შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემშივე სახლობ (4 თავი)


21-07-2018, 22:40
ავტორი chelsona
ნანახია 1 312

კაფეში იჯდა თავის საყვარელ ლატეს მიირთმევდა და სკაიპით მეგობრებს ელაპარაკებოდა. გვერდით მაგიდასთან მჯდომი ახალგაზრდა მამაკაცი უცნაურად უმზერდა. არც თაიას დარჩენია ეს შეუმჩნეველი.
კაფის დატოვებას აპირებდა უცნობი ახალგაზრდა, რომ გადაუდგა წინ.. 
-გამარჯობა, მე ანდრო ბარამიძე გახლავართ. გაუღიმა და ხელი გაუწოდა.. 
-თაია არჯევანიძე.. იგივე ჟესტით უპასუხა. -რაიმე გნებავთ?
-დითხანს გიყურებდით.. ალბათ თქვენც შენიშნეთ.. რაიმე ცუდს ნუ იფიქრებთ უბრალოდ შემოთავაზება მაქვს.. სკამი გამოწია და გოგოს წინ მოთავსდა.. -მე სარეკლამო კომპანიაში ვმუშაობ, კლიენტი ითხოვს გავუკეთოთ რეკლამა.. მოდელს, რომელიც ამ რეკლამაში იღებდა მონაწილეობას არ შეუძლია გადაღებებზე მოსვლა რადგან ქვეყნიდან წავიდა და ასე უპასუხისმგებლოდ.. 
-და მე რა შუაში ვარ ამ ამბებთან? გაიცინა..
-დამიჯერეთ თქვენს მეტი ამ დროისთვის ვერავინ დამეხმარება. გაუღიმა -თქვენ უნდა მიიღოთ მონაწილეობა ამ რეკლამაში.. 
-მე არ ვარ მოდელი..
-არაუშავს თქვენი სილამაზე მაგ ამბავს მარტივად მოაგვარებს.. 
-დავუშვათ დაგთანხმდით და..
-თანხაზე ნუ იდარდებთ საკმაოდ ...
-არა..არა. გააწყვეტინა მამაკაცს სიტყვა..-თანხას მნიშვნელობა იმდენად არ აქვს რამდენადაც იმ რეკლამას რაშიც მონაწილეობა უნდა მივიღი..
-ეგ როგორ დამავიწყდა.. თავისთვის თქვა და წინ წამოიწია..-საცურაო კუსტუმის რეკლამაში მიიღებთ მონაწილეობას.. ეს არა მარტო მედიის სარეკლამო რგოლი, არამედ პლაკატების სახითაც იქნება წარმოდგენილი.
-თქვენ იმას მეუბნებით, რომ ნახევრად შიშველმა უნდა გადავიღო ფოტოები?
-არამგონია კომპლექსი გქონდეთ.. მის ტანს ააყოლა მზერა და მოკლე, თან ძალიან მოკლე კაბაზე მიანიშნა.. თაიას გაეცინა.
-თანახმა ვარ.. იმის და მიუხედავად, რომ არ მიყვარს ჩემი პროფესიიდან გადახვევა მაინც გთანხმდებით, ალბათ თქვენი პირდაპირობით მოვიხიბლე.. 
-ზეგავლენას ადვილად ვახდენ ხალხზე.. შეიფერა მამაკაცმა.. დაგიკავშირდებით ახლო მომავალში. მადლობა დახმარებისთვის..მობილურის ნომრები გაცვალეს და ერთმანეთს დაემშვიდობნენ.. 
-იკა მანქანით ხომ ამიყვან კოჯორში? სახლში შესვლისთანავე მიმართა ძმას და მისაღებში შესულმა თომაც შეამჩნია.. თავის დაკვრით მიესალმა და მის გვერდით ჩამოჯდა.
-არ მცალია თაი დღეს.. ტაქსით წადი.. 
-სხვა გზა არ მაქვს.. მხრები აიჩეჩა და სახე დამანჭა.
-მე წაგიყვან..გვერდით მყოფი მიუბრუნდა. -არაფერი საქმე არ მაქვს მაინც. რომლისთვის გამოგიარო?
-მადლობა..გაუღიმა და ოთახისკენ წავიდა..- ასე ორ საათში..
-დასასვენებლად მიდის? 
-კლასელების შეკრებაზე..პასუხი იკამ გასცა. -სკოლის დამთავრების 10წლის თავს აღნიშნავენ.. 
-გასაგებია. 
თეთრი შიფონის, მოკლე კაბა გადაიცვა, რომელიც მის შოკოლადისფერ კანს ზედმეტაც კი უხდებოდა. ფეხზე იგივე ფერის ბასანუჩკი მოირგო და მაკიაჟის გაკეთებას შეუდგა.. სადა მაკიაჟის შემდგომ თმები გაიშალა და გამზადებული გავიდა მისაღებში. 
-რა შოკი ხარ.. ირაკლიმ აათვალიერა.. -მაგრად გიხდება ბაზარი არაა მარა ღმა დეკოლტე აქვს..
-ხო ძაან ლამაზი კაბაა.. ნუ ატრიალებ ახლა მაგ თვალებს კარგად იცი, რომ არ გამოვიცვლი..
-ლამისაა ხელი მოგკიდო და უკან გაგიშვა.. რამდენი დღით მიდიხარ?
-არ ვიცი.. როცა მომბეზრდება მაშინ წამოვალ. 
-შენი კლასელების სახე მინდა ვნახო ასეთ ვიდზე რო დაგინახავენ.. გასკდება ბოღმისგან გაბადაძე. გაიცინა
-თაკოზე ამბობ? 
-ხო აბა სხვა გაბადაძე კიდე რომელი გყავთ? 
-აუ ეგ სულ არ მახსოვდა. რას გამახსენე? 
-ეგ დაუვიწყარია.. 
-ბ*ზი სუ დაუვიწყარი იქნება იმათთვის ვისთვისაც სიამოვნება მიუნიჭებია, იქამდე სანამ ვინმე არ გამოჩნდება მის ცხოვრებაში..აი მე კი მაგრად ეგ გოგო.
-რავი მე კი დავივიწყე იმ წამსვე და..
-შენ? მაგასთან? მეღადავები იკა? გაბრაზებულმა შეხედა.
-არაფერი დამიძალებია.. უდანაშაულო სახით შეხედა..-საერთოდ არ მხიბლავს შენთან განვიხილო ის პარტნიორები ვისთანაც ვყოფილვარ, ამიტომ ამ თემის განვცობა არ ღირს..
-რომ კითხო დაგავიწყდა და კი კარგად გხსომებია. ირონიულად გაუღიმა.. 
-უცებ გამახსენდა შენი კლასის თემაზე.. 
-კაი ნუ ბუზღუნებ.. ლოყაზე აკოცა. -ასეა ვინც დაგავაჟკაცა კაცს ყოველთვის გემახსოვრება.. წაკბინა.
-ფუ შე უნამუსო ქალო.. ბალიში ესროლა. -სხვათაშორის არ ყოფილა ეგ პირველი.. მიაძახა კარებში გამავალ მოკისკისე დას. -თაია ენას ამოგაძრობ ასე, რომ იცი წამპლური ლაპარაკი.. მიაყოლა მუქარაც.. 
-მეც მიყვარხარ..სპორტული ჩანთა მხარზე გადაიკიდა და კარებიც გაიხურა.
კედელზე მოთავსებულ პატარა ღილაკს თითი მიაჭირა და დაელოდა თომას გამოჩენას. რკინის კარი მალევე გაიღო და მამაკაციც გამოჩნდა. ჯერ თაია შეათვალიერა და მერე ღიმილით მიმართა.
-გაცვეთილი ფრაზები არ მიყვარს მარა მართლა ძაან ლამაზი ხარ.. გაეცინა. ზურგზე მოკიდებული ჩანთა გამოართვა და თავად ჩაიტანა მანქანამდე. 
-დიდიხნით რჩები კოჯორში? გვერდით მჯდომს შეხედა. 
-ორი სამი დღე სავარაუდოდ.. ან მხოლოდ ერთი..ფანჯრისკენ გაიხედა -შეიცვალა თბილისი. 
-მხოლოდ შენთვის.. ისე დიდი ცვლილება არ არის აქ მცხოვრებლთათვის.
-ხო ჩემთვის.. 
-ისევ მიდიხარ?
-ივლისის ბოლოსკენ. 
-ანუ არ დაბრუნებულხარ?
-კი, მაგრამ ჯერ იქ უნდა მოვაგვარო დარჩენილი საქმეები.
მთელი გზა ისე გაიარეს, რომ დროის შეგრძნება დაკარგეს. თომა არჯევანიძეს მოყოლილს ისმენდა და გაღიმებული ატრიალებდა საჭეს. დანიშნულების ადგილზე მისვლისას დამანჭა სახე.. არ უნდოდა გოგოს გაშვება.. მანქანიდან გადმოვიდა და კარი გაუღო.. 
-მადლობა მოყვანისთვის.. 
-იმედია კიდევ ავღმოვჩნდებით მარტო და დროის უქონლობა არ გაგვაწყვეტინეს ახლოს გაცნობის პერსპექტივას. გაუცინა და ეზოდან გამომავალ იოანეს გახედა.. -არ ვიცოდი იოანეც თუ შენი კლასელი იყო.. 
-კი.. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ ჩემი კლასელია.. გაღიზიანებულმა თქვა და ბიჭს დამშვიდობების მიზნით ლოყაზე აკოცა.. -კარგად..
-დროებით. გაღიმებული ჩაჯდა ავტომობილში.
-ჩემი წამოყვანა არ გინდოდა და ამას კი კარგად გამოყევი.. ზურგს უკან მდგომის გაბრაზებული ხმა ეუცნაურა.. 
-ძალიან სასიამოვნო პარტნიორია და იმიტომ.. ზურგი აქცია და ეზოში შევიდა.. ყველა აუზთან იყო..
ბიჭები მაშინვე ფეხზე წამოდგნენ, მათკენ მიმავალი თაიას დანახვაზე.. სათითაოდ გადაკოცნეს დიდი ხნის უნახავი ქალი და კითხვებიც დააყარეს.. ჯაბადარი თითოეულ ბიჭს აკვირდებოდა და მათ მზერას, რომ მიუყვებოდა და თაიას მკერდთან აჩერებდა მანდ უკვე ტვინში არტყამდა.. ნერვიულად ეწეოდა სიგარეტს და ბრაზისგან ისე ივსებოდა სადაც იყო იფეთქებდა..
როგორც მამაკაცების, ასევე გოგოების მზერას იჭერდა არჯევანიძე, შურიან თვალებს, რომ დააცოცებდნენ მის სხეულზე. მხოლოდ რამდენიმე ადამიანს გამოარჩევდა ვინც გულწრფელი თვალებით უყურებდა, რაც ძალიან მცირედი იყო ამ ჯგუფს შორის. კლასელები შეცვლილები, დაქალებულები და დაკაცებულები იყვნენ.. უმეტესობა უკვე გათხოვილი და დაქორწინებული. ბაჩომ მისი კუთვნილი ოთახი ანახა, მესამე სართულზე სულ ბოლოში მიუჩინეს ადგილი.. ოთახს წამიერად შეავლო თვალი, ჩანთა დატოვა და ისევ მათთან დაბრუნდა. იოანე თაკოს ელაპარაკებოდა.. გაცხარებით უხსნიდა რაღაცას.. ჰამაკში ჩაჯდა და ბადრის მიერ მიწოდებული სასმელი მოსვა..
-მოყევი ახლა სად იყავი? როგორ? რამ გადაგაწყვეტინა დაბრუნება? ან ასეთ ვიდზე რანაირად დადექი? მიაყარა კითხვები დაინტერესებულმა ქურხულმა.. არა მარტო მას არამედ მთელ კლას აინტერესებდა ამ კითხვებზე პასუხი, ამიტომ ყველა გაჩუმდა და მოსმენის რეჟიმში გადაერთვნენ.
გიორგი ქურხული ერთადერთი იყო, რომელიც ძმასავით უყვარდა.. ყოველთვის იცავდა.. ყოველი დამცირებისგან და მუდამ მის გვერდით ჩნდებოდა.
-სეულში ვიყავი ეს პერიოდი, ვსწავლობდი, ვმუშაობდი და ვერთობოდი.. გაიღიმა.. -ჟურნალისტი ვარ, ასევე ბოქსის ტრენერი და ლათინო ამერიკული ცეკვების მასწავლებელიც..
-ვა ვა.. ხედავ შენ არჯევანიძეს.. დაუშტვინა გაბადავამ.. -არ გაგიჭირდა იქ ცხოვრება?
-თავიდან კი.. იმის და მიუხედავად, რომ ენა ვიცოდი მაინც იყო სირთულეები, მაგრამ ადვილად გადავლახე..
-კიდევ უნდა წახვიდე? გაბადაძემ კითხა ცხვირ აბზუებულმა.
იოანეს სუნთქვა შეეკრა.. იმდენად უნდოდა სასურველი პასუხის მოსმენა რამდენადაც მის ფილტვებს ჭირდებოდა იმ წამს ჰაერი. დაჟინებით აკვირდებოდა ქალს თვალებში.. თაიამაც ეს მზერა ვერ აიტანა და თვალი თვალში გაუსწორა..
-კი..
-როდის? გამხიარულდა გაბადაძე..
-რამდენიმე კვირაში..
-თაი.. წამო ვიცეკვოთ მანახე აბა რა შეგიძლია? გაუცინა გიომ და სალსას მელოდიამაც არ დააყოვნა.
აუზს გვერდი აუარეს და თავისუფალი სივცეც შეავსეს. ქურხულმა ხელები მის წელზე მოათავსა და ცეკვაც დაიწყეს..
ბიჭები ხამებივით იყვნენ.. თაია ისეთი ცეცხლოვანი იყო თავისი მიხვრა მოხვრით, რომ ნებისმიერს გადარევდა.
ნებისმიერის რა მოგახსენოთ მარა იოანე, რომ გადარეული იყო ეგ ცხადი გახლდათ. სასმელს სვამდა და სიგარეტს აყოლებდა. მთელი ყუთი ჩაცალა და თამბაქოთი გაიჟღინთა..
ღამის საათები..
ყველა თავისთვის..
მოწეულში, დალეულში და კაიფში..
ზოგი აუზში ცურავდა.. ზოგიც აუზისპირას ცეკვავდა და თავიანთ სტიქიაში უბერავდნენ..
თაკოც დაინახა სახლის კუთხეში ჯაფარიძეს, რომ ყავდა აკრული და გამხეცებული რო კოცნიდა..
რამის გული აერია.. ყველაზე მეტად ასეთ სიტუაციებს ვერ იტანდა..არ უყვარდა ასეთი გადამეტებები..
ტელეფონზე ირაკლის წერდა ჩიბურდანია,
რომ მიუჯდა გვერდით.. მის თვალებს კარგად ეტყობოდა მარტო სასმელს, რომ არ დაჯერდა.. თაია შეიშმუშნა.. ადგომა დააპირა მარა გოგამ დაასწრო.. ხელში ლურჯი ჭიქა მიაჩეჩა..
-დალიე.. მხოლოდ ერთი სიტყვა მიუგდო და გასცილდა.. ჯერ ჭიქას დააჩერდა მერე მხრები აიჩეჩა და უდარდელად მოსვა ცოტაოდენი სითხე. კიდევ რამდენიმე წუთი იყო ასე, მაგრამ აშკარა იყო რაღაც ემართებოდა..
-შესამჩნევია, რომ ვერ ერთობი . იოანე მიუახლოვდა და მის გვერდით დაჯდა.
-მაშინ ერთად გავერთოთ.. ეს სიტყვები და იოანეს სახის მიბრუნება არჯევანიძისკენ ერთი იყო.
-რა გჭირს? რამე მოწიე? თვალებ დაწვრილებული უყურებდა.
-არ გინდივარ? ფეხზე წამოხტა და კისკისებდა .-გავიხადო? მის წინ დატრიალდა და მამაკაცს მიაჩერდა..
ჯაბადარი ფეხზე წამოდგა და ჭიქა ხელიდან გამოსტაცა.. ოდნავ მოსვა და გადმოაფურთხა..
-ამის დედას შევ... ჭიქა ძირს დააგდო და იყვირა..-რას აკეთებ გოგო სულ გაგიჟდი? მოშიშვლებულ მკერდზე აეკრო.. -თაია გამოფხიზლდი.. არ მისცე მაგ ბინძურობას საშვალება საღი აზრი დაგაკარგვინოს..კაბა შეუსწორა და მოცილდა.. -ვინ მოგცა ეგ სასმელი? ნუ იცინი დადექი.. ხელი მოკიდა, რომ არ წაქცეულიყო.. გოგომ ყელზე შემოაწყო ხელები და ნიკაპზე აკოცა. მამაკაცმა წამში მოიშორა და თვალებში ჩახედა.. გუგები გაფართოვებოდა, თვალები ჩაწითლებოდა, სახეც წაშლოდა და მაინც ასეთი ლამაზი იყო..
-მინდიხარ.. ტუჩები ტუჩებზე მიაკრო..
-არ გინდივარ.. ეს იმ ტვინს უნდივარ, რომელიც არაადეკვატურია ახლა.
-აქ რა ხდება?თაკო მიუახლოვდა..
-შენ მერე მოგხედა. თითი გამაფრთხილებლად დაუქნია და თაია ხელში აიყვანა.
-მაგას, რომ იხმ*რ მერე ალბათ.. საზიზღრად გაიცინა.. -დაგელოდები..
-მელოდე და იყავი.. შენი დედაც..... არც მიუხედია მისკენ ისე გავიდა ეზოდან. -ხვალ თუ ეგ ხელი არ მოგტეხო მაგას განახებ.. იმუქრებოდა მისი მისამართით. არჯევანიძე მანქანაში ჩასვა და საჭესთან დაიკავა ადგილი.
-ცხელა.. კაბა გაიხადა რასაც იოანეს სწრაფი რეაქცია მოყვა და ავტომობილი მკვეთრად გააჩერა. ღრმად სუნთქავდა..თვალებ დახუჭული.
-რეებს მიკეთებ ნეტა ხვდებოდე.. მისკენ გაიხედა. -ჩაიცვი!.
-რატომ? შენ ხომ ეს გინდოდა ჯაბადარო? ისევ სიცილი და მისი ხელები იოანეს მკერდთან..
-ახლაც მინდა.. მარა ასე არა.. თავისი ხელით გადააცვა და შიშველი მკერდიც დაუფარა. -მშვიდად იჯექი და შეეცადე შენს სხეულში არსებული ეგ უბედურება შენი საღი აზრით დააქვეითო.. ვაფშე რა სასმელი აგიტყდა? ან ჭიქაში მაინც ვერ ჩაიხედე სულ სხვა ფერის, რომ იყო? კიდევ დითხანს გააგრძელებდა თაიას, რომ არ ეკოცნა.. ჯერ გონს ვერ მოვიდა, მერე გოგო მოიცილა და აკისკისებულს ხელებში წვდა . -ეს დედა ნატირები მეც კაცი ვარ და ეს მოთმინება მეწურება.. ნუ მაიძულებ, რომ დაგაბა..
-ძაან ცხელა.. კვლავ იოანესკენ მიიწია..
-მე უფრო მცხელა.. ფანჯარა ბოლომდე ჩაუწია და მანქანას თავი ახადა..
როგორც იქნა მიაღწიეს სახლამდე.. ავტომობილიდან გადავიდა და თაიას კარი გაუღო.
-ჩუმად იყავი.. ნუ იცინი.. გააჩერე ეგ ხელები.. თაია.. მოთმინება მეწურებათქო.. რა გითხარი გოგო? მანდ არ შემეხო.. ნუ აცოცებ თითებს..და კიდევ მრავალი ასეთი უსარგებლო სიტყვა, რომლის თქმასაც აზრი არ ქონდა იმ დროისთვის, რადგან ქალს არაფერი არ ესმოდა.. მხოლოდ გიჟივით იცინოდა და იოანეს სხეულს ეკვროდა..
სახლში როგორც კი შეიყვანა მაშინვე სააბაზანოს მიაშურა..ცივი წყალი მოუშვა და თაიასთან ერთად დადგა დუშის ქვეშ..
-იოანე.. ძალიან ჩუმად თქვა... მამაკაცი თვალებში უყურებდა ამღვრეული ჭაობისფერი სფეროებით.
-რა ლამაზი ხარ.. დასველებული თმები ყურს უკან გადაუწია და ლოყაზე აკოცა..
-ცხელა...
-ვიცი.. სიცილში აყვა თაიას და ცივი წყალი გადაკეტა.. -გაგივლის..ხელში აყვანილი გაიყვანა თავის ოთახში.. კაბა ერთი ხელის მოსმით გადააძრო და მისი თეთრი მაისური გადააცვა, აკანკალებულ სხეულს.. თვითონ სველი სამოსით დადიოდა..-ეს წამალი დალიე.. პატარა ტაბლეტი ჩაუდო ხელში და წყალი მიაწოდა..
-შინაგანად ვიწვი.. ოდნავ გონს მოსულმა თქვა.. და წამალი დალია..
- გადაგივლის.. შუბლზე აკოცა და ფენი მოიმარჯვა.. თმები გაუშრო და საწოლზე დააწვინა.. -თაია.. შემომხედე! თვალებ ამღვრეულს მიაჩერდა.. -ცუდად ხარ? თაია...ხელი ლოყაზე ჩამოუსვა..
-მიყვარხარ.. ატირებულმა უთხრა და საწოლში მოიბუზა..
-ვიცი.. თავი ჩახარა, კოჭთან პატარა გულის ფორმის ტატუზე აკოცა და ფეხზე წამოდგა.. სააბაზანოში შევიდა, წყალი გადაივლო, ტანსაცმელი ჩაიცვა და უკან დაბრუნდა სპორტულ ფორმაში გამოწყობილი..
არჯევანიძე ჩაძინებული დახვდა..
კედელზე მიყრდნობილი უყურებდა მთვარის შუქზე გამოჩენილ მის სახეს. დითხანა იდგა ერთ ადგილზე გაყინული და აკვირდებოდა. ფრთხილად მიუხლოვდა, გვერდით მიუწვა და თავისკენ მიწია. თმაზე ეფერებოდა და წარსულზე ფიქრობდა.. გამთენიისას ჩაეძინა...
-იოანე.. ხმამაღლა დაუძახა და ოდნავ შეარხია გვერდით მწოლიარე მამაკაცი.
-ახლა ოღონდ კივილი არ დაიწყო.. არაფერი არ მომხდარა, არ მიგვიქარია, არ მიგიქარია. ნუ მაგას თუ შეილება არ მიქარვა ეწოდოს. თვალის გაუხელლად უთხრა და ხელი მუცელზე უფრო მჭიდროდ მოხვია..
-არ ვაპირებ ყვირილს, მაგრამ ახსნა განმარტებას ვითხოვ.. კი არ ვითხოვ მოვითხოვ..
-რა ახსნა განმარტება? მის ყელში თავჩარგულმა ამოიბურტყუნა..
-რა მინდა აქ, თან ასეთ ფორმაში?
-მოიცა შენ რა არ გახსოვს? თავი წამოწია..
-არაფერი არ მახსოვს მას მერე რაც ჩიბურდანიამ სასმელი მომაწუდა..
-ეგ ს*რი იყო? მაგის დედას რო შე.... მოვამტვრევ ხელებს..
-გამაგებინე რა მოხდა? გაურკვევლობაში მყოფი მიუტრიალდა ჯაბადარს..
-შეგახსენო გუშინდელი შენი ქმედებები? არამგონია იამაყო შენი საქციელით, მაგრამ რახან ასე გინდა კაი.. წამოჯდა და ზურგით მიეყრდნო საწოლის თავს.. -კისერზე მეკიდებოდი, ჩემს წინ შიშვლდებოდი, გინდო ....
-გაჩუმდი.. უცებ წამოხტა ფეხზე, გადასაფარებელი მოისროლა და საწოლის თვალიერება დაიწყო..
-რას ეძებ? გაკვირვებული უყურებდა თაიას..
-კვალს..
-რა კვალს? წარბები შეკრა..
-გუშინდელი ღამის კვალს..
-რაას? სიცილი აუტყდა მამაკაცს.. -ახლა შენს ქმედებაზე უნდა ვიცინო თუ იმაზე 28 წლის ქალი ქალიშვილობის დაკარგვაზე, რომ ასე ღელავ? გადაბჟირდა.. -სეულში კაცი ვერ იშოვნე? ფეხზე წამოდგა..
-მოკეტე.. ბალიში ესროლა.. იოანემ დაიჭირა და სიცილი გააგრძელა.. -გეფიცები ახლა მიგახრჩობ..
-აუ ცუდად ვარ.. საწოლზე დაეხეთქა.. როცა სული მოითქვა ფეხზე წამოდგა და გაბრაზებულ ქალს შეხედა. -ნუ იღელვებ ისევ ქალიშვილი ხარ.. ისევ გაიცინა და ოთახი დატოვა..
ყავას ამზადებდა და თაიას აკვირდებოდა.
-რა იყო იმ სასმელში გარეული? იგივე თემას დაუბრუნდა.
-ასახურებელი.. ყავა წინ დაუდგა და მის წინ ჩამოჯდა.
-კი მაგრამ ....
-შეეშვი მაგ თემას.. დაივიწყე.. მე მივხედავ..
-შენ? რატომ არ ისარგებლე მომენტით? თვალები დააწვრილა.. -ხომ შეგეძლო რომ...
-შემეძლო, მაგრამ არ ვისარგებლე.
-რატომ?
-ასეთი ნაგავი გგონივარ? ისეთი არაკაცი, რომ ამას გავაკეთებდი?
-რაც ჩამოვედი მას მერე ჩემი სხეული გინდა და რა უნდა ვიფიქრო ახლა?
-მოეშვი მაგ ფიქრებს.. ნამცხვარი გინდა? თემის შეცვლა სცადა.
-არა... სახლს თვალი მოავლო..-ვატო ვისთან გყავს ? მოულოდნელი კითხვა დაუსვა და თვალებში მიაჩერდა.
-მე.. ვატო.. მაცივართან მდგომი თაიასკენ შებრუნდა.
-ანჩოს შვილი როდიდან გახდა შენი?
-როდის გაიგე? გაიცინა
-იმ დღესვე. თავი ფანჯრისკენ მიაბრუნა.. -არც ერთი კლასელის ნახვა აღარ მინდა.. ცრემლი მორეოდა.
-არც ჩემი?
-შენი ყველაზე ნაკლებად.. ჩაიცინა..-ხანდახან ვფიქრობ, რომ არ უნდა ჩამოვსულიყავი..
-მართლა მიდიხარ? მის გვერდით დაჯდა და მანაც ფანჯრისკენ გაიხედა..
ჩიტები დაფრინავდნენ მოღრუბლულ ცაზე.
იოანესკენ მიიხედა, ცოტახანს უყურა და მტკიცედ თქვა.
-წავალ..



№1  offline წევრი nathali lifhonava

უბრალოდ საოცრებაა!
და შენც ძალიან მაგარი ხარ<3
აშკარად გეხერხება წერა
და ეს ისტორიაც ძაან მომწონს
ველოდები მეხუთე თავს
არ დააგვიანოო!! kissing_heart kissing_heart
--------------------
"როცა ვინმე შეურაცხყოფას მოგაყენებს, ნუ ეტყვი მას: „დაე ღმერთმა გადაგიხადოს“, იმიტომ რომ ეს თავაზიანი წყევლაა".

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent