შენთან თავი 11
დილიდანვე დაიწყო საქორწინო მზადება. ქეთა და ნინი თეკლას ეხმარებოდნენ ჩაცმაში. სტილისტმა სადად გაუკეთა თმა.უკან შეუკრა და მასში ფატა ჩაუმაგრა. მსუბუქი მაკიაჟიც ძალიან მოუხდა. საბოლოო შტრიხები შეუსწორეს და ნერვიულობის დასაფარად ფოტოგრაფს დაუძახეს რომ ფოტოები გადაეღოთ. ბაღში მსახურებს უკვე დაედგათ მაგიდები სტუმრებისთვის და ლამაზად გაეფორმებინათ ეზო და სკამები. არ იყო ტიპიური ქართული ქორწილი.უფრო ევროპულ სტილში იყო ყველაფერი გადაწყვეტილი ყოველგვარი ზედმეტობებისა და გადაჭარბების გარეშე. ჯვრისწერა შუადღეს შედგა.სანდრომ რომ თეკლა დაინახა დამუნჯდა ისეთი ლამაზი იყო გოგო.ფერიასავით ჩამოფარფატდა კიბიდან და მის წინ გაჩერდა.იქამდე იდგა გაშეშებული სანამგიორგიმ არ მიჰკრა ხელი და გამოაფხიზლა. რატომღაცმასაც ის დღე გაახსენდა პირველად რომდაინახა დოლიძე ამკიბეზე ჩამომავალი. თითქოსანგელოზი ჩამოფრინდაო სანდროსავით გაშეშებული იდგა ისიც. მხოლოდ ახლობლები იყვნენ ეკლესიაში და მეჯვარეები.მერე ისევ ფოტოსესია გაიმართა.გოგიმ რომ დაურეკა გელოდებითო მაშინ წავიდნენ სახლში.ნინიკო გადაიღალა.მაგრამ არ დაუწუწუნია.იცოდა გიორგი წაიყვანდა და ქორწილს გამოატოვებინებდა. საღამოსთვის ყველაფერი მზად იყო. სტუმრებმაც ნელ-ნელა დაიწყეს მოსვლა. ეზოში გოგი ეგებებოდა მათ.მისკენ მიმავალი ყოფილი ცოლი რომ დაინახა გაუკვირდა არ ეგონა თუ მიიღებდა მიწვევას -გამარჯობა გოგი. -მიესალმა ყოფილ ქმარს. -როგორ ხარ? -კარგად მარინა შენ როგორ ხარ? -მეც კარგად. მითუმეტეს ახლა როცა ნინისთან ყველაფერი გავარკვიე და ურთიერთობა მოვაგვარეთ. ახლა ყველაფერი კარგადაა ჩვენს შორის. -ვიცი.ყველაფერი მითხრა და ძალიან მიხარია, ბოლოსდაბოლოს ხომ მიხვდი რომ ის ზუსტად ისეთია როგორ ქალიშვილზეც ოცნებობდი? -ვაღიარებ ნამდვილად არ ველოდი ამას და ახლა უკვე ძალიან მიხარია რომ დათოს არ გაჰყვა ცოლად. -მარინა კარგად დაფიქრდი და ისე მიპასუხე. ამას იმიტომ ხომ არ ამბობ რომ გიორგის ქონების შესახებ გაიგე და მისგან სარგებელს ელი?-ეჭვით ჰკითხა ცოლს გოგიმ -არა გოგი გეფიცები, მართლა ყველაფერს მივხვდი და ისიც გავიგე რომ ნინიკო საუკეთესო შვილია და საუკეთესო ქმარი შეარჩია. -ძალიან კარგია თუ ასე ფიქრობ. შენ გაერთე. მე კი სტუმრებს მიხვედავ, ბოდიშს გიხდი წავალ, აი სანდროს მშობლებიც მოვიდნენ.მოვემზადები შესახვედრად. -თქვა გოგიმ. -მოიცადე, -შეაჩერა მარინამ. -ნება მომეცი ისევ შენს გვერდით ვიყო ამ დღეს და დაგეხმარო ძველებურად,როგორც დიასახლისი.გპირდები ქორწილი რომდასრულდება წავალ.-სთხოვა მარინამ. -ნინის და თეკლას ხათრით. გოგი წამით შეყოვნდა, რარაც დიდი სახეცვლილება დაინახა მასში.ალბათ ისეთი დიდი ხანი რომ ელოდა და ამდენი წლის მერე აღმოაჩინა.მაგრამ დიდხანს არ უფიქრია რადგან სანდროს მშობლები უახლოვდებოდნენ და თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია ყოფილ ცოლს.ქალმა მკლავზე გამოსდო ხელი და აედევნა.მომავალ მძახლებს მიესალმნენ.ერთმანეთი მოიკითხეს და მიულოცეს შვილების ბედნიერება.განა თეკლასაც შვილად არ თვლიდნენ? მალე გამოჩნდნენ ახალდაქორწინებულები.უკან მეჯვარეები.გიორგი და ნინი და ქეთა და ირაკლი მოჰყვებოდაჸ -აბა მომავალო მეუღლევ მზად ხარ თავი გაყო უღელში? -გაეცინა გოგის -უკვე გავყავი ბატონო გოგი და სიმართლე გითხრათ არ ვნანობ.ყველაზე საუკეთესო რაც გამიკეთებია ეს თეკლას შეყვარებაცდა მასზეცდაქორწინებაა.ამაყად გაიჯგიმა სიძე -მას შენ გაბარებ და შენ უნდა იზრუნო მასზე. მე ჩემი შვილისგან არ განმისხვავებია და ახლა შენ გთხოვ ცივ ნიავს არ მიაკარო.გიყვარდეს და იყოოსი ერტგული.დააფასო ისე როგორც ის დაგაფასებს და როგორც ის მოგიფრთხილდება -რა თქმა უნდა ბატონო გოგი.-თქვა სანდრომ. მერე ცერემონია შედგა.ხელი მოაწერეს და მერე უკვე წვეულებაც გაჩაღდა, ელენე აღფრთოვანებული იყო ამდენი ლამაზი კაბის ნახვით და ხან ვისთან იყო და ხან ვისთან, მუსიკაც გაჩაღდა და ცეკვა დაიწყეს დროდაფრო იყო თამადის მიერ წარმოტქმული სადღეგრძელოები. მხიარულებაში დრო უცებ გავიდა და წვეულებამაც პიკს მიაღწია. საქორწინო ტორტი შემოიტანეს. ნეფე-პატარძალმა გაჭრა, მას საქორწინო თიგულის სროლა მოჰყვა,რომელიც ქეთამ დაიჭირა -აბა ქეთა ახლა შენ უნდა იყო ბედნიერი,შენი ჯერია . -უთხარ ნინიკომ -მინდა შენც ჩემსავით ბედნიერი იყო, მიეჭრა პატარძალი -იმედი მაქვს ასე იქნება და ამჯერად ცხოვრების ბოლომდე ერთად ვიქნებით, -თქვა ქეთამ და ირაკლის გახედა.მაგრამ სტუმრებში ნაცნობი სახე დალანდა.არ შეიმჩნია, ეტყობა მეჩვენაბაო გაიფიქრა. მოშორებით ირაკლი სანდრო და გიორგი საუბრობდნენ. -უკვე დაიწყეს ჭორაობა. -დაიწუწუნა გიორგიმ -ჰო. აბა ხომ იცი ქალებს იმდენი სალაპარაკო აქვთ. -თქვა ირაკლიმ -არადა უკვე გვიანია და ჩვენი წასვლის დროა თორემ თვითმფრინავზე დაგვაგვიანდება. -თქვა სანდრომ -წავალ ვეტყვი შენ კი ნელ-ნელა სტუმრებს დაემშვიდობე,დევდარიანი გოგოებისკენ წავიდა, -ათეკლა დროა დაემშვიდობო ყველას და წასავლელად მოემზადო. -უი რამხელა დრო გავიდა უკვე გვიანია, მაგრამ ოთახში დამრჩა ბილეთები. -მე მოგიტან, შენ კი სანდროსთან მიდი და დაემშვიდობეთ სტუმრებს.შენ კი ჩემო ცოლო დაჯექი ცოტა ხანს დაისვენე.მალე მოვალ.,მიაყარა გიორგიმ სხაპასხუპით და სახლში შევიდა. ბილეთები მაგიდაზე არ დახვდა. დაავიწყდა ეკითხა თეკლასთვის სად იდო ბილეთები და მაგიდის უჯრა გამოსწია. იქ დახვდა,ბილეთებთან ერთად კონვერტიც გადმოვარდა. საიდანაც ფოტოები გადმოიყარა. დაიხარა აიღო და სახეზე ფერი გადაუვიდა, ის დღე გაახსენდა როცა საკუთარი ცოლი საყვერელთან ერთად ნახა და ახლა მიხვდა ვინც იყო ის, რატომ ეცნობოდა ის კაცი. წარსულმა თვალწინ გაურბინა. -ჯანდაბა არა. -იყვირა მან.სულ დაავიწყდა ყველაფერი და საძინებელში გავარდა.... სანდრო და თეკლა წასავლელად ემზადებობნენ და გიორგის ელოდნენ. მაგრამ ის არ ჩანდა. ნინიკო წავიდა მის სანახავად მაგრამ გიორგი თეკლას ოთხში არ დახვდა, ბილეთი აიღო თეკლას ჩაუტანა და შიშმა შეიპყრო თან. ერთი სული ჰქონდა მეუღლე ენახა. ქეთას ჩუმად ჰკითხა: -გიორგი არ გინახავს? -არა კარგა ხანია არ მინახია, -უპასუხა მან. ნინიმ იქაურობა დატოვა, ქეთამ კი ირაკლის უჩურჩულა. -არ მინდა ვიფიქრო რომ მოჩვენებები დამეწყო, მაგრამ მგონი ასეა. -რა მოხდა?- ჰკითხა მან -გიორგის ყოფილი ცოლი დავინახე ან უბრალოდ მას მივამსგავსე, -დამშვიდდი მოგეჩვენებოდა. -იმედია და ყველაფერი კარგად დასრულდება როგორც იქნა დრო იხელთა და ნეფე-პატარძლის წასვლის შემდეგ ქმარს მიაგნო საძინებელში. ქვემოთ კი მხიარულება გრძელდებოდა და სტუმრები სულაც არ აპირებდნენ წასვლას. გიორგი სავარძელში იჯდა ჩაბნელებულ ოთახში და სასმელს სვავდა, ხელში სურათები ეჭირა და მას დაჰყურებდა. -რა მოხდა საყვარელო რატომ სვავ? -ნინიკომ მოახლოვება სცადა და ჭიქა გამოართმევა სცადა. მაგრამ გიორგიმ არ დააანება. -მოვკლავ ორივეს. -იყვირა მან და ჭიქა კედელს ესროლა. ნინიკო შიშისგან შეკრთა და კარებს აეკრა. სახეზე ფერი გადაუვიდა და მუცელში რაღაც ძლიერი იგრძნო. -რა მოხდა?-ჩურჩულით ჰკითხა ქმარს. -აი რა მოხდა. -უთხრა მან გაცეცხლებულმა და სურათები აუფრიალა წინ. -სად ნახე? -ჰკითხა მან და საწოლის კიდეზე ჩამოჯდა. -ბრაზდები რომ არ განახე ან რომ შევინახე? -ნინის ცრემლები გადმოსცვივდა -ნინი საყვერელო შენ არაფერ შუაში ხარ. გიორგი მიხვდა რომ ზედმეტი მოუვიდა ნინისთან და მოეხვია , დამშვიდება დაუწყო. -აბა რა მოხდა? რატომ გაგამწარა მაგ ფოტოებმა? -იცი ეს ვინ არის? ეს ქალი დათოს გვერდით? ეს ისა არის ვინც ცხოვრება დამინგრია. ეს ის ქალია ვინც ყველაზე ძალიან მძულს. ეს ჩემი ყოფილი ცოლია -გეშლება გიორგი ეს ჩემი ბავშვობის მეგობარია, უფრო სწორად ყოფილი მეგობარი ვისთანაც დათომ მიღალატა. -ამიტომაც ვერ მივხვდი უცებ ერთიდაიგივე პიროვნებამ გაგვწირა ორივე, სხვა სახელით გამეცნო მე. როგორ ვერ მივხვდი. -ბრაზობდა გიორგი.-ქორწილის დღეს მან დაურეკა დათოს და ახლა ვხვდები რატომ დაიბნა ის. -ანანო? დაუჯერებელია? წარმოუდგენელია?-აღრიალდა ნინი და ოთახიდან გავარდა. -ნინი ნუ გარბიხარ, გამოეკიდა გიორგი. კიბეები ჩაირბინა და ეზოში გავიდ. უკან გიორგი მისდევდა. როგორც იქნა დაეწია და გააჩერა. -რა მოხდა შვილო სად გარბიხარ? ხომ იცი ეს საშიშია შენს მდგომარეობაში. -უსაყვედურა გოგიმ -სად გავრბივარ და ანანო უნდა მოვკლა იყვირა ნინიმ. სტუმრებში დაბნეულობა შეიქმნა. -ასე ასე. მეც აქ ვარ და ამ შესანიშნავ კონცერტს არ დავაკლდები. თქვა ვიღაცამ და ტაში დაუკრა.- გაქცევა და შორს წასვლა არ დაგჭირდება. -დათო ერთხელ უკვე გადამირჩი და გეფიცები ახლა ვერაფერი გიხსნის, თქვა გიორგიმ და ადგილს მოსწყდა, დათოსთვის დარტყმა მოასწრო. მერე კი ირაკლიმ გააჩერა. -გამიშვი უნდა მოვკლა ვერ გადამირჩება.-იმუქრებოდა ირაკლი.-შენ ხარ ყველაფერში დამნაშავე. როდის დაგეგმე ის ამბავი რომ მაია ჩემთვის გაგეცნო თუ ანანო? რა ჰქვია სინამდვილეში? რატომ გააკეთე ეს? -ერთი ადამიანი გვაკლია კიდევ.- თქვა მან ირონიით და ვიღაცას დაუძახა. ანანო გამონდა. -მისი ნამდვილი სახელი ანანოა. -ვერც შენ ვერ გადარჩები გეფიცები. შენც პასუხს აგებ ყველაფრისთვის. მიუბრუნდა გიორგი. არც ერთს არ შეგარჩენთ ჩემს მასხარად აგდებას. ყვიროდა ის. -როდის დაგეგმეთ ჩემი მოტყუება? მანამდე სანამ მოგზაურობაში ვიყავით თუ მას შემდეგ რაც გაიგეთ რომ მდიდარი ბიზნესმენი ვიყავი? მიპასუხე?- გიორგი უკვე ძალიან იყო განერვიულებული და თავს ვერ აკონტროლებდა. -მაშინ როცა გაგიცანი და მივხვდი რომ შენი გამოჭერა ადვილი იქნებოდა.- ირონიულად პასუხობდა დათო. -ხომ გითხარი არ შეგარჩენ ნინის წართმევას-თქო. -მე შენი საკუთრება არ ვყოფილვარ და მადლობა ღმერთს რომ დროზე მივხვდი ვინც იყავი. მადლობა ანანოს რომ ის ფოტოები გამომიგზავნა. ასე არაა ანანო?- მოიბრუნდა ნინი მას -შენ გაუგზავნე ფოტოები?-დაიბნა დათო და არ ელოდა სიტუაციის ასე წარმართვას. -აბა სხვას ვის უნდოდა რომ ჩვენი ქორწილი ჩაშლილიყო?-ირონიულად გაეღიმა ნინის.- მაგრამ ის ამით ვერც კი მიხვდა რამხელა სიკეთე გამიკეთა. -გეფიცები ვერ გადამირჩები.-გიორგიმ ირაკლის ხელი გააშვებინა და დათოს კიდევ ერთხელ დაარტყა. ამჯერად მანაც საპასუხოდ დაარტყა და გიორგის ტუჩი სისხლით შეეღება.ამან კიდევ უფრო გაამწარა ის და ისევ დაარტყა.ორივენი ძირს დაეცნენ გიორგი ზემოდან მოექცა და სახეში რამდენჯერმე მოუქნია. დათოს ერთიანად სისხლმა შეუღება სახე.როგორც იქნა მოახერხეს მათი გაშველება და წამოაყენეს მოჩხუბრები -რა იყო ხომ არ გშურს რომ შენი ორივე ცოლი შენამდე ჩემი რომ იყო? -დათო გაჩუმდი მე შენი არასოდეს ვყოფილვარ, -გააჩუმა ნინიმ და მას მიუხლოვდა. -როგორ ვნანობ შენთან გატარებულ თითოეულ წამს. შენთვის დაკარგული დროც კი მენანება. შენ ყველაზე დიდი არაკაცი ხარ ქვეყანაზე. შენ კაცი არ გქვია. -უთხრა და სახეში შეაფურთხა. -შენ კი ქალბატონო მოღალატე და ბო..ი ხარ. მიუბრუნდა ანანოს ნინიკო, სახეში გაარტყა და გასასვლელისკენ გაიქცა. -ნინი ნუ გარბიხარ, შენთვის არ შეიძლება,-დაუყვირა გიორგიმ და უკან გადევნება დააპირა მაგრამ დათომ გადაუღობა გზა. -ახლავე და აქ დავამთავროთ ყველაფერი. -რა გვაქვს გასარკვევი მითხარი? ის რომ მე შენს მეგობარს ასე მომექეცი და სრულიად უდანაშაულო გოგოც არ დაინდე, მითხარი რა იყო შენი მიზანი?-გამოსცრა გიორგიმ -პირველად მაშინ დავგეგმე ეს როცა იმ მოგზაურობის დროს გაგიცანი. მივხვდი რომ ბევრი ფული გქონდა და შენი გამოჭერაც ადვილი იქნებოდა. ყველაფერი კარგად გავარკვიე და უკან რომ დავბრუნდი გეგმაც მოფიქრებული მქონდა. ანანო თავიდან არ იყო თანახმა, მაგრამ ვაიძულე რომ დამთანხმებოდა. დავპირდი ცოლად მოგიყვან თქო. დამთანხმდა ოღონდ მანამდე უნდა მოგვესწრო სანამ ნინი დაბრუნდებოდა. შენც გაები. მე ფული მჭირდებოდა შენ ცოლი -კარგი გარიგება იყო.-გაეცინა დათოს. -უფრო ბევრს წავიღებდით ქეთას რომ არ დავენახეთ. უბრალოდ დავიწვით, მან ვერ მოასწრო დათოს დანახვა და ამიტომ წავედი სასწრაფოდ,-თქვა ანანომ და თავი დახარა. -ყველაზე დიდი ნაძირლები ხართ, ეს მაშინ უნდა გამეკეთებინა უბრალოდ ვერ მოვასწარი თქვა ქეთამ და ანანოს მთელი ძალით შემოარტყა გაშლილი ხელი. -ალბათ ნინიკოც ამიტომ გინდოდა ცოლად მოგეყვანა რომ მის ფულს დაპატრონებოდი. ამიტომ ამირიე მეც თავგზა და დამარწმუნე რომ მის ცოლობაში დავეთანხმებინე,-ჩაერთო მარინა . -ღმერთო ჩემო რა ურჩხული ხარ. როგორ მომატყუე. -მართალი ხარ, ერთადერთი ვისაც ჩემს გრძნობაში ეჭვი ეპარებოდა ეს ბატონი გოგი იყო, მაგრამ ამას უკვე აღარ ჰქონდა მნიშვნელობა. ნინი უკვე თანახმა იყო.- დაადასტურა დათომ -მე აქედან მივდივარ, ნინი უნდა ვიპოვო, გეფიცები მას და ბავშვებს რამე რომ დაემართოთ საკუთარი ხელით მოგკლავ,- გამოსცრა გიორგიმ და იმავე გასასვლელში გაუჩინარდა სადაც ნინი. იქ მყოფები ახლაღა მიხვდნენ რომ სტუმრების ნაწილი უნებურად გამხდარიყო ამ ყველაფრის მოწმე. მარინამ ბოდიში მოუხადა ყველას და ამცნო რომ წვეულება დასრულებული იყო და შინ წასულიყვნენ, -თქვენ არსად წახვალთ, -მიუბრუნდა გოგი ანანოს და დათოს. - თქვენ დანაშაული ჩაიდინეთ და უნდა დაისაჯოთ, არც კი გაბედოთ წასვლა თორემ გეფიცები ჩემი ხელით მიგასხმევინებ ტვინს. გოგიმ იარაღი ამოიღო და დათოს დაუმიზნა. ანანომ შეჰკივლა შიშისგან დათოს აეკრა. თაღლითობისთის დაპატიმრებაას იმსახურებთ და სასჯელი უნდა მოიხადოთ. -გოგი ღვთის გულისათვის არ ისროლო. -შეევედრა მარინა.- გთხოვ ჩვენთვის გააკეთე ეს, ნინისთვის და ბავშვებისთვის მაინც გააკეთე. -ესენი სიცოცხლეს არ იმსახურებენ, ვინ იცის რამდენი ადამიანი გაამწარეს. -გთხოვთ ბატონო გოგი. ელენეს ეშინია, იქნებ არ ღირდეს.-ჩაერია ირაკლი. გოგიმ იარაღი დაუსვა და პოლიციის ნომერი აკრიფა. პოლიცია მალე მოვიდა და ორივე დააპატიმრეს. -ბატონო გოგი ბრალდებას ვინ წაუყენებს? საჩივარია დასაწერი. -ქეთა მე უფლება არ მაქვს ეს შენ უნდა გააკეთო.-უთხრა გოგიმ -კარგით წამოვალ ახლავე. ელენეს დავაძინებ და მოვალ -ელენეს მე დავაძინებ შენ წადი. უთხრა მარინამ. -ბოლოსდაბოლოს ბებია ვხდები და ხომ უნდა მივეჩვიო ბავშვების მოვლას. -დიდი მადლობა მალე დავბრუნდები.-უთხრა ქეთამ და მანქანაში ჩაჯდა. *************************************** 23 გიორგი მანქანაში ჩაჯდა და სწრაფად დაქოქა.ქალაქის ქუჩებში დაეებდა ნინიკოს. ყველა სასტუმრო მოიარა, მაგრამ ის არსად იყო. ყველა სადგური.ყველა მატარებელი და ავტობუსი შეამოწმა, მაგრამ ნინი არსად ჩანდა. გიორგის სწარაფად მიჰყავდა მანქანა და ყველა ქუჩაში ნინის ეძებდა. მის გზა-კვალს ვერ მიაგნო. საავადმყოფოებშიც შეიარა, მაგრამ იქ ნინი არ იყო. არც პოლიციაში და არც ამასობაში გათენდა კიდეც და მზეც ამოვიდა. მდინარის პირას, ქალაქის გასასვლელთან გაჩერდა და გადავიდა, მანქანას მიეყრდნო და ფიქრობდა. უცებ თავზე თვითმფინავმა გადაუფრინა. მაღლა აიხედა და სახე ღიმილმა გაუპო. -როგორ ვერ მივხვდი, ის ხომ ყველაზე სწრაფ და იოლ გზას ეძებს გასაქცევად. სასწაფოდ დაქოქა მანქანა და მთელი ძალით მიაჭირა გაზს ფეხი...... აეროპორტში მოლარესთან მიიჭრა, არ დალოდებია რიგს და მაშინვე იკითხა: -დედაქალაქის რეისი როდის მიფრინავს? -თხუთმეტ წუთში, -უპასუხა მან. -ერთი ბილეთი მომეცით სასწრაფოდ. -კი მაგრამ ძმაო ჩვენი რიგია, -აჩოჩქოლდა ხალხი. -ჩემი ცოლი მშობიარობს და ძალიან ცუდადაა, იქნებ დამითმოთ რიგი სასწაფოდ უნდა გავფრინდე. ბოდიშს გიხდით, -იცრუა გიორგიმ -მიბრძანდით მაშინ. დათმო ხალხმა. -გთხოვთ ერთი ბილეთი მომეცით მიუბრუნდა მოლარეს. -კი, მაგრამ ჩასხდომა უკვე დამთავრებულია. -თქვა მან. -მომისმინეთ მე ბიზნესმენი გიორგი დევდარიანივარ, აი ჩემი პასპორტი. თუ ახლა ბილეთს არ მომცემთ, თქვენს უფროსობასთან დავრეკავ და პრობლემები შეგექმნებათ, -ახლა მუქარაზე გადავიდა ის, -მითუმეტესმე თქვენი კომპანიის მომსახურებით ვსარგებლობ და ვიაპ კლიენტი ვარ. იმედი მაქვს არ გინდათ რომ დაკარგოთ ჩემი თქვენდამი დამოკიდებულება? -კარგით ახლავე, -მოლარემ სასწრაფოდ გამოწერა ბილეთი და გიორგი ადგილს მოსწყდა... თვითმფრინავის სალონში ნინის ეძებდა, მაგრამ ის არ ჩანდა. -ნუთუ შევცდი გაიფიქრა მან და წინ მიიწევდა. მეორე სალონში გადავიდა და ის იყო იმედი გადაეწურა, რომ ბოლოში მოჰკრა თვალი. ის ისევ ისეთივე მდომარეობაში იყო, როგორც მაშინ პირველად -ტიროდა და ფანჯარაში იხედებოდა. -ძლივს გიპოვე, ასე აღარასოდეს მომექცე. -თქვა გიორგიმ და გვერდით მიუჯდა -როგორ მიპოვე? მობრუნდა ნინი და ცრემლები მოიწმინდა -შენ გასაქცევად ყოველთვის იოლ და სწრაფ გზას პოულობ, შენ გარბიხარ და მე ყოველთვის გპოუოლობ ეს არ გადავიწყდეს. მე შენ ყოველთვის გამოგეკიდები და არასოდეს მოგცემ წასვლის უფლებას. ეს დაიმახსოვრე და ასე აღარასოდეს შემაშინო -მოეხვია გიორგი -ძალიან მიყვარხარ. -თქვა ნინიმ და მიეხუტა, მაგრამ უცებ ძლიერი ტკივილი იგრძნო და იყვირა. -გიორგი მშობიარობა დამეწყო. -სასწრაფოდ ექიმს დაუძახეთ, თვითმფრინავი შეაჩერეთ, ჩემს ცოლს მშობიარობა დაეწყო. წამოხტა გიორგი და სტიუარდესას დაუძახა. -ახლავე საყვარელო მალე სასწრაფო მოვა და ყველაფერი კარგად იქნება. თქვენ კარგად იქნებით........ ************************************ როგორც იქნა ჩემო მონნატრებულებო გიბრუნდებიტ და აღარ წავალ. პატარა ტავია მაგრამ მაინც ვიმედოვნებ ისიამოვნებთ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.