოეკიდა ანდრეას და ნაზად აკოცა ტუჩებში. -მიყვარხარ ანდრეა! ყველაზემეტად მიყვარხარ. რა თქმა უნდა გამოგყვები. თქვა მერე ჩურჩულით. -მეც მიყვარხარ ქეთ... ხელში ასწია და დაატრიალა. -აღარასოდეს წახვიდე! -აღარასოდეს წავალ! -სულ ჩემთან იყავი! -სულ შენთან ვიქნები! -სულ გეყვარები? -სულ მეყვარები! .... ქორწილი არ გადაუხდიათ,არცერთს უნდოდა,მხოლოდ ჯვარი დაიწერეს და ხელი მოაწერეს. ეკლესიაში ერთმანეთს სამუდამო სიყვარული შეჰფიცეს... ფიცი დადეს,რომ არასოდეს მიატოვბდნენ ეთმანეთს და გაჭირვებასა თუ ლხინში ერთმანეთის გვერდით იქნებოდნენ. ასეც მოხდა,მათმა სიყვარულმა კიდევ მრავალი წელი გასტანა და ყველას გული დაიყპრო... .... ხდება ხოლმე,გვიყვარდება ადამიანი,რომელიც წესით არ უნდა გვიყვარდეს... უამრავი სირთულე და წინააღმდეგობა გვხვდება,მაგრამ ამ ყელაფრის უკან რაღაც იმალება რასაც -ბ ე დ ნ ი ე რ ე ბ ა ჰქვია. ასე დაემართად ჩვენს გმირებსაც. წესით მათ ერთმანეთი არ უნდა ყვარებოდათ,პირიქით ერთმანეთის მოსისხლე მტრები უნდა ყოფილიყვნენ,მაგრამ შეუყვარდათ.. შეუყვარდათ და ეს სიყვარული სწორედ ის სიყვარულია,რომელიც წლებს გაუძლებს და იქაც... მეორე სამყაროშიც ისინი ერთად იქნებიან. მათ ვერც სიბერე დააშორებს და ვერც სიკვდილი,რადგან მათი სიყვარული მარადიულია! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.