ხევსურეთი
მეტად ლამაზი რამ იყო ხევსურეთის მაღალი,თოვლით დაფარული მთები.ელენემ თვალები დახუჭა და ღრმად შეისუნთქა ცივი ჰაერი,რომელიც მის ფილტვებს ეუცხოვა და ხველება აუტყდა.გზას კვლავ აგრძელებდა კლდეებზე მიმავალ ჯგუფთან ერთად,თუმცა ხველება არ განელებია რამოდენიმე წუთის განმავლობაში და უხეხულობისგან და ხველებისგან შეწუხებულმა გზა ვეღარ განაგრძო და იძულებული გახდა სხვლა შეენელებინა. -კარგად ხარ? - ჰკითხა გვერდით მდგომმა ახალგაზრდამ -ვერ ვიტან მთის ცივ ჰაერს,ცუდად ვხდები -მოსაცმელი ამოვიღო ჩანთიდან?წყალი ხომ არ გინდა? -მადლობა ვატო,არ შეწუხდე.კარგად ვარ უკვე -მოიცა,ასთმა ხომ არ გაქვს? -არა,უბრალოდ ვერ ვიტან სიცივეს,ცუდად ვხდები -ცოტახ მოითმინე და მალე მივალთ დასახლებულ პუნქტამდე.მომეცი შემი ზურგჩანთა,მე წამოვიღებ -აჰა,აიღე გზა არ ილეოდა,რაც ელენესთვის ტანჯვის ტოლფასი აღმოჩნდა.აღარაფერი აღარ უნდოდა,არღაც პრემია უნდოდა,აღარც ნანატრი დასვენება,ოღონდ ამ ადგილს მოსწყვეტოდა. როგორც იქნა გამოჩნდა ხის სახლები და კლიმატიც შედარებით ნორმალური იყო,მზეც ანათებდა. -როგორც იქნა - აღმოჰხდა ყველას ერთად,დაახლოებით 30 წუთში კი დანიშნულების ადგილას იყვნენ. -ვინმემ დაურეკეთ იმ ქალს,რომ უნდა დაგვხვედროდა - წამოიძახა დაღლილმა ვატომ -აქ იქნება,უნდა დაგვხვედროდა.აი ის ხომ არ არის,ჩვენსკენ რომ მოდის? - მიანიშნა ერთ-ერთმა წევრმა მათკენ მომავალ ახალგაზრდა ქალზე -ჰო,მგონი ეგაა - დაეთანხმა ხველებით ნახევრად გონდაკარგული ელენე -გამარჯობა.თქვენ წერთ სტატიებს აქაუროვაზე? - მიუგო მათკენ მიმავალმა ქალმა -დიახ,ჩვენ ვართ - ხელი ჩამოართვა ვატომ ქალმა ნიშნისმიგებით შეხედა -რატომღაც სხვანაირები წარმომედგინეთ - ქალმმა გრძელ,ქერა,შეკრულთმიან ვატოს გარეგნობას გაუსვა ხაზი,შემდეგ ჯგუფის სხვა წევრებს გადახედა,რომლებიც ვატოს მსგავსად გამოიყურებოდნენ -აქ ჩვენნაირები არ დადიან? - რბილი და ირონიული ტომით მიუგო ელენემ -აქ ყველანაირი ადამიანი მინახავს - მოკლედ უპასუხა ქალმაც. -მოკლედ,მე მაია ვარ და აქ მე დაგათვალიერებინებთ შესანიშნავ ადგილებს,გაგასინჯებთ აქაურ კერძებს,რითიც ფრიად ნასიამოვნები დარჩებით,თქვენ კი ჩვენს კუთხეს ისე წარმოაჩენთ,როგორც შეეფერება.ახლა დაწვრილებით ამიხსენით,აქ რატომ ჩამოხვედით? -ჩვენ აქ სამ თვიან პროგრამაზე ვმუშაობთ.ერთი კვირით დავრჩები - წამოიწყო ელენემ - და საქართველოს თითოეულ კუთხესა და გამორჩეულ ადგილს ვაცნობთ ქართველ და უცხოელ ხალხს და ტურისტებს,ჰოდა,აი ჩამოვედით ხევსურეთშიც.რამოდენიმე სტატია და რეპორტაჟი გვაქვს გასაკეთებელი.ეს ყველაფერი უნდა გამოვიდეს ძალიან,ძალიან მაგარი,რადგან წელიწადის ამ სეზონზე თითქმის ყველა აკეთებს იმას,რასაც ჩვენ და ძალიან ბევრი კონკურენტი გვყავს.გვინდა გვაჩვენით საიკეთესო ადგილები,ხალხი,თქვენი ტრადიციები,სამზარეულო და აბსოლიტურად ყველაფერი,რითიც ეს ადგილი გამორჩეულია,რომ ჩვენ ამიმწურავად მივაწოდოთ ინფორმაცია მკითხველს და მაყურებელს და უნდა ვქნათ ისე,რომ თითოეულ ადამიანს ამ ადგილის ნახვის სურვილი გავუჩინოთ.ხევსურეთი გამორჩეული ადგილია და ყველაფერი,რაც ამ ადგილის შესახებ დაიწერება,უნდა იყოს განსაკუთრებული და დასამახსოვრებელი -კი ბატონო,ყველაფერს გაჩვენებთ რაც აქ მართლაც გამორჩეული და შესანიშნავია და შემდეგ თქვენ გადაწყვიტეთ რას მოახვედრებთ თქვენს სიუჟეტსა და სტატიაში და რას არა.დარწმუნებული ვარ,ვერაფერს გაიმეტებთ ამოსაჭრელად - მიუგო გახარებულმა ქალმა -როგორც შევთანხმდით,ხვალიდან დავიწყებთ ხევსურეთის შემოვლას. -ყველანი გადავნაწილდებით სახლებში - ელენემ -ჰოდა,ჩემს გარდა კიდევ რამდენიმე გიდი გეყოლებათ - განაგრძო მაიამ -სად აპირებთ დარჩენას? -სახლები ვიქირავეთ -წავალთ და დავბინავდებით,თორემ აღარაფრის თავი გვაქვს - განაცხადა დაღლილმა ვატომ -როგორც გენებოთ - ზრდილობოანად მიუგო მაიამ,რომელსაც პირსინგებიანი ვატოს გარეგნობა აშკარად არ მოსდიოდა თვალში *** მეორე დილით რვა კაციანი ჯგუფი გადანაწილდა.ელენეს სუსტი ჯანმრთელობის გამო შატილშივე მოუწია დარჩენა.დიდად არც ქონია სურვილი მთელი ხევსურეთი მოეარა.როგორი ლამაზი ადგილიც არ უნდა ყოფილიყო,სძაგდა ცივილიზაციას მოწყვეტილი,დაუსახლებელი ადგილები,მის გიდად კი მაია დარჩა,რომელიც ჩამოსვლისთანავე დახვდა ჯგუფს. ელენე დილით თბილ ტანსაცმელში გამოეწყო და თავის გიდს დათქმულ ადგილას შეხვდა.გიდი იქვე ადგილზე დახვდა. -აშკარად არ ჩანხარ ხევსურეთით ნასიამოვნები ელენეს გაუკვირდა გიდის მხოლობით ფორმაში მომართვა,არც კი იცნობდა და უკვე შენობით ესაუბრებოდა.გულში გაიცინა -ხო,მოსაწყენი ადგილია.ადგილობრივებს გეყვარებათ,ვიცი - ელენემაც მხოლობით ფორმაში მიმართა -რა განსხვავებულები ვართ მთის და ქალაქის ხალხი - განაცხადა მაიამ - არ მოდის ჩემამდე,როგორ შეიძლება ეს ადგილი მოსაწყენი იყოს ადმიანისთვის?! - თქვა გულდაწყვეტილმა მაიამ -ძალიან ჩვეულებრივად - არ ესიამოვნა გიდის ნათქვამი - სწორედ ამიტომ განვსხვავდებით ერთმანეთისგნ,რომ ერთნი მთას ვერ ვეგუებით,მეორენი კი ხმაურს და ქალაქს.ადამიანი ინდივიდუალური არსებაა და ჩემს ნათქვამში გასაკვირი არაფერია -ცუდი გაგებით არ მითქვამს -გადაგებია,მივხვდი - მოკლედ უპასუხა ელენემ - დღეს რას ვაპირებთ? - შეცვალა საუბრის თემა -ხო,ამაზე მინდოდა შენთან საუბარი.სახელი შემახსენე? -ელენე -ელენე,ჩვენ გეგმაში გვქონდა ადგილების დათვალიერებით დაგვეწყო,მაგრამ ერთი წინადადება მაქვს.აქ ყოველ წელს იმართება ფოლკლორული მუსიკის ფესტივალი და დაემთხვა თქვენს აქ ყოფნას.საქართველოს ბევრი კუთხიდან ჩამოდიან და ტელევიზიებ იდა ჟურნალისტებიც ხშირად მოდიან.დღეს ფესტივალის ბოლო დღეა და ხომ არ ისურვებდით,რომ ამაზე სტატია დაგეწერათ?მგონი საინტერესო გამოვა -კი,მგონი ძალინ საინტერესო გამოვა,სიამოვნებით წამოვალ.როდის არის? -წესით დილიდან დაწყებულია,მაგრამ ხალხი საღამოს მოდის,ამიტომ წასვლას აზრი არ აქვს.მხოლოდ ერთი-ორი კაცი დაგვხვდება,მაგრამ ამასობაში შემიძლია საინტერესო რესპონდენტი შემოგთავაზო -მართლა? - ,,დღეს მშვენიერი,სიურპრიზებით სავსე დღე მაქვს.პრემია ჩემი” გაიფიქრა ელენემ -აქ ერთი კაცი ცხოვრობს და,იცი,რამდენი წლისაა? -რამდენის? -ასერთი -მაგარია - გაოცდა ელენე -ყველაფერს მოგიყვება ხევსურეთის შესახებ,ბევრის მომსწრე და მნახველი,ძველ ტრადიციებზეც გელაპარაკება,ერთი სიტყვით არ ინანებ მის გაცნობას,თან ძალიან თბილი ადამიანია,რაც მთავარია,ამბობენ მომავლის დანახვა შეუძლიაო.მასთან ქალაქიდანაც ჩამოდიოდნენ თურმე კლიენტები თავის დროზე -სიამოვნებით გავიცნობდი,მაგრამ,თუკი ასერთი წლისაა - ელენემ საუბარი შეანელა,რომ მისი ნათქვამი ნაკლებად უტაქტო გამოჩენილიყო - კარგი მოსაუბრე იქნება? -რას ამბობ,შენ ვერ წარმოიდგენ როგორი ჭკვიანია და როგორ საუბრობს.ეს ჩვეულებრივი მოხუცი არ არის,ძალიან ადეკვატურად საუბრიბს,დამიჯერე,არ გაგიჭირდება გაგება- ოფიციალურად საუბარს განაგრძობდა მაია -კარგი,მაშინ სიამოვნებით წამოვალ.საინტერესო იქნება -ჩვენი ხალხის ბელადია,უხიცესია,ყველაზე დიდი ადამიანი მთელს ხევსურეთში.ყველას ძალიან გვიყვარს -ახლა მასთან მივდივართ? -ხო -იცის? -არა,მაგრამ ვეტყვით -იქნებ არ სცალია? -შენი აზრით მისი ასაკის კაცი საქმეს აკეთებს? - სიცილით მიგო მაიამ -რა ვიცი,აბა - გაეაღიმა ელენესაც ხევსურეთს,განსაკუთრებით შატილს ამ სეზონზე ბევრი ტურისტი ყავდა,ამიტომ არც ისე უკაცრიელი ადგილი იყო.აქაური სიმწვანე და ცივი ჰაერი უფრო და უფრო იზიდავდა ხალხს.მწვანე მინდორზე ნახევარ საათიანი სიარულის შემდეგ პატარა,კოშკივით სახლთან მივიდნენ. -თევდორე ბაბუა - მაიას მოულოდნელმა შეძახილმა ელენე შეაშინა -თევდორე ბაბუა - კიდევ ერთხელ დაიყვირა მაიამ და ამასობაში ფანჯარაში პატარა,წვერებიანი მოხუცი გამოჩნდა.რატომღაც თავზე სვანური ქუდი ეფარა.თოვლივით თეთრი წვერი მთელს სახეს უფარავდა,მხოლოდ ზღვისფერი თვალები უჩანდა -რომელი ხარ მანდ? - დაიძახა ბოხი ხმით მოხუცმა -მაია ვარ მაია,ჯიშკარიანი,იასონ ჯიშკარიანის გოგო -ჩემი იასონის? მოდი შვილო,შემოდი - მოხუცს აშკარად გაუხარდა იასონის ხსენება. ელენე და მაია ხის სახლში შევიდნენ.სახლს ეტყობოდა,რომ მოხუცი მარტო ცხოვრობდა.ჩაბნელებული,მტვრიანი და ნესტიანი,თუმცა რაღაცით სასიამოვნოც კი იყო.გარშემო ყველაფერი ყავისფერი და ხის იყო,კედელზე ჩამოკიდებული ჭურჭელი და კოვზებიც კი.აშკარა იყო,რომ ამ მისტიკურ,თუმცა სასიამოვნო სახლში ტრადიციულ ვინმეს უნდა ეცხოვრა.ხის სახლს ჭრაჭუნი გაუდიოდა.ელენეს მომენტში იმისიც კი შეეშინდა,რომ სახლში არ დანგრელიყო და შიგ არ მოყოლილიყო.მაიამ მისი მღელვარება შენიშნა და დაამშვიდა: -ნუ გეშინია,ორი საუკუნეა ეს სახლი არსებობს და ჯერ არაფერი მოსვლია - მაია ვერ მიხვდა,რომ დამშვიდების ნაცვლად პირიქით,უფრო ააფორიაქა მეწყვილე. -რამდენი ხანია სულიერი არ მინახავს ამ სახლში - მოდიოდა ხელჯოხიანი მოხუცი -მეზობლები ხომ მოდიან ხოლმე,თევდორე ბაბუა - ჩაეხუტა მაია -ეჰ,ვინღა მოდის შვილო,ყველას თავისი ცხოვრება აქვს.ვის აინტერესებს ჩემნაირი მოხუცი -ჯანმრთელობა როგორ გაქვთ თევდორე ბაბუა? -უჰ,რა ვიცი შვილო,ცოტა ფეხები მაწუხებს,მაგრამ კი ვარ მაინც ჩიტივით.ოჰ,ეს ლამაზი გოგო ვისია?არ მეცნობა - მოხუცმა მათ დიალოგზე მომღიმარ ელენეს გახედა -ეს გოგო თბილისელია.სტატია უნდა დაწეროს ხევსურეთზე და ვუთხარი,თევდორე ბაბუაზე კარგ რესპონდენტს სად იპოვიმეთქი და აი ჩვენც აქ მოვედით -მართლა?როგორ განახარე შვილო.რომ იცოდეთ როგორ მიხარია ამ სიბერეში ხალხს რომ ვადგები.თქვენ ოღონდ მითხარით და რასაც გინდათ ვილაპარაკებ - გული გაუთმა კეთილ მოხუცს - რა გქვია,შვილო? -ელენე - თბილად გაუღიმა -აბა რა გაინტერესებს შვილო?უი,რომ არ შეგიპატიჟეთ შინ?! - გაახსენდა მოხუცს.ავიდეთ მაღლა.ღვინოს ხომ არ დალევთ შვილებო? -არ შეწუხდეთ თევდორე ბაბუა - უპასიხა მაიამ -არა,აუცილებლად უნდა დაგპატიჟოთ -როგორც გენებოთ - უპასუხა ისევ მაიამ მოხუცი ფანჯარასთან მდგარ ლამბაქისკენ გაემართა. -მე არ დამისხათ ღვინო - უთხრა ელენემ -უი,რატო? - შეცბა მოხუცი -არ ვსვამ -ეს რა მითხარი - ისე დაიძახა მოხუცმა,თითქოს დარტყმა მიაყენესო -დიახ,არ ვსვამ -კი მარა,რატო შვილო,ქართველი არა ხარ? - შეიცხადა თევდორემ -ქართველი ვარ და არ მიყვარს ღვინო.ვერ ვხედავ ამაში ტრაგედიას - მოკლედ და უხეშად მოუჭრა ელენემ.სერიოზული სახით უყურებდა მოხუცს.რა ექნა,არ უყვარდა ასეთი უცერემონიო,ტრადიციის მიმდევარი ხალხი,ამიტომ დისტანციის დაცვა ამჯობინა -რა გაეწყობა.ახლა მითხარით მე რაზე უნდა ვილაპარაკო? -რაზე და ხევსურეთზე,აქაურ ტრადიციებსა და სამზარეულოზე,ხალხზე,იმაზე,რისი მომსწრეც გახდით თქვენი ცხოვრების მანძილზე,კიდევ საინტერესოა რამდენაც არის დაცული გენდერული თანასწორობა აქ.მაინტერესებს ყველაფერი კარგი,რაც ხევსურეთზე იცით -ოოო,ეს დიდი საქმეა - სიამოვნებით შეიჭმუხნა შუბლი მოხუცმა.ელენემ ტელეფონში ვოისერი ჩართო -ხევსურეთი შვილიკო,საუკუნეებია არსებობს - თითისაწევითა და ჩურჩულით დაიწყო მოხუცმა საუბარი.ეტყობოდა,რომ მისთვის ძვირფას თემაზე საუბრობდა - ხევსურეთს კავკასიონის ქედი ორ ნაწილად ყოფს:პირიქითას ხევსურეთადა და პირაქეთას ხევსურეთად.ეს პირიქითას ხევსურეთი მოიცავს მიღმახევს,შატილსა და არხოტს,პირაქეთი კიდევ,შვილო,არაგვის ხეობას.ჩვენ,ხევსურები ძალიან ტრადიციული ხალხი ვართ.აი,მაგალითად,ათენგენობა,ხომ ყველამ იცით?ათენგენეს ხსენების დღეა,კიდევ რძლის არჩევის ტრადიცია.ჩვენთან,ხშირად ხდება ისე,რომ ქალებს აკვნიდანვე ნიშნავენ ხოლმე ვაჟებზე.ერთი გვარის ქალ-ვაჟი აქ ვერ დაქორწინდება,რადგან ერთი ხატის ყმებად ითვლებიან -სისხლის აღებაზე რას გვეტყვით? -ამ ტრადიციის გამო ბევრი ვე გვიტანს.ეს დღემდე ხდება,ნუ შიგ და შიფ,მაგრამ ადამიანს აქ უმიზეზოდ არ კლავენ.ეს გახსორვდეს. მოხუცმა კიდევ დიდხანს ისაუბრა ტრადიციებზე. -შენ გსმენია ლეგენდა ხევსურელ ბიჭსა და გოგოზე? -არა,არ გამიგია - დაინტერესდა ელენე -ასი წლის წინათ,აქ ერთი მომღერალი ბიჭი ყოფილა.ეს ბიჭი ფანდურზე,ჩონგურზე და სხვა საკრავებზე უკრავდა როცა ცხვრების ფარას მიასეირნებდა ხოლმე.იჯდა ხოლმე მინდორში და მღეროდა.ერთხელაც,მაგისი სიმღერა ერთ პატარა გოგოს მოუსმენია და მისი ხმა გულში ჩავარდნია.ამ ქალ-ვაჟს ერთმანეთი შეჰყვარებიათ,მაგრამ არ დასცალდათ ერთად ყოფნა,რადგან ერთი გვარისანი ყოფილან.ისე მოხდა,რომ ეს გოგო ბაიას ელოდებოდა,ჰოდა,რა ექნათ ნათესავებს?დახოცეს ორივე.ამბობენ,ბიჭი გადარჩაო და ისევ მღერის ტყეში და ტირის,რადგან დაკარგულ სიყვარულს ეძებსო და იქამდე იტირებს,სანამ არ იპოვისო.თურმე,ტყეში ღამით კაცის სიმღერის ხმა ესმის ხოლმე მოსახლეობას და იქამდე იმღერებს,სანამ თავის სიყვარულს არ დაიბრუნებსო.მე ჯერ არ გამიგონია იმის სიმღერისა და გოდების ხმა,მაგრამ ბევრი ამტკიცებს,გავიგეთო.ამბობენ,რომ ერთხელაც ამ ბიჭის ხმას ვინმე მოისმენს და იმასაც შეუყვარდება. ელენე აღფრთოვანებული უსმენდა მასპინძელს და დროის შეგრძნება დაეკარგა.ამბავის დასრულების შემდეგ მაიამ ფესტივალის შესახებ გაახსენა,მასპინძელი კი ბოლოს კი სტუმრებს დაემშვიდობა. -შვილო - მკლავი დაუჭირა ელენეს - შენი ადგილი აქ არ არის -ვერ გავიგე? - გაოცდა ელენე -აქედან უნდა წახვიდე,სანამ დროა -მაინც ვერ გავიგე - ახლა უკვე გაეცინა ელენეს -აქედან უნდა წახვიდე,თორემ თავს დაიღუპავ -რას ამობთ თევდორე ბაბუა? - გაოცდა მაიაც - ჰა ჰა ჰა ჰა - დაიწყო ხარხარი მოხუცმა და სიცილში ელენე და მაიაც აყვნენ.ბოლოს როგორც იქნა სახლს გამოაღწიეს. მიუხედავად იმისა,რომ მოხუცმა იხუმრა,ელენე მისმა ხუმრობამ ცოტა შეაშინა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.