შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უ'საზღვროდ /28/


19-07-2018, 18:36
ავტორი sameone crazy girl
ნანახია 12 735

დილას ადრე გაიღვიძა, საწოლში იჯდა და ფიქრობდა. გაბრიელს უყურებდა, მერე მოეფერა, ენანებოდა გასაღვიძებლად ძლივს ერთი დღე ჰქონდა თავისუფალი ,მაგრამ თავს ვეღარ მოერია და მაინც აკოცა, ტუჩებს თითები მიაყოლა
-შენ ხომ დაიძინე ევანგელია?
-გათენდა უკვე
-ორი საათი გძინავს და მაინც ასეთი ლამაზი როგორ ხარ
-ჯადოქარი ვარ...გენეტიკა მაქვს ასეთი . ბებია 80 წლის იყო და 50 წლის ქალივით გამოიყურებოდა ,ეწეოდა, სულ მუშაობდა , სამ შვილს ზრდიდა და როგორც მამაჩემი ამბობდა სამი საყვარელი ჰყავდა ერთ ქმართან ერთად, რასაც დედაჩემი არ იზიარებდა და ხუმრობაში გავატარე მეც...მოკლედ ვერ დამაბერებს ვერავითარი ძალა ასეთი ლამაზი მოვკვდები,მაგრამ მანჩოს თუ ოდნავ მაინც არ მოვეწონები დღესვე მოვკვდები
-მგონი კლინიკაში უნდა მოხვიდე გამოკვლევებზე- თავი მკერდზე დაადო აკოცა და მერე მუცელზე გადავიდა- ასეთი არ იყავი შენ
-რა გავაკეთო დავიკიდო?
-დაახლოებით
-მაგას როგორ მეუბნები
-ნუ ხვანცალებ ,მოისვენე მძინავს მე აქ ვერ ხედავ?
- გაბრიეელ ატრ*კებ იცი?
-დედაჩემი ბილწსიტყვაობას ვერ იტანს ... მათეც კი იშვიათად იგინება მასთან რომ არის
-ანუ ვერ ამიტანს ხო? კიდე რას ვერ იტანს სიშიშვლეს, სითამამეს, არაქალიშვილ გაუთხოვარ გოგონებს ?
-მეტი ცუდი თვისება არ გაქვს? ესაა სულ? ხედავ რა მარტივადაა საქმე?
-საჭმელების კეთება არ ვიცი, არც ლაგება მიყვარს, არც ვიცი საერთოდ სად რას ვდებ, სულ რაღაცას ვყიდულობ . მოკლედ რაა სტანდარტული ქართველი რძლის თვისებებიდან ერთიც კი არ მაქვს
-ლამაზი რომ ხარ გავიწყდება? მართლა უნდა წამომყვე ხვალ კლინიკაში
-გაბრიელ ასეთი მხიარული არ იყავი შენ ადრე და რა გჭირს? როდის დაიწყე ჩემ ნერვებზე თამაში?
-დიდი ხანია ვთამაშობ ნერვებით, ჰორმონებით...სხეულის რამდენიმე ნაწილითაც სკლეროზის ნიშნებიც გაქვს ? რამდენი წლის ხარ ევა?
-შენზე პატარა ვარ
-აიი პლიუსია ეგ უკვე...უფროსი რომ იყო ხომ უარესი იქნებოდა?
-შენ მართლა არ გადარდებს მოვეწონები თუ არა? თუ უკვე იცი რომ არ მოვწონვარ და შეგუებული ხარ ამ ფაქტს თუ მნიშვნელობა არ აქვს და მაინც არასერიოზულია ჩვენი ურთიერთობა
-გაჩუმდი თორემ მანჩო რომ მოვა ისევ შიშველი იქნები ,ისევ საწოლში იქნები ჩემს ქვემოთ ან ზემოთ
-გაბრიელ რეებს მეუბნები?
-დამასვენე გთხოვ...მანჩო ჯერ კიდევ დიდხანს არ მოვა
-გაბრიეეელ
-ჰოო
-იძინებ?
-არ დავიძინო?
-ნწ, მანჩოზე მომიყევი
-მთავარი რაც უნდა იცოდე ისაა რომ სიგიჟემდე ვუყვარვარ და ჩემი ბედნიერებისთვის ყველაფერს გააკეთებს ... უბრალოდ იყავი ისეთი როგორიც ხარ და ყველაფერი მარტივად იქნება
-ანუ ჩვეულებრივად მოვიქცე
-ზუსტად!
-შენ თავი მანდ უნდა გედოს? ღიპი მაინც მქონდეს რბილად იქნებოდი
-ძალიან კარგად ვარ და მოდუნდი ,ღრმად ისუნთქე ,თვალები დახუჭე და დაიძინე
-ოო ასე ვერ დავიძინებ, ახლოს უნდა იყო ... შენი სუნთქვა რომ მესმის უკეთ მეძინება მანდ რომ ხარ ეროტიულ სიზმარს ვნახავ და არ მინდა
-ოდესმე ისვენებ?
-გააჩნია დასვენებაში რას გულისხმობ
-ვგიჟდები მაგ მოცეკვავე ჭინკებზე შენს თვალებში რომ დახტიან- თითები ჩამოუსვა სახეზე და ტუჩებში აკოცა. ევანგელია წამსვე გაიტრუნა, გაიღიმა და პატარა ბავშვივით მიეკრო სხეულზე
-დავიძინოთ...
-რა ჯიუტი ვინმე ხარ, ჭირვეულო სანამ მკერდზე არ დამადე თავი მანამდე ვერ მოისვენე
-მერე თავიდანვე უნდ ამიხვდე პროფესორო და ბევრი არ მაწვალო
ამ უზარმაზარი დიალოგის შემდეგ მაინც დაიძინა და რამდენიმე საათი არც შეტოკებულა...
შემდგ განსხვავებული განწყობით გაიღვიძა, მშვიდად მოწესრიგდა. ისე ჩაიცვა როგორც ჩვეოდა, მისაღები ოთახი მოაწესრიგა და სადილის მომზადებაც დაიწყო. ისე როგორც იქცეოდა ხოლმე გაბრიელთან ყოფნის დროს. თოიძესთან კეკლუციც არ დავიწყნია, თვალებს უჟუჟუნებდა და ინტენსიურად კოცნიდა. პროფესორიც არ იყო წინააღმდეგი , სამზარეულოში იჯდა ხან რას აკეთებდა ხან რას, ძირითადად ევას აცდენდა.
კარზე ზარის ხმა რომ გაისმა იმ წამს დაიძაბა
-მოვიდა?- უცებ ჩამოხტა გაბრიელის მუხლებიდან და თმაზე გადაისვა ხელი- გააღე რას იცინი
-ზუსტად ვიცოდი ასეთსაც რომ გნახავდი
-მაგისთვის შემდეგ მოგთხოვ პასუხს, კარგად რომ გავიაზრებ რა სიბოროტე გაიფიქრე მერე
გაბრიელმა კარი გააღო და მანჩოს აკოცა
-დღემშვიდობისა მანჩო
-როგორ ხარ შვილო? იმედია გამოიძინე დღეს მაინც...სახეზე გეტყობა რომ კარგად ხარ- ლოყაზე აკოცა , ღიმილით უყურებდა და თვალები უბრჭყვიალებდა
-კარგად ვარ მე სულ...შენ უბრალოდ ზედმეტად ნერვიულობ - ჩანთა გამოართვა,იქვე დაკიდა და შემდეგ მისაღებისკნ გაჰყვა. ევანგელია იქვე იდგა და ელოდა ქალის შესვლას- მანჩო გაიცანი ევა ... ევა გაიცანი მისი აღმატებულება დედაჩემი
-მიხარია დრო რომ გამონახე ჩემთან შესახვედრად - მანჩომ უცებ შეათვალიერა, კმაყოფილება არ ეტყობოდა,მაგრამ არც სიანჩხლე იმჩნეოდა მის ტონსა და გამომეტყველებაში
-რას ამბობთ...გაბრიელმა რომ მითხრა მანჩოს გაცნობა უნდაო გამიხარდა, ნუ მერე ავღელდი ,მაგრამ მაინც მოხარული ვარ რომ გაგიცანით
-შენ ღელვის არაფერი გეტყობა , მე რომ ვხვდებოდი ჩემ სადედამთილოს ფერი არ მედო სახეზე, ლამის ხელში ჩავაკვდი თენგოს ...რა მანერვიულებდა არ ვიცი ,მაგრამ შენგან განსხვავებით ბავშვი ვიყავი - სამზარეულოში შეიხედა წვენსი დალევა უნდოდა და აშკარად გაუკვირდა კერძებს რომ მოჰკრა თვალი- სადილს ამზადებდი? არ იყო საჭირო ჩემ გამო შეწუხება ... არც ისეთი ძველმოდური ვარ მზარეულობის არცოდნის გამო რომ გავგიჟდე
-უბრალოდ სადილს ამზადებდა დედა ... რაც თვითონ უყვარს იმას
-შენ ისედაც ყველაფერს ჭამ და აბა რა უნდა გამეკეთებინა პროფესორო?- ისე გახედა როგორც ჩვევია, აშკარად მოდუნდა და ნამდვილად ისე იქცეოდა როგორც ჩვეოდა- ისადილებთ ჩვენთან ერთად? დავსხდეთ და მომიყვებით გაბრიელზე , თორემ ხომ იცით დიდი ენაწყლიანობით არ გამოირჩევა, არც სამუშაო გრაფიკი უწყობს ხელს დიდი დრო რომ გაატაროს ჩემთან და ფაქტობრივად არაფერი ვიცი მის შესახებ
-სულ ასეთი იყო როგორც ახლაა...მოწესრიგებული, ჭკვიანი, გაწონასწორებული და თავისებური. უსამართლობას ვერ ეგუებოდა, უსახლკარო კატაც კი ეცოდებოდა და შეეძლო ნებისმიერი რამ გაკეთებინა სხვის დასახმარებლად
-რატომ მაქვს შეგრძნება რომ ჩემზე ეჭვიანობის ნაცვლად დასხდებით და ჩემს ქეა დიდებას დაიწყებთ ? იქნებ ახლავე ავდგე და წავიდე რას იტყვით?
-პროფესორო რატომ გაქვს საკუთარი თავის კომპლექსი? არ იცოდე მაინც რა კარგი ხარ
-ევანგელია დილაადრიან რომ გამაღვიძა და პანიკაში იყო ის ქალი ვინ იყო?
-მე ვიყავი ,მაგრამ ხომ დამამშვიდე და ახლა კარგად ვარ ... რას მიყვებოდით მანჩო? ხო შეიძლება მეც რო ასე დაგიძახოთ?
-შეიძლება, როგორ არ შეიძლება...ამ ბიჭს ყველაფერი მაღლა აქვს შემოლაგებული რა უბედურებაა
-მე ჩამოვიღებ... არ შეწუხდეთ თქვენ. ეგეთი მოუხერხებელიც არ ვარ მაგიდა რომ ვერ გავაწყო . ჩემზე რასაც ამბობენ ნახევარი ტყუილია ,ამას არ უნდა ვამბობდე ძნელი იქნება დამიჯეროთ,მაგრამ მართლა ასეა
-შვილები გყავს ევა?
-არა ... არასდროს ვყოფილვარ ფეხმძიმედ და ჩემი ყოველი საავადმყოფოში მისვლისას რომ წერენ აბორტს იკეთებსო ტყუილია, მეზიზღება ყველა ქალი ვინც საკუთარ შვილს კლავს - თვალები ისე აატრიალა მანჩოს გაეღიმა- არც რაიმე დაავადება მაქვს ,მითუმეტეს ვენერიული იმათ რომ მომკლეს და ხან ჰეპატიტი ამკიდეს ხანაც ქლამიდია ... კიდევ ათას სისულელეს წერდნენ. ძირითადად სტატიები ტყუილზა აგებული... ჩემი ინტერვიუები და ვიდეოები არის ნამდვილი
-ანუ არც პირველი ქმრის მკვლელობის მცდელობისთვის გიჭერდნენ
-მანჩო რეებს ეკითხები? - გაბრიელმა ამჯერად თავი ვერ შეიკავა და საუბარში ჩაერთო. ევა ჯერ თავს იკავება მერე ისეთი სიცილი დაიწყო როგორც ჩვევია
-ეგ ჭორი იყო ყველაზე დიდი ტყუილი ... გაბრიელ თვალებს ნუ მიბრიალებ,მესმის მისი ჩემი შვილი ჩემნაირი ცხოვრების მქონე ქალს რომ უკავშირებდეს ერთ დღესაც კი მეც ყველაფერს გადავქექავდი და ვიდარდებდი ... ქმარი არასდროს მყოლია, შესაბამისად მკვლელობასაც ვერ ვეცდებოდი. არც ვინმესთან ერთად ვცხოვრობდი ქმრის ამპლუაში რომ ყოფილიყო და საერთოდაც დამიჯერეთ მე თუ ვინმემ ისე გამაგიჟა მისი მოკვლა რომ მდომოდა ცოცხალი არ იქნებოდა და ახლა ციხეში ვიქნებოდი
-მამშვიდებ თუ მაშინებ ევა? ახლა რა ვიფიქრო გაბრიელმა რომ გაგაბრაზოს რამეს დაუშავებ?
-გაბრიელმა როგორც არ უნდა გამაბრაზოს ვერაფერს დავუშავებ, ალბათ საკუთარ თავს დავუშავებ მაგ შემთხვევაში,მაგრამ პროფესორი მსგავსს ვრაფერს ჩაიდენს ... თქვენ თუ ფიქრობთ ,რომ განშორებისას ისტერიკას მოვუწყობ და საქვეყნოდ სკანდალს გავმართავ არც მაგაზე იდარდოთ თუ მივხვდები რომ ჩემთან ცუდადაა ისე გავქრები მისი ცხოვრებიდან კვალსაც არ დავტოვებ ,გპირდებით
-მე მგონი ისეთ რაღაცებს ვისმენ თავადაც რომ არ ვიცოდი ... რაღაც ძალიან არ მომწონს უკვე თქვენი დიალოგი და იქნებ პატივი დამდოთ ორივემ . ერთმა სულელური ჭორების გადამოწმებას დაანებოს თავი მეორემ ჩემგან წასვლაზე ფიქრს ! გარკვევით მაქვს ნათქვამი თავის დროზე რომ ჩემგან ვერ წახვალ !- ისეთი გამომეტყველება ჰქონდა, ისე დაიგმინა რომ ორივე გაჩუმდა. ევა თვალების ფახუნით უყურებდა ,ბოლოს გაეღიმა და თვალები დახუჭა
-ასეთი გადარევები სულ იცოდა თუ ჩემ გასაგიჟებლად დაიწყო?
-გაბრიელი ათასში ერთხელ ბრაზდება და ის ორი რომ მყავს სულ გაბრაზებულები დადიან ... აკოს ხასიათის ვერაფერი გავიგე .ეს სალათი ლამაზად გამოიყურება გემრიელიც თუ იქნება მასწავლე მერე როგორ გააკეთე
მაგიდასთან დასხდნენ . გაბრიელი მალევე დამშვიდდა არასასიამოვნო თემებზე აღარ საუბრობდნენ ,მაგრამ კარზე ზარის ხმა რომ გაისმა ყველაფერი აირია. ბატონი მათე ესტუმრა სრულიად გაუფრთხილებლად
-მათე?
-ვიცოდი სახლში რომ იქნებოდი და ვიფიქრე ვნახავ-თქო ... მანჩო სახლში არ იყო ,შენთან არის?
-კი აქ არის ... ევასთან საუბრობს
-ვისთან?
-ევასთან
-აქ არის ? მოიცა მანჩო გააცანი?
-მანჩოს უნდოდა და გავაცანი ...შემოდი . ისადილებ? უნივერსიტეტიდან მოდიხარ თუ ლეასთან იყავი
-ლეასთან ... ცოლად ირთავ
-არააა მათე , ჯერ არა უბრალოდ გავაცანი სანამ ცოლობას არ ვთხოვ არ უნდა გავაცნო?
-ძალიან ხარ დაძაბული, განერვიულეს თუ რა გჭირს
-სამაგიეროდ შენ ხარ რელაქსირებული ...რას გიშვება ის გოგო ასეთს ,ხშირად უნდა შევხვდე
-გაბრიელ ნუ გამაბრაზებ თორემ ევას გაგიქცევ
-მეეჭვება შენ ეგ შეძლო...ნუ გააბრაზებ თორემ შეიძლება რამე დაგიშავოს
მისაღებში შესვლამდე უთხრა და სიცილით მიჰყვა უკან.
-დღემშვიდობისა... როგორ ბრძანდებით ქალბატონო ევანგელია? გაუხეთქე დედაჩემს გული თუ ჯერ არა
-მათეე ძვირფასოო შენ თუ ამდენი წელი ეგ ვერ მოახერხე ერთ საათში მე რას ვიზამდი
-ოოხ , ფორმაშ ვართო?
-რა ლაპარაკია მათე? აქ რა გინდა ...ლეასთან არ იყავი შენ ?
-მოვიყვან ლას ცოლად, მერე სულ მასთან ვიქნები და კი იეჭვიანებ რძალზე ...თქვენსას ხომ კაცი ვერ გაიგებს... აბა რა მოამზადე ევანგელია? გავიგოთ თოიძეების რძლობისთვის მომზადება გიწერია თუ არა
-შენ მგონი ქორწილი გაქვს მონატრებული ხან ლეას ირთავ , ხან მე მათხოვებ ... ამდენი ხანია არ გიცეკვია , გიმღერია და დაგილევია ძვირფასო?
-ახლა ამათ დაიწყეს...დავურეკავ ახლა მე ლეას ,მოვა და ესეც დადუმდება
-რატომ დავდუმდები ...
-აქამდე საერთოდ არ ლაპარაკობდი შვილო ... არა აკოსაც მალე უნდა შეუყვარდეს იქნებ შეიცვალოს, ცოტა დასერიოზუდლეს თორემ ეგ შემიწირავს მე
-ბავშვია დედა ჯერ აცადე იმ ბიჭს რას გიშლის ,არაფერს აშავებს და გაერთოს
-არ იცი მანჩოს ყველასთან პრეტენზია აქვს ,შენ ზედმეტს მუშაობ, მე ზედმეტს ვიგინები, აკო ზედმეტს ერთობა - მათემ სალათი თეფშზე გადაიღო და წვენი დაისხა- ჭამეთ ხო თქვენ უკვე თუ მოწამვლის საშიშროებაა ისევ
-ხომ არის ახლა ღირსი რომ ავართვა თეფში ...
-გამკეთებელი რომ ხარ ეჭვი არ მეპარება
-რა უზრდელი ბავშვი ხარ რა
-ბავშვი? მოიცა შენ რამდენი წლის ხარ, ასაკს ხო არ ატყუებ ხალხს
-მათეე
-გემრიელია ... მართლა შენ გააკეთე თუ მანჩოს გულის მოსაგებად რესტორნიდან გამოიტანე
-ვაიმე მათე რას შემოვარდი? ველაპარაკებოდი გოგოს და არ მაცადე, გაჩუმდი ახლა და ისე ჭამე თუ ჭამ თუ არადა გამეცალე
-აუუ მანჩო რა სტროგი ხარ ? რა იყო რატო ჭედავ? კაი გაბრო როგორ გამოას*რა ვიცით და შენ რაღა დაგმართნია დედა?
-რა სიტყვებიაა ბიჭოოო - ისე უცებ გაუფართოვდა თვალები ქალს ევამაც ვერ შეიკავა სიცილი, ნუ მათე რომ მაიმუნობდა ხომ აშკარა იყო
-გადამცდა დედა რა იყო ...წვენს დავლევ ცოტას - მშვიდად დაისხა წვენი და დალია
-მამას შვილი ასე ჰგავდეს მეორე არ არსებობს რაა ... ასლი ხარ მამაშენის
-მამა მეუბნება დედაშენივით მიხეთქავ გულსო და რომელს დაგიჯეროთ ვერ გამიგია
-ასე გითხრა ? ანუ მე ვუხეთქავ გულს ? თოიძეებმა გამაჭაღარავეთ და მე ვუხეთქავ გულს?
-მანჩო რატომ ვერ ხვდები რომ განგებ გიშლის ნერვებს? -გაბრიელმა შეხედა და გაუღიმა-მოიცა თოიძეებმა რატომ? მე რას მერჩი?
-შენ? შენ არაფერს... დედაშენს გავხარ და იმიტომ , თოიძეების გენები ნაკლებად გეძალება შვილო შენ
-მაინც შენი ბრალი ყოფილა მანჩო ... შენმა გენეტიკამ ვერ გვიშველა ან ცუდად შეეწყო თენგიზის გენეტიკურ მასალას
-მათე გაჩუმდი თორემ გავგიჟდები
-ჯერ სად ხარ...აკო მოვა მალე - გაიცინა და ისევ დალია წვენი
-იცოდი ევა რომ იყო აქ ხომ? ოხ მათე თოიძეეე მარტოს ჩაგიგდებ ხელში და გაჩვენებ მერე ...აი მობრძანდა
-აკო? აკოც მოვიდა?
-მამაც ხომ არ მოვა ბარემ თოიძეების ოჯახს გავაცნობ და მიხვდება რომ მარტო თვითონ არ აფრენს
-არააა...მამას ისევ არ მოსწონს ევა და პირველ ბიჭ შვილიშვილს თუ არ გაუჩენს მეეჭვება მოეწონოს ოდესმე ... გაითვალისწინე ისე
-ენას ამოგაცლი ...
-რა იყო ბიჭის გაკეთება არ გამოგივა?- კარისკენ მიმავალს გახედა და წარბები შეკრა- არადა მე შენს შესაძლებლობებში ეჭვი არ მეპარებოდა, იმედები გამიცრუვდა
-მოგესალმებით ... ყრილობაზე ჭკუიდან შევშალოთ გაბრიელი - აკო შევიდა და ევასკენ დაიძრა- სასიამოვნოა შენი პირადად გაცნობა , ბავშვობიდან მომწონხარ იცი? ფაქტობრივად შენი ფანი ვარ და რას ვიფიქრებდი გაბრიელი თუ მოიგებდა შენს გულს - ხელზე აკოცა ყურებამდე გაღიმებულმა და სკამზე ჩამოჯდა
-წამყვანმა მეომარმა მიღალატა აშკარად ... - მათემ თქვა და ევას გახედა- მარტო მე და მამას გვგონია რომ გაბრიელის შესაფერისი არ ხარ ,რა ვქნათ დრო გვჭირდება ...დავაკვირდები ,ვნახავ იქნებ და შენმა სილამაზემ არ დააბრმავა ,აზროვნებს ისევ და იცის რას აკეთებს
-საერთოდაც სიმართლე თუ გინდა ბატონმა პროფესორმა თვითონ ამირია ტვინი ამ თავისუფალ ლაღ, არანორმალურ ქალს ნახეთ რა დამმართა ...დაბრმავებულიც ვარ, დაყრუებულიც, გონარეულიც და საერთოდაც მეც არ მგონია რომ მისი შესაფერისი ვარ ,მეც ველოდები რამდენ ხანს ამიტანს ...თან მეშინია ვაი თუ იმდენ ხანს გამიძლოს მერე მე რომ ვეღარ გავუშვა
-ისევ თავიდან დაიწყეს...დედა რა გამიკეთე? ამას როგორ უთხარი ევა უნდა გავიცნოო
-ხომ იცი რა მაიმუნია , იმდენი მელაპარაკა ,იმდენი მაჩხუბა წამომცდა ... - წარბები შეჭმუხნა და მათეს ხელზე დაარტყა-ყველაფერი ამის ბრალია ,თავხედი ეს
-შუათანა შვილები ვიჩაგრებით რაა..უფროსი პირველი შვილია, უმცროსი ნებიერაა და მე ? მე თავხედი გამოვედი ?
-ჩემი დაჩაგრული შვილი... მოვკვდი საცოდაობით, რა საბრალო ხარ შვილო რა გეშველება ახლა შენ ჰა? როგორ დამეჩაგრე
-მანჩო მეღადავები?
-დაჩაგრულს მოგცემ ახლა მე შენ აკო რო გამიჩნდა ლამის მომიკალი ბავშვი, ისე ეჭვიანობდი მეშინოდა მისი მარტო დატოვება ...
-თავიდან მიშორებდი ბიჭო?
-ტყუილია, ეგ მე არ მახსოვს ... არ დაუჯერო აკო
-ვის არ დაუჯეროს ბიჭო მე? - თავში წამოარტყა და მერე სიცილი დაიწყო- გამაგიჟებთ თქვენ მე რა ... წავედით ახლა მორჩა
-აუ ჯერ არ წახვიდეთ რაა... მე ახლა მოვედი .მერე როდის ვნახავ ამათ ერთად, ხომ უნდა ჩამოვაყალიბო ჩემი პირადი მოსაწრება წყვილზე ? - აკომ წარბები შეკრა და მერე გაბრიელს გახედა- მოიწიე ცოტა აქეთ და გამიღიმეთ ... აბა ვნახოთ ბიჭი სჯობს თუ გოგო?
-გარეგნულად ნუ შეგვაფასებ, აშკარა უპირატესობით ვისარგებლებ ... ერთადერთი რაც სრულიად მტერისა და მოყვარისთვის საერთოა ჩემი სილამაზის შესახებ შეხედულებაა
-უმაკიაჟოდ რომ ხარ? - თვალები დააწვრილა და ისე დააკვირდა- რამე გათვლა იყო ვითომ მათიკო? მანჩოს ხვდებოდა და ასე ბუნებრივად დახვდა
-ამდენ გიჟს ერთად რომ გიყურებთ მგონი ცუდად ვხდები ... მათე შენ რამ გაგაგიჟა?
-ალქაჯი რძალი არ მინდა...
-მაინც ჩემზე რომ არის დამოკიდებული და ყველა სხვას აზრი უმნიშვნელოა ? შენ ხომ არ გიყვარს დროის ფუჭად ხარჯვა
-რატომ ფუჭად? მშიოდა, დავნაყრდი დედა ვნახე, შენც შეგხვდი ... გავერთე ჩემებურად
ცოტა ხანს დარჩნენ, ბოლოს დასერიოზულდნენ უმცროსი თოიძეები და შემდეგ დედასთან ერთად დატოვეს გაბრიელის ბინა. უფროსი თოიძე ძალაგამოცლილი იყო ევასგან განსხვავებით, აშკარად კმაყოფილი იყო, თავისუფლად ჭიკჭიკებდა და ენერგიის მოზღვავებასაც გრძნობდა. იმაზე უკეთ ჩაიარა ვიდრე იმედოვნებდა, მათეს ჯუჯღუნი სულ არ ადარდებდა მთავარი მანჩო იყო მისთვის
-რაო თენგიზი როგორ მიიღებსო რა თქვა მათემ? - ერთი ხელის მოსმით მოიშორა კაბა , მაგიდაზე დაჯდა და ფეხები გაშალა
-ბიჭიო...
-დავიმახსოვრო?
-ნწ, მე პირველი გოგო მინდა
-კარგი ვეტყვი შენს მომავალ ცოლს - კოცნიდა და პერანგის ღილებს უხსნიდა
-როდის შეიგნებ რომ შენ გარდა მე ქალი არ მეყოლება? ან შენ იქნები ჩემი შვილების დედა ან არავინ...ფიქრით ნუ გადაიღლი ახლა თავს - თითები თმაში შეუცურა და ტუჩებზე წაეტანა
-უ’საზღვროდ მჭირდები ...
-უ’საზღვროდ ჩემი იქნები !
............
კართად იდგა და აკაკუნებდა, ზუსტად იცოდა რომ ნომერში იყო ,მაგრამ ვერ იგებდა ამდენ ხანს რატომ არ უღებდა. ბოლოს ანერვიულდა კიდეც, ურეკავდა და ზარის ხმა ოთახიდან ესმოდა. უფრო ძლიერად დააკაკუნა, მაგრამ აზრი არ ჰქონდა ის იყო ქვემოთ ჩასვლას აპირებდა კარი რომ გაიღო
-ზურაა... დიდი ხანია აკაკუნებ? სააბაზანოში ვიყავი და ვერ გავიგე - ხალათი ეცვა და სველ თმაზე პირსახოცი ჰქონდა მოხვეული
-ვიფიქრე რო ცუდად გახდი ... დამსვი წყალი დამალევინე- ოთახში შევიდა და იქვე ჩამოჯდა
-არ მითხრა რომ ინერვიულე- გაიცინა და თმიდან პირსახოცი მოიშორა, თითები გადაისვა და კარადისკენ წავიდა - რამ შეგაწუხათ ბატონო ზურაბ? ხვალ მივფრინავთ, საქმეები დასრულდა და ახლა მაინც დავისვენებ არ მაქვს უფლება?
-დასვენებული არ ხარ? ყველაფრს მე ვაკეთებდი
-ხო აბა? ისე გაწვალდი აიშესგან თავის დაღწევის დროს რომ პირდაპირ სულიერი ტრამვა გაქვს ...მეშინია რამე არ დაგემართოს
-უფროსი ქალები აღარ მომწონს თორემ მშვენიერი ქალია აიშე...ისე თუ კომპანიონობას არ გამიწევ დავურეკავ იქნებ რამე მოფიქროს საღამოსთვის
-შესანიშნავი აზრია... მიდი გადი ახლავე დაურეკე და მე ჩავიცვამ
-გეყოფა უკვე-თვალები დაუბრიალა და ფეხზე წამოდგა - ჩაიცვი რამე კომფორტული და წავიდეთ
-შენ სულ ამდენს დადიხარ?
-უსაქმოდ და უაზროდ ყოფნას ვერ ვიტან
-მე მშვიდად ყოფნა მინდა, დავისვენებ
-გულწრფელად მითხარი როდის წაგიყვანე ცუდ ადგილას
-ეს ქალაქია უბრალოდ კარგი
-მაშო ჩაიცამ შენით თუ მე დაგეხმარო?- ქალათის ქამარი ერთი მარტივი მოძრაობით გახსნა და მაშოს სწრაფი ქმედება რომ არა გააშიშვლებდა გოგოს
-რას აკეთებ
-ნუ გავიწყდება რომ შიშველი გნახე უკვე...
-შიშველი არ ვიყავი, ჯერ ეს ერთი მერე მეორეც მაგ ლოგიკით სულ შიშველმა უნდა ვიარო და დარწმუნებული ხარ რომ გაუძლებ?
-მაშო გყოფა-თქო , გელოდები ჩაიცვი და წავიდეთ
-ხვალ სახლში ვიქნები...მშვიდად და წყნარად დავუბრუნდები ჩვეულ ცხოვრებას - თვალები დახუჭა, ღრმად ჩაისუნთქა და კარადიდან ნივთები აიღო. სააბაზანოში გავიდა და რამდენიმე წუთში დაბრუნდა. სპორტული ფეხსაცმელი, კაბა და ჯინსის მოსაცმელი ცვა,ორი გრძელი ნაწნავი ჰქონდა და საყვარელ გოგოს ჰგავდა . ჩანთა აიღო , მობილური ჩადო და ზურას გახედა-წავედით?
-ასე უცებ ემზადები სულ?
-შენთვის ვცდილობ ზურიკო - გაუღიმა და მერე წარბები შეკრა- ნუ ინტერესდები ასეთი საკითხებით ...
-ასეთი მშიშარაც არ მეგონე - ლიფტში შესვლისთანავე უთხრა და მაშოს გაკვირვებაც გამოიწვია
-მშიშარა რატომ ვარ ზურაბ?
-გეშინია ცვლილებების, ახალი ურთიერთობების და საერთოდ ჩემთან სიახლოვის- მისკენ გადაიხარა და გაუღიმა
-ასე გგონია? -თვალებში უყურებდა და იღიმოდა
-რა თქმა უნდა უარყოფ, მაგრამ ორივემ ვიცით რომ სიმართლეს ვამბობ
-ხუთ დღეში ასეთი ცვლილება ზედმეტად სწრაფი არ გგონია ?თუ შენ სულ ასე მალე იღებ გადაწყვეტილებებს , ისე სწრაფად როგორც ფეთქდები გაბრაზებისას
-მაშო მე უბრალოდ აშკარა მომავალს ვხედავ
-მაგ მომავალში შიშველი ვარ სავარაუდოდ ხომ? შენს ზემოთ ვარ თუ ქვემოთ... მაინც რომ ვიცოდე გამოფხიზლებისას საწოლიდან გადმოვარდები თუ მე გადმომაგდებ - მოშორდა, ირონიულად გაუღიმა და იმ წამსვე გავდა როგორც კი კარი გაიღო.
-რატომ გაქვთ ლამაზ ქალებს კომპლექსი, რატომ გგონიათ რომ კაცს მხოლოდ თქვენთან სექ*ი უნდა და ამისთვის აკეთებს ყველაფერს
-უიიი შენ სხვა რამეც გინდა?
-განგებ მეუბნები ხომ? არა ასეც ვერ შევცდებოდი შენში
-დიდხანს ნუ იფიქრებ ჩემზე, ცუდად არ დასრულდეს ბოლოს დეპრესია არ დაგემართოს ზურიკო - მანქანის კარი გააღო და დაჯდა, ღვედიც შეიკრა. ზურა ღრმად სუნთქავდა და თვალებიდან ნაპერწკლებს ისროდა
-დეპრესიას გაჩვენებ მე შენ...ცოტა ხანს გაერთე კიდევ , ერთხელაც ხომ გადამეწვება ეს მოთმინების უნარი და ხომ ვიფეთქებ არა? აქამდეც როგორ ვარ მშვიდად მიკვირს-საჭესთან დაჯდომამდე ბურდღუნებდა ,მერე ღვედი შეიკრა და სწრაფად დაძრა მანქანა
-რაო რას ამბობდი სად მივდივართო?
-ზღვაში გავისეირნებთ... თუ კიდევ მომიშლი ნერვებს იახტიდან გისვრი პირდაპირ
-კარგად ვცურავ ...რომელიმე იახტამდე მივაღწევ ,თურქულიც ვიცი და იქნებ ვინმე მილიონერმა ამომიყვანოს წყლიდან
-რამე მძიმეს მოგაბავ ფეხებზე და პირდაპირ ფსკერისკენ გაგიშვებ...სირ*ნოზებთან და მერე მითხარი მართლა ლამაზები არიან თუ შენ დაუბრმავე თვალები ყველას
-მე სიმღერის ნიჭი არ მაქვს ...
-სამაგიეროდ შხამით გათიშავ ნებისმიერს
-შენ რატომ არაფერი გეტყობა...ამდენს ლაპარაკობ ისევ
-ჩემი ხმა რომ მოქმედებს ეგ უკვე ვიცი ,მაგრამ ასეც ?
-თავდაჯერებული იდიო... რა კარგია ასეთი თავდაჯერებული რომ ხარ - უცებ შეცვალა და გაიღიმა
-იდიოტი ხო... ნამდვილად იდიოტი ვარ მთელი ხუთი დღეა გითმენ . უნდა გამომეთვრე იმ ღამეს და მომფიქრებინა რამე ისეთი სიტყვის თქმა რომ ვერ გაგებედა,მაგრამ გავკეთილშობილდი მაინცადამაინც ახლა მაქვს სიკთის დღეები
-რამე ღილაკი არ გაქვს რომ გადართო ?
-არა ... ლიმიტი აქვს და რომ ამოიწურება მერე სიბრაზის ზღვარსაც უნდა გადაშორდეს და მერე ვიფეთქებ
-საინტერესოა ... გენეტიკურია თუ გვარში მხოლოდ შენ ხარ ასეთი
-მგონი გენეტიკურია
-მამას გავხარ თუ დედას
-უფრო ბიძას...გამიმართლა მშობლებს რომ არ ვგავარ
-არადა თინიმ თქვა შესანიშნავი მამა ჰყავს ნიკუშასო ...შეცდა ვითომ?
-უკვე ინტერესი მკლავს როდის მოგბეზრდება როგორ მაინტერესებს
-მგონი ჯერ არა, რაღაც ამ განწყობაზე ვარ...საქართველოში ვნახოთ იქნებ ისევ იგნორის ეტაპზე გადავერთო.მოვედით?
-ცოტაც და მივალთ
-უკვე დაიქირავე ? მეგონა ახლა შეარჩევდი
-არაკომფორტულად ყოფნა არ მიყვარს ამიტომ წინასწარ შევარჩიე ... - რამდენიმე წამში გააჩერა მანქანა და გადავიდა. მაშოც უკან მიჰყვებოდა, იახტის იდეა ნამდვილად მოეწონა და ტყუილს ვერ იტყოდა. ჯერ ზურა გადავიდა შემდეგ ხელი ჩაკიდა და გოგოც გადასვა,კაპიტანი მიესალმათ და მალევე დაიკავა თავისი ადგილი
-იმედია შორს არ წავალთ
-კარგი ამინდია და საღამომდე დავათვალიეროთ ყურე...
მაშო მალევე მოდუნდა, დამშვიდდა . ზღვას უყურებდა და თანდათან უმაღლდებოდა განწყობა. ზღვის სურნელი, გრილი სიო და მზის სხივები
-მგონი აქ ზღვის ფსკერზე ყოფნაც ღირს ...
-მე არ მაწყობს შენი ფსკერზე ყოფნა...მაგიდასთან დავსხდეთ -საგანგებოდ გაშლილ სუფრაზე მიუთითა და ხელი გაუწოდა,ისიც გაჰყვა. არც ვარდის ფურცლები იყო, არც სანთლები და საოცარი დეკორი ,მაგრამ ლორთქიფანიძე უდავოდ რომანტიკულ გარემოს ქმნიდა . ჭიქები ღვინით აავსო და ბოკალი მაღლა ასწია
-ჩვენს ერთგვარ დაზავებას გაუმარჯოს
-მე ზავი არ მახსენდება ,მაგრამ შენი სიკეთის ფაზას გაუმარჯოს... დიდხანს გაგრძელებას გისურვებ
-რაც გაწყობს აშკარად
-მე არა ,შენ გაწყობს მერე თავიდან შესარიგებელად რომ არ გაგიხდეს საქმე ან საერთოდაც წერტილი რომ არ დაუსვა ყველაფერს
-მეეჭვება კიდევ მოვახერხო მსგავსი გაგიჟება ,მითუმეტეს ყველაფრის დასრულება...
-ყველაფრს დრო გვიჩვენებს, წინასწარ ვრაფერს იტყვი...
-ვინ წარმოიდგენდა მე და შენ ასე მშვდიად თუ ვისხდებოდით იახტაზე , შავ ზღვაში სადილზე... ისე ვახშამიც გამოდის, მალე მზე ჩავა
-საოცარი ხედი იქნება -თვალები გაუბრწყინდა და ისევ ხედს გაუსწორა მზერა...
-უდავოდ - მაშოს უყურებდა და იღიმოდა ...
მზის ჩასვლას ერთად უყურეს, ღუზა ჩაშვებული იყო , საკმაოდ გრილოდა ... ზურამ პლედია მოაფარა მაშოს და მის გვერდით დაჯდა ისევ. არაფერს ამბობდნენ, ამ მომენტს ნებისმიერი სიტყვა გააფუჭებდა, ლორთქიფანიძეს მზის ჩასვლა ნაკლებად ადარდებდა მხოლოდ მაშოს ემოციები აინტერესებდა . იმ რამდენიმე დღის განმავლობაში ბევრი მნიშვნელოვანი მომენტი დაიჭირა , შეისწავლა და დააკვირდა. მცირე დროშიც კი შესაძლებელია ადამიანის გაცნობა თუ მოინდომებ, ზურას კი ნამდვილად არ აკლდა მაშოს შეცნობის სურვილი.
-ხვალ მზის ჩასვლას საქართველოში ვნახავთ ... ბოლო რამდენიმე დღეა სულ შენთან ერთად ვხვდები ამ დროს , სხვადასხვა ადგილიდან . ხვალ კი უბრალოდ დაღამდება, შესაძლოა სახლში ვიყო ,ვმუშაობდე ანდაც ფილმს ვუყურებდე ლეასთან ერთად და ვერც კი გავიგო როგორ შეცვლის მთვარე მზეს - დაბნელდა, უკვე ვარსკვლავები იყო ცაზე და იახტა უკან ,ნაპირისკენ ბრუნდებოდა. სიჩუმეს მხოლოდ წყლის ხმა არღვევდა. მაშომ დუმილი დაარღვია და ზურას მზერა გაუსწორა
-ყოველი განვლილი დღე მნიშვნელოვანია...საერთოდ არ უნდა ვტოვებდეთ ამ მომენტს ,მაგრამ ცხოვრება ზედმეტად უფერულია როდესაც საქმით ხარ დაკავებული . ფუჭად გადის დროც და დღეებიც, გათენება და დაღამება საქმესთან რომ არის კავშირში . დილის გეგმებზე რომ ფიქრობ ანდაც სახლში მისვლა და დაძინება გინდა
-სადავეები შენს ხელთაა , უბრალოდ არ იყენებ და ამიტომაა უფერული შენი დღეები . ამიტომ ხარ ასეთი ბრაზიანი, ცივი და გულქვა ...
-ასე მარტივი არ არის ... ყველაფერს აქვს თავისი მიზეზი და შენც უნდა იპოვნო ეს მიზეზი ბედნიერებისთვის თორემ უბედურებას თავისთავად განაპირობებს უცებ გამოჩენილი მიზეზი
-თეორიული ცოდნა გქონიათ ბატონო ზურაბ , მე კი მეგონა წარმოდგენაც არ გქონდათ ამაზე და მხოლოდ ფულის შოვნა იცოდით, რაც შეიძლება მეტის და რაც შეიძლება სწრაფად. განა თქვენი ყოველი დღე ამას არ უკავშირდება? მიზანს „ ვიყო უფრო მდიდარი ,უფრო გავლენიანი და ძლევამოსილი“
-გავლენიანობას და ძლევამოსილებას მხოლოდ ფული არ განაპირობებს
-ესეც გცოდნია ...
-კიდევ ბევრი რამ ვიცი ...
-კარგია , რომ გამოიყენო მით უკეთესი იქნება შენთვისაც და შენს ირგვლივ მყოფებისთვისაც, იმათთვის ასე ძალიან რომ გიყვარს და უყვარხარ
-შენ რომ ვერ იგებ რატომ ვუყვარვარ იმათზე ამბობ? - წარსულში ნამთქვამი სიტყვები შეახსენა
-დიახ ,მათზე
-ყველა მე მადანაშაულებთ რომ ადამიანებს არასწორად ვაფასებ და ვექცევი ...არავინ იაზრებს რომ თავადაც არასწორი შეხედულება აქვთ ჩემზე ,თუმცა გასაკვირი არაფერია ადამიანებს გვიყვარს საკუთარ ნაკლოვანებებზე თვალის დახუჭვა და სხვისი გაკიცხვა
-და შენ ვისი აზრი გადარდებს ასე ძალიან ...ან რას ფიქრობს ასეთს .ასე რატომ მიყურებ არ მითხრა რომ ჩემი შენდამი დამოკიდებულება გაღელვებს - გაიღიმა და თავი გვერდით გადახარა-ნუთუ
-შენ შემთხვევაში ჯერ კიდევ ვერ გავარკვიე რას ფიქრობ სწორად და რას არასწორად...მაბნევ იცი?
-რომ გაბნევ ვიცი ...
-ჯერ ძალიან ადრეა...ადამიანისგან რას უნდა ელოდე არავინ იცის ,ზოგჯერ წლები გადის და რომ გვგონია ვიცნობთ მაშინ გაგვიცრუებს იმედებს
-ყველაფერს ცხოვრება განაპირობებს, ზოგჯერ ისეთი რთულია დაბრკოლების გადალახვა მთლიანად იცვლები , შეიძლება შენში რჩება ძველი თვისებები ,მაგრამ წინ სულ სხვა თვისება გამოდის და ამ დროს საკუთარ თავთან შეჩვევაც გიწევს. თვეების, წლების განმავლობაში მიწევდა იმის გაკეთება რასაც ყველაზე მეტად ვერ ვიტანდი , ვატყუებდი ყველას და ბოლოს ინსტიქტურად მაფიქრდებოდა დაღლილობის მიზეზებიც მგონი საკუთარი თავის მიმართ ზუზღსაც დაბალი დოზით ვგრძნობდი ....ცეკვის დაწყებამდე არც მიფიქრია ვინმესგან თავდაცვა თუ დამჭირდებოდა, ან ვინმეს დაიგნორება ჩემთვის მშვიდად ვცხოვრობდი ,ვსწვალობდი და ნორმალური ცხოვრება მქონდა ...მერე იმდენი რამ აღმოვაჩინე საკუთარ თავში რომ თავადაც მიკვირდა .მოკლედ ცხოვრბის ახალი გამოწვევა გცვლის ,უბრალოდ საკუთარი თავი ბოლომდე არ უნდა დაკარგო და მისი დაბრუნების საშუალება უნდა გქონდეს ესაა და ეს - წამით სუნთქვა შეეკრა, ისევ არ შეეძლო მშვიდად ამ თემაზე საუბარი . ღვინის ბოკალი აიღო და რამდენიმე ყლუპი მოსვა ,შემდეგ ისევ ხედს გახედა...ამჯერად სხვადასხვაფრად განატებულ ხიდს უყურებდა ...
-მე მგონი მას შემდეგ აღარ მომწონს საკუთარი თავი დედა და მამა რომ დაშორდნენ ... თავიდან პროტესტის მომენტი მქონდა ,მერე უკვე მთლიანად შევიცვალე და შევეჩვიე კიდეც ჩემ ახალ თვისებებს , ზოგს ზედმეტადაც კი ,ზოგი თავიდან მოვიშორე ბევრი წვალების შემდეგ ვიღაცისთვის ახლაც ბევრი სამუშაო მაქვს საკუთარ თავთან,მაგრამ მე ზუსტად ვიცი ასეთი რომ არ ვიყო დიდი ხნის წინ გავნადგურდებოდი
-განქორწინებული მშობლების შვილები ყოველთვის მძაფრი რეაქციებით ხასიათდდებიან...მე კარგად მახსოვს მამა რომ წავიდა დედა როგორ იყო, როგორ უჭირდა თვეების ლეას გაზრდა და ჩემზე ზრუნვა . ლეას არ ახსოვს რა თქმა უნდა და მეც ვცდილობ რომ დავივიწყო, ისე მოვიქცე თითქოს არ მახსოვს,მაგრამ ხომ იცი რისი დავიწყებაც გინდა ყველაზე მეტად ის მოგონება გახსენებს თავს...ადამიანის ყველაზე საშინელი და ამაზრზენი თივსება სიხარბეა ,ყოველთვის ასე მეგონა და ალბათ ბოლომდე არ შევიცვლი აზრს
-არ მეგონა შენ თუ მაგას იტყოდი ... მეც ასე ვფიქრობ და მერე ჩემს ქონებას აბრალებენ . რაც უფრო მეტი ფული გაქვს მით უფრო აღარ ენდობი უბრალო ადამიანებსო ... მათ არ უნახავთ ის ადამიანები ამ ფულის გამო რომ მლიქვნელობენ და ასე ცდილობენ გამომძალონ ფული.ასეთს ბევრს რომ ნახავ მერე თავისთავად ისეთ ადამიანებსაც ერიდები ვინც ამას არ იმსახურებს,მაგრამ ძნელია თეთრის და შავის გარჩევა როდესაც ამის გარდა ათასი საქმე გაქვს ... შენ ვერ ვხვდები ამას რატომ ამბობ
-სიხარბე მხოლოდ ფულთან დაკავშირებული არაა...ადამიანებს ყველაფრის მიმართ შეგვიძლია ხარბები ვიყოთ ,გრძნობების მიმართაც კი .ეს სიხარბე ეგოისტობასაც მოიცავს , სხვა ბევრ თვისებას იზიდავს და ხარბი ადამიანი ბოლოს საოცარ თვისებათა თაიგულს ქმნის...
-მაინც არ მეუბნები მიზეზს ,მაგრამ კარგი იყოს ისე როგორც გინდა - გაუღიმა და თავადაც გაივსო ჭიქა
-ჩემი საიდუმლოა , ისეთი არავინ რომ არ იცის და არც ვაპირებ ამ თემაზე ოდესმე ვინმესთან საუბარს ... პირადად ჩემთან კავშირში აღარაა , წარსულშია და იმედია არასდროს დამჭირდება ამაზე საუბარი . ეს მხოლოდ იმიტომ გითხარი ,რომ რაღაც მხრივ შენი მესმის...ნამდვილად არსებობენ ადამიანები ,რომლებსაც შეუძლიათ ტყუილი გრძნობებით და ათასი ვერაგობით სხვის ქონებაზე ნადირობა ,იმ ქონებაზე ვიღაც დიდი ხნის განმავლობაში საკუთარი ნერვების, ჯანმრთელობის ,შრომისა და ბევრი წლების განმავლობაში რომ აგროვებდა და ისე მიისაკუთრებს თითქოს თითოეული თეთრი თავად გამოიმუშავა და დაბადებიდან ეკუთვნოდა.ამ ხარბ ადამიანებს სინდისიც არ აქვთ ... უბრალოდ არ უნდა დაგვავიწყდეს რომ ყველა ასეთი არაა და ბევრისთვის დიდი შეურაცხყოფაა მსგავსი ბრალდება ზოგისთვის სასაცილოც კი -თვალები დახუჭა ქარმა რომ დაუბერა და ზღვის სურნელი მოუტანა. ხარბად შეისუნთქა ,გაეღიმა და გაყინული ფეხები შეახო ერთმანეთს
-ისევ გცივა ხომ? მალე დავბრუნდებით
-შენ არ გცივა ? - თითქოს იმ წამს შეამჩნია ზურას რომ პლედი არ ჰქონდა
-ცოტა , სასიამოვნოდ მცივა ... ძალიან თუ არ ვიყინები ისე ვერც აღვიქვამ არასასიამოვნოდ- უცებ გაეღიმა ,აშკარად რაღაც გაახსენდა და თქვა კიდეც- ნანუ ბავშვობაში თავიდან ბოლომდე მახვევდა ზამთარში თვალები მიჩანდა მხოლოდ
-ნანუ ვინ არის ?
-ჩემი ძიძა ... ქალი რომელსაც თმა გავუჭაღარავე ჩემი ხასიათების გამო - ბოლოს დააყოლა და ისევ გაეღიმა , სულ სხვანაირი იყო საყვარელ ადამიანებს რომ ახსენებდა, თითქოს ისეთივე,მაგრამ სხვა მზერით-ძალიან თუ არ გამაბრაზებ გაგაცნობ ერთ დღეს ჩემ ნანუს
-რატომ არ ცხოვრობს შენთან ...
-სესილიასთან და დიმიტრისთან გადავიდა ჩემზე გაბრაზებული რომ იყო,მაგრამ ახლა დავიბრუნებ ისევ ...დიდი ხანი დამტოვა . ნანუს ქმარი და შვილები არ ჰყავს, სხვა ნათესავებს უბრალოდ ნახულობს ხოლმე და ამიტომ სულ ჩვენთან ცხოვრობს, ნანუზე გემრიელად ვერავინ ამზადებს , ის ჩემი შეფ-მზარეულებიც კი არადა რამდენ ფულს ვუხდი - უცებ შეკრა წარბები რაზეც მაშომ სიცილი ვერ შეიკავა- რას დამცინი
-უცებ რომ ბრაზდები მეცინება, პატარა ბავშვს ემსგავსები წამში რომ შეუძლია გაგებუტოს რაღაც ძველი წყენა თუ გაგიხსენა
-პატარა ბიჭსაც ვგავარ...ახლა პედოფილი ვარო შეიძლება ისიც მითხრა ხო?
-ნწ, შენ მოგწონს დიდი დეიდები
-კარგი დავუბრუნდეთ რეალობას სადაც მე შენზე ოთხი წლით უფროსი ვარ
-მგონი ამ რეალობაში ჩვენი გასეირნება დასასრულს უახლოვდება - ნაპირისკენ გაიხედა და მერე ისევ ზურას შეხედა
-შეგვიძლია ფეხით გავისეირნოთ ... ან მანქანით
-არასდროს იღლები ხომ?
-არასდროს ვნებდები და თავისთავად ვერც დავიღლები
-მანამ არ მოისვენებ სანამ არ ვიტყვი რომ კარგი ხარ ?
-როგორ გეკადრება ... ეგ კი არ უნდა თქვა უნდა გაიაზრო ბოლომდე და მერე საერთოდ ვეღარ მოვისვენებ - ფეხზე წამოდგა და ხელი გაუწოდა- გთხოვთ ქალბატონო მაშო
-მეტად უცნაური ვინმე ბრძანდებით ბატონო ზურაბ - ხელი მის მტევანში მოათავსა და გვერდით გაჰყვა. სიბნელე იყო და მართალია ხელს არ უშვებდა ლორტქიფანიძე ,მაგრამ წონნასწორობა ვერ დაიცვა, ფეხი გადაუბრუნდა და ზურას სხეულზე აკრული აღმოჩნდა. ბიჭმა წონასწორობის შენარჩუნება შეძლო და მჭიდროდ მოხვია მკლავები სხეულზე
-ფრთხილად ... მაშიკო წინ უნდა იყურო თორემ გაიტეხ ამ ლამაზ ცხვირს - ჩუმად უთხრა და ცხვირის წვერზე აკოცა ,მერე ლოყაზე მიაწება ტუჩები თვალბგაფართოებულს და ისევ ხელი ჩაკიდა- წავედით ...-კაპიტანს დაემშვიდობა და მაშოსთან ერთად განაგრძო გზა-აბა? მანქანით თუ ფეხით
-ჯერ მანქანით და მერე ვნახოთ...არ დაგავიწყდეს რომ დილას მივფრინავთ
-მაგაზე ნუ იდარდებ , მე გაგაღვიძებ
-ბარგი არ ჩამილაგებია
-დაგეხმარო გინდა?
-როგორ გაკადრებთ ბატონო ზურაბ
-მგონი ზღვაში უნდა დავბრუნდეთ ,ხმელეთი შენზე ცუდად მოქმედებს -მანქანის კარი გაუღო და მერე ისევ მიხურა
-გეყოფა...წავიდეთ
-მაშ დაბრძანდი- ისევ გააღო და დაელოდა როდის დაჯდებოდა.
ფეხით გასეირნება გადაიფიქრეს, დრო ისე სწრააფდ გადიოდა ნამდვილად სასტუმროში დაბრუნება იყო საჭირო.ნომრამდე რომ მივიდნენ ზურას საშინლად უნდოდა ოთახშიც მასთან ერთად ყოფილიყო, იმ კარის მიღმა არ მიმალულიყო და უბრალოდ მის გვერდით დასძინებოდა,მაგრამ არ იყო თავხედობის დრო და იქვე დაემშვიდობა. ისევ ლოყაზე აკოცა და პირველი შევიდა ოთახში , ეშინოდა ძლივს დალაგებული ურთიერთობა თავიდან არ ავურიოო ,მაშო საშიში ქალი იყო ...
დილით გამოფრინდნენ სამშობლოსაკენ
მშობლიურ მიწაზე როგორ გაგრძელდებოდა მათი ურთიერთობა წინასწარ არცერთმა იცოდა, სხვადასხვა რამ სურდა ორივეს,მაგრამ გააჩნია რომელი უფრო ჯიუტია და ვის უფრო ძლიერი სურვილი აქვს...
...............
ნიცა და გიგიც აეროპორტში იყვნენ. გიგი ისევ გიჟს გავდა ,ამჯერად ნამდვილად არ იყო სრულ ჭკუაზე
-გეყოფა, მოვა ხომ იცი არა?
-მე რა ვიცი...რეზის რომ ხედავს ყველა მოვალეობა ავიწყდება . მოვიდეს ნახე რა ვუქნა
-დამშვიდდი ,ყველაფერი კარგად იქნება - ხელები ყელზე მოხვია და აკოცა , ნაზად ახებდა ტუჩებს კანზე და ზუსტას იცოდა მალევე რომ იმოქმედებდა
-ნუ მოვა, მე და შენ მარტო წავიდეთ ... ათასი საქმის გარეშე დავათვალიეროთ ჩინეთი, ყველგან წავიდეთ - თვალები დახუჭა და ისე ლაპარაკობდა
-ისედაც კარგად გავერთობით მე და შენ ...სოფიამ იკითხოს მარტო რომ იქნება და მუშაობა მოუწევს- ისევ ჩუმად და მშვიდად ესაუბრებოდა, იცის ამ გოგომ როგორ იმოქმედოს ადამიას ნერვებზე , აშლაც გამოდის და დალაგებაც - იმაზე იფიქრე რომ ერთი თვის შემდეგ სულ შენთან ვიქნები და იქნებ გადაიფიქრო კიდეც
-ნიცა , არასდროს გადავიფიქრებ მე შენთან ყოფნას უსაზღვრობაში უნდა იყო ჩემთან
-ეგ როგორ
-ახლოს უნდა მყავდე და მარტო მაშინ მენატრებოდე, ძალიან რომ გაგაბრაზო მაინც არ უნდა წახვიდე ჩემგან შორს და უსაზღვროდ უნდა გიყვარდე- ცხვირის წვერი ლოყაზე გაუსვა ,მერე ყელშ გადაინაცვლა, აკოცა და მოეხვია- მაინც მოვკლავ შენ დაქალს
-აბამივფრინავთ ჩინეთისაკენ ჰერი ჰერი?
-შენ ...ოხ შე მოღალატევ, გაიძვერავ უმადურო ქალო ... სად ჯანდაბაში იყავი მთელი ეს დრო- უცებ მოშორდა ნიცას, სოფიას ჩაავლო ხელი მოეხვია და ისე ეჯუჯღუნებდოა ყურადღება რომ არ მიექცია- ქუდი მაინც ვერ დაიხურე ქალო? გააგებინე მთელს აეროპორტს რომ მივფრინავთ? სად იყავი , მეგონა მოკვდა გადაიჩეხნენ საქმე ხევში ის და თავისი გორილა-თქო და აიი გორილა სადაა? არ გაცილებს?- ირგვლივ მიმოიხედა და წარბები შეკრა- აჰ თუ მთელი ხუთი დღე გაცილების ცერემონიას გიწყობდა, იმედია იქ გულისრევები და თავბრუსხვევები არ დაგეწყება გადაღების დროს ...
-ბოროტო სულო ... რატომ მეჩხუბები? თავისუფალი ხარო მითხარი და შენც დაგასვენე ჩემგან და მეც დავისვენე შენგან .რეზი გაცილებებს ვერ იტანს
-მიდი შენ რეგისტრაცია გაიარე დაიწყება მალე ჩასხდომა , გზაში ვილაპარაკებთ დრო კი გვაქვს თავზესაყრელად
-ნიც დაამშვიდე თორემ ისევ აფორიაქებულია... როგორი ემოციური გახდა ,არადა ასეთი არ იყო
-შენც არ იყავი უკონტროლო ადრე
-ახლა სიყვარულზე ხომ არ უნდა მითხრა რამე რომეო - თვალი ჩაუკრა ,ზურგი აქცია და წავიდა
რამდენიმე წუთში თვითმფრინავში ისხდნენ და ბორტგამცილებლის მითითებებს ისმნდნენ. გიგი ითმენდა როდის დაასრულებდა ლაპარაკს რომ მერე დასხმოდა თავს სოფიას, ასეც მოიქცა ,მაგრამ ნიცამ ისე გააკეთა მალევე შეეშვა ,საბოლოოდ დამშვიდდა და მერე გეგმებზე ესაუბრებოდა. ნიცაც ინტერესით ისმენდა , აინტერესებდა ყოველთვის რა ხდებოდა გადაღებების და დეფილეების დროს შიდა სამზარეულოში ...
სოფიას დამღლელი ერთი თვე ელის წინ აი გიგის და ნიცას კი შესანიშნავი ვოიაჟი აზიაში...
.............
ლანა ჭკუაზე აღარ იყო . ვერაფერი გაიგო ,ჯერ მოსვენებას არ აძლევდა,მერე ისევ აიგნორებდა და თან არ შორდებოდა. უკვე ჩიხში იყო და აღარაფერი ესმოდა...ბოლოს დაასკვნა რომ ვაკოს ტვინი გადაეწვა ,მეტს ვეღარ გაუძლო და ცდილობდა მშვიდად დაეცადა როდის მოვიდოდა გონს
სახლში რომ მივიდა ლექციების შემდეგ ისე ფუსფუსებდა დედა ,რომ აშკარა იყო სტუმრებს ელოდნენ. შიოდა და სამზარეულოში შესვლისთანავე დაიწყო ჭამა
-ვის ველოდებით დე?- პირი სავსე ჰქონდა ისე ლაპარაკობდა
-შენ საერთოდ არ დამელაპარაკო რაა...
-რატომ? - ისევ საჭმელებს უყურებდა და ყველაფერს სინჯავდა- ტორტიც გვაქვს? მმ ჩემი მარწყვის ტორტი?-მაცივართან მივიდა და თვალები გაუბრწყინდა
-რაღა რატომ ... ჩვენ ვკვდებით ნერვიულობით ,რომ ცუდად ხარ დეპრესიული გახდი შეიცვალე და თურმე შენ ჩვენი ვაკო გიყვარს? რისი გეშინოდა რატომ არ მეუბნებოდი გამაგებინე, არ იცოდე მაინც როგორ ვგიჟდები მაგ ბიჭზე უკეთეს სიძეს ვერც ვინატრებდი- წვენს სვამდა რომ გადასცდა, ჭიქაც დაუვარდა და ნამსხვრევებისგან თავის დასაცავად ხტუნვა დაიწყო. უკან გავარდა და დიმას შეასკდა
-რაო? ვინო სად რადო? ჰა ? რა ჯანდბაა ხდება ...გამოფხიზლდი! გამოფხიზლდი ლანა რაღაც ხდება
-ლანიკოო ,წადი მოემზადე კაბა ოთახშია -დიმამ ლოყაზე აკოცა და გასასვლელისკენ შეაბრუნა
-რა კაბა გაგიჟდი შენ? წამომყევი დროზე - ხელი ჩაავლო და დიმა გაათრია
-რა ხდება... საიდან მოიტანე რომ ვაკო მიყვარს
-თვითონ მითხრა ლანა მიყვარსო - მშვიდად უთხრა და ჯამიდან ვაშლი აიღო -შენ არ გიყვარს?
-თვითონ...რაო ? მიყვარსო ...ჩემზე ? და შენც მოდე მთელს ოჯახს? ამათ რა უხარიათ რა ქმარიო ვერ გავიგე ...მოვკლავ იმ საცოდავს ჩემთვის არ უთქვამს მიყვარხარო და შენ გითხრა შენი და მიყვარსო?
-დაგპატიჟა ვახშამზე და არ მიხვედი ... რა ექნა?
_შენ ვისკენ ხარ...ჩემზე მეტად ის რატომ გიყვარს
-ერთი სქესის ვართ და მისი მესმის ... მოემზადე მოვალ მალე
-რატომ უნდა მოვემზადო ... ანდაც პირდაპირ შავ კაბას ჩავიცვამ და მოვკლავ
-ასე რამ გაგაგიჟა... დარწმუნებული ვარ გაბრაზდბოდი არავისთვის რომ არ ეთქვა , არც დაუჯერებდი და ახლა რა გაწუხებს
-ჯერ ჩემთვის უნდა ეთქვა..საერთოდ ვინ უთხრა რომ მიყვარს
-არ გიყვარს?
-უსაზღვროდ ,მაგრამ
-რა მაგრამ ... მორჩა მიდი წადი . რა საჭიროა ზედმეტი საუბრები 21 წლის გახდები მალე რამდენ ხანს უნდ აიცხოვრო ჩვენთან
-უკაცრავად? ასე გახარებული რატომ ხარ... მათხოვებ?
-ხო ... არ გინდა ვაკოს ცოლი იყო?
-არა!
-რას მეუბნები , მარტო საყვარლობა გინდა? - უცებ შეკრა წარბები და მისკენ წავიდა- სანამ მშვიდად ვარ ჭკუიდან ნუ გადამიყვან ,ძლივს გადავხარშე ის ფაქტი რომ ჩემი ძმაკაცი გიყვარს
-ეგეც გითხრა? ახსოვდა საერთოდ?
-არა ის ხომ იდიოტია ,მაგრამ შენ ვერ გავიგე ჯერ დეგენერატი ხარ თუ გაიძვერა ...მის ადგილას მოგკლავდი აუცილებლად!
-როგორ შეიძლება საკუთარი ძმა ასე საუბრობდეს ჩემზე...აბა რა უნდა მექნა ?
-თავი შეგეყვარებინა ჯერ და მერე თვითონ შეგიტყუებდა ლოგინში ...მაგის მეტი მაინც არაფერი იცის
-ყველას თვითონ იტყუებს ისედაც
-სად შემიძლია ახლა მე შენი მოსმენა...ზედმეტად ცივილიზებული გამოვდივარ უკვე ,ცოტაც და გავჭედავ ! თუ არ გინდა ცოლად რომ გაჰყვე, დაინიშნოთ და ადამიანურად იურთიერთოთ მაშინ პირობას გაძლევ მასთან მიკარების საშუალებას არ მოგცემ
-ქორწილი როდის იქნება ერტ კვირაში?
-არა ...მაშინ როცა გადაწყვეტთ და თუ გინდა ერთ წელში იყოს, კისერი გიტეხიათ ორივეს...მე არ მოგცემთ უფლებას ერთად იბოდიალოთ ათასი უბედურბა გააკეთოთ და მერე გაიპაროთ და დედაჩემს გული გაუსკდეს. მობრძანდეს, ყველაფერი გაარკვიოს, მამაჩვენის გულიც მოიგოს ბოლომდე და მერე ორივე ჯანდაბაში წასულხართ
-მეც არ ვთქვი რა დაემართა ჩემ ძმას-თქო? ფაქტობრივად ძალდატანებით მათხოვებ შენს ძმაკაცზე
-ლანა ნერვებს ნუ მიშლი...მოვა ის და იმას მოუშალე
-არც მაგას ვაწყენინებ ,ნუ ღელავ შენ
-აი უკვე ვხედავ ჭინკებს შენს თვალებში...მე მაინც არ ვიცოდე სიგიჟემდე რომ გიხარია ,იფასებს ახლა თავს .ღმერთო მადლობა მე რომ ასე არ დამასულელე ჯერ როგორც ის გაჭირვებული ჩემი ძმაკაცი - ვაშლი ისევ აიღო და წავიდა- მოწესრიგდი თორემ დაგიწუნებს ვაკუნა...
თინეიჯერობისას ნამდვილი არანორმალური იყო, ვაკო ჭკუიდან გადაყავდა. ბავშვობიდან მის თვალწინ ტრიალებდა,მაგრამ მერე მიხვდა რომ უყვარდა და იმ დღიდან მოსვენება დაუკარგა ბიჭს. არა როგორ არ ეცადა მისგან თავის დაღევას ,მაგრამ ბოლოს მაინც გაება ლანას მახეში . ამ გიჟსაც უყვარდა, მართლა ძალიან უყვარდა და დასერიოზულების შემდეგაც კი უფრო მეტად უყვარდებოდა. ბოლოს ოცნებაც აღარ შეეძლო ამ თემასთან დაკავშირებით და ახლა ასე მარტივად, ისე რომ არაფერი გაუკეთებია ოცნება უსრულდებოდა. არაორდინალურად, არანორმალურად ისე როგორც ყველაფერი დაიწყო...
...........
იმედია მოგეწონათ
ვიცი ისევ არ იყო მათე და ლეა ,მაგრამ ვერ მოვახერხე სამაგიეროდ მათე იყო საკმაოდ ბევრიც ილაპარაკა ბატონმა თოიძემ
იმედია ყველას მოგეწონებათ მიუხედავად თქვენი გემოვნებისა
უკვე მივდივართ დასასრულისკენ
მადლობა ყველას რომ ჩემთან ხართ
მახარებთ!



№1 სტუმარი სტუმარი nina

Pirvelii vaaar rogorc iqna axla chavujdebii <3

 


№2 სტუმარი ნუცა კობახიძე

პირველი ვაააარ, წავედი წავიკითხო ძალიან გამახარე რომ დადეე მიკალქალ❤❤❤❤

 


№3 სტუმარი სტუმარი დი კო

მაშენკა და ზურიკოოოო❤❤❤
ღირდა ლოდინი ნამდვილად მაგათ გამო❤❤❤

 


№4 სტუმარი სტუმარი ნინა

ვაიმეეე რაქაიიაა ვგიჯდები ვგიჟდები მე მაშოზე და ზურიკოზე აი სასწაულია!! ევა და გაბრიელი უხხ აი ეგენი ცალკე და გიგი და ნიცა ჰო ვაფშე ვაფშე;დ აი ლეა და მათეკო მინდა ბევრი ბევრი დანზურიკო და მაშიკო! უამრაჰი არ მყოფნის და რავქნა ! ძალიან მაგარი იყო ლოდინად ღირდა მართლაც და აი ვვიჟდები უბრალოდ რაღაც სასწაული გოგო ხარ ისე გამახარე რო ვერც კი წარმოიდგენ უბრალოდ ძლაიან გტხოვ რომ მალე დადო და ასე აღარ დააგვიანო რია <3

 


№5  offline წევრი ეირინ

თოიძეების გიჟ ოჯახი, არა რა მათე ხომ გიჟი იყო მაგრამ აკო? უფრო უარესი ყოფილა ეს????მანჩო მაგარი ჯიგარი ქალია❤მაშო და ზურა დათბნენ მგონი რავიცი აბა ვნახოთ დაბრუნების შემდეგ რა მოხდება ❤კიდევ კარგი სოფიას გიგისგან გადამრჩენელი ნუცა ჰყავს თორემ რა ეშველებოდა????ოხ დიმა და ვაკოს გეგმა მუშაობს ჯერ ჯერობით????ვნახოთ მოვლენებს როგორ განავითარებ❤ძალიან კარგი იყო❤საოცრება ხარ მარიამ❤

 


№6  offline მოდერი abezara98

მგონი შეყვარებული ვარ sweat_smile ვინმემ მაჩუქეთ რაა, გაბრიელის ან გიგის ან მათეს ან ნიკუშას მსგავსი ბიჭი, არ გინდათ? არც ზურაზე ვიტყვი უარს smirk grin საოცრებები არიან უბბრალოდ ეს თოიძის ოჯახი და ჩემს გიჟ ევანგელიას უფრო მეტად აგიჟებენ heart_eyes ზურა და მაშიკო, ხომ, საერთოდ უსაყვარლესები არიან და ვაბოდებ მე მათზე heart_eyes ნახე, შესძლებია ლორთქიფანიძეს რომანტიკა და ამბები laughing ჩემი გიჟი ნიცა და გიგიც უსაყვარლესები არიან და ჩინეთს არ გადაწვავენ, იმედია sweat_smile სოფიკო კი მოტკბა უკვე და მოლბა, უყოჩაღია რეზიკოს heart_eyes ხოო, ვაკუნა ნახეთ?! scream მოსულა ბიჭი ჭკუაზე და თითქოს ქალბატონ ლანას ვითომ არ უხაროდეს ვაკო რომაა მისი საქმრო smirk არა, რაა, უხდებიან ერთმანეთს heart_eyes მაგრამ მე ყველას მაინც ჩემი ევა და გაბრიელი და სოფიკო და რეზი მირჩევნია heart_eyes ნუ, ნიკუშა და თინათინი სულ სხვა დონეა და ეგენიც მიყვარს, მაგრამ ეს ორი წყვილი მაინც საოცრება გყავს blush
თავად გიჟო, გადარეულო და ნამდვილო სასწაულო ქალო heart_eyes ყოველ დღე მხოლოდ იმის იმედით შემოვდივარ, რომ ახალი თავი დამხვდება და შენი გამოჩენით მაბედნიერებ heart_eyes საოცრება ხარ უბრალოდ kissing_heart kissing_heart

 


№7 სტუმარი სტუმარი მარიამი

de me velodebiii icodeee ❤ male daasruleb imedi maqvss
2 dge maqvs mxolod mere zfxulis bolomde interneti agar meqneba da gaige mowkaleba da damidee aleqsandree dadesheqeliani

 


№8 სტუმარი Anansio

უფ უფფ რა კარგი იყოოო❤️❤️❤️❤️ყველა წყვილი რომ საოცარიააა❤️❤️❤️❤️ ჩემი ზურა და მაშოო????????????❤️❤️❤️❤️აუუუ მიყვარხარ მარიამ????????❣️❤️

 


№9 სტუმარი სტუმარი მაშო

მორჩა და გათავდა ევა ოფიციალურად მომწონს აზრი შევიცვალე გაბრიელთან მომწონს. მათე აკო და მანჩო რა საყვარლები არიან ვგიჟდებიიი თოიძეებზე <3 საოცარი ოჯახიაა <3 ეს ზურიკელაა ნახე რააა მაშენკა გოგო რა უქენი ზურიკელას <3 ნიცა და გიგი ორმა გიჟმა ერთმანეთუ იპოვა <3 უსაზღვროდ ყველაა ყველააა წყვილი მომწონს <3 და სიამოვნებით წავიკითხავ ყველა წყვილს <3

 


№10 სტუმარი სტუმარი ნინი

აუ გთხოვ ისე არ დაამთავრო მათე და ლეა რომ არ გამოაჩინო რაა :/

 


№11  offline მოდერი sameone crazy girl

ვაიმეე რომ დავდე გასვლა მომიხდა წავედი მოვიარე მინდორ-ველი დავბრუნდი და დამხვდა ამდენი კომენტარი
აი საოცრად მიხარიხართ და რა გავაკეთო?
უზომოდ მიხარია რომ მოგწონთ
ვეცდები მალე დავდო,მაგრმა ვიცი ყოველდღე მაინც არ იქნება
ყოველ მეორე დღეს ვდებ ან მესამე დღეს და არ ელოდოთ ხვალ არ იქნება
heart_eyes heart_eyes

 


№12 სტუმარი Sali

Zalian kargi iyo visiamovne da sul gimilit chavikitxe me mainc mashenkas da zuras vgulshematkivrob rogor minda sul male gauberon siyvarulit..... Aqamde mixaroda axla moviwyine neta ramdeni dge mogviwevs gavatarot axali tavis lodinshi imedia sul sul male da bevri bevri

 


№13  offline მოდერი sameone crazy girl

Sali
Zalian kargi iyo visiamovne da sul gimilit chavikitxe me mainc mashenkas da zuras vgulshematkivrob rogor minda sul male gauberon siyvarulit..... Aqamde mixaroda axla moviwyine neta ramdeni dge mogviwevs gavatarot axali tavis lodinshi imedia sul sul male da bevri bevri

ძალიან მიხარია რომ მოგწონს უკვე მეც მომწონს ზურა და მაშო
იმედია მალე დავწერ
და დიდხანს არ გალოდინებთ

 


№14 სტუმარი ნიცა

შეგიძლიათ მირჩიოთ რაიმე კარგი სასიყვარულო ისტორიები?❤

 


№15  offline მოდერი sameone crazy girl

ნიცა
შეგიძლიათ მირჩიოთ რაიმე კარგი სასიყვარულო ისტორიები?❤

საიტზე სრულად დევს ბევრი ისტორია და გადახედე იმათ
ასე კონკრეტულად ვერაფერს გეტყვი მე პირადად

 


№16 სტუმარი ნიცა

sameone crazy girl
ნიცა
შეგიძლიათ მირჩიოთ რაიმე კარგი სასიყვარულო ისტორიები?❤

საიტზე სრულად დევს ბევრი ისტორია და გადახედე იმათ
ასე კონკრეტულად ვერაფერს გეტყვი მე პირადად

როგადავხედე და წქვიკითხე და არ მომეწონა. შენიისტორიებიც ყველაწაკითხული რომ აქ და ყველაზე ვგიჟდები და უმაგრესიმწერალი როხარ და ახალი მინდა რამე თუნდაც ძველი იყოს ოღონდასინტერესო

 


№17  offline მოდერი sameone crazy girl

ნიცა
sameone crazy girl
ნიცა
შეგიძლიათ მირჩიოთ რაიმე კარგი სასიყვარულო ისტორიები?❤

საიტზე სრულად დევს ბევრი ისტორია და გადახედე იმათ
ასე კონკრეტულად ვერაფერს გეტყვი მე პირადად

როგადავხედე და წქვიკითხე და არ მომეწონა. შენიისტორიებიც ყველაწაკითხული რომ აქ და ყველაზე ვგიჟდები და უმაგრესიმწერალი როხარ და ახალი მინდა რამე თუნდაც ძველი იყოს ოღონდასინტერესო

სიმართლე გითხრა მე რასაც ვკითხულობდი ისინი აღარ დევს საიტზე და ახლა არაკომპეტენტური ვარ მაგ საკითხში ...
მგონი "შემთხვევით დაქორწინებულები " დევს ისევ და აბა ნახე თუ არის მოგეწონება

sameone crazy girl
ნიცა
sameone crazy girl
ნიცა
შეგიძლიათ მირჩიოთ რაიმე კარგი სასიყვარულო ისტორიები?❤

საიტზე სრულად დევს ბევრი ისტორია და გადახედე იმათ
ასე კონკრეტულად ვერაფერს გეტყვი მე პირადად

როგადავხედე და წქვიკითხე და არ მომეწონა. შენიისტორიებიც ყველაწაკითხული რომ აქ და ყველაზე ვგიჟდები და უმაგრესიმწერალი როხარ და ახალი მინდა რამე თუნდაც ძველი იყოს ოღონდასინტერესო

სიმართლე გითხრა მე რასაც ვკითხულობდი ისინი აღარ დევს საიტზე და ახლა არაკომპეტენტური ვარ მაგ საკითხში ...
მგონი "შემთხვევით დაქორწინებულები " დევს ისევ და აბა ნახე თუ არის მოგეწონება

ახალბედა მწერლების ისტორიებსაც გადახედე ?

 


№18 სტუმარი ნიცა

ბევრის წაკითხულიმაქ და ეხლავინც დაამატეს მათიისტორიებიც წავიკითხე მაგრამ სიმართლე როვთქვა არ მომეწონა

sameone crazy girl
ნიცა
sameone crazy girl
ნიცა
შეგიძლიათ მირჩიოთ რაიმე კარგი სასიყვარულო ისტორიები?❤

საიტზე სრულად დევს ბევრი ისტორია და გადახედე იმათ
ასე კონკრეტულად ვერაფერს გეტყვი მე პირადად

როგადავხედე და წქვიკითხე და არ მომეწონა. შენიისტორიებიც ყველაწაკითხული რომ აქ და ყველაზე ვგიჟდები და უმაგრესიმწერალი როხარ და ახალი მინდა რამე თუნდაც ძველი იყოს ოღონდასინტერესო

სიმართლე გითხრა მე რასაც ვკითხულობდი ისინი აღარ დევს საიტზე და ახლა არაკომპეტენტური ვარ მაგ საკითხში ...
მგონი "შემთხვევით დაქორწინებულები " დევს ისევ და აბა ნახე თუ არის მოგეწონება

sameone crazy girl
ნიცა
sameone crazy girl
ნიცა
შეგიძლიათ მირჩიოთ რაიმე კარგი სასიყვარულო ისტორიები?❤

საიტზე სრულად დევს ბევრი ისტორია და გადახედე იმათ
ასე კონკრეტულად ვერაფერს გეტყვი მე პირადად

როგადავხედე და წქვიკითხე და არ მომეწონა. შენიისტორიებიც ყველაწაკითხული რომ აქ და ყველაზე ვგიჟდები და უმაგრესიმწერალი როხარ და ახალი მინდა რამე თუნდაც ძველი იყოს ოღონდასინტერესო

სიმართლე გითხრა მე რასაც ვკითხულობდი ისინი აღარ დევს საიტზე და ახლა არაკომპეტენტური ვარ მაგ საკითხში ...
მგონი "შემთხვევით დაქორწინებულები " დევს ისევ და აბა ნახე თუ არის მოგეწონება

ახალბედა მწერლების ისტორიებსაც გადახედე ?

აღარდევს

 


№19 სტუმარი თამუნე (bibo)

მეც მოვიცალე მგონი
ვგიჟდები მე შენზე
უბრალოდ სასწაული ხარ
უ'საზღვროდ მჭირდები ......
უ'საზღვროდ ჩემი იქნები !
ჩემი გენია ხარ
უღმერთოდ მარიამ
ღმერთამდე მარიამ
ღმერთს იქით მარიამ
უბრალოდ ყველაფრამდე მარიამ
ჩემი გულების დედოფალი ხარ შენ
პატარა მაგრა ყველაზე დიდი ბედნიერება
წყვილებზე ვგიჟდები
ყველაზე ერთად სათითაოდ
ვგიჟდები იმ მინაწერზე სადაც ყველა სათითაოდა ახსნილი ვინ ვინა
ვის ვინ უყვარს და უბრალოდ რას წარმოადგენენ
ვგიჟდები მე შენზე უსაზღვროდ
გულების დედოფალო
გყვარობ ხო იცი
ბგიჟდები ხო იცი შენზე
ჩემი პირველი საიტელი ხარ შენ
ყველანაირად პირველი
შენით მოსული მე
heart_eyes kissing_heart

 


№20 სტუმარი crazy girl

მოკლედ 3 დღეა ვკითხულობს შენს მოთხრობას???? 1დღეშიც დავამთავრებდი ბათ ისეთი სასიამოვნო წასაკითხია რომ ვწელავდი რომ დამრჩენოდა ბევრი თავგადასავალი ????ბოლოს ვეღარ გავუძელი და წავიკითხე????
მინდა გითხრა რომ წერის საოცარი ნიჭი გაქვს ???? ყველაფერი შესანიშნავად გაქვს აღწერილი ????თითოეული დეტალი,თითოეული მომენტი ერთად საინტერესო შეხამებაა ????
ახლა რაც შეეხება ჩვენს საყვარელ გმირებს ???? ყველაზე მეტად მიყვარს ლეა და თოიძე, მაშო და ზურა ???? ამ 2 წყვილზე უბრალოდ მეკეტება ???? მათეს და ზურასნაირი ბიჭები თავს დააცხრა ამ ჩვენს ანგელოზ გოგოებს ???? ისე სიმართლე რომ გითხრა ნელ-ნელა მივხვდი ვინ ვისთან იქნებოდა????(გამოვრიცხავ თათიას და ცოტნეს) ????მოკლედ ბევრი რომ არ ვილაპარაკო და არ ვიბოდიალო???? ველი შემდეგ თავს მოუთმენლად ???? იმედიაა ეს მოთხრობა არასდროს დასრულდება ????????
(პ.ს მგონი ახლა კითხვისნიშნები იქნება ჩემს კომში ამიტომ გეუბნები რომ ჩემი ბრალი არაა ????????)
უ'საზღვროდ მიყვარს შენი მოთხრობა ????

 


№21  offline წევრი დარინა

სულ რატომ მიჩაგრავ ჩემ ავთანდილიკოს და თინის რაც არ უნდა ბევრი დაწერომათზე მე მაიბც არ მყოფნის მიყვარს თინის სიგიჟეები და საყვარელი და თბილი ავთანდილიიი, ჯარგი იყო ზურა და მაშოც მაგრამ მაინც ერთი სული მაქვს როდის მოუგრეხს მაშო ზურას კისერს.

 


№22  offline წევრი taia21

ზურაზე მეკეტება ზურა მხოლოდ ჩემია <3 არავინ გაბედოს შეცილება
ჩემი ცხოვრებაა ეგ და შენ ძალიან მაგრად წერ უკვე ახალი თავის ლომკა მაქვს

 


№23 სტუმარი Qeti qimucadze

Axali favoriti cyvili myavs, eva da gabrieli, masho da zura xoaris da aris, imdeni xania gelodebii, rogorc yoveltvis mariammm, perfeqtoooooooooo

 


№24 სტუმარი სტუმარი მარიამი

da me velodebiii icodeee ❤ male daasruleb imedi maqvss 
2 dge maqvs mxolod mere zfxulis bolomde interneti agar meqneba da gaige mowkaleba da damidee aleqsandree dadesheqeliani

 


№25 სტუმარი ია

ძალიან მიყვარს ეს ისტორია მარა ამ წყვილებით ისე დავიღალე წავალ წამოვწვები დდდ ვეღარ გავედი ბოლოში

 


№26  offline წევრი Mrs grey

რას ვშვებითო ? დასასრული კი არა ჯერ დას არ უნდა გეთქვა. თოიძეების გარეშე ხო მევისპე ამხელა ფილარმონია ქალი, თან ჯერ კიდევ ბევრები გვყავს მოსარჯულებელი, აი როგორ უყვარს მათე მისის გრეის, მე და ჩემი ქმარი აღფრთოვანებას ვერ ვმალავთ ამ მამრების მიმართ, ღმერთო მეკაცთანეობისთვის ნუ დამსჯი, სულ შენი ბრალია საიდან მოგყავს ესეთი სრულყოფილებები ? ❤️ იფ იფ რა ტკბილი თავი იყო... მარიამ ჯერ არ ვამთავრებთ..

 


№27 სტუმარი სტუმარი ანი

დიმას "გაგიჟებებზე" ვგიჟდები....
მარიამო ლეა და მათე სულ დამიკარგე რა... უფფფ სადაამათი ცეცხლოვანი სცენა-დიალოგები?! გაგებუტე :(
მაშო და ზურა ვერ წარმოიდგენ როგორ მიყვარს

 


№28  offline წევრი cool baby

ძალიან კარგია <3

 


№29 სტუმარი სტუმარი Everything

რაღაც საოცრებას ველი...❤️

 


№30 სტუმარი სტუმარი Solo

იდეალური თავი იყო

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent