შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სანდრო (პირველი თავი)


4-08-2018, 18:02
ავტორი ttatusi
ნანახია 1 543

სანდრო


,,რაც არ უნდა შეგემთხვეთ,არაფერი არ მიიტანოთ გულთან ახლოს. ცხოვრებაში ცოტა რამ არის დიდი ხნის მანძილზე მნიშვნელოვანი’’
მინდა რომ რემარკის ეს ფრაზა ყოველთვის მახსოვდეს და მუდამ ვითვალისწინებდე.სამწუხაროდ, ამით არ გამოვირჩევი... უბრალო რაღაცაზეც კი მარტივად ვბრაზდები, უფრო სწორედ ვიბუტები.თუმცა ყოველთვის ვცდილობ ჩემი ეს მხარე დავმალო.ნაწყენს მარტივად ვივიწყებ ხოლმე , ეს რომ არა, ალბათ, ნახევარი ცხოვრება გაბრაზებული ვივლიდი.
რემარკის წიგნში სანიშნი ჩავდე და ლოგინთან ძირს დავდე. ჩემს დაქალს ველოდებოდი,საღამოს კინოთეატრში ვაპირებდით წასვლას მანამდე კი ჩემთან უნდა ამოსულიყო. დაგვიანება ქეთის თანმსდევი თვისება იყო.ყოველთვის და ყველგან.
მოკლედ, მე და ქეთიმ წელს ჩავაბარეთ გამოცდები რეგისტრაციაც ერთად გავიარეთ, ერთნაირ ლექტორებთან მოვხვდით, ამით დაიწყო ჩვენი ბედნიერება. სექტემბრის თვეა და რამოდენიმე კვირა დარჩა უნივერსიტეტის დაწყებამდე.
მობილურით facebookში ვიყავი შესული და სიახლეებს ვათვალიერებდი,როდესაც დედაჩემის ხმა შემომესმა
-ელენე
-ხო დეე
-ქეთი მოვიდა გამოდი
დედაჩემი, მაია, ახალგზარდა ქალია და თითქმის ისე გამოიყურება როგორც ჩემი რომელიმე მეგობარი.38 წლის არის, თუმცა ასაკი არ ეტყობა. ყოველთვის ცდილობს გამიგოს და ვმეგობრობთ კიდეც, თავისუფლად შეგვიძლია მე, ქეთის და მაიას ერთად ჭორავი.რასაც ვერ ვიტყოდი მამაჩემზე,ვახოზე.მამა ცოტა მკაცრია და ზედმეტად მიფრთხილდება,ალბათ,ეს იმის ბრალია რომ ერთადერთი შვილი ვარ და თან გოგო.
ლოგინიდან სწრაფად წამოვდექი და მისაღებში გავედი,ქეთი უკვე მოკალათებულიყო და რაღაცას უყვებოდა მაიას.
-მაია დეიდა ჩემები მიდიან ბათუმში და სახლში ვრჩები მარტო,
-აჰა ქეთი უკვე ვხვდები რისი თქმაც გინდა
-აუ გთხოვთ რა ელენე ჩემთან დარჩეს რა ეს პერიოდი.არ დამტოვოთ მარტო. (ელენეს ყოველთვის გამოსდიოდა ადამიანებზე ზეგავლენის მოხდენა, ადვილად შეეძლო დაეთანხმებია დედაჩემი და გამოუვიდა კიდეც
-კარგი ხო, მე კი თანახმა ვარ მაგრამ მამამისაც უნდა ვუთხრა რას იტყვის.
-ჰეიი. საუბარში ჩავყვავი მეც ცხვირი.-მოიცა აქ უჩემოდ რა იგეგმება?(ქეთისთან მივედი და თითქოს და გაოცებული მივუჯექი
-რა გინდა გოგო ეგრე რატო მიყურებ, საქმე ჩავაწყვე და შეგიძლია ჩემთან დარჩე, მეტი კაი რა გინდა?
-აუუუ რამაგარია, ახლა მივხვდი 18 წლისრომ ხარ რა ძალას ფლობ , და დედაჩემს დავემანჭე
-კარგით ახლა ნუ დააწყვეთ გეგმები ჯერ ვახოს კითხე ელენე და მერე გაიხარე.დედაჩემა შეძლო და რეალობაში დამაბრუნა.არასოდეს მტოვებენ სხვაგან ღამით, ერთ-ორ შემთხვევას თუ გავიხსენებ მხოლოდ.ისიც მაშინ თუ თვითონ აწყობთ.
-აუ ელე შენთვის ახალი ამბები მაქ მოსაყოლი.წამო წავიდეთ კინოთეატრში და თან გზაში მოგიყვები.ამას თვალის ჩაკვრაც მოაყოლა ქეთიმ
-კაი ჩანთას ავიღებ. და ვნახოთ ვნახოთ რა ამბებია.
სახლიდან მალევე გავედით.ქეთის პატარა მანქანა ჰყავდა nissanის ცისფერი march.მანქანაშ ჩასხდომა და ქეთის ბოლო ხმაზე ლაპრაკი ერთი იყო .
-მოკლედ გოგო ჩემს მეზობლად. მეორე სართულზე ხო იცი ბინა რო იყიდებოდა?
-ხო მერე??
-აუ უსიმპატიურესი,უსაყვარლესი,უუუმაღლესიდა არვიცი უუმაგრესი ბიჭი გადმოვიდა
-ეეეეეეე მართლა???
-აუ ხო ნამდვილად მოგეწონბა. მოგეწონება კი არა გაგიჟდები დარწმუნებული ვარ
-აუფ კი აბა გავგიჟდები . და ცინიკურად გავიცინე , ჯერჯერობით არავინ ყოფილა ისეთი ვინც ნამდვილად მომწონებია.რატომღაც არ მიმართლებდა არასოდეს, ნუ ისე ჯერ მხოლოდ 18 წლის ვარ და რა დროს უნდა მომესწრო მაგრამ...
-კაი რა ელენე დაგანახებ და ნახავ პირი ღია დაგრჩება შოკისგან.(თან ენა გამომიყო ქეთიმ)
-ოო კაი მიდი ჯერ კინოთეატრში წავიდეთ და ის ფილმი ვნახოთ და მერე მაგ ბიჭს შევუაროთ
-აუ სულ არ მინდა ეგ ფილმი რა. დაიწუწუნა ქეთიმ
-არაა მოგკლავ, მე მინდა და წამოხვალ ვსოოო. მუსიკას ავუწიე, რამოდენიმე სელფიც გადავიღეთ და სთორშიც განათავსა ქეთიმ , ცოტა ხანში დაქოქა თავისი პატარა ბუსუსა, როგორც თვითონ ეძახდა და სიმღერ-სიმღერით გავუყევით რუსთაველისკენ გზას.


-----------
გამარჯობა <3 ეს ჩემი პირველი ისტორიაა, იმედია მოგეწონებათ, ღირს გაგრძელება?



№1  offline წევრი marikuna18

აუუ კიი გააგრძელე ოღონდ გაზარდე თავების მოცულობა♡♡♡წარმატებები♡♡♡

 


№2  offline წევრი ttatusi

marikuna18
აუუ კიი გააგრძელე ოღონდ გაზარდე თავების მოცულობა♡♡♡წარმატებები♡♡♡

heart_eyes heart_eyes ხო ეს პირველი თავი რომ იყო პატარა დავდე kissing_heart

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent