შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცის არტ ყელა ( ნაწილი 13)


24-07-2018, 00:45
ავტორი judi N
ნანახია 1 810

ალბათ უსასრულოდ ჩავიკარგებოდი და ვიხეტიალებდი ჩემივე შექმნილ ფიქრების ლაბირინთში რომ არა წვიმა. არასდროს მიყვარდა ის, არც არასდროს მერომანტიკულებოდა და ახლა უკვე მძულდა კიდეც,ასე უდროოდ გამოჩენისთვის და ჩემი ფიქრების დასველებისთვის. წვიმა ყოველთვის ტირილს მაგონებდა, ცის სრემლებს, მე კი მძულს ცრემლები. ნაბიჯს ავუჩქარე, მალე მინდოდა სახლში მისვლა, რომელიც სავსე იყო მოგონებებით, გრძნობებით, შიშებით და ჩემით. ყველა კუთხეში ჩემი სევდა მქონდა მიყრილი, ყოველთვის ასე ვიქცეოდი სახლიდან გასვლისას, ჩემს ტკივილებს კუთხეში მიმოვფანტავდი, რომ გარეთ, სხვებთან არ მიმეტანა და დამემძიმებინა. ისინი მხოლოდ ჩემი ცხოვრების ნაოჭები იყო და გაგიკვირდებათ, თუმცა მიყვარდა კიდეც. სად იყო ახლა ვაკო, კლუბში, სალომესთან თუ სადმე სხვაგან.. რატომ იყო ჩემს გულში მაშინ, როცა ჩემთან არ იყო?! ალბათ სადღაც გულის სიღრმეში მაინც მჯეროდა მისი, მაინც ვამართლებდი, ვებღაუჭებოდი არა მას არამედ ჩვენ ორს...
ჩემს კორპუსთან ვიყავი, როცა საბოლოოდ მიმოიფანტა ყველა აზრი. კიბეები ავირბინე თითქოს შეშინებული გავურბოდი მათ და არ მინდოდა დამწეოდნენ. გასაღები ნერვიულად მოვარგე კარს, თუმცა არ მოერგო.. ისევ ვცადე, მაგრამ აშკარა იყო კარი შიგნიდან ჩაეკეტათ.. გასაღები მხოლოდ ვერკას ჰქონდა, მაგრამ აქ არც მოსვლას აპირებდა, თან თავად გამომიშვა სახლში მარტოობისთვის.შემდეგ კაკუნი ავტეხე, არ მაინტერესებდა ვინ იყო და რატო, ახლა ხელში ვინც არ უნდა შემრჩენოდა ჯოჯოხეთს მოვუწყობდი.
კარი გაიღო, მაგრამ სრულიად მოულოდნელი სურათი დამხვდა. თვალი სილუეტს ავაყოლე, არა ეს გოგო მეცნობა. აჰ, მეცნობა აბა რა, ალბათ ასჯერ მაინც გადავედი მის პროფილზე ამ ორ საათში.
- ნინიააა, გამარჯობა, მე სალომე.
- სალომეეე, გამარჯობა, მე ნინიააა. შევუბღვირე და თვალით ვანიშნე კარიდან ჩამომცლოდა, როცა გვერდით ვაკო ამოუდგა.
- ცის არტ ყელა მოხვედი?
ღმერთო კოშმარში ვარ გაჭედილი? - სალომე, მიდი ერთი მიჩქმიტე აბა.. არა ნამდვილად სიზმარი და უსასრულოდ გავიჭედე. კიმაგრამ, სად ჩამეძინა?! ამოსუნთქვის გარეშე მივაყარე, როცა ნაცნობმა ტუჩებმა მაკოცა და მათი შეხება ვიგრძენი ჩემს მოლაქლაქე ტუჩებზე.
- ვიგრძენი. ანუ სიზმარი არაა. მოიცა სამში სექსი მოგწონთ და მესტუმრეთ? ახლა რა ვქნათ დავჩექინდეთ, ნინია, სალომე და ვაკო არიან ნინიას ტკბილ სახლში და წვავენ კალორიებს სამში?
ვცდილობდი სიმშიდე მაქსიმალურად შემენარჩუნებინა და ვაკო არ გამეგლიჯა, იდგნენ და იცინოდნენ აი ასე უბრალოდ დამცინოდნენ, მე კი ცეცხლს ვაფრქვევდი. ჩამოვიცილე ორივე და სახლში შევედი, როცა გავშეშდი და ენა გადავყლაპე.
- არა ნამდვილად კოშმარია ხო?! ღმერთო ახლა მიწა გასკდებოდეს და ჩამოტანდეს რა იქნება?!
ჩემს წინ მაყურებელთა რიგი იდგა და ვერცერთი იკავებდა სიცილს. ვერკას და დათის დაცინვას ავიტანდი და გადავიტანდი, მაგრამ სირცხვილით ვიწვოდი და სიკვდილს ვნატრობდი.
- ნინო ბებო, ვახტანგი ბაბუა, თქვენ აქ რა გინდათ, უფროსწორად როდის ჩამოხვედით, მე, ბოდიშით არ ვიცოდი, არ მინდოდა იმ ყველაფრის თქმა, იცით მე..
ალბათ საუკუნოდ ვიბოდიშებდი ვახტანგს, რომ არ შეეწყვეტინებინა
- ოჰ, რას ამბობ, პირიქით გაგვახსენე ახალგაზრდობა, იცი მე და ნინოსაც მოგვწონდა სამში სექსი ბაბუა აბა?!
ნინო ბებომ კარგად უთავაზა გვერდებში ჯერ, მერე ყველამ გულიანაც გაიცინა..
- არ უსმინო ბებია, სულ გამოჩერჩეტდა სიბერეში.
მხოლოდ ახლა შევამჩნიე გარშემო რა ხდებოდა.. ოთახი ლამაზად იყო მორთული წითელ ფერში, ყველა კუთხეში შავი ვარდი იდო და ყველას თითო ეჭირა ხელში.. ჯანო მუსიკაზე იყო პასუხისმგებელი, აი ია ჯანო დილით პანიკა, რომ მოვაწყე.. სალომეს ტელეფონი ეჭირა და ყველაფერს იღებდა, მხოლოდ ახლა მოვბრუნდი ვაკოს ვეძებდი თვალებით. მოვტრიალდი მის ტანს ვერ ავეკარი როგორც ჩვეულებრივ ხდება ხოლმე, ახლა ჩემზე დაბალი იყო ჩემი შავი ვარდი.. ცალფეხს დაყრდნობოდა, ცალ ხელში შავი ვარდი ეჭირა, ცალში კოლოფი და იქიდან მოელვარე შავი ბრილიანტი..
- ნინია ჯავახიშვილო
- ვაკო ჯაყელო!
- გამომყვები ცოლად?
არა ჰო ვამბობდი ცრემლებს ვერ ვიტან მეთქი არა?! აბა ეს თბილი წყალი რა მოწდინება ჩემს სახეზე?!
- არა!
სამარისებური სიჩუმე ჩამოვარდა, ყველას მზერას ვგრძნობდი და ვარჩევდი, ყველაზე მეტად ვაკოს მზერა მწვავდა, წამოდგა, სიტყვებს ეძებდა, მაგრამ ბოლოს მაინც ბანალურად მკითხა
- რა?
- არ გამოგყვები ცოლად.
აღარაფერი უთქვამს, ასე გაშეშებული მიყურებდა, მის ნაცრისფერ თვალებში გაურკვევლობა ნაცრისფერზე მეტი იყო.. მეტად მივუახლოვდი, ვარდი და ბეჭედი გამოვართვი და ახლა უკვე მე დავეყრდენი ცალ ფეხს..
- ვაკო ჯაყელო! ქმრად გამომყვები?!

ესეც ახალი თავი.. მიხარია რომ კითხულობთ და მოგწონთ, მაგრამ მინდა ეს კომენტარებშიც გამოხატოთ, თქვენი ყველა სიტყვა ძალიან მნიშნელოვანია.. ალბათ ეს ყველაზე პატარა თავია, მაგრამ ასე მოითხოვდა ისტორია, იმედია
მოგეწონებათ, სიყვარულით თქვენი ჯუდი ❤️ ხვალ დავდებ შემდეგს..




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent