შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცის არტ ყელა (ნაწილი 11)


20-07-2018, 15:36
ავტორი judi N
ნანახია 1 624

დილით მის მკლავებში მოქცეულს გამომეღვიძა.. სულ სხვანაირი ღამე გამოვიარეთ.. აღრც უტყვი იყო და არც უემოციო.. ასე ტკბილად ბოლოს სულ პაწაწინას მეძინა, აი მაშინ მშობლების ოთახში რომ შევრბოდი და შუაში ვუხტებოდი, ორივეზე ფეხებს გადავაწყობდი და მთლიანად ვიპატრონებდი საწოლს.. მაშინ ყველაფეერი ფერადი იყო, პატარა და უდარდელი ვიყავი.. ყველას ვუყვარდი და ყველა მიყვარდა.. თუ სადმე დავეცემოდი ნაცნობი თუ უცნობი თავქუდმოგლეჯილი გამორბოდა, მაყენებდა, მამშიდებდა და მარწმუნებდა, რომ ქორწილამდე დამავიწყდებოდა.. ახლა კი რამდენჯერაც დავეცემი ჩემით უნდა წამოვდგე.. შეიძება დამცინონ კიდეც და ჩემი წაქცევის განსახიერებისას ხელ-ფეხიც აეხლართოთ.. ვუყურებ ამ ბიჭს ჩემს გვერდზე და ნელ-ნელა ისევ ფერადდება სამყარო ჩემს ირგვლივ.. თუ წავიქცევი ისევ გამოიქცევა ვიღაც და ამაყენებს...
- დიდხანს უნდა მიყურო ასე? უკვე მეშინია, თან კუთვნილი კოცნით გაღვიძებაც არ ჩანს..
- ვფიქრობდი.. შენზე და ჩემზე..
- ანუ ჩვენზე, ნუ გეშინია ამ სიტყვის თქმა.
- ჩვენზე.
კარზე ზარი უწყვეტად რეკდა..
- რა დღეა დღეს?
- შაბათი
-ოჰჰ, იწყება!! ვერკა ყოველ შაბათს მოდის ჩემთან.. ტრადიცია უნდოდა გვქონოდა, იფიქრა, იფიქრა და ბოლოს ეს მოიფიქრა. წავალ გავუღებ..
- გვრიტებოოო, არარის გაღება საჭირო, აჰ ჯაყელო ჩაიგორე არა ეს ჩემი ანგელოზივით გოგო ლოგინში და ჩაიგდე ხელში მისი უბიწოობა. ვინღა მოგიყვანს გოგო ახლა ცოლად ამ გაფუჭებულ ქალს, არა ამისთვის ვიწვალეთ ამდენი ხანი, რომ დამრჩე შინაბერა?
- ხედავ ვერკასაც კი ჰგონია, რომ ჩემს ტემპერამენტს ვერ გაუძლებდი, მაგრამ რად გინდა ასე მითხრა ქორწილამდე არაო.. ვერკა შენ მაინც უთხარი რა რომ სხვა დროა ახლა. თან ნახე პირდაპირ ცოლად მეტენება.
- როდემდე უნდა გააგრძელოთ ახლა ბჟოტიალი ასე უაზროდ. მე კიდე გამაწითლოთ პომიდორივით. რაგჭირს ვერკა თუ ასეთი აღზნებული ხარ აქ კი არა დათისთან უნდა წასულიყავი. შენ კი ჯაყელო ვაკო არა უკაცრავად, ვალერ, შენს ცოლობას არ ვაპირებ და საერთოდ არავის ცოლობას.
- პირდაპირ საყვარლობით დავიწყოთ?
ვერკა და ვაკო ერთხმაში ხარხარებდნენ. ავიღე ბალიში და ჯერ ერთს მოვარტყი თავში და მერე მეორეს.
- ასე მოგიხდებათ.. მომინდომეს ნინია ჯავახიშვილზე ღადაობა. ტფუიი თქვენს ადამიანობას.
ქოთქოთით გავედი სამზარეულოში და ყავის მზადება დავიწყე.. ვაკო სააბაზანოში შევიდა და ვერკამ მაშინვე დაკითხვა მომიწყო..
- რა ხდება თქვენს შორის, საბა? მოიცა მართლა არაფერი გქონიათ ჯერ?
- ხდება, გაემგზავრა, არა.
მოვუჭერი მოკლედ და დავეჭყანე.. ისეთ სახეს იღებდა ამდროს მინდოდა ლოყები მომეძრო მისთვის,მაგრამ ისევ შევჭმუხნე წარბები, თითქოს ისევ გაბრაზებული ვიყავი. ვაკოც გამოვიდა სააბაზანოდან, თმა ჯერ კიდევ სველი ჰქონდა და თავის დიდ, ლამაზ თვალებს თვალში მიყრიდა..
- ღმერთებო, შეხედეთ ამ ორ გვრიტს როგორ შესციცინებენ თვალებში ერთმანეთს. ამას ჰქვია თვალი თვალში გაუყარაო.. არა სხვა რამეს რომ გაუყრი მერე სულ დამიდებილებ ამ ჭკვიან გოგოს.
- ვერკა ახლა გაგაგდებ!
- ყავა დამალევინე და ჩემით წავალ.
- მერე ტრადიცია?
- იქნება დაგადგეთ საშველი და ჯანდაბას ერთი შაბათი, მე ჩემ დათვს დავადგები მოულოდნელად, ვნახოთ ერთი ხოარ ცუღლუტობს.
ყავა დავლიეთ, ვერკამ ათასი უაზრობა თქვა. ჩემი ბაღის სიყვარულიც კი გაიხსენა, როგორ მაჩუქა ხუთი წლის ბიჭმა სახლიდან მოპარული მანიკურები და ამიხსნა სიყვარული და ბოლოს ძლივს მოიფიქრა ადგომა და წასვლა.
კარი ჩავკეტე და მოვტრიალდი თუ არა მის სხეულს ავეკარი. ისე მეკვროდა სუნთქვა მიჭირდა, სამაგიეროდ მის სუნთქვას ვგრძნობდი ჩემს სხეულთან.. მზად ვიყავი ყველაფერი და ყველა დამევიწყებინა და მხოლოდ მასში ჩავკარგულიყავი..
- მგონი იმ გიჟმა გოგომ რაღაცეებზე სიმართლე თქვა.
თან მეკვროდა, მერე მისი ხელები წელზე შემომეხვია და ნელ-ნელა იატაკს ავცილდი.. ფეხები წელზე შემოვხვიე და გაუაზრებლად დავეწაფე მის ვარდისფერ ტუჩებს.. ჯერ ზედა ტუჩი დავაგემოვნე, მერე ქვედა და ხარბად ვტკვებოდი მათი გემოთი.. საწოლზე დაწოლა ვიგრძენი, მის ტუჩებს არ ვშორდებოდი და ვგრძობდი როგორ შემომეცალა კაბა, მის მაისურში შევაცურე ხელები, თითქოს მასში მომწყვდეულ სხეულს თავისუფლება ვაჩუქე, მერე შარვლისკენ გავაპარე ხელები.. მაქქსიმალურად ვეცადე მოდუნება და მივენდე კაცს, რომელიც ჩემი ნაწილი ხდებოდა და ჩემში აღწევდა. ვაკოც ნაზად, აუჩქარებლად მეხებოდა, შემდეგ იყო მცირე ტკივილი, რომელიც შეუმჩნეველმა დაძაბულობამ გამოიწვია, მერე ვიყავით მხოლოდ მე და ვაკო, ჩვენ.. მისი ტუჩები ჩემს სხეულზე იკვლევდნენ გზებს, მისი ხელები ჩემზე დაფათურობდნენ და ეს ყველაფეერი სიგიჟემდე მაბედნიერებდა. ტკივილი, სიამოვნება, ვნება ყველაფერი ერთმანეთში გაერია..
მიყვარდა, ვუყვარდი და ეს საკმარისი იყო ჩვენს ურთიერთობაში ცისარტყელას გამოჩენისთვის..



№1 სტუმარი your fan ❤

ძაან მაგარია და ცოტა მაკე დადე ხოლმე გთხოვ რაა❤

 


№2  offline წევრი marikuna18

ერთიანად წავიკითხე ყველა თავი და სასწაული იყო მალადეც მალნალე დადე რაა და ცოტა გაზარდე თავები ♥♥♥♡♡♡♡♡♥♥♥

 


№3  offline წევრი judi N

your fan ❤
ძაან მაგარია და ცოტა მაკე დადე ხოლმე გთხოვ რაა❤

ძალიან დიდი მადლობა, ვეცდები ❤️

marikuna18
ერთიანად წავიკითხე ყველა თავი და სასწაული იყო მალადეც მალნალე დადე რაა და ცოტა გაზარდე თავები ♥♥♥♡♡♡♡♡♥♥♥

გმადლობ ❤️ უბრალოდ, როცა არ აქვს ხოლმე გამოხმაურება მგონია რომ არ მოგწონთ ან ცუდია და მერე იშვიათად ვდებ❤️

 


№4  offline წევრი marikuna18

judi N
your fan ❤
ძაან მაგარია და ცოტა მაკე დადე ხოლმე გთხოვ რაა❤

ძალიან დიდი მადლობა, ვეცდები ❤️

marikuna18
ერთიანად წავიკითხე ყველა თავი და სასწაული იყო მალადეც მალნალე დადე რაა და ცოტა გაზარდე თავები ♥♥♥♡♡♡♡♡♥♥♥

გმადლობ ❤️ უბრალოდ, როცა არ აქვს ხოლმე გამოხმაურება მგონია რომ არ მოგწონთ ან ცუდია და მერე იშვიათად ვდებ❤️

არა არა ძალიან კარგია და გააგრძელე ♡♡♡♡ツ♥♥♥

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent