შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბედნიერება სვანურად (19)


31-07-2018, 22:34
ავტორი pekhshvela
ნანახია 5 205

-ჩემი მთლიანი ბედნიერება ხარ მაქსიმე!
-მთლიანი როგორ?! -ყელში აკოცა და წამოწოლილს მიეხუტა.
-მთლიანი როგორ და შენი არსებობა ჩემს თითოეულ უჯრედს ასაზრდოებს. და მე მთლიანად ბედნიერი ვარ!
-ვუიმეე ჩემი გიჟი გოგო! -გემრიელად აკოცა ტუჩებში და ისე მჭიდროდ მიიხუტა კინაღამ გაჭყლიტა.
-რატომ შემიყვარდი ასე ძალიან? -განაბულმა ჰკითხა.
-იმიტომ, რომ ასეთი კარგი ვარ, სექსუალური, განათლებული, სიმპათიური. ამ ყველაფრის მერე არ შეგიყვარდებოდი?
-ჰმ თავდაჯერებული კაცი.
-რატომ შეგიყვარდი ლილე?
-ხომ გითხარი.. შენმა არსებობამ ყველა უჯრედი ერთად შეაწება და გამამრთელა. ყველაფერს მავიწყებ.
-მთელი ჩემი ცხოვრება შენს სიყვარულს და შენს გამრთელებას მივუძღვნი ჩემო პატარა ქალბატონო.
-მიყვარხარ მიყვარხარ მიყვარხარ უზომოდ, უღმერთოდ. -ზემოდან დააწვა და სახე დაუკოცნა.
-დღეს უფრო მეტად შემიყვარდი. ხვალ კიდევ უფრო მეტად შეგიყვარებ. ეს დღე კი განსაკუთრებით მეყვარება. შენმა დანახვამ იმ თეთრ კაბაში მიმახვედრა, თუ რა არის ჩემი ცხოვრების მთავარი მიზეზი ლილე..
-და ყოველ დღე ერთმანეთი უფრო მეტად გვეყვარება. -გააღიმა მაქსიმეს სიტყვებმა.
-სამი თვის წინ ვინმეს, რომ ეთქვა ერთი პატარა გოგო ისე შეგიყვარდება თავს დაკარგავო, გავიხეოდი სიცილისგან. -ახარხარდა მაქსიმე.
- მერე ხომ მოგარჯულე ბოროტო მბრძანებელო. -აჰყვა ლილეც.
-ვინ ვინ მოარჯულა ჯერ კიდევ საკითხავია.
-ფაქტობრივად ერთმანეთი მოვარჯულეთ.
-ნუ პრინციპში მართალი ხარ.
-ხომ გახსოვს პირველი მე ვიყავი მაქს. -ნიშნის მოგებით აუწია წარბი.
-კარგი ვაღიარებ პირველი შენ იყავი. -უცბად დანებდა.
-სვანს სვანი თუ მოარჯულებს. -გაეკრიჭა ლილე და გვერდით გადაწვა.
-ლილე სად გინდა, რომ წავიდეთ?
-მე აქაც მშვენივრად ვარ ჩემო სიყვარულო.
-თაფლობის თვე არ გინდა?
-ეს რა თაფლობის თვე არაა?
-დავიჯერო სულ არაფრის ნახვა არ გინდა?
-აქ ვიყოთ ერთი კვირა და მერე სადაც გინდა წავიდეთ.
-ჰმ კარგი იყოს როგორც შენ გინდა.
-ხომ იცი ეს სახლი ჩემთვის ყველაფერია მაქსიმე.
-ვიცი ლილე ვიცი. ჩემთვისაც მასეა. ახლა კი დაიძინე დასვენება გჭირდება.
-ძილინებისა ჩემო სიყვარულო. ჩემს ცხოვრებაში ყველაზე, ყველაზე მაგარი ღამეა.
-მი სი მალატ!
^^^
დილით ორივემ უბედნიერესმა გაიღვიძა. ეს იყო სულ სხვანაირი დილა მათ ცხოვრებაში. სულ სხვანაირად ებედნიერებოდა ლილეს მაქსიმესთან გაღვიძება. მის მკლავებში ახლართული და გონება დაბინდული მხოლოდ მის სიყვარულს გრძნობდა და სხვა არაფერი ადარდებდა. მაქსიმემ თვალები, რომ გაახილა ნელ-ნელა ლილეს ტუჩები მასთან ახლოს იყო. გაეღიმა და ჩუმად ამოიფრუტუნა.
-სი მიშგუ მიჟ ხი! (შენ ჩემი მზე ხარ)
-დილამშვიდობის ჩემო სიყვარულო. -გაეღიმა ლილეს. მაქსიმე ზემოდან დააწვა და მთლიანად თავის მკლავებში მოაქცია.
-ამ დილით, რომ ჩემი ცოლით არ დავტკბე ნამდვილად დიდ ცოდვას ჩავიდენ!
-ახლა რაღა გაგაჩერებს არანორმალურო.. -გადაიკისკისა ლილემ.
-ახლა არ მითხრა არ მინდაო!
-მმ აბაზანაში! -ვნება აღძრული თვალებით შეხედა.
-ჩემი ატეხილი ქალი ხარ! -ხელში აიყვანა შიშველი და აბაზანაში გადაინაცვლეს. ვნებებისგან იცლებოდნენ შხაპის ქვეშ. წყლის დაცემის ხმას მათი სიამოვნების ხმებიც ემატებოდა და მთლიანად მორფეოსის სამყაროში იყვნენ გადაშვებულები. ძლიერი სასიამოვნო შეგრძნებებისგან ლილე თავის ფრჩხილებს , მაქსიმეს ზურგზს ასობდა. უკვე მერამდენედ აზიარა მაქსიმემ ასეთ სიამოვნებას. დასასრული კოცნით დაუმშვენა და დაღლილი ისევ ხელით გამოიყვანა. საწოლზე წამოაწვინა და გვერდით მიუწვა. ლილეს თვალები ჰქონდა მიბნედილი, ერთიანად მოითენთა და უნდოდა ისევ ძილის სამყაროში გადაშვება.
-რაას მიიბნიდე შენ? -გაეცინა მის სახეზე.
-სასტიკად მეძინება ისეთი მოთენთილი ვარ. -ძლივს ამოიფრუტუნა.
-რას იზავ ფისო უნდა მიეჩვიო. -გაეკრიჭა ისევ და ნიკაპზე აკოცა.
-სულ ასე იცის? -თვალდახუჭულმა უთხრა და მაქსიმემ უარესად გადაიხარხარა.
-ნუ გეშინია მიეჩვევი. -ცხვირზე ჩამოუსვა თითი.
-მოდი დავიძინოთ..
-არაა
-აუუ კიი.
-სხვათაშორის ერთ საათში უკვე ჩემებთან უნდა ვიყოთ.
-ისეთი მოთენთილი ვარ არაფერი არ მინდა.
-დედამთილი რას იტყვის? როგორ შეიძლება ლილე. -თავი გადააქნია მაქსიმემ.
-ვაიმე ჩემი ანაა. გავემზადები ახლავეე. -წამოფრინდა საწოლიდან და ჩაცმა დაიწყო. მაქსიმეს გაეღიმა და გულში სითბო ჩაეღვარა. ბედნიერი იყო იმით, რომ ლილეს ასე ძალიან უყვარდა ანა.
-ყავას გაგიკეთებ და გამოფხიზლდები. დაბლა ვიქნები მე.
-კარგი ჩემო სიყვარულო. -ლილემ სასწრაფოდ ჩაიცვა და საძინებელი მიალაგა. მაქსიმემ ძლიერი ყავა მოუმზადა და მისაღებში ელოდებოდა. უკნიდან ჩუმად მიეპარა და ზურგზე მოეხვია. ხელები მუცელზე მოუთათუნა და მისთვის გასაგებად ამოილაპარაკა.
-ჩემი სრულყოფილი ოცნება!
-ჩემი გიჟი ქალი. მოდი დავლიოთ და წავიდეთ გველოდება ყველა.
-კარგიი. -დივანზე მასთან ერთად მოკალათდა და ყავაც გემრიელად მიირთვეს. შემდეგ კი გვიჩიანების სახლში გაემართნენ.
^^^
ალექსანდრემ დილით მარიამზე ადრე გაიღვიძა. ტკბებოდა თავისი პრინცესას ყურებით. განსაკუთრებით ელამაზევოდა მძინარე. მის ბავშვურობას, კეკლუცობას და საოცარ შინაგან ქალურობას ჭკუიდან გადაჰყავდა ავალიანი. ლოყაზე თითს ნაზად უსრიალებდა ის კი, არადა არ იღვიძებდა. ტუჩები მისკენ წაიღო, უნდოდა კოცნით შეეფხიზლებინა. მარიამმა კი ამ დროს შეუმჩნევლად დაიწყო ძილში ლაპარაკი.
-ჩაათაი.. ჩაათაი.. მიყვარხარ ჩაათაი.. -ალექსანდრემ სახე დამანჭა.
-შენ და შენი თურქი მსახიობები რა! -ხმამაღლა ამოიბურტყუნა გაბრაზებულმა. ამ დროს მარიამმაც ჭყიტა თვალები.
-რა მოხდა ალექსანდრე? -თვალები გაუფართოვდა მარიამს.
-არაფერი რა უნდა მოხდეს შენმა პრინცმა დარეკა.
-ვინ ჩემმა პრინცმა? -დაიბნა მისი სახის შემხედვარე.
-აი იმან ძილში რომ ეძახდი მიყვარხარო.. -თვალები მომაბეზრებლად გადაატრიალა ალექსანდრემ. მარიამი კალთაში ჩაუხტა და გაეღიმა.
-შენ ხარ ჩემი ერთადერთი პრინცი ჩემო სიყვარულო. -ნაზად აკოცა ტუჩებზე, ალექსანდრემ კი მოიშორა.
-წადი და იმ შენ ჩაათაის აკოცე. -მარიამმა თავი ვერ შეიკავა და ბოლო ხმაზე გადაიხარხარა.
-და შენ რომ ჩემი ჩაათაი ხარ არ იცი?
-ნუ მკოცნითქო!! -არ ყვებოდა კოცნაში სპეციალურად და აწვალებდა.
-ალექსანდრე ჩემო ალექსანდრეე რატომ მებუტები? ჩაათაი ტურციაში მყავდეს მთავარია ახლა აქ შენ ხარ ჩემთან! და ყველაფერზე მეტად მიყვარხარ!
-ჩემი პრინცესა ხარ შენ!
-აი ასე ავალიანო! -დილაუთენია ჩაიტკბარუნა პირი მისი კოცნით და ჩასაცმელად წამოდგა.
-დღეს დავბრუნდეთ თბილისში თუ ხვალ მარიამ?
-აუ ხვალ რაა. დღესაც დამატკბე სვანეთით გემუდარები.
-როგორც შენ იტყვი ჩემო პრინცესა. -გამოპრანჭულს კაბის მკლავი გადაუწია და მხარზე აკოცა, მარიამს კი სიამოვნების ჟრუანტელმა დაუარა სხეულში.
-დღეს ალბათ მარტო ოჯახის წევრებჯ იქნებიან ხომ?
-კი დღეს მხოლოდ გვიჩიანების მოდგმა მოიყრის თავს. -გაეცინა ალექსანდრეს.
-ისეთი ბედნიერი ვარ მათ, რომ ვუყურებ.
-ბედნიერებას ასხივებენ გადარეულები. -დაეთანხმა ალექსანდრე.
-წავალ ბებო ლანას ვნახავ და წავიდეთ.
-მიდი ჩემო ტკბილო. -უკანალზე ხელი მისცხო და კარები მიუხურა სიცილით.
^^^
გვიჩიანების სახლში მთელმა სანათესაომ მოიყარა თავი და მალე მაქსიმე და ლილეც გამოჩდნენ. ლილეს ულამაზესი კრემისფერი სადა კაბა ეცვა. მაქსიმეც ჩვეულებრივ ფორმაში იყო. ახლა უფრო ახლო წრეში იქეიფეს და კარგადაც გაერთნენ. საღამოსკენ წავიდნენ სტუმრები და ანასთან და მაიზერთან მაქსიმე, ლილე, მარიამი, ალექსანდრე, სალომე და თავისი საქმრო დარჩნენ. ვერანდაზე წყვილ-წყვილად დამსხდარიყვნენ და მშვიდ საღამოს ატარებდნენ. ქალბატონებს პლედები ჰქონდათ შემოხვეული და საყვარელი მამაკაცების მკლავებში იყვნენ გახვეულნი. მაიზერი და ანა მათი შემხედვარე ახალგაზრდავდებოდნენ და წარსულის ნოსტალგიებში ეშვებოდნენ. მაიზერმა გიტარაზეც დაუკრა და ჯერ ცოლს მიუძღვნა სიმღერა შემდეგ კი რძალს. ლილეს უსაზღვროდ ებედნიერებოდა ორივე. ორივე საკუთარი მშობლებივით შეიყვარა და მათი იმედი ჰქონდაო თითქოს. ანას დედეს ეძახდა მაიზერს კი მამას. მაიზერს უხაროდა ასეთი გოგო, რომ მისი რძალი და მაქსიმეს რჩეული იყო. თავიდან კი ეჭვობდა მაქსიმეს გრძნობებს, თუმცა ამ დღეებმა დაარწმუნა მათ სიყვარულში. შეუძლებელი იყო მაიზერს ორივეს თვალებში ერთმანეთის სიყვარული არ ამოეკითხა. ლილეს თვალები ვარსკვლავებივით ბრჭყვინავდა, მაქსიმესი კი ბედნიერებით ნათდებოდა და არემარეს ანათებდა. ლილე მაქსიმეში ნათელი სხივი იყო და არა მარტო მაქსიმეში. მთელი გვიჩიანების ოჯახის ნათელი სხივი გახდა. ყველას გაცნობისთანავე შეაყვარა თავი. არავის მისი სევდა არ დაუნახავს და ლილე არც დაანახებდა. არასდროს მისცემდა იმ ადამიანებს უფლებას მოეწყინათ, რომლებიც მის გვერდით იყვნენ. სულ ცდილობდა, რომ ყველა გაეცინებინა და ყველასთვის სიხარული მიენიჭებინა. ახლა ამ წუთებში ის საოცრად დამშვიდებული იყო. უყურებდა მის გარშემო მყოფ ადამიანებს და ივსებოდა, თითოეული დაკარგული უჯრედი დაუბრუნდა. თითოეული მათგანი თავისებურად ეიმედებოდა და ებედნიერებოდა. მაქსიმე კი მისი ყველაზე დიდი საყრდენი იყო და სიცოცხლე ზუსტად ამ ადამიანების გამო ღირდა.
-მაბედნიერებთ სულ ყველა!! -ბედნიერმა უჩურჩულა მაქსიმეს.
-ჩვენ ყველას შენ გვაბედნიერებ ქალბოტონო! -გაეღიმა და ცხვირზე აკოცა.
-მიყვარხართ მე თქვენ!
-რას ჩურჩულებთ თქვენ მანდ? -გაეკრიჭა ალექსანდრე.
-აქაც არ მომასვენო ვაჟბოტონო. -გაეცინა მაქსიმეს.
-რაო თაფლობის თვეში სად მიდიხართ? -საუბარში სალომე ჩაერთო.
-ერთი კვირა უშგულშივიქნებით, შემდეგ სადმე წავალთ. ჯერ არ მოგვიფიქრებია.
-ვერ გასცდეთ ხო სვანეთს. -გაეცინა სალომეს.
-ჩვენი სიყვარულის ბუდეა ბიცოლა გენაცვალოს. -აკისკისდა ლილე.
-ვაი ჩემი ჟღურტულა ჩიტები. -გადაიხარხარა მის სიტყვებზე სალომემ.
-შენც გვაღირსე ქორწილი ბიძა გენაცვალოს. -სალომეს და თავის საქმროს გაეკრიჭა მაქსიმე.
-გაღირსებთ სიმამრო გაღირსებთ. დაამთავროს ჩემმა გოგონამ სწავლა და თვალსა და ხელს შუა მოგტაცებთ.
-ამას უყურე როგორ გამითამამდა. ხომ არ გავიწყდება სვანების მიწაზე ხარ და სვანის ქალზე ლაპარაკობ. თანაც გვიჩიანზე. -ისე მკაცრად უთხრა სვანური აქცენტით, რომ თითქმის დაიჯერეს მისი სიმკაცრე. ლილემ გაოცებულმა შეხედა მაქსიმეს და წამში ხარხარი ატეხა.
-უყურე ახლა ამას. არაფერი გეშველება ჩემო ქმარო.
-ბიძაჩემო კინაღამ გული გამიხეთქე. -მოჩვენებით გაუბრაზდა.
-უიმე არ იცოდეთ მაინც რა მასხარა ვარ რა. -კიდევ ბევრი იცინეს და უკვე დიდი დროც იყო გასული.
-დედე ხომ დარჩებით დღეს აქ? -შეეხვეწა ანა.
-დავრჩებით დედე აბა რას ვიზავთ.
-ალექსანდრე ჩვენც წავიდეთ რა. გვიანი უკვე. -ბოჩოლას თვალებით გადახედა მარიამმა. უკვე საკმაოდ დაღლილი იყო.
-კარგი მარიამ წავიდეთ, დავასვენოთ ეს ხალხიც. -გაიკრიჭა ალექსანდრე.
-როგორ მიხარიხართ ყველა შვილებო. ნეტავ სულ აქ იყოთ ჩვენს გვერდით. -აროხროხდა მაიზერი.
-სიამოვნებით ვიცხოვრებდი სულ თქვენთან. -გაუღიმა რძალმა და მაქსიმეს გადახედა ეშმაკურად.
-ლილე შვილო შენ, რომ ჩემი პატარა ბედნიერება ხარ გითხარი უკვე? -გულში სითბო ჩაეღვარა მაიზერს.
-არა არ გითქვამთ. -მოჩვენებით აიბზუა ცხვირი ლილემ.
-ხოდა ჩემი პატარა ბედნიერება ხარ. -გულში ჩაიკრა. მაქსიმე კი, რაღა თქმა უნდა უსაზღვროდ ბედნიერდებოდა ამ ყველაფრით.
-მიხარია თქვენ, რომ ხართ ჩემი ოჯახი.
-შენზე კარგს სხვას ვერც შეიყვარებდა ჩემი შვილი. -კიდევ ერთხელ გადაიროხროხა მაიზერმა.
-გეყოფა მამა თორემ თავში აუვარდება. -ენა გამოუყო მაქსიმემ და დანარჩენებმა სიცილი ატეხეს.
-ოხ მაქსიმე რა ხარ რა, არაფერი გეშველება. როდოს უნდა გაიზარდო? -თავი გადააქნია ანამ და ყველას გამოემშვიდობა.
-დროებით აბა. ბედნიერი თაფლობის თვე გაგეტარებინოთ. -წყვილს გამოემშვიდობა ალექსანდრე.
-ლილე ჩემო ერთადერთო კარგად გაერთე და მალე ჩამოდით იცოდე თბილისში.
-ჩემო მარიამ არ მოიწყინო მალე ჩამოვალ. -დაქალებიც გამოემშვიდობნენ ერთმანეთს და მათი წასვლის შემდეგ ლილემ და მაქსიმემ საძინებლისკენ აიღეს გეზი. გადაღლილებმა ტანსაცმელი გამოიცვალეს და ეგრევე საწოლში გადაეშვნენ. თავი გულზე დაადო და მოსმა ხელებმაც ადგილი მაქსიმეს ტანზე იპოვეს.
-რა ცოტა დრო გავიდა და უკვე რამდენი რამე შეიცვალა ჩვენს ცხოვრებაში არა მაქსიმე?
-მართლაც, რომ ბევრი რამ შეიცვალა.
-ყველაზე მეტად რომელი ნაწილი მოგწონს ამ ცვლილებების? -ქვემოდან ახედა ეშმაკურად.
-ის ნაწილი სადაც შენმა თვალებმა გული ამიფართხალა. -ბაგეები ღიმილმა ფართოდ გაუპო ლილეს.
-ჩემი რომანტიკოსი ქმარი.
-შენ რომელი ნაწილი მოგწონს ლილე?
-მე ყველა ნაწილი მომწონს. ის ნაწილი განსაკუთრებით, როდესაც თავში ტაპორი გხიე. -გადაიხარხარა და ყელში აკოცა მაქსიმეს.
-ეგ ნაწილი რატომ?
-ეგ ნაწილი იმიტომ, რომ მაგ დღეს პირველად ვნახე ჩემი მარადიული სიყვარული. -მაქსიმეს გაეღიმა და მოწყვეტით აკოცა ტუჩებში.
-და როდის შეგიყვარდი? უფროსწორად როდის მიხვდი, რომ გიყვარდი?
-მაშინ მივხვდი, როდესაც იმ კახპასთან დაგინახე. მივხვდი რამხელა ადგილი გეკავა ჩემს გულში. იმ ღამეს კი როდესაც შენ ჩემს ოთახში ჩუმად შემოიპარე და ვითომ მძინარეს მელაპარაკე დავრწმუნდი, რომ მთელი ცხოვრება ვერ შევძლებდი ჩემში შენი არსებობის გაქრობას. -თვალებიდან ვარსკვლავებს ყრიდა ლილე. თითოეული წამის გახსენებისას უბედნიერესი იყო და იმ შეგრძნებებს რასაც მაშინ გრძნობდა, ახლაც იგივენაირად გრძნობდა.
-მოუსმენია თურმე ქალბატონს და მაინც გამიშვა. -თავი გააქნია გაბრაზებულად.
-მასე მარტივად, რომ ვერ გამოძვრებოდი ხომ იცი. -წარბი აუწია ლილემ.
-ნუ ხო მართალია.
-იმედია ის კახპა ისევ არ მომიშლის ნერვებს. -კბილებს შორის გამოსცრა.
-გაუშვა ალექსანდრემ. ისედაც უკმაყოფილო იყო მისი მუშაობით. გურამმაც შეამჩნია და გაუშვა.
-ერთად იყავით? -დიდი ინტერესით ჰკითხა.
-არა ერთად არ ვყოფილვართ. უბრალოდ ალექსანდრეს დაბადების დღეზე ისე დავთვერი და ეგეც ისე მეკონწიალებოდა გავ*იმე. იმის მერე არ მეშვებოდა მარა ვინ მიიკარა. -ამრეზით ამოილაპარაკა. ლილეს კი უკმაყოფილო სახე ჰქონდა. როდესაც წარმოიდგენდა, რომ მაქსიმეს ვიღაც ეხებოდა გიჟდებოდა. ახლა კი არავის მისცემდა მასთან მიკარების უფლებას.
-მასეთი ალბათ ძალიან ბევრი გყავდა.
-დიახ იყვნენ. აი შენ კი ხარ და სულ იქნები. მასეთი სახე ნუ გაქვს ჩემო ეგოისტო ქალო. -გაეღიმა, ზემოდან მოექცა და ღაწვები დაუკოცნა.
-იცოდე სანამ ცოცხალი ვარ, სანამ პირში სული მიდგას შენ ვერავინ მოგეკარება და ბოლო ამოსუნთქვამდე უღმერთოდ მეყვარები. თუკი როდისმე სხვისკენ გაიხედავ ჩათვალე, რომ შენთვის უსიცოცხლო თეთრი თეთნულდივით გავხდები. -შუბლი მის შუბლზე ედო და თითოეულ სიტყვას მშვიდად ეუბნებოდა. მაქსიმეს ეღიმებოდა. მისი ეგოისტობაც კი მოსწონდა, ეჭვიანობაც. საბოლოოდ ჭკუიდან მხოლოდ ლილემ გადაიყვანა და ის სვანური რქები ოდნავ წაამტვრია.
-და შენც იცოდე, რომ მე არ ვიქნები უშბა შენგან შორს მყოფი. ჩვენ ვიქნებით როგორც ენგური და მუდამ ერთი მიმართულებით ვივლით მხოლოდ ერთნი!
-მი სი მალატ გვიჩიანო! (მე შენ მიყვარხარ)
-მი სი მალატ მუშვან ხეხუ! ♡ (მე შენ მიყვარხარ სვანის ქალო)
-მაქსიმეეე -ვნება მოერია ქალბატონს.
-ხოუუ -ტუჩის კუთხე ჩატეხა. მიუხვდა სურვილს.
-შენგან შვილი მინდა.
-რამდენი? -გაეცინა მაქსიმეს.
-4 -სიცილით უპასუხა ლილემ.
-პირველ ეტაპზე რომელი გინდა? -ინტერესიანი თვალებით ჰკითხა.
-მამას ტყუპი ბიჭები მინდა! -დარწმუნებით უთხრა და ყელზე ხელი აუსრიალა.
-მერე როდის გითხარი მეზარებათქო?! -გაეკრიჭა მაქსიმე.
-ჩემი ჰორმონებ ათუხთუხებული!
-ჩემი დაუკმაყოფილებელი ქალი! -წამსვე იპოვეს მაქსიმეს ტუჩებმა ბინა ლილეს ტუჩებზე და მათი სხეულებიც გაერთიანდნენ ახალი სიცოცხლის ჩასახვის მცდელობაში.

არც კი მჯერა, რომ ახალი თავი დავდე და ალბათ უკვე თქვენც აღარ გჯერავთ. უკვე აღარ ვიცი ეს ისტორია რამდენს მატანინებს და თვითონაც რამდენს უძლებს. ბევრი პრობლემების, უნერვობოს, ნერვოზევის შემდეგ როგორღაც დავწერე და დაგიბრუნდით. ალბათ ყველაზე მეტად ამ თავის დაწერა გამიჭირდა. ახლობლებმა კი იციან და ვიცი გამიგებენ.ვიცი, რომ ბევრი ელოდებპდით და იმედია არ გაგიცრუებთ იმედებს. მადლობა იმათ ვინც ერთგულად მელოდა. ძალიან მაბედნიერევს თქვენი დამოკიდებულება და ამ ისტორიასთან ერთად ბევრ რამეს მატანინებს. თქვენც გმადლობთ ვინც მლანძღავდით:დდ უბრალოდ ასე ადამიანის გალანძღვა არ შეიძლება როდესაც მისო მდგომარეობა არ იცით და ისიც უნდა იცოდეთ რომ წერა აეც თუ ისე მარტივია ყოველთვის. რაც არ უნდა იყოს მიხარია, რომ დაგიბრუნდით. ერთი მკითხველიც რომ დამრჩეს ეს ისტორია მაინც დასრულდება. თქვენი ნუციკო❤



№1  offline მოდერი abezara98

დაკარგულო, მომნატრებიხარ შენ და შენი ისტორიები ❤❤❤

 


№2  offline მოდერი pekhshvela

abezara98
დაკარგულო, მომნატრებიხარ შენ და შენი ისტორიები ❤❤❤

მადლობა საყვარელო დიდი❤❤

 


№3 სტუმარი manana

საოცარია, მაგრამ სად დაიკარგე ამდენი ხნით..

 


№4  offline წევრი დარინა

მიხარია რომ დაბრუნდიიი მიყვარს ეს ორი გიჟი და მთლიანად ეს ისტორიააა, მიხარიხარ რომ ასეთ თბილ და ტკბილ ისტორიას გვჩუქნიიი.

 


№5  offline წევრი იზუკა

სიახლეებში სათაური რო დავინახე თვალები ვჭყიტე მეთქი ხოარ მეჩვენებათქო...რო იცოდე როგორ გამახარრეეე..
საოცრად თბილ თავი იყო მართლა..
უემოციოდ ვერც კი წაიკითხავ ისეთი
მადლობა რომ გამოანათე ისევ და დაგვითბე გულები ამ სვანების ბედნიერებით ☺

 


№6  offline მოდერი pekhshvela

manana
საოცარია, მაგრამ სად დაიკარგე ამდენი ხნით..

ამ ერთ თვეში იმდენი რამ მოხდა მგონი მთელი ცხოვრება არ მომხდარა. მაგრამ ყვეკაფერი მოგვარებადია და ეს ისტორიაც ჩვეულ ფორნაში გაგრძელდება❤

დარინა
მიხარია რომ დაბრუნდიიი მიყვარს ეს ორი გიჟი და მთლიანად ეს ისტორიააა, მიხარიხარ რომ ასეთ თბილ და ტკბილ ისტორიას გვჩუქნიიი.

უღრმესი მადლობა❤❤

იზუკა
სიახლეებში სათაური რო დავინახე თვალები ვჭყიტე მეთქი ხოარ მეჩვენებათქო...რო იცოდე როგორ გამახარრეეე..
საოცრად თბილ თავი იყო მართლა..
უემოციოდ ვერც კი წაიკითხავ ისეთი
მადლობა რომ გამოანათე ისევ და დაგვითბე გულები ამ სვანების ბედნიერებით ☺

თქვენ მადლობა, რომ ასე მიხარებთ გულებს თქვენი დამოკიდებულებით ❤❤

 


№7 სტუმარი სტუმარი ანი

იმდენი ხნით დაიკარგე უკვე მეგონა აღარ გაგრძელებსთქო რა კარგი ხარ რო დადე შემდეგი თავი გთხოვ რა გთხოვ შემდეგი მალე დადეეეეეეეეე

 


№8  offline მოდერი pekhshvela

სტუმარი ანი
იმდენი ხნით დაიკარგე უკვე მეგონა აღარ გაგრძელებსთქო რა კარგი ხარ რო დადე შემდეგი თავი გთხოვ რა გთხოვ შემდეგი მალე დადეეეეეეეეე

ყველანაირად შევეცდები მალევე დავდო ❤

 


№9 სტუმარი nini

აუ ზან მაგარი იკო დიდხანს გელოდე ისიც კი იVფიქრე აგარ დადებსთქო ძან კაია და სჰემდეგიც მალე დადე ველოდები მიყვარხარ და მომენატრე <3

 


№10  offline მოდერი pekhshvela

nini
აუ ზან მაგარი იკო დიდხანს გელოდე ისიც კი იVფიქრე აგარ დადებსთქო ძან კაია და სჰემდეგიც მალე დადე ველოდები მიყვარხარ და მომენატრე <3

უღრმესი მადლობა საყვარელო❤❤❤

 


№11 სტუმარი სტუმარი Natka

Agarshewyvito zalian gtxov

 


№12  offline წევრი marikuna18

ძალიან მაგარი იყო ♡♡ დიდხანს ველოდი მაგრამ ღირდა ♡♡♡ არვიცი რა პრობლემები გაქვს მაგრამ ერთს გეტყვი არ დანებდე და თავი არ დახარო ღმერთის იმედი გქონდეს და იცოდე დაღმართს ყოველთვის აღმართი მოყვება ♡♡♡♡♡ წარმატებები ♡♡♡♡

 


№13 სტუმარი სტუმარი ნათია

ძალიან კარგია????????მალედადე მოუთმენლად ველოდები ახალ თავს ????????

 


№14  offline მოდერი pekhshvela

marikuna18
ძალიან მაგარი იყო ♡♡ დიდხანს ველოდი მაგრამ ღირდა ♡♡♡ არვიცი რა პრობლემები გაქვს მაგრამ ერთს გეტყვი არ დანებდე და თავი არ დახარო ღმერთის იმედი გქონდეს და იცოდე დაღმართს ყოველთვის აღმართი მოყვება ♡♡♡♡♡ წარმატებები ♡♡♡♡

დანებებას არც ვაპირებ. ცხოვრება გრძელება ყველაფრის მიუხედავად. თუნდაც თქვენი სიტყვების გამო ღირს ბრძოლა. უღრმესი მადლობა გვერდში დგომისთვის. მიხარია რომ მოგეწონა❤❤

სტუმარი ნათია
ძალიან კარგია????????მალედადე მოუთმენლად ველოდები ახალ თავს ????????

მადლობა. მალე დავდებ❤

 


№15  offline წევრი naniko mindia

Tvalebi gamibrwyinda rom daginaxe, sheni istoria dzalian gamixarda amdeni xani nuga daikargebii
❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️
--------------------
lomidze

 


№16  offline მოდერი pekhshvela

naniko mindia
Tvalebi gamibrwyinda rom daginaxe, sheni istoria dzalian gamixarda amdeni xani nuga daikargebii
❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️

აღარ დავიკარგებიი❤❤❤

 


№17 სტუმარი სტუმარი ნან

როდის დადებ?

 


№18  offline წევრი Tskrialashvili Mariami

ვაიმე ჩემი ჩაათაი როგორ ყველგან არის ნუუ :დდ
აუუუ სიზმრის მომენტში რასაც ქვია ჩავბჟირდი :Dd
ჩემი ეჭვიანი ალექსანდრე ^_^ :*

მაქსიმე და ლილე წყვილი რომელიც ავსებენერთმანეთს ყველა'ფრით :*
ორივე ერთი მეორეზე გიჟები და საყვარლები არიან :*

როგორ ძალიან მებედნიერება სვანეთი, სვანები და შენ ჩემო ნიჭიერო ♥♥

 


№19  offline მოდერი pekhshvela

Tskrialashvili Mariami
ვაიმე ჩემი ჩაათაი როგორ ყველგან არის ნუუ :დდ
აუუუ სიზმრის მომენტში რასაც ქვია ჩავბჟირდი :Dd
ჩემი ეჭვიანი ალექსანდრე ^_^ :*

მაქსიმე და ლილე წყვილი რომელიც ავსებენერთმანეთს ყველა'ფრით :*
ორივე ერთი მეორეზე გიჟები და საყვარლები არიან :*

როგორ ძალიან მებედნიერება სვანეთი, სვანები და შენ ჩემო ნიჭიერო ♥♥

ჩემო სიყვარულოო❤❤❤

 


№21 სტუმარი უცნ

იქნებ დაგვდო პატივი და გვიპასუხო როდის დადებ

 


№22 სტუმარი Marta

ისევ დაგვეკარგა?

 


№23 სტუმარი სტუმარი ნინი

ვაიმე რამდენიხანიველოდე ამთავს მალედადე შემდეგი გთხოვ

 


№24 სტუმარი Marta

ხალხნო თუ ვერ აგრძელებთ რატომ იწყებთ და თუ იწყებთ ნუღარ მიზეზობთ. დავიღალეთ. ეს ახალი სინდრომია რაიმე თუ რა ხდება. თუ თავს იფასებთ? 10 დღეა უკვე გელოდებით. ყველაფერი გავიგეთ და მივიღეთ,მაგრამ არსებობს ზღვარი და ამ ზღვარს არ უნდა გადადიოდეთ. იმედია პასუხს მომწერ. რადგან ვთვლი რომ ხარ ანგარიშვალდებული ჩვენთან.

 


№25 სტუმარი სტუმარი ლელა

აღარ აგრძელეებ? თუ არ აგრძელებ ეს მაინც გვითხარი რო აღარ ველოდოთ რა.

 


№26 სტუმარი სტუმარი მარი

ეღირსება ამას გაგრძელება და დასრულება?

 


№27  offline წევრი Crazy dreamer

აღარ აგრძელებ??

 


№28 სტუმარი ანუკა ♡

აღარ დავიკარგებიოობესაა რანაირად იქცევიი კაიი ეა პასუხი მაინცც გაგვეციიიი

 


№29 სტუმარი სტუმარი ლელა

როდის დადებ ახალ თავს?

 


№30 სტუმარი ლლლლ

ესეა სულ ჯერ მოდი სულ დაწერე და მერე დადე და ლოდინიც აგარ მოგვიწევს ეს რა ჯანდაბა თვეები გვიწევს ლოდინი

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent