შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სევდათა მუზეუმი[ნაწილი 1]


22-07-2018, 12:26
ავტორი jello
ნანახია 1 032

-თქვენ აქ რას აკეთებთ?
-სევდას ვაგროვებთ,სევდას..
-კი მაგრამ,ქალბატონო,სევდას მოგროვება რად უნდა?
-სევდას თუ არ ეძებ, ჩემო ბატონო, ის ყოველთვის შენთანაა და სულს გიხუთავს, უნდა ეძებო,რომ არ გაგეკაროს და დაგივიწყოს.
-ადამიანს გვანებია მაგი..-გაიცინა.
-ადამიანს და თან იცით როგორს? თავს ,რომ შეგაყვარებს და მერე გეტყვის, მე არ გიცნობ და შენც დამივიწყეო.დაივიწყებ განა?
-ეჰ,რანაირად დიავიწყებ, თუ დრომ არ დაგავიწყა...-მიპასუხა ჩაფიქრებულმა მოხუცმა
-ესეიგი შესაძებელი ყოფილა..-გამეღიმა
-წლები სჭირდება,ქალბატონო,უამრავი წლები..აი მე,მე ერთი ქალი შემიყვარდა 20 წლის ვიყავი,იმის მერე მიყვარს და მიყვარს..ბედმა არ გაუმართლა,ისიც ჩემსავით ეულადაა ახლა, ვინ იცის სად..ეჰ,დრო მიჰქრის შვილო,სანამ დრო გაქვს ეძებე ის ვინც შენს ამ ნაგროვ სევდას გადაყრის და ბედნიერებით ჩაანაცვლებს.
-ჩვენ ხალხსაც ვეძებთ, უბედურ ხალხს..
-ვინ თქვენ? ბევრნი ხართ?
-ჩვენ?ჩვენ-ბევრი,ძალიან ბევრი
-არვიცი,შვილო,ერთი ის ვიცი,რომ აქ დიდხანს ყოფნა არ შეიძლება.
-იმ მუზეუმში თუ შეიძლება?
-იქ როგორ არ შეიძლება,მაგრამ დღეს არამგონია ის ჩერჩეტი მოვიდეს,იშვიათად მოდის ხოლმე,ისე ვერაფერს ვერ გაიგებთ,ჯობია ხვალ მოხვიდეთ..
-ხვალ მე ამ დროს უკვე გზაში ვიქნები..
-სად მიდიხარ,შვილო,საით გაგიწევია?
-ყველგან ვმოგზაურობთ,პაპა,ყველგან სადაც კი ხელი მიგვიწვდება.
-რავა ყველგან?-გამეღიმა
-ყველგან,ყველგან.. პაპა,შენ ხომ ყველაფერი ზეპირად იცი,დამათვალიერებინე ,რა.. და უცებვე გამოვალ.-მუდარიტ გავხედე
-კარგი,შვილო,რახან არ იშლი..
-რამხელა სახლია-გამიკვირდა
-თვენთან არაა ამხელა სახლები?-გაიცინა
-ბევრია,მაგრამ ასეთ საუცხოოო ადგილას-არა -შევაქე
-ეს ნახატი „მარტოხელა ადამიანს ასახავსო“სულ ასე გაიძახის, ის ჩერჩეტი,ნეტა იმან რავა იცის..
-ძალიან ლამაზია, რომ შემეძლს სახლშიც წავირებდი-წავიფანტაზიორე
-მაგი თუგინდა წაიღე და დავიბრალებ მე-მითხრა ალალად-მაინც არაფერი ეღირება მაგი..
-აგი მილიონები ღირს,ბატონო-შემოგვესმა ხმა,მივტრილადი და ჩემ წინ სოლიდურად ჩაცმული ახალგაზრდა ბიჭი წარსდგა.
-გამარჯობა,მე თქვენი გიდი ვარ ,წამობრძანდით..
ორი წუთის შემდეგ შევედით ფოტოების გამოფენაზე,აქ ყველა ფოტო სევდას გამხატავდა,ძალიან მომეწონა,ფოტოაპარატი მოვიმარჯვე-ამ ფოტოს რა ჰქვია?
-ამას? ამას „სევდიანი ნეტარება“. აი,ამას კი „ლამაზი ქალი“
-ამ მუზეუმში ასე ცოტა ხალხი რატომ დადის?
-ახლა ზამთარია და აქამდე ამოსვლა ჭირს ხოლმე,როგორც ვხედავ მოგეწონათ?
-ძალიან მომეწონა.უკაცრავად,არ უნდა გეკითხებოდეთ ,მაგრამ დამაინტერესდა, კილო რატომ არ გაქვთ? აქაური არ ხართ?
-არა, აქ ახახანს ჩამოვედი- კინაღამ ჭკუიდან გადავედი, ისე ძალიან დამაინტერესდა მისი წარსული
-მხოლოდ აქ მუშაობთ?
-აქ არ ვმუშაობ,თედო პაპას ვეხმარები,სულ მარტოა ხოლმე და აქ ხშირად ამოვდივარ...
-თედო პაპამ თქვა ,რომ იშვიათად მოდიხართ ხოლმე..
-ოჰ-თან გაბრაზდა და თან გაიღიმა-უნდა ,რომ არ მოვშორდე გვერდიდან მე კი ეს ჯერჯერობით არ შემიძლია..
-რატომ?-უცებ ვიგრძენი,რომ თავხედური კითხვა დავსვი და ვეცადე გამომესწორებინა-ძალიან მოწყენილია ამის გამო
გაიცინა.
-მაგის გამო კი არა,იმის გამო უფროა ,რომ თქვენ ახლა სევდის მუზეუმში იმყოფებით ,აქ ყველაფერი სევდის მომგვრელია.
-იცით,მე ჩანაწერებს ვაკეთებ და ეს ადგილი ამისთვის იდეალურია..
-თუ დარჩენას გადაწყვეტთ,შეგძიათ ჩვენთან დარჩეთ,ჩვენ დიდი სახლი გვაქვს და სახლიც საკმაოდ სევდიანია..-გამიღიმა
ვუთხარი,რომ ახლა არ შემეძლო, ნომერი და მისამართი ჩავიწერე და წამოვედი.
იმ ზამთარს დიდი თოვლი იყო მოსალოდნელი ,მაგრამ ამის მიუხედავად მაინც ჩავედი დეკემბრის შუა რიცხვებში,ტელეფონი არ იჭერდა და ეგრევე სახლში მივადექი. წინკარში თედო პაპა გამომეგება,შევატყე საერთოდ არ გაკვირვებია ჩემი გამოჩენა ,პირიქით გაუხარდა კიდეც.
-ჩემმა სანდრომ მითხრა ,რომ ჩამოსვლას აპირებდი. არ დავიჯერე, მაი არაა აქ ჩამომსვლლითქვა.. შემოდი სანამ გაიყინე,მაგი არ მოგცემს ხეირს- ამ ლაპარაკიდან გავიგე,რომ სანდრო ერქვა. ოთხაში იჯდა,რომ მივედი ძალიან გაუხარდა,რატომ არ დამირეკეო,მისაყვედურა კიდეც..
-გელოდებოდი,პაპამ მითხრა არ ჩამოვაო,ვიცოდი ჩამოხვიდოდი..
-რატომ მელოდებოდი?-გულრწლფელად გამიკვირდა
-აქ არავინ ჩამოდის და არავინ მკითხულობს, ტელეფონიც იშვიათად იჭერს... მომიყევი თბილისში რა ხდება? რომ მცოდნოდა უეჭველი ჩამოხვიდოდი, ერთ რამეს დაგაბარებდი-თვალებში რაღაც აუკიაფდა.
-რას?-ცნობისმოყვარეობით გატაცებულმა ვკითხე
-სანამ წამოვიდოდი თბილისიდან შეყავრებული მყავდა, ახლა აღარც მირეკავს და აღარც მწერს, ძმაკაცებიც არაფერს მეუბნევიან..
-არ ინერვიულო,ყველაფერი კარგად ინება..-დავაიმედე
-კარგად კი იქნება,მაგრამ მეშინია არ გათხოვდეს..
-ნუ გეშინია, არ მიგატვობს ამის გამო..-კიდევ ერთხელ ვცადე დაიმედება
-ასე ფიქრობ?
-კი,მალე უნდა წავიდე თბილისში და გაგიგებ
-აუ,ჯიგარი ხარ, მერე „მაღარიჩი“ ჩემზე და თედო პაპაზე იყოს.. თედო პაპაც ნერვიულობს.მინდოდა ენახათ ერთმანეთი,მაგრამ არ წამომყვა, მე მაგ მთაში რა მინდა,ხომ არ გადაირიეო..
-უყვარხარ?-წამომცდა
-მაშინ მაგრად ვუყვარდი,ან თავს მაჩვენებდა.. სულ ერთად დავდიოდით, ღამე მაღვიძებდა და მეუბნევოდა შენს გარეშე ვერ ვძლებო, მერე ერთად ველოდებოდით,როდის გათენდებოდა,რომ სახლიდან გამომეყვანა და მენახა..
-ლამაზია?-ვკითხე სევდიანად
-ძალიან..სულ ვფიქრობდი,რომ მაგარი გამიმართლა,რომ მოვეწონე. თავიდან მე მომეწონა, მივედი და სასმელი შევთავაზე ბარში ვიყავით, აუუუ..თბილისში მომინდა,შენთან ერთად შეიძლება მეც წამოვიდე, თედო პაპას დავითანხმებ როგორმე..
-მერე ,მეც წამიყვან იმ გოგოსთან?-გავიღიმე
-კი,დამიეჯრე შენც მაგრად მოგეწონება.. ისეთი საყვარელი ლაპრაკი იცის,გაგიჯდები..-ეს გოგო თავიდანვე არ მომწონდა და ზუსტად ვიცოდი არც მერე მომეწონებოდა.
-მუზეუმში როდის წამიყვან?და მერე მუზეუმის ისტორიაც მომიყევი..
-ჯერ ვჭამოთ და მერე, იქ ძალიან ცივა, თბილად ჩაიცვი..
როგორც იქნა ავედით და შევედით, სანდრომ მზრუნველი ტონით დაიწყო:
-თავიდან ეს მუზეუმი სახლმუზეუმი იყო,ამას შენც შეამჩნევდი.აქ თურმე ძველად ფრანგი ცოლ-ქმარი ცხოვრობდნენ და მემკვიდრე არ ყავდათ, ამიტომ მთელი ძვირფასეულობა სოფელს დაუტოვეს..2007 წელს აქ რამოდენიმე ახალი ნახატი ჩამოიტანეს მათმა ნათესავებმა, ისინი სულ მოდიან და ათვაიერებენ , ამოწმებენ ყველაფერი რიგზეა თუ არა.. ამავე წელს გადაწვიტეს,რომ მუზეული გაეხსნათ. ასე,რომ ძალიან ძველი ნამდვილად არ არის. ამ მუზეუმის შესახებ ძალიან ცოტამ იცის.-უცებ გაჩუმდა და მალევე გააგძელა-ეს მუზეუმი თავიდანვე მომეწონა, მინდოდა იმისთვისაც მენახებინა,მაგრამ არ წამომყვა..
-ყველა ფოტო,ნივთი და კედლებიც კი, სევდას რატომ გამოხატავენ?
-იმიტომ,რომ მათ შვილი არ ყავდათ და ამის გამო ისინი სულ მოწყენილები იყვნენ, ეს მათ სახლსაც დაეტყო.
-ფაქტია,რომ ეს ყველაფერი ძალიან ლამაზია-ვუთხარი ალალად.
-წამოდი,ახლა ამ ოთხას გაცვენებ,აქ ძველისძველი ლარნაკებია..
ლარნაკები მართლაც,იშვიათი დროის იყო..წამიტ მომინდა,რომ ამ სახლში მეცხოვრა,მაგრამ მალევე მივხვდი,რომ სევდის მუზეუმში უნდა იცხოვროს,მხოლოდ იმ ადამიანმა ,რომელიც ამას არ იმსახურებს.
-კარგი,ახლა წავიდეთ და ხვალაც მოვიდეთ.. ხომ დარჩები?-ბოლო სიტყვებში განსაკუთრებული სევდა კიაფობდა.
-დავრჩები,მაგრამ დიდი ხნით არა.. დაახლოვებით დეკემბრის 28-29-ში წავიდეთ და ახალი წლისთვის ისე ჩამოვიდეთ,აქ შევხვდეთ გინდა?
-შენ როგორც გატყობ,ძალიან მოგწონს აქაურობა.. კარგი,წამოდი ახლა თედო პაპა მოვთაფლოთ..-თვალი ჩამიკრა და გაიღიმა
სახლში რომ მივედით თედო პაპას უკვე გაეშალა სუფრა და გველოდებოდა.. თედო პაპა დაგვთანხმა იმ შემთხვევაში თუ 2 დღეში მაინც აუცილებლად დავბრუნდებოდით. ჩვენც დავპირდით ,რომ მალე დავბრუნდებოდით.
დღეები ძალიან სწრაფად გადიოდა, მე მოვასწარი მუზეუმის სრული დათვალიერება და ასე სხვა სოფლებისაც,სადაც სანდრომ წამიყვანა.. მე მონუსხულივით გავყურებდი მაღლობიდან სოფლებს და მიკვირდა ,რატომ აქამდე არ ჩამოვდიოდი აქ..




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent