შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უნებლიე მოწმე (თავი პირველი)


20-07-2018, 01:17
ავტორი buterfly
ნანახია 3 083

ზოგჯერ ცხოვრებაში არის მომენტები, როცა გინდა ხმამაღლა იყვირო და შენი სიხარული მთელ სამყაროს გაუზიარო, თუმცა ,სამწუხაროდ, ასეთი მომენტები ყოველდღიურობის ნაწილი არ არის ხოლმე.
შეიძლება მოულოდნელად ისეთი რამ შეგემთხვას, რასაც თვლიდი ,რომ შენს ცხოვრებაში არასდროს მოხდებოდა.შეიძლება ბედმა მოგიწყოს გამოცდა ან უბრალოდ ჭკუის სასწავლებელი გაკვეთილი დიდ თავგადასავლად აქციოს. ორივე შემთხვევაში ხვდები, რომ უბრალო სათამაშო ხარ ცხოვრების ხელში. მოკლედ, ასე იწყება ლილიანა ჯაფარიძის ისტორია.
- - - -- --
-როდის ჩამოხვალ?-რამდენიმე მცდელობის შემდეგ როგორც იქნა ყურმილი აიღო ლილიანმა.
-ჩემო ანუშკი, აბა გამოიცანი?-მოსიყვარულე ხმით მიმართა ბავშვობის მეგობარს.
-რატომ მაწვალებ? მითხარი.
-ხვალ მოვფრინავ.
-სერიოზულად? -ხმაში სიხარული გაუკრთა
-კი სერიოზულად. დღის მეორე ნახევარში მანდ ვიქნები.
-ვეტყვი მაშინ საბას და მოგაკითხავთ-საბა ანას ძმაა.
-არა არ მინდა ვინმე დამხვდეს . მისამართი მომწერე თქვენი სახლის, როგორც გავიგე შეგიცვლიათ საცხოვრებელი და მე თვითონ მოვალ.
-კარგი ,შენთან კამთს აზრი არ აქვს ,როგორც გინდა. მთავარია ამდენი ხნის შემდეგ გნახავ ,ესეც მაკმაყოფილებს.
-დროებით მაშინ-კოცნა გაუგზავნა და ყურმილი დაკიდა.
ყველაფერი გამზადებული ჰქონდა . პასპორტი და სხვა საბუთები, რაც გასამგზავრებლად იყო საჭირო ჩანთაში ჩაალაგა და დასაძინებლად წავიდა. ორწლიანი მივლინების შემდეგ იტალიაში ,უკან ბრუნდება და რატომღაც არც ნერვიულობს.
როგორც იქნა საუკუნოდ გაწელილი ღამეც დამთავრდა და დილაადრიან გამზადებული ლილიანა გასამგზავრებლად გაემზადა. 6 საათში უკვე თბილისში იყო. როგორც მისი სურვილი იყო აეროპორტში არავინ დახვედრია. მხოლოდ კომპანიიდან გამოგზავნილი მანქანა ელოდებოდა. სადაც იყო მანქანაში უნდა ჩამჯდარიყო ,როდესაც გასროლის ხმამ მიიქცია იქ მყოფების ყურადღება და დიდი არეულობაც გამოიწვია.რამდენიმე შეიარაღებული კაცი აეროპორტის წინ ხალხს ემუქრებოდა, როგორც ჩანს შიშმა ყველაზე მეტად ლილიანას მძღოლზე იმოქმედა, მანქანაში ჩაჯდა და ლილიანა არც გახსენებია. უკანმოუხედავად წავიდა. ლილიანას ეს არ შეუმჩნევია და დაბნეულმა მხოლოდ ის მოახერხა, რომ იქვე მყოფ მანქანაში ჩამჯდარიყო. თუმცა არც ახლა გაუმართლა . ჩაჯდა მანქანაში, რომელიც ისეთ ადამიანებს ეკუთვნოდა, ვისთანაც რაიმე სახის ურთიერთობა ლილიანას გეგმებში ნამდვილად არ შედიოდა. უკანა სავარძელის ქვეშ მყოფი ლილიანა ფანჯრიდან ადევნებდა თვალს ამ ყველაფერს ,როდესაც მანქანის კარი გაიღო და ორი ნიღბიანი კაცი წინ დაჯდა.
-აქ არ არის.-გაბრაზებული ხმით წარმოთქვა ერთ-ერთმა
-გააპარეს ,ამის დედაც-საჭეს ხელი დაკრა მეორემ. მალევე ტელეფონზე ზარია და ატყობინებენ ,რომ აიყვანეს ვისაც ეძებდნენ და მისამართს მისწერდნენ.
-უთხარი და წავიდეთ-გადარეკეს დანარჩენებთან და სულ ცოტა ხანში მანქანები ლილიანასთან ერთად გაუჩინარდნენ.
-ჯანდაბა ,ესღა მაკლდა ახალ შარში გავები-ფიქრობდა ლილიანა და გასუსული სუნთქვასაც იკავებდა. მოულოდნელად მანქანა გაჩერდა. ორივე გადავიდა და ვიღაცას მიესალმნენ. ლილიანამ ფანჯარაში გაიხედა და ხედავს უამრავ ადამიანს თავიდან ფეხებამდე შეიარაღებულს. გაკვირვებას ვერ მალავდა .გული გამალებით უცემდა შიშისგან. არ იცოდა როგორ დამთავრდებოდ ეს ყველაფერი და არც ოპტიმისტი ყოფილა ოდესმე, რომ კარგ დასასრულზე ეფიქრა . ზოგჯერ კი აუცილებელია კარგზე იფიქრო.ჩვენი ყველანაირი ფიქრი ხომ კოსმოსში მესიჯივით იგზავნება და ბუმერანგივით გვიბრუნდება უკან. ასე შეემთხვა ლილიანასაც. მოულოდნელად გასროლის ხმა გაიგონა . ვიღაც კაცი უგონოდ ეგდო ძირს და ზემოდან იარღით ედგა ,როგორც ჩანს მათი უფროსი.
-როგორ გაბედე ჩვენი ღალატი და ფულის მითვისება? ესეც არ იკმარე და ქვეყნიდან წასვლას გეგმავდი. რა გეგონა ,შეგარჩენდი ამ ყველაფერს?
-მე, მე მხოლოდ ჩემი მომავლის უზრუნველყოფა მინოდა. არ მინდა სიკვდილი თქვენი საქმიანობების გამო.
-რას მეუბნები?-ხმაში ირონია შეეპარა- როდესაც სისხლში გაქვს ხელი გასვრილი მშვიდ ცხოვრებაზე ოცნების უფლებაც კი არ გაქვს.
-მაპატიე გთხოვ.-სინანულზე მეტად შიში იგრძნობოდა მის სიტყვებში
-მე შვილად მიგიღე და შენ კი მიღალატე-მშვიდად ჩაილაპარაკა და იარაღი გადატენა.
-მაპატიე გთხოვ, აღარ გავიმეორებ.-სასოწარკვეთილი ხმით ამოილაპარაკა
-რა თქმა უნდა, ვეღარ გაიმეორებ-წარმოთქვა და ტყვია პირდაპირ შუბლში დააჭედა- თავიდან მოიშორეთ-ამოილაპარაკა დანანებით და იარაღი ზღვაში მოისროლა. ლილიანამ ყველაფერი დაინახა. საკუთარ ბედს წყევლიდა და თავლებსაც არ უჯერებდა, ან არ უნდოდა დაჯერება.
ცოტა ხანში მანქანაში დაბრუნდნენ .
-ჯანდაბა ტელეფონი სად წავიღე-ამოილაპარაკა ერთმა მათგანმა, ისე თითქოს ხუთი წუთის წინ კაცი არ მოუკლავთ.
-უკანა სკამზე იქნება ,მოიცა-თქვა და მანქანიდან გადავიდა.უკანა კარი გააღო და ხელში ლილიანა შერჩა.
-ახალი პრობლემა გვაქვს.-უთხრა წინ მჯდომს და რამდენიმე წამში ლილიანა იმავე ადგილას აღმოჩნდა ,სადაც ცოტა ხნის წინ ერთი ადამიანის სიცოცხლე დასრულდა.
-ვინ ხარ და საიდან აღმოჩნდი ჩვენს მანქანაში?-მკაცრად ეუბნება იგივე ადამიანი ,ვინც არ დაინდო ,მისი თქმით, შვილივით საყვარელი ადამიანი.
-მე შემთხვევით აღმოვჩნდი თქვენს მანაქანაში, გეფიცებით-ცდილობდა დამაჯერებლად აეხსნა ყველაფერი
-მაგას უკვე მნიშვნელობა არ აქვს. ის დაინახე რაც არ უნდა დაგენახა.
-გთხოვთ ,გეფიცებით არაფერს ვიტყვი მომხდარზე. -სევდიანი თვალები მიაპყრო და მათი გულკეთილობის იმედს არ კარგავდა
-თავიდან ყველა ასე ამბობს ,მაგრამ საკუთარი გამოცდილებიდან შემიძლია გითხრა ,რომ მოწმე ცოცხალი არ უნდა დატოვო-ცივად ამოილაპარაკა და ლილიანას მიუახლოვდა
-გეფიცებით არაფერს ვიტყვი-ხმაში შიში შეეპარა.
-რა თქმა უნდა-ცინიკურად გადაილაპარაკა და დაუნდობლად ჰკრა ხელი. ლილიანა უფსკრულში, ცივ სიცარიელეში გადაეშვა. მისი სასოწარკვეთილი ხმა მთელ არემარეს მოედო.....

--------
გამიხარდება თქვენს აზრს თუ გამიზიარებთ. ღირს გაგრძელება :) :) გელით. ;) ;)



№1  offline წევრი Mariami^^)

Ratqmaundaa girss dzaliaan kargiaa ^^ velodebi shemdegtavss male dadeee ❤️

 


№2 სტუმარი nini

sainteresoa veli shemdeg tavs imedia ar daagvianeb

 


№3  offline მოდერი ბელუ შეროზია

ვაიმე scream ეს რა მოხდა
არველოდი ბოლოში ასეთ განვითარებას,
ძალიან საინტერესოა, თუმცა ვფიქრობ, რომ მომდევნო თავებში უფრო საინტერესოდ განვითარდება მოვლენები kissing_heart
აუცილებლად გააგრძელე wink
გელოდები!

 


№4  offline წევრი buterfly

Mariami^^)
Ratqmaundaa girss dzaliaan kargiaa ^^ velodebi shemdegtavss male dadeee ❤️

შევეცდები მადლობა დიდი :)

ბელუ შეროზია
ვაიმე scream ეს რა მოხდა
არველოდი ბოლოში ასეთ განვითარებას,
ძალიან საინტერესოა, თუმცა ვფიქრობ, რომ მომდევნო თავებში უფრო საინტერესოდ განვითარდება მოვლენები kissing_heart
აუცილებლად გააგრძელე wink
გელოდები!

მადლობა დიდი. შევეცდები იმედები არ გაგიცრუო :)

nini
sainteresoa veli shemdeg tavs imedia ar daagvianeb

შევეცდები :)

 


№5  offline წევრი triniti

შემეცოდა ეს გოგო
მაგრამ ვიცი ყველაფერი კარგად იქნება...სულმოუთქმელად ველი ახალ თვს დასაწყისი ძალიან მომწონს უფრო სწორად ზედმეტად მომწონს

 


№6  offline წევრი buterfly

triniti
შემეცოდა ეს გოგო
მაგრამ ვიცი ყველაფერი კარგად იქნება...სულმოუთქმელად ველი ახალ თვს დასაწყისი ძალიან მომწონს უფრო სწორად ზედმეტად მომწონს

ძალიან დიდი მადლობა. შევეცდები გაგიმართლო მოლოდინი. heart_eyes

 


№7 სტუმარი სტუმარი Salome

Sayvarelo dzalian momewona dzalian kargia rodis dadeb axal tavs ????????????????

 


№8  offline წევრი buterfly

სტუმარი Salome
Sayvarelo dzalian momewona dzalian kargia rodis dadeb axal tavs ????????????????

შევეცდები, რომ მალე დავდო. მადლობა დიდი kissing_heart

 


№9 სტუმარი მწვანე თვალება

ძალიან კარგი იყოო გაააგრძელე heart_eyes

 


№10  offline წევრი buterfly

მწვანე თვალება
ძალიან კარგი იყოო გაააგრძელე heart_eyes


heart_eyes
მადლობა

 


№11  offline წევრი ნორმი

კარგი იქნება უფრო დიდ თავებს თუ დადებ.ისე ნამდვილად კარგი და ჩამთრევი მოთხრობაა
--------------------
მორფეოსი

 


№12  offline წევრი buterfly

tako.izek
კარგი იქნება უფრო დიდ თავებს თუ დადებ.ისე ნამდვილად კარგი და ჩამთრევი მოთხრობაა


შევეცდები ყველანაირად.

 


№13 სტუმარი ლუციუსი

მან შური უნდა იძიოს. სულ მშიშარა ხო არ დარჩება.

 


№14  offline აქტიური მკითხველი grafo

ეს ისტორიქც ეფექრური მოულოდნელობით დასრულდება თუ ჰეფი ენდი ექნება?

 


№15  offline წევრი buterfly

grafo
ეს ისტორიქც ეფექრური მოულოდნელობით დასრულდება თუ ჰეფი ენდი ექნება?

საიდუმლოა ჯერ smile

 


№16 სტუმარი Mariami

❤❤❤გულახდილი საუბრები და რჩევები❤❤❤ daakopiret da am saxelobis grupa modzebnet faceze dzalian gtxovt yvelaperi anonimuria minda cxovrebiseuli rameebi dagviwerot mand an piradshi mogvawodot da anonimurad davdeb gelodebiiit

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent